პაციენტი, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგეს, თავს კარგად გრძნობს

 

პაციენტი, რომელსაც ბათუმში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობს. დონორი კი დღეს საავადმყოფოდან  გაწერეს.   

ბათუმში პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

 

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა – ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გამართულ ბრიფინგზე სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. პაციენტი და დონორი თავს კარგად გრძნობენ.    

ბათუმში ღვიძლის გადანერგვა დაიწყება


მსოფლიო მასშტაბით ქირურგიაში ექვსი ორგანოს –  თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის, გულის, ფილტვისა და წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია ხორციელდება. აქამდე ამათგან საქართველოში მხოლოდ თირკმლის გადანერგვა იყო შესაძლებელი, თუმცა, როგორც სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პრესსამსახურში აცხადებენ, ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ღვიძლის ტერმინალური უკმარისობის ანუ ციროზის მქონე პაციენტების ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის მზად არის. 

როგორ განვიკურნოთ სიელმისგან – საშობაო აქცია კლინიკა “საგიტარიუსში“


 საშობაო აქცია კლინიკა „საგიტარიუსში“


2015 წლის 10 იანვარს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფთალმოქირურგი, გელა ობერიუხტინი „საგიტარიუსში“ ჩაატარებს კონსულტაციებს.

პირველი 30 პაციენტის კონსულტაცია უფასოა.


ჩაწერა წინასწარ. ტელ: 27 95 53 

მის.: ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91

როგორ გამოვიცნოთ ანემია ბავშვებში

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, სისხლში წითელი უჯრედების ნაკლებობა, იგივე ანემია მსოფლიო მოსახლეობის 24%-ს, ანუ 1620 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ანემია ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია გავრცელებული და ოფიციალური სტატისტიკით ამ დაავადებით 1-4 წლამდე ასაკის ბავშვების 25%-ია დაავადებული. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგი, პედიატრი თამარ კვაჭაძე ამბობს, რომ ანემია საქართველოს ბავშვთა პოპულაციაშიც ხშირია და მისი გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა. როგორ უნდა ამოვიცნოთ ანემიის ნიშნები და რა სახის საკვებია რეკომენდებული ანემიის პროფილაქტიკისთვის, ამ და სხვა კითხვებზე თამარ კვაჭაძემ უპასუხა. 

ფსიქო-ნევროლოგიური სერვისები და სახელმწიფო პროგრამით შეძენილი „ნაკლებ ეფექტური“ მედიკამენტები

 

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობების მქონე ადამიანია რეგისტრირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით კი, ეს რიცხვი რეალურად გაცილებით უფრო დიდია. ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეთა არაზუსტი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური სტიგმაა. იმის გამო, რომ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს ხშირად „გიჟებად“ მოიხსენიებენ, ბევრი ერიდება ფსიქიატრიული სერვისით სარგებლობას. ამის გამო კი მათი მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება.

“ვიტა“ – ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

წელის, კისრის, ზურგის, ფეხის ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა ტკივილის გამო, მოძრაობის შეზღუდვა, პაციენტის შრომის უნარის დაქვეითება – თუ ჩამოთვლილი ჩივილებიდან  რომელიმე თქვენ ან თქვენს პატარას გაწუხებთ, სავარაუდოდ, არსებობს რისკი, რომ თქვენ ხერხემლის  დაავადება გაქვთ. 

რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის

 

ბრონქული ასთმა, ბავშვებს შორის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ამ დაავადებით 235 მილიონი ადამიანია დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასთმისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, ალერგოლოგი თეა მიქანაძის თქმით დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში ასთმიან პაციენტს შეუძლია სრულოფილი ცხოვრებით იცხოვროს.

რატომ უნდა მოვითხოვოთ დიაგნოზი

 

34 წლის მაია კ. ამბობს, რომ ექიმს ქრონიკული სიცხეებითა და საერთო სისუსტით მიმართა. გამოკვლევის შემდეგ ექიმმა მას სავარაუდო დიაგნოზი დაუსვა და მკურნალობა დაუნიშნა. მდგომარეობის გაუარესების შემდე, თერაპევტმა იგი ალერგოლოგთან გადაამისამართა. დიაგნოზი ვერც ალერგოლოგმა დასვა და პაციენტი ისევ სხვა ექიმთან გადაამისამართა. ოთხ ექიმთან რამდენიმეთვიანი უშედეგო გამოკვლევებისა და მკურნალობის შემდეგ, მაია თბილისში, ნაცნობ პროფესორთან მივიდა, რომელმაც მას სახსრის ანთების ზუსტი დიაგნოზი დაუსვა და უმკურნალა კიდეც. მაია კ. ამბობს, რომ დიაგნოზის ძიებაში მან საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, თუმცა წერილობითი დიაგნოზი არც ერთი ექიმისგან არ მიუღია.

რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვისთვის

 

ბრონქული ასთმა, ბავშვებს შორის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ამ დაავადებით 235 მილიონი ადამიანია დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასთმისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, ალერგოლოგ თეა მიქანაძის თქმით დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში ასთმიან პაციენტს შეუძლია სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს.

ექიმის ეთიკა და პაციენტი

 

21 წლის თ.მ. გინეკოლოგთან პირველ ვიზიტს შიშით იხსენებს. ამბობს, რომ დიდი სტრესი გადაიტანა, როცა ექიმმა დაჟანგულ სავარძელზე სტერილური საფარი დაუგო, სტერილური ხელთათმანის ყიდვა კი თავად პაციენტს დაავალა. თ.მ. ამბობს, რომ მან პროცედურის შესახებ არაფერი იცოდა და გინეკოლოგმა, ნაცვლად შეპირებული „მხოლოდ ვიზუალური შემოწმებისა“, ნაცხის ანალიზიც დაუკითხავად აუღო – „გინეკოლოგთან პირველად ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გავესინჯე. მეშინოდა, ექიმს კი არაფერი აუხსნია. მე მის პროფესიონალიზმს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, საკმაოდ ცნობილი ექიმია, უბრალოდ, მინდოდა აეხსნა, რას აპირებდა და როგორ. გარემო კი მინიმუმ სუფთა მაინც უნდა იყოს“, – ამბობს თ.მ.

ჯანმო: სამყარო პოსტანტიბიოტიკური ეპოქისკენ მიექანება

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა კარგა ხანია რაც მომავლის პრობლემა აღარ არის. მათი ცნობით, ეს პროცესი უკვე მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს: „თუ სასწრაფო ზომები და კოორდინირებული ქმედებები არ იქნება მიღებული, სამყარო პოსტანტიბიოტიკური ეპოქისკენ მიექანება, რომელშიც იმ ზოგად ინფექციებსა და უმნიშვნელო ტრავმებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე განკურნებადი იყო, შესაძლოა ისევ ლეტალური შედეგები მოჰყვეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

პრაქტიკული რჩევები ართროზის დროს

 

რა არის ართროზი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც “მარილების დაგროვება”, დაავადების რა გამომწვევი მიზეზები არსებობს და რა მეთოდებით შეიძლება ართროზის მკურნალობა, ამის შესახებ გვესაუბრა ექიმი რევმატოლოგი იზოლდა აბუსელიძე. 

სისხლი ძუძუს კიბოს დასამარცხებლად

 

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით, 5 ნოემბერს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იმართება აქცია – „გაიღე სისხლი“.

ებოლა და საქართველოს საზღვრები

 

ებოლას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ზომები საქართველოს საზღვრებზეც დაწესდა. ოთხი ქვეყნიდან, – ლიბერია, სიერა-ლეონე, გვინეა და ნიგერია, სადაც ებოლას ვირუსია გავცელებული, საქართველოს საზღვარზე შემოსული პირები 21 დღის განმავლობაში სპეციალურ კონტროლზე იმყოფებიან. რისკ-ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების რეგისტრაცია საქართველოს სახმელეთო, საჰაერო და საზღაო საზღვრებზე წარმოებს.

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს

 

იმის გამო, რომ საკუთარი პრობლემები ნაკლებად პრობლემურად ეჩვენებათ, ადამიანები ფსიქოლოგთან მისვლას არ ჩქარობენ და თავიანთი პრობლემებით გარბიან ყველასთან, იქნება ეს მეგობარი, ნათესავი თუ თანამშრომელი – ოღონდ
არა სპეციალისტთან. როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და როგორ შეუძლია სპეციალისტს დახმარება, ამის შესახებ კლინიკური ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი, ირმა კვაჭაძე გვესაუბრა.

“მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“

 

სასუნთქი სისტემის დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული მწვავე ბრონქიტია და პულმონოლოგ თეონა მსხალაძის თქმით, იგი ექიმთან მიმართვიანობის მიზეზის პირველ ხუთეულში შედის. მისივე თქმით, მწვავე ბრონქიტის შემთხვევების 80-85% შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება, რადგანაც დაავადების განვითარება კლიმატური პირობების გაუარესებასთან და რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია

 

კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე იტალიაში 22-წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის შემდეგ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოქირურგიულ ოპერაციებს იტალიელ კოლეგებთან ერთად წარუძღვება.

­­­ერთი კოვზი დედიკოს ხათრით

 

მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ბავშვმა მისთვის გამოყოფილი ულუფა ჭამოს. ბევრი მშობელი საამისოდ, ფიზიკური დაძალების გარდა, სხვადასხვა ხრიკსა და მუქარას იყენებს. მშობლები ნაკლებად ითვალისწინებენ, რომ ბავშვის მადა არა მარტო შიმშილის გრძნობაზე, არამედ მის ჯანმრთელობასა და ხასიათზეც არის დამოკიდებული. „ერთი კოვზი დედიკოს ხათრით, ერთიც მამიკოს ხათრით“, „თუ არ შეჭამ, მეზობელი თამრიკო შეგიჭამს“, „პატრული წაგიყვანს“ და ა.შ. – ასეთი მესიჯები როგორ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე და როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი საკვებით, ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრა.

შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი

 

შაკიკი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ათ პროცენტს აწუხებს, სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადებას თან ახლავს წინასწარი სიმპტომები, რომლის ამოცნობითაც შესაძლოა შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან. შეტევამდელ სიმპტომებს  აურა ჰქვია, თუმცა დაავადება შესაძლოა აურის გარეშეც მიმდინარეობდეს. „შესაძლოა პაციენტი ნახევარი საათით ადრე ნათელ წერტილებს ან/და ხაზებს ხედავდეს. ასეთ დროს პაციენტი ტკივილის დაწყებამდე იღებს ექიმის მიერ დანიშნულ მითითებებს და მედიკამენტს. ამით შეიძლება შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან“, – ამბობს ნევროლოგი ირმა ხვიჩია.

რა უნდა ვიცოდეთ ჰერპესზე

 

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 90% ჰერპესვირუსის უბრალო ფორმით არის ინფიცირებული. დერმატოლოგ ნატალია შავდიას თქმით, ჰერპესვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ რჩება იქ და მისგან დამცველი ძალების შესუსტებისთანავე ბუშტუკოვანი გამონაყრით ვლინდება. 

რიგები ექიმის კაბინეტთან


ორსულ პაციენტ დ.ხ-ს სისხლდენის გამო ექოსკოპიის გადაღება სასწრაფოდ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს წინასწარ შეუთანხმდა ურიგოდ მიღებაზე, კლინიკაში მისულს მაინც რამდენიმე საათი რიგში მოუწია დგომა. ცოცხალი რიგები აჭარის თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ჯერ კიდევ რეგისტრატურასთან იწყება. მას შემდეგ, რაც პაციენტი გადახდის ქვითარს აიღებს და ექთანს გადასცემს, იგი ექიმის კაბინეტთან მდგარ რიგში გადაინაცვლებს, სადაც ლოდინის რეჟიმში შესაძლოა რამდენიმე საათიც კი დაჰყოს.

როგორ მუშაობს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგური ზაფხულში

 

სასწრაფო დახმარების სადგურში გამოძახების რაოდენობა ზაფხულობით იზრდება. თუ აქამდე სასწრაფო დახმარების სადგურში დღეში საშუალოდ 240 ზარი ფიქსირდებოდა, სეზონზე ეს მაჩვენებელი 300-მდეა გაზრდილი. ამის გამო ბათუმის მერიამ სასწრაფო დახმარების 13 ძირითად ბრიგადას სექტემბრამდე კიდევ სამი ბრიგადა დაუმატა. რა სახის ძირითადი და სეზონური შემთხვევების გამო იძახებენ სასწრაფო დახმარებას და რამდენი ბრიგადა ემსახურება ქალაქს, ამ და სხვა კითხვებს ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგურის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ უპასუხა.

ხელოვნური კბილი, ანუ დენტალური იმპლანტაცია

 

დენტალური იმპლანტაცია ორთოპედიული სტომატოლოგიის განშტოებაა, რომელიც ედენტულიზმის, ანუ უკბილობის მკურნალობას ემსახურება. თუ ტრადიციული ორთოპედიული კონსტრუქციების გამოყენებისას (ფიქსირებული ან მოსახსნელი პროთეზი) შესაძლებელია კბილის მხოლოდ იმ ნაწილის აღდგენა, რაც ჩანს, ანუ მხოლოდ გვირგვინის, იმპლანტაციის დროს ხდება კბილის შეძლებისდაგვარად სრულიად აღდგენა, ანუ იმპლანტი არის კბილის ფესვის ანალოგი, ხოლო მასზე კი კბილის გვირგვინი (კბილი) მაგრდება.

დაავადება, რომელიც ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს

 

სოკო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ზოგიერთი მათგანი აზიანებს კანს, თმას, შინაგან ორგანოებს, მაგრამ ყველაზე გახშირებული ფრჩხილის სოკო – ონიქომიკოზია. დერმატო-ვენეროლოგის, მედიცინის აკადემიური დოქტორის ნატალია შავდიას თქმით, ეს დაავადება ყველა მესამე პაციენტს აღენიშნება.

რატომ არ არის სასურველი ხორცზე უარის თქმა

 

მიიჩნევა რომ ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი – ცხოვრების ჯანსაღი წესის ნაწილია, თუმცა ფაქტია, რომ ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე უარის თქმა, ორგანიზმში სხვადასხვა საჭირო ნივთიერების დეფიციტს წარმოშობს. ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაულის თქმით, ამ დეფიციტის შევსება სხვა პროდუქტების ხარჯზე, სრულად ვერ ხერხდება.

750 კილომეტრი წამლის ასაღებად

 

საქართველოში დაახლოებით ორასი თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული, ანუ იმუნიტეტის დამწევიმედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ამ მედიკამენტებს პაციენტები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ, თუმცა მათ მისაღებად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ყოველთვიურად თბილისში უწევთ ჩასვლა. ბათუმიდან თბილისამდე და პირიქით, პაციენტმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა 750-მდე კილომეტრი უნდა გაიაროს წამლის ასაღებად. 

რას გვკარნახობს ორგანიზმი

 

როგორ ამოიცნობა ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში ანუ ჰიპოვიტამინოზი და როგორ შევივსოთ ეს დანაკლისი? ამ და სხვა კითხვებზე “ბათუმელებს” ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს

 

ვარიკოზი ვენის სანათურის პათოლოგიური გაგანიერებაა, რომელსაც ვენის დაგრძელება და დაკლაკვნა ახასიათებს. ქვედა კიდურების ვარიკოზი ქალებში გავრცელებული დაავადებაა, ის ჯანსაღი მოსახლეობის 60%-ს აწუხებს. მედიცინის დოქტორის, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ანგიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, იოსებ მარგალიტაძის თქმით, დაავადება განსაკუთრებით ზაფხულობით მძაფრდება, ამის მიზეზია სიცხე, რომლის დროსაც ვენები ფართოვდება.

მკურნალობა პლაჟზე – სად ჯობს დასვენება?

 

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული კლიმატია. ურეკი, ქობულეთი, ციხისძირი,  ბათუმი, სარფი და სხვა მცირე კურორტები ტერიტორიულად ერთმანეთის გვერდიგვერდაა, თუმცა ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ განსხვავებებზე „ბათუმელებს“ ექიმი კურორტოლოგი ნელი ჭოხონელიძე ესაუბრა.   

რა ღირს ექთნის შრომა

 

საქართველოში დაახლოებით 18 000 ექთანი მუშაობს, რომელთა ხელფასიც საქართველოს ექთნების ასოციაციის მიერ დადგენილ ზღვარზე ორჯერ უფრო დაბალია. 

როდის არის საშიში ცხიმგროვა სხეულზე

 

 

რატომ ჩნდება სხეულზე ცხიმგროვები, რამდენად საშიშია ისინი და როგორ ვუმკურნალოთ მათ, ამ თემაზე ონკოქირურგი თემურ გოგიტიძე გვესაუბრა. მისი თქმით, კანის ასამდე სახეობის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ლიპომა და ათერომაა გავრცელებული. 

როგორ ვაკონტროლოთ წნევა

 

 

არტერიული ჰიპერტენზია – ანუ არტერიული წნევის მომატება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ის შესაძლოა სხვადასხვა დაავადებებით იყოს განპირობებული ან ცალკე, იზოლირებულად ჩამოყალიბდეს და თავად გახდეს სხვა დაავადების მიზეზი. როდის, რა მიზეზებით იმატებს არტერიული წნევა და როგორ ვაკონტროლოთ იგი, ამის შესახებ ბათუმელებს კლინიკა „კარდიო სერვისი XXI“-ის დირექტორი,  კარდიოლოგი გოჩა აბაშიძე ესაუბრა.

 

ქალის მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობის მიზეზები – ნიმფომანია

 

მცდარი წარმოდგენების გამო, მამაკაცები ხშირად ოცნებობენ ნიმფომან ქალთან ურთიერთობაზე, რადგანაც არ იციან, თუ რა რთული და მტანჯველი პათოლოგია იმალება ქალის ამ დაუკმაყოფილებელი სექსუალური სურვილების მიღმა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომისა და რიყეთის თემში

 

ხვალ,  ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება.

პაციენტისა და ექიმის დაავადების რისკი საავადმყოფოში

 

“ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მედპერსონალის 35 პროცენტი ერთჯერად ხელთათმანებს არ იცვლის სხვადასხვა პაციენტის მომსახურებისას. მათ 70 პროცენტს არასოდეს გამოუყენებია სამედიცინო სათვალე. სამედიცინო დაწესებულებებში კი როგორც პაციენტის, ასევე ექიმის აივ/შიდსით და ვირუსული ჰეპატიტით დაავადების მაღალი რისკი არსებობს.

Exit mobile version