ახალი რესპულიკური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პროექტის პირველადი მონაცემებით ახალი საავადმყოფო 160 საწოლიანი იქნება, პოლიკლინიკური ბლოკი კი ყოველდღიურად 800 ამბულატორიულ პაციენტზე იქნება გათვლილი.
ბათუმელები
ახალი რესპულიკური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პროექტის პირველადი მონაცემებით ახალი საავადმყოფო 160 საწოლიანი იქნება, პოლიკლინიკური ბლოკი კი ყოველდღიურად 800 ამბულატორიულ პაციენტზე იქნება გათვლილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორი კვირის განმავლობაში საკურორტო რეაბილიტაციას ბორჯომსა და ურეკში უფასოდ გაივლიან.
ორ კვირაში ერთხელ თბილისში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფოიეში, “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრები იკრიბებიან. კლუბი ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ სამასზე მეტ ქალს აერთიანებს. მსგავსი კლუბის გახსნას ორგანიზატორები ბათუმშიც გეგმავენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში თებერვლიდან დღემდე 938 ვაუჩერია გაცემული. პროგრამა სულ 2 569 ბენეფიციარზეა გათვლილი და მასში ჩართვა 18 წლამდე ასაკის აჭარაში რეგისტრირებულ ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ბავშვს შეუძლია.
ტკივილი კისრის არეში, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუხვევა, ხმაური ყურებში – თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გეცნობათ, დროა მკურნალობაზე იზრუნოთ, დიდი ალბათობით თქვენ კისრის ოსტეოქონდროზი გაწუხებთ. როგორ ვითარდება ეს დაავადება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორ შეიძლება მისი მართვა, ამის შესახებ ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე გვესაუბრა.
დღეს, 2 აპრილს, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა, რომელშიც ფსიქოლოგი შორენა მამულაძე და აუტიზმის სპეციალისტი ქეთი გოგიტიძე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროსტატიტს, მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებას, ბევრი უკავშირებს სექსუალური ცხოვრების სხვადასხვა პრობლემებს. სტატისტიკის თანახმად, პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის, 30 წლის შემდეგ პროსტატიტით მამაკაცების 30% ავადდება. ეს მაჩვენებელი ასაკი მატებასთან ერთად იზრდება.
დღეს ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ახალშობილ ტყუპებს და მათ დედას სოციალური დაცვის პროგრამის „ახალშობილი ტყუპების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000–1000 ლარი გადაეცემათ.
ძილიანობა, მოდუნება, წონაში მატება, უხასიათობა, მახსოვრობის დაქვეითება, თმის ცვენა და კანის სიმშრალე – თუ მოზარდს ამ სიმპტომებს ამჩნევთ, ნუ იჩქარებთ ეს გარდატეხის ასაკს ან სიზარმაცეს დააბრალოთ, რადგან ყველა ეს სიმპტომი შესაძლოა იმაზე მიუთითებეს, რომ მოზარდის ორგანიზმს იოდი აკლია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია ანუ სისხლნაკლებობა, რა სიმპტომებით ხასიათდება და რა პროფილაქტიკური ღონისძიებებით შეიძლება ავიცილოთ თავიდან აღნიშნული დაავადება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი რეზო მიქელაძე ესაუბრა.
ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ერთ-ერთია იმ რვა ადამიანს შორის, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული პროგრამით სტაჟირება თურქეთში გაიარეს. „ბათუმელები“ ლადოს მიღებულ გამოცდილებასა და ქართულ და თურქულ სამედიცინო სერვისს შორის განსხვავებაზე ესაუბრა.
(რაღაა იგი აბჯარი, თუკი თან ახლავს ხვრელია)
წინამდებარე წერილი საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრის თუ არა, მინიმუმ მისი მოადგილის კორუფციულ სქემაში აშკარა ჩართულობამ დამაწერინა.
დღეს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში კიბოთი ავადობის შემთხვევებმა იმატა. 2012 წლის მონაცემებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით 670 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2011 წელთან შედარებით 17,7 პროცენტით (ანუ 119 ადამიანით) მეტია. 2013 წლის მონაცემები კი ჯერ დამუშავებული არ არის.
ბათუმში ციმბირული წყლულით ადამიანების დაავადების ორი შემთხვევა გასული წლის ბოლოს გამოვლინდა. ფაქტიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ქალაქის მთავარ ბაზარში ხორცის ყველა სექცია დახურა. ხოლოიმის დასადგენად, მოხდა თუ არა ციმბირული წყლულით დაავადებული ხორცის ბათუმის ბაზრიდან რეალიზაცია, მონაცემები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დადასტურდა თუ არა ჯილეხისვირუსის არსებობა ბაზრიდან გაყიდულ ხორცში? _ “ბათუმელების” კითხვებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს აჭარისრეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელმა ილია სირაბიძემ უპასუხა.
2014 წელს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 9 მილიონ 34 ათასი ლარი იქნება. როგორ გეგმავს მუშაობას სამინისტრო მომავალ წელს, რამდენი ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასი და რა შედეგი აქვს წელს სამინისტროს – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნუგზარ სურმანიძეს ესაუბრა.
ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საზღვაო ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართეს. მათ საზოგადოებისთვის ჰოსპიტალის პროგრამების ძუძუს კობოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს შესახებ მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ბათუმში მცხოვრები 44 წლის მამაკაცს ცოფის დიაგნოზი დაუსვეს. შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის თქმით, მას ორი თვის წინ ქუჩიდან აყვანილმა ძაღლმა უკბინა.
რამდენად საშიშია გველის ის სახეობები, რომელიც აჭარაშია გავრცელებული და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ გველმა დაგესლა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსი, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორი, გურამ წიკლაური საუბრობს.
დღეს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა.
დღეს, 1 საათზე საპატრიარქოსთან არსებულ ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
<!** Image 1 align="left" alt="„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" sub="„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" width="150" height="576" >
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, 2013 წლის 20 ივლისს, „ქობულეთის სამედიცინო ცენტრში” „ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები. პრესცენტრის მიერ გარცელებულ პრეს-რელიზში, რომელსაც აქვე გთავაზობთ, ჩამოთვლილია ის მიმართულებები, რისი სპეციალისტებიც გამოიკვლევენ ქობულეთის მოსახლეობას:
პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, ნევროპათოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, დერმატოლოგის, ოკულისტის და რევმატოლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
კონსულტაციებს და გამოკვლევებს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის”, „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის“ და ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას“ წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.
მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება დილის 10:00 საათიდან შეეძლება.
უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრებიან“.
პრესცენტრის ცნობით, „სამედიცინო დაწესებულებაში პოლიკლინიკურმა ნაწილმა ფუნქციონირება 22 აპრილს დაიწყო. გაიხსნა კლინიკურ-დიაგნოსტიკური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია და მიმღები განყოფილება.
უახლოეს დღეებში მუშაობას დაწიყებს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება.
მიმდინარეობს ნეიროქირურგიული, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებების მოწყობა“.
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს.
2013 წლის 13-14 აპრილს ატესტაცია გასაუბრების ფორმით გაიარა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 44-მა თანამშრომელმა.
ატესტაციის საბოლოო შედეგების მიხედვით ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებს მიეცათ შემდეგი შეფასება:
ოჯახებს, რომლებიც ბათუმსა და ხელვაჩაურში სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ, ისევ შეეძლებათ მოზარდებს სავალდებულო აცრები მათთვის სასურველ კლინიკაში ჩაუტარონ. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელმაც სახლწიფოს მიერ დაფინასებულ პირველადი ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაზე აიღო პასუხისმდგებლობა, კიდევ რამდენიმე დათმობაზე წავიდა.
აჭარაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
<!** Image 1 align="left" width="150" height="430" >
სამინისტროს ინფორმაციით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება.
ვაქცინაცია ჩაუტარდებათ არასრულად იმუნიზირებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, სამედიცინო პერსონალსა და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, კონტაქტში მყოფ პირებს, მიუხედავად აცრის სტატუსისა.
ამასთან, დაავადების კერებში გამოვლენილ კონტაქტებს ვაქცინით აცრები უტარდებათ: 6-დან 11 თვის ჩათვლით ყველა ბავშვს, 7-დან 40 წლამდე ასაკის ყველა პირს; 2, 3, 4 და 6 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არ აქვთ ჩატარებული აცრა, აცრა ასევე ჩაუტარდებათ, 40 წლის და უფროსი ასაკის პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის კოორდინატორის ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც მან 3 მარტს განაცხადა, წითელას ვირუსით 2 ადამიანი – 11 თვის ჩვილი და 19 წლის მოზრდილი გარდაიცვალა.
პროფესიით ბავშვთა ქირურგი მალხაზ ხალვაში ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად ორი თვის წინ დაინიშნა. რა პრობლემებს ხედავს ბათუმში ერთ-ერთი დიდი საავადმყოფოს დირექტორი და როგორ აპირებს მათ მოგვარებას, ამის შესახებ „ბათუმელები“ მალხაზ ხალვაშს ესაუბრა.
<!** Image 2 align="left" alt="მალხაზ ხალვაში" sub="მალხაზ ხალვაში" width="350" height="720" >
დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაემგზავრნენ. მათი მიზანი, სოფლებში იმ ექიმებისა და ექთნების რაოდენობის დადგენაა, რომლებსაც დაბალი ხელფასები აქვთ. საპარლამეტო არჩევნების შემდეგ კვირას სოფლებში დასაქმებულმა ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ მიზერული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო პერსონალის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. ამ მიზნით სამინისტროს ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო.
პროგრამის ფარგლებში 27 ექიმი, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვს (ძირითადად ვიწრო სპეციალობის ექიმები), ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს მიიღებენ. „დაბალ ხელფასში იგულისხმება 200-250 ლარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ დაბალ ხელფასზე თითქმის არავინ მუშაობს, რადგან, ჯერჯერობით, სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა“, – ამბობს „ბათუმეელბთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე.
სოფლებში დასაქმებული ექიმების გადინების ფაქტი დაფიქსირდა ბათუმში ახლახან გახსნილ რეფერალურ საავადმყოფოში.
იგივე პროგრამის მიხედვით, ხელფასზე 120 ლარია დანამატს მიიღებენ ექთნებიც. ლელა სურმანიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პროგრამას თანხა დაემატება.
ბათუმის სამშობიარო სახლი, რომელიც ანგისაში არსებულ დედათა და ბავშვთა ცენტრს უნდა შეერთებოდა, კერძო სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ბათუმის სამშობიარო სახლი ახალ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და ის რუსთაველის ქუჩაზე არსებულ შენობაში, სადაც ის წლების განმავლობაში მდებარეობდა, ფუნქციონირებას გააგრძელებს.
<!** Image 1 align="" alt="ბათუმის სამშობიარო სახლი " sub="ბათუმის სამშობიარო სახლი " width="300" height="300" >
<!** Image 1 align="left" alt="დავით სერგეენკო" sub="დავით სერგეენკო" width="300" height="467" >აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 17:00 საათზე სამინისტროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეწვევა.
პრეს-რელიზის თანახმად, „მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მათ ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ მიაწვდის.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიდინარეობას.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წელს 28 თებერვალს ამოქმედდა. ახალი სადაზღვევო პაკეტი ქვეყნის მასშტაბით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაზღვევას ითვალისწინებს, რომლებიც დღემდე არანაირი სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს და მასში არ არის ჩართული რომელიმე სადაზღვევო კომპანია, მოქალაქეს ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც სურს მომსახურების მიღება.
ბათუმში, ერას ქუჩის 82 ნომერში, სადაზღვევო კომპანია „ალდაბი ბი სი აის“ „ჩემი ოჯახის კლინიკასთან“ გასული კვირიდან ხალხმრავლობაა. „ალდაგმა”, რომელიც სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ პაციენტებს აზღვევს, ბათუმში მდებარე პოლიკლინიკებს ხელშეკრულება შეუწყვიტა და განაცხადა, რომ პაციენტებს, რომელთა რაოდენობა ბათუმში ათობით ათასია, თავად მოემსახურება. გამოცხადებული მონოპოლია – ასევე აფასებენ პაციენტები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კომპანიის გადაწყვეტილებას.
გასულ კვირას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით 51 წლის ქალბატონი და 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის ინფორმაციით ორივე პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე ჰქონდათ სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დაავადების მიმდინარეობას.
მარო ჩხეიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებსა და განგაშზე არ არის საუბარი, თუმცა სიფრთხილის მიზნით ძალაში რჩება მარტივი ინტერვენციები, რაც პირადი ჰიგიენის დაცვას გულისხმობს: „საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცის გამოყენება, გრიპის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოვერიდოთ საზოგადოებაში ყოფნას, ხშირად გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება და რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის, ცემინებისა და სახსრების ტკივილის შემთხვევაში ნუ შევუდგებით თვითმკურნალობას და აუცილებლად მივმართოთ ექიმს. “
ეკა ბარამიძე
ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებს ექიმები ტოვებენ. მათი წასვლის მიზეზად სადაზღვევო კომპანიის სახელფასო პოლიტიკა სახელდება. ექიმების ანაზღაურება დაბალია.
<!** Image 1 align="left" alt="ახალი კლინიკა" sub="ახალი კლინიკა" width="300" height="576" >
სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეს ბათუმში, ბაგრატიონის #125 ნომერში ახალ საავადმყოფო გაიხსნა.
„ალდაგის ბისიაის“ შვილობილი კომპანიის მიერ გახსნილი საავადმყოფო, როგორც კლინიკის მესაკუთრეები აცხადებენ, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია უახლესი აპარატურით და გათვლილია 110 საწოლზე.
კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, „საავადმყოფო დაკომპლექტებულია 350-ზე მეტი კვალიფიციური მედპერსონალით, მოსახლეობას ადგილზე შეუძლია ნებისმიერი სახის ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრეჰოსპიტალური სერვისების მიღება. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს შესაქმნელად 18 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“.
საავადმყოფოს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
პროგრამის მიზანი: – სტიქიისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებების და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ზემოთ მოსახლეობის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა; ბავშვთა და მოზრდილთა ავადობის, დაავადების ქრონიზაციისა და შესაძლებლობის შეზღუდვის შემცირება;
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 2013 წლის მიზნობრივ პროგრამებსა და სამინისტროს 2012 წლის მუშაობის ანგარიშს ხვალ, 24 იანვარს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლებს, თემის რწმუნებულებს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებსა და მუნიციპალიტეტში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს წარუდგენენ.
სამინისტროს წლის პროგრამული ბიუჯეტი 5 818 700 ლარია, აქედან 5 397 300 ლარი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ხოლო 421 400 ლარი სოციალური დაცვის პროგრამებზე ნაწილდება.
სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამას.
წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში 25 იანვარს გაიმართება.
მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შეხვედრებს მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დირექტორები დაესწრებიან.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით
ლელა დუმბაძე
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება ორნახევარჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით, გოგონებს შორის. საქართველოს მასშტაბით, მწეველთა რაოდენობით ბათუმი ლიდერობს. „ბიჭებში კლების ტენდენციაა, იმიტომ რომ ფიზიკურ აქტივობაზე გადავიდნენ“-აცხადებს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე. მისი განცხადებით, კანონი რომელიც საჯარო ადგილებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს, არ მოქმედებს, „საჯარიმო სანქციების გარეშე კი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. 2011 წელს, 13 სამართალდარღვევის ოქმი იყო შედგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დაცვის პოლიტიკური ნება არ არსებობს“.
<!** Image 1 align="" width="300" height="1944" >