მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე იმ უკანონო მშენებლობებზე, რომლებსაც ბათუმის მერია ვერ ამჩნევს

13.05.2020 • 2103
რიჟვაძე იმ უკანონო მშენებლობებზე, რომლებსაც ბათუმის მერია ვერ ამჩნევს

„თუ არ არსებობს ჯეროვანი ზედამხედველობა და აღსრულება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსწორდეს… თუ არსებობს რაიმე ნიშნები, ამას გამოიკვლევენ,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ შეფასება – რასთან გვაქვს საქმე, როცა პანდემიის დროს ქალაქის ცენტრში შენობას უკანონოდ სართულს ადგამენ, უკანონოდ აშენებულ რვა სართულს კი, რეესტრში არეგისტრირებენ?

როგორ ხდება ასე, როცა უკანონოდ რვა სართულს აშენებენ, ან მერიის გვერდით უკანონოდ სართულს ადგამენ? ვინ გამოიკვლევს ამას?  – ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობების შესახებ.

„რომელ უწყებებს ევალება? გრიბოედოვის ქუჩაზე იცით, რომ არსებობს უწყებები…  მე თუ გამიჩნდება კითხვები, რა თქმა უნდა, შიდა გამოძიებას გავაკეთებ… თვითმმართველობის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცალკეულ ქეისებს, მით უმეტეს, აჭარის მთავრობიდან არ დაიწყებს ამის გამოძიება, მაგრამ გითხარით: თუკი არსებობს ცალკეული გამონაკლისები, სადაც ზედამხედველობის, ან აღსრულების ნაწილში არსებობს პრობლემები, ჩემი პოზიციაა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, რომ ეს უნდა გამოსწორდეს ერთმნიშვნელოვნად,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

შესაძლოა თუ არა საქმე გვქონდეს კორუფციასთან? – ესეც ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„მიუღებელია, თუკი კანონს გარეთ ხდება გარკვეული მშენებლობები, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს დემონტაჟი, თუ არის უკანონო მშენებლობა…. გიმეორებთ, რომ თუ არსებობს ცალკეული კითხვები, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ, ეს უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა და ამას აკეთებენ. მიუღებელია, თუკი არსებობს სადმე ჩავარდნა ზედამხედველობის, ან აღსრულების კუთხით,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„ანუ არის ჩავარდნა?“ – ვკითხეთ ისევ თორნიკე რიჟვაძეს.

„შესაძლოა, იყოს,“ – გვიპასუხა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: