მთავარი,სიახლეები

15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა

14.08.2019
15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა

ხვალ, 15 აგვისტოს, დილის ათ საათზე, ბათუმის მერია რივიერას პროექტის საჯარო განხილვას იწყებს.

ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც  ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. ეს პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

“საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქ. ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებზე,” – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. მერიის ცნობით, საჯარო განხილვისას პროექტის თაობაზე თავიანთი მოსაზრებებისა და შენიშვნების დაფიქსირების საშუალება ყველა მსურველს ექნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: