ცრუ მოწმე პოლიციელი, ვლადიმერ ჩიტაია მზია ამაღლობელის საქმეში – „მე არაფრის მეშინია“

პროკურატურის მიერ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩახსნილი მოწმე – პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია არ პასუხობს შეკითხვას, რომელზეც მას სასამართლოში უნდა გაეცა პასუხი. ეს ის პოლიციელია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, ჩემი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. ამ პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის პირადი მობილური ტელეფონი გახსნეს, თუმცა საბოლოოდ პროკურატურას თავდასხმის წინასწარ განზრახვის ვერსია …

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. სასამართლო პროცესი თავდაპირველად 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 1 დღით, 30 მაისისთვის გადადეს.  იმის გამო, რომ პროკურატურამ თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა და 8 მოწმე საქმიდან მოხსნა, 30 მაისის პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმე მზია ამაღლობელი …

მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე – თამთა მელაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ სთხოვა მწერალ თამთა მელაშვილს. თამთა მელაშვილი: „ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, …

ონიანის სიკვდილამდე მიმყვანსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და მზია ამაღლობელსაც – იურისტი

„ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სამართალმცოდნე. სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი. 31 წლის სპორტსმენი ბექა ონიანი ხელოვნურ კომაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბექა ონიანს რამდენიმე დღის წინ, 2025 წლის 16 მაისს,  თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს. ამ შემთხვევისთვის ბრალდებულ …

„არაფერი არ ტკენია [დგებუაძეს], ამას ვერც კი გაიგებდა. ეწყინა“ – ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან 

„მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და პატიმრობაში ტოვებს ქალბატონ მზიას. მზია ამაღლობელის პატიმრობა თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელია,“ – მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი. ყოფილ მოსამართლეს და გამოცდილ იურისტს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვესაუბრეთ. მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი და დირექტორია, იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება. შეიძლება სილის გაწნა თავდასხმად …

პოლიციამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე მტკიცებულებები გააყალბა – ადვოკატები

დღეს, 19 მაისს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს და მოუწოდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ, ვინაიდან პოლიციამ ამ საქმეზე მოახდინა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს, სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 …

„ამ ქალმა ქართველ პოლიციელს აწყენინა… მზიას ციხეში გამომწყვდევის ეპიზოდი ფაშისტურია“ – ალეკო შუღლაძე

მწერალი ალეკო შუღლაძე „მზია ამაღლობელის საქმეს“ ფეისბუქპოსტით ეხმაურება: „ფილმში „მოდი, ნახე“, არის ასეთი ეპიზოდი, სადაც გერმანელ ნაცისტს სავარძლიან მოტოციკლზე ნაწამებისა და ჩამოხრჩობილის გვამი აქვს თოკებით დაკრული და ასე დაატარებს მთელ სოფელში, ისმის სახალისო მუსიკა, ცხედარს კი აწერია: „ამ კაცმა გერმანელ ჯარისკაცს აწყენინა“. ციხეში ცუდია, ხანდახან გაუსაძლისიც. პროცესი, სადაც განიხილება სამართალდამცავის აწითლებული ლოყა – და თან …

დგებუაძის ლოყის სიწითლის განხილვა გრძელდება – რეპორტაჟი ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„სიწითლეზე მეკითხებით?- სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ვაფასებ ობიექტურ ნიშანს“ – უთხრა მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მას შემდეგ, როცა პროკურორი მას ჩაეკითხა – იყო თუ არა გამოხატული დაზიანება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ. მანამდე კი ექსპერტმა სასამართლოს უთხრა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს დაზიანების რაიმე ობიექტური …

პროკურატურა 8 მოწმე პოლიციელის დაკითხვას აღარ აპირებს – მზია ამაღლობელის საქმე

პროკურატურა თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 სამართალდამცველის დაკითხვას აპირებდა, თუმცა დღეს, 16 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, სასამართლო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ირაკლი დგებუაძეს ჯანმრთელობის დაზიანება არ …

„სადაც არ წავედი საქართველოში, ხალხი მეუბნება: გვინდა, ჩვენს პასპორტზე ეწეროს – European Union, Georgia“ | ინტერვიუ

„მთავრობა ამბობს, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ჩვენ ვპასუხობთ: იმ მოქმედებებით, იმ კანონებით, რაც მიიღეთ, იმ რიტორიკით, რასაც იყენებთ – თქვენივე დეკლარირებული მიზნის საპირისპიროს აკეთებთ. „აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?“ – პროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „მზია ამაღლობელის საქმეზე“. გერმანიის ელჩი დღეს, 16 იანვარს, …

გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში

დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში. ბათუმის სასამართლოში დღეს მივიდნენ: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის პროცესზე …

სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა პოეტ ზვიად რატიანს. იგი მიიჩნევს, რომ სინდისის პატიმრები ივანიშვილისთვის ტყვეებია, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობას აპირებს. ზვიად რატიანი: „არც კი ვიცი, რამდენად დროული და …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპარლამენტარი დაესწრება – „ევროპა გიყურებთ“

16 მაისს ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოდის ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ ლენა შილინგი პრესკონფერენციას გამართავს ჟურნალისტებისათვის. „ხვალ ჩავდივარ ბათუმში, ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მისი დაკავება საქართველოში არსებული რეპრესიების სიმბოლოა. მზია სასამართლოშია იმის გამო, რომ ის კრიტიკული ჟურნალისტია და ეს თითოეულ ჩვენგანს უნდა აწუხებდეს. …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს გაგრძელდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება. წინა სხდომაზე, 8 მაისს, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. ის ამ საქმეში სილის გაწვნის გამო დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლესაც უთხრა, რომ …

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„აჩვენეთ ეს კადრი ნებისმიერს და ჰკითხეთ, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?“ – ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის კადრზე  გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ საუბრის დროს, ადვოკატი, პირველ რიგში, საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას: „ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა… ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, …

„რა ახალი დანაშაული, მეორედ გაარტყამდა სილას?“ – ექს-მოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავდასხმად შეიძლება მოვიაზროთ სიტყვიერი შეურაცხყოფაც, გარკვეულ დროში ესეც შეიძლება თავდასხმად დააკვალიფიციროს სასამართლომ,“ – მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ უკანონო ბრალდებაზე ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე გვესაუბრა. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემების: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალისტს 4-დან …

„თავისუფლება მზიას“ – ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

დღეს, 12 მაისს, საღამოს, რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება. „თავისუფლება მზიას!“ „გილოცავთ!“ – ისმის შეძახილები ციხესთან. მზია ამაღლობელი 50 წლის გახდა. იგი 4 თვეა უკანონო პატიმარია. რუსთავის ქალთან კოლონიასთან აქციას მართავენ ჟურნალისტები, აქტივისტები და მისი მეგობრები. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად …

„4-ჯერ მუშტის ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა თუ არაა, სილის გაწნა რანაირადაა?“ – სანდრო ბარამიძე

„შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს იურისტს სანდრო ბარამიძეს მზია ამაღლობელის ახალ საქმეზე – სტიკერის გაკვრის გამო შსს ჟურნალისტს და მედიამენეჯერს ამჯერად ახალი მუხლით ედავება. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის სიყალბე მისი პატიმრობის საფუძველი გახდა სისხლის სამართლის საქმეზე. იურისტის და სამართლის სპეციალისტის, სანდრო ბარამიძის შეფასებით კი, სილის გაწვნა თავდასხმა კი არა, საერთოდ არ …

„ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა ბრალდების მხარიდან“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს

„ეს ემსახურება შოუს დადგმას“ – 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შოუს დადგმის მცდელობა უწოდა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ვიდეოს, რომელშიც მალხაზ ირემაძე, პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჰყვება. მალხაზ ირემაძის თქმით, მასზე პირადად ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში იძალადა. ზოგადად, პროკურორი თორნიკე გოგეშვილი სასამართლო სხდომებზე …

დგებუაძე სასამართლოში პოლიციის ამალით მივიდა – „საპოლიციო რესურსის არამიზნობრივი გამოყენება“

გუშინ, 8 მაისს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. სასამართლოსთან თუ სასამართლოს ფოიეში პოლიციელების განსაკუთრებული სიმრავლე იყო. სასამართლოში იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნებიც, მათ შორის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეები. „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ვასრულებ“ – ასე გვიპასუხა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ პოლიციელების მობილიზებაზე. მან არ დაგვიკონკრეტა, რატომ ჩათვალეს საჭიროდ პოლიციის მობილიზება. „ბოლო პერიოდში …

„არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“

„57 წლის კაცი ვარ, ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებსა და ვაინახებში და საერთოდ, კავკასიურ ერებში, რომ კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო. ამას რას მოვესწარით?“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე. ის სოლიდარობას უცხადებს ,,ბათუმელების” მენეჯერს, მზია ამაღლობელს, რომელიც სამზე მეტი თვეა რეჟიმის პატიმარია. გუშინ, 8 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო …

„დგებუაძემ თქვა, რომ ეს გინება და მუქარა ჰგავს ჩემს ხმასო, ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული“ – ადვოკატი

„ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული“, – ამბობს მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე ირაკლი დგებუაძის 8 მაისს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შესახებ. დაკითხვის დროს ადვოკატებმა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის დაკავების დროს გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო კადრის შესახებ ჰკითხეს, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის: ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს ემუქრება და აგინებს. „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ… …

„ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის. მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი

მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის პოდკასტში ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სილა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისადმი და რაზე მიუთითებს დგებუაძის რეაქცია. „აი, წარმოიდგინეთ მზია ამაღლობელის შემთხვევა. ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის… პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები. პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ. ეს …

„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა“ – უთხრა მზია ამაღლობელმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა სასამართლოს, როცა მას მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის. მანამდე კი მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ჰკითხა: „გულწრფელად მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, თქვენ, ირაკლი დგებუაძეს, რა …

„მე განვიცადე ტკივილი“ – ბათუმის პოლიციის უფროსი ქალის გაწნულ სილაზე

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენებას აძლევს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. დგებუაძე აცხადებს, რომ 2025 წელის 12 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის სილამ მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ლოყა და ყური გაუწითლა. დღეს, სასამართლო პროცესზე, დგებუაძემ კიდე ერთხელ გაიმეორა ეს. „ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში, …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 8 მაისს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 8 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება. შესაძლოა, ხვალინდელ პროცესზე ირაკლი დგებუაძე დაიკითხოს – ბათუმის პოლიციის უფროსი. ის დაზარალებულად არის ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმეში“. სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ მან ტკივილი განიცადა. …

ქალის სილისგან ახალგაზრდა კაცი არც დავარდნილა, თავდასხმა კი უნდა იყოს სახიფათო – ინტერვიუ იურისტთან

„მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] დარღვევას,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. მას „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვკითხეთ: არის ჟურნალისტი უკანონო პატიმარი? იურისტი ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის კვალიფიკაციაზე და განმარტავს, რომ თავდასხმა „ხიფათის …

კიდევ ერთი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გაჩნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, მზია ამაღლობელის მიერ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ღობეზე სტიკერის მიკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა. ეს 2025 წლის 11 იანვარს მოხდა, შსს-მ კი ოქმი სამთვენახევრის შემდეგ შეადგინა. მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერია, გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის …

იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას – ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის საქმეზე

„ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შს სამინისტრომ კიდევ ერთი დავა წამოიწყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, შეადგინეს ახალი ოქმი, სადაც მზია ამაღლობელს შენობის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. „ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის …

„რუსთავი 2“-ს სთხოვენ კობახიძის ცილისწამების პასუხად ეთერი დაუთმოს მზია ამაღლობელის ადვოკატს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სთხოვენ, გადაცემა „ღამის კურიერში“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძის ცრუ ბრალდებებს პასუხი გასცეს. სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა …

გრიგოლ ბესელია კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს. ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის …

კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებებზე მივმართავთ სასამართლოს – მზია ამაღლობელის ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც კობახიძე მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ლახავს, სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა დღეს, 2 მაისს. „ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ …

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

„არ შეიძლება სილის ერთჯერადი გაწვნა ქალის მიერ მამაკაცზე აღწევდეს იმ ინტენსივობას და იწვევდეს დაზიანების იმ სიმძიმეს, რომელიც თავდასხმად შეფასდებოდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება არ შეფასებულა თავდასხმად,“ – იურისტი, სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ სამართლებრივი ლოგიკით და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ …

ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრება ბათუმში

ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი, ბათუმში აპირებს ჩამოსვლას ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ლენა შილინგი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს 16 მაისს დაესწრება. გამოცემა heute წერს, რომ ევროპარლამენტარი აპირებს აწარმოოს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლების კამპანია დევიზით – „დემოკრატიისთვის ბრძოლა ქალების საქმეა“. „პირადად დავაკვირდები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, როგორც …

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს სააპელაციო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2025 წლის 20 მაისს განიხილავს. სააპელაციო სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხარეების პოზიციებს სასამართლოს სხდომაზე არ მოუსმენს. სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეებთან უშუალო შეხვედრების გარეშე შეისწავლოს საჩივარი და საქმის მასალები. საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე: სანამ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით …

ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს გაიმართა. პროცესზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაკითხეს, რაც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. დღეს უნდა დაეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსიც, ირაკლი დგებუაძე, თუმცა დაცვის მხარემ დგებუაძის დღეს დაკითხვაზე უარი თქვა. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების …

Exit mobile version