რა თქვა ბესელიამ დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე – რა ახსოვს და რა დაავიწყდა პოლიციის ყოფილ უფროსს

დღეს, 28 აპრილს, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა. საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების …

„ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებ – ეს თუ დანაშაულია, ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომაზე, მანამ სანამ მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მზია ამაღლობელმა მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა. „პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა …

მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საიას ცნობით, გასაჩივრებულია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის …

28 აპრილს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში განახლდება

ხვალ, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღის პირველ საათზე  მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია. წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა, რომ პოლიციელები ცრუ …

დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შესაძლოა უთანაბრდებოდეს წამებას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შესაძლოა უთანაბრდებოდეს წამებას. „ამ საქმეებში ერთ-ერთი შემაშფოთებელი გარემოებაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებულ – წამებას, …

„მზია ამაღლობელის საკითხიც დგას წინა პლანზე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ უცხოეთში წერილი დააგზავნა, სადაც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული. მათ შორისაა: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება და ახალი არჩევნების მოთხოვნა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს, 24 აპრილს განაცხადა ბრიფინგზე. „ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე დიდხანს გრძელდება. მიუღებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს …

თუ პოლიციელს ქალისგან სილა ტკივილს აყენებს, კრიმინალისგან როგორ დაგვიცავს? – ინტერვიუ

„ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება,“ – მიიჩნევს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს. ადვოკატი, რომელიც წლებია სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მზია …

100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს

დღეს, 22 აპრილს, 100 დღე გავიდა, რაც ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი …

„მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო. „დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ …

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა“ – მედიაკოალიცია

დღეს, 22 აპრილს, ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. მედიის ადვოკატირების კოალიცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა. „მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო …

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი …

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია – საია

მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სხვა ადვოკატებთან ერთად იცავს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან …

ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი

ლიეტუვამ დაასანქცირა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე 11 პოლიციელი. მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე. სანქცირებულნი არიან მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. სიაში არიან: გრიგოლ ბესელია …

Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი, იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ 11 იანვრის ღამეს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, არაერთი კადრია გადაღებული და გავრცელებული, სადაც ჩანს, როგორ არღვევს პოლიცია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, დემონსტრანტების უფლებებს, დაკავებული და გასამართლებული კი მხოლოდ მზია ამაღლობელია სილის გაწვნის გამო, ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 14 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია. წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა ის, რომ პოლიციელები …

რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში – გადაწყვეტილება გაყალბებული ოქმით

„წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება სტიკერის გაკვრისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მისი პოლიციის ეზოში შეყვანის ფაქტი“, – წერს გადაწყვეტილებაში მოსამართლე სალიხ შაინიძე. ამ გადაწყვეტილებაში მოსამართლე სიყალბეს აღწერს და აჯარიმებს ჟურნალისტ ქალს, რომელიც ამ სიყალბის მსხვერპლი გახდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო …

პოლიციელ გოგმაჩაძის ჩვენება: პატაკში წერია დგებუაძის შეურაცხყოფაზე და არა თავდასხმაზე – ვიდეო

„თავიდან საიდან გაჩნდა არ ვიცი“ – უპასუხა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ ადვოკატ კახა წერეთელს, რომელმაც მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამომძიებელს – ლევან გოგმაჩაძეს ჰკითხა: რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია [პოლიციელზე თავდასხმა]? ძალადობის რა ხარისხი დაინახეთ თქვენ ქალბატონი მზიას ქმედებაში? რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია და არა, მაგალითად, 126-ე მუხლი [ძალადობა], ან ადმინისტრაციული? გამომძიებელმა თქვა, რომ …

რის დამალვას ცდილობენ მოწმე პოლიციელები – სილის გაწვნის მხოლოდ 44-წამიან კადრი სასამართლოში 

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება: აჭარის ტელევიზიის შესაბამისმა თანამშრომელმა, რომელმაც თითქოსდა მხოლოდ 44-წამიანი კადრი მისცა გამომძიებლებს, თუ თავად გამოძიებამ?“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს და ყურადღებას ამ საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ამახვილებს. დღეს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის და მედიამენეჯერის „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვის …

„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო …

მზია ამაღლობელზე მოძალადე დავით ათაბეგაშვილი ბელარუსში პოლიციის ატაშედ გაამწესეს

დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, ბელარუსში პოლიციის ატაშედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს. დავით ათაბეგაშვილი ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ასევე დაუფარავად აცხადებდა, რომ “ევროპას რუსეთი ურჩევნია”. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის პოლიციის შენობაში 2 საათის განმავლობაში ზურგზე ხელების გაკვრის უკანონო ბრძანება, …

მზია ამაღლობელს 2 საათი ხელბორკილი ედო – რა გავიგეთ პოლიციელ კერესელიძის „აღიარებითი ჩვენებით“

„თქვენ ადასტურებთ, რომ დაახლოებით 2 საათი ქალბატონი მზია ოთახში იმყოფებოდა ხელზე ბორკილდადებული?“ – ჰკითხა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოწმე გამომძიებელს, რომელიც გისოსებს მიღმა მყოფი მზია ამაღლობელის პირისპირ იდგა. „დიახ, იმყოფებოდა,“ – ნიშნის მოგებასავით გამოუვიდა პასუხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელ თამარ კერესელიძეს. მართალია, 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი სხვა პირმა დააკავა, …

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი… ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. მას მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ: რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს ევროსასამართლოში? …

მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს: „თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მიუკერძოებლობის სტანდარტს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს დაუსაბუთა, თუ რატომ არ შეუძლია მას გაასამართლოს მზია ამაღლობელი. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ის, რომ ნინო სახელაშვილი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კონვენციებით დადგენილ ობიექტურობისა და …

მოსამართლემ მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა – სასჯელი გაყალბებული ოქმით

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. იგივე მოსამართლემ ამ საქმეზე 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების …

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 2 საათზეა ჩანიშნული. ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე …

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს დაიწყება ბათუმის სასამართლოში

ხვალ, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესი დღის 2 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი თავდაპირველად მხარეების შესავალ სიტყვებს მოისმენს, ასევე, განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს. უცნობია, ხვალინდელ პროცესზე წარმოადგენს თუ არა მოწმეებს პროკურატურა. პროკურატურის მოწმეების დაკითხვის შემდეგ არსებითი განხილვის მომავალ სხდომებზე მოსამართლემ, წესით, დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს, თუმცა „მზია …

„ეს 2 ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“ – რა თქვა მოსამართლემ მზია ამაღლობელის პროცესზე

13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. საქმე ეხება 11 იანვრის ღამეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავებას სტიკერის გაკვრისთვის. მზია ამაღლობელი სტიკერის პოლიციის დამხმარე შენობაზე გაკვრისთვის 11 იანვარს დააკავა აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ და ამის ამსახველი ვიდეოკადრები საქმეშია წარმოდგენილი. ამავე ვიდეოკადრებში ისმის ბათუმის …

მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო

„საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია… პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე არის ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი“, – მიმართა სასამართლო სხდომის დასაწყისშივე მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს. საქმის დასასრულს კი მოსამართლემ ეს თქვა: „ბესელიამ ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას და შეყვა მას პოლიციის ეზოში. მეორე ჩანაწერი არის, სადაც …

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან – დაკავება ყალბი ოქმით

დღეს, 13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. თავად მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, მას პროცესზე ვიდეოზარით ჩართავენ. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მან დღევანდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს …

13 მარტს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გაიმართება – დაკავება გაყალბებული ოქმით

13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ამ მოსამართლემ ხვალინდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი …

მოსამართლე სახელაშვილი უვადოდ დანიშნეს, მან მზია ამაღლობელი ყალბი ოქმის საფუძველზე დააპატიმრა

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს. ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს. გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ. ამ მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავრეკეთ. სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შეკითხვას – …

ბინა და 17 ათასი დოლარი საჩუქრად პენსიონერი მამისგან, ნახევარი მილიონის სახელმწიფო ტენდერები ოჯახს

„ეს იყო შურისძიება“ – განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებდა პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე  მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკა შურისძიებაზე – მზია ამაღლობელის დევნა „პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს არის მძიმე დანაშაული. ეს იყო შურისძიება პოლიციის სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა …

Exit mobile version