„სასამართლოს ცოცხლად დამარხვის რიტუალი“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

დღეს, 11 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე. ამჯერად საქმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას ეხებოდა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის 16 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ. …

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს

ორშაბათს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ამჯერად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ  მოტივით, რომ მზია …

„მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ“ – დიდი ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის მოსაზრება

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც, ასევე, 14 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს. მოსაზრება ეხმიანება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება და მზია ამაღლობელის საქმეს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ კვლავ აყენებს მისი გათავისუფლების საკითხს. „მზია …

მოსამართლე ნინო სახელაშვილი „მზიას სიაშია“ დგებუაძესთან ერთად – დამუშავებულია 280 პირის მონაცემები

დღეს, 27 აპრილს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ქართველმა ემიგრანტებმა, „პლატფორმა 2025-მა“ პარლამენტს გადასცეს სასანქციო წინადადებების პაკეტი სახელწოდებით – „მზიას სია“. ამ სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა და მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მოძალადე დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის 2 წლით ციხეში გამოკეტვა სამართლიანია. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა …

მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო. მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. „ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „რატომ არ განიხილა მზია …

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს. საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, …

„მზიას ეფექტი – როგორ შეგვცვალა მზია ამაღლობელის საქმემ“ – შეხვედრა თბილისის წიგნის ბაზრობაზე

24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა. შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“.  შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“]. „მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ …

გრიგოლ ბესელია შს სამინისტროდან გაუშვეს

გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იგი შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. „ბათუმელებს“ ინფორმაცია, შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს. „გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის“, – გვითხრეს ამ უწყებაში. შსს-ს პრესცენტრში არ გვითხრეს, თავისი სურვილით დატოვა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს. თანამდებობის დატოვების გარდა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში …

რას ამბობს ქალთა ციხე მზია ამაღლობელზე და რას წერს უდოს კომისია ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე

მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიაზე განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“. მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან …

წამება, არაადამიანური მოპყრობა – სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 4 მარტს გაგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა. სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია …

მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. „პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე …

ევროპარლამენტის ქვეკომიტეტი მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) თავმჯდომარე მუნირ სატურიმ და ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, ნილს უშაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს X-ზე, სადაც ქალთა მსოფლიო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ეხმიანებიან „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის პატიმრობას. „მსოფლიოში ქალების გამბედაობისა და მიღწევების აღნიშვნისას, ჩვენ ასევე გავიხსენეთ ისინი, ვინც სიმართლის თქმის გამო იდევნებიან. მათ …

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა. საჩივარი 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი  საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა; არაეფექტიანი გამოძიება; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი …

ფარცხალაძის მეგობარია მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განსახილველად არ მიიღო

მამუკა ვასაძე, ანუ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარია. მამუკა ვასაძემ ამის შესახებ 2019 წელს თავად განაცხადა პარლამენტში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს დაასანქცირა და ღიად აღნიშნა, რომ ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ოთარ …

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ ,,ბათუმელები/ნეტგაზეთის” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია. მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ …

„რეჟიმს ჩვენი პროფესიის მკვლელობა აქვს დაგეგმილი“ – მზია ამაღლობელის წერილი

დღეს, 6 თებერვალს, თბილისში გაიმართა კონკურსის – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაჯილდოების ცერემონია, სადაც წაიკითხეს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის წერილი.  „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს: „მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ვირტუალურად, სადაც მეტ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მის მნიშვნელობასა და როლზეა საუბარი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული და წონადი …

როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

„ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები, ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქებისა და საზოგადოების რეაქციის შედეგია. ლია მუხაშავრიას ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე …

რა წერია მზია ამაღლობელის საქმეზე Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში

„სასამართლომ მზია ამაღლობელს – ცნობილ ჟურნალისტს, დამოუკიდებელი გაზეთის, „ბათუმელების“,  ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა „სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმა დაგმეს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც „პოლიტიზებული და არაპროპორციული“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში „მსოფლიოს ანგარიში 2026“. HRW-ის ახალ ანგარიშში მზია ამაღლობელის საქმე მოხვდა გამოხატვისა და …

როგორ დაიწყო სახელაშვილის უკანონობა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რას წერს კლუნების ფონდი 

„სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ ახსნა, როგორ წარმოადგენდა მზია ამაღლობელის ქმედება დანაშაულს… გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ „საქმის არსებითი საკითხები განხილულია“. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში. ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის …

ირაკლი კობახიძის რა ციტატები მოხვდა „კლუნების ფონდის“ ანგარიშში – მზია ამაღლობელის საქმე

„უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა სასამართლო პროცესების დროს მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი განწყობის შემქმნელი, მიკერძოებული განცხადებებით,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში. ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა. სამართლის საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ დარღვევად „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის …

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

„მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად,“ – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია. ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „კლუნების ფონდმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევაში ამხილა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ფონდის ექსპერტი ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ევროსასამართლოს …

რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

„მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ დიდი ერთობით… მზია ამაღლობელი და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე …

რას წერს კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის „აკვარიუმში“ გამოკეტვაზე – ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება

„დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გამოწვეული იყო მისი მინის კაბინაში „აკვარიუმში“ გამოკეტვით“, – ეს წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესებზე მინის კაბინაში ჰყავდა გამოკეტილი მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელი მინის კაბინიდან ეკონტაქტებოდა ადვოკატებსაც შეზღუდულ პირობებში. „კლუნების ფონდის“ ანგარიშში „მზია ამაღლობელის საქმე“ სამართლებრივად არის შეფასებული. აქ არაერთ დარღვევაზეა საუბარი, ერთ-ერთ …

„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე

აშშ-ში მდებარე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი გამოეხმაურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. ჯორჯ ბუშის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მიმოიხილავს მზია ამაღლობელის პატიმრობის გარემოებებსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროდასავლურ პროტესტს. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად, სანქციები უნდა დაუწესოს „ოცნების“ ლიდერებს. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, უნდა დაუჭიროს მხარი …

რა დაწერა ევროსასამართლოს ექსთავმჯდომარემ მზია ამაღლობელის საქმეზე – კლუნების ფონდის ანგარიში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სერ ნიკოლა ბრატცამ, რომელიც „კლუნების ფონდმა“ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად მიიწვია, მზია ამაღლობელის საქმე შეისწავლა. ექსპერტის შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ქართულ სასამართლოში დაირღვა მზია ამაღლობელის დაცვის ძირითადი უფლებები, მათ შორის: ბრალდებულის მიერ საკუთარი არჩევანით შერჩეულ ადვოკატებთან ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება; უფლება, ყოფილიყო ინფორმირებული …

„არ არის კეთილი ბიძინა, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით“ – ინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან

„ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა …

„არავითარი მოლოდინი არ აქვს“ – მზია ამაღლობელის ძმის კომენტარი დასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ

„მადლობას გეუბნებათ ყველას მზია. არავითარი მოლოდინი არ აქვს, შეწყალებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია მას არ გააჩნია… არც ხელმძღვანელობიდან მისულა ვინმე დღეს, ან გუშინ. ამინდის გამო სატელევიზიო არხებს ვერ უყურებს. გუშინ 7 საათამდე გადიოდა მხოლოდ „ფორმულა“. მზია თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის,“ – უთხრა ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა. დღეს, 20 იანვარს რუსთავის დაწესებულებაში მზია ამაღლობელს თავისი …

„მზიას თხოვნაა ეს აქცია სინდისის ყველა პატიმარს მიეძღვნას“ – მანანა ამაღლობელი

„მზიას უხერხულობის განცდა აქვს იმის გამო, რომ აქციის მთავარ ბანერზე მისი სახელია. მისი თხოვნაა, რომ ასე არ უნდა იყოს და აქცია უნდა მიეძღვნას უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს“ – უთხრა მანანა ამაღლობელმა, მზია ამაღლობელის ძმისშვილმა „ნეტგაზეთს“. ის დღეს, 12 იანვარს, თბილისში მიმდინარე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო მარში მონაწილეობს. დღეს, 12 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, …

ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები აღარ იძებნება

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე აღარ იძებნება. ამ დროისთვის დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. მაღალი რანგის საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო უნდა იყოს მისი გათავისუფლების შემდეგაც. …

ევროკავშირის და საელჩოების გამოხმაურება მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ეხმიანებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. „დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ,“ – დაწერა ფეისბუქზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. 2025 წლის 6 აგვისტოს განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, …

„მზიას თავისუფლებისთვის“ – 12 იანვარს თბილისში მარში გაიმართება

12 იანვარს, თბილისში გაიმართება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“. მარში 20 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტისკენ გაემართება. 12 იანვარს, გამთენიისას, ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. 2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს …

ქალი პოლიტიკოსების აქცია რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად

11 იანვარს, რუსთავის ქალთა კოლონიასთან, პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ხვალ, 12 იანვარს სრულდება ერთი წელი ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. „აქ იმიტომ ვართ, რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ მზიასთან და სხვა პატიმრებთან. ვითხოვთ როგორც მის, ისე ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლებას,“ — განაცხადა თეონა ჭალიძემ ჟურნალისტებთან. …

მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს. ადვოკატები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გათავისუფლებაც უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ არ აპირებს რაიმე ფორმის, მათ შორის შეწყალების, თხოვნით მიმართოს სადავო ხელისუფების რომელიმე …

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტისაც სახელით კი – მისმა შვილმა. სახაროვის პრემია აზრის …

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.  „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა მზია ამაღლობელის სიტყვა, რომელიც მან რუსთავის ქალთა ციხიდან გააგზავნა ევროპარლამენტში. გთავაზობთ სიტყვას სრულად: ძვირფასო …

“მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები ,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვის ტექსტი 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გასაჯაროვდა. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: “ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების …

Exit mobile version