აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი ბომბეიმდე და ვიფიქრებთ საპროცესოზეო – მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოზე მოუსმინეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ბოლო მოწმეს, შემდეგ კი პროკურორებმა საბოლოო, დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ საქმის არსებითი განხილვის პროცესში მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს ბრალდებისათვის არ შეუთავაზებიათ საპროცესო შეთანხმება. „ბრალდების მხარე ვაფიქსირებთ, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება …

„ტკივილის გამომხატველი ნიშანი არ ჩანს” – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი,“- ეს ექიმი-ნევროლოგის, ნათია ხარატის დასკვნაა, რომელიც მან დღეს, 21 ივლისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს გაუზიარა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე. მოწმის სახით სასამართლოში დაკითხული ექიმის, ნათია ხარატის მტკიცებით, ამ საქმეში არსებული ვიდეო კადრების და სხვა ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, „ტკივილის გამომხატველი არცერთი ობიექტური ნიშანი არ ჩანს“. მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურის …

მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

ბათუმი, 21 ივლისი – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  13:00 სთ – ბათუმის სასამართლოსთან მზია ამაღლობელის პროცესის დაწყებამდე პოლიციაა მობილიზებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციამ გადაკეტა ქუჩა სასამართლოსთან ისე, რომ არ აძლევს უფლებას მზია ამაღლობელის კოლეგებსა და მხარდამჭერებს, სასამართლოს იმ შესასვლელთან, ტროტუარზე დადგნენ, საიდანაც პენიტენციური …

„შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“ – ექსპერტი

„მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს. წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“, – ნათქვამია ექსპერტ ნათია ხარატის …

21 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ხვალ, 21  ივლისს, დღის პირველი საათიდან განახლდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერადაც დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. წინა სხდომაზე, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს ის პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის …

რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“ ნიუსლეთერში მზია ამაღლობელზე – „მისი საქმე იქცა სიმბოლოდ“

„ვაშინგტონ პოსტის“ პრესის თავისუფლების ინიციატივების დირექტორმა, ჯეისონ რეზაიანმა გამოცემის „ნიუსლეთერში“ გამოაქვეყნა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შესახებ ინტერვიუ. 14 ივლისის პროცესს ბათუმში ესწრებოდა კილან გალაჰერი, რომელიც მზია ამაღლობელის სამართლებრივი გუნდის წევრია და ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მარია რესას ადვოკატი. ჯეისონ რეზაიანი, რომელიც „ვაშინგტონ პოსტის“ ავტორი და თავადაც ყოფილი პოლიტპატიმარია, სწორედ კილან გალაჰერს …

პოლიციელმა ბათუმში ცოლს თავში ჩაარტყა, ის არ დააკავეს – მზია ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

დაცვის პოლიციელმა ბათუმში ცოლს თავში მუშტი ჩაარტყა, თმა მოქაჩა და მარჯვენა ყური დაუზიანა, მაგრამ იგი ციხეში არ გაუშვიათ. მას სასამართლომ მხოლოდ ერთი წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. საქმე, …

რატომ იბრალებს მზია ამაღლობელის დაკავებას ცრუმოწმე ბჟალავა და ვინ დააკავა ის რეალურად

ვინ დააკავა მზია ამაღლობელი? – პატიმრობაში ყოფნიდან 6 თვის თავზეც კი ამ კითხვაზე არც სასამართლოს და არც პროკურატურას პასუხი არ აქვს. მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება, გამოძიებამ დამალა იმ მეორე პოლიციელის ვინაობა, ვინც 12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი რეალურად დააკავა. მოწმე პოლიციელებმა, რომლებმაც სასამართლოზე ჩვენება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მისცეს, თქვეს, რომ 12 იანვრის ღამეს, სისხლის …

„ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე

 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მცირე შემოკლებით. „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის ჩვენების პირველი ნაწილიც, სადაც მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის 11 იანვარს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით …

„ათამდე გამომძიებელი ჰყავს ამ საქმეს. არც ერთს უცდია ფორმალურად მაინც ემუშავა გამოძიებაზე“

„ვფიცავ, ჩემი ყოველი სიტყვა იქნება უტყუარი და ფაქტებზე დაფუძნებული“ – 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა სამოქალაქო ფიცის დადების შემდეგ დაიწყო ჩვენების მიცემა. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მინიმალური შემოკლებით. მზია ამაღლობელი: ამ ფაქტის მცირედით მაინც თავიდან აცილება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მარტო იმიტომ ავიცილებდი, …

მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – სამი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც 14 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლოს დაესწრნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ 14 ივლისს გამართული სასამართლო სხდომაც კი ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების არაპროპორციულ და პოლიტიზებულ ხასიათს აჩვენებს. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა …

მზია ამაღლობელი დაკითხეს. რა თქვა მან სასამართლოში – რეპორტაჟი

„ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა. 14 ივლისს მზია ამაღლობელს მოუსმინა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მან მზია ამაღლობელს იმის საშუალებაც კი არ მისცა, რომ მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან გამოსულიყო. „ამავე დარბაზში ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებიც …

მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვენ

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე დააყენეს ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა. 2025 წლის 10 ივლისს „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმზე კომენტარის დროს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მზია ამაღლობელის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კობახიძის განცხადება არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას და შესაბამისად, ირაკლი …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

ბათუმი, 14 ივლისი – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  13:20 სთ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. დღეს სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ესწრება 4 ევროპული ქვეყნის ელჩი. ასევე, პროცესს ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს …

ევროპული ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ბათუმში

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების ელჩები საქართველოში. ბათუმის სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდნენ: შვედეთის ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარი, ნორვეგიის ელჩი ბერგლიოტ ჰოვლანდი და დანიის ელჩი საქართველოში – ენ ტოფტ სორენსენი.  დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო …

14 ივლისს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება – ბათუმის სასამართლო

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 ივლისს, დღის პირველი საათიდან გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერადაც დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი ბოლოს 4 ივლისს გაიმართა. ამ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე. 4 ივლისს პირველი შემთხვევა იყო, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მედიას ფოტო, …

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის საქმის გარშემო ერთიანდებიან

რუსთავში ქალთა კოლონიასთან პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) წარმომადგენლები მივიდნენ. ეს იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი – პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სამი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი იანვრის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება არაპროპორციული და …

„მზია, ბოდიში, ამაზე რომ ვლაპარაკობ“ – ეთერ თურაძის ჩვენება სასამართლოში

4 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე. ამავე თემაზე: „მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას დგებუაძის და ბესელიას წინააღმდეგ“ – ეთერ თურაძე 12 იანვრის ღამეს, როცა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ეთერ თურაძე აქციაზე იმყოფებოდა მზია ამაღლობელის გვერდით. მან სასამართლოს უამბო …

6 თვე გახდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია

დღეს, 11 ივლისს, ზუსტად 6 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს, ღამით, ჯერ სტიკერის გაკვრისთვის, გათავისუფლებიდან მოკლე ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის …

მზია ამაღლობელის პროცესი ჩვენთვისაც დიდი ქეისი უნდა გახდეს – ევროპარლამენტარი

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ ავტოკრატიული რეჟიმები დიქტატურად გადაიქცევიან, მაშინ ევროკავშირის წევრობის შანსი არ არის“. ლენა შილინგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მზია ამაღლობელის პატიმრობას და თქვა, რომ ეს ამბავი უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვისაც, „რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გვინდა, რომ …

ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იმის ნიშანია, რომ კაცი უღირსია – ბექა ქურხული

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწვნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ეს და კიდევ სხვა რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა მწერალ, ლიტერატურათმცოდნე ბექა ქურხულს. ბექა ქურხული: „სიმართლე გითხრათ, ეს ისეთი, გამაოგნებელი და მეტიც, შემაძრწუნებელი ფაქტია, პასუხიც არ მაქვს! მე მხოლოდ ის ვიცი, …

რა წერია მზია ამაღლობელის მხედველობაზე EU-ს რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო …

რა ხდებოდა მზია ამაღლობელის პროცესზე, სადაც ჩვენება ეთერ თურაძემ მისცა – რეპორტაჟი

„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ”- უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, დღეს, 4 ივლისს. დღეს ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მომზადებულ სტატიაში მოწმეების მონათხრობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ. ვერც ფოტოს ნახავთ –  …

„მზიას პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ“ – ეთერ თურაძე

დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე. „რატომ უნდა იყოს მზია ამაღლობელი საპყრობილეში, ვერ ვხვდები. მზია არის ადამიანი, რომლის განხორციელებული პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, არაერთი ობოლი და მიუსაფარი ბავშვის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, თავისი ძალისხმევის შემდეგად მან …

„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას დგებუაძის და ბესელიას წინააღმდეგ“ – ეთერ თურაძე

დღეს, 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე. დღეს დაცვის მოწმის სახით იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე. „ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის კონტრდაზვერვის უფროსის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  13:39 –  ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ივლისს, მცირე დაგვიანებით დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. პირველ ეტაპზე დაცვის მხარე წარადგენს დასაბუთებას, თუ რატომ უნდა დაურთონ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და რატომ უნდა დაკითხონ ექსპერტი სასამართლო …

შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა. სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ჟურნალისტს და მედიამენეჯერს – მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის. ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობას: შს მინისტრის მამა, როცა მან …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 4 ივლისს, დღის პირველი საათიდან გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერად დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს. ამ საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა …

„სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო“ – ნონა ქურდოვანიძე

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში. გვინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე მზია ამაღლობელის საქმის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის …

ჟურნალისტები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან აქციას გამართავენ

„ჟურნალისტების მოძრაობა მზიას თავისუფლებისთვის“ დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გამართავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან [თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა]. ჟურნალისტები ითხოვენ მზია, ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა „ღამის კურიერში“ უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა …

„მზიაზე, ფაქტობრივად უსინათლო ადამიანზე ამბობენ, რომ შეიძლება პოლიციას თავს დაესხას” – ეთერ თურაძე

„მზიას დაკავების შემდეგ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მაშინ ვგულისხმობდი ზუსტად მხედველობას. მზიას აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი – კერაკოტონუსი, არის ასეთი დაავადება. აქვს ქირურგიული ჩარევები თვალზე და ა.შ. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მზიას ცალ თვალში პრაქტიკულად მხედველობა არ აქვს და მეორე თვალში მისი მხედველობა ჩამოვიდა 10%-მდე,“ – თქვა „ბათუმელების“ მთავარმა …

რატომ ითხოვს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის პატიმრობას – ვიდეო

დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა ციხეში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები – „ფორმა 100“, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელმა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა, მეორე თვალში კი მხედველობა დაუქვეითდა 10%-მდე. ამის მიუხედავად პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლება საფრთხის შემცველია და …

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა“- ადვოკატი მაია მწარიაშვილი

„მზია ისეთივე ტყვეა, როგორი ტყვეც ასლან აბაშიძეს ჰყავდა [გულისხმობს თენგიზ ასანიძეს] და არაფრის ძალით არ ათავისუფლებდა“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა 23 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას. 23 ივნისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ყველა ჯერზე აქვს …

მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან

„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები. დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების …

არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ – მზია ამაღლობელი მოსამართლეს

„სიმართლე გითხრათ, სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები ქვეყანაში, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს, იმიტომ, რომ ყოველდღე, ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც დღეს მე აქ ვარ, ანუ პოლიტიკური მოტივით, იჭერენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს,  ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, უფრო …

„ერთ თვალში მხედველობა აქვს 10 %, მეორეში – 0,04-ია“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელს, რომელიც 163 დღე უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა. „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შედეგები მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა. „ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში შეუმცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა. სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას …

Exit mobile version