„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. „ამ კვირას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სასამართლო დაიწყო საქართველოში. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გვაშფოთებს და ვთვლით, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას. პრესის თავისუფლების გარეშე …
Tag Archives: მზია ამაღლობელის საქმე
დაკითხავენ თუ არა ირაკლი დგებუაძეს და გრიგოლ ბესელიას? – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის პროცესიდან
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანზე ციხეში მყოფი მზია ამაღლობელის გამოსახულება გამოჩნდა – სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწემ დისტანციური ჩართვა დატესტა. „მე მზად ვარ“- გაისმა მზია ამაღლობელის ხმა სასამართლოს დარბაზში. „არ მიუახლოვდეთ ეკრანს“- მანდატურმა ჟურნალისტების უკან დახევა სცადა, …
მოსამართლემ, რომელიც მზია ამაღლობელის ნათესავია, საქმის აცილებაზე უარი განაცხადა
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეს. სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ადვოკატები ამ საქმეზე მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, რადგან სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ნათესავია [დეიდაშვილის სიძე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით კი, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს …
Continue reading “მოსამართლემ, რომელიც მზია ამაღლობელის ნათესავია, საქმის აცილებაზე უარი განაცხადა”
მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ლიეტუვის ელჩი და ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები
დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესწრება ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი. ასევე, დღეს მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეს განიხილავს. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულად გაყალბებული ოქმით დააკავეს. მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომას 4 …
დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება
6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული. 4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია …
მზია ამაღლობელის საქმე – წინასასამართლო სხდომა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი
4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ასევე, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმე – წინასასამართლო სხდომა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი”
ესტონეთმა დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და ირაკლი დგებუაძე
ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტის წევრები, ესტონეთში შესვლა აუკრძალა. საუბარია სავიზო სანქციებზე. ესტონეთის მიერ დასაქცირებულნი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე, დასანქცირებულნი არიან: …
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება
ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი …
Continue reading “„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება”
„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი
2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, ბათუმში, პოლიციის შენობის წინ, აქციაზე, ლურჯქურთუკიანი ქალი დააკავეს. ვიდეოკადრი, რომელიც მის დაკავებას უძღოდა წინ, მთელმა ქვეყანამ ნახა – ქალი სილას აწნის სამართალდამცავებით გარშემორტყმულ ბათუმის პოლიციის უფროსს. ის მიჰყავთ და ისმის პოლიციის უფროსის უშვერი გინება და მუქარა: „სისხლით დავიჭერ, სისხლით!“ მერე პოლიციის ეზოს რკინის ჭიშკარი მძიმედ იხურება და ლურჯქურთუკიანი ქალი …
Continue reading “„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი”
ხვალ, 4 მარტს, ბათუმის სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროცესი გაიმართება
ხვალ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის 2 საათზე დაიწყება. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, …
Continue reading “ხვალ, 4 მარტს, ბათუმის სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროცესი გაიმართება”
სასამართლოს თქმით, საზარდულში ფეხის ამორტყმა „პოლიციელზე თავდასხმა“ არაა – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთი საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ეს 2022 წლის შემთხვევაა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „2022 წლის 7 მარტს საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის …
სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი …
სასამართლოს თქმით, პოლიციელის დანით დაზიანება პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელი დანით დააზიანეს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, მაგრამ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის. და სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: „2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ………ს ქუჩა №…-ში მდებარე ყოფილი ……… ტერიტორიაზე, რ. გ–ა [რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო განზრახ …
საიამ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიანიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. …
სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც მტკივნეული ჰემატომა გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ბათუმში 2021 წელს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, დაადგინა შემდეგი: „2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი …
სასამართლოს აზრით, მუშტის რამდენიმე დარტყმა სახეში „პოლიციელზე თავდასხმა“არაა – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლაც გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მუშტის რამდენიმე დარტყმა სახისა და თავის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე დაადგინა შემდეგი: „…დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბ.-ში, ს. ო.-ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ს.-ში“ ყოფნისას, ბ.-ის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ა. უ.-მ სუპერმარკეტის …
ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?
უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. „ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ …
პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?
„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის …
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სტიკერის გაკვრის საქმეზე გადაიდო
დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძეს მზია ამაღლობელის საქმე უნდა განეხილა, კონკრეტულად კი, შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრა. მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ. სხდომის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით …
Continue reading “მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სტიკერის გაკვრის საქმეზე გადაიდო”
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო
დღეს, 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია. პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია …
Continue reading “მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო”