დღეს, 12 მაისს, საღამოს, რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება.
„თავისუფლება მზიას!“ „გილოცავთ!“ – ისმის შეძახილები ციხესთან. მზია ამაღლობელი 50 წლის გახდა. იგი 4 თვეა უკანონო პატიმარია.
რუსთავის ქალთან კოლონიასთან აქციას მართავენ ჟურნალისტები, აქტივისტები და მისი მეგობრები.

რუსთავის ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.