ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია. ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს. „ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც …
Tag Archives: კომენტარი
„ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით“ – თამთა მიქელაძე „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებზე
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს. იგი წერს, რომ ამ ცვლილებებით „ოცნების“ მთავარი მიზანია საქართველოს დატოვება აიძულოს საზოგადოების დიდ ნაწილს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას …
რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე
10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს. არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში. გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც …
„არჩევანი ოფიციალურადაც წაგვართვეს“- ნინო ხარატიშვილი
მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. „არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს… ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და „უცხო ქვეყნის იურისდიქცია,“ რომ …
Continue reading “„არჩევანი ოფიციალურადაც წაგვართვეს“- ნინო ხარატიშვილი”
რუსთაველზე გადასვლა ერთობის, თავგანწირვის ნაწილი გახდა – ლანა ღოღობერიძე
რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, რომლის მონაწილეებსაც უკვე მეორე კვირაა ყოველდღიურად აკავებენ გზის გადაკეტვის საბაბით. რეჟისორი წერს, რომ სიტყვა „გადასვლამ“ უკვე სხვა, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. „ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ საბედისწერო დროს მოვესწრებოდი… როცა 1999 წლის 27 აპრილს, ჩვენი დროშა ნელ-ნელა მიიკვლევდა ადგილს ევროპის ცაზე საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს …
Continue reading “რუსთაველზე გადასვლა ერთობის, თავგანწირვის ნაწილი გახდა – ლანა ღოღობერიძე”
„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი
შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა. 21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“. დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე …
Continue reading “„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი”
რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება
საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ. ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა. „პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად …
Continue reading “რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება”
„საქართველო არის ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად“ – სოციოლოგი
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო უკვე იმ ფაზაში იმყოფება, როცა ავტორიტარიზმის გამყარება კანონმდებლობით ხდება. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის ტექსტს: „საქართველო უკვე შესულია ისეთ ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად, ანუ კანონების მეშვეობით. ის კანონები, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო წლებში მიიღო (მაგ., აგენტების შესახებ კანონი) ან რომლის მიღებასაც ახლა აპირებს (მაგ., ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონი) …
„რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ და სულიერ გადაშენებამდე“
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროევროპული, მშვიდობიანი აქციების მხარდამჭერია, ფეისბუქზე ღია წერილს აქვეყნებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს: „ღია წერილი კულტურულ კაცობრიობას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს. ჩემი სამშობლო – …
კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარია
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდა საქართველოში შემოსავლებზე პირდაპირი აისახება და საშუალო ხელფასი ქვეყანაში 2000 ლარია. ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში 350 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. „ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს. …
Continue reading “კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარია”
„სიგიჟეა, ქრთამად მიიჩნიო საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისების მოწოდება“ – იურისტი
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებაა. იურისტი გურამ იმნაძე ძირითადად ორი მთავარი გარემოების გამო მიიჩნევს დაუსაბუთებლად ლევან ხაბეიშვილის დაკავებას: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის …
რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე
ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა. „საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ …
Continue reading “რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე”
„ცდილობენ დამაბრალონ ის, რასაც თვითონ აკეთებენ – კავშირი რუსულ კაპიტალთან“ – IDFI-ის დირექტორი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ. „მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და …
ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ ცვლილებას კანონში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. „ოცნების“ მთავრობა ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს. „პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება. მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე …
Continue reading “ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი”
„კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის მოქალაქეობა“ – ბსუ-ს პროფესორი
2024 წლის მაისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად საქართველოში ათეულობით უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გაიფიცა, მათ შორის ბათუმშიც. სტუდენტების პროტესტს არაერთი ლექტორი შეუერთდა. ნანა ტრაპაიძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სტუდენტური პროტესტის დღეებში ის სტუდენტების გვერდით იდგა და მათ აქციის დროსაც მიმართა. „არ შემეძლო იქ არ ვყოფილიყავი, იმდენად აუცილებლად ჩავთვალე ეს, როგორც მოქალაქემ და როგორც ჩემი სტუდენტების …
Continue reading “„კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის მოქალაქეობა“ – ბსუ-ს პროფესორი”
„უფსკრულის პირას ვართ, თუ აგრესია გაიმარჯვებს, აღმოვჩნდებით ომის ახალი ერაში“ – ჰარარი
თანამედროვე ისრაელელი ისტორიკოსი იუვალ ნოახ ჰარარი ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. „ეს ტკივილის დღეა. ერთი ადამიანის სასტიკი ამბიცია ატერორებს და ტანჯავს ათობით მილიონს და მთელ კაცობრიობას კატასტროფისკენ უბიძგებს. ჩვენ ზუსტად უფსკრულის პირას ვართ. თუ აგრესია გაიმარჯვებს, მთელი მსოფლიო აღმოჩნდება ომის ახალი ერაში და შესაძლოა ამ ეპოქის დასასრული ჩვენს სიცოცხლეში ვერ ვიხილოთ. ყველა ჩვენგანის მომავალი ახლა …
როგორ ხსნიან ბათუმში გახარიას პარტიიდან 14 წევრის წასვლას – „ოცნების“ ხელწერა უცვლელია“
14 წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე, კომენტარი დღეს 22 იანვარს გააკეთა გიორგი გახარიას რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ უთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარტიის დატოვებაზე განაცხადეს, დიდი ხანია პარტიის წევრები აღარ არიან. „ოცნების“ ხელწერა უცვლელია. ეს იყო მათი დაგეგმილი და ამ ადამიანების ბრალდებებიც იმ კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა …
რატომ არ იბარებენ სუსის უფროსს პარლამენტში? – კობახიძის კომენტარი
დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რატომ არ დაიბარეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებთან დაკავშირებით. „ოპოზიცია ითხოვდა მთელი წლის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე. რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება, ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები. არჩევნებამდე არ …
Continue reading “რატომ არ იბარებენ სუსის უფროსს პარლამენტში? – კობახიძის კომენტარი”
სამეცნიერო ფონდის განმარტება აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. მათ მიერ მოწოდებულ ტექსტში აღნიშნავენ, რომ დარღვევები, რაზეც სახელმწიფო აუდიტი თავის დასკვნებში საუბრობს, იმ პერიოდს ეხება, როცა ფონდს სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა. „წინა ხელმძღვანელი“, ანუ ფონდის გენერალური დირექტორი მაშინ ზვიად გაბისონია იყო. 8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა „აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ფონდს ჰყავს ახალი …
Continue reading “სამეცნიერო ფონდის განმარტება აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე”
სამინისტროს განმარტება გადაჭედილი მიკროავტობუსით მოსწავლეების მგზავრობაზე
დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს აჭარის განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. ვიდეოში ნაჩვენებია ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის სასკოლო მიკროავტობუსი, სადაც არ არის დაცული მგზავრობის უსაფრთხოების წესები, ასევე, პანდემიის დროს დაწესებული ჯანდაცვის რეგულაციები. განათლების სამინისტროს წერილობით განმარტებაში ვკითხულობთ: „დგინდება, რომ მოსწავლეები (რომლებიც ვიდეოში არიან ასახული), არ არიან ჩართული სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან …
Continue reading “სამინისტროს განმარტება გადაჭედილი მიკროავტობუსით მოსწავლეების მგზავრობაზე”
ერთი სააკაშვილი უკვე შემოვიყვანეთ, ორს კიდევ შემოვიყვანთ – ენმ კობახიძეს პასუხობს
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღეს, 29 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ლევან ვარშალომიძე აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია სარფში სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, ბათუმში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არასერიოზულია. მან „ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა. „ადამიანი, რომელიც ჩვენ დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი გვეგონა, გვეგონა …
Continue reading “ერთი სააკაშვილი უკვე შემოვიყვანეთ, ორს კიდევ შემოვიყვანთ – ენმ კობახიძეს პასუხობს”
26 ახალი შემთხვევა არ არის შეზღუდვების მოხსნის შედეგი – გამყრელიძე
„შემსუბუქებული რეგულაციების შემდეგ შესაძლებელია იყოს ინფიცირების შემთხვევების მატება“ – განაცხადა დღეს, 31 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სიტუაცია კონტროლს ქვეშაა. „ეპიდსიტუაცია ემორჩილება კონტროლს“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი, …
Continue reading “26 ახალი შემთხვევა არ არის შეზღუდვების მოხსნის შედეგი – გამყრელიძე”
ნებისმიერ პრეტენდენტს დავების განხილვის საბჭოსთვის შეეძლო მიემართა – ქობულეთის მერი
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმარა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქობულეთის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები იკვეთება. აღნიშნულ კვლევაზე დღეს 23 აპრილს, წერდა „ბათუმელებიც“. მირიან ქათამაძე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო პირობების ჩამოყალიბება ხდება მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. „იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი …
პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება …
გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს
„ის არ მიიჩნევს ანგარიშვალდებულად თავს ქართველ ხალხთან, არც ევროპელ პარტნიორებთან და საერთოდ, არავისთან. ივანიშვილს ახლა აქვს ერთადერთი პრინციპი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს შესაძლოა ყველაფრის ფასად გააკეთოს… ყველაზე დრამატული ამ ინტერვიუში ჩემთვის იყო ის, რომ ივანიშვილი არის სრულიად არაადეკვატური, ის აბსოლუტურად სხვაგანაა. ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს…“ – ამბობს გრიგოლ გეგელია, პროფესიით პოლიტოლოგი და …
Continue reading “გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს”
„ეს ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“ – ნატოს საბჭოს დელეგაცია ბათუმშია
დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაეწრებიან. ალიანსის დელეგაციას როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ოფიციალური შეხვედრა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, კონფერენციის დაწყებამდე კი მოკლე შეფასებები გაკეთდა. ნატოში საქართველოს წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს …
წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან
ავტორი: იოსებ აბაშიძე ბატონო მამუკა, ჩვენთვის მთავრობაში ანუ თქვენამდე მოღწევა ძნელია, ამიტომ ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულს [შუამთობა] ვიყენებთ თქვენთვის რაღაც ცნობების მოსაწოდებლად, მაგალითად, იმაზე, რომ გზა არ გვაქვს. წლევანდელ დღესასწაულზე მეხუთედ მომიხდა თქვენთან, ანუ პრემიერთან შეხვედრა და თქვენგან მოვისმინეთ – „კი, ბატონო – კი, ბატონო“. იცით რა, მოდი თქვენ იყავით ბატონი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ყმებს …
Continue reading “წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან”
ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ საჯაროდ მოაჭრას თავი ღვთისმგმობელებს – დეკანოზი
ფეისბუქზე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მოვა მეფე და საჯაროდ მოაჭრის თავს ღვთისმგმობელებს. იგი ასევე დასძენს, რომ არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა. „დღეს გვაქვს ტელევიზია, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც როგორც მოცემულობას, ისე …
„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები
დღეს, 26 ივნისს, ბათუმელი ადვოკატები გამოეხმაურნენ თბილისში მიმდინარე აქციებს. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას. ადვოკატთა ჯგუფი ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიციის გასაზიარებლად დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბა. ყოფილი მოსამართლე, ამჟამად ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საზოგადოების დაცინვაა, რაც მოხდა დღეს საქართველოს პარლამენტში: „გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეც კი …
Continue reading “„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები”
რელიგიის თემამ პედაგოგის ან მოსწავლის თავისუფლებები და უფლებები არ უნდა შელახოს
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან შემდეგ, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ლექციების ციკლი ტარდება. ამის შესახებ პედაგოგები თვითონ წერენ ფეისბუკში და ლექციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციასაც აფიქსირებენ. პედაგოგები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ლექციაზე მიჰყავდათ, მათ მოუწიათ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, „ეს მაშინ, როცა ლექციას მუსლიმი პედაგოგებიც ესწრებოდნენ“. როგორი …
Continue reading “რელიგიის თემამ პედაგოგის ან მოსწავლის თავისუფლებები და უფლებები არ უნდა შელახოს”
სპეციალისტის თქმით, წელს ზღვამ 60-ზე მეტი დელფინი გამორიყა
„გასულ წელთან შედარებით, დელფინების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევები გახშირდა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე. „ბოლო მონაცემებით, 60-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა, საუბარია სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე. რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქაც ანალოგიური ვითარებაა. არ გვაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ვითარება მსგავსია,“ …
Continue reading “სპეციალისტის თქმით, წელს ზღვამ 60-ზე მეტი დელფინი გამორიყა”
ენძელა მაჭავარიანი: სირცხვილი არ არის საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე
პარლამენტარმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ბათუმელი სტუდენტის განცხადების შესახებ მისი ლექტორის, „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან სექსუალური შევიწროებაზე. „რა მნიშვნელობა აქვს ვისი წევრია, როგორც კანონი ითვალისწინებს, ისე უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კანონი მიღებული გვაქვს და კანონი უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ, ვინც კი გნებავთ იყოს. ის ფაქტი, რომ ამ …
Continue reading “ენძელა მაჭავარიანი: სირცხვილი არ არის საუბარი სექსუალურ შევიწროებაზე”
„ჩაო“ – თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარის ტელევიზიის ეთერიდან დაემშვიდობა
„ხულოში, შემოსასვლელში, არის ძალიან ლამაზი სოფელი, ჩაო. ჩაო ნიშნავს როგორც გამარჯობას, ისე დამშვიდობებას და იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნეს, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ეხლა ის დროა ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დრო არის და მინდა მათ დავპირდე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისინი ვერასდროს ვერ …
დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად
„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე. ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა. „არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. …
Continue reading “დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად”
ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ უკვე გაეცნო აჭარის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ. ნათია კაპანაძის თქმით, როდესაც საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელ მედიას, განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის ჭრილში: „როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტზე, შედეგზე, რომელიც დღეისათვის აქვს …
Continue reading “ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას”
იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი არ პასუხობს კითხვას, იყვნენ თუ არა სამარხების გათხრის პროცესში ჩართული სპეციალისტები. იგი ამბობს, რომ ეს არ იცის და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს 21 აპრილს, ნეშტების დაკრძალვის დღეს მოგვაწვდის. საუბარია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტებზე, რომელთა აღმოჩენის შესახებაც ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 …
Continue reading “იყვნენ თუ არა სამარხის გათხრისას ჩართული სპეციალისტები? – ეპარქიას პასუხი არ აქვს”