„ქართული ოცნების“ მთავრობას 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი ჰყავს ციხეში. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სინდისის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე ცნო სასამართლომ უდანაშაულოდ და 6 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მუხლის გადაკვალიფიცირების მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს მზია ამაღლობელი და ორი წელი მიუსაჯეს. უფრო ადრე, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს 21 წლის სტუდენტს, მათე დევიძეს. რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ …
Tag Archives: ინტერვიუ
„ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ სწრაფად გადაადგილდება“ – რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე
„თუ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება, ჩვენი სახელმწიფო უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება“, – ამბობს იენის უნივერსიტეტის მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას „ბათუმელები“ 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა. ბატონო მიხეილ, თუკი „ქართული ოცნება“ მოახერხებს, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უმრავლესობით დარჩეს ხელისუფლებაში, შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ამ ქვეყნის დემოკრატიას? ზოგადად, დემოკრატიის არსი არის …
სად ხედავენ აქ გამჭვირვალობას?! – დირექტორობის კანდიდატი ახალ ბრძანებაზე
„მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაფერი შეიცვალა. სად ხედავს სამინისტრო აქ ღიაობას და გამჭვირვალობას, იქნებ ჩვენც დაგვანახონ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პედაგოგი მაია ეკალაძე, სკოლის დირექტორების არჩევის წესში ახლახან შესულ ცვლილებებზე. მაია ეკალაძე რამდენიმე თვეა განათლების სამინისტროს წინ თავის ორ კოლეგასთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავს და 2023 წელს ჩატარებული კონკურსის მეორე ეტაპის, ანუ გასაუბრების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მისი …
Continue reading “სად ხედავენ აქ გამჭვირვალობას?! – დირექტორობის კანდიდატი ახალ ბრძანებაზე”
ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“
„14 წლის ვიყავი, როცა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ჩემს სახლს გადაუფრინა. მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა მსოფლიოში. ალბათ პოლიტიკითაც იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიმეღო“- ამბობს მაკა ტოხიშვილი. 2023 წელს მაკა ტოხიშვილი შეარჩიეს ბარაკ ობამას ფონდის ლიდერების ევროპის პროგრამაში, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიდერობის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა. როგორ ხედავს …
ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა, ანუ როგორ დაადუმეს ბათუმი
ბათუმში სამშენებლო ღობეებზე აღარავინ აბრახუნებს, არავინ სვამს კითხვებს, სად და როდის იმართება იმ დიდი პროექტების საჯარო განხილვები, რომლებსაც მერია დასამტკიცებლად ამზადებს, შემდეგ კი საკრებულო ამტკიცებს. არავინ ითხოვს საკრებულოს სხდომაზე ერთი, ორი ან მეტი საშვის დაშვებას. არავის სჭირდება სხდომათა დარბაზში მეტი ადგილი მოქალაქეებისთვის, აღარავინ ბრაზობს, აღარავინ ყვირის, აღარავინ სკანდირებს „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, – ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც …
Continue reading “ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა, ანუ როგორ დაადუმეს ბათუმი”
„იმის ატანა, რაც სააკაშვილის თავს ხდება, არ შეიძლება“ – ინტერვიუ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 22 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩაერთო, თუმცა ის მალევე გამოეთიშა პროცესს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა. ვინ იტყუება – სააკაშვილი თუ „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა „უნიჭო სიმულაციაა“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა. ბატონო ბექა, როგორც მოქალაქეს მინდა გკითხოთ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა …
Continue reading “„იმის ატანა, რაც სააკაშვილის თავს ხდება, არ შეიძლება“ – ინტერვიუ”
“ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართული საზოგადოების მთავარი კითხვაა, რას მოუტანს საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. რა არის მშვიდობის ფასი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს და რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას მთავრობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. „ბათუმელების“ ინტერვიუების სერიაში ცდილობს მთავარ კითხვებზე პასუხები მიიღოს იმ ადამიანებისაგან, ვინც პოლიტიკურად მიუკერძოებელია. მორიგი ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან ჩავწერეთ. მან ჩვენს კითხვებს …
Continue reading ““ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან”
საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში
რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უკრაინის ომის დასრულების შემდეგ? რის მიღწევას ცდილობენ ეს ქვეყნები? რამდენად ემუქრება სომხეთს ახალი ომის საფრთხე? რატომ შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი? რა გეგმები აქვს აზერბაიჯანს და რამდენად რეალურია რუსეთის იმდენად დასუსტება, რომ თუნდაც უახლესი ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა საკითხებში ჩარევის უნარი აღარ ჰქონდეს? ამ კითხვებზე პასუხებისთვის …
Continue reading “საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში”
აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა
„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს. მეგი, როგორც ვიცით, …
Continue reading “აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა”
უკრაინის მცირე შეტევები ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მზადებას – ინტერვიუ
როგორ გამოიყურება დღეს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლა შესაძლებლობები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ მიმართულებაზე შეუძლიათ კონტრშეტევაზე გადასვლა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო ამას ვერ ახერხებენ. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მარიუპოლზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს? უკრაინის ომიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე …
Continue reading “უკრაინის მცირე შეტევები ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მზადებას – ინტერვიუ”
გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?
„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის …
Continue reading “გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?”
„მორჩილების“ ვიდეო, როგორც ნივთმტკიცება სხვისთვის საჩვენებლად – ინტერვიუ თეოლოგთან
21 თებერვალს სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ანაფორით შემოსილი ერთი პირი მეორეს. ამასთან, მასალაში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ სასულიერო პირი, დაშავებულს ანაფორის გახდას სთხოვს. დაშავებული პირი მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა, პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, …
რას შეცვლის დაწყებითის მასწავლებლის გადამზადება სკოლებში – მანანა რატიანი ახალ პროექტზე
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქართული უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა საბაზისო განათლების პროგრამა, რომლის მიზანი სკოლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა. რას შეცვლის პროგრამა დაწყებითი საფეხურის განათლების ხარისხში, ამ თემაზე „ბათუმელებს“ მანანა რატიანი ესაუბრა, რომელიც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების დირექტორია. ქალბატონო მანანა, რა არის ამ პროგრამის მიზანი და რა შედეგს ელოდებით მისგან? პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის …
როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში
ვაკო გოგუაძე ბათუმელია. ის ბოლო შვიდი წელია ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვაკო იმ მიზეზებზე გვიყვება, რის გამოც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ევროპაში. ვაკო, რამდენი წელია, რაც ესტონეთში ცხოვრობთ და რატომ დატოვეთ საქართველო? უნივერსიტეტი ბათუმში 2009 წელს დავამთავრე და მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და მინდოდა ჩემს …
Continue reading “როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში”
„წინა არჩევნებზე ოპოზიციამ 45 ათასი ხმა მიიღო, „ოცნებამ“ 32 ათასი“ – რა გათვლები აქვს კალოიანს
თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება. ამაზე ოპოზიციური ერთობა უკვე შეთანხმებულია. როგორ ხედავს თავის მომავალს პოლიტიკაში ცნობილი ექიმი და რამდენად შეძლებს იყოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ მედიცინაში, ხართ „ნიუ-ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. რატომ გაგიჩნდათ …
პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე
რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელების შემდეგ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს, საზოგადოების პასუხი იმ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, რომელსაც სავარაუდოდ სუსი ახორციელებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე საუბრობს. ბატონო ზვიად, ინტერნეტში აიტვირთა ათასობით ფარული ჩანაწერი, ფაილები, სადაც კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული – ფოტოები, პირადი ნომრები, …
Continue reading “პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე”
ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი
საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად უმუშევარი გია ხალვაში, ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ამბობს, რომ კამპანიის საწარმოებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ ამომრჩეველს თავის ხედვებს სოციალური ქსელით უზიარებს. რას ფიქრობს კონკურენტებზე, ქალაქის განვითარებასა და უმცირესობების უფლებებზე – ამ თემებზე მას „ბათუმელები“ ესაუბრა. ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ იყაროთ კენჭი ამ არჩევნებზე? იმიტომ, რომ ბათუმში ვცხოვრობ უკვე …
Continue reading “ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი”
„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა,“ – განაცხადა გუშინ, 20 აპრილს, თბილისში ჩამოსულმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მას შემდეგ, როცა შეთანხმების დოკუმენტს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა და ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ხელი უკვე მოაწერეს. რა იცვლება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით, რა ელოდება უმრავლესობას, რომელიც 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა „გახარიას გუნდში“ გადასვლის მოტივით და რა გამოაჩინა მოლაპარაკებების ხანგრძლივმა პროცესმა: გაიზარდა თუ შემცირდა დასავლეთში …
Continue reading “„საქართველოს იმიჯი ოდნავ გამოსწორდა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2021 წლიდან
როდის მოუწევთ მასწავლებლებს დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება, რა აუცილებელი მოთხოვნებია სტატუსის შესაცვლელად და რა იგეგემება 2021 წელს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის. ამ და სხვა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საუბრობს. ბატონო ბერიკა, სქემაში განხორციელებული ხშირი ცვლილებების გამო, მუდმივად არსებობს კითხვები სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. იქნებ ამჯერადაც განმარტოთ, რა მოეთხოვება მასწავლებელს მოიპოვოს წამყვანის …
„პარლამენტში არშესვლა ოცნებას არაფერს აკლებს“ – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. პროტესტის მიზეზი გაყალბებაა, ხოლო მანდატებზე უარის თქმა, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემას შეუქმნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ოპოზიციის გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ბათუმელები“ პუბლიცისტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა, რომელმაც ფეისბუქში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმს პარლამენტში მარტო დარჩენა პირიქით აწყობს. ბატონო ზაალ, ოპოზიცია პარლამენტში …
Continue reading “„პარლამენტში არშესვლა ოცნებას არაფერს აკლებს“ – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან”
დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე
გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს. ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში? ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ …
რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ
რის გაკეთებას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 7 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით, რამდენი სასტუმრო შეძლებს აჭარაში სტუმრების მიღებას და როგორი იქნება ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში აჭარაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თინათინ ზოიძეს ესაუბრა. ქალბატონო თინათინ, ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, გახსნილია, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად იქნება უსაფრთხო დასვენება და …
Continue reading “რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტებისთვის – ინტერვიუ”
„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ
რა ელოდება კერძო სექტორს, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დიდხანს გაგრძელება? რა ელოდებათ დასაქმებულებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გაუშვეს და ჯერჯერობით ხელფასებს ინარჩუნებენ? ვინ როგორ დაუბრუნდება და ვინ ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას ბაზარზე, რაც პანდემიამდე ჰქონდა? – ამ თემაზე შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნონა ხუჯაძეს ვესაუბრეთ. ქალბატონო ნონა, როგორ გააგრძელა კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ, …
Continue reading “„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ”
გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი
დღეს, 18 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, საჯარო სივრცეებში, ქალებს კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერების მიუხედავად, დანაშაული არ მცირდება. „ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, ეს ქალების განდევნის ხელობაა“-ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე მწერალს ესაუბრა. გუშინ თქვენ გარდაბანში 23 წლის ქალის მკვლელობას …
Continue reading “გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი”
დიდი ბრიტანეთის ელჩი: ყველას თანავუგრძნობ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა 20 ივნისის მოვლენებისას
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი გასულ კვირას ბათუმში იმყოფებოდა. ელჩი ბათუმში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. „ბათუმელები“ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებზე, 2020 წლის არჩევნებზე, „გავრილოვის ღამის“ გამოძიებასა და სხვა თემებზე ესაუბრა. მინდა პირველივე შეკითხვა ბათუმში მიმდინარე ღონისძიებასთან დაკავშირებით დაგისვათ, ამჟამად …
რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან
თბილისში – რუსთაველის ქუჩას, ბათუმში კი მემედ აბაშიძეს, ხვალ, 26 მაისი, ანუ დღესასწაული დაეტყობა – ეროვნულ დროშებს გამოფენენ. ამ ქუჩებს მიღმა ადამიანებისთვის 26 მაისი ერთი მორიგი დღე იქნება. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, სახელმწიფო ჩვენში ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც „მტერი“. შესაბამისად, „დამოუკიდებლობა კი არ მიხარია, არამედ მისგან თავს ვიცავ“. ოკუპაციის მიღმა ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ დღეს …
Continue reading “რატომ ვერ იქცა 26 მაისი სახალხო დღესასწაულად – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან”
„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან
„პირადად ვიძიებ შურს“, „ეს სფერო ნარკობიზნესად აქციეს პრაქტიკულად“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… – ამ ფრაზების საჯაროდ თქმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს უკვე მოასწრო. იგი გასული წლის ივლისიდან არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა საჯარო განცხადებებსაც შეეხო: რატომ არჩია მან ეს აგრესიული რიტორიკა, ეს მისი სტილია, …
Continue reading “„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან”
რას აჩვენებს ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკებისადმი დამოკიდებულებით – ინტერვიუ ანა დოლიძესთან
მესამე დღეა სოცმუშაკები საპროტესტო აქციას მართავენ. გაფიცული სოცმუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ იმისთვის, რომ ცარიელი ხელებით არ მივიდნენ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სახელმწიფო ანუ ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების მიერ დასახელებულ მოთხოვნებს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. დავით სერგეენკოს უწყება პრობლემას ვერც გაფიცვაში ხედავს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სოცმუშაკების ფუნქციას ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები შეასრულებენ. …
არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის
დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრს მეოთხე მოადგილე დაუნიშნა და ამავე დროს დასძინა, რომ სამინისტროს უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყეს. როგორი იქნება განათლების მინისტრის „სტრუქტურული ცვლილებების ახალი გეგმა“, რომელიც მან მთავრობას ექვს კვირაში უნდა წარუდგინოს და არსებობს თუ არა უთანხმოება …
Continue reading “არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის”
რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინა, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი განათლების რეფორმას ეხება. რა იყო სიახლე წარმოდგენილ პროგრამაში და უნდა ველოდეთ თუ რა ახალი სასწავლო წლიდან „ფუნდამენტურ ცვლილებებს განათლებაში“, როგორც ამას მამუკა ბახტაძე ამბობს? პრემიერობის კანდიდატის პროგრამას „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია აფასებს. ახალი არაფერი იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში, უბრალოდ, ფრაზებია …
Continue reading “რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ”
ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან
პირველი მაისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება დაწესებულებების, რესტორნებისა და კაფე-ბარების შენობებში, ასევე ტრანსპორტში [ტაქსის გარდა]. დაწესებულება, სადაც სიგარეტს მოწევენ შენობაში, ასევე ტრანსპორტის მფლობელი, დაჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით, ფიზიკური პირი – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 100 ლარით. კანონის ძალაში შესვლამდე ორი თვე რჩება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ …
Continue reading “ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან”
სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსები გავრცელებული არ არის. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება H1N1 [ე.წ. ღორის გრიპი], რომელიც გასულ წლებში აჭარაშიც იყო გავრცელებული. რა ტიპის ვირუსია გავრცელებული წელს, როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში და როდის დგება სეზონური გრიპის პიკი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ნიჟარაძეს ბლიც-ინტერვიუში …
Continue reading “სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ”
„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 ავტომანქანაა – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც შს სამინისტრომ 20 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 16,8 პროცენტით. ავტომანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ავტოავარიების შემთხვევათა რაოდენობა და კიდევ უფრო გადატვირთული ხდება მოძრაობა ქალაქებში. უნდა გახდეს თუ არა …
Continue reading “„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“”
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები
რა შეიცვალა რეალურად მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემაში, ვინ რა აქტივობებით ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, როდის მიიღებენ პედაგოგები ვიდეო ინსტრუქციებს და რა ელით უსტატუსო მასწავლებლებს სკოლაში? ახალი სქემის დეტალებზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს. ქალბატონო მანანა, ახალი ცვლილებებით, რომელიც პედაგოგთა კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა, რა არსებითი ცვლილებებია …
Continue reading “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები”
პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მისი კანდიდატურა განსახილველად გასულ კვირას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. მინისტრობის კანდიდატებს უმაღლესი საბჭოს კომისიებშიც მოუსმინეს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს. როგორ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს ინგა შამილიშვილი ახალ პოსტზე და …
Continue reading “პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე”
გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და …