გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად

რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? –  ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.  დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან …

მემარჯვენე თუ მემარცხენე – პოლიტიკური იდეოლოგიების აჯაფსანდალი არჩევნების წინ

წინასაარჩევნო გზავნილებიდან ისევ რთულია გამორკვევა, პოლიტიკური პარტია მემარჯვენეა თუ მემარცხენე. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს ისევ სოციალურ კეთილდღეობას, სწრაფად გამდიდრებას და შემოსავლების გაზრდას ჰპირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური დიფერენციაცია, რის გამოა ისევ არეული მემარჯვენე-მემარცხენე ძალების პოლიტიკური გზავნილები და გველოდება თუ არა წინ არჩევნები, სადაც ამომრჩეველი მივა არა პიროვნებების, არამედ იდეების მხარდასაჭერად? – ამ …

რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. …

ზურაბ პატარაძე: რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ

15 ივლისს ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. პატარაძემ ამ პოსტზე არჩილ ხაბაძე შეცვალა. ის ამბობს, რომ „რადიკალური ცვლილებები არ იქნება“, აქცენტს აკეთებს ინვესტიციების გაზრდაზე, ტურიზმზე და დიპლომატიურად ცდილობს აირიდოს თავიდან არასასურველი კითხვები. „ბათუმელები“ მას პოსტზე დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, შეხვდით იპოთეკით დაზარალებულ პირებს. იპოთეკით დაზარალებული პირები და „ოცნების …

რას გეგმავს მერია ბათუმში ტბის გადასარჩენად

ბათუმში ნურიგელის ტბის მოწამვლის შემდეგ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერია მდგომარეობის შესასწავლად მსოფლიო დონის სპეციალისტებს დაუკავშირდება. ეს მაშინ, როცა მერიის დაქვემდებარებაში მომუშავე სპეციალისტი ამ შედეგის დადგომას 2013 წლიდან ვარაუდობდა და დროული რეაგირების საჭიროებაზე საუბრობდა. ამაზე „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. მერია, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრობლემის წარმოჩენის შემდეგ, ყოველ ჯერზე, პირობას დებდა, რომ იზრუნებდა, …

ინტერვიუ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან

რატომ აქვს „ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელის“ იმიჯი, როგორ აფასებს ის მისი და სააგენტოს თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს და როგორია მისი თვალით დანახული სახელმწოფო სოციალური პოლიტიკა დღეს? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თემურ ქარცივაძეს ესაუბრა. ბატონო თემურ, კანონის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ქუჩაში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებზე, თუმცა თითქმის ყოველდღიურად …

რატომ პოლიტიკაში, რატომ პაატა ბურჭულაძე? – ყოფილი რექტორი პოლიტიკურ გეგმებზე

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი ალეკო ბაკურიძე, რომელსაც სამეცნიერო მუშაობისთვის დრო არასდროს ჰყოფნიდა, პოლიტიკაში მიდის. პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ ის თავის გუნდში მოიხსენია. რას ჰპირდება ალეკო ბაკურიძე ამომრჩეველს, თუ მას ბათუმის მაჟორიტარობას შესთავაზებენ? ბატონო ალეკო, თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ დრო არ გყოფნიდათ სამეცნიერო მუშაობისთვის, როცა იყავით ბსუ-ს რექტორი. რატომ გადაწყვიტეთ …

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების …

თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ

თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ჯარისკაცს, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად სამინისტროს სასამართლოში უჩივის. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ წინა ნომერში წერდა: ის ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა. იქვე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში მას ბაროტრავმა დაუდგინეს, რაც სმენის დაქვეითებას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებული ჯარისკაცი სამედიცინო დასკვნაში დაფიქსირებული ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – …

„მორალისტობა მორწმუნის იმიჯით ამორალურია“

ყველაზე აგრესიული და გამაოგნებელი კომენტარი, რომელიც ფეისბუქში დაწერეს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის 15 წლის შვილის მისამართით იყო – „ნეტა მოკვდეს“. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. „ღირსია შორენა“, „დაჯექი ახლა შორენა, ისწორე ძუძუები და ილაპარაკე სექსზე“, – ეს კომენტარებიც სოციალურ ქსელში დაიწერა. ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი შვილები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარან განკიცხვის …

გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

იუსტიციის სამინისტროს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმას ითვალისწინებს. „ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. გიორგი პაპუაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, თუმცა მან ჯერ თავისი უფლებამოსილება უნდა ამოწუროს,“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიას, რომელმაც ახლახან დაგმო და შემაშფოთებლად მიიჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. რეფორმა ამ მიმართულებით თეა წულუკიანმა გასული წლის …

რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი

საქართველოში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 184 პედაგოგს აქვს მინიჭებული, მათგან 15-ს _ აჭარაში. რა ვალდებულებებს აკისრებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგს და მაღალსტატუსიანი მასწავლებლების ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია? „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის წამყვანი სტატუსის მქონე ინგლისურის მასწავლებელს ნინო მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, როდის მიიღეთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი …

დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძე შეარჩია. კანდიდატურა მან აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა. ბატონო დავით, თუ უმაღლესი საბჭო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა სიახლეს შეიტანთ უსკოს მუშაობაში, გარდა იმისა, …

ხიჭაურის გიმნაზიის ყოფილი მენეჯერი: სასულიერო პირები ბავშვებს კბილების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა. ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი? სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის …

ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს

უსახლკარო პირებისთვის მერიის ღამის თავშესაფარი ბათუმში 2014 წელს ამოქმედდა. მანამდე ბათუმში მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობდა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. ამ დროისთვის ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს. რას სთავაზობს მერია თავშესაფრის ბინადრებს და გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი 2016 წელს? „ბათუმელების“ კითხვებს …

ვის იწყალებს პრეზიდენტი

 

როცა მოსამართლე საქართველოს სახელით განაჩენს აცხადებს, პატიმარს ეუბნება, რომ მას უფლება აქვს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას ხელი მოაწერა შეწყალების აქტს – პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მათგან 103-მა მსჯავრდებულმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა (7 ქალი და 2 არასრულწლოვანი), 49 მსჯავრდებულს კი შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიის ბოლო სხდომაზე სულ 910 ადამიანის საქმე განიხილეს. ვის წყალობს პრეზიდენტი და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ვისაც შეწყალება სურს? „ბათუმელების“ კითხვებს ზვიად ქორიძემ უპასუხა.

დავით ქაჯაიას ავტორბოლა ევროპაში

 

  31 წლის დავით ქაჯაია სანამ პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდებოდა, მანამ სამოყვარულო რბოლაში მონაწილეობდა. უფრო ადრე კი რუსთავში გამართული ავტორბოლის მაყურებელი იყო. წლების შემდეგ თავად გახდა არაერთგზის გამარჯვებული რუსთავში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრის, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატების. დავითი დღეს სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2013, 2014) „ლეგენდის“ კლასში. წელს კი ახალ საფეხურზე გადაინაცვლა და პირველად მონაწილეობს ძარიანი ავტომობილების შეჯიბრში (European Touring Car Championship), რომელიც ექვს ეტაპად გაიმართა უნგრეთში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ბელგიასა და იტალიაში. დავით ქაჯაიამ ხუთი ტური წარმატებით გაიარა და ქულათა ჯამით პირველი ადგილი მოიპოვა.

ნატო დავითაშვილი – ქართული ფენტეზის მწერალი

 

 

ქართული ფენტეზის სამყაროში სქელტანიანი წიგნით – „ამბავი ლილე იროელისა” გამოჩნდა. ამას მოჰყვა წიგნები: „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, „ნისლებში და ნისლებს მიღმა”, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „პატარა დინოზავრი დინდინელა“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ და სულ ბოლოს – „აიას გზა“. „ბათუმელები” ქართველ მწერალს, ნატო დავითაშვილს ესაუბრა. ის იმ მცირერიცხოვან ქართველ ავტორებს შორისაა, რომელიც ფენტეზის ჟანრში წერენ.

რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

 

სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. „მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია. აზროვნების ამოქმედების დროს ადამიანი გააზრებულად სწავლობს და ხდება უფრო გამჭრიახი,“ – ვკითხულობთ ქართველ ავტორთა მიერ შედგენილ წიგნში „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

რატომ არ აშენებს მერია იაფ სახლს

 

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კობა ჩხეიძე ესაუბრა „ბათუმელებს“ იმაზე, თუ რატომ ვერ შეძლო ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ პროექტის განხორციელება.

აკადემიური საბჭოს წევრი: უნივერსიტეტი გამოწვევის წინაშეა

 

ვაჟა ვერულიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, „ბათუმელებთან“ამბობს, რომ  უნივერსიტეტი ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. იმის პარალელურად, რომ რექტორი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, უნივერსიტეტს წელს აკრედიტაციის გავლა უწევს. ვაჟა ვერულიძის  აზრით, რექტორის გარეშე, მოვალეობის შემსრულებლით, უნივერსიტეტს ამ პროცესის გადალახვა გაუჭირდება. „ბათუმელების“ კითხვებს აკადემიური საბჭოს წეევრმა ვაჟა ვერულიძემ უპასუხა. 

წარმატებული და წარუმატებელი 2014 წელი

 

“ეს წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული წელი იქნებოდა, თუმცა საყდრისის ფაქტმა ბევრი რამ გადააფასა”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე. როგორი იყო სულხანის აზრით 2014 წელი საქართველოსთვის, რა სირთულეებს სძლია ხელისუფლებამ და რა სფეროში ვერ ჩააბარა ტესტი?

როგორ აისახება ევროკავშირთან ასოცირება საქართველოზე

 

 ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და NED-ის მხარდაჭერით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება. შეხვედრაზე ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე ადგილობრივ მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას დემოკრატიული ღირებულებების შესახებ; ასევე, შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში მსჯელობენ ხელშეკრულებაზე, რომლის რატიფიცირება უკვე მოახდინა საქართველომ ევროკავშირთან. ვანო ჩხიკვაძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” კითხვებს პასუხობს.

ბიზნესი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ “ბათუმელების” მიერ დასმულ შეკითხვებს გოჩა ირემაძემ, „ბათმშენი 2007″ -ის დამფუძნებელმა უპასუხა. ბატონო გოჩა, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ბიზნესგარემოს? როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მე კერძო ბიზნესი მაქვს. ერთადერთი ცვლილება რაც არის, უკრაინელები ყიდულობენ ბინებს. ყაზბეგის ქუჩაზე, ჩემს აშენებულ სახლში, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე დავასრულე, …

ახალი კოდექსი ნარჩენების მართვის პოლიტიკისთვის

 

 

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს „ადმინისტრაციული კოდექსის“ ნაცვლად „კოდექსი ნარჩენების მართვის შესახებ“ დაარეგულირებს.  კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ეს კოდექსი განსაზღვრავს როგორც ნარჩენების მართვის, ასევე  მის მართვასთან დაკავშირებული პირების პასუხისმგებლობის საკითხს.  ავტორების ინფორმაციით, კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. კანონპროექტის მიზნებზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ალვერდ ჩანქსელიანმა ისაუბრა.

„ბათუმი ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია“

ბოლოს მიწისძვრა საქართველოში 24 იანვარს დაფიქსირდა,  ბიძგები მხოლოდ აპარატმა დააფიქსირა და ის მოსახლეობას არ უგრძნია.  სპეციალისტის განმარტებით, პროცესი 23 დეკემბერს შავ ზღვაში დაფიქსირებულ მიწისძვრას უკავშირდება და ეს შემდგომი „აფთერშოკი“ ანუ  მიმყოლი ბიძგებია, რომელთა სიმძლავრეც თანდათან იკლებს.  პროცესი შავ ზღვაში ჯერ კიდევ გრძელდება.   

ბათუმის მერობის გამოცხადებული კანდიდატი

დღეს, 31 იანვარს,  გიორგი კირთაძის გადაყენების შემდეგ, ბათუმი საკრებულოს თამჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი გახდა. მისი თქმით, მალე დადგება ბათუმის მოქმედი მერის, ჯემალ ანანიძის გადაყენების საკითხი და მის ადგილს სავარაუდოდ საქართველოს პარლამენტის წევრის, მურმან დუმბაძის ბიუროს ხელმძღვანელი, ზურაბ პატარაია დაიკავებს. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს მერობის კანდიდატთან. 

მკითხველი ისაა, ვისთანაც წიგნები მოდიან

ნანა კვაჭაძე

 ინტერვიუ ფილოოგიის დოქტორთან,  რსუ ასისტენ პროფესორ ნანა ტრაპაიძესთან.

Exit mobile version