საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

26 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 006 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის სულ 254 822, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 244 446, აქედან ბოლო 24 საათში – 1050.

საქართველოში კორონავირუსით სულ 3 096 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17349 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5857, PCR ტესტით – 11492.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 79, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 98, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია 689 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში- 1, იმერეთში – 23.

353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 832 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინშია – 490, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3069, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 135 პირი, აჭარაში – 979, იმერეთში – 1 694.

 

აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 26 იანვარი

26 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; რეგიონში გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 395 პაციენტი .

აჭარაში კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვაზეა] – 1 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 219 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 118, ხოლო ონლაინკლინიკაში – 345.

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

როგორ გამოჩნდება 16-სართულიანი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან – ძირითადად ამ საკითხზეა აქცენტირებული ხელოვნებათმცოდნეების კვლევა „ამბასადორის“ პროექტზე. სწორედ ეს კვლევაა პროექტის შეთანხმების ერთ-ერთი საფუძველი – ზაურ ახვლედიანი, ანუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ის ეყრდნობა „კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს.“

ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის 9 გვერდზე მომზადებულ კვლევაში დიდი დოზით მიმოიხილავენ ბულვარის გარშემო ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენებულ მაღლივ შენობებს და იმას, თუ როგორ გამოჩნდება ახალი 16-სართულის სიმაღლის შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან და არა იმას, თუ რას შეცვლის ის  ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე.

ნახსენებია „რივიერას“ ცათამბჯენებიც, რომლის პროექტის დასკვნაც, ასევე გიორგი პატაშურს აქვს მომზადებული.

„… მთელ ქალაქში გაჩნდა დიდი რაოდენობის შენობები, რომელთა სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს. ჩვენი საკვლევი ნაკვეთის უშუალო სიახლოვეს განლაგებულია ისეთი „მასშტაბური“ ვერტიკალები, როგორებიცაა სასტუმროები „პალმა“ და „რადისსონ ბლუ“, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა და „ანბანის კოშკი“. სწორედ ეს მნიშვნელოვანი „მაღლები“ განსაზღვრავენ ქალაქის ძირითად ვერტიკალურ სილუეტს, თვალსაწიერის ვიზუალურ აღქმას შორი მანძილებიდან, მათ შორის აღმოსავლეთიდან ქალაქში შემოსვლის დროს“, – ეს ამონარიდია ხელოვნებათმცოდნეების, გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის დასკვნიდან.

ამ ხელოვნებათმცოდნეებმა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობა დასაშვებად მიიჩნიეს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ისინიც იზიარებენ.

ხელოვნებათმცოდნის დასკვნა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რითაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობაზე თანხმობას ასაბუთებენ. ისინი ყოველთვის, სხვა პროექტებზე თანხმობის შემთხვევებშიც, აცხადებენ, რომ კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების დასკვნებს ენდობიან.

ხშირად იგივე პროექტებს აკრიტიკებენ და გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სხვა ხელოვნებათმცოდნეები. „ამბასადორ ბათუმის“ პროექტი კი არც ნებართვის გამცემი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრმა ხელოვნებათმცოდნემ მოიწონა. სოფიო ჭანიშვილმა ბულვარში 16 სართულის აშენებას მხარი არ დაუჭირა.

დასკვნის დასაწყისშივე ხელოვნებათმცოდნეები საკვლევი ტერიტორიის მდებარეობაზე აკეთებენ აქცენტს, ისინი ხაზგასმით მიუთითებენ, რომ აქ კონცენტრირებულია მაღალი შენობები, რომლებიც „აქტიურად მონაწილეობენ თანამედროვე ბათუმის სილუეტის ფორმირებაში.“ დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ კვლევის პერიოდისთვის ამ ადგილზე უკვე ამოყვანილია 4 სართული რკინა-ბეტონის კონსტრუქციით.


საკვლევი ობიექტი – სულიკო ჟღენტის ქუჩა #6, ყოფილი ბათუმის ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის ტერიტორიის ნაკვეთი – მდებარეობს ბათუმის ისტორიული ნაწილის განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში, ბათუმის ბულვარის დასაწყისში,  მიწის ფართობი – 1203 მ2.

ამის შემდეგ კვლევის ავტორები რამდენიმე გვერდს ბულვარის ისტორიულ მიმოხილვას უთმობენ, აქცენტირებულია მშენებლობის ადგილის ისტორია:

„ბაიაჯანის ზღვის აბაზანების“ ერთსართულიანმა შენობამ იარსება XX საუკუნის მეორე ნახევრამდე. მოგვიანებით, მის ადგილზე, აშენდა ბათუმის ბალნეოლოგიური კურორტის 2-სართულიანი შენობა, ცნობილი როგორც “ფასიანი პოლიკლინიკა”. ამ შენობაში ზღვის წყლიანი აბაზანების გარდა, იყო აგრეთვე აბაზანები გოგირდიანი წყლით, რომლის წყაროები იმყოფება ამავე ტერიტორიაზე. “პოლიკლინიკის” შენობა აშენებული იყო ვარდისფერი ქვიშაქვის ბლოკებით და რკინაბეტონის მზიდ კონსტრუქციებით, ე.წ. “ინტერნაციონალურ” არქიტექტურულ სტილში, რომელიც პოპულარული იყო XX საუკუნის მეორე ნახევარში. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე აშენებულ პრაქტიკულად ყველა ხის შენობას ჰქონდა ტრადიციული, ევროპული საბაღე არქიტექტურის სახე, ამ დროს როდესაც “პოლიკლინიკის” შენობას არავითარი საერთო არ ჰქონდა ასეთ ტენდენციასთან“.

დასკვნის მიხედვით “პოლიკლინიკამ” 2000-იან წლებში შეწყვიტა ფუნქციონირება, 2016 წელს კი შენობა მთლიანად დაანგრიეს.

ისტორიის მიმოხილვის შემდეგ დასკვნების გაკეთებისას ხელოვნებათმცოდნეები აქცენტს აკეთებენ სწორედ იმაზე, რაც დამკვეთის ინტერესებისთვისაა მნიშვნელოვანი, მათი მოსაზრებით, დღეს მაღალი შენობები განსაზღვრავენ ქალაქის ძირითად ვერტიკალურ სილუეტს:

„დღეს მთელ ქალაქში გაჩნდა დიდი რაოდენობის შენობები, რომელთა სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს… ამას ემატება ბურუნ-ტაბიეს ტერიტორიაზე დაგეგმილი „ბათუმი რივიერას“ რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსების კომპლექსი, რომელიც აუცილებლად შეცვლის ბათუმის დღევანდელ სილუეტს,“- ნათქვამია ხელოვნებათმცოდნეების დასკვნაში.

დასკვნის ავტორებს „რივიერას“ პროექტი შემთხვევით არ გახსენებიათ: „რივიერას“ პროექტის დასკვნაც ბათუმის ბულვართან, როგორც ძეგლთან მიმართებაში, გიორგი პატაშურმა მოამზადა. მანვე მოამზადა დასკვნა, რომელიც ბათუმში ფარნავაზ მეფის #69-ში ისტორიული შენობისთვის სტატუსის მოხსნის საფუძველი გახდა.

გიორგი პატაშური ჩუბინაშვილის ცენტრის მკვლევარია.

დასკვნაში გაცილებით დიდი ადგილი ეთმობა იმას, თუ როგორ გამოჩნდება დაგეგმილი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან, ვიდრე იმას, თუ რას შეცვლის ის ბათუმის ბულვართან, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებაში:

„ისტორიული ქალაქის განაშენიანების მნიშვნელობის თვალსაზრისით, საკვლევი ნაკვეთი [შესაბამისად შენობაც, რომელიც დაპროექტდება მასზე], მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოჩნდება იგი შორი მანძილიდან [ქალაქში აღმოსავლეთის მხრის შემოსასვლელიდან], საიდანაც იხსნება ქალაქის დიდი პანორამა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალური აღქმის ახლო მანძილებიდან საპროექტო მოცულობა გამოჩნდება რამდენიმე წერტილიდან, როგორც ზღვის სანაპიროდან, ასევე ბულვარის ხეივნებიდან. ამ ზონებიდან საპროექტო შენობა გამოჩნდება მხოლოდ განაშენიანების უკვე ჩამოყალიბებული სილუეტის გარემოცვაში, სადაც ყველაზე აქტიურ როლს თამაშობენ შენობების ვერტიკალები, რომლებიც გაჩნდნენ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე და იმყოფებიან საკვლევ ნაკვეთთან უშუალო სიახლოვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროექტო სასტუმროს მოცულობის ახალი “ელემენტი”, უნდა ითვალისწინებდეს და პასუხობდეს ტერიტორიის განაშენიანების უკვე არსებულ კომპოზიციას, რომელიც ჩამოყალიბებულია საკვლევ ტერიტორიის გარშემო“.

ხელოვნებათმცოდნეების აზრით, რაზეც დასკვნაშია ნათქვამი, ბულვართან მიმართებაში ახალი შენობის კონცეფცია უნდა იყოს ერთგვარი გარდამავალი თავისი იერ-სახით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და მოცულობით. ის უნდა პასუხობდეს საპარკე არქიტექტურის მოთხოვნებს და ამავე დროს მოცულობითი გადაწყვეტით უნდა პასუხობდეს მსხვილმასშტაბიან შენობებს, მათთან შედარებით გარკვეული მოკრძალებული და სადა ვერტიკალით. დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მოცულობამ გარკვეული ვიზუალური ჰარმონია და ბალანსი უნდა შექმნას ბულვარის გამყოფ ხაზზე.

ხელოვნებათმცოდნე სოფო ჭანიშვილის აზრით, რაც მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს სხდომაზე „ამბასადორის“ პროექტის განხილვის დროს დააფიქსირა, გარდა იმისა რომ მისთვის პროექტი მიუღებელია, „ის არ წარმოადგენს საბაღე არქიტექტურას.“

თავად გიორგი პატაშურისთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ არ არის კვლევაში პროექტი განხილული უფრო დიდი დოზით ძეგლთან მიმართებაში, ის შეგვპირდა, რომ სამსახურის დასრულების შემდეგ გვიპასუხებდა , თუმცა მან ტელეფონს აღარ უპასუხა.

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებში სწავლის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

სკოლის შენობებში სწავლის პროცესი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.

რეკომენდაციები მოიცავს სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ვალდებულებებს, სკოლის შენობისა და ინვენტარის დეზინფექციას, თერმოსკრინინგს, პირბადის ტარებას [გარდა მოსწავლეებისა], სწავლის პროცესის ორგანიზებას, დისტანციის დაცვას, მათ შორის საკლასო ოთახებში.

იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართობი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე; ასეთი შემთხვევისთვის სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა-გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

დისტანციური სწავლების წესი [მათ შორის შერეული/ჰიბრიდული მოდელი] საქართველოს განათლების მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის ბრძანებითაა დამტკიცებული:

ჯანდაცვის რეკომენდაციების მიხედვით საკლასო ოთახში მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:

  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა.
  • საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში [მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.] ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა მასწავლებელს თუ სხვა პირს [გარდა მოსწავლეებისა] უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;

გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასურველია დაიგეგმოს განსხვავებულ დროს, შესვენების ხანგრძლივობა კი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს; ამასთან, შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ შეიზღუდოს მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი, ხოლო მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

ამავე რეკომენდაციით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებია: ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვას მოსწავლე სკოლაში; სახლის პირობებში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი შეატყობინოს ამის შესახებ კლასის დამრიგებელს და სხვა.

მოსწავლეების ვალდებულებები:

  • „დაიცავით ჰიგიენის წესები და სკოლის მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს“.

სპეციალურად სკოლებისთვის შემუშავებულ თავდაპირველ რეკომენდაციებში სამინისტრომ ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა.

[toggle title=”რეკომენდაციების ბოლო ვერსია სრულად ნახეთ აქ:“]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის [2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით]

ზოგადი რეკომენდაციები სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის:

  • შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • დაწესებულების შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
  • შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
  • თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
  • მოსწავლეთა/პერსონალის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, ექიმის/ექთნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყავით სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ფუნქციონირება დანართი №3-ის შესაბამისად;
  • საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
  • აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი – რომელთა ზედაპირი ექვემდებარება დეზინფექციას);
  • ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
  • ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.
  • ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განათავსეთ დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). გაითვალისწინეთ, რომ სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში (თუ უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის გამართული სისტემა) ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;
  • უზრუნველყავით ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით (სავალდებულო არ არის მოსწავლეებისათვის), დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
  • უზრუნველყავით მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით – ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები). არ არის რეკომენდირებული ხელის ე.წ. ელექტრო-საშრობების გამოყენება. ყველა შესაბამის სივრცეში გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;
  • უზრუნველყავით დაწესებულებაში პირბადეების რეზერვის არსებობა;
  • სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება (არაუმეტეს 3 საათიანი ინტერვალებით);
  • სკოლას, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა გამოიყენოს არანაკლებ ნახევარსაათიანი შესვენება სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავებისა და განიავებისთვის;
  • ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი №2-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;
  • დაწესებულება ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე გასაწევი ეკონომიკური საქმიანობის (კვებით მომსახურება, არაფორმალური საგანმანათლებლო მომსახურება და სხვა) განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების მოთხოვნათა უზრუნველყოფა;
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება/გაცემაზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი;
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება უზრუნველყავით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბუნებრივი ვენტილაციით. ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ხელოვნული ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ შესაბამისი პირისთვის.

სკოლის სივრცეში გადაადგილება:

  • სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) გამოიყენეთ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
  • სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
  • პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;
  • თერმოსკრინინგისას ცხელების – 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;
  • ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების   შემთხვევაში:
  • ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს/112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად;
  • მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს  შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი N1).
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე  (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
  • სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება ექიმის მიერ გაცემული ცნობის  საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და იზოლაციის ღონისძიებების გატარების მიზნით და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
  • სკოლაში მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში,  ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება უზრუნველყავით დანართი 37.4-ის შესაბამისად.

სასწავლო პროცესის ორგანიზება:

  • წინასწარ განსაზღვრეთ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოთ არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • უზრუნველყავით მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესი წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში);
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით – ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-ანი ხსნარით) დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;
  • მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;
  • დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;

სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და  ღია სივრცეებში:

საკლასო ოთახში,  მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:

  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა.
  • საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

 სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესი:

  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;
  • გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმეთ განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას;
  • შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს;
  • შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;
  • შეზღუდეთ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში;
  • ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30 წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება;
  • გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა;
  • ფიზიკური აქტივობის/სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას იხელმძღვანელეთ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №13 დანართით – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის“;
  • დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყავით ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1მ);
  • იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური სწავლების წესი მტკიცდება ცალკე); ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოსშერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა – გრაფიკი  და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს;
  • სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ;
  • სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია.

რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით:

  • განხორციელდესყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
  • რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის  დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • სსსმ მოსწავლესთან  მუშაობის დროს სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს პირბადე, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მ-ზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი გამოიყენოს ერთჯერადი  ხელთათმანი;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცავას  ჰიგიენის  წესები  სამუშაო  ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

რეკომენდაციები  კვების პროცესისადმი:

სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;
  • არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე,  კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;
  • საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული);
  • უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;
  • ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

რეკომენდაციები მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის:

  • უზრუნველყავით სკოლის სატრანსპორტი საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექსპლუატაციასამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19 ) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №20 დანართით – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის“– გათვალისწინებული რეკომენდაციების  შესაბამისად;
  • მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ტრანსპორტში ასვლამდე;
  • ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკა

სკოლის ბიბლიოთეკის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული

  • ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად.

სკოლა-პანსიონების ფუნქციონირების რეკომენდაციები (24 საათიანი მომსახურება):

  • სკოლა-პანსიონში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონა ვირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნების შესაბამისად;
  • საცხოვრისის ფუნქციონირება ხორციელდება სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №16 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის“ შესაბამისად.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

  • უზრუნველყავით სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. ამისთვის წინასწარ განსაზღვრეთ საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
  • სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;
  • საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ  გარეცხეთ და გააშრეთ;
  • უზრუნველყავით დამლაგებლის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
  • ხელთათმანები;
  • სახის ფარი;
  • წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
  • დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
  • დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელად დაიბანეთ ხელები;
  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეინახეთ სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი პირებისთვის;
  • უზრუნველყავით დასუფთავებისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი საცავის ვენტილაციის შესაძლებლობა.

სკოლის სამედიცინო პერსონალი მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებში:

  • სკოლის დღის რეჟიმის შედგენა;
  • ზედამხედველობა მოსწავლეთა კვების ბლოკის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე;
  • მუშაობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის;
  • ზედამხედველობა სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე;
  • მეთვალყურეობა სასწავლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და ჰიგიენური რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
  • მონაწილეობა ჰიგიენური განათლების პროგრამებში, ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ აქტივობებში.

მოსწავლეების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი ვალდებულებები:

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

 თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელ და მასწავლებელი:

  • უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის საკითხებზე. იქონიეთ   უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV-2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
  • შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა:

  • თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია;
  • უზრუნველყავით დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ოკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან;
  • წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.

წყლის რაოდენობა:

უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა სასმელად, პირადი ჰიგიენისათვის, საკვების მოსამზადებლად, დასუფთავებისა და რეცხვისათვის.

წყლის საჭიროებათა საბაზისო რაოდენობებია:

სასმელი ხარისხის წყალი
სკოლა 5 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით  (ყველა ბავშვი და დაწესებულების სრული პერსონალი)
სკოლა-პანსიონი (24 საათიანი) 20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების პერსონალი მუდმივ შტატზე)
სამეურნეო დანიშნულების წყალი
ტუალეტებისათვის, რომელიც მიერთებულია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემასთან ან წყლის ავზთან 10-20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით
ტუალეტებისათვის, რომელიც არაავტომატურად ირეცხება თავად მომხმარებლის მიერ 1.5-3 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით.

წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები:

სკოლაში უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის წერტილებისა და წყალმოხმარების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, რათა ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი, პერსონალური ჰიგიენა, საკვების მომზადება, დასუფთავება და რეცხვა.

 ინდიკატორები:

  • სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები – ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ წერტილებში და სამზარეულოში;
  • სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები – ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • რესურსსკოლებში (24 საათიანი მომსახურების მქონე სკოლებში) არსებულ სამრეცხაოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმისაწვდომი – ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება, ასევე ქლორშემცველი სადეზინფექციო ხსნარი.

დანართი 37.2

დასალაგებელი ინვენტარისა და საშუალებების სტანდარტული ჩამონათვალი:

  • ინვენტარის გადასაადგილებელი საშუალება;
  • იატაკის საწმენდი ჯოხი – სველი დამუშავებისათვის;
  • ორგანყოფილებიანი სათლი: სუფთა წყალი/სარეცხი საშუალებიანი სითხე;
  • აქანდაზი და ცოცხი;
  • ხელთათმანი და სათადარიგო ხელთათმანი;
  • მუშამბის წინსაფარი სანიტარიულ კვანძში ოპერირებისათვის;
  • ტილოები მ.შ. იატაკის, შუშისათვის და ავეჯისთვის;
  • საწმენდი ღრუბელი, ჯაგრისი, სახეხი (რბილი მეტალის სპირალი);
  • ჰაერის დეზოდორი;
  • ხის ავეჯის დასამუშავებელი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ტყავის ზედაპირების დასამუშავებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სარეცხი ფხვნილი (გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ტილოების გასარეცხად);
  • ზედაპირების სახეხი ფხვნილი ან კრემი;
  • სითხე იატაკის წმენდისა და გაპრიალებისათვის, მოპირკეთების ტიპის (ხე, მეტლახი, ლინოლეუმი და სხვ.);
  • უნიტაზის დასამუშავებელი სითხე;
  • შუშის საწმენდი;
  • ნიკელის, თითბრის და ლითონის სხვა ზედაპირების დასამუშავებელი საშუალება;
  • ტრაპების და კოლექტორების დასამუშავებელი საშუალება;
  • დიდი და პატარა ნაგვის პარკები;
  • სადეზინფექციო ხსნარი, დასალაგებელი ინვენტარის დასამუშავებლად, დასუფთავების პროცესის დამთავრების შემდეგ.

დანართი 37.3

პირველადი სამედიცინო დახმარება და სამედიცინო კაბინეტის მოწყობის წესი

სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის მოვალეობაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.

კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.

სკოლაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ფარმაცევტული საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების საგნები

სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს:

  • მაგიდა;
  • ტახტი;
  • სააფთიაქო კარადა;
  • სამედიცინო სასწორი ;
  • სიმაღლის საზომი;
  • ხელის დინამომეტრი;
  • თერმომეტრი;
  • ტონომეტრი;
  • ფონენდოსკოპი;
  • გამადიდებელი ლუპა;
  • რეზინის ლახტი;
  • რეზინის სათბური;
  • ბუშტი ყინულისათვის;
  • სამედიცინო მაკრატელი;
  • პინცეტი;
  • ნიღაბი ,,პირით-პირში” სუნთქვისთვის;
  • საკაცე;
  • მაცივარი.

მედიკამენტები:

  • არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);
  • ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);
  • ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ., ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);
  • ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი);
  • ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);
  • ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები -ალბუტეროლი და სხვ.);
  • სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);
  • რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;

პროტონული  ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი);

  • დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი);
  • ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი);
  • კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში);
  • მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);
  • ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
  • ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);
  • თვალის წვეთები –  (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი);
  • ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი;
  • ყურის წვეთები – (მაგ., ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა).

ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებები:

  • თვალის ამოსარეცხი ხსნარი;
  • სამედიცინო სპირტი (96%-იანი);
  • წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი);
  • ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი);
  • იოდი (5%-იანი სპირტხსნარი);
  • ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად;
  • სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები;
  • ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის;
  • ჰიგროსკოპული ბამბა;
  • ბინტები/სამედიცინო გადასახვევი მასალა;
  • ერთჯერადი საინექციო შპრიცები;
  • ერთჯერადი შპადელები;
  • ერთჯერადი ხელთათმანები (არასტერილური).

იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.

შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა არის სარეკომენდაციო და დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეივსოს ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

დანართი 37.4

 რეკომენდაციები მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების  შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში გასატარებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ურთიერთანამშრომლობას საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში განსახორციელებული აქტივობების ზედმიწევნით შესრულების მიზნით.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურის ვალდებულებები:

  • აწვდის ინფორმაციას შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის (მოსწავლე/მასწავლებელი/სკოლის თანამშრომელი) შესახებ;
  • გასცემს სამოქმედო რეკომენდაციებს წინამდებარე დოკუმენტში გაწერილი განსხვავებული შემთხვევების დროს;
  • COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიწოდებიდან 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კონტაქტირებულთა რისკების შეფასებას, განუსაზღვრავს მათ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადებს და აღნიშნულის თაობაზე ახდენს სკოლის დირექციის ინფორმირებას, ხოლო არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას წერილობითი სახით, ელ-ფოსტის საშუალებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები:

სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია:

  • განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს მოსწავლეებს/მასწავლებლებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ:

ა) COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;

ბ) კონტაქტების მოსაძიელბლად ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით (იხ.  ცხრილი 1);

გ) მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის ძირითადად თანაკლასელებს, ცალკეულ შემთხვევებში, სკოლის თანამშრომლებს.

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით.
  • მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ:
  • გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას, კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად  ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ;

ბ) მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე;

  • მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;
  • კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;

სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექიმი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენ მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.

ცხრილი 1.  კონტაქტების კლასიფიკაცია ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე

მაღალი რისკის კონტაქტი (ახლო ექსპოზიცია)       დაბალი რისკის კონტაქტი
პირი, რომელსაც:

·         ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით;

·         ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან;

·         ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის  შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: შეხველება)

რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში;

პირი, რომელსაც:

·         ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით;

·         იმყოფებოდა COVID-19 ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში 15 წუთზე ნაკლები დროით;

 

  • მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
  • დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
  • არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.

სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის /სკოლაში დაბრუნების პროცედურები:

  • დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;
  • მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;
  • სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მასწავლებლისთვის/ თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;
  • ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი მასწავლებლის/თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს;
  • ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (მასწავლებელი/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე – info@moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა).
  • თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი პირი ზემოაღნიშნულ მისამართზე (info@moh.gov.ge) აგზავნის ასევე სათანადოდ შევსებულ „განაცხადის ფორმას“, რომელსაც მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროდან.

[/toggle]

 

ბათუმში 2020 წელს 139 უკანონო მშენებლობა გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გასულ, 2020 წელს [4 დეკემბრის მონაცემებით] 134 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულმა პირმა ან კომპანიამ ისე დაიწყო მშენებლობა, რომ მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის პოლიტიკის სამსახურს პროექტი არ შეუსწავლია და არ დაუდგენია მისი კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობა. აქედან 48 კანონდამრღვევი სააგენტომ დააჯარიმა:

„გამოცემულია დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის [დემონტაჟის] თაობაზე“, – განმარტეს მუნიციპალურ ინსპექციაში.

70 დამრღვევის მიმართ ინსპექციას საქმის წარმოება აქვს დაწყებული.

გარდა ამისა, ინსპექციამ 60 დადგენილება გამოსცა შეთანხმებული სამშენებლო პირობების დარღვევისთვის, როგორიც არის მიშენება, დაშენება, დამატებითი ღიობის გამოჭრა, აივნის დავიწროების ხარჯზე შიდა ინტერიერის გაზრდა, სახურავზე ღიობების გამოჭრა და ასე შემდეგ, დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ  60-დან რვა შემთხვევაში დამრღვევმა მიმდინარე პროექტს სართული ან სართულები დაამატა.

„16 შემთხვევაში კი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე მიმდინარე საქმისწარმოებაშია და ჯერჯერობით არ გამოცემულა დადგენილება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის გამო, რადგანაც ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.“

ზემოთ აღნიშნული მონაცემები გასული წლის 4 დეკემბერს მივიღეთ. 30 დეკემბერს მუნიციპალურმა ინსპექციამ ახალი ციფრები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ინსპექციას, გასულ წელს, ჯამში, 456 დარღვევა დაუფიქსირებია. აქედან

  • 139 – უნებართვო მშენებლობა
  • 91 – სანებართვო პირობების დარღვევა
  • 4 – საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2020 წელს და გასულ წლებში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე  737-ჯერ გამოსცეს დადგენილება, მათ შორის, გამოსწორდა და საქმისწარმოება შეწყდა 387 ობიექტზე,  55-ზე კი საქმისწარმოება მიმდინარეობს.
ფოტო: მუნიციპალური ინსპექცია
727 დადგენილების შინაარსი დაახლოებით ასე ნაწილდება:
  •  72 – ობიექტი სანებართვო პირობების დარღვევა.
  • 70 – ობიექტი უნებართვო მშენებლობა.
  • 35 – ობიექტი ჯარიმის გასამმაგება.
  •  32 – ობიექტი მშენებლობის შეუჩერებლობა.
  • 27 – ობიექტი სამუშაოების იძულებით შეჩერება.
  •  27 – ობიექტი უსაფრთხოების წესების დარღვევა.
  • 26 – ობიექტი ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.
ამასთანავე, მიმდინარე წელს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულია 159 სააღსრულებლო ფურცელი:
  • 28 – უნებართვო ობიექტის დემონტაჟი
  • 27 – იძულებით შეჩერების გამო ჯარიმის ამოღება
  • 22 – მშენებლობის იძულებით შეჩერება
  • 19 – უნებართვო ჯარიმის ამოღება
ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მუნიციპალურ ინსპექციას გასულ წელს  116-მა ობიექტმა მიმართა. მათ შორის:
  •  20 ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღეს
  •  29 ობიექტს ექსპლუატაციაზე უარი უთხრეს
  •  38 ობიექტი განუხილველად დატოვეს, არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო
  •  29 ობიექტზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.

უნდა ისჯებოდეს თუ არა დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა – რას ამბობენ იურისტები

„ნაგვის თავზე დაყრა არ არის დანაშაული, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვეაა,“ – პრაქტიკოსი ადვოკატების და სამართალმცოდნეების პოზიციები ამ საკითხზე ცალსახად ერთნაირია. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგვის დაყრა და ადამიანზე ფიზიკური შეხება ნებისმიერი ფორმით გამოხატვის თავისუფლება არ არის, თუმცა ეს არც დანაშაულია.

ირაკლი ფანგანი გუშინ, 24 იანვარს დააკავეს სამართალდამცველებმა. მან 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს პროტესტის ნიშნად ნაგავი დააყარა. ირაკლი ფანგანი პროკურატურამ დღეს, 25 იანვარს, გაათავისუფლა სასამართლო პროცესის გამართვამდე. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.

ირაკლი ჩავლეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით მოხვდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც საერთო პროტესტის მიუხედავად, დეპუტატის პოსტი დაიკავა.

გამოძიება პროკურატურამ ორი მუხლით დაიწყო: დევნა და ხულიგნობა [მესამე ნაწილი], რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს „იარაღად სხვა საგნის გამოყენებით“ და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ მუხლებით დაწყების მიუხედავად, საბოლოოდ, პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალი მხოლოდ „პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის“ მუხლით [156-ე მუხლის მე-2 ნაწილი] წარუდგინა. ეს მხოლოდ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ დაკავებულის სასამართლო პროცესამდე გათავისუფლება იმით ახსნა, რომ პროკურატურა სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

„სხვა დასაბუთება პროკურატურას არ ჰქონია, რატომაც გადაწყვიტეს დაკავებულის გათავისუფლება,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

ანალოგიური შემთხვევა საქართველოში 2018 წელსაც მოხდა. მაშინ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს გორში გორელმა საჯარო მოხელემ – თემურ მანველაშვილმა დაახურა ნაგვის ყუთი თავზე. გამოძიება ამ შემთხვევაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით დაიწყო, თუმცა გორის სასამართლომ თემურ მანველაშვილი გაამართლა. ეს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით, გორის სასამართლო სამართლიანად მოიქცა, რადგან ნაგვის დაყრა არ შეიძლება კრიმინალი იყოს, ის მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

„პროკურატურამ საქმეს მისცა ცალსახად არასწორი კვალიფიკაცია,“ – მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი. ანა ნაცვლიშვილი ყურადღებას ამახვილებს არაერთ შემთხვევაზე, როცა სამოქალაქო აქტივისტის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაირღვა, მაგრამ ამას არათუ ვინმეს დაკავება, საერთოდ რეაგირება არ მოჰყოლია.

„ფანგანის შემთხვევა პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან არ მახსენდება რომელიმე შემთხვევა, როცა ასე, სასწრაფო წესით დაეკავებინოთ ვინმე… ამას ჰქვია სამართლის და სახელმწიფოს გამოყენება პარტიული და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. მე ვერ მოვიწონებ ამ საქციელს – ნაგვის დაყრას, გამიჭირდება ვთქვა, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს იყო ბრაზის გამოხატულება მიუღებელი ფორმით…

ნაგვის დაყრა ჩვენ არ მოგვეწონა ვიზუალურად, რადგან მძიმე სანახავია, მაგრამ იმავეს აკეთებს ყოველდღე ხელისუფლება. ნაგვის დაყრის მიზანი რა არის? – დამცირება. ასე ყოველდღიურად გვამცირებს, ნაგავს გვაყრის, ნაცარს თვალებში გვაყრის ხელისუფლება… ხელისუფლებამ შექმნა ეს მძიმე ვითარება, როცა ადამიანები პროტესტს გამოხატავენ ისე, რასაც მე პირადად ვერასდროს გავაკეთებ. ამ ქვეყანაში არასდროს ხდება ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ხოლო როგორც კი მოქალაქე საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს არღვევს, მასზე სასწრაფო წესით ხდება რეაგირება,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„რიგით მოქალაქეს არ აქვს იმის რესურსი, რომ დეპუტატი დევნოს. ეს სასაცილოა მინიმუმ,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იურისტი მიიჩნევს, რომ დევნის მუხლით გამოძიების დაწყება უსაფუძვლოა. რამინ პაპიძის აზრით, ნაგვის დაყრა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, კონკრეტულად – წვრილმანი ხულიგნობა.

„დევნა გულისხმობს მრავალჯერადად გარკვეული პრობლემების შექმნას. ამ შემთხვევაში კი, ეს იყო ერთჯერადი მოქმედება ერთი სუბიექტის მიმართ. ეს არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დევნა. დევნა მძიმე, სხვადასხვა მოქმედებების ჯაჭვია…

ამ შემთხვევაში ჩავლეიშვილის ბედი კი არ ადარდებს ხელისუფლებას, არამედ ცდილობს, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს და თავი დაიცვას მსგავსი ქმედებებისგან. ჩავლეიშვილმა ამომრჩეველი გადააგდო, მაგრამ მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურად, არა ქუჩაში ქვების დაშენით,“ – მიიჩნევს ადვოკატი რამინ პაპიძე.

იურისტი და საიას-ს აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილიც მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ შემთხვევაზე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.

„ფიზიკური შემხებლობა ადამიანთან და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება უკვე აღარაა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ნაგვის დაყრა არ შეიცავს თავისი შინაარსით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მისი დაკავება და ბრალის წარდგენა არ არის დემოკრატიული განვითარების მქონე სახელმწიფოსთვის მაღალი სტანდარტი. მისი დაკავებით საერთოდ სამართლებრივ ნონსენსში გადავდივართ… ნაგვის დაყრა შესაძლოა შეიცავდეს სამართალდარღვევის ნიშნებს, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს ცალსახად გამოვრიცხავ,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

რა ლოგიკით იყო გამართლებული ირაკლი ფანგანის შემთხვევაში გამოძიების დაწყება? – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ თემაზე საუბრისთვის ვერ მოიცალეს. პარლამენტარმა გია ვოლსკიმ კი, ეს მოგვწერა:

„…პოლიტიკური თვალსაზრისით მე აგრესიის და ძალადობის წახალისების მიზანს ვხედავ, რაც, ვფიქრობ, ნაცმოძრაობის გამიზნული სტრატეგიაა. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაგმობს ამ ხეპრულ საქციელს, მხარს არ უჭერს ძალადობას, ან სახელმწიფოს ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სააკაშვილის კლასტერისას, ბულინგის სამიზნედ იქცა, ესეც ამ კლასტერის ხელწერაა,“ – მოგვწერა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ სხვა კომენტარს ამ თემაზე ვერ გააკეთებს.

___

მთავარი ფოტო: სქრინი ვიდეოკადრიდან

მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია – განახლებული რეგულაციები

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება ასევე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობისას კი დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები – ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის.

მთავარი რეკომენდაციებია:

  • ტრანსპორტში პირბადის ტარება;
  • ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი;
  • აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
  • ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს ბარიერი;
  • ხშირად შეხებადი ზედაპირების დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით და სხვა.

პანდემიის პირობებში მთავარი პრობლემა მაინც მგზავრებით გადაჭედილი მიკროავტობუსებია, განსაკუთრებით პიკის საათებში. მით უმეტეს, ბათუმში თებერვლიდან სკოლებიც იწყებენ მუშაობას და მგზავრებს მოსწავლეები და პედაგოგებიც დაემატება. მუნიციპალურ ტრანსპორტში კი, ფეხზე დგომით მაშინაც მგზავრობდნენ, როცა სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობდა.

პანდემიის დასაწყისში მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო მიკროავტობუსებს მხოლოდ აფრთხილებდნენ. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, როგორც ამ სამსახურში გვითხრეს, აღნიშნული დარღვევისთვის დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროცედურისთვის საჭირო ოქმები დამტკიცდა.

სამარშრუტო მიკროავტობუსის მიერ ფეხზემდგომი მგზავრის გადაყვანა სანებართვო პირობების დარღვევაა და 100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა იურიდიული პირი 2020 წელს, ჯამში, 21-ჯერ დააჯარიმეს. „ასეთ დროს ჯარიმდება არა მძღოლი, არამედ კომპანია, რომლის ლიცენზიის საფუძველზეც მოძრაობს კონკრეტული მიკროავტობუსი სამარშრუტო ხაზზე“, – გვითხრეს მუნიციპალურ ინსპექციაში.

ამავე სამსახურმა ბათუმში 189 ფიზიკური და იურიდიული პირი პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით დააჯარიმა. ამ შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია.

ბათუმის მერიამ ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 460-დან 250-მდე დაახლოებით ორი წლის წინ შეამცირა.

რაც შეეხება სკოლის ტრანსპორტს [ასეთის არსებობის შემთხვევაში], აქაც აუცილებელია ამ რეკომენდაციების დაცვა. ამასთან, სკოლის ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ ტრანსპორტში ასვლამდე; მგზავრობის დროს კი, ნებისმიერი პირისთვის [მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.], სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2020 წლის 29 მაისს დაამტკიცა და მასში დღემდე რამდენიმე ცვლილება შევიდა.

 

[toggle title=”რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის სრულად ნახეთ აქ:“]

ახაი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული  რეკომენდაციები მუნიციპალური და საქალაქთაშორისო (ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტისთვის

[2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით]

 ზოგადი რეკომენდაციები: 

  • საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
  • უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი (მოსაცდელში, მეტროს სალაროსთან). გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
  • დასაქმებულები უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
  • ნიღბით;
  • პირბადე და დამცავი ფარი – საჭიროების შესაბამისად;
  • მეტროსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (ღილაკების, კარების სახელურების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა.

  შენიშვნა: ამ წესის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყოს სავალდებულო პირობითი ნიშნები.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში:

  • მძღოლის კაბინასთან, მძღოლსა და მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს ბარიერი (გარდა მიკროავტობუსებისა);
  • ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების (ხელის დასასვენებელი ადგილი) დამუშავებას;
  • მუდმივად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო  ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.

მეტროში: 

  • ყოველდღიურად მოხდეს ესკალატორების სახელურების და სხვა ხშირად გამოყენებული ზედაპირების სველი წესით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
  • უზრუნველყავით სანიტარიული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად;
  • ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენება);
  • მეტროში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პერსონალი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აღჭურვეთ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
    • ნიღაბი;
    • ხელთათმანი;
    • სახის დამცავი ფარი;
    • სპეცტანსაცმელი;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო  ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ სათანადო დანართის შესაბამისად.

 დასაქმებულთა და მგზავრთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
  • სამუშაოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ  სრულად ის  ინდივიდუალური   დაცვის  საშუალებები,  რომლებსაც  გაწვდით დამსაქმებელი;
  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით  დაასუფთავეთ  სამუშაო  ადგილები  და  ის  ხელსაწყოები,  რომლებსაც  იყენებთ  სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
  • გამოიყენეთ 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
  • დახველების და  დაცემინების  დროს  მიიფარეთ  სუფთა ხელსახოცი  ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

[/toggle]

ბათუმში 2020 წლის 15 დეკემბრიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. მუნიციპალური ავტობუსებისთვის გარკვეულ ქუჩებზე სპეციალური სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მოინიშნა – ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 2020 წლის 24 დეკემბერს უნდა აღდგენილიყო, თუმცა ავტობუსები და მიკროავტობუსები ბათუმში მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან დაიწყებს მოძრაობას.

ამ თემაზე:

პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ

პროკურატურამ გაათავისუფლა დეპუტატისთვის ნაგვის დაყრაში ბრალდებული

ირაკლი ფანგანი პროკურატურამ გაათავისუფლა. ეს ის პირია, რომელმაც 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე  ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა გუშინ, 24 იანვარს, დააკავეს. მას პროკურატურა დევნას ედავება.

ადვოკატი მალხაზ ზოიძე ამბობს, რომ პროკურატურას არ დაუსაბუთებია, რატომ გადაწყვიტა ირაკლი ფანგანის ჯერ სასწრაფო წესით დაკავება, ხოლო შემდეგ მისი გათავისუფლება.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი ფანგანის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე გირაოს მოითხოვს. შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნა საჭირო არ არის.

___

ამავე თემაზე:

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა“ – ენმ-ს ლიდერები დეპუტატზე თავდასხმას ეხმაურებიან

როგორ ეზიდებოდნენ მიწას ურმებით ბათუმის ბულვარის გასაშენებლად

ბათუმის ბულვარის ისტორია მე-19 საუკუნის დასასრულს დაიწყო. ამ დროს ბათუმში ცხოვრობდა მწერალი დავით კლდიაშვილი, რომლის მოგონებებში – „ჩემი ცხოვრების გზაზე“ ვკითხულობთ, როგორ არ სჯეროდათ ბათუმში, რომ ზღვისპირას, ქვითა და ქვიშით დაფარულ ადგილას, მცენარეების გაშენება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად სანაპიროზე ბულვარი გაშენდა.

„ახლად დანიშნული პოლიცმეისტერი, ვინმე პოლკოვნიკი ვოზნოსენსკი სწორედ სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. დიდი ენერგია დახარჯა მან ბათუმის გალამაზებისთვის.

ფოთიდან მან გადმოიყვანა ნასწავლი მებაღე, გერმანელი რესლერი, თავისი ხელობის ზედმიწევნით მცოდნე მოხუცი კაცი. განიერი ქუჩების ნაპირები შეიმკო დარგული ჭადრებით. ზღვის ნაპირას გაჩაღდა მუშაობა, – შეუდგნენ ბულვარის კეთებას ქვიშიანზე.

ყველას ეცინებოდა ასეთი მუშაობის გამოწყობა. ეუცხოებოდათ, თუ სიპ ქვიშაზე რა ბულვარი უნდა გაშენებულიყო, მაგრამ ვოზნესენსკიც და მისი მუდამ გაყუჩებული ბებერი რესლერი არხეინად განაგრძობდნენ გამოწყობილ საქმეს, – აყრიდნენ ქვიშას ურმებით მოზიდულ მიწას, იღებდნენ ორმოებს, რგავდნენ მცენარეებს.

არავის სჯეროდა, თუ ამ მუშაობიდან რაიმე სახეირო გამოდნებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის გამუდმებული მუშაობის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკეთილო საქმე იყო დაწყებული – ზღვის ნაპირზე გადაიშალა ლამაზი ნორჩი ბულვარი, შემდეგში ბათუმის მშვენებად გამხდარი“. [„ჩემი ცხოვრების გზაზე“ – დავით კლდიაშვილი]  

მებაღე რესლერს ხელშეკრულება ათი წლის ვადით გაუფორმდა, მაგრამ 1884 წელს იგი გარდაიცვალა და ბათუმის გამწვანების საქმე ფრანგ მებაღე-დეკორატორს, დ’ალფონსს გადააბარეს.

ბულვარის გრუნტი რიყის ქვისა და ქვიშის ფენას წარმოადგენდა. ამიტომ ნარგავებისათვის საჭირო ხელოვნური ნიადაგის შექმნის მიზნით მიწას და ნაკელს ახლომდებარე ადგილებიდან ეზიდებოდნენ.

დ’ალფონსმა ბულვარი გაამდიდრა იშვიათი ჯიშის მცენარეებით, რომლებიც ჩაქვის საკუთარი მამულიდან გადმორგა. ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ იასონ გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარისა და სანერგის მმართველად.

ბათუმის ბულვარი, ღია ბარათი

____________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ბულვარი, მიხეილ გლაუდანის ფოტო

ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა წამლების ფასია | NDI-ის გამოკითხვა

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მედიკამენტების მაღალ ფასს მიიჩნევს.

გამოკითხვაში მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის გაცემა შეეძლოთ. გამოკითხულთა ხმები პროცენტულად ასე ნაწილდება:

  • 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია;
  • 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა პანდემიის სხვადასხვა გამოწვევაა;
  • 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა საავადმყოფოების ხელმისაწვდომობაა კორონავირუსთან მიმართებაში;
  • 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრობლემაა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა;
  • 13 პროცენტი სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურს მიიჩნევს პრობლემად;
  • 12 პროცენტი – ექიმების ხელმისაწვდომობას კორონავირუსთან დაკავშირებით;
  • 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.

გამოკითხვა 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა. NDI-ის 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად ასევე წამლების ფასი იყო  დასახელებული – 56 პროცენტი.

სატელეფონო გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

„იუნისეფის“ 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69 პროცენტს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ, რაც კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია.

 

„განკერძოება“ და უფასო აბანო ღარიბებისთვის – როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს

„წარსული დღის განმავლობაში შავი ჭირით ავათ არავინ გამხდარა“ – იტყობინება გაზეთი „ბათომის ფურცელი“ 1920 წელს.

ამ დროს საქართველოში შავი ჭირის მესამე ეპიდემიიდან უკვე 70 წელზე მეტია გასული, თუმცა ამდენი ხნის შემდეგაც აქა-იქ მაინც იფეთქებს ხოლმე საშინელი სენი და თუ დღე ისე ჩაივლის, ჭირი ვინმეს არ შეეყაროს, პრესა სწორედ ამას მიიჩნევს მკითხველისთვის საცნობ ამბად.

გაზეთი ,,ბათომის ფურცელი”/1920 წ.

საქართველოში 1803 წლიდან მოყოლებული შავი ჭირის ეპიდემია სამჯერ იყო. ბოლო, მესამე ტალღა 1843 წლის ბოლომდე გაგრძელებულა. გასულია მესამე ტალღის შემდეგ კარგა ბევრი წელი, მაგრამ 1897 წელს ავჭალის ქუჩის უფასო სასადილოში ექიმი ხუდადოვი „შავის ჭირის და იმის თავიდგან ასაცილებელ ღონისძიებათა შესახებ ლექციას კითხულობს უსასყიდვლოდ“.

ეპიდემიები ჩავლილია, მაგრამ ჭირის აჩრდილი საქართველოს თავს არ ანებებს. მეტიც, 1897 წელს ტფილისის საბჭოს 7 თებერვლის კრებაზე განიხილავენ რამდენი ფერშალი და ექიმი უნდა დაიქირაონ საყასბოებისა და ბაზრების ზედამხედველებად, „საცა საშიშარი მდგომარეობაა“ მსჯელობენ, რამდენი ექიმი უნდა „სინჯავდეს და სწამლობდეს ავადმყოფებს და ვინ უნდა შეამოწმოს სანოვაგეთა ავ-კარგიანობა, ქალაქის სისუფთავე“, რამდენი უნდა დაიხარჯოს ქალაქის ხაზინიდან სადეზინფექციო მასალისთვის და სხვა.

გაზეთი „ივერია“ 1897 წლის 28 იანვარი

ტფილისის საბჭო მთელ რიგ ცვლილებებს გეგმავს შავი ჭირის ხელახალი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. საშიშროება კი დიდია: მე-19 საუკუნის ბოლოს სენი ქართული პრესის ცნობით „ნოვოროსიისკიდგან მოკიდებულია შავის ზღვის ნაპირებს“.

შავი ჭირის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის თავმჯდომარე პრინცი ოლდენბურგია. ის კავკასიის მთავარმმართებელს დეპეშას უგზავნის და აცნობებს, რომ მწვანე ჩაით დატვირთული ყველა ვაგონი დეზინფექციაში უნდა გაატარონ. უნდა შეჩერდეს მწვანე ჩაის დაცლა ბათუმში, ხოლო რაც უკვე ჩამოცლილია, ცალკე უნდა დააწყონ და დარაჯები მიუჩინონ.

თუ ვინმე ამ ჩაის შეეხო, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს 6 დღე, ხოლო თუ ასეთ კაცს რამე შეაწუხებს, „მაშინვე უნდა განკერძოვდეს, სანამ გამოირკვევა რა სენიცა აქვს“. ოლდენბურგისვე დეპეშაშია მითითებული, რომ  „განკერძოებულ“ კაცს, ცხადია, მუშაობის სახსარი მოესპობა და ამიტომ აუცილებელია შეივსოს მისი ზარალი.

ტფილისის საბჭო ყველაფერს ცდილობს ხელახალი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, კერძოდ:

  • ჭირი ბინძურ ადგილებში ვრცელდება, ამიტომ საყასბოს გასასუფთავებლად უნდა გამოიყოს ქალაქის ხაზინიდან 10 668 მანეთი. ექიმი ხუდადოვი სულაც ირწმუნება, რომ ამდენი ფულის ხარჯვას სჯობს პირდაპირ ახალი საყასბო აიგოს, თუმცა ხმოსანი ხოსროევი მას არწმუნებს, რომ ახალ საყასბოს 2 წელი მაინც დასჭირდება, საყასბოს გაუსუფთავებლობის შემთხვევაში კი ქალაქს „დიდი შიში მოელის“;
  • სამმა ექიმმა და სამმა ფერშალმა 4 თვე ბაზრები და სანოვაგეთა ავ-კარგიანობა უნდა შეამოწმოს, ამისთვის საბჭო 2 220 მანეთს დახარჯავს;
  • თუ შავი ჭირი გაჩნდა, ტფილისის 200 ექიმი მუქთად უწამლებს ღარიბებს – როგორც აქამდე. ყველა ხმოსანი ამ აზრს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ 200 ექიმი ბევრი არაა, რადგან თუ ტფილისს შავი ჭირი ეწვია, მათი რიცხი შემცირდება და ბევრსაც „ტფილისიდგან სხვაგან გაჰგზავნიან“;
  • საჭიროა ექიმების დაუყოვნებლივ დაქირავება, რადგან თუ ეპიდემია გავრცელდა, მერე ექიმების შოვნა გაჭირდება და 150 მანეთადაც არ წამოვლენ, მეტს მოითხოვენ;
  • იჯარით უნდა „იქმნას“ აღებული ქალაქში ერთ-ერთი აბანო ღარიბთათვის, რისთვისაც 800 მანეთია საჭირო. ხმოსნები იმედოვნებენ, რომ ისევე როგორც ხოლერის დროს, შეიძლება აბანოს ზოგიერთმა მეპატრონემ ახლაც მუქთად დათმოს აბანო ღარიბებისთვის;
  • ღარიბ უბნებში მცხოვრებლებს უქმად დაეთმობათ წყალი – ამისთვის 1000 მანეთი გამოიყოფა;
  • რუსულს და ადგილობრივ ენებზედ უნდა გამოიცეს წიგნაკები შავი ჭირის შესახებ, ამისთვის უნდა გადაიდოს 500 მანეთი;

  • ხმოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარიზში უნდა გაიგზავნოს ახალგაზრდა ექიმი შედედებული სისხლის გაკეთების შესასწავლად, ზოგის აზრით კი ეს უსარგებლოა და „რუსეთი იმდენს წამალს გამოგზავნის, რამდენსაც მოვსთხოვთ, და ეს უფრო იაფიც დაჯდება;
  • გადაწყდება, რომ შედედებულ სისხლს აქაური ექიმებიც გააკეთებენ და ევროპის ყველა კუთხიდანაც გამოიწერენ, თუ საჭირო იქნება როგორც „ტფილისში ხუნაგის მძვინვარებისას გამოიწერეს“;
  • სადეზინფექციო ხსნარებისთვის ქალაქმა 2000 მანეთი გადადო.

ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis და სენს „ჟამად“ აღარ მოიხსენიებენ.

შავმა ჭირმა სამი ისტორიული პანდემიის დროს მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის, ეკატერინე ჟღენტის კვლევის მიხედვით, ოფიციალური საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიები მე-19 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1803-1807 , 1811-1812 , 1838-1843 წლებში დაფიქსირდა. 1801-1803 წლებში შავი ჭირის ეპიდაფეთქებები ყოფილა თბილისში, გორში, თელავში და დასავლეთ საქართველომდეც ჩაუღწევია.


მთავარ ფოტოზე: ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს პალატა 1914 წელს. მ. გლაუდანის ფოტო.ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდი.

ამავე თემაზე:

ამოწყვეტილი სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა – ანატორი

დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა

2021 წლის პირველი თებერვლიდან დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა. პირველი მარტიდან კი, დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა გამოიწვევს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უფლება ექნება,  მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე.

კანონის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე პირადი ავტორიზებული გვერდიდან, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი [აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი]. 

დამქირავებელი პირი ვალდებულია 2021 წლის 1-ელ მარტამდე „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანებით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რაც გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების [სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა] შესახებ  ინფორმაციის ანალიზს. შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.

დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას.

„რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, და თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 2021 წლის პირველი მარტიდან შევა.

„მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას. რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

[toggle title=”დაქირავებულ პირთა რეესტრის და დაქირავებით შრომის განმარტება ნახეთ აქ:“]

  • „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით:

მუხლი 11​2დაქირავებულ პირთა რეესტრი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სამუშაო განაკვეთი;

გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი;

დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი;

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის:

ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;

ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას;

გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 2 კალენდარული დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.“.

2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი:

„38. 2021 წლის 1-ელ მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 11​2 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით 11​2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.“.

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით:

მუხლი 12. დაქირავებით მუშაობა

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად“.

[/toggle]

 

 

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორად დანიშვნისთვის ცირა ქობულაძე მინისტრს მადლობას უხდის

მას შემდეგ, რაც მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციიდან თამთა კვარაცხელია გადადგა, ამ სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა. ახლახან კი მახინჯაურის სკოლის დირექტორმა, ცირა ქობულაძემ დაწერა, რომ მინისტრმა მას ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორობა შესთავაზა.

„ყველას გვაბედნიერებს, როცა ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა შენს გაკეთებულ საქმეს შეაფასებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მინისტრმა, ქალბატონმა მაია ხაჯიშვილმა, საჯაროდ გამომიცხადა მადლობა და გადაწყვეტილება მიიღო, უკვე მეორე სემესტრიდან მუშაობა გავაგრძელო ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას იმისათვის, რომ მისი პროფესიონალური უნარის დამსახურებით მახინჯაურის საჯარო სკოლის საქმიანობა აღნიშვნის ღირსი გახადა“, – აცხადებს ცირა ქობულაძე.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  25 იანვრის 21 საათიდან 26 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უნალექოდ.

მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 იანვარს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ბათუმში უნალექო ამინდი 27 იანვრამდე შენარჩუნდება.

____________

ფოტო: „ბათუმელები“

დადასტურდა კოვიდის 298 შემთხვევა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

25 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 6 868 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი.

ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 071 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა
  • აჭარაში – 18
  • იმერეთში – 44
  • ქვემო ქართლში – 13
  • შიდა ქართლში – 19
  • გურიაში – 21
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 32
  • კახეთში –26
  • მცხეთა-მთიანეთში – 6
  • სამცხე-ჯავახეთში – 12
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 7 323 ადამიანი. აქედან 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 706 მძიმე პაციენტია.

ბათუმში გაზი 800-მდე აბონენტს არ მიეწოდება – როდის აღდგება გაზმომარაგება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. საუბარია ჩხაიძის, გოგიტიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებზე.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა.

„800-მდე აბონენტია გათიშული. გუშინ, გვიან ღამით, ავარია მოხდა, მანქანა დაეჯახა მილს და ვმუშაობთ აღდგენაზე.

შუადღისთვის დავიწყებთ გაზის ჩართვას,“ – გვითხრეს „სოკარში“.

 

აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა  74 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, კლინიკებში მკურნალობს – 225, კოვიდსასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397 პაციენტი.

საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციასთან – ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრის გამო დღეს, 24 იანვარს, ბათუმში ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და აჭარის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. ირაკლი ფანგანი „ალტერნატივას“ წარმოადგენს და აჭარის მთავრობასთან მიმდნარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

„აფხაზეთიდან დევნილი. სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ობოლი ბავშვი, მშობლები არ ჰყავს და ის დააკავეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მირდატ ქამადაძეს კი მიაჩნია, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რადგან „ქვეყანაში გვაქვს მსგავსი შემთხვევის უამრავი მაგალითი“.

„ადამიანებმა, ახალგაზრდებმა გუშინ გამოხატეს პროტესტი, რომელიც იყო ძალიან რადიკალური, რომელიც ვიღაცისთვის მოსაწონია და ვიღაცისთვის – არა. მე პოზიცია დავაფიქსირე, რომ პირადად ჩემთვის ეს ფორმა მოსაწონი არ იყო, მაგრამ ამის გამო ადამიანების დაკავება დაუშვებელია იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში გვაქვს მსგავსი შემთხვევის უამრავი მაგალითი. გიგა მაქარაშვილს გორში ზუსტად ანალოგიურად, საჯარო მოხელემ ნაგვის ურნა ჩამოაფარა თავზე, მაგრამ ეს ადამიანი ერთი წამით არ დაუკავებიათ და დღეს ეს ადამიანი თავისუფლად დადის.

https://netgazeti.ge/news/319050/

ანალოგიური ფაქტი გვქონდა, როდესაც პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატს, თავზე კვერცხები დაატეხეს. ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. მაგრამ დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი [ირაკლი ფანგანი] დააკავეს და ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან.

დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან კვერცხები დაუშინეს

როდესაც ქვეყანაში ინსტიტუციები არ ფუნქციონირებს, როდესაც ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, არავის სჯერა, რომ აქ ვინმე სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება – ცალსახად იკითხება, რომ ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან.

ეს პროტესტი გაგრძელდება აუცილებლად. სანამ ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, სანამ ქვეყანაში ინსტიტუციები თავის დონეზე არ ფუნქციონირებს, მანამდე, სამწუხაროდ, ქვეყანაში ქუჩის პროტესტი იქნება“.

მთავარი ფოტო: აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან

___

ამავე თემაზე:

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

ამავე თემაზე:

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა“ – ენმ-ს ლიდერები დეპუტატზე თავდასხმას ეხმაურებიან

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/513890/

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციამ ერთი პირი – ირაკლი ფანგანი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ის გუშინ ერას მოედანზე „ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის“ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.

გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ირაკლი ფანგანი პოლიციამ „ალტერნატივას“ ოფისთან დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით.

___

ამავე თემაზე:

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 23 იანვარს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს „ალტერნატივას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ევროპის მოედანზე ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“ გუშინვე განაცხადა, რომ მომხდარის გამო არ აპირებს პოლიციას მიმართოს. ჩავლეიშვილი დღეს, 24 იანვარს, უკვე გამოკითხა პოლიციამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით.

156-ე მუხლი გულისხმობს დევნას – „ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

239-ე მუხლი კი გულისხმობს ხულიგნობას – „ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

გუშინ ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. მაგალითად, ნიკა მელიამ თქვა, რომ „არ იყო სასიამოვნო საყურებელი… მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ“. სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ კი ფაქტს „სამარცხვინო“ უწოდეს.

ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმის ვიდეო თავად „ალტერნატივამ“ გადაიღო და გაავრცელა. ეს ვიდეო თავის გვერდზე გააზიარა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/513856/?fbclid=IwAR12poEmyyms_ukbiHiv5l-oz1QgOAW1v5ORSD8i4AVYFWTyRJv8CbMEFak

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, მთაში – ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

სანაპირო რაიონებში: ღამით -1 გრადუსი ყინვა, +4 გრადუსი სითბო; დღისით 10-15 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში: ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში. უნალექოდ, ხილვადობა – კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ [2-3 ბალი].
ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს, 26 და 27 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 23 იანვარი, 2021 წელი / ფოტო: არჩილ კახაძე/ბათუმელები

პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ

პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ და საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან ძალაში დარჩება.

ბათუმში თებერვლიდან მუშაობას მუნიციპალური ავტობუსებიც განაახლებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ ზუსტ დროს, საღამოს რომელ საათამდე იმოძრავებენ ავტობუსები, უახლოეს დღეებში დაადგენენ.

სამარშრუტო მიკროავტობუსები და მუნიციპალური ავტობუსები არ იმოძრავებენ შაბათ-კვირას. ეს შეზღუდვაც საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა.

[checklist]

  • 1-ლი თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა მუშაობას განაახლებენ სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები; დაშვებული იქნება კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება;
  • ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
  • საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

[/checklist]

[crosslist]

  • 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
  • თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით;

[/crosslist]

[checklist]

  • თებერვალში აგრარული ბაზრები, სურსათისა და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

[/checklist]

ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი:

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

 

როდის აღდგება წყლის მიწოდება ბათუმის სამ ქუჩაზე

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო შეწყდა.

კომპანიის განცხადებით, ბაქოს, მაქაცარიას და შავშეთის ქუჩებს წყალმომარაგება 24 იანვრის 18:00 საათამდე შეუწყდათ.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში.“ – აცხადებს კომპანია.

რომელ დღგ-ს გადამხდელს შეუჩერდა ანგარიშფაქტურის გამოწერის უფლება – ახალი ბრძანება

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, აღარ აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემის უფლება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანების მიხედვით, რომელიც ძალაში 20 იანვრიდან შევიდა:

  • დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან  ავტომატურად ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად;
  • კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს კი ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია [ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია].

ამასთან, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი  პირი [მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში], შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ აღნიშნული ბრძანების მიღების მიზანი ძირითადად არის ის, რომ არ გამოიწეროს ყალბი ანგარიშფაქტურები და არ შეიქმნას ყალბი აქტივები.

„იყო შემთხვევები, როცა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირდებოდნენ იმისთვის, რომ ანგარიშფაქტურები გამოეწერათ. კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ხდება საკითხის შესწავლა – პირს, ვისაც ასეთი სტატუსის მიღება სურს, გაესაუბრება სამსახურის თანამშრომელი, არის კრიტერიუმები და იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე [2021 წლის 20 იანვრიდან] ჩაითვალოს მინიჭებულად იმ პირისათვის, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია [ამ შემთხვევაშიც, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია]. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი 2021 წლის 20 იანვრიდან ითვლება დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბრძანების ამოქმედებისთანავე შესაბამის პირებს უკვე მიენიჭათ არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაშია გაწერილი.

სწორედ ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56​3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელებზე, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.

[toggle title=”აღნიშნული მუხლი 56​3 სრულად ნახეთ აქ:“]

„მუხლი 56​3

დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 56​1 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე:

ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;

ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);

გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ან თუ გამოძიებით არ დადასტურდა უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ფაქტი;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, სწორი და ეფექტიანი რისკის კრიტერიუმების შესამუშავებლად და სამართავად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული პერსონალური მონაცემები (გარდა განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემებისა), დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) გადამხდელად რეგისტრირებული პირების შესახებ.

5. ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

6. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესყიდვის ან მასზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძვლად, რათა ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად.“.

[/toggle]

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს.

აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად კი, მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.

თუმცა გაწეული ხარჯის ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის საფუძველზე.

აუდიტი აცხადებს, რომ აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა ვერ წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

„თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებად უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, „მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება მუნიციპალიტეტების მიერ უნდა განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში“.

ამავე თემაზე:

2020 წელს მერიებმა 2576-ით მეტი პირი დაასაქმეს, წინა წლებთან შედარებით – TI-ის კვლევა

დადასტურდა კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

საქართველოში, stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი [პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელდა 242 085 პირი, ხოლო გარდაიცვალა 3 055 პაციენტი]

ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4979, PCR ტესტით – 6269.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია – 511, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 272, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 443 პირი იმყოფება.

მთავრობის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 32, გურია – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი -14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 638, აჭარაში – 242, იმერეთში – 640. მძიმე პაციენტია 697 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 195 პირი.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 180, აჭარაში – 128, ხოლო იმერეთში – 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 453 პირი, აჭარაში – 1 218, იმერეთში – 2 086.

24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 იანვარი

 

კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 იანვარი

24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი არის სულ 34 249.

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკა დატოვა 27-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 3 პაციენტი;

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 234 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში – 153 ხოლო ონლაინ-კლინიკაში – 419 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება გარკვეულწილად გარანტირებული აქვს, წლის განმავლობაში კი მისი თქმით, ქვეყანამ დამატებით ამავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს:

გამყრელიძე: 29-ში გადაწყდება პირველ ეტაპზე Pfizer-ის ლიმიტირებულ ოდენობას თუ მივიღებთ

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა“ – ენმ-ს ლიდერები დეპუტატზე თავდასხმას ეხმაურებიან

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს ფეისბუქზე სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ფაქტს ამავე პარტიიდან ფეისბუქზე გამოეხმაურა რომან გოცირიძეც, რომელიც წერს: „რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი“.

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში გამართულ აქციაზე მივიდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, სადაც მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ბულვარიდან ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ მას და ნაგავი გადააყარეს თავზე. ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ის პოლიციაში ჩივილს არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ფაქტზე შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ რეაგირება.

ბათუმის ბულვარის დასაცავად გამოსული აქტივისტები ემიჯნებიან მომხდარს და აცხადებენ, რომ „ალტერნატივას“ ქმედებებთან მათ საერთო არ აქვთ. ამის თაობაზე განცხადება გაავრცელა საზოგადოება „ბათომმაც“.

„ბათომი“ ემიჯნება ირაკლი ჩავლეიშვილზე ძალადობის ფაქტს

„დღეს ბათუმის ბულვარში გამართული აქციის დასრულების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული  ორგანიზაცია – „ალტერნატივას” წევრები  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს.

მოგვიანებით კი გავრცელდა ევროპის მოედანზე გადაღებული კადრები, სადაც დეპუტატს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. „საზოგადოება ბათომი” და “დაიცავი ბათუმის ბულვარის” წევრები კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტს არ აქვს კავშირი მის ორგანიზატორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოება „ბათომი“ საკუთარ ფეისბუქზე ავრცელებს.

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბულვარში დაგეგმილ მაღლივ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი. აქციაზე მას მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ჩავლეიშვილმა პოლიციის დახმარებით დატოვა ტერიტორია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ალტერნატივას“ აქტივისტები მას უკან გაჰყვნენ და თავზე ნაგვის ურნიდან ნაგავი დააყარეს.

„არსებობს პირადი ანგარება, პროექტში კორუფციაა“ – შოთა გუჯაბიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარის და ძველი ბათუმის დამცველებმა კოლონადებთან საპროტესტო აქცია გამართეს, სლოგანით – „ბათუმი ისევ ჩვენი დასაცავია“.

ამჟამად ბათუმის ისტორიული ბულვარი 16-სართულიანი მშენებლობისგან უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ გეგმავს. ამ კომპანიას, არჩევნების შემდეგ 16-სართულიანი მშენებლობის უფლება გასცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ.

რატომ მოხდა ასე?

„ამ ყველაფერს ქურდული ჟარგონით რომ ვთქვათ, ჰქვია „პაძელნიკები“, აქ სხვა ტერმინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამ ხელისუფლებას კრიმინალური ტერმინოლოგია უფრო ესმის. ისევე როგორც „ნაციონალები“, ასევე „ოცნება“ ერთი და იგივე ხალხია, ისევე არ არის მათში განსხვავება, როგორც პარტია და ლენინი.

თუკი წინა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და გაასხვისა ცენტრალურ ბულვარში ტერიტორია, ახალი იმიტომ ავირჩიეთ, რომ პასუხი აგებინოს ამაზე. ამის ნაცვლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ისეთი უნიჭო, ამაზრზენი  სპექტაკლი გაითამაშა, რომ რეჟისორი ვარ, ბევრი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ახვლედიანზე ყალბი არსება ჯერ არ მინახავს, მხოლოდ სააგენტოს დირექტორებში შეიძლება მოიძიო“, – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე.

კითხვაზე, თუ რა აიძულებს ახვლედიანს ან საბჭოს 5 წევრს მხარი დაუჭირონ ისეთ პროექტს, რაზეც თვითონ ამბობენ, რომ შეცდომაა, შოთა გუჯაბიძე რამდენიმე ასპექტს გამოყოფს: „ჯერ ერთი ის, რომ ეს ადამიანები მედროვები არიან და მათთვის მარადიული ღირებულებები არ არსებობს. მეორე ის, რომ არსებობს პირადი ანგარებაც. აშკარაა, რომ ამ პროექტის საკითხში კორუფციაა და ამას სამართლიანი გამოძიება ადვილად დაადასტურებს. ამ ქალაქის მტერი მხოლოდ ის ხუთი ადამიანი კი არ არის, ვინც ნებართვას ხელი მოაწერა, ესენი უბრალოდ წვრილმანი ადამიანები არიან, რომელზეც უმჯობესია რომ გადატყდეს ჯოხი.

ამას იმიტომ თანხმდებიან, რომ პატარა ადამიანები არიან. არც არანაირი წინააღმდეგობა გაუწევიათ, რადგან ღირებულებები არ გააჩნიათ, არ ადარდებთ ქალაქის ისტორია და კულტურა. სამაგიეროდ, ბევრი რამ შეიძლება ამით მოიხვეჭონ, ერთგულება დაუმტკიცონ ხელისუფლებას და პირადი სარგებელიც ნახონ“, – ამბობს გუჯაბიძე.

მისი აზრით, ბათუმის და, ზოგადად, აჭარის რეგიონის მიმართ „ოცნების“ ხელისუფლებას განსაკუთრებული სიძულვილი აქვს, რაც საკადრო პოლიტიკაში ჩანს.

„ყოველთვის ისეთ ადამიანებს ნიშნავენ ხოლმე, რომელიც ძალიან შორს არის ცოდნისგან, კულტურისგან და რაციონალიზმისგან. აბსოლუტურად უავტორიტეტოა, რაღაც პერიოდი დასცინის ხოლმე ხალხი და მერე აღარც კი დასცინის.

მაგალითად, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ უკან დაიხია და საჯაროდ თქვა, რომ ბულვარში, ამ ადგილზე არ აშენდებოდა ეს შენობა, შემდეგ კი ნებართვა გაიცა მშენებლობაზე. არც გამკვირვებია, რადგან მის სიტყვას ფასი არ აქვს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მას მიაჩნია, რომ ქალაქის ბედს ყოველთვის მოქალაქეები წყვეტენ და ამის არაერთი მაგალითია.

„ზუსტად ათი წლის წინ, აქ ვიდექით, როცა ბულვარში ცდილობდნენ შენობების ჩადგმას, მაგრამ მძლავრი პროტესტის ფონზე ეს ვეღარ შეძლეს, ახლაც აქ ვდგავართ. ბულვარი განსაკუთრებულია ამ ქალაქისთვის და არამარტო დაიხევს ხელისუფლება უკან, ამისთვის პასუხიც უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ მშენებლობას ხელი აუწია. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გამარჯობა არ ვუთხრათ საბჭოს წევრებსო, მაგრამ არა მგონია კაკო ძნელაძეს ანაღვლებდეს ვინმე თუ არ მიესალმება. მან პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად, რადგან კანონი დაარღვია და რაღაც ზედმეტი აიღო თავისთავზე“.

___

ამავე თემაზე

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

ვინ იყო იან კარსკი, რომელიც ვარშავის გეტოს საშინელებებზე მსოფლიოს მოუყვა

ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი

__

ის არც ბიზნესმენი იყო და არც დიდი მაგნატი, ის იყო მაღალი რანგის დიპლომატი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველად აუწყა მსოფლიოს ის საშინელებები, რაც ხდებოდა ვარშავის გეტოში ნაცისტების მიერ დატუსაღებული უამრავი ადამიანის წინააღმდეგ.

ეს არის იან კარსკი. ამ ადამიანს ვარშავის უნივერსიტეტში სპეციალური სალექციო კურსი ეძღვნება, რომელსაც პროფესორი ანჟეი ჟბიკოვსკი მიკითხავდა.

იან რომუალდ კოზიელევსკი (იან კარსკი ფსევდონიმია) დაიბადა 1914 წელს ლოძში. 1935 წელს დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტი იურიდიული და დიპლომატიური მიმართულებით. სწავლობდა ვოლინის სარეზერვო ოფიცერთა სკოლაში.

იან კარსკის საქმიანობა დაკავშირებულია პოლონეთის მიწიშქვეშა სახელმწიფოსთან (1939-1945), რომელიც მოქმედებდა პოლონეთში ნაცისტებისა და საბჭოელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ექვემდებარებოდა პოლონეთის მთავრობას დევნილობაში, ჯერ პარიზში, შემდეგ ლონდონში.

იან კარსკი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. საუბრობდა რამდენიმე ენაზე. ომის დაწყების შემდეგ დაიწყო კონსპირაციული საქმიანობა. მას მიენდო პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს პოლიტიკური კურიერის მოვალეობები. ის მისიით გაემგზავრა პოლონეთის ემიგრციულ მთავრობასთან საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში და დიდი წვლილი შეიტანა ოკუპირებულ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის – პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს სტრუქტურულ და ფუნქციონალურ მშენებლობაში.

მაშინ, როცა იან კარსკიმ წამოიწყო მისია ებრაელების გადასარჩენად, ჰიტლერს უკვე მოწვეული ჰქნდა კონფერენცია ვანზეეში ებრაელების საბოლოო საკითხის გადასაჭრელად მთელს ევროპაში.

1942 წლის აგვისტოში იან კარსკი შეხვდა ლეონ ფეინერს, საერთო ებრაული მუშათა კავშირის წარმომადგენელს და მენაჰემ კირშენბაუმს, სიონისტური მოძრაობის დელეგატს. მათ კარსკის შესთავაზეს ვარშავის გეტოში შესვლა, რათა საკუთარი თვალით ენახა იქ არსებული მდგომარეობა.

იან კარსკიმ ორჯერ მოახერხა შესვლა ვარშავის გეტოში, სადაც დაინახა საშინელებები: შიმშილი, დაავადება, სიკვდილი, ნაცისტების მოპყრობა ებრაელების მიმართ.

ვარშავის გეტოში მეორედ შესვლის შემდეგ, ებრაულ მუშათა კავშირმა იან კარსკის შესთავაზა იზბიცას ტრანზიტულ გეტოში და ბელჟეცის ბანაკში შესვლა. უკრაინელები, ლატვიელები და ესტონელები იყვნენ მცველები ნაცისტურ ბანაკებში. გეგმის მიხედვით, იან კარსკი ბანაკში უნდა შესულიყო უკრაინული მცველის ფორმაში. როგორც „უკრაინელმა მცველმა“ აქაც არაადამიანური მოპყრობის მორიგი საშინელება ნახა – ებრაელების ჩატვირთვა ვაგონებში სიკვდილისაკენ – იზბიცადან ბელჟეცში ან სობიბორში.

მან დაწერა მოხსენებები, რომლებშიც აღწერდა შექმნილ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებას ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში.

პირველი მოხსენების სათაური იყო – „ებრაული საკითხი პოლონეთში ოკუპაციის ქვეშ“. მეორე მოხსენება კი მოკავშირეებისა და პოლონეთის ემიგრაციაში მყოფი მთავრობისთვის მოამზადა. იან კარსკის მოხსენებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს დასავლური საზოგადოების ინფორმირებაში ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე ჰოლოკოსტის შესახებ.

1942 წლის შემოდგომაზე იან კარსკი ჩავიდა ლონდონში. მან ინფორმაცია გადასცა ვარშავის გეტოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პოლონეთის დევნილ მთავრობას და გენერალ შიკორსკის, ასევე საქმის კურში ჩააყენა დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

1943 წლის მაისში იან კარსკი პროპაგანდისტული მისიით გააგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან წარადგინა თავისი მოხსენება პრეზიდენტ რუზველტთან, უზენაესი სასამრთლოს მოსამართლე ფელიქს ფრანკფურტერთან, ამერიკელ და ებრაელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან. ყველას ამცნო იმ საშინელება, რაც ხდებოდა ებრაელების წინაარმდეგ. მას შეხვედრებზე თან ახლდა პოლონეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იან ჩიჰანოვსკი (1940-1945).

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში იან კარსკი იხსენებს შეხვედრას პრეზიდენტ რუზველტთან და ფელიქს ფრაკფურტერთან: „როცა დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტმა რუზველტმა ხელი გამომიწოდა. მე ვკითხე, ბატონო პრეზიდენტო მე ვბრუნდები პოლონეთში და ყველა მკითხვს რა გითხრა პრეზიდენტმა. მე რა პასუხი მექნება? მან მიპასუხა – გადაეცით თქვენს ხელმძღვანელებს, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ყველა დამნაშავე დაისჯება, თქვენი ქვეყანა უფრო გადიდდება, ვიდრე აქამდე იყო. თქვენს ხალხს უთხარით, რომ აქ, ამ სახლში მათ ჰყავთ მეგობარი“.

რაც შეეხება ფრანკფურტერთან შეხვედრას, მან პირდაპირ ასე თქვა, რომ არ სჯეროდა რასაც კარსკი ყვებოდა ებრაელების შესახებ, რის გამოც პოლონეთის ელჩის საყვედურიც მიიღო, რომ კარსკი არ იტყუებოდა და ახალგაზრდა დიპლომატის უკან პოლონეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის ავტორიტეტი იდგა. ფრანკფურტერმა კი განაცხადა, რომ კი არ იტყუება ბატონი კარსკი, არამედ მას (ფრანკფურტერს) არ შეუძლია ეს ამბები დაიჯეროს, რომ ნამდვილად ეს ასე ხდება.

დასავლელი მოკავშირეების ასეთმა ინდეფერნტულმა დამოკიდებულებამ ომის შემდეგ განსაზღვრა აღმოსავლეთ ევროპის ბედი. საბოლოოდ ებრაელების ხოცვაც ომის შემდეგ დასრულდა, მანამდე კი არავინ არაფერი მოიმოქმედა. ალბათ ამიტომ უწოდებდა იან კარსკი თავის მისიას შეუსრულებელ მისიას.

ფაქტობრივად, იალტის კონფერენციაზე გამოიკვეთა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმოსავლეთ ევროპის ბედი. ომის დასრულების შემდეგ პოლონეთი საბჭოთა გავლენის სივრცეში მოექცა. იან კარსკი კი პოლონეთში აღარ დაბრუნებულა, ის დარჩა ამერიკაში. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი, სადაც კითხულობდა ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და კომუნიზმის თეორიაზე. მის სტუდენტებს შორის იყო აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. გარდაიცვალა 2000 წელს ვაშინგტონში.

ეს ინფორმაცია, რომ იან კარსკიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიოს ინფორმირებაში ჰოლოკოსტის შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 1978 წელს კლოდ ლანზმანთან ინტერვიუში, რომელიც მან ჩაწერა ფილმისთვის “Shoah”. 1982 წელს იად ვაშემის ინსტიტუტმა იან კარსკის მიანიჭა „ხალხთა შორის მართალის“ ტიტული.

იან კარსკი

____

27 იანვარი ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღეა

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

დღეს, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებული აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მას ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარა.

ირაკლი ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მომხდარის გამო არ აპირებს პოლიციას მიმართოს. „მე საჯარო პირი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს და ამ ახალგაზრდას, რომელსაც მეტი შეგნება არ აქვს, ციხე გაზრდის? პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც მათ აგულიანებს – ვარშალომიძე, კირთაძე, ანთაძე, ისინი აგზავნიან ამათ. მათ უნდათ, რომ ამაზე ააგონ აჟიოტაჟი. მე, პირადად, ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ იმიტომ არის პოლიცია და პროკურატურა, რომ ასეთ ხალხს მიხედოს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ამართლებთ თუ არა მომხდარს? – ვკითხეთ ენმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს ბონდო თედორაძეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციაზე მისულ ჩავლეიშვილს დაუპირისპირდა და „ალტერნატივას“ წევრებს გარკვეულ მითითებებს აძლევდა.

მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი პრინციპების და იდეის მოღალატეა. „ამიტომ, მოღალატეებს ქუჩაში ზოგი სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, ზოგი ნაგავს მიაყრის, დამსახურების მიხედვით ეს ყველაფერი“.

ბონდო თედორაძის აზრით, იყო თუ არა ეს ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, სამართალდამცველებმა უნდა შეაფასონ.

ამავე თემაზე:

მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

 

 

დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ საპროტესტო აქციაა. აქციაზე შეკრებილები ფიტნესკლუბების გახსნას ითხოვენ.

„ეს არის აბსურდული შეზღუდვა. პირიქით, ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი… თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, პირველი თებერვლიდან მაინც გავხსნით ფიტნესკლუბს, როგორ და რანაირად, ამას მოგვიანებით გეტყვით,”- უთხრა ჟურნალისტებს “რეფორმერის” დამფუძნებელმა, გიორგი ფუტკარაძემ.

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში ფიტნესკლუბებს ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ.

„რეფორმერი” ის ფიტნესკლუბია, რომელიც გასული წლის ნოემბერში 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, ხოლო კლუბი სამართალდამცველებმა დალუქეს. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც.

 

ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარიც ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან ბათუმელებმა,  იმ მაღლივი მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ აქვს დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია 16-სართულიანი შენობის აგება ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფაქტობრივად ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ამ ქალაქისთვის. საპროტესტო აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით გაიმართა.

ბათუმელი ნატალია ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ბულვარში მაღალი შენობების მშენებლობა დაუშვებელია, რადგან კულტურული მემკვიდრეობა ხელშეუხებელია. „მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აშენებს. ბულვარი ერთადერთია, რითიც სუნთქავს ქალაქი და პანდემიამ გვაჩვენა, რომ ეს ბულვარი გვაქვს, სადაც შეიძლება სუფთა ჰაერზე გაიყვანო ბავშვები და მოხუცები. ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეჩერდეს და არ უნდა გააგრძელოს ამ პროექტის მშენებლობა“, – ამბობს ის.

ნატალია ნაკაიძე

ირმა ზოიძე – საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტის შეფასებით, „ეს სივრცე არ არის თორნიკე რიჟვაძის და ახვლედიანის [სააგენტოს დირექტორი]. ეს საზოგადოებრივი სივრცეა, კეთილი ინებონ და დაიცვან ის, რისთვისაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. იმოქმედონ სამართლებრივად, დაიცვან კანონი. ვიცით, რომ რეკრეაციული ზონაა. ბათუმის განაშენიანების გეგმა დაიდოს – 400 ათასი ლარია გადახდილი. იყვნენ თანმიმდევრულები.

სამართლებრივად ვდაობთ, რადგან დანაშაულია ის, რაც ხდება. „ამბასადორ ბათუმს“ სამი სართული უნდა აეშენებინა და უკვე ჩაბარებული უნდა ყოფილიყო ეს მშენებლობა. არც კი დაუჯარიმებიათ ის მშენებლობის ვადების დარღვევისთვის. არც მოუკითხავთ, რატომ არ დაუმთავრებია აქამდე“, – ამბობს ირმა ზოიძე.

აქცია ბათუმის ბულვარი
ირმა ზოიძე – საპროტესტო აქციაზე – „ბათუმი ისევ ჩვენი დასაცავია“.

მისი თქმით, საზოგადოების ბერკეტია გამოვიდეს და უთხრას ხელისუფლებას, რომ ეს ჩვენი სივრცეა: „იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება, რადგან ბათუმელებს ბევრჯერ დაგვიცვია ბულვარი. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ამ გადაცდომებზე გვქონდეს რეაქცია და პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ გადაცდომას ხელი მოაწერა“.

ეკატერინე ორბელაძის აზრით, ნებისმიერი პროტესტი მნიშვნელოვანია, როცა არსებობს შინაგანი პროტესტი. „ამ აქციაზე დგას დანიელი, რომელიც არის 7 წლის და ზუსტად იცის, რატომ არის მოსული აქ. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, არქიტექტორული თვალსაზრისითაც, სპეციალისტების განმარტებითაც და ჩვენი შეხედულებითაც აქ დაგეგმილი მშენებლობა არის გაუმართლებელი. ჯერ ისედაც ეკოლოგიის პრობლემა გვაქვს და შუა ბულვარში კედელი იქმნება. როცა კაკო ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] ამბობს, რომ არქიტექტურას მივეცი ხმაო, უნდა ვუთხრა მას, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ ერთი შენობა, არქიტექტურაა შენობის ირგვლივ არსებული გარემოც და ყველაფერი, რაც ამ შენობის ირგვლივ ხდება“.

ბულვარი აქცია
ეკატერინე ორბელაძე

ნათია ჯინჭარაძე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტია. ის, როგორც აქციაზე მყოფი სხვა მოქალაქეები, წინააღმდეგია „ამბასადორ ბათუმის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის. „როგორც ყველა ქალაქს, ამ ქალაქსაც გააჩნია თავისი ზონირება, ეს არის რეკრეაციული სივრცე და აქ არ შეიძლება აშენდეს მსგავსი ფუნქციის შენობა-ნაგებობა“, – ამბობს ნათია. მისი თქმით, ჯერ ადამიანია მნიშვნელოვანი და შემდეგ ინვესტიცია.

ნათია ჯინჭარაძე

ბულვარში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს ნინო ნაკაშიძეც: სულ პატარა ვიყავი, როცა დედას სასეირნოდ ვყავდი და უცხოელი ფოტოგრაფი შეგვხვდა ქუჩაში, გადამიღო ფოტო ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და მისი სიტყვები ჩამრჩა გონებაში, როცა თქვა, ბათუმი არის ტიპიური ევროპული ქალაქიო. ახლა დავდივარ ჩემს ქალაქში და მეშინია, თავს დაბლა ვწევ, რომ არ წამომემხოს თავზე ეს შენობები. აღარ არის საუბარი ბულვარზე, რადგან ის, რაც აქ ხდება, არის კანონის დარღვევა. „იუნესკომ“ ბათუმი ერთ-ერთ საფრთხის ქვეშ მყოფ ქალაქად დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საფრთხის მიხედვით. ბულვარი არის ქალაქელების, ძეგლი და ზედმეტ ჩარევას არც შთამომავლობა გვაპატიებს და არც ბუნება“, – ამბობს ის.

ნინო ნაკაშიძე

აქციაზე იმყოფებოდა გიორგი კირთაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ის ამბობს, რომ სახელმწფო ქონების გასხვისება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში მთავარი და მნიშვნელოვანი, რადგან მან უნდა დაიცვას ქალაქის იერ-სახე და შეითანხმოს პროექტი.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასე არ ყოფილა“, – გვეუბნება ის. მას ვკითხეთ, იყო თუ არა მისი აზრით მათი ხელისუფლების შეცდომა, როცა რეკრეაციულ ზონაში მაღლივი მშენებლობები დაიწყო, თუნდაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახით? რაზეც კირთაძე ასე გვპასუხობს: „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ლაპარაკობთ? უნივერსიტეტზე? ჩემი აზრით, მნიშვნელობა აქვს რა ფუნქციური დატვირთვის შენობაზე ვსაუბრობთ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბინებზე, ბუნებრივია, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ბინები არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, რომელიც კავკასიაში საუკეთესო უნდა ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობა“, – გვეუბნება ის. მისი თქმით, ვინც ტექნოლოგიურის მშენებლობას რადიკალური ფორმით აპროტესტებდა, სწორედ მათ მოაწერეს ხელი 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე.

„მართლა შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ნამუსი აღარ არსებობს. თუკი იმას მეკითხებით, რომ თავის დროზე ჩვენც გავიწყვიტეთ თუ არა შუბლის ძარღვი, როცა ტექნოლოგიურს ვაშენებდით, დღესაც ვფიქრობ, რომ არა, რადგან იმ მოცემულ ბათუმში, „შერატონის“ აშენებაც მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. კომპანიამ გასულ, ანუ საარჩევნო წელს სცადა აქ 15-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება. მას უარი უთხრეს. თუმცა, 2021 წელს, პირველივე სამუშაო კვირას, ამ კომპანიას მისცეს ბულვარში უკვე 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება, რასაც მოქალაქეების ნაწილი კატეგორიულად აპროტესტებს.

მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის ბულვარის დასაცავად. მოქალაქეები „ამბასადორ ბათუმის“ მიერ ბულვარში 16- სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციაზე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც მივიდა, რომელსაც აქციის მონაწილეების ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

„თქვენ ხართ მონა, არ გაქვს აქ ყოფნის უფლება, წადი“, – ეუბნებოდნენ ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს. ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალებს“ წარსულზე საუბარი არ უნდათ, რადგან ბულვარის მიტაცების პროცესი სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.

„შენ არ გაქვს წარსულზე საუბრის უფლება, შენ გაანადგურე შენი წარსული უმაღლესი საბჭოში შესვლით“, – უთხრეს ჩავლეიშვილს.

„იმის გასაპროტესტებლად მოვედი, რაც ბულვარში ხდება. ბულვარის მიტაცება არა მარტო ამჟამინდელი, არამედ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ყველა მთავრობამ თავისი წვლილი შეიტანა ბულვარის მცოცავ ოკუპაციაში. ხალხმა შეაფასოს, ვის რა უკეთებია ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში შევიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან. აქციის მონაწილეები მას ეუბნებოდნენ, რომ თუკი იდგა მოქალაქეების ინტერესების და არა ხელისუფლების მხარეს, მაშინ ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობების გამო, ხელისუფლებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრს.

„რისთვის ზიხარ უმაღლეს საბჭოში, ვისი დამსახურებით? გამოათრიე თორნიკე რიჟვაძე და მოთხოვე პასუხი“, – ეუბნებოდნენ მას.

ჩავლეიშვილმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

ამავე თემაზე:

_______________________

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

 

დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შუახევში, ფუნქციონირებს ერთიდაიგივე ფუნქციების ორგანიზაციები [ააიპ] და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ამ იურიდიული პირების საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების სათანადო ანალიზი არ ხორციელდება.

„აღნიშნულის შედეგია დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობა, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება. აღნიშნული შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით:

„შუახევის მუნიციპალიტეტში აღნიშნული იურიდიული პირების 2018-2019 წლების საბიუჯეტო ხარჯი ჯამში 211 283 ლარს შეადგენდა, კერძოდ: შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ – ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლა, რომლის 2018-2019 წლების ბიუჯეტი 167 009 ლარს შეადგენდა.

ა(ა)იპ-ის საქმიანობის საგანი ფეხბურთელებისა და მორაგბეების მომზადება და სპორტის აღნიშნული სფეროების პოპულარიზაციაა, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს სპორტის სფეროში მომუშავე ა(ა)იპ – შუახევის სასპორტო სკოლა, რომლის ბიუჯეტიც 365 938 ლარს შეადგენს და რომლის საქმიანობაც სპორტსმენების მომზადებასა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, სპორტის ყველა სფეროზე, მათ შორის ფეხბურთსა და რაგბზეც ვრცელდება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახლად დაფუძნებული სკოლის საქმიანობაში რაიმე სახის მიღწევები არ ფიქსირდება.

2019 წელს შეიქმნა ა(ა)იპ – შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრი, რომლის ბიუჯეტიც 44 274 ლარით განისაზღვრა და რომელსაც, წესდების შესაბამისად, შშმ პირთა საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება, სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება ევალება, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური მომსახურების სერვისცენტრი, რომელსაც სოციალური დახმარების, ჯანდაცვის მხარდაჭერისა და სოციალური ხასიათის მიზნობრივი (მათ შორის შშპ პირებზე გათვლილი) პროგრამების განხორციელება ევალება.

მერიის პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი განმარტება, შშმ პირთა დახმარების მიზნით, დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მისი დამოუკიდებელ ერთეულად ფუქციონირება არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის ინტერესებს“.

აუდიტის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ „უნდა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც მოქმედი და ახალი იურიდიული პირების ფუნქციების ანალიზით უზრუნველყოფს მათი ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრას და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას“.

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი  – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც წინა წლებთან შედარებით 21.5 მილიონით მეტია – კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჩაატარა.

ამ თემაზე ვრცლად:

2020 წელს მერიებმა 2576-ით მეტი პირი დაასაქმეს, წინა წლებთან შედარებით – TI-ის კვლევა

Exit mobile version