Batumelebi | როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს,  25 იანვრის 21 საათიდან 26 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – უნალექოდ.

მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 იანვარს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ბათუმში უნალექო ამინდი 27 იანვრამდე შენარჩუნდება.

____________

ფოტო: „ბათუმელები“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.