პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი

საქართველოს პარლამენტის აპარატში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კანონდარღვევით გაიცა ფულადი ჯილდოები და სახელფასო დანამატები. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ჯამში, 100 ათას ლარზე მეტი ჯილდო და დანამატია გაცემული 2022 წელს.

აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის“ ანგარიში 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშის მიხედვით:

„მოხელეს ფულადი ჯილდო ეძლევა ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე მისი შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამასთანავე, ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც შეფასების შედეგად მიიღო შეფასება − „საუკეთესო“ ან „კარგი“.

პარლამენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები რამდენიმე შემთხვევაში არ მოიცავდა შეფასების შედეგებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 10 მოხელეზე გაცემულია ჯილდო [18 407 ლარი], მათი შეფასების გარეშე.

კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით.

2022 წელს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელზე ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი [ჯამში 8 360 ლარი] გაცემულია საკუთარი ბრძანებების საფუძველზე, ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე.

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე სახელფასო დანამატის გაცემას, რომლის მიცემის უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში 2022 წელს გაიცა სახელფასო დანამატი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ 5 პირზე [თანხით 6 400 ლარი], რომლის გაცემის უფლებამოსილება ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, არ არსებობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელეს ფულადი ჯილდო ეძლევა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

2022 წელს პარლამენტში 26 მოხელეზე 10 400 ლარის ჯილდო გაიცა, 2021 წლის შედეგების საფუძველზე. ანალოგიურად, ბიბლიოთეკაში 2021 წლის შედეგების გათვალისწინებით, 2022 წელს გაცემულია 72 467 ლარის ფულადი ჯილდო“.

ამ და სხვა დარღვევებისა თუ შეუსაბამობების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.

„აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების საპასუხოდ, წარმოგიდგენთ ჩვენს რეკომენდაციებს და ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვან სხვა ინფორმაციას“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურიდან შალვა პაპუაშვილისთვის 2025 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 დეკემბრის 21 საათიდან 8 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 9 და 10 დეკემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა.

 

ჩარიცხვის აპარატების ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.“ – წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაკავებულნი არიან, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული: 2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 180 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 401 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 688 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 34 907 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 562 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 87 927 ერთეული [+540]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 054 ერთეული [+30]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 135 ერთეული [+98]
  • სპეცტექნიკა – 4 015 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 960 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 428 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 769 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 520 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, გაითიშა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიც

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მომავალ წელს მერია ორი ბაღის შენობის, სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას გეგმავს „ოცნების ქალაქში“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა და ამას მერიაც აღიარებს, ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხა მაინც არ გაითვალისწინეს. მიზეზს მერიაში არ განმარტავენ. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში მერია ხელფასებისთვის 6,7 მილიონ ლარს დაამატებს, ხოლო მთლიანად ხელფასებში 62 750 600 ლარს დახარჯავს.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ბათუმის მერია წერს, რომ „ქალაქის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე დღითიდღე იზრდება. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას.“

„2025 წლის ზაფხულში დაიწყო და 2026 წელს დასრულდება N6, N10, N16 საჯარო საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2026 წელს დაიწყება სამუშაოების პროცესი N9 და N15 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით და დასრულდება 2026 წელს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს განახლებადი ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიების დანერგვას შენობების გათბობა-გაგრილების სისტემებში [მათ შორის წყლის გამათბობლები], შენობის ენერგოეფექტურად დათბუნების ღონისძიებებს: კარ-ფანჯრების სრულად ჩანაცვლებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით, შენობის კედლების/ჭერის შეფუთვა/იზოლაციას. შენობის სრულ რემონტს“, – წერია ბიუჯეტის პროექტში.

ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტისთვის 3 500 000 ლარი, ხოლო დამატებითი თანადაფინანსებისთვის 2 080 700 ლარია გათვალისწინებული.

„საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას [ენერგოეფექტურობის, სტრუქტურული, კომფორტის და უსაფრთხოების ღონისძიებები [მათ შორის სახანძრო].

პროექტს 7 522 000 ევროს ოდენობით გრანტის სახით დახმარებას უწევს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW]. საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის დამატებითი საპარტნიორო თანამონაწილეობა შეადგენს 10%-ს, რაც ფარავს, მაგალითად, შერჩეული საბავშვო ბაღების ეზოების რეაბილიტაციის ხარჯებს. ამავდროულად, ბათუმის მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავად გადაიხადოს ყველა გადასახადი [მათ შორის დღგ], სხვა სახელმწიფო მოსაკრებელი და ბაჟი პროექტისთვის“, – აღნიშნულია ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ამავე პროექტში აღნიშნულია ასევე, რომ „ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტის დამატებითი თანადაფინანსება მრავალწლიანი პროექტია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2026 წ.წ.] შეადგენს 29 847 296ლარს [საგრანტო თანხა, დღგ, თანამონაწილეობა. მოცემული თანხა ლარში მიღებულია – 9 628 160 ევროს გამრავლებით ევროს გაცვლით კურსზე“.

2026 წელს ბათუმში ასევე დაგეგმილია:

  • შ. ინასარიძის ქუჩა N21ა-ში მდებარე N6 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გამოყოფილია 1 079 854 ლარი
  • დ. აღმაშენებლის ქუჩა N14-ში მდებარე N10 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა – 1 259 234 ლარი
  • ა. პუშკინის ქუჩა N113-ში მდებარე N16 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა  – 1 165 626 ლარი

რაც შეეხება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, 2025 წლის ბიუჯეტში 1 573 000 ლარია გაწერილი, სოლო 2026 წლისთვის – 5 700 132 ლარი.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6 630 952 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს შენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით.

ამ ტენდერში, რომელიც 14 ნოემბერს დასრულდა, 4 კომპანია მონაწილეობდა. მერიის სამმართველომ გამარჯვებულად შპს „დს კონსტრაქშენი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 6 321 598 ლარზე გააფორმა 2025 წლის 2 დეკემბერს.

პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2026 წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ და ბათუმის მერიის მიერ ბაღების მშენებლობის თემაზე ნახეთ ამ ბმულზე:

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

 

 

რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში? – სუს-მა გამოძიება დაასრულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენა არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. სუს-ის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება შსს-მ ორჯერ – 2007 და 2009 წლებში იყიდა ებრაული კომპანიისგან.ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.რაც შეეხება ბრომობენზილ ციანიდს, იგივე კამიტს, უწყებაში აცხადებენ, რომ “ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია”.

“ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შსს-ისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შსს-ის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ელი და მე-2 სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.

აღნიშნული ნივთიერება შსს-ის მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად. მას, ტრანსპორტირებისას, მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდვის კოდი – UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.

ნიმუშის სახით ამოღებულია 17,5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება – ქოლობენზინიდილ მალონონიტრილი, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439

[…] გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზინიდილ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას”, – განაცხადა მაღრაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოიღეს შემდეგი ნივთიერებები:

  1. ქლორობენზილიდინ მალონოლიტრინი;
  2. ტრიქლორეთილები (ამ შემთხვევაში  საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე – 880 ლიტრის ოდენობით);
  3. პრომილენ გლიკოლი.

გარდა ამისა, ლაშა მაღრაძის თქმით, BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდების ქვეშ არსებული ნივთიერებები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, შსს-ის გარდა სხვა ქართულ ორგანიზაციებსაც აქვთ შემოტანილი. მათ შორის, “ავერსი რაციონალს”, “ჯიპისი”, “რუსთავის აზოტს” და ა.შ.

“ტრანსპორტირების ტვირთი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლებზეც გამოძიება 5 დღის წინ, 1-ელ დეკემბერს დაიწყო, “ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები”.

“საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს.

ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც. ასევე, ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება ბრომობენზილციანიდის, ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი თქმით, სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეებში, სასწრაფოს ბრიგადებმა სტაციონარში გადაიყვანეს 54 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 5-ს აღენიშნებოდა მსუბუქი ინტოქსიკაცია. მაღრაძის თქმით, 5-ვე მათგანი მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან.

მაღრაძის თქმით, გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთი მათგანის, შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. უწყებაში ამბობენ, რომ შერგელაშვილის მიმართ მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ახლო წარსულში [მომხდარ] ერთ-ერთ რეზონანსულ, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს”. მაღრაძის თქმით, საქმე ეხება სავარაუდოდ, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ ამბავს.

“გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებსა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთად დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ, წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. სახელ,წიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც სსკ-ის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს”, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ.

ამავე თემაზე:

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა – დეპარტამენტი განსახლებისა და სხვა სკითხებში კონსულტანტებს იწვევს

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონსულტანტებს იწვევს. გარკვეულ სფეროებში სპეციალისტების მიერ ინტერესების გამოსახატად დეპარტამენტმა განცხადებები უკვე გამოაქვეყნა – განსახლების გარე მონიტორინგის, გარემოს დაცვისა და პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტების მომსახურებაზე.

უშუალოდ ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი, წინადადებების წარდგენის ვადა არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჯერად იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად:

  • განსახლების გარე მონიტორინგის ადგილობრივი კონსულტანტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 წელი. საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი კი 18 ათასი აშშ დოლარია.

განსახლების გარე მონიტორინგის ადგილობრივ კონსულტანტს ევალება მონიტორინგი განახორციელოს მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შიდა მონიტორინგის პარალელურად. გარე მონიტორინგის მთავარი მიზანია პროცესების შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი კორექტირების ზომების შეთავაზება. დავალება ასევე მოიცავს ადგილმდებარეობის პირობების ანალიზს, კომპენსაციის გაცემას და საჩივრების განხილვის პროცედურებს.

კონსულტანტმა უნდა გადახედოს კომპენსაციის ანგარიშებს და დაადასტუროს, რომ კომპენსაცია გაცემულია ყველა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის და ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა კონტრაქტებში განსაზღვრული ოდენობით; გადახედოს და შეაფასოს ამ პირებისთვის გაცემული კომპენსაციის ადეკვატურობა, ასევე მათი საარსებო წყაროს შესაძლებლობები, შემოსავლები და ცხოვრების ხარისხი;

შეაფასოს ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან, განსაკუთრებით დაუცველ პირებთან, კონსულტაციის პროცესის ადეკვატურობა და ეფექტურობა, მათ შორის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისთვის ხელმისაწვდომი საჩივრების პროცედურებისა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების ადეკვატურობა და ეფექტურობა, ასევე ამ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.

  • გარემოს დაცვის ადგილობრივი სპეციალისტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი, ხოლო საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი 143 ათასი აშშ დოლარია.

ამ კუთხით კონსულტანტს ევალება თვალყური ადევნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშების დროულ მიღებას სამშენებლო ზედამხედველობის საკონსულტაციო ფირმისგან, შეაფასოს ეს ანგარიშები და საჭიროებისამებრ გასცეს რეკომენდაციები მათი გაუმჯობესებისთვის; თვალყური ადევნოს დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას და დადგენილი კორექტირების ზომების გამოყენებას.

მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი დამატებითი გარემოსდაცვითი კვლევის ჩატარებაში, ადგილმდებარეობის გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავებაში და სხვა.

  • პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი. საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი კი ამ შემთხვევაში 178 ათასი აშშ დოლარია.

კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება უცხოური პროექტების/საერთაშორისო შესყიდვების განყოფილების დახმარებაზე საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, კონტრაქტების მართვაში, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში და პროექტის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებში.

კერძოდ, კონსულტანტმა რეგულარულად უნდა შეაგროვოს ზედამხედველობის ინჟინრის მიერ წარდგენილი ანგარიშები და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია; შეგროვებული ინფორმაციის [ინჟინრის, ზედამხედველობის ინჟინრის და კონტრაქტორის] შეჯამება და ანალიზი დამსაქმებლის მიერ განსახილველად…

მასვე ევალება კონტრაქტში ცვლილებების მომზადება; დახმარება კონტრაქტებთან და შესყიდვებთან დაკავშირებული პრეტენზიების, სატენდერო წინადადებების გასაჩივრებისა და სასამართლო დავების განხილვაში. ასევე მას ექნება გარკვეული მოვალეობები პროექტის ფარგლებში უშუალოდ შესყიდვებთან დაკავშირებით,  ანგარიშების წარდგენის და სხვა.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. ამავე სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარი იყო გათვლილი.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტისთვის ჯამში 895 მილიონი ლარია გაწერილი [აქდან 2025 წელს – 35 მილიონი, 2026 წელს – 160 მილიონი, 2027 წელს – 200 მილიონი, 2028 წელს -250 მილიონი და 2029 წელს – 250 მილიონი ლარი].

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, მათ შორის 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.

სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა.

ამავე თემაზე

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

 

 

„ადამიანის უფლებები და ფილოსოფია“ – საჯარო ლექცია ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსის ორგანიზებით ბათუმში, 6 დეკემბერს, გაიმართება ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია –  „ადამიანის უფლებები და ფილოსოფია“.

ლექცია ჩატარედება შშმ ქალთა ალიანსის ოფისში, მისამართზე: ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N49, შაბათს, 6 დეკემბერს, 15:00 საათზე.

„ლექციის დასასრულს დაგეგმილია თანასწორობის კუთხის გახსნა – ქართული და მსოფლიო მხატვრული, დოკუმენტური და ფილოსოფიური ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება კუთხის ყველა მკითხველისთვის.“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 179 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 398 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 688 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 874 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 560ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 87 387 ერთეული [+487]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 037 ერთეული [+130]
  • სპეცტექნიკა – 4 015 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 788 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 412 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 740 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 468 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დღეს უკვე რუსეთია ჩინეთის უმცროსი ძმა“ – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ამ ტემპით თუ გააგრძელეს, 3-5 წელი დასჭირდებათ რუსებს დონბასის დასაკავებლად – ინტერვიუ გენერალთან

„დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის უბრალოდ იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე, “ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

გენერალი გვიყვება, სანდო პირებისგან მაქვს ინფორმაცია, დონბასის დაჯგუფების მეთაურები, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელიაო.

გადამდგარი გენერლის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლოა მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩინეთი გახდეს.

„თუ ადრე იყო რუსეთი ჩინეთის უფროსი ძმა, შემდეგ პარტნიორი, დღეს რუსეთი არის ჩინეთის უმცროსი ძმა და სატელიტი. ჩინეთს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია რუსეთზე ზემოქმედების,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება პოკროვსკიში? რუსეთი აცხადებს, რომ „პოკროვსკი გაათავისუფლა“, გენერალი სირსკი კი ამბობს, რომ უკრაინული ქვედანაყოფები ინარჩუნებენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის. დარჩენილია რამდენიმე უბანი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც არის უკრაინელების კონტროლქვეშ.

უკრაინელები ცდილობენ, არ მისცენ საშუალება პოკროვსკიდან მომავალ ძალებს, შეიკრას ალყა, რის შემდეგადაც ალყაში მოჰყვება მირნოგრადი. პოკროვსკში მყოფი ჯარებს შეუძლიათ უკან გასვლა თავისუფლად, მაგრამ ალყაში მოხვედრის შემთხვევაში – ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან ალყის რკალი – მირნოგრადის დაჯგუფება შეიძლება მოჰყვეს ალყაში. ამიტომაც, გადაწყვეტილება მისაღებია ძალიან მალე: ორგანიზებულად გამოვიდნენ, ვიდრე ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეული სირთულეები ექნებათ, ვინაიდან დაახლოებით 1 კილომეტრამდეა თითქმის ალყის ყელი მისული ერთმანეთთან, ან შემდეგ მოუწევთ მცირე ჯგუფებად, ცალკე გამოსვლა არაორგანიზებულად.

თუ არადა, მოუწევთ ალყაში ბრძოლის გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება დროზეა მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის აკონტროლებენ რუსები და ლოგისტიკას ახორციელებენ ფაქტობრივად შეფერხების გარეშე, მაინც ახერხებენ უკრაინელები ქალაქის ცენტრში შეღწევას და იქ ხდება ხოლმე ცალკეული, მცირე ზომის ჯგუფების საცეცხლე კონტაქტები.

პოკროვსკი და მირნოგრადი ერთად აღებული, მოსახლეობის რაოდენობით იმხელაა, როგორც ქუთაისი. ამისთვის დასჭირდა რუსეთს წელიწადზე მეტი დრო, ანუ „მსოფლიოში მეორე არმიას“.

  • რას ცვლის პოკროვსკის ოკუპაცია რუსეთ-უკრაინის ომში, როგორია მისი სამხედრო მნიშვნელობა?

უნდა განვიხილოთ პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაცია, ვინაიდან ეს ორი ქალაქი ერთად იყო თავდაცვითი ზღუდე.

ჩემი აზრით, დიდი ოპერატიული გარღვევა რუსებს ამით არ ჰქონიათ. ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გასუფთავებული პოკროვსკი, ვინაიდან უკრაინელები, როგორც მოგახსენეთ, ჩრდილოეთ რაიონებში კვლავ აწარმოებენ ბრძოლას. ეს იქნება ფრონტის ხაზის გასწორება რუსების მხრიდან, ვინაიდან ჯიბედ შეჭრილი იყო ეს ტერიტორია რუსების განლაგებაში.

ამის შემდგომ რუსებს აქვთ შესაძლებლობა, ჩრდილო-სამხრეთი მიმართულებით შეუტიონ და დაიძრან დონბასის მთავარი თავდაცვითი რაიონის – კრამატორსკი-სლავიანსკის მიმართულებაზე. ამისთვის კი, რუსებმა ჯერ სხვა დასახლებული პუნქტები უნდა გაიარონ, რასაც რუსები ძალიან ძნელად ახერხებენ. ამ ტემპით თუ გააგრძელეს რუსებმა მოქმედება, სადღაც 3 – 5 წელი დასჭირდებათ დონბასის დაკავებისთვის.

უფრო საფრთხილო იქნება უკრაინელებისთვის, თუ დონბასის მაგივრად რუსები შეტრიალდებიან და შეტევას განავითარებენ უკვე სამხრეთ-დასავლეთით -კახოვკის წყალსაცავის მიმართულებით რომ წავიდნენ და ზაპოროჟიეში კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავონ.

დონბასი მაინც არის ინდუსტრიული რაიონი – ძალიან ბევრია მაღარო, დასახლებული პუნქტი, ან მიტოვებული ფაბრიკა-ქარხანა, რაც საშუალებას აძლევს უკრაინელებს, მოეჭიდონ თავდაცვისთვის. ზაპოროჟიეს რაიონი  ძირითადად მაინც სტეპია, ღია ტერიტორიაა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ვინაიდან ასე შეაყოვნეს რუსები უკრაინელებმა ამ რაიონში, მათ უკვე მოახერხეს დამატებითი ზღუდეების აღმართვა.

  • დონბასზე საუბრობდა პუტინი ინდოეთშიც. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ინდუტელეკომპანიასთან პუტინის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც პუტინი ამბობს, რომ რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, ან სამხედრო გზით, ან უკრაინის ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ომს შეწყვეტენ. რატომ არჩია პუტინმა აქცენტი დონბასზე?

ეს აჩვენებს პუტინის სურვილებს: რაღაც ხომ მაინც უნდა შესთავაზოს თავის მოსახლეობას, რომ წარმატებას მიაღწია?

პუტინი ფაქტობრივად თანახმაა, მაგალითად, ხარკოვის რეგიონიდან ჯარების გაყვანაზე, მაგრამ უნდა დონბასის ტერიტორია. იტყვის, რომ აი, დონბასი შემოვიერთეთ მთლიანადო.

უკრაინაშიც ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან თითო გოჯ მიწისთვის კარგად ხედავთ, როგორც იბრძვიან უკრაინელები – საკმაოდ ჯიუტად. მაქვს ინფორმაცია ძალიან სანდო პირებისგან, რომ იმ დაჯგუფების მეთაურებმა, რომლებიც ახლა იბრძვიან დონბასში, განაცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ დავტოვებთ ჩვენ პოზიციებსო.

  • ეს შესაძლებელია პრაქტიკულად?

უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე – შესაძლებელია. შესაძლებელია, რომ მათ გააგრძელონ ბრძოლა დამოუკიდებლად. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება.

  • რა გამოჩნდა თქვენთვის კრემლში გამართული შეხვედრით ამერიკის წარმომადგენლებთან? ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა, რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის ჩაშლა, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ყველაზე დიდ იმედგაცრუებად შეაფასა. თქვენი დაკვირვებით, რა რესურსი რჩება ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტისთვის?

ძალიან გამიჭირდება საუბარი. ჯერჯერობით მხარეები წითელ ზოლებს კი საზღვრავენ, მაგრამ არ თმობენ. პუტინი რომ ჟონგლიორობს ამ შეხვედრებით, ფაქტია ხომ? ერთადერთი ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტაზე სამშვიდობო ხელშეკრულებას, ეს არის პუტინი. პუტინს შეუძლია დღესვე შეწყვიტოს ეს დაპირისპირება.

მოლაპარაკებების ველი უკვე შეიქმნა და აი, ამ ველის გარშემო მიმდინარეობს ახლა ყველაფერი. ამიტომაც, არ თმობენ უკრაინელები მარტივად პოკროვსკის და მირნოგრადს, რომ არ მისცენ რუსებს სალაპარაკო. პუტინი ცდილობს, მაქსიმალურად აჩვენოს ტრამპს, როგორ მიიწევს წინ.

ჩემი აზრით, პუტინი იმყოფება „ვარდისფერ აკვარიუმში“ – მას აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც ესიამოვნება. მაგალითად, სატელევიზიო ეთერიდან სამჯერ მოახსენა პუტინს გერასიმოვმა კუპიანსკის აღებაზე, როცა ნახევარიც კი არ აქვთ აღებული რუსებს. ცენტრში არიან შესრულები, თუმცა მდინარე ყოფს ამ ქალაქს. მდინარის მეორე ნაპირი აბსოლუტურად უკრაინელების კონტროლქვეშ არის.

კონსტანტინოვკაზე თქვეს ასევე, რომ აღებულიაო, გულიაი-პოლეზე განაცხადეს იგივე, რომ აღებულია, რაც არ არის სწორი.

  • პუტინი თავს იტყუებს, თქვენი დაკვირვებით, თუ მართლაც ატყუებენ?

ვერ გეტყვით, ამას რა ჰქვია. ორი აზრი არ არსებობს და ამაზე არავინ კამათობს, რომ რუსებს გააჩნიათ ოპერატიული ინიციატივა. ისინი ახორციელებენ შეტევებს. ნოემბერში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. გაითვალისწინეთ, რომ 2000 კილომეტრამდეა ფრონტის გადაჭიმვის მანძილი. 500 კვადრატული კილომეტრი არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ ეს არის საშუალო მონაცემები სხვა თვეებთან შედარებით. ეს არ არის რუსების რეკორდული წინსვლა, მაგრამ რეკორდულია შეტევების რაოდენობა ნოემბრის თვეში.

გამოდის, რომ შეტევები მეტია, მაგრამ წინსვლა უფრო ნელია.

  • მნიშვნელოვანია ალბათ დანაკარგებიც, ის ფასად აქვთ ეს წინსვლა რუსებს. რამდენად ხდება დანაკარგები და სანქციები იმის წინაპირობა, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოუხდება?

რა თქმა უნდა, რუსებს კოლოსალური დანაკარგები აქვთ. არ დაგავიწყდეთ, რომ 20 ათასი მარტო ვაგნერელი დაიღუპა ბახმუტის აღების დროს. თავად „ვაგნერის“ მეთაურის განცხადების თანახმად.

რუსები ტექნიკას პრაქტიკულად არ იყენებენ, ძირითადად იყენებენ ცოცხალ ძალას, საზარბაზნე ხორცს რასაც ეძახიან.

ამ ინტენსივობით, რუსეთს შეუძლია ომი გააგრძელოს დაახლოებით 5 წელი, მაგრამ ეს უფრო და უფრო გამომფიტავი იქნება რუსეთისთვის. მაგალითად, „როსნეფტის“ მოგება შემცირდა 70%-ით. ეს თვითონ რუსების ოფიციალური განცხადებით.

დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე.

  • თუმცა რუსეთი ცდილობს ჩინეთის და ინდოეთის მიმხრობას. რამდენად მოახერხებს პუტინი სანქციებს გვერდი აუვლის, თუ, მაგალითად, რუსული გაზი და ნავთობი გაიყიდება ინდოეთში?

დიდი რაოდენობით კი შეისყიდის შეიძლება ინდოეთი და ჩინეთი, მაგრამ დემპინგურ ფასად.

ტრამპმა რაც განაცხადა, ის თუ განხორციელდა, ანუ ნებისმიერი კომპანია, რომელიც დაკავშირებული იქნება რუსეთთან, რუსეთთან ვაჭრობაში, იქნება დასანქცირებული, ეს მნიშვნელოვან შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას.

  • მინდა გკითხოთ ირლანდიაში დაწყებულ გამოძიებაზე – დრონებით აედევნენ ზელენსკის თვითმფრინავს. ეს რაზე მიანიშნებს?

ზელენსკი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე რუსებისთვის ისევე, როგორც პუტინი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე უკრაინელებისთვის. ასე რომ, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

  • თქვენი აზრით, როგორ მოახერხეს უკრაინელების რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების ჩაძირვა შავ ზღვაში? პუტინმა განაცხადა, რომ თუ დარტყმები ტანკერებზე გაგრძელდება, განვიხილავთ საპასუხო ზომების შესაძლებლობას უკრაინის დამხმარე ქვეყნების გემების მიმართო.

ეს დრონებით მოხერხდა. ეს იყო დარტყმა სანქცირებულ გემებზე, რომელსაც გადააქვთ რუსული საწვავი.

აი, თურქეთის მახლობლად როცა მოხდა აფეთქება ტანკერზე – არაფერი ზარალი არ მოსვლია, წყალზეა ისევ და ცურვას აგრძელებს – შევა მალე ეს ტანკერი თურქეთის პორტში. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავი მოწყობილი იყო რუსების მიერ, რომ აი, მოხდა დარტყმა ტანკერზე და აი, სავაჭრო გემებზე ხდება დარტყმები, მეც მაქვს უფლება და დავესხმები თავს ხორბლით დატვირთულ გემებსო.

წინა ორი შემთხვევა კი, ნამდვილად უკრაინელების გაკეთებული იყო, კადრებიც არის გადაღებული, ბოლო აფეთქება კი, ჩემი აზრით, იყო ინსცენირება რუსების მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინელებმა დასავლეთიდან საყვედური მიიღეს ამასთან დაკავშირებით. არა მგონია, რომ უკრაინელებმა გააგრძელონ დარტყმები.

  • პუტინი ასევე დაემუქრა ევროპას ირიბად ამავე განცხადებაში…

ეს ბაქიბუქი რამდენჯერ მოგვისმენია. მანამდე ნაბახუსევზე მედვედევი გამოდიოდა და ის ბაქიბუქობდა. ვის რას ემუქრება პუტინი? ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს რუსეთს ევროპაში, ეს არის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება. 800-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს უკრაინაში რუსეთს, მოხსნის ახლა ამ დაჯგუფებას და ევროპისკენ გადაისვრის?

არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა რაღაც პროვოცირება მოაწყონ და, მაგალითად, სუვოლის დერეფანზე განახორციელონ დარტყმა, დაიკავონ მცირე ტერიტორია და დაიწყოს ვაჭრობა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. პუტინს უნდა, რომ ევროპის ქვეყნები გახლიჩოს, აიძულოს ისინი უარი თქვან უკრაინის დახმარებაზე.

პუტინი ამას ცდილობს, მაგრამ შედეგს იღებს საწინააღმდეგოს: ბოლო მონაცემებით, დანიამ ნება მისცა უკრაინას, სამხედრო საწარმო გახსნას თავის ტერიტორიაზე. ეს საწარმო უშვებს „ფლამინგოებს“. დანიის ტერიტორიაზე ამ საწარმოში დაიწყება მყარი საწვავის წარმოება უკრაინული საფრენი აპარატებისა და რაკეტებისთვის.

გეგმის მიხედვით, ბალტიის ქვეყნებში უნდა განთავსებულიყო 82 ბრიგადა. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამატებით კიდევ 49 ბრიგადა განთავსდეს.

შვედეთი იწყებს თავისი შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბარს. შორს მოქმედი რაკეტების შეძენაზეა საუბარი. უნდა, რომ ისეთი რაკეტები შეიძინოს, მიწვდნენ მოსკოვს. სტოკჰოლმიდან მოსკოვამდე არის 1500 კილომეტრი.

რუსეთი აშინებს ევროპას და ევროპა იარაღდება – კიდევ უფრო ძლიერი ხდება. ევროპამ საუბარი დაიწყო სამხედრო შენგენზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯარების გადაადგილება მაქსიმალურად გაადვილდეს ევროპის ტერიტორიაზე, რათა არ იყოს ეს ბიუროკრატიული საჭიროებები.

  • ბრიტანეთის მთავრობა მზად არის 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. რა შესაძლებლობა შეიძლება გაუჩნდეს უკრაინას უახლოეს პერიოდში დასავლეთის მხარდაჭერით?

დასავლეთი აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ბელგია გამოვიდა წინააღმდეგი რუსული აქტივების გადაცემაზე. ბელგიასთან არის მოლაპარაკებები ამ აქტივებთან დაკავშირებით.

ბრიტანეთმა ასევე გამოუყო უკრაინას 10 მილიონი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ნორვეგიამ 500 მილიონი აშშ-დან იარაღის შეძენისთვის, ამდენივე – გერმანიამ. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა ჩინეთში მოლაპარაკებებზე. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩინეთი ჩაერევა ამ მოლაპარაკებებში და თავის ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე, სწრაფად მოგვარდება ეს საკითხი.

  • გაჩნდა ეს მოლოდინი, რომ ჩინეთი შეიძლება ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოლაპარაკებებში?

იმედი გაჩნდა, მოლოდინი – არა. თუ ადრე იყო რუსეთი ჩინეთის უფროსი ძმა, შემდეგ პარტნიორი, დღეს რუსეთი არის ჩინეთის უმცროსი ძმა და სატელიტი. ჩინეთს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია რუსეთზე ზემოქმედების.

  • უკრაინას რა შესაძლებლობა შეიძლება გაუჩნდეს ახლო მომავალში?

ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ნებისმიერი გოჯი მიწა უძვიურფასესია უკრაინისთვის, სისხლით დაცულია, მაგრამ ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტისთვის თუ დონბასის დათმობა მოუწია უკრაინას, ეს ლოგიკური იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს ხარკოვიდან და სუმიდან თავის დანაყოფებს და ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გაივლის დღევანდელი დაპირისპირების ზოლზე – ზაპოროჟიესა და ხერსონში.

ამასთან, გარანტიები უნდა იყოს ძალიან მყარი. არა ისე, რომ  აშშ განიხილავს ზემოქმედების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 28 პუნქტზე შეთანხმების მიუხედავად, გააგრძელებს თავის აგრესიას. თუ არ განიხილავს? ამიტომაც საჭიროა კონკრეტული გარანტიები.

საინტერესოა, ზალუჟნის გამოჩენაც უკრაინაში. ეს შეიძლება აჩვენებს იმას, რომ შიდა გადაწყობა იწყება, ან შიდა პოლიტიკური თამაშებია? – ვერ გეტყვით ზუსტად, აქედან მიჭირს საუბარი.

ზალუჟნიმ განაცხადა, მაგალითად, რომ ან ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს, ან ნატოს კონტინგენტი უნდა განლაგდეს, ან ევროპის რომელიღაც დიდი, ძლიერი სახელმწიფოების კონტინგენტები უნდა განლაგდეს უკრაინაში, ან ბირთვული იარაღი უნდა განთავსდეს უკრაინაში. ეს არის, ზალუჟნის თვალსაზრისით, ყველაზე მყარი გარანტიები.

ყველაზე მყარი გარანტია არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. იგივე ბირთვულ იარაღს უკრაინაში არავინ განათავსებს, ეს ფაქტია.

  • გარანტიების აუცილებლობა უკრაინისთვის დასავლეთშიც ყველას კარგად ესმის ხომ?

ამერიკაში ვერ გეტყვით, მაგრამ ევროპაში ნამდვილად კარგად ესმით, ევროპა ძალიან მყარად უდგას გვერდით უკრაინას ამ მოლაპარაკებებში.

მე არც ის მგონია, ტრამპმა გაწიროს უკრაინა, ვინაიდან ეს მისი ავტორიტეტისა და სტატუსისთვის ამერიკაში ძალიან ცუდი იქნება. ისედაც შერყეული აქვს ტრამპს პოზიციები.

სამწუხარო ის არის, რომ, ზოგადად, სტრატეგია არ გააჩნია ტრამპს, მხოლოდ ბიზნეს მოლაპარაკებების კუთხით უდგება ყველაფერს. ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. ამერიკას ეს შეუძლია გააკეთოს, დაწყებული იარაღის მიწოდებით, დამთავრებული სანქციების გაძლიერებით.

8 აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ „უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ – ერთჯერადი გამოცემა

„უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ – ასე ჰქვია გაზეთს, რომელიც რუსული ოკუპაციის 200-წლიან ისტორიას მოუთხრობს მკითხველს. ამ გაზეთში თავმოყრილია ყველა აჯანყების ისტორია, რაც კი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ქართულმა საზოგადოებამ დაგეგმა ან ვერ დაგეგმა. საგაზეთო პუბლიკაციები 9 აპრილის მოვლენებით სრულდება.

გაზეთში ვრცლადაა მოთხრობილი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინაპირობა და რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსია – 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების ამბავი.

გაზეთში თავმოყრილია ყველა აჯანყება – ისტორიის განმავლობაში ასეთი სულ 8 შემთხვევა იყო.

მკითხველს გაზეთში დახვდება ამბები 1802 წლის კახეთის აჯანყების, 1804 წლის მთიანეთის აჯანყების, 1810 წლის იმერეთის აჯანყების და 1812 წლის კახეთის მეორე აჯანყების შესახებ.

ამბავი თერგდალეულების, საქართველოს პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ანექსიის შესახებ. ამბავი იმაზე, როგორ იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეები 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

გაზეთი „უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“.

ტექსტები საგაზეთოდ მოამზადა ზაზა შენგელიამ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარმა.

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებიც მომავალ წელს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, სახელმწიფო გრანტს ვეღარ აიღებენ.

„ოცნების“ რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ უნივერსიტეტებში დააფინანსებს იმ ფაკულტეტს, რომელსაც თავად მიიჩნევს პრიორიტეტულად. შესაბამისად, თუ აბიტურიენტი კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, მას სახელმწიფო გრანტი აღარ ექნება და სწავლის საფასურის გადახდა მთლიანად მისი ჯიბიდან მოუწევს.

რას ართმევს სტუდენტს „ოცნება“ და როგორი იქნება ამ კონცეფციის შედეგები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების მკვლევარს, ლელა ჩახაიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ლელა, „ოცნების“ ხელისუფლებამ მომავალ სტუდენტებს გრანტი წაართვა და ეს შეფუთა „უფასო სწავლებით“. რას კარგავენ რეალურად ამ მოდელით როგორც სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტები?

ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, არის ის, რომ გაუგებარია რამდენ ადგილს გამოყოფს სახელმწიფო ამა თუ იმ ფაკულტეტზე საჯარო უნივერსიტეტებში. გაუგებარია, რომელი ფაკულტეტი დარჩება რომელ უნივერსიტეტში და რა კრიტერიუმებით შეირჩევა სტუდენტები.

ავიღოთ, ვთქვათ, სამართალი. თსუ სამართლის ფაკულტეტზე დაახლოებით 800 სტუდენტს იღებს ყოველწლიურად. ამ ახალი მოდელით ისევ ამდენის მიღების უფლება ექნებათ და ყველას დააფინანსებენ, თუ უფრო მეტს მიიღებენ? – ამაზე პასუხები არ გვაქვს.

  • სავარაუდოდ ნაკლების, რადგან ითქვა, რომ კონკურენცია გაიზრდება…

გამოდის, შემცირდება ჩარიცხვების რაოდენობა, რადგან ყველა რომ დააფინანსონ, ან მეტის მიღების უფლება მისცენ, მაშინ ეს დაჯდება ძალიან ძვირი და სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გასწვდება. თანხის ოპტიმიზაცია უნდათ რეალურად და თანხაც რომ იყოს, იმდენ სტუდენტს ვერ მიიღებს თსუ ერთ ფაკულტეტზე, რამდენსაც რამდენიმე უნივერსიტეტი იღებდა, მაგალითად, სამართალზე. ადამიანური რესურსი არ ეყოფა უბრალოდ. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტების მიღება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, თუნდაც სამართლის ფაკულტეტზე.

  • რადგან ჯერ ადგილების რაოდენობას არ ასახელებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ თავადაც არ აქვთ დაანგარიშებული რეალურად რამდენი სტუდენტის მიღების უფლებას დაუტოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს?

სავარაუდოდ, ამას არ იტყვიან ჯერ, წინააღმდეგობა რომ არ გაჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ აჟღერებენ პოზიტიურ მესიჯს, რომ აი, სწავლა ყველასთვის იქნება უფასო, ვინც ჩააბარებს.

უფასო ფაკულტეტები აქამდეც იყო, მაგრამ არ იყო მოთხოვნადი.

გაუგებარია, რისი მიხედვით შეარჩევენ სტუდენტებს. თუ ბარიერს იმაზე მეტი გადალახავს, ვიდრე ადგილებია გამოყოფილი, მაშინ რა მოხდება? მხოლოდ ისეთ კატეგორიას მიიღებენ, ვინც, ვთქვათ, 100%-იან გრანტს იღებდა? ეს ნიშნავს, რომ მაშინ ძალიან შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტი რაც დევს, იქ არ არის მაინც და მაინც დიდად გაზრდილი განათლების დაფინანსება და ესეც მიანიშნებს, რომ მისაღები ადგილების გაზრდას არ აპირებენ.

არც იმაზე საუბრობენ, ბარიერის გადალახვა როგორ მოხდება. რამდენი ქულის აღება ნიშნავს ჩაბარებას. ამიტომ ეს არის ბუნდოვანებით მოცული საკითხი.

  • დღეს არსებული მოდელით აბიტურიენტს აქვს 3-4 უნივერსიტეტის მითითების უფლება, მაგრამ ახალი მოდელით ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ ალბათ, რადგან უნივერსიტეტების არჩევის შესაძლებლობა იზღუდება, არა?

ეს უკვე გარანტირებულად ვიცით, რომ არ ექნებათ ფაკულტეტების მიხედვით უნივერსიტეტების არჩევანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს და ისიც, რომ თბილისში აპირებენ 60%-ზე ჩამოიყვანონ სტუდენტების რიცხვი.

ამიტომ, გარდა იმისა, რომ ფაკულტეტებს შორის არჩევანი არ ექნება ბევრს, თბილისში მოხვედრის შანსებიც მცირდება.

  • ვთქვათ, აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში ჩააბაროს, როგორ აპირებენ რეგიონების უნივერსიტეტებში ადგილების შევსებას. ხომ ვერ აიძულებენ?

კვოტირების შემცირებით. რადგან თუ თბილისში აღარ დარჩება ადგილი, მაგალითად, სამართლის ან ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მაშინ იძულებული იქნება აბიტურიენტი, დარეგისტრირდეს, მაგალითად, ქუთაისის უნივერსიტეტში და ყველა ფაკულტეტი ხომ ისედაც არ იქნება თბილისში ხელმისაწვდომი.

  • ფიქრობთ, რომ რეგიონის უნივერსიტეტებს მეტ კვოტას მისცემენ და თბილისს ნაკლებს?

მთლად ასიმეტრიული ალბათ არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც მსგავსს იზამენ, რომ თბილისში შეზღუდონ ადგილების რაოდენობა და მაგალითად, ქუთაისში გაზარდონ.

ამ წუთას თბილისში ჯამურად 105 000 სტუდენტი სწავლობს და თუ უნდათ, რომ ეს პროცენტი თბილისში შეამცირონ, სავარაუდოდ, კვოტებს დააწესებენ.

აბიტურიენტები თებერვალში უკვე რეგისტრირდებიან ეროვნულ გამოცდებზე და წესით, უკვე უგვიანდებათ მათ უნივერსიტეტების არჩევანის გაკეთება. მით უმეტეს, ახლა იგებენ, რომ იმ უნივერსიტეტში, რომელიც შერჩეული ჰქონდათ, საერთოდ ვერ შეიტანენ განაცხადს. ახლა უნდა ეძებონ ეს ფაკულტეტი კერძო უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ აქვთ გრანტის მიღების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი აბიტურიენტი, რომელიც გრანტის იმედით აბარებდა კერძო უნივერსიტეტში, ვეღარ ჩააბარებს.

კერძო უნივერსიტეტებში მაღალია სწავლის გადასახადი და ბევრი სტუდენტი ვერ სწვდება ამ ხარჯებს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრის ალბათობა კი მცირდება. შარშან 1500 ადგილი იყო თბილისის მასშტაბით საჯარო უნივერსიტეტებში სამართლის ფაკულტეტზე, არავინ იცის რამდენს დატოვებენ.

ეს რეფორმა მართლა რომ გადასარევი და ბრწყინვალე იყოს, ასე, რამდენიმე თვეში ამის გატარება დაგეგმვის გარეშე მაინც რთული იქნებოდა. სამჯერ ჩაატარეს შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან. მერე ეს რექტორები უნდა შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, აკადემიურ საბჭოებს, პროფესორებს, სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებს და ამათთან განხილვები მიმდინარეობს – არ მიმდინარეობს, არაფერი ვიცით.

  • კერძო უნივერსიტეტები რას კარგავენ ამ რეფორმით?

19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია ამ წუთას ქვეყანაში. კერძო უნივერსიტეტები დაკარგავენ დაფინანსებას, რადგან სტუდენტი აღარ ფინანსდება. შესაბამისად, დაკარგავენ სტუდენტებსაც.

მეორე მხრივ, ითქვა, რომ მათ ექნებათ უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა. მაგრამ ამ უცხოელ სტუდენტს რა უნდა, ეს არ ვიცით ჯერ. მოუნდება თუ არ მოუნდება კერძო უნივერსიტეტში სწავლა. ისინიც გაურკვეველ სიტუაციაში არიან.

  • „უფასო სწავლა“, – ამ მესიჯს ატრიალებს „ქართული ოცნება“ ძირითადად. სინამდვილეში რა ეწირება ამ „უფასო“ განათლებას?

ეს მათი სტრატეგიული სვლაა. ამიტომ არ საუბრობენ დეტალებზე. არ საუბრობენ კვოტირებაზე. რამდენი ათასისთვის იქნება უფასო, დანარჩენს რა ბედი ელის.

  • საბჭოთა კავშირის დროსაც უფასო იყო განათლება, მაგრამ მაინც მაღალი იყო კორუფცია სწორედ ამ კვოტირებების გამო. ხომ არ მივიღეთ იმავე სურათს? 

ესეც არის ერთ-ერთი კითხვა, კი. მაგრამ თუ ეროვნული გამოცდებით მიიღებენ სტუდენტებს, წესით, აქ გამჭვირვალე უნდა იყოს მიღება. პრობლემა ის უფროა, რომ რეალურად განათლების ხელმისაწვდომობას ზღუდავენ, მისაღებ ადგილებს და ფაკულტეტებს ამცირებენ.

ვის გაუჭირდება მოხვედრა უნივერსიტეტში? – ისევ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებში ცხოვრობენ და არ აქვთ შესაძლებლობა უფრო კარგად მოემზადონ. ამიტომ, პირველ რიგში ამ კატეგორიის აბიტურიენტებს დაარტყამს ეს სისტემა.

ამიტომ აჟღერებენ პოპულისტურ მესიჯებს და ამით ცდილობენ, რომ ნელ-ნელა შეაგუონ ადამიანები ამ ბუნდოვან ცვლილებებს.

ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს

საპროტესტო აქციების ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 5 დეკემბერს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო.

შალვა ესართიას საპროტესტო აქციაზე ბანერის გამო ედავებოდნენ, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. შსს-მ მიიჩნია, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყო.

„რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე დიდი ხანია. ახლა მოიფიქრეს, რომ ოქმი უნდა შეედგინათ. დამიბარეს პოლიციის სამმართველოში და ოქმი გადმომცეს. ოქმში ისიც წერია, რომ სახეს ვიფარავდი ჩაფხუტით. თუ სახეს ვიფარავდი, როგორ დაადგინეს, რომ მე ვიყავი?“ – უთხრა „ბათუმელებთან“ დღეს, 5 დეკემბერს შალვა ესართიამ.

შალვა ესართიას შსს ასკ-ის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა: 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი [პოლიციელის შეურაცხყოფა ] და 174-ე მუხლით მე-10 ნაწილით [შეკრების და მანიფესტაციის წესის დარღვევა]. ეს მუხლები ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, ასევე პატიმრობას.

ამ თემაზე:

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს: „მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვისო“

„ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია თოხაძე. მან გვითხრა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს გუშინ, 4 დეკემბერს ესაუბრა.

„რუსთავის დაწესებულებაში ვიყავი, რომ ამანათები შემეგზავნა პოლიტპატიმრებისთვის, ამ დროს დამირეკა ტელეფონზე ზურაბ ჭავჭანიძემ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია თოხაძე. – „ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მე მას წერილი მივწერე ციხეში. მივწერე, რომ შემიძლია მისი ხმა ვიყო, დამირეკოს ყოველდღიურ საჭიროებებზე…

მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა წერილები, ბევრი ისაუბრა ამაზე. მითხრა, რომ 9 დღეა შიმშილობს… მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვის და არ ვაპირებ შეწყვეტასო. შემდეგ იმდენად იყო ტექნიკური ხარვეზი, წყვეტილად მესმოდა ხმა,“ – გვითხრა ნათია თოხაძემ.

ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლე, მარინა გორჯელაძე ამბობს, რომ ზურაბი წყალსაც არ იღებს.

„დღეს ვესაუბრე, მითხრა, რომ წყალსაც არ სვამს, მხნედ ვარო,“ – გვითხრა მარინა გორჯელაძემ.

როგორია ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – „ბათუმელები“ პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს ეხება და ვერ მოგვაწვდიან.

ზურაბ ჭავჭანიძე გუშინ, 4 დეკემბერს უნდა მოენახულებინა ადვოკატ ნინო ლომინაძეს, თუმცა „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

________________________

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.

საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.

აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ“ – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ბათუმელმა მედროშემ მოსამართლეს მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი [საუბარია ქართველ მებრძოლებზე] დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს…

ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ამ თემაზე:

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – ომბუდსმენი მზია ამაღლობელის საქმეზე

„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – მოგვწერეს სახალხო დამცველის აპარატიდან იმ საქმისწარმოების შესახებ, რომელიც მზია ამაღლობელისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას ეხება.

ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა. საიას მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე საქმისწარმოება 2025 წლის 26 ნოემბერს დაიწყო. ამ დრომდე ლევან იოსელიანის უწყებას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა არ დაუსრულებია.

„მზია ამაღლობელის საქმეზე გრძელდება საქმის წარმოება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია მკურნალობის საკითხზე,“ – მოგვწერეს დღეს, 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატიდან.

საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში [„ნიუ ჰოსპიტალის  ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“] მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი  მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.

იუსტიციის სამინისტროში „ბათუმელებს“ 5 დეკემბერსაც არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.

  • მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.

ამ თემაზე:

„დაიგეგმოს მზია ამაღლობელის მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად” – საია

„აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქრთამი აიღო“ – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა.

სუსის გამოძიების თანახმად, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა მოქალაქისგან ქრთამი აიღო.

„უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქობულეთში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი“, – თქვა სპეციალურ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

ემზარ გაგნიძის თქმით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შუახევში მერიის თანამშრომელი დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, შუახევში, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მერიის თანამშრომელი დააკავეს.

„ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე, ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, „ემიგრანტთა საცხოვრისის პროგრამით“ უზრუნველყოფილი 50-ათასლარიანი თანადაფინანსების მისაღებად, ახალი, საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1500 ლარი.

ხოლო, დარჩენილი 1500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ“ – აცხადებს სუს-ი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მარნეულის მე-4 სკოლის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად.

„დაკავებულია მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის აღებისთვის, გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ,  ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 ამერიკული დოლარი გამოართვა“ – აცხადებს სუსი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ“- მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიღების შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება.

გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 უნივერსიტეტია სახელმწიფო, ხოლო 45 კერძოა.

„შესაბამისად, მათ [უცხოელ სტუდენტებს] თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა“- ამბობს გივი მიქანაძე.

„ოცნების“ მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე პრესრელიზში, რომელიც დღეს, 5 დეკემბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ და სტუდენტს გრანტი აღარ ექნება.

„შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება და კერძო უნივერსიტეტებისთვისაც ეს სიახლე თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე განმარტებით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე) და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება.

„ჩაფარცხვა არ გამოვა, ოცნებაც ხვდება, რომ საქმე სერიოზულადაა“ – ინტერვიუ „ბიბისის“ გამოძიებაზე

5 დღე გავიდა BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოსვლიდან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ისევ არ განუმარტავს, რა ქიმიური ნივთიერება შეურია შსს-მ წყლის ჭავლში, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია.

სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ.

„ჩანს, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის,“ – ამბობს დიპლომატი, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი.

„ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვალერი, როგორ აფასებთქართული ოცნებისოფიციალური პირების რეაქციებს მას შემდეგ, რაც BBC- გაუშვა ცნობილი საგამოძიებო ფილმი?

ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია იცვლება. თავიდან იყო მთლიანი უარყოფა ყველაფრის და ახლა უკვე არის აღიარება, რომ რაღაც ფხვნილი იყო წყალში გარეული. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს ფხვნილი იყო სრულიად დასაშვები და არანაირ დარღვევას არ წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ საქმე არის ძალიან სერიოზულად და ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“.

საქართველო ისევე, როგორც კიდევ 132 ქვეყანა, არის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს იმავე დასახელების ორგანიზაციას. ამ კონვენციით საქართველოს აქვს აღებული საკუთარ თავზე ძალიან გასაგები და ნათელი ვალდებულებები, რომ არ უნდა შეიძინოს, არ უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება, გამოყენება მსგავსი ქიმიური ნივთიერებების და უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან, თუ ეს საჭირო გახდა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე „ქართული ოცნებაც“ არის იმ აზრზე, რომ საქმე არის ძალიან სერიოზულად. სხვათა შორის, აქ ჩატარებული გამოძიება არ იქნება საკმარისი. უნდა დაიკითხონ არა მხოლოდ პროტესტის მონაწილეები და შესაბამისი მკვლევრები, რომლებიც აღრიცხავდნენ, ასე ვთქვათ, ამ ნივთიერების ზემოქმედებას ადამიანებზე, არამედ შესაბამისი  ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც, რომლებიც იყვნენ საქმეში ჩართულნი. უნდა დაიდოს ისეთი დასკვნა, რომელიც დააკმაყოფილებს სრულიად არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო წრეებსაც.

ეს ისეთი საკითხია, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მტკივნეულად აღიქმება, საერთოდ, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი ასეა. რაც უფრო სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს „ქართული ოცნება“, მით უფრო კარგი იქნება მისთვისაც და საქართველოს ავტორიტეტისთვისაც საერთაშორისო არენაზე.

  • ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რას გვეუბნება ხელისუფლების შიდა სამუშაოზე, საინფორმაციო სტრატეგიაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობაზე

ჩემი აზრით, ეს მიუთითებს, რომ კოორდინაციის ჯაჭვი არის „ქართულ ოცნებაში“ მორღვეული. იმიტომ, რომ ჯერ უარყოფა, შემდეგ თქმა, რომ – დიახ, ეს რაღაც ფხვნილი იყო, მაგრამ არ იყო აკრძალული…

ჯერ ერთი, თუ არ იცის ბატონმა ირაკლი კობახიძემ რომელი ფხვნილი იყო, რატომ ამბობს იმას, რომ ეს არ იყო აკრძალული? ეს ხომ უნდა დაადგინოს გამოძიებამ?

ერთმანეთის საწინააღმდეგო და რაღაც გაუგებარი გზავნილები რომ გვესმის, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად საქმის კონტროლი „ქართული ოცნების“ მიერ ვერ წარმოებს… ანდა მაშინ სხვა რამესთან, უფრო სერიოზულთან გვაქვს საქმე, რაც ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული დარღვევები იყო.

ყოველ შემთხვევაში, ამის გატარება და თითქოს ჩაფარცხვა – არ გამოვა. ძალიან სერიოზული რეზონანსი მიიღო.

126 ათასზე მეტი ნახვა აქვს BBC-ის ამ საგამოძიებო ფილმს 4 დღეში უკვე Youtube-ზე. ეს მონაცემი ყოველ საათში იზრდება და შესაბამისი გამოხმაურებებიც არის უკვე.

მე ვფიქრობ, თუ როგორ დააღწევს ამ კრიზისულ ვითარებას „ქართული ოცნება“ თავს, იქნება დამოკიდებული მხოლოდ მის სერიოზულ რეაქციებზე.

ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში გარედან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ხომ ძალიან დახურული სისტემაა და ძალიან რთულია, გარედან მივხვდეთ, თუ რაზე მსჯელობენ, რაზე საუბრობენ, როგორ აანალიზებენ ვითარებას „ოცნებაში“… დღესდღეობით ჩანს ისე, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

  • გამოითქვა ასევე ვარაუდი, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები იყო რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომ სპეციალურად აბნევს „ოცნების“ ხელისუფლება ხალხს, რომ სიმართლე გაიბლაროს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

არ მგონია. გასაგებია, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც ნებისმიერი მეზობლის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, სხვა ამბავია. თავიდან საქმე გვქონდა დაბნეულობასთან, შემდეგ – სტრატეგიის ვერ ჩამოყალიბებასთან.

იმიტომ, რომ პრობლემა არის რთული. ეს შემთხვევა ძალიან არტყამს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ავტორიტეტს.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ სერიოზულ პრობლემას. აქედან გამომდინარე არის ეს ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული გზავნილები გაჟღერებული.

  • თუ გამოძიებით ბრალდებები დადასტურდება, როგორ უნდა შეფასდეს ძალოვანი სტრუქტურების ქმედება იურიდიული, ეთიკური და პოლიტიკური კუთხით? მათ შორის, როგორ უნდა შეფასდეს თავადქართული ოცნებისხელისუფლების ქმედებაც?

ეს არის დამოკიდებული იმაზე, რა ფაქტები დადგინდება.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს თავისთავად არის სერიოზული დანაშაული, რაზეც შესაბამისმა ადამიანებმა, ვინც ამაზე გადაწყვეტილება მიიღო და შეასრულა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ.

რომც დავუშვათ, რომ რაც გამოიყენეს, არ არის აკრძალული ქიმიური ნივთიერება, ის ფაქტი, რომ თვეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს აწუხებდათ ჯანმრთელობის პრობლემები – ქავილი, ღებინება, თვალების და კანის წვა, წნევა და ა.შ. – მეტყველებს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, ეს დასაშვები ნივთიერებაც იყო გამოყენებული არაპროპორციული ზომით, ჭარბი ოდენობით. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ გარკვეული სამართლებრივი შედეგები უნდა დადგეს.

რაც უფრო ადრე გაირკვევა ყველაფერი, მიეცემა ამას შესაბამისი შეფასება, მათ შორის სამართლებრივი, გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები და დაისჯებიან, მით უფრო კარგი იქნება თვით „ქართული ოცნებისთვის“.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოაყალიბოს ქმედითი სტრატეგია ამ კრიზისთან მიმართებაში, რომელიც უპასუხებს იმ მოლოდინებს, რაც გაჩნდა როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო არენაზე.

  • რას მოუტანს საქართველოს ასეთ სკანდალში გახვევა? რა გავლენა ექნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით რა გავლენას იქონიებს?

აქ შეიძლება ორი რამ მოხდეს: თუ იქნება გამოძიებული ეს საქმე ობიექტურად და დაისჯება ის ხალხი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამაში, პროპორციულობა ამ ბრალეულობის უნდა დადგინდეს, რა თქმა უნდა, გამოძიების მეშვეობით. თუ ეს იქნება სათანადოდ გამოძიებული და ობიექტურობაში არავის არ შეეპარება ეჭვი – არც შიგნით ქვეყანაში და არც გარეთ – მაშინ ნაკლები დანაკარგებით გამოვა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე საქართველო ამ ამბიდან.

თუ ობიექტური გამოძიება არ ჩატარდა და გაჩნდა ეჭვი როგორც ქვეყანაში, ასევე გარეთ, მაშინ ვფიქრობ, რომ გარდაუვალია სერიოზული სანქციების ამოქმედება შესაბამისი პირების მიმართ, რომლებმაც არ აწარმოეს ეს გამოძიება შესაბამის დონეზე, ან ხელი შეუშალეს მას.

პირველ რიგში, ამაზე დასკვნას გააკეთებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომლის მონაწილე საქართველოც არის. კონვენცია აქვს რატიფიცირებული საქართველოს. 193 ქვეყანაა ამ კონვენციის მონაწილე. მეხუთე პრეზიდენტმა უკვე მიმართა ამ ორგანიზაციას შესაბამისი თხოვნით, რომ ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ, ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც გაიწოვება თავისთავად და აქტუალურობას დაკარგავს. ამ პრობლემას ბოლომდე ჩაჰყვებიან საერთაშორისო მოთამაშეებიც და რა თქმა უნდა, ჩვენც.

ქართულ საზოგადოებას აწუხებს ეს ამბავი. შეიძლებოდა ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ხომ?! მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროტესტებში, ყველას ერთნაირი ჯანმრთელობა ხომ არ აქვს?! ამ ნივთიერებამ შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს იმდენი ვერაფერი დააკლოს, მაგრამ იმოქმედოს ადამიანზე, რომელსაც რაღაც აწუხებს.

  • რა უნდა ქნას ახლა ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორმა და ხალხმა? რა უნდა გააკეთონ, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს?

ჩემთვის რთული სათქმელია, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით. თამასა ისე მაღლა არის უკვე აწეული, საზოგადოებამ დამატებით რა უნდა მოიმოქმედოს, არ ვიცი. უბრალოდ უნდა გავაძლიეროთ, მოთხოვნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ ეს გამოძიება იყოს ობიექტურად ჩატარებული.

ამ თემაზე მუდმივად უნდა იყოს ფოკუსი და საუბარი. სხვას ვერაფერს ვიზამთ, რადგან ყველა ინსტიტუტზე უპირობო კონტროლი აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“ და აქ საზოგადოებრივი ზეგავლენის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია.

ამავე თემაზე:

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადება 3 ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს.

გუშინ, 4 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება.

„შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია.

გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან,“ – აღნიშნულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დღეს, 5 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური 3 დეკემბერს ღამით შევიდა – ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 დეკემბერს წერდა.

ამ თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას დღეს, 5 დეკემბერს გაასამართლებენ. პროცესი 3 საათზე დაიწყება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ედავებიან, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყოო.

„რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე დიდი ხანია. ახლა მოიფიქრეს, რომ ოქმი უნდა შეედგინათ. დამიბარეს პოლიციის სამმართველოში და ოქმი გადმომცეს.

ოქმში ისიც წერია, რომ სახეს ვიფარავდი ჩაფხუტით. თუ სახეს ვიფარავდი, როგორ დაადგინეს, რომ მე ვიყავი?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შალვა ესართია.

შალვა ესართიას შსს ასკ-ის ორი მუხლის დარღვევას ედავება: 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი [პოლიციელის შეურაცხყოფა ] და 174-ე მუხლით მე-10 ნაწილით [შეკრების და მანიფესტაციის წესის დარღვევა]. ეს მუხლები ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას 3500-დან 6 000 ლარამდე, ისე პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ზუგდიდელი მედროშის საქმეს მოსამართლე ნინო ჭაბუკიანი განიხილავს.

შალვა ესართია დააკავეს 2025 წლის იანვარშიც – მედროშეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. შალვა ესართია მაშინ წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს ორი ღამით, შემდეგ კი მოსამართლემ 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

„არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია”- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს.

ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა.

მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე.

„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და რასაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება…

ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილური!… არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!”- თქვა მზექალა შანიძემ.

მზექალა შანიძე განათლების რეფორმის განხილვაზე

ილიაუნიში გამართული დისკუსია შეეხებოდა იმ ბუნდოვანებას, რომელიც „ოცნების“ განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილმა კონცეფციამ გააჩინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და განათლების მკვლევრები.

ახალი საუნივერსიტეტო რეფორმა დღეს არსებული მოდელის შეცვლას გულისხმობს, რაც, სპეციალისტების აზრით, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – ასეთია „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს გრანტის გაუქმებას.

ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ დააფინანსებს უნივერსიტეტს და თავად გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი და სპეციალობები დააფინანსოს, რაც უნივერსიტეტებს მთლიანად დამოკიდებულს ხდის სახელმწიფოზე და აქრობს საუნივერსიტეტო ავტონომიას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის 21 საათიდან 6 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: -2 –+3 გრადუსი

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

What Happens to the Body After Camite Exposure? — A Doctor Explains

“No gas should ever be mixed into a water cannon. Any solvent is neurotoxic, regardless of what it dissolves, and it can affect the central nervous system. Mixing a solvent with a water jet creates a perilous precedent,” says narcologist Zurab Sikhuralidze. We spoke with him about the chemical substances mentioned in the BBC investigative film “When Water Burns.”

According to evidence obtained by the BBC, last year, the government of Georgia’s Dream may have used a World War I-era chemical weapon against anti-government protesters — bromobenzyl cyanide, also known as Camite. 

What happens when bromobenzyl cyanide enters the human body? Batumelebi interviewed Zurab Sikhuralidze, who is also one of the leaders of the “Federalists.” 

  • Mr. Sikhuralidze, what effects do the chemical substances mentioned in the BBC investigation, including camite, have on the human body? 

Several substances are discussed in the BBC investigation, so it would not be accurate to focus solely on camite. Trichloroethylene (TCE) is also mentioned, and it is a highly toxic substance. Therefore, we must consider the combination of these two chemicals and their use in a water cannon, which significantly exacerbates the situation.

The main problem is that detecting these substances in the human body a year later is nearly impossible. We need official information from the Ministry of Internal Affairs on the specific substances used.

  • Do these chemicals leave no trace in the human body? Is it impossible to detect them? 

Camite is a short-acting substance, but mixing it into a water cannon creates a serious problem. Bromobenzyl cyanide is a toxic agent that breaks down cellular components; it acts at the cellular level and temporarily blocks respiration, causing hypoxic stress. It is rapidly absorbed into the body through the skin, eyes, and upper respiratory tract. With a powerful water jet and heavy exposure, it penetrates the body even more easily, amplifying its toxicity.

However, this is not classic cyanide. It is a type of tear gas and is significantly less toxic than true cyanide. 

As for trichloroethylene, it is a potent neurotoxin that is readily absorbed through the skin and by inhalation, causing long-term damage to the body. This solvent severely harms the liver and kidneys.

Under the codes cited in the BBC film, there could also be many other substances — for example, chemicals used in vineyard spraying. 

If trichloroethylene was used, it may still be detectable a year later, for instance, in deep soil layers or in water. This would require extremely meticulous chemical and toxicological analysis. 

Detecting traces of these substances in the human body also would require extensive chemical and toxicological testing. It’s also important to consider how these substances mix in the water jet, as the resulting combinations can produce even more toxic effects. The high pressure of the water significantly intensifies the impact, allowing the toxins to penetrate deep into the eyes and mucous membranes. This can lead to mass intoxication, which is precisely what we witnessed during those events.

People struggled to breathe for several days and experienced nausea, panic attacks, and severe breathing difficulties. 

Detecting camite in the body is practically impossible after 2 or 3 days, whereas trichloroethylene is more likely to be detected. High levels of toxic exposure from these substances used together could lead to severe and long-term mental health effects, as well as specific physical changes and complications — effects that may not manifest right away but could emerge years later as chronic illnesses.

No gas should ever be mixed into a water cannon. This is unimaginable. 

The Dream government has confirmed that they used a solvent. But what was the solvent used for? A solvent is intended to dissolve substances.

  • What does this confirm for you?

The use of a solvent is already a significant concern — any solvent is neurotoxic. Regardless of what is being dissolved, it affects the central nervous system. When a solvent is added to a water jet, it sets a dangerously concerning precedent.

At the “Federalists,” we are collecting testimonies from individuals who attended the demonstrations and hearing severe accounts. Those who reach out to us confirm that they continue to experience specific symptoms long-term, which is even more alarming. This suggests that a chemical weapon was used.

According to relevant conventions, such agents should only have short-term effects and should not cause long-term issues under any circumstances. However, we are now discussing effects that persist a year later — individuals are experiencing headaches, panic attacks, and breathing difficulties.

In the medium term — over a matter of weeks — the following symptoms may arise: toxic bronchitis, pneumonia, and erosion of the mucous membranes. People report unexplained nosebleeds, increased irritability of the nervous system, sleep disorders, and, in the long term — months and years later — these symptoms can develop into significant psychological conditions such as PTSD (post-traumatic stress disorder), panic attacks, anxiety disorders, prolonged insomnia, and cognitive deficits.

Neurological changes may also be detected. In the case of trichloroethylene, symptoms like neuropathies, numbness, tingling, chronic dizziness, and fatigue may be strongly associated with its use. 

  • Could these symptoms lead to even more severe and chronic illnesses? 

In the case of trichloroethylene, this could involve kidney and liver damage—functional impairments—as well as a reduction in lung function, leading to obstructive processes.

Anyone experiencing symptoms should undergo regular preventive medical examinations, particularly those who believe they were heavily exposed. At a minimum, individuals should have their health checked by a family doctor to establish a clear clinical picture and implement prevention strategies to stop chronic diseases from developing. That is my most important piece of advice.

  • What should people pay attention to ensure that evidence is not lost? 

It’s crucial to conduct detailed interviews and examinations of a large number of individuals. The BBC is highly competent, and I believe they would not have proceeded without sufficient evidence. Additionally, the film features qualified experts and toxicologists.

The population living along Rustaveli Avenue is significant. We have received many accounts from residents reporting headaches and other symptoms. Some have even relocated due to their unbearable living conditions. A close acquaintance of mine who lived near parliament moved to the Saburtalo district.

I witnessed the events of April 9. It is noteworthy that when flowers were later collected on the anniversary, they contained residues of toxic substances. There is even a term for this — “those poisoned on April 9.” At the time, it was never fully determined what exactly was used. I remember that studies were conducted afterward, ultimately concluding that extremely heavy gases had been deployed.

Interview with a Doctor Whose Study on Chemical Exposure During Georgia’s Protests Was Featured in the BBC Investigation

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 178 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 396 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 686 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 843 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 558ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 900 ერთეული [+424]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 907 ერთეული [+94]
  • სპეცტექნიკა – 4 014 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 422 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 387 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 626 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 391 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე შეთანხმდა

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

პუტინი ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის მოხვედრის შემდეგ? – ინტერვიუ ექიმთან

„წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას… ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მას ვესაუბრეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში – „როდესაც წყალი გწვავს“.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite].

კონკრეტულად რას იწვევს ბრომობენზილის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა? – „ბათუმელებმა“ ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ზურაბ, რას იწვევს ადამიანის ორგანიზმში იმ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა, რაზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში, მათ შორის, „კამიტი“?

BBC-ის საგამოძიებო ფილმში რამდენიმე ნივთიერებაზეა საუბარი. მხოლოდ „კამიტზე“ ლაპარაკი არ იქნება სწორი. აქ არის ლაპარაკი ტრიქლორეთილენზე (TCE). ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ამ ორი ნივთიერების კომბინაცია და მათი გამოყენება წყლის ჭავლში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს.

მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ნივთიერებების აღმოჩენა ერთი წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ოფიციალური ცნობები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული.

  • ეს ქიმიური ნივთიერებები როცა ხვდება ადამიანის ორგანიზმში, არ ტოვებს კვალს? შეუძლებელია მისი მიგნება?

„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს, იგი კანიდან, თვალიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. ძლიერი წყლის ჭავლის და დიდი ექსპოზიციის შემთხვევაში კი ის უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმში. ამ დროს მისი ტოქსიკურობა ბევრად უფრო გამოხატულია.

თუმცა ეს არ არის კლასიკური ციანიდი. ეს არის ცრემლსადენი გაზი და ციანიდს ბევრად ჩამოუვარდება ტოქსიკურობით.

რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, იგი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც კანიდან და ინჰალაციიდან ძალიან სწრაფად აბსორბირდება, გრძელვადიანად აზიანებს ორგანიზმს. ეს გამხსნელი ღვიძლის და თირკმლების ძლიერ დაზიანებას იწვევს.

ამ კოდების ქვეშ, რაც დასახელდა BBC-ის ფილმში, შესაძლებელია იყოს ბევრი სხვა ნივთიერება, მაგალითად, ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ვენახის მოსაწამლად.

თუ გამოყენებული იყო ტრიქლორეთილენი, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც, მაგალითად, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში. ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი.

რაც შეეხება კვალს ადამიანზე – ეს არის ძალიან ღრმა ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის კვლევა. აქ უნდა ვისაუბროთ ამ ნივთიერებების წყლის ჭავლში გარევასთან და რა კომბინაციებს ვიღებთ ამ შემთხვევაში. ის ბევრად უფრო ტოქსიკურ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე წყალთან კომბინაციის გარეშე, რადგან წყლის მაღალი წნევა მნიშვნელოვნად აძლიერებს ტოქსიკურობის ეფექტს – ტოქსინი შედის ღრმა ფენებში, თვალებში, ლორწოვან გარსებში. ამას შეუძლია მასობრივი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს იყო კიდეც იმ პერიოდში და ამის მომსწრე ყველანი ვართ.

ადამიანებს უჭირდათ სუნთქვა რამდენიმე დღის მანძილზე, ჰქონდათ გულისრევის შეგრძნება, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება.

„კამიტის“ აღმოჩენა ორგანიზმში, ფაქტობრივად, ორი-სამი დღის მერე შეუძლებელია. ტრიქლორეთილენის აღმოჩენა უფრო შესაძლებელია, ვიდრე „კამიტის“.

მაღალი ტოქსიკური ქიმიური ზემოქმედება შეიძლება გამოეწვია ამ ნივთიერებებს კომბინაციაში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივი ეფექტების, ასევე, გარკვეული სომატური ცვლილებების და გართულებების ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანდეს, მაგრამ ბევრი წლის მერე გამოჩნდეს უკვე ქრონიკულ დაავადებებში.

წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ეს წარმოუდგენელია.

„ოცნებამ“ დაადასტურა, რომ გამხსნელს ხმარობდნენ. რისთვის ხმარობდნენ გამხსნელს? გამხსნელს ხმარობდნენ იმისთვის, რომ რაღაცა გაეხსნათ, ხომ?!

  • ეს რას ადასტურებს თქვენთვის?

თვითონ გამხსნელის მოხმარება უკვე პრობლემას წარმოადგენს – ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიკურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია.

„ფედერალისტები“ ვაგროვებთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ დემონსტრაციებზე და ძალიან მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ვინც ჩვენ გვწერს, ადასტურებს იმას, რომ გრძელვადიან პერიოდში მათ კვლავ აქვთ გარკვეული სიმპტომები, რაც ბევრად უფრო საშიშია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი.

დაშვებული კონვენციით, ეს უნდა იყოს მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების და არ უნდა იწვევდეს არცერთ შემთხვევაში გრძელვადიან ეფექტს. ახლა კი ვსაუბრობთ ეფექტზე ერთი წლის შემდეგ – ადამიანებს აქვთ თავის ტკივილი, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება.

საშუალო ვადაში, ანუ კვირების განმავლობაში გამოხატული სიმპტომებია: ტოქსიკური ბრონქიტები, ფილტვების ანთება, ლორწოვანი გარსების გამოშრობა და ეროზია…

გვწერენ, რომ უმიზეზოდ აქვთ ცხვირიდან სისხლდენა, ასევე, ნერვული სისტემის გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, ხოლო გრძელვადიან შედეგებში – ანუ თვეების, წლების გავლის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს უკვე გამოხატული ფსიქიკური მომენტები, ანუ PTSD [პოსტტრავმული სტრესული აშლილობა], პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობები, ხანგრძლივი უძილობა, კოგნიტიური დეფიციტი.

ნევროლოგიურადაც შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების აღმოჩენა.

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში შეიძლება მყარად ასოცირებული იყოს დემიელინიზაცია ტრიქლორეთილენის გამოყენებასთან: ნეიროპათიები, დაბუჟება, ჩხვლეტები, ქრონიკული თავბრუხვევები, დაღლილობა და ასე შემდეგ.

  • შესაძლოა, ეს სიმპტომები გადაიზარდოს კიდევ უფრო რთულ და ქრონიკულ დაავადებებში?

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თირკმლის და ღვიძლის დაზიანება – შესაძლებელია მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, დაზიანება და ფილტვის ფუნქციების შემცირება, ანუ ობსტრუქციული პროცესების განვითარება.

ვისაც აქვს გარკვეული სიმპტომები, პერიოდულად პროფილაქტიკური კვლევები უნდა ჩაიტაროს ყველამ, ვინც მიიჩნევს, რომ დიდი ექსპოზიცია მიიღო ორგანიზმზე.

ოჯახის ექიმის დონეზე ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს იმისათვის, რომ შევძლოთ სურათი გამოვკვეთოთ და პრევენცია მოვახდინოთ, რომ არ ჩამოყალიბდეს ქრონიკული დაავადება. ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი რჩევა.

  • ამ პროცესში რას უნდა მიაქციონ ყურადღება ადამიანებმა, რომ არ გაქრეს მტკიცებულებები? 

მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის სპეციფიკური გამოკითხვა და კვლევების ჩატარება. ჩემთვის BBC საკმაოდ კომპეტენტურია და არა მგონია, არ ჰქონოდათ საკმარისი მტკიცებულებები. თანაც, კომპეტენტური ადამიანები, ტოქსიკოლოგები საუბრობენ ამ ფილმში.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს. ჩვენ ვისმენთ არაერთ ისტორიას, რომ დაეწყოთ თავის ტკივილი და ასე შემდეგ. ზოგიერთმა შეიცვალა კიდეც საცხოვრებელი ადგილი, იმდენად გაუსაძლისი გახდა მათთვის ცხოვრება… ჩემი ახლობელიც, რომელიც პარლამენტთან ახლოს ცხოვრობს, გადავიდა საბურთალოზე.

მე ვარ მომსწრე 9 აპრილის. თუ გახსოვთ, იქ წლისთავზე აიღეს ყვავილები – ყვავილებში იყო მომწამლავი ნივთიერების გარკვეული რაოდენობა დარჩენილი. „9 აპრილს მოწამლულები“ – ასეთი ტერმინიც კი არსებობს. იმ წლებში ბოლომდე ვერ დადგინდა, რა გამოიყენეს. მახსოვს, მაშინ სერიოზული კვლევები ჩატარდა და საბოლოოდ დაიდო დასკვნა, რომ ძალიან მძიმე გაზები იყო გამოყენებული.

ამ თემაზე:

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

პენსიონერი ქალის საქმე ხულოდან, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მიმართა

რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიუმართავს. საქმე ხულოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ოჯახში ძალადობას ეხება.

წარდგინებით მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ მიმართავს, როცა მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მან ესა თუ ის ადამიანი უნდა გაასამართლოს. ამ დროს საქმის განხილვა ჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მაგალითად, ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელი დაპატიმრება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია და საქმისწარმოება შეაჩერა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში. მაშინ, როცა ეს კონკრეტული მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას აპროტესტებს და ამ კანონის საფუძველზე ადამიანებს ციხეში არ უშვებს, უზენაესმა სასამართლომ შემდეგი ქეისის გამო მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს:

  • უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც გამორიცხავს საპენსიო ასაკს მიღწეული პირისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნას.

უზენაეს სასამართლომდე ხულოს ერთ-ერთი სოფელში მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმე მისულა. პროკურატურა ნარგიზ მელაძეს ოჯახის წევრების თვალწინ რძალზე ძალადობას ედავება: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

ნარგიზ მელაძეს პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში წარუდგინა. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას. გამოდის, რომ თუ მოსამართლე ნარგიზ მელაძეს დამნაშავედ მიიჩნევს, ის აუცილებლად უნდა დააპატიმრონ ერთიდან სამ წლამდე ვადით, რადგან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას პენსიონერს ვერ დააკისრებენ.

  • 2025 წლის იანვარში ამ საქმეზე ხელვაჩაურის სასამართლოს ნარგიზ მელაძე უდანაშაულოდ მიუჩნევია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

უზენაესმა სასამართლომ კი გადაწყვიტა, საკონსტიტუციოსთვის მიემართა:

„სადავო ნორმა ბრალდებულის/განსასჯელის ინდივიდუალური ფიზიკური/ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ან/და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის გათვალისწინების გარეშე ბლანკეტურად კრძალავს საპენსიო ასაკის ქალების მიმართ, სასჯელის სახედ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, თუნდაც შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნარი და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები/გარემოებები თავსებადი იყოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების შესაძლებლობასთან და საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

მაშინ, როდესაც იმ ქალების მიმართებით, რომლებსაც არ მიუღწევიათ საპენსიო ასაკისთვის, იმავე ვითარებაში, დასაშვებია, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდება.

ამდენად, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარს და მივა ნარგიზ მელაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებამდე, მას უალტერნატივოდ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად [გამართლებული არ აღიარებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას, ასევე, არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით, გამორიცხავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას], რაც განპირობებული იქნება მხოლოდ იმით, რომ ნარგიზ მელაძე არის საპენსიო ასაკის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი  საპენსიო ასაკის პირისათვის a priori გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული [ბრალადწარდგენილი] დანაშაულისათვის, ამავე მუხლით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – გამოყენების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად და სრულად კრძალავს/გამორიცხავს საპენსიო ასაკის ქალების მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში.

  • წარდგინების ავტორია უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე: ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე. წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ამ თემაზე:

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

 

რა იცვლება სუს-ში დასაქმების წესებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ გაცილებით მარტივად მიიღებენ პირს, რომლის ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე იმ პირს, რომელიც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალავს მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ან წარადგენს არასწორ მონაცემებს.

ასეთი პირების სუს-ში მიღება სუს-ის უფროსის ბრძანებით არ შეიძლება, თუმცა იყო გამონაკლისი – მათი სამსახურში მიღება შეიძლებოდა მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“.

სუს-ის მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, 2025 წლის 1-ელ დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც „განსაკუთრებული“ შემთხვევის არსებობა და „სახელმწიფო ინტერესების“ გათვალისწინება აღარ იქნება აუცილებელი და ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირებს სუს-ში მხოლოდ „სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ მიიღებენ.

ცვლილება მდინარაძემ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სუს-ის უფროსის 2015 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძანებაში შეიტანა.

„შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.“ – წერია მამუკა მდინარაძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

აღნიშნული პუნქტი აქამდე შემდეგი შინაარსის იყო:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.“

რაც შეეხება მე-19 მუხლს, ის აწესებს შეზღუდვებს სამსახურში [სუს-ში] მიღებისას. ამ მუხლში ჩამოთვლილია, თუ ვისი მიღება არ შეიძლება სამსახურში. მათ შორის არის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვით სუს-ში არ მიიღება:

  • „ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
  • კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები“.

კონკრეტულად „განსაკუთრებული შემთხვევა“ და „სახელმწიფო ინტერესები“ სუს-ში სამსახურის გავლის წესში განმარტებული არ არის, თუმცა ზოგადად განსაკუთრებული შემთხვევა მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, საერთო უსაფრთხოებას ან სტრატეგიულ მიზნებს მოიცავს და გამონაკლისიც ასეთი შემთხვევისთვის დაიშვებოდა.

მამუკა მდინარაძის ბრძანებით კი, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იქნება, თუნდაც მხოლოდ კონკრეტული სამსახურის [ამ შემთხვევაში სუს-ის], დეპარტამენტის ან სააგენტოს საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე:

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

 

 

 

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა.

საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.

ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულები ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით [საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით] .

ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

საქართველოში 644 200 მოსწავლე და 66 300 მასწავლებელია – საქსტატის ახალი მონაცემები

2025-2026 სასწავლო წლის შესახებ ახალმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში გასულ, 2024 წელთან შედარებით სკოლების რაოდენობის მცირედი კლება და მოსწავლეთა რაოდენობის მატება აღინიშნება.

საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მათგან 2 086 საჯარო და 206 – კერძო.

მანამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა კვლავ იმერეთშია – 17.1%.

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644 200 მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეთა რაოდენობის მატება ყველაზე მკვეთრად თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქის სკოლებში მოსწავლეთა 36 პროცენტი სწავლობს.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სასკოლო განათლების მიღების კუთხით მოსწავლეთა უმეტესობა საჯარო სექტორს ირჩევს. არსებული მონაცემებით, მოსწავლეთა 88.8%  საჯარო სკოლებში სწავლობს, ხოლო მოსწავლეთა 11.2% იღებს განათლებას კერძო სკოლებში.

მოსწავლეთა 48.4% გოგოა, ხოლო 51.6% – ბიჭი.

საქსტატის მიერ წარმოდგენილი დიაგრამა აჩვენებს, რომ საქართველოში ზოგადი განათლების დონეზე მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ამავე დროს, 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო საფეხურზე განათლების მიღების მაჩვენებელმა წელს 41.4 ათასი მოსწავლე შეადგინა, რაც დაახლოებით 0.8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა 2025/2026 სასწავლო წლისთვის 66 300 შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 0.5%-იანი ზრდაა.

ამ პროფესიაში გენდერული სტატისტიკა კვლავ უცვლელია, მასწავლებელთა 87.6% ქალია, ხოლო 12.4%  – კაცი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018–2019 წლებში მასწავლებელთა რაოდენობის მაჩვენებელმა პიკურ ნიშნულს, კერძოდ 67.3 ათასს მიაღწია, რის შემდეგაც 2020-2023 წლებში შემცირდა და 62–63 ათასამდე დაიწია.

___________________

მოამზადა ლიზა გათენაძემ

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რკინიგზა ბათუმში 107 586 კვ/მ მიწას ყიდის 59 მილიონ ლარად – აუქციონები არ შედგა 

ბათუმში, გაგარინისა და ხახულის  ქუჩის შესახვევს შორის [სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია] „საქართველოს რკინიგზა“ ჯამში 107 586 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 3 ნაკვეთს ყიდის. ქონება მთლიანობაში 59 712 497 ლარად იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონები არ შედგა.

რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვას“ თითოეულ ნაკვეთზე აუქციონი ორ-ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული.

გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობები და საწყისი გასაყიდი ფასი:

პირველი ნაკვეთი – 33 466 კვადრატული მეტრი – საწყისი გასაყიდი ფასი 18 652 928 ლარი

მეორე ნაკვეთი – 26 937 კვადრატული მეტრი – საწყისი გასაყიდი ფასი 15 025 591 ლარი

მესამე ნაკვეთი – 47 183 კვადრატული მეტრი – საწყისი გასაყიდი ფასი 26 033 978 ლარი

სამივე შემთხვევაში „ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა იყო აუქციონის დასრულებიდან -1 თვე; შეძენილი ქონების საფასურის [აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით] გადახდის ვადა კი აუქციონის დასრულებიდან – 10 დღე.

NN1, 2, 3 – გასაყიდი მიწის ნაკვეთები ბათუმში და N4 – გაყიდული მიწის ნაკვეთი [ეს ტერიტორია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის უკან მდებარეობს]
გასაყიდი მიწის ნაკვეთები [ყოფილი: ე.წ. „ბათუმის სატვირთო ეზო“] „ჯიარ ქონების მართვის“ საკუთრებაშია.

კომპანიამ ამ ნაკვეთების მომიჯნავედ 19 147 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი [ფოტოზე N4] უკვე გაყიდა 13 615 326 ლარად. ეს ნაკვეთი აუქციონზე ერთი ბიჯით გაიყიდა და დღეს მისი მესაკუთრეა შპს „კორეან ელექტრონიქსი“.  ეს კომპანია 2027 წელსაა თბილისში რეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია გიორგი ქიძინიძე.

„ჯიარ ქონების მართვას“ დარჩენილი სამი ნაკვეთის გასაყიდად ხელახალი აუქციონები ჯერ არ გამოუცხადებია. შესაბამისად, უცნობია შეამცირებენ თუ არა საწყის გასაყიდ ფასს.

ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი.

ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები.

რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობენ სუს-ის და საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში. „ბათუმელებს“ არც ნავთობტერმინალის ადმინისტრაციაში უპასუხეს.

ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების შეჩერების შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაციას ტერმინალში დასაქმებული პირიც უდასტურებს. მან კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.

„როგორც ვიცი, რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ეს უკავშირდება კომერციულ საქმიანობას… ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის, არიან ხელმძღვანელი პირები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომელი.

მწერალ ბორის აკუნინს რუსეთში კიდევ ერთი წელი მიუსაჯეს – მას ჯამში 15 წელი აქვს მისჯილი

რუსეთში მწერალ ბორის აკუნინს დაუსწრებლად მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა „უცხოელი აგენტის საქმის“ გამო.

რუსული მედიის ცნობით, პირველ განაჩენთან ერთად, სასჯელმა ჯამში 15 წელი შეადგინა – პირველი ოთხი წელი ციხეში, ხოლო დანარჩენი – კოლონიაში.

ასევე, აკუნინს რუსეთში ექვსი წლით აეკრძალა ინტერნეტში პუბლიკაციების გამოქვეყნება და დაეკისრა ჯარიმა, 600 000 რუბლი.

2025 წლის ზაფხულში ბორის აკუნინი რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის, ტერორიზმის გამართლებისა და „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის ბრალდებით და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების საფუძველი იყო აკუნინის საუბარი რუსეთის ომის პროპაგანდისტებთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ.

რუსეთში ბორის აკუნინის წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერებულია.

აკუნინი რუსეთში 10 წელზე მეტია არ ცხოვრობს, მან ქვეყანა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დატოვა.

ამავე თემაზე:

ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება

 

ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება

ვისაც მოსწონს ნაქარგი საოჯახო ნივთები თუ ტანსაცმელი, რომლებიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშებია, ასევე ხელნაკეთი თოჯინები თუ სხვა საგნები, ხვალ, ბათუმში, 14:00-საათიდან შეიძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. მათ შორის იქნება პატიმრობაში მყოფი ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ხელნაკეთი ნივთებიც, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მის მეუღლეს გადაეცემა.

5 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე მეწარმე აჭარის რეგიონიდან, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება ხელით ნაქარგი საოჯახო ნივთები, ხელნაკეთი თოჯინები, საახალწლო სათამაშოები, სუვენირები, ნახატები, ნაჭრის სათამაშოები, მძივები, დეკორატიული ნივთები, სანთლები, აქსესუარები, მოქსოვილი ჩანთები, ბლოკნოტები.

გამოფენილი იქნება ასევე მრავალფეროვანი გასტრონომიული პროდუქცია.

6 დეკემბერს კი, „უკრაინული სახლი ბათუმში“ უმასპინძლებს მცირე მეწარმეებს პროექტის ფარგლებში „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ – აქ მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია გასაყიდად.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ქართული ხელნაკეთი პროდუქცია უშუალოდ მათი შემქმნელებისგან.

პროექტი ეხმარება აჭარის რეგიონში მცხოვრები მეწარმეებს ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. სამეწარმეო ბაზრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

სამეწარმეო ბაზრობაში მონაწილე მეწარმეები:
  • სვეტა ლოგუა, ბათუმი
  • ნათია გეგუჩაძე, ბათუმი
  • ნესტან ავალიანი, ბათუმი
  • მანანა გურგენიძე, ბათუმი
  • თეო ხაჯიშვილი, ბათუმი
  • იზა სამველიძე, ბათუმი
  • მარინა ხალვაში, ბათუმი
  • ლემან ჩახვაძე, ბათუმი
  • ემა სატკოევა, ბათუმი
  • ინგა ბალაძე, ბათუმი
  • ირმა დიასამიძე, ქედა
  • დონარ აკვაზბა, ქედა
  • მარინა ბერიძე, ქედა
  • ციური დავითაძე, ქედა
  • ნათია მელაძე, ხულო
  • მზიური მელაძე, ხულო
  • მზევინარ ირემაძე, ხულო
  • მარგალიტა მელაძე, ხულო
  • ნინო ხოზრევანიძე, ხულო
  • მარიკა ლებანიძე, ბათუმი
  • მარიამ გორგოშაძე, ბათუმი
  • მარიამ არძენაძე, ბათუმი
  • დავით ბერიძე, ბათუმი
  • ციცი დუმბაძე, ბათუმი
  • მაია მალაყმაძე, ბათუმი
  • ინგა ბერიძე, ბათუმი
  • ნათია ჯავახიშვილი, ბათუმი
  • ია თედორაძე, ოზურგეთი
  • გიორგი ჩხაიძე, ბათუმი
  • ზვიად ბერიძე, ბათუმი
  • ნატალია ბიდენტკო/ Nataliia Bidenko, უკრაინა
  • ალექსანდრა ომელჩენკო / Oleksandra Omelchenko, უკრაინა
  • იულია მუსი / Yuliia Musii, უკრაინა
  • ვირა რეშეტნიაკ / Vira Reshetnyak, უკრაინა
  • ოლჰა ჰუცუ / Olha Hutsu, უკრაინა
  • ხათუნა ფაღავა, ბათუმი
  • სოფიო ბროლაძე, ბათუმი
  • მეგი ხინიკაძე, ბათუმი
  • მაკა მოციქულაშვილი, ბათუმი
  • ელენე ფოფხაძე, ბათუმი
  • ზურა ჭავჭანიძე – სოხუმი

პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

გამოფენა-გაყიდვა 14:00-საათიდან დაიწყება.

მისამართი, ბათუმი (გოგებაშვილის ქ. 10).

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 177 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 396 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 685 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 809 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 556 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 476 ერთეული [+245]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 813 ერთეული [+125]
  • სპეცტექნიკა – 4 012 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 277 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 370 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 626 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 706 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 283 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე შეთანხმდა

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

პუტინი ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version