ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების“ ფინანსური გაძლიერება გადაწყვიტეს. რამდენიმე მათგანმა პარტიას 5 -10 ათასი ლარი შესწირა.
ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება, ამომრჩეველმა არჩევანი „ოცნების“ ან „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.
„ქართული ოცნების“ სახელით არჩილ ჩიქოვანი იბრძვის, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი გიორგი კირთაძეა.
2021 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს შვიდმა წევრმა „ოცნებას“ ჯამში 45 000 ლარი შესწირა. მათ შორის პარტიას 5000 ლარი შესწირა ასლან ბალაძემ – ის „ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. შესაბამისად, ის უკვე ბათუმის საკრებულოს წევრია. ასლან ბალაძე ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორია.
„ოცნებას“ 5000 ლარი შესწირა გიორგი ლომთათიძემაც. მან ძველი ბათუმის მაჟორიტარული ოლქი მოიგო და საკრებულოს წევრი გახდა.
„ოცნებას“ 5000 ლარი შესწირა ასევე თენგიზ აფხაზავამ, ის ბათუმის ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობს და „ოცნების“ სიაში მეთერთმეტე ნომერი იყო.
მომავალი საკრებულოს მაჟორიტარია ბიზნესმენ ნუკრი დოლიძის შვილი ლევან დოლიძე. მან „ოცნებას“ 5000 ლარი შესწირა.
5000 ლარი შესწირა პარტიას ასევე გოჩა მგელაძემ, ისიც საკრებულოს მაჟორიტარი და ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა.
„ოცნებას“ 10-10 ათასი ლარი შესწირეს მომავალი საკრებულოს წევრებმა – ნერიმან ცინცაძემ და დავით მახარაძემ. ორივე მათგანი მოქმედი საკრებულოს წევრია. დავით მახარაძე ბოლო პერიოდში მოქმედი საკრებულოს იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა, ხოლო ნერიმან ცინძაძე საკრებულოს რიგითი წევრია ასევე „ოცნების“ უმრავლესობიდან. ისინი „ოცნების“ სიით მომავალ საკრებულოშიც მოხვდნენ.
სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, მეორე ტურისთვის „ოცნებას“ მნიშვნელოვანი შემოწირულობა არ მიუღია. აუდიტისთვის წარდგენილი შუალედური ანგარიშის მიხედვით, „ოცნებამ“ პირველი ტურისთვის ჯამში 8 მილიონ 287 870 ლარი მიიღო. აქედან 7 მილიონ 837 030 ლარი შემოწირულობა, ხოლო 428 335 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია. დარჩენილი 22 505 ლარი კი მიუთითეს, როგორც – სხვა შემოსავლი.
შემოდგომაზე ბათუმში რამდენიმე ადგილას მოტკბო, თავბრუდამხვევი სურნელი შეგაჩერებთ. შესაძლოა, უცებ ვერც მიხვდეთ საიდან მოდის ეს არომატი, მაგრამ თუ დააკვირდებით, მარადმწვანე ხეს შენიშნავთ, პატარა, თეთრი ყვავილებით. ეს სურნელი სწორედ ამ ყვავილებს აქვს.
ეს ოსმანთუსია, უფრო ზუსტად – სურნელოვანი ოსმანთუსი – Osmanthus fragrans Lour, რომლის სამშობლოც აღმოსავლეთ აზიაა – ჩინეთი, ჰიმალაისა და სამხრეთ იაპონიის სუბტროპიკული ტყეები.
ოსმანთუსი ბათუმში საუკუნეზე მეტია ხარობს. ცნობილია მისი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შემოტანის თარიღიც – 1900 წელი.
ნანა აბაშიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების კურატორი ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში დღესაც ნახავთ ოსმანთუსებს, რომელთა ასაკი ას წელზე მეტია.
„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ამ მცენარის 5 სახეობაა, მათგან ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთი ადგილობრივი, ენდემური წარმოშობისაა – წყავმაზა – osmanthus decorus.
რაც შეეხება სურნელოვან ოსმანთუსს, ეს მარადმწვანე მცენარეა, დაახლოებით 6 მეტრი სიმაღლის, რომელიც ყვავილობს აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით და ასევე, იანვარ-თებერვალში.
ხეს აქვს თეთრი და ყვითელი ყვავილები, არაჩვეულებრივი არომატით. ბოტანიკურ ბაღში ყველა მნახველი ინტერესდება, კითხულობენ – „რისი სუნია?“ ეს გახლავთ სურნელოვანი ოსმანთუსი, ეს ნაზი ყვავილები განაპირობებენ ამ არაჩვეულებრივ სურნელს.
მისი სურნელი მოგვაგონებს მაგნოლიისა და ჟასმინის ნაზავის სურნელს.
არის ამ მცენარის სხვა სახეობებიც, მაგრამ ყველაზე ტკბილი არომატი სურნელოვან ოსმანთუსს აქვს.
თითქმის ყველა ოსმანთუსი გამოიყენება პარფიუმერიაში, მათ შორის, როგორც კანის მოვლის საშუალებაც.
ყვავილში შემავალი ეთერზეთები გამოიყენება კულინარიაშიც, სხვადასხვა ტკბილეულის მოსამზადებლად, მწვანე და შავი ჩაის არომატიზატორად.
ჩინურ მედიცინაში ათას წელზე მეტია გამოიყენება ოსმანთუსის ეთერზეთი და მიიჩნევა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას.
ასე, რომ მრავალმხრივი გამოყენება აქვს ამ მცენარეს, გარდა იმისა, რომ ყვავილობის პერიოდში გვატკბობს თავისი არაჩვეულებრივი სურნელით,“ – ამბობს ნანა აბაშიძე.
ჩინეთში არის ქალაქი, სახელად გუილინი, რომლის სახელწოდებაც ითარგმნება, როგორც სურნელოვანი ოსმანთუსის ტყე. ამ ქალაქის მახლობლად ოსმანთუსის ტყეებია და ამ გარემოებისა და ლანდშაფტის გამო ქალაქი ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია ჩინეთში.
ქალაქი გუილინი. ფოტო: ვიკიპედია
სურნელოვანი ოსმანთუსი ჩინეთში უკავშირდება მთვარის ფესტივალსაც, რომელიც შემოდგომაზე, ოსმანთუსის ყვავილობისას აღინიშნება. ამ დროს ჩინელები მთვარის ნამცხვარს ამზადებენ, რომლის გულსართად ოსმანთუსის ყვავილების ჟელესაც იყენებენ.
ჩინური მთვარის ფესტივალზე სამხრეთ ჩინეთში სვამენ ბრინჯის ალკოჰოლურ სასმელს, ბაიჯიუს, რომლის მოსამზადებლადაც ასევე გამოიყენება სურნელოვანი ოსმანთუსის ყვავილები.
„სურნელოვანი ოსმანთუსი ერთგულების და სიყვარულის სიმბოლოა“ – ამბობს ნანა აბაშიძე, – „თავის სამშობლოში მას ბევრი ლეგენდა და ტრადიცია უკავშირდება და პოეტების მუზადაც მიიჩნევა. იტალიელი პოეტი, ვიტორიო სერენი, თავის პოეზიაში ხშირად მოიხსენიებს ოსმანთუსს“.
აჭარაში ოსმანთუსი კარგად ხარობს, რისი მთავარი მიზეზიც სუბტროპიკული კლიმატია.
„სითბოს მოყვარულია, უყვარს მზიანი ადგილი, კარგად დრენირებულ, ოდნავ მომჟავო ან ტუტე ნიადაგში მშვენივრად გრძნობს თავს. ჩვენს პირობებში ხშირი მორწყვა არ სჭირდება, რადგან საკმაოდ უხვი ნალექი გვაქვს, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ხშირად რწყავენ ხოლმე უკეთესი ზრდა-განვითარებისათვის. მრავლდება კალმით, თუმცა ნელი ზრდით გამოირჩევა,“ – ამბობს ნანა აბაშიძე.
ბათუმში, მემედ აბაშიძის #56 ში მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება და საჭიროა გადაუდებელი სამუშაოები – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს.
ლელა სურმანიძის თქმით, სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობის ალტერნატიულ სივრცეში ცხოვრების ხარჯებს მერია დაფარავს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში 16 ოქტომბერს გადაიყვანეს. ევაკუაცია გვიან საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ საფრთხეს შეიცავს ცხოვრება ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსშიც.
მერიამ 40-მდე ოჯახი მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანა. როგორც მაშინ განმარტეს, მიმდინარეობდა ექსპერტიზა, პირველადი კვლევების შემდეგ ექსპერტებმა პრევენციის მიზნით მოსახლეობის კორპუსიდან გაყვანა მოითხოვეს.
„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ლელა სურმანიძემ.
რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მერიის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.
„აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროებს აღმოფხვრას.“
ლელა სურმანიძემ განმარტა ასევე, რომ მიმდინარე სამუშაოები მერიასთან შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამო იყო, რაზეც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
მერიის ინფორმაციით, გამაგრებით სამუშაოებს დაზიანებული ფართობის მეპატრონე ჩაატარებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი – befriend.mes.gov.ge ამოქმედდა, რომელიც საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში გაუწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
ვებგვერდზე მარჯვენა დაბალ კუთხეში არის მწვანე ველი, რომელსაც აწერია – „ონლაინ“. ამ ველზე დაწკაპუნების შემდეგ კი, მოზარდს აუცილებლად გამოეხმაურება სპეციალისტი და მის პრობლემას მოისმენს.
უწყების ცნობით, მომსახურება კონფინდეციალურია.
სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდი ყოველ სამუშაო დღეს, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებს.
„ერთჯერადი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სხვა სერვისებსაც შესთავაზებს, რომლებიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეების და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის სრულფასოვან, მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ონლაინკონსულტირებას ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლი არეგულირებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ინტერნეტპორტალის პარალელურად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზიც: 08 00 00 00 88
„მერე რა, რომ მუშაობდა? ყველა ადამიანი მუშაობდა, წამოვიდა და წამოსულია…“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც მეგის ქარდავა იყო. ჟურნალისტებმა პრემიერ ღარიბაშვილს ჰკითხეს, ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, თუკი მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო?
მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. არჩილ ჩიქოვანი კი 2011 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე რეგიონალურ სამმართველოს (აჭარა) ხელმძღვანელობდა.
არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ბათუმში. მეორე ტურში მისი კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი კირთაძეა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში 1000-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე არჩილ ჩიქოვანმა.
„მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი, მთელი სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი… მთელი ეს მკვლელების ბანდა ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე.
რაც შეეხება არჩილ ჩიქოვანს, არ შეიძლება ადამიანს ბრალი დასდო, ცილი დასწამო ასეთი… ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საერთოდ, თქვენ როგორ მელაპარაკებით?… სააკაშვილის ნაცმოძრაობის წევრები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს რაც ხდებოდა, თითქოს ეს მუშაობდა სადღაც, მერე წამოვიდა, სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა კითხვებს ამ თემაზე აღარ უპასუხა.
დღეს, 19 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დახურული შეხვედრა ბათუმში გამართა.
„აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის,“ – განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების საპასუხოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე იგი არ წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
„მინდა გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულიად გამჭვირალე პროცესი გვაქვს, უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი… სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი,“ – თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტარებმა და ასევე სხვა პოლიტიკოსებმა, სულ 72-მა ადამიანმა, განცხადება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის შესახებ გუშინ, 18 ოქტომბერს, გაავრცელეს.
ძველ ქართულ პრესაში ხშირად გვხვდება ტექსტები და კარიკატურები, რომლებიც ქალაქის უსუფთაობის პრობლემას ეხება. მართლაც, იმ დროის თბილისის მოქალაქეები სახლებიდან და ეზოებიდან ნაგავს პირდაპირ ქუჩებში ყრიდნენ. ქუჩებში ხვდებოდა სავაჭრო დახლებიდან და დუქნებიდან მორჩენილი და გაფუჭებული პროდუქტები, ქარხნებიდან კი – წარმოების ნარჩენები.
ძველი თბილისის ანტისანიტარია ბევრი დაავადების მიზეზი ხდებოდა. სიბინძურე კიდევ უფრო უწყობდა ხელს იმ დროს ქვეყანაში მოდებული შავი ჭირის, ქოლერისა და სხვა ინფექციების გავრცელებას. პრობლემა თბილისის მოსახლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მწვავდებოდა.
მიზეზი წყლის დეფიციტიც იყო, რაც ქუჩების მორეცხვასა და ეზოების გასუფთავებას ართულებდა. იმ დროის თბილისში, ისევე, როგორც აზიისა თუ ევროპის სხვა ქალაქებში, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების, ნაგვის ურნების დადგმისა და ნაგავსაყრელებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფის კულტურა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქის თავკაცებმა უსუფთაობასთან ბრძოლა დაიწყეს. დააწესეს ჯარიმები მათთვის, ვინც ქუჩაში ნაგავს დაყრიდა. შეიქმნა სანიტარული კომიტეტიც, რომელსაც ქუჩების სისუფთავეზე ზრუნვა და ახალი რეგულაციების აღსრულება დაევალათ.
ქალაქში სანაგვე ურნებიც დაიდგა, გაიზარდა მეეზოვეების რიცხვიც. თუმცა, ქალაქის გასასუფთავებლად მიმართული ღონისძიებები საკმარისი მაინც არ იყო. ძველი თბილისის თავკაცებს არც საკმარისი რესურსი ჰქონდათ და არც გამოცდილება, რომ ქალაქში ანტისანიტარია აღმოეფხვრათ. სიბინძურესთან ბრძოლას სისტემური ხასიათი ნელ-ნელა მიეცა, როდესაც გაიმართა საკანალიზაციო სისტემა, გაკეთდა ნაგავსაყრელები და ნაგვის ქალაქიდან გატანა აქტიურად დაწყო.
ამ გზის გავლას არათუ თბილისისთვის, მსოფლიოს სხვა ქალაქებისთვისაც დიდი დრო დასჭირდა. ქუჩებში სისუფთავის მისაღწევად და დღევანდელ მდგომარეობამდე მოსასვლელად ადამიანებს ჯერ კომპეტენციაც უნდა დაეგროვებინათ და ინფრასტრუქტურაც გაემართათ.
ნარჩენებთან ბრძოლის ფორმები დღემდე იცვლება. თუკი, რამდენიმე წლის წინ სანაგვე ურნების დადგმა და ნარჩენების ნაგავსაყრელებზე სისტემატურად გატანა საკმარისად გვეჩვენებოდა, დღეს ასე აღარ არის. თანამედროვე სამყაროს მიზანი ნაგვის სეპარირებულად შეგროვება, მათი გადახარისხება და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებაა.
ამ პროცესში თავისი წვლილი კომპანია ნოვასაც შეაქვს. ის პოლიეთილენის სანაგვე ურნებს საქართველოში თავად აწარმოებს. მათი დახმარებით ნარჩენების სეპარირებაც მარტივადაა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანაგვე ურნები დღეს საქართველოში სრულად იმპორტირებულია, ნოვას მიზანი კი მათი მაღალი ხარისხის ქართული ნაწარმით ჩანაცვლებაა.
კომპანიის წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი – სეპტიკური ავზები და მისი დამონტაჟებისთვის საჭირო აქსესუარები შეემატა. მათი დახმარებით, სანიაღვრე სისტემის არარსებობის შემთხვევაშიც, კანალიზაციის პრობლემის მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი.
ორივე პროდუქტი – სანაგვე ურნებიც და სეპტიკური ავზებიც – საქართველოში პირველად იწარმოა. ახლა ნოვას მიზანია ამ ქართული პროდუქტებით ქვეყანას თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს.
22-23 ოქტომბერს ქობულეთში, კლინიკა „ბომონდში“ [26 მაისის ქ. N2], ყველა მსურველს შეუძლია ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩაიტაროს.
მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა მსურველებმა დარეკონ ცხელ ხაზზე – 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე, რომელიც ქობულეთში ორი დღის განმავლობაში უფასოა.
აღნიშნული კამპანია ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ და კომპანია Avon-ის ინიციატივაა – კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.
შერჩეულია ის რეგიონები, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგპროგრამა.
„ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკჯგუფს მხოლოდ 40 წელზე მეტი ასაკის ქალები აღარ წარმოადგენენ.
ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ მიზანი ამ კამპანიით სწორედ ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს,“ – აღნიშნულია აქციის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.
კამპანია უკვე მიმდინარეობს. 20-21 ოქტომბერს ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი შესაძლებელი იქნება ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“, 22-23 ოქტომბერს – ქობულეთში, კლინიკა „ბომონდში“, 25-26 ოქტომბერს ჭიათურაში – კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“, 27-28 ოქტომბერს – ზესტაფონში, „ჯეო ჰოსპიტალში“, ხოლო 30-31 ოქტომბერს – თელავში, კლინიკა „ნოვომედში“.
ოქტომბერი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ თვის საერთაშორისო სიმბოლო ვარდისფერი ბაფთაა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს კორონავირუსის გამოვლენის გამო 5 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ასევე ონლაინსწავლებაზეა 123 კლასი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა 2 სკოლა, ხოლო ხელვაჩაურში – სამი.
დაიხურა საბავშვო ბაღებიც. სულ დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს აჭარაში კოვიდის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამაღამ მაღალმთიან აჭარაში შესაძლოა ითოვოს, ბარში კი ღამით ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
დღეს და ხვალ ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი
ღამით: 0 – 2 გრადუსი
ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 ოქტომბერს გამოიდარებს.
19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 5739 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 56555 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
ამ დროისთვის საქართველოში კოვიდის 44 043 აქტიური შემთხვევაა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარაში – 202, იმერეთში – 1 151, ქვემო ქართლში – 353, შიდა ქართლში – 389, გურიაში – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 412, კახეთში – 912, მცხეთა-მთიანეთში – 139, სამცხე-ჯავახეთში – 119, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 60.
18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.12%.
1000 მოტობლოკის დარიგებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალი კვირიდან აპირებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ტექნიკა უკვე ადგილზეა, თუმცა უნდა დაზუსტდეს ფერმერების სია და გაირკვეს, ვის ერგება 1000 მოტობლოკი, როცა ეს გაზაფხულზე 1800-მა ფერმერმა მოითხოვა?
„ვინაიდან დიდი რაოდენობით მოითხოვეს ფერმერებმა მინიკულტივატორები, ეს სამინისტრომ ცალკე კომპონენტად გამოყო და ტენდერი გამოაცხადა მას შემდეგ, როცა ბიუჯეტი დაკორექტირდა… მას შემდეგ პროცედურები არ შეჩერებულა. ეს კულტივატორები ვიყიდეთ ჩინეთში ტენდერის გზით. ფერმერს მხოლოდ 238 ლარის გადახდა მოუწევს,“ – ამბობს ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის დასაწყისში დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფერმერებს თავად შეეძლოთ მოეთხოვათ დაფინანსების მიღება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. მაისში სამინისტრომ თქვა, რომ მოტობლოკებს არ დააფინანსებს, რადგან მოტობლოკები წინა წლებში გაიცა.
ივნისში ბიუჯეტი დაკორექტირდა და შესაძლებელი გახდა ე.წ. მოტობლოკების შეძენა, თუმცა მხოლოდ 1000 ცალის.
როგორ შეარჩევენ ფერმერებს, ვინც მოტობლოკს მიიღებს?
„ამაზე ვმუშაობთ კომისიური წესით და ვფრთხილობთ, რომ მერე უკან დასაბრუნებელი არ დარჩეს. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო?“ , – გვიყვება ლევან ბოლქვაძე, – „ძირითადად კრიტერიუმია ის, რომ ადრე არ უნდა ჰქონდეს ნასარგებლები მსგავსი პროგრამით, ასევე გააჩნია მიწის ფართობს, დასაბუთებას, რა კულტურისთვის სჭირდება.
მაგალითად, მანდარინის ბაღში იშვიათობაა, რომ ეს გამოიყენო. 2011 წლიდან გავცემთ მინიკულტივატორებს და 5 ათასი ცალი გაცემულია უკვე. ახლაც გაიცემა ასევე ხილის საჩირე, საშრობები, თხილის სარჩევი და პლანტაციაში ასაკრეფი მოწყობილობები. ასეთი საშუალებები თუ არსებოდა ფიზიკურად, ფერმერებმა არც კი იცოდნენ,“ – გვითხრა ლევან ბოლქვაძემ.
რას ელოდება სამინისტრო, როცა გაზაფხულიდანვე ცნობილია, ვის სჭირდება მოტობლოკი და ტექნიკა უკვე აქ არის?
„ეს მონაცემები ზუსტდება, ფინალში ვართ უკვე მისული, ახლა ხვნის სეზონი არ არის და არაფერი, რომ დაგვიანდეს,“ – აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოტობლოკების დარიგება საარჩევნო კვირაში არჩევნებს არ უკავშირდება.
„მე თუ ახლა არჩევნები ვცავე, რა გამოვიდა?… არჩევნები რა შუაშია ჩვენთან? პირველი ტურით რომ დასრულებულიყო ყველაფერი, მაშინ როგორ იქნებოდა? სამინისტრო ხომ მუშაობას არ ამთავრებს და არ უქმდება იმის გამო, რომ არჩევნებია?“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში, მიტოვებული მშენებლობაა. ამ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაუწყიათ, თუმცა დღემდე არ არის დასრულებული. ტერიტორია ქვის ღობითაა შემოსაზღვრული, თუმცა რამდენიმე ადგილზე ღობე ჩამონგრეულია, სწორედ აქედან აღწევენ გარეშე პირები ტერიტორიაზე და შენობის კარკასში ნარკოტიკებს მოიხმარენ.
ამაზე მოწმობს უამრავი შპრიცი, რომელიც ნახევრადაშენებული კარკასის სართულებზეა მიმოფანტული. სამეზობლო ამ შენობას ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან ესაზღვრება. ქუჩის მცხოვრები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ საღამოობით ობიექტზე უცნობ პირებს ხედავენ, რომლებიც ღამის გასათევადაც რჩებიან.
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მიტოვებული მშენებარე კორპუსი ნარკომომხმარებლების თავშესაფრადაა ქცეული.
„ბიჭებიც არიან და გოგოებიც. არასრულწლოვნებსაც ვხედავთ. ბავშვებს ხშირად ვაძევებთ ხოლმე ტერიტორიიდან და უფროსებს ვერ ვეუბნებით ვერაფერს. მოდიან, იჩხერენ, სვამენ. ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც“, – გვეუბნება ობიექტის მახლობლად მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.
მიტოვებული შპრიცები მშენებარე კორპუსში
ობიექტი, სადაც მიტოვებული მშენებლობაა, 4143 კვ.მეტრია და მის მესაკუთრედ შპს „ბლექ სი ინვესტი“ მიიჩნევა რეესტრის მიხედვით. თუმცა, როგორც აქ მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, 2008 წლის შემდეგ არავინ გამოჩენილა.
„დავიღალეთ, დავსდევთ ამ ხალხს. ბავშვებიც შედიან ტერიტორიაზე და ეს ძალიან საშიშია. შეიძლება ეს შპრიცები აიღონ ხელში. ანტისანიტარიის გამო მომრავლდა გველებიც, ჩემს მეზობელს სახლშიც შეუვიდა გველი“, – გვითხრა კიდევ ერთმა ამ ქუჩაზე მცხოვრებმა.
მიტოვებული მშენებარე კორპუსი გიორგი ბრწყინვალესა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში
ამ უბანში მცხოვრებლები ღობის განახლებას და ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ.
არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, ბათუმელები მხოლოდ მერს აირჩევენ, ხელვაჩაურში – მერს და კიდევ ორ მაჟორიტარს საკრებულოში. საკრებულოს წევრების ასარჩევად არჩევნებზე მისვლა მოუწევთ ხულოშიც ორ მაჟორიტარულ ოლქში, ქედაში ერთი დეპუტატი დარჩა ასარჩევი. ქობულეთსა და შუახევში არჩევნების მეორე ტურისგან ისვენებენ.
არჩევნების მეორე ტურზე იმ სამაჟორიტარო ოლქებში გაიმართება მეორე ტური, სადაც საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, კანდიდატებს შორის ვერავინ შეძლო 40 პროცენტზე მეტი ხმის მოგროვება. წინა არჩევნებზე ხმების უბრალო უმრავლესობაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანი საკრებულოს წევრი გამხდარიყო. ამ შემთხვევაში კი, არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადადის მეორე ტურში.
ასეთი სულ 42 მაჟორიტარული ოლქია საქართველოში, მათ შორის 5 აჭარაში.
ძირითადად მეორე ტურში ამომრჩეველს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, გამონაკლისია ხულო, სადაც პირველ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა. ამ ოლქში ორი კანდიდატია ასარჩევი: ირაკლი ბოლქვაძე პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ლევან მახარაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ხულოში მეორე ტურზე ამომრჩეველი მივა მეორე მაჟორიტარულ ოლქშიც. აქ კანდიდატები არიან ნადიმ დეკანაძე „ქართული ოცნებიდან“ და თენგიზ შანთაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ქედაში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ მე-2 სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატები: ევგენი ცინცაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოთარ ხარაძე „ქართული ოცნებიდან“.
ხელვაჩაურში მე-5 და მე-6 სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება მეორე ტური. მე-5 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მამუკა ჯევაიში „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ელიზბარ ზოიძე „ქართული ოცნებიდან“, ხოლო მე-6 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია შოთა ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – დავით დუმბაძე.
ყველაზე მეტად მაჟორიტარების შერჩევა გურიაში გაუჭირდათ – ოზურგეთში 4 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით მეორე ტური სულ 42 მაჟორიტარული ოლქში იმართება და ამ ოლქებს შორის ოზურგეთის მე-11 მაჟორიტარული ოლქი ერთადერთია, სადაც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი – დათა მიქელაშვილი დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს – ნინო მახარაძეს.
არჩევნების მეორე ტურზე 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში აირჩევენ მერებს. აჭარის რეგიონში თვითმმართველი თემებიდან არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ხელვაჩაურში გაიმართება. აქ მერობისთვის ოპოზიციური ერთობიდან მიშა ბოლქვაძე იბრძვის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი, ზაზა დიასამიძეა.
არჩევნების მეორე ტურში ბათუმელებს ბიულეტენში ორი კანდიდატი დახვდებათ: არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე – ოპოზიციური ერთობიდან.
ბათუმის მერია 20 ათას ლარს გადაიხდის იმის დასადგენად, თუ რამდენი ლარი დაიხარჯება 26 მაისის ქუჩაზე იმ კორპუსის დასაშლელად, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ბინებიდან კი, მერიამ ოჯახები გაიყვანა.
ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფთან“, გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე აქვს გაფორმებული.
ხელშეკრულების მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის დარჩენილი ნაწილის დანგრევის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კომპანიამ მერიის სამმართველოს 2021 წლის 26 ოქტომბრამდე უნდა ჩააბაროს.
„…ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ძლიერი დაზიანების გამო არსებული შენობა მთლიანად დასანგრევია“, – აღნიშნულია შესყიდვების პორტალზე მერიის სამმართველოს მიერ ატვირთულ განაცხადში.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია: „ვიზუალური კვლევით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული შენობის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომლის აღდგენა-გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარება არარენტაბელურია. საჭიროა განხორციელდეს შენობის დემონტაჟი სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“.
ექსპერტიზის დასკვნით, სახლის იმ ნაწილს, რომელიც კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის კონსტრუქციებზე, ნგრევას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია და მათი ტექნიკური მდგომარეობა დარჩა უცვლელი. თუმცა, აუცილებელია ამ შენობებშიც ჩატარდეს სრულფასოვანი კვლევა:
ექსპერტიზის დასკვნიდან
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სარემონტო სამუშაოების გამო მზიდი კედლები დაზიანებულია მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსშიც:
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი იყო. ამ ადგილას ახალი, იმავე სიმაღლის კორპუსის აშენება იგეგმება:
19 ოქტომბერს თბილისი მედიკის ახალი ფილიალი უკვე ბათუმში, ბაგრატიონის 196 თ ნომერში გაიხსნება. ბათუმი მედიკის გახსნას აჭარის რეგიონში წარმოდგენილი კლინიკების დირექტორები და წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბათუმი მედიკის შოურუმში წარმოდგენილი იქნება პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქცია როგორც კლინიკებისთვის ისე, საცალო მიმართულებით.
კომპანია მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს საინჟინრო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმი მედიკის ინჟინრების მიერ სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლას, აპარატურის შეძენის შემდეგ მასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, აპარატურის შეკეთებასა და მოვლას.
ამ მომსახურებებთან ერთად ბათუმი მედიკი ონლაინშეკვეთის და ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს, რათა აჭარის მასშტაბით წარმოდგენილი ყველა კლინიკისთვის სამედიცინო მომსახურება და პაციენტზე ზრუნვა მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს და გაამართლოს თავისი მისია – გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
საქართველოს მასშტაბით, ბათუმი მედიკი სამედიცინო აპარატურის, ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროდუქციის, სამედიცინო ავეჯისა და სახარჯი მასალების ყველაზე დიდი იმპორტიორია, რომელიც ამბულატორიებსა და ჰოსპიტლებს ამარაგებს. უფრო კონკრეტულად, კომპანია არის მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუტორი. მათ შორისაა: Johnson&Johnson medical-ი, Nidec-ი, Baucsh-ი, Gima, Mindrey, Sonoscape, Turmed-ი და სხვა.
წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი, ანასტასია შატალოვა მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიციამ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკა. ზურაბ ბერიძეს მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, მე 6 თვეზე მეტია არ მქონია საერთოდ ურთიერთობა. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე.
სხვას ვერაფერს გეტყვით“ – თქვა ზურაბ ბერიძემ ჟურნალისტებთან დღეს, 18 ოქტომბერს.
მოკლული ქალი, ანასტასია შატალოვა, ერთი წლის წინ საჯაროდ აცხადებდა, რომ ზურაბ ბერიძემ მას საერთო შვილი წაართვა. ქალი ამბობდა, რომ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა მამამ და დედას აღარ აჩვენებდა.
სასამართლომ, დროებით განკარგულების საფუძველზე, ბავშვზე ზრუნვის უფლება დედას მიანიჭა. შესაბამისად, ბავშვი დედასთან იყო.
მოკლული ქალის ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, ზურაბ ბერიძე დაახლოებით სამი თვის წინ ამ ქალისა და მათი შვილის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული და ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციას ზურაბ ბერიძის მიმართა შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ამ ორდერს ვადა ამოეწურა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიცია ამ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ზურაბ ბერიძე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერია და მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ამოიღეს ერთი პერსონალური კომპიუტერი და ერთი ნოუთბუქი.
ბათუმში ზურაბ ბერიძის სახლში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კი ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან წუხელ ესროლეს.
„საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებ კომენტარს“, – უთხრა ზურაბ ბერიძის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ხვიჩა ქადაგიძემ. მან არც ის დაადასტურა, რომ ჩხრეკა ზურაბ ბერიძის სახლში ტარდება.
მოკლული ქალი, ანასტასია შატალოვა, ზუსტად ერთი წლის წინ საჯაროდ აცხადებდა, რომ ზურაბ ბერიძემ მას საერთო შვილი წაართვა. ქალი ამბობდა, რომ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა მამამ და დედას აღარ აჩვენებდა.
სასამართლომ, დროებით განკარგულების საფუძველზე, ბავშვზე ზრუნვის უფლება დედას მიანიჭა. შესაბამისად, ბავშვი დედასთან იყო.
მოკლული ქალის ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, ზურაბ ბერიძე დაახლოებით სამი თვის წინ ამ ქალისა და მათი შვილის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული და ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციას ზურაბ ბერიძის მიმართა შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ამ ორდერს ვადა ამოეწურა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დღეს საქართველოში ე.წ. ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. პროცესში აჭარის ხუთი სოფელი – ოჩხამური, დაბა ჩაქვი, ზამლეთი, სხალთა და დიოკნისი ჩაერთო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს სოფლები მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით შეირჩა.
ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სოფლების ამბულატორიებში შეუძლიათ. ხელმისაწვდომია – ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზით აცრილია 101 164 მოქალაქე, სულ ჩატარებულია 219 272 აცრა.
ამ დროისთვის აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტინგენტის 62,3%. სამიზნე ჯგუფებში შედიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, 55 წელს გადაცილებული ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯში სტუდენტები მისაღები გამოცდების გარეშე, გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან, მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
მზარეული
კონდიტერი
ელექტროტექნიკოსი
კომპიუტერული ქსელი და სისტემები(აიტი)
ბუღალტერი
მასაჟისტ-რეაბილიტატორი
სასწავლო კურსი, მზარეულის და კონდიტერის სპეციალობაზე 9 თვეს გრძელდება. ხოლო, დაჩენილ სპეციალობებზე – 6 თვეს.
სწავლება დუალურ რეჟიმში წარიმართება, რაც თეორიულ მეცადინეობასთან ერთად დასაქმების ადგილზე სამუშაო პრაქტიკას გულისხმობს.
შერჩეული ნაკადი სასწავლო პრაქტიკას გაივლის ჰოლდინგ „მეტროს“ მფლობელობაში არსებულ შემდეგ ბრენდებში: Sky tower, Legend, Euphoria, Intourist, The Grand Gloria Hotel, Jrw Welmond Hotel Spa Casino, Windham Batumi, Colosseum Marina Hotel, Piazza Batumi.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. საუკეთესოები ადგილზე დასაქმდებიან.
ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ.
ისლით სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებულ ნაგებობას – ფაცხას ხურავდნენ. თუმცა, მის გადასახურად იყენებდნენ ჩალასაც და გვიმრასაც. ფაცხა მცირე ზომის, წნელისგან მოწნული და პრიმიტიული სახლი იყო. მას დროებით საცხოვრებლად მწყემსებიც იკეთებდნენ. ისლით სახურავებს სამეურნეო ნაგებობებისთვისაც ამზადებდნენ.
ყავრით, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახლები – ოდები იხურებოდა. ის ხის თხელი ფიცრებისგან მზადდებოდა და მისთვის საუკეთესო მასალად ნაძვის ხეს მიიჩნევდნენ.
კრამიტი კი გავრცელებული იყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ის თიხისგან მზადდება და ვარაუდობენ, რომ მისი წარმოება უძველესი დროიდან დაიწყო. საქართველოში კრამიტი ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო.
„… იბერიაკარგადაადასახლებულიმეტწილადროგორცქალაქებად, ისედაბებად; ისერომაქგვხდებაკრამიტისსახურავებიდახუროთმოძღვრებისწესითაგებულისახლები, ბაზრებიდასხვასაზოგადოებრივიშენობები“, – წერდა ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი. ის ძვ.წ. II საუკუნის საქართველოს აღწერდა.
უძველესი კრამიტი საქართველოში ვანში, ნაქალაქარ სამადლოსა და მცხეთაში აღმოაჩინეს. ის ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი უპირატესობა სიმყარე და ცეცხლგამძლეობაა.
აქართველოში ამზადებდნენ სხვადასხვა ფორმის კრამიტებს. განსხვავებული იყო მისი დამზადების ტექნიკაც. ანტიკური ხანის საქართველოში მას წითლად ღებავდნენ, შუა საუკუნეებში კი მისი მწვანე, ცისფერი და სხვა ფერებით დაფარვის წესიც გავრცელდა. კრამიტებზე წარწერებსა და სხვადასხვა სახის სიმბოლოებსაც აკეთებდნენ.
ძველი საქართველოსგან განსხვავებით, დღეს სხვადასხვა ტიპის საშენი მასალის ხელმისაწვდომობამ და მათი ტექნოლოგიურად დამუშავების შესაძლებლობამ სახურავების არჩევანი ძალიან გაზარდა. ასე, რომ სხვადასხვა მასალის, ხარისხის, დანიშნულების, ფორმისა თუ ფერის სახურავების უდიდესი არჩევანი გვაქვს.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადასახური მასალა მეტალოკრამიტია. ის არის გამძლეც და ლამაზი ვიზუალურადაც. მაღალი ხარისხის მეტალოკრამიტის სახურავებს საქართველოში კომპანია ნოვა უკვე 10 წელია აწარმოებს. მოთუთიებულ ლითონის ფურცლებს მათ საწარმოში სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებენ.
მეგაცენტრ ნოვაში, ხელმისაწვდომია 10-ზე მეტი ფერის, განსხვავებული ზომის, სისქისა და მასალისგან დამზადებული მეტალოკრამიტი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში – https://nova.ge/. ამიტომ, მისი არჩევა კლიმატის, სპეციალური საჭიროებებისა და თქვენი გემოვნების მიხედვით, თავისუფლად შეგეძლებათ.
რაც მთავარია, მეტალოკრამიტის ეს სახურავები მსუბუქია, რაც დამონტაჟების პროცესს ამარტივებს. არის ყინვაგამძლე და ხანძარუსაფრთხო. მას არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ზედმეტი დანახარჯების გარეშე 50 წელზე მეტი ხნით ძლებს.
ნოვას წარმოებას ცოტა ხნის წინ სახურავების ახალი ხაზი – ნოვა კლასიკიც დაემატა. ის ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილია, რომელიც ქართულ საწარმოში ევროპული სტანდარტით მზადდება. მეგაცენტრებში მისი ოთხი ფორმა – სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებურია – ხელმისაწვდომი. ევროპაში ასეთი ტიპის გადახურვა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მარტივად ეხამება სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს, არის ვიზუალურად ლამაზიც და ხარისხიანიც. საქართველოში ის ჯერ იშვიათად გვხვდება, თუმცა, სწორედ მისი ამ მახასიათებლების გამო, სავარაუდოა, რომ ამ ახალ ქართულ ნაწარმზე სულ უფრო მეტი მომხმარებელი შეაჩერებს არჩევანს.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა – დღისით ზოგან ძლიერი და ჭექა-ქუხილი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 20 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2478 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 25385 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.07%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 422 აქტიური შემთხვევაა, მათგან 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 247 მძიმე პაციენტია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარაში – 117, იმერეთში – 474, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 132, გურიაში – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 220, კახეთში – 396, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის მემორიალი განთავსდება.
„ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი იყო. ამ ადგილას ახალი, იმავე სიმაღლის კორპუსის აშენება იგეგმება.
რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. მანვე თქვა, რომ პროექტი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კი გაავრცელა ვიდეოესკიზი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი იქნება კუნძული ბათუმში.
კომპანია, რომელსაც მთავრობამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ზღვა გადასცა, ამბობს, რომ კვლევებს ატარებს. კომპანია ვერ ასახელებს რამდენი ლარი დასჭირდება კუნძულის მოწყობას.
ხელოვნური კუნძულის პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არსებობს და ცნობილია, რომ ეს მილიარდობით ამერიკული დოლარი ჯდება. მაგალითად, დუბაიში მხოლოდ კუნძულების მოწყობა, სასტუმროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე, 12 მილიარდი დოლარი დაჯდა. ბათუმში კი, ეკონომიკის მინისტრმა კუნძულებზე საუბრის დროს თქვა, რომ ინვესტიცია „სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი იქნება.“
100 მილიონი ამერიკული დოლარი რიგ შემთხვევებში ძალიან დიდი ფულია და მასშტაბური პროექტების განხორციელებაც შეიძლება. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა საქმე ხელოვნური კუნძულის მოწყობას ეხება, იმდენად მცირეა, რომ ბუნებრივად აჩენს ეჭვს: ხომ არ სცადა მთავრობამ ამომრჩევლის გულის მოგება წინასაარჩევნოდ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კუნძულების მოწყობას მილიარდები სჭირდება, ხოლო 100 მილიონი ვერაფერს შეცვლის.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ: ბათუმის სანაპიროზე „პორტა თაუერის“ შენობა ხომ გახსოვთ, ეშმაკის ბორბალთან ახლოს – ეს 70 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, ხოლო იუსტიციის სახლის გვერდით რომ 72-სართულიანი თაუერი უნდა აშენდეს, მისი ოფიციალური ღირებულება – 150 მილიონი ამერიკული დოლარია, ანუ 50 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე ნათია თურნავას წარმოუდგენია კუნძულის მოწყობა თავის ინფრასტრუქტურიანად და 500-ნომრიან სასტუმროიანად. „რივიერა ბათუმი“ კი ამბობს, რომ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს სანაპირზე და ინვესტიციის ღირებულება 300 მილიონი დოლარი იქნება.
კომპანიამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 28 სექტემბერს მთავრობასთან ერთად წარმოადგინა კუნძულების პროექტის ვიდეოესკიზი, სადაც ჩანს, რომ ერთ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მინიმუმ 100-ზე მეტი ვილა და 500-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა იგეგმება.
კადრები „ამბასადორის“ მიერ გავრცელებული ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის ვიდეოესკიზიდან
ოფიციალურ ხელშეკრულებაშიც ჩავიხედოთ, რაც კუნძულის მომწყობმა კომპანიამ სახელმწიფოსთან გააფორმა:
„…უკვე შექმნილი ნახევარკუნძულების განვითარება მოიცავს: არანაკლებ 500-ნომრიანი სასტუმროს, სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების, ზღვისპირა ბულვარის, საზოგადოებრივი პლაჟების, აკვაპარკების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას,“ – წერია ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ეკონომიკის სამინისტროსთან გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიისთვის ზღვაში გადაცემული 89 ჰექტარზე მოეწყობა ერთი კუნძული, რომელიც არანაკლებ 5 ჰექტარი იქნება და ორი ნახევარკუნძული [12 ჰექტარი და 15 ჰექტარი]
კიდევ რამდენიმე სასტუმროს მშენებლობას გაგახსენებთ, რომ წარმოვიდგინოთ, რისთვის შეიძლება იყოს საკმარისი 100 მილიონი ამერიკული დოლარი.
მაგალითად, ბათუმის დელფინარიუმთან ახლოს 54-სართულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის კომპანია „ალიანსი პრივილიჯი“ 80 მილიონ დოლარს ხარჯავს.
„ალიანსი პალასმა“ კი, 45 მილიონი დოლარი დახარჯა იმ კომპლექსის მშენებლობისთვის იუსტიციის სახლთან ახლოს, რომელიც ყველას ფორმის შესაბამისი უხერხული ასოციაციებით დაგვამახსოვრდა.
50 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა „რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელსაც ზღვის სანაპიროდან 20 მეტრის დაშორებით მისცეს მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების უფლება.
რის გაკეთება წარმოუდგენია 100 მილიონ ამერიკულ დოლარად კომპანიას, რომელსაც 89 ჰექტარი ზღვა გადასცეს ბათუმში 1 ლარად კუნძულის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად?
„არანაკლებ 100 მილიონი დოლარი არის მინიმუმი, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს უნდა შესრულდეს გადაჭარბებით, რადგან ეს მიმართულებები ბევრად უფრო დიდ პორტფელს მოიცავს. ეს არის მინიმუმი იმისა, რომ ვალდებულება შესრულებულად ჩათვალოს სახელმწიფომ.
ხომ არ შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობის საინვესტიციო ვალდებულება აიღოს ინვესტორმა სახელმწიფოს წინაშე? – კითხულობს გოჩა კამკია, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტი. ის აქცენტს აკეთებს ხელშეკრულების ჩანაწერზე „არანაკლები“. თუმცა ვერ გვიკონკრეტებს, დაახლოებით მაინც რა რაოდენობის თანხით წარმოუდგენია კომპანიას კუნძულის მოწყობა ბათუმში.
„ზედმეტი კონკრეტისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ… ეს არის კომერციული საიდუმლოება,“ – აღნიშნა გოჩა კამკიამ „ბათუმელებთან“.
მაგალითად, დუბაის კუნძულები ჯამში 572 ჰექტარზეა გაშენებული. საერთაშორისო მედიის ცნობით, ვიდრე იქ კერძო მესაკუთრეები გამოჩნდებოდნენ, ვილების და სასტუმროების აშენების სურვილით, მხოლოდ კუნძულების მოსაწყობად სახელმწიფომ 12 მილიარდი დოლარი დახარჯა. ბუნებრივია, ბათუმის კუნძული მასშტაბით და 100-მილიონიანი საინვესტიციო განაცხადით ბევრად მოკრძალებული ჩანს, ვიდრე დუბაის კუნძულები, მაგრამ მარტივი არითმეტიკაა ესეც – ერთ მილიარდში ათასი მილიონია.
მედიის ინფორმაციით, დუბაიში პალმის კუნძულების მოწყობაზე საუბარი 2001 წელს დაიწყო, კუნძულები კი, პრაქტიკულად 2003-2008 წლებში ააშენა. ამისთვის 120 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა გახდა საჭირო, რომელიც ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს, ასევე 7 მილიონი ტონა კლდე ომანიდან, ჰაჯარის მთებიდან ჩაიტანეს.
„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ამ დეტალზე სცადა ყურადღების შეჩერება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ წარმომადგენელმაც.
„გაითვალისწინეთ, რომ დუბაიში სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება მესამე ქვეყნიდან ხდებოდა, ქვაც არ ჰქონდათ და ომანიდან ჩამოჰქონდათ, აქ ეს პრობლემა არ იქნება ამ სიშორიდან მასალის მოტანა…“ – გვითხრა გოჩა კამკიამ, რომელსაც შევახსენეთ, რომ ბათუმის სანაპირო ცნობილია თავისი სიღრმით – შედიხარ თუ არა წყალში, ღრმავდება, ხოლო დუბაის სანაპიროს იგივე პრობლემა არ ჰქონდა.
„იურისტმა და ჟურნალისტმა ამ საკითხზე რომ არ ვიმკითხაოთ, ამ საკითხზე სპეციალისტებს ვენდოთ,“ – გვიპასუხა გოჩა კამკიამ. თუმცა ამ ეტაპზე მან ვერ დაგვალაპარაკა ვინმეს კომპანიაში, რომელიც კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ თუნდაც წინასწარ მონაცემებს გაგვიზიარებდა.
რა შეიძლება მოეწყოს 100 მილიონ დოლარად, როცა დუბაის კუნძულები ყოველგვარი შენობის გარეშე 12 მილიარდი დოლარი დაჯდა? – ისევ ვცადეთ მეტ დეტალზე ინფორმაციის მიღება „ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“.
„ვფიქრობ, სხვის ანალოგიებზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს არის ინდივიდუალური კონცეფცია და პროექტი, მოდით, ინდივიდუალურ სპეციალისტებს ვენდოთ და არ არის მიზანშეწონილი უკვე განხორციელებულ პროექტებთან ანალოგიების გავლება,“ – აღნიშნა გოჩა კამკიამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათიმეტრიული კვლევები უკვე დასრულდა და სხვა სახის კვლევებს იწყებენ.
„მთლიან ტერიტორიაზე ბათიმეტრიული სამუშაოები განხორციელდა, ანუ ზღვის ფსკერი შეისწავლეს და პოზიტიური დასკვნები მივიღეთ… პირველ ეტაპზე ჩვენ ვატარებთ კვლევებს, დეტალებზე შემდეგ ვისაუბროთ,“ – დასძინა გოჩა კამკიამ „ბათუმელებთან“.
————————–
ბათუმში ხელოვნურ კუნძულს კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს. 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია ბათუმში, რომელიც ამ კომპანიას გადასცეს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა.
კომპანია თავისი მფლობელებით პირდაპირ დაკავშირებულია კომპანიასთან „ამბასადორი ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში 16 სართულიან კორპუსს უკანონოდ დააშენა ერთი სართული. ის ამ დრომდე უკანონო სამუშაოებისთვის არავის დაუჯარიმებია.
შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში ოფშორში დააფუძნა ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ – Property Assets Investment-მა და 82 პროცენტის მფლობელია. კომპანიის 18 პროცენტს კი შპს „ბათუმი აილენდ“ ფლობს, რომლის 100 პროცენტის მფლობელიც ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა.
თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს, რომელიც იძებნებოდა. მას ბათუმში განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობის ჩადენას ედავებიან.
საუბარია 8 ოქტომბერს ღამით ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა რ.გ.-მ მის მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გასროლის შედეგად ტ.კ ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რ.გ.-ს პროკურატურამ 13 ოქტომბერს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით, ასევე 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას. ძებნა მკვლელობაში ბრალდებულზე 13 ოქტომბერს გამოცხადდა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 9,7 მილიონი ლარის ნაცვლად 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 15 985 599 ლარით, ხელახლა გამოაცხადა.
წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა თითქმის 6 მილიონი ლარით ნაკლები – 9 723 999 ლარი იყო, იმ მიზეზით არ შედგა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
ახალი ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის ოქმში ვკითხულობთ, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ბაზრის კვლევა ჩატარებულია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით… მოთხოვნა გაგზავნილ იქნა სამ პოტენციურ მიმწოდებელთან და კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამივე მიმწოდებელმა, რის საფუძველზეც განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [15 985 599 ლარი]“.
ჩატარდა თუ არა ბაზრის კვლევა წინა ტენდერის შემთხვევაში, როცა კომისიამ სატენდერო თანხა 9 723 999 ლარით განსაზღვრა, დოკუმენტების მიხედვით არ ჩანს.
სატენდერო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის ოქმში ბაზრის კვლევაზე არაფერი წერია. მეტიც, ოქმი ისეა შედგენილი, რომ დოკუმენტის მიხედვით, დღის წესრიგი ანუ კომისიის განხილვის საგანი „სადარბაზოებში კარისა და ელექტრონული საკეტების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პირობების დამტკიცება“ ყოფილა. დოკუმენტზე კი, კომისიის წევრებს ხელი ისე მოუწერიათ, რომ ამ, სავარაუდოდ, ტექნიკური უზუსტობისთვის, ყურადღება არავის მიუქცევია. ეს ოქმი დღემდეა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე.
ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმები / წყარო: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალი
ახალი ტენდერის მიხედვით, შეცვლილია ტექნიკური დავალებაც.
წინა ტენდერით დავალება მოიცავდა:
1. ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის“ იპოდრომის მოწყობას;
2. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარისათვის ტერიტორიების მოწყობას:
3. შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ ადმინისტრაციული შენობებისა და სასაწყობე ტერიტორიების მოწყობას;
4. შპს „სანდასუფთავებისთვის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ტერიტორიების მოწყობას;
5. ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურისთვის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას;
6. „აჭარის წყლის ალიანსისთვის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ტერიტორიების მოწყობას;
7. დარჩენილ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განთავსებას.
ახალი ტექნიკური დავალების მიხედვით კი, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:
1. ა(ა)იპ „ბათუმის საცხენესნო კლუბისთვის“ იპოდრომის მოწყობა;
2. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისთვის ტერიტორიების მოწყობა;
3. დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს რეკრეაციული ზონა.
ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი ჩაქვში – გენგეგმა – სატენდერო დოკუმენტებიდან
ტენდერში გამარჯვებულმა, პირობის მიხედვით, ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში Design-Build მეთოდით უნდა უზრუნველყოს სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობების დეტალური პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც ვადად 2021-დან 2024 წლის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 ოქტომბერს დაიწყება და 5 ნოემბერს დასრულდება.
წინა ტენდერი, რომელიც არ შედგა, 2021 წლის აგვისტოში დასრულდა.
26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.
ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო, მათ შორის, მერის ოჯახის.
მეორე შემთხვევა კი, 26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაშია – აქ კომერციულ ფართობს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია აწყობს. მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ ბინაშიც იგივე პრობლემა დაფიქსირდა. „მზიდ კედელზე სამუშაოების ჩატარება და შიდა ფართის გაზრდა“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში.
მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსისგან განსხვავებით, ამ ორ კორპუსში ნებართვა გაცემულია, თუმცა ის დაარღვიეს და დაზიანდა საყრდენი კედლები.
26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე კომერციულ ფართობში დაფიქსირდა უკანონო სამუშაოებიმუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, საყრდენი კედელი დაზიანებულია 26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაშიც.
ბათუმის მერიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ინფორმაციაც გაავრცელა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და იქვე დასძინა, რომ „მოსახლეობის დროებით გაყვანას კავშირი არ აქვს 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე შენობის ნგრევასთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას“.
ბათუმის მერიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ფართობში მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე, სადაც ასევე დაზიანდა საყრდენი კედლები.
„ბათუმელები“ ამ დრომდე გიორგი ჭყონიას ვერ უკავშირდება.
„დროებით გამაგრებითი სამუშაოები დავიწყე რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა, არ ჩამითვლია საჭიროდ, მერიისთვის მიმემართა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მერაბ ემირიძე, ის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად მდებარე კორპუსში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც ასევე საყრდენი სვეტი დაზიანდა.
საყრდენი კედელი და სვეტი მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, მე-3 ბინაშია დაზიანებული. კორპუსის ამ ნაწილში ცხოვრობს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელიც.
ბინა, სადაც საყრდენი სვეტი დაზიანებულია, ჩამონგრეული კორპუსის გვერდითაა
ბათუმის მერიის განმარტებით, ამ მისამართზე პირველი კლასის ნებართვაა გაცემული ვიტრაჟის მოწყობაზე, ასევე ფასადის რეკონსტრუქციაზე, რაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია მესაკუთრემ წარმოადგინა აპრილსა და მაისში. თუმცა რამდენად მიმდინარეობდა ეს სამუშაო ნებართვის შესაბამისად, ეს მუნიციპალურ ინსპექციას 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ შეუმოწმებია – 13 ოქტომბერს.
„ორივე ნებართვის მისაღებად წარმოდგენილია ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია. მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მუნიციპალური ინსპექციის მიერ ჩატარდა მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება ნებართვასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილია 27 მაისს გაცემული ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევა – მზიდ კედელზე სამუშაოების ჩატარება და შიდა ფართის გაზრდა. 14 ოქტომბერს გაიცა წერილობითი მითითება და დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
„ეს ბინა ჩემს ცოლს და მის დას ეკუთვნით. მე ვიყავი ჩართული სარემონტო სამუშაოებში, რომ მოგვეწყო კომერციული ფართობი. რა იქნებოდა აქ, არ გვქონდა გადაწყვეტილი,“ – ამბობს მერაბ ემირიძე. ის სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ერთ-ერთი მენეჯერია.
მერაბ ემირიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ვიდრე ვიტრაჟის მოწყობას დაიწყებდნენ, ბინის კედლებიდან ძველი ნალესი ჩამოყარეს და ნახეს, რომ სამუშაოების გაგრძელდება რეკონსტრუქციის და საყრდენი სვეტების გამაგრების გარეშე შეუძლებელია.
გაურკვეველია, მოუწევთ თუ არა ბინების დატოვება კლდიაშვილის ქუჩის მხარეს მდებარე კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს
„ეს სამუშაოები დავიწყეთ დაახლოებით თვენახევრის წინ, რადგან სახლი ძველია, ძველი ნალესი ჩამოვყარეთ, რომ გამოჩენილიყო, რამდენად მყარია კედელი, სვეტები. ეს დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვენახა, რა სახის ქირურგიული ჩარევა იქნებოდა საჭირო.
ვნახეთ, რომ მზიდ კოლონებზე ცემენტი იყო გამოფიტული, არმატურა იყო ძალიან ცოტა. ჩათვალე, რომ ამის ასე დატოვება იქნებოდა შეუძლებელი და საჭირო იყო აღდგენითი სამუშაოები და მოვიყვანე კონსტრუქტორები, რომ შეგვემუშავებია გეგმა და შემდეგ მიგვემართა მერიისთვის…“ – ამბობს მერაბ ემირიძე. ის გამორიცხავს ვერსიას, რომ საყრდენი კედლის და სვეტების მოშლას აპირებდა.
რატომ არ მიმართა მერიას, როცა დაინახა, რომ ნალესის ჩამოღების დროს საყრდენი სვეტი დაზიანდა და რატომ ჩაატარა ე.წ. გამაგრებითი სამუშაოები ნებართვის გარეშე?
„შემეშინდა და დროებითი გამაგრება გავაკეთე… არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მიმემართა ინსპექციისთვის, რადგან მერიაში შეგაქვს უკვე რეკონსტრუქციის პროექტი, რაც მე ჯერ არ მქონდა. ჩვენ გვქონდა მიშენების ნებართვა მხოლოდ და ვიტრაჟის მოწყობა, რეკონსტრუქციის მოწყობაზე ნებართვა არ მქონია, შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია და სამუშაოები შეამოწმა მუნიციპალურმა ინსპექციამაც.
ახლა ველოდები სამხარაულის ექსპერტების მითითებებს, რა უნდა გავაკეთო. ორშაბათს უნდა იყოს ეს დასკვნა, მერე მივმართავ მერიას და განვახორციელებ უკვე რეკონსტრუქციულ ცვლილებებს,“ – გვითხრა მერაბ ემირიძემ.
მერაბ ემირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ კორპუსში და სხვა ძველ კორპუსებშიც კომერციული ფართობები ბევრგან ისე მოაწყვეს, რომ ნალესი არ ჩამოუღიათ და არავის შეუმოწმებია მზიდი კედლების სიმყარე.
„აქამდე ხომ არავინ ამოწმებდა, ვინ როგორ აკეთებდა საცხოვრებელ ბინას კომერციულ ადგილად. მერიაც აღიარებს ამას, რომ რეგულაციები ამ კუთხით არ არსებობდა… მე ვერ შევამოწმებდი საყრდენი კედლების და სვეტების სიმყარეს ნალესის ჩამოღების გარეშე, რამაც ეს დაზიანება გამოიწვია,“ – ამბობს მერაბ ემირიძე.
„სამშენებლო ობიექტზე სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე სამუშაოები დაფიქსირდა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია მითითება,“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან უკვე მემედ აბაშიძის და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მდებარე კომერციულ ფართობზე, სადაც ქუჩიდანაც ჩანს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები სარდაფშიც მიმდინარეობს.
ადამიანებმა არ იციან, რა ვადით უწევთ საცხოვრებელი ბინის დატოვება და სასტუმროში გადასვლამემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს მდებარე კორპუსიდან 40 ოჯახი გუშინ ღამით გაასახლეს
ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი ზღვაში შპს „ბათუმი ამბასადორ აილენდს“ საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და 65 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სხვა პირობებთან ერთად ამ 1 ლარის გადახდის რამდენიმეპუნქტიან პირობასაც კი აწესებს და მკაცრად აფრთხილებს ინვესტორს, რომ საფასური არანაკლებ ერთი თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გადაიხადოს.
ხელშეკრულება 65 წლიანი აღნაგობით გადაცემული 89 ჰექტარი ზღვის განვითარებას ითვალისწინებს, განვითარება კი გულისხმობს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას. ასევე, ამ კუნძულებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ინვესტორმა 24 თვეში უნდა მოამზადოს და მთავრობას წარუდგინოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
48 თვის ვადაში ინვესტორმა გადაცემულ ტერიტორიაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის პროექტის ნებართვების მოპოვება უნდა შეძლოს.
78 თვის ვადაში ინვესტორმა 12 ჰა ტერიტორიაზე უნდა დაასრულოს პირველი ნახევარკუნძულის შექმნა. 102 თვის ვადაში კი არანაკლებ 15 ჰა ტერიტორიაზე მეორე ნახევარკუნძული უნდა შექმნას.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ინვესტორი იღებს ასევე ვალდებულებას, რომ 132 თვის ვადაში შექმნის არანაკლებ 5 ჰა ფართობის მქონე კუნძულს და განახორციელებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრისთვის ხელშეკრულება მხოლოდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, უკვე შექმნილი ნახევარკუნძულების განვითარება მოიცავს, არანაკლებ 500 ნომრიანი სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების, ზღვისპირა ბულვარის, საზოგადოებრივი პლაჟების, აკვაპარკების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას.
პირობების შესრულების შემთხვევაში მთავრობა ჰპირდება ინვესტორს, რომ უკვე შექმნილ კუნძულებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცემენ კომპანიას, ასევე ამ კუნძულებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით.
ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს არ აქვს უფლება გადაცემული ქონება, ანუ 89 ჰექტარი ზღვაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე იპოთეკით, ან სხვაგვარად დატვირთოს. თუმცა შეუძლია სხვა პირს გადასცეს აღნაგობის უფლება, იგივე ვალდებულებებით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი ვალდებულია აცნობოს ქონების მესაკუთრეს.
ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მისი რაიმე მიზეზით შეწყვეტისას, ქონება დარჩება მესაკუთრეს.
შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში ოფშორში დააფუძნა ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ – Property Assets Investment-მა და 82 პროცენტის მფლობელია. კომპანიის 18 პროცენტს კი შპს „ბათუმი აილენდ“ ფლობს, რომლის 100 პროცენტის მფლობელიც ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა.
16 და 17 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს მთელი თვით გაიაქტიურონ სასურველი ინტერნეტ მოცულობა.
კომბინაციით *202# მომხმარებლები შეუზღუდავად აირჩევენ შემდეგ პაკეტებს:
[checklist]
ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად
20 GB ინტერნეტი – 12 ლარად
30 GB ინტერნეტი – 15 ლარად
[/checklist]
აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქციის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.
თვალი ადევნეთ სილქნეტის facebook და Instagram გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები!
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და სახელმწიფო სიმბოლოების განსათავსებლად სპეციალური სივრცე მოეწყობა. სამუშაოებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 105 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ორიგინალი დროშის და გერბის განთავსების“, ასევე „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ დიზაინი უმაღლეს საბჭოში მზად აქვთ. სამუშაოები ამ დიზაინის მიხედვით უნდა შესრულდეს.
სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ოქტომბერს 105 ათასი ლარით გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 22 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 25 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა შეასრულოს.
ორიგინალი დროშისა და გერბის განთავსების სივრცის დიზაინი / „კედელი მოწყობილია ხის ფაქტურის მდფ-ის პანელებით, დამონტაჟდება სანათები, ორიგინალი გერბი და დროშა განთავსდება ყუთებში, რომლებიც განათდება. დიზაინის მიხედვით აქვე მოეწყობა ტრიბუნა“ / ფოტო ტენდერიდანმოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის დიზაინი / „შეხვედრის მაგიდა გრანიტის ზედაპირით, ღია ხისფერი MDF პანელები, ქრომირებული ოქროსფერი ფირფიტა; საოფისე მაგიდა, ზედაპირი ღია ხის ფერი MDF, მაგიდის ფეხი ოქროსფერი MDF; საოფისე სკამის ფეხები უნდა იყოს პრიალა ოქროსფერი, ტექსტილი – ლურჯი ალკანტარას ნაჭერი. რაოდენობა 3 ცალი. შეხვედრის მაგიდის სკამის ფეხები უნდა იყოს პრიალა შავი ოქროსფერი დაბოლოებით. ტექსტილი – ლურჯი ხავერდის ნაჭერი. რაოდენობა 6 ცალი. ცენტრში განთავსდება ბანერი შშმ პირთათვის ბრაილის შრიფტით და სხვ.“ / ფოტო ტენდერიდან.
—
შენობის რემონტისთვის, რომელშიც დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოა განთავსებული, თავის დროზე 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, რამდენიმე წელში მისი ხელახლა გარემონტება გახდა აუცილებელი: