ბათუმი,მთავარი,სიახლეები

105 ათასი ლარი უმაღლეს საბჭოში დროშების სივრცისა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრისთვის

16.10.2021
105 ათასი ლარი უმაღლეს საბჭოში დროშების სივრცისა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და სახელმწიფო სიმბოლოების განსათავსებლად სპეციალური სივრცე მოეწყობა. სამუშაოებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 105 ათასი ლარია გამოყოფილი.

„ორიგინალი დროშის და გერბის განთავსების“, ასევე „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ დიზაინი უმაღლეს საბჭოში მზად აქვთ. სამუშაოები ამ დიზაინის მიხედვით უნდა შესრულდეს.

სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ოქტომბერს 105 ათასი ლარით გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 22 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 25 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა შეასრულოს.

ორიგინალი დროშისა და გერბის განთავსების სივრცის დიზაინი / „კედელი მოწყობილია ხის ფაქტურის მდფ-ის პანელებით, დამონტაჟდება სანათები, ორიგინალი გერბი და დროშა განთავსდება ყუთებში, რომლებიც განათდება. დიზაინის მიხედვით აქვე მოეწყობა ტრიბუნა“ / ფოტო ტენდერიდან

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის დიზაინი / „შეხვედრის მაგიდა გრანიტის ზედაპირით, ღია ხისფერი MDF პანელები, ქრომირებული ოქროსფერი ფირფიტა; საოფისე მაგიდა, ზედაპირი ღია ხის ფერი MDF, მაგიდის ფეხი ოქროსფერი MDF; საოფისე სკამის ფეხები უნდა იყოს პრიალა ოქროსფერი, ტექსტილი – ლურჯი ალკანტარას ნაჭერი. რაოდენობა 3 ცალი. შეხვედრის მაგიდის სკამის ფეხები უნდა იყოს პრიალა შავი ოქროსფერი დაბოლოებით. ტექსტილი – ლურჯი ხავერდის ნაჭერი. რაოდენობა 6 ცალი. ცენტრში განთავსდება ბანერი შშმ პირთათვის ბრაილის შრიფტით და სხვ.“ / ფოტო ტენდერიდან.

შენობის რემონტისთვის, რომელშიც დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოა განთავსებული, თავის დროზე 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, რამდენიმე წელში მისი ხელახლა გარემონტება გახდა აუცილებელი:

შენობაში უმაღლესი საბჭოს სასესიო დარბაზის მოსაწყობად 195 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე ასევე ნახეთ:

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: