მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში და რა არჩევანი გვაქვს დღეს?

18.10.2021 • 1428
რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში და რა არჩევანი გვაქვს დღეს?

ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ.

ისლით სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებულ ნაგებობას – ფაცხას ხურავდნენ. თუმცა, მის გადასახურად იყენებდნენ ჩალასაც და გვიმრასაც. ფაცხა მცირე ზომის, წნელისგან მოწნული და პრიმიტიული სახლი იყო. მას დროებით საცხოვრებლად მწყემსებიც იკეთებდნენ. ისლით სახურავებს სამეურნეო ნაგებობებისთვისაც ამზადებდნენ.

ყავრით, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახლები – ოდები იხურებოდა. ის ხის თხელი ფიცრებისგან მზადდებოდა და მისთვის საუკეთესო მასალად ნაძვის ხეს მიიჩნევდნენ.

კრამიტი კი გავრცელებული იყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ის თიხისგან მზადდება და ვარაუდობენ, რომ მისი წარმოება უძველესი დროიდან დაიწყო. საქართველოში კრამიტი ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო.

 „… იბერია კარგადაა დასახლებული მეტწილად როგორც ქალაქებად, ისე დაბებად; ისე რომ აქ გვხდება კრამიტის სახურავები და ხუროთმოძღვრების წესით აგებული სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები“, – წერდა ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი. ის ძვ.წ. II საუკუნის საქართველოს აღწერდა.

უძველესი კრამიტი საქართველოში ვანში, ნაქალაქარ სამადლოსა და მცხეთაში აღმოაჩინეს. ის ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი უპირატესობა სიმყარე და ცეცხლგამძლეობაა.

აქართველოში ამზადებდნენ სხვადასხვა ფორმის კრამიტებს. განსხვავებული იყო მისი დამზადების ტექნიკაც. ანტიკური ხანის საქართველოში მას წითლად ღებავდნენ, შუა საუკუნეებში კი მისი მწვანე, ცისფერი და სხვა ფერებით დაფარვის წესიც გავრცელდა. კრამიტებზე წარწერებსა და სხვადასხვა სახის სიმბოლოებსაც აკეთებდნენ.

ძველი საქართველოსგან განსხვავებით, დღეს სხვადასხვა ტიპის საშენი მასალის ხელმისაწვდომობამ და მათი ტექნოლოგიურად დამუშავების შესაძლებლობამ სახურავების არჩევანი ძალიან გაზარდა. ასე, რომ სხვადასხვა მასალის, ხარისხის, დანიშნულების, ფორმისა თუ ფერის სახურავების უდიდესი არჩევანი გვაქვს.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადასახური მასალა მეტალოკრამიტია. ის არის გამძლეც და ლამაზი ვიზუალურადაც. მაღალი ხარისხის მეტალოკრამიტის სახურავებს საქართველოში კომპანია ნოვა უკვე 10 წელია აწარმოებს. მოთუთიებულ ლითონის ფურცლებს მათ საწარმოში სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებენ.

მეგაცენტრ ნოვაში, ხელმისაწვდომია 10-ზე მეტი ფერის, განსხვავებული ზომის,  სისქისა და მასალისგან დამზადებული მეტალოკრამიტი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში – https://nova.ge/. ამიტომ, მისი არჩევა კლიმატის, სპეციალური საჭიროებებისა და თქვენი გემოვნების მიხედვით, თავისუფლად შეგეძლებათ.

რაც მთავარია, მეტალოკრამიტის ეს სახურავები მსუბუქია, რაც დამონტაჟების პროცესს ამარტივებს. არის ყინვაგამძლე და ხანძარუსაფრთხო. მას არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ზედმეტი დანახარჯების გარეშე 50 წელზე მეტი ხნით ძლებს.

ნოვას წარმოებას ცოტა ხნის წინ სახურავების ახალი ხაზი – ნოვა კლასიკიც დაემატა. ის ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილია, რომელიც ქართულ საწარმოში ევროპული სტანდარტით მზადდება. მეგაცენტრებში მისი ოთხი ფორმა – სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებურია – ხელმისაწვდომი. ევროპაში ასეთი ტიპის გადახურვა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მარტივად ეხამება სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს, არის ვიზუალურად ლამაზიც და ხარისხიანიც. საქართველოში ის ჯერ იშვიათად გვხვდება, თუმცა, სწორედ მისი ამ მახასიათებლების გამო, სავარაუდოა, რომ ამ ახალ ქართულ ნაწარმზე სულ უფრო მეტი მომხმარებელი შეაჩერებს არჩევანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: