მთავარი,სიახლეები

აჭარის 5 სოფელი ჩაერთო ვაქცინაციის მარათონში

18.10.2021 • 1595
აჭარის 5 სოფელი ჩაერთო ვაქცინაციის მარათონში

დღეს საქართველოში ე.წ. ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. პროცესში აჭარის ხუთი სოფელი – ოჩხამური, დაბა ჩაქვი, ზამლეთი, სხალთა და დიოკნისი ჩაერთო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს სოფლები მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით შეირჩა.

ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სოფლების ამბულატორიებში შეუძლიათ. ხელმისაწვდომია – ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზით აცრილია 101 164 მოქალაქე, სულ ჩატარებულია 219 272 აცრა.

ამ დროისთვის აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტინგენტის 62,3%. სამიზნე ჯგუფებში შედიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, 55 წელს გადაცილებული ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

___________

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: