მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნება [ანონსი]

18.10.2021
ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნება [ანონსი]

19 ოქტომბერს თბილისი მედიკის ახალი ფილიალი უკვე ბათუმში, ბაგრატიონის 196 თ ნომერში გაიხსნება. ბათუმი მედიკის გახსნას აჭარის რეგიონში წარმოდგენილი კლინიკების დირექტორები და წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბათუმი მედიკის შოურუმში წარმოდგენილი იქნება პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქცია როგორც კლინიკებისთვის ისე, საცალო მიმართულებით.

კომპანია მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს საინჟინრო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმი მედიკის ინჟინრების მიერ სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლას, აპარატურის შეძენის შემდეგ მასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, აპარატურის შეკეთებასა და მოვლას.

ამ მომსახურებებთან ერთად ბათუმი მედიკი ონლაინშეკვეთის და ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს, რათა აჭარის მასშტაბით წარმოდგენილი ყველა კლინიკისთვის სამედიცინო მომსახურება და პაციენტზე ზრუნვა მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს და გაამართლოს თავისი მისია – გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

საქართველოს მასშტაბით, ბათუმი მედიკი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის, ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული  პროდუქციის, სამედიცინო ავე­ჯი­სა და სა­ხარ­ჯი მა­სა­ლე­ბის ყველაზე დიდი იმ­პორ­ტი­ო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­სა და ჰოს­პიტ­ლებს ამა­რა­გებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კომ­პა­ნია არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პროდუქ­ცი­ის დის­ტრი­ბუ­ტო­რი. მათ შო­რი­საა: Johnson&Johnson medical-ი, Nidec-ი, Baucsh-ი, Gima, Mindrey, Sonoscape, Turmed-ი და სხვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: