Batumelebi | დადასტურდა კოვიდის 5739 ახალი შემთხვევა | 19 ოქტომბრის სტატისტიკა დადასტურდა კოვიდის 5739 ახალი შემთხვევა | 19 ოქტომბრის სტატისტიკა – Batumelebi
RU | GE  

დადასტურდა კოვიდის 5739 ახალი შემთხვევა | 19 ოქტომბრის სტატისტიკა

19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 5739 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 56555 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდის 44 043 აქტიური შემთხვევაა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარაში – 202, იმერეთში – 1 151, ქვემო ქართლში – 353, შიდა ქართლში – 389, გურიაში – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 412, კახეთში – 912, მცხეთა-მთიანეთში – 139, სამცხე-ჯავახეთში – 119, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 60.

18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.12%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com