მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ღარიბაშვილი არჩილ ჩიქოვანის „ნაციონალების დროს“ მუშაობაზე

19.10.2021
რას ამბობს ღარიბაშვილი არჩილ ჩიქოვანის „ნაციონალების დროს“ მუშაობაზე

„მერე რა, რომ მუშაობდა? ყველა ადამიანი მუშაობდა, წამოვიდა და წამოსულია…“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც მეგის ქარდავა იყო. ჟურნალისტებმა პრემიერ ღარიბაშვილს ჰკითხეს, ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, თუკი მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო?

მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. არჩილ ჩიქოვანი კი 2011 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე რეგიონალურ სამმართველოს (აჭარა) ხელმძღვანელობდა.

არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ბათუმში. მეორე ტურში მისი კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი კირთაძეა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში 1000-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე არჩილ ჩიქოვანმა.

„მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი, მთელი სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი… მთელი ეს მკვლელების ბანდა ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე.

რაც შეეხება არჩილ ჩიქოვანს, არ შეიძლება ადამიანს ბრალი დასდო, ცილი დასწამო  ასეთი… ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საერთოდ, თქვენ როგორ მელაპარაკებით?… სააკაშვილის ნაცმოძრაობის წევრები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს რაც ხდებოდა, თითქოს ეს მუშაობდა სადღაც, მერე წამოვიდა, სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა კითხვებს ამ თემაზე აღარ უპასუხა.

დღეს, 19 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დახურული შეხვედრა ბათუმში გამართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: