მთავარი,სიახლეები

22-23 ოქტომბერს ქობულეთში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგია შესაძლებელი

19.10.2021
22-23 ოქტომბერს ქობულეთში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგია შესაძლებელი

22-23 ოქტომბერს ქობულეთში, კლინიკა „ბომონდში“ [26 მაისის ქ. N2], ყველა მსურველს შეუძლია ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩაიტაროს.

მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა მსურველებმა დარეკონ ცხელ ხაზზე – 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე, რომელიც ქობულეთში ორი დღის განმავლობაში უფასოა.

აღნიშნული კამპანია ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ და კომპანია Avon-ის ინიციატივაა – კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.

შერჩეულია ის რეგიონები, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგპროგრამა.

„ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკჯგუფს მხოლოდ 40 წელზე მეტი  ასაკის ქალები აღარ წარმოადგენენ.

ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ მიზანი ამ კამპანიით სწორედ ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს,“ – აღნიშნულია აქციის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.

კამპანია უკვე მიმდინარეობს. 20-21 ოქტომბერს ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი შესაძლებელი იქნება ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“, 22-23 ოქტომბერს – ქობულეთში, კლინიკა „ბომონდში“, 25-26 ოქტომბერს ჭიათურაში – კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“, 27-28 ოქტომბერს – ზესტაფონში, „ჯეო ჰოსპიტალში“, ხოლო 30-31 ოქტომბერს – თელავში, კლინიკა „ნოვომედში“.

ოქტომბერი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ თვის საერთაშორისო სიმბოლო ვარდისფერი ბაფთაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: