მთავარი,სიახლეები

„მნიშვნელობა არ აქვს, ევროპარლამენტარი რას იტყვის“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის პატიმრობაზე

19.10.2021
„მნიშვნელობა არ აქვს, ევროპარლამენტარი რას იტყვის“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის პატიმრობაზე

„აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის,“ – განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების საპასუხოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე იგი არ წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

„მინდა გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულიად გამჭვირალე პროცესი გვაქვს, უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი… სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი,“ – თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარებმა და ასევე სხვა პოლიტიკოსებმა, სულ 72-მა ადამიანმა, განცხადება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის შესახებ გუშინ, 18 ოქტომბერს, გაავრცელეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: