რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 432 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 6 819 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 13 049 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 10 698 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 721 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 318 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 191 ერთეული [+50]
  • სპეცტექნიკა – 1 735 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 16 135 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 486 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 534 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 244 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 456 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 933 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

TOYOTA საქართველოში ყველაზე პოპულარულია – ტოპ 5 ავტომობილი

საქართველოში 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ყველაზე მეტი TOYOTA-ს მარკის ავტომობილები დაარეგისტრირეს. ამავე პერიოდში დარეგისტრირებული ავტომობილების ტოპ ხუთეული კი ასეთია:

  • TOYOTA – 18 262 ცალი
  • FORD – 12 084
  • MERCEDES-BENZ – 11 487
  • BMW – 6 263
  • VOLKSWAGEN – 6 014 ცალი

პირველადი რეგისტრაციის მონაცემები საქსტატს აქვს გამოქვეყნებული. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2023 წლის პირველ 9 თვეში რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესობის ფერი არის რუხი/ნაცრისფერი [32 705 ავტომობილი], შემდეგ მოდის თეთრი [27 839], შავი [24 242] ლურჯი [11 292] და წითელი [6 603 ავტომობილი].

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს მოდელის მიხედვით, ასეთია:

TOYOTA CAMRY – 2 699 ცალი
TOYOTA PRIUS – 2 528
FORD TRANSIT – 2 379
VOLKSWAGEN JETTA – 2 348
HYUNDAI ELANTRA – 1 846 ცალი

ამასთან, საწვავის ტიპის მიხედვით, გასული წლის პირველ ცხრა თვეში რეგისტრირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი – 56,9% არის ბენზინზე, 23,4% – დიზელზე, 16,6% არის ჰიბრიდი, 1,8% – ბენზინსა და აირზე, 1,1% – ელექტრო, 0,1% – აირზე.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანობაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან საქართველოში ლიდერობს MERCEDES-BENZ – 207 536 ავტომობილი, შემდეგ მოდის TOYOTA – 172 741 ავტომობილი და FORD – 155 337 ავტომობილი.

ფერების მიხედვით კი, მთლიანად რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესობა არის რუხი/ნაცრისფერი [438 790 ავტომობილი], თეთრი [366 063 ავტომობილი] და შავი [228 876 ავტომობილი]

„ეს ის ავტომობილებია, რომლებიც თავის დროზე დაარეგისტრირეს და შსს-ს ბაზაში დღემდე აქვს აქტიურის სტატუსი“, – გვითხრეს საქსტატში.

13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი

„ახლა ჩემი შვილი 13 წლისაა. ამ ეტაპისთვის ნარკოტიკებს არ მოიხმარს. 

ამ ყველაფერმა მძიმე შედეგები გამოიღო. ცუდი ქცევები აქვს, სულ გარეთ უნდა ყოფნა. როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. ყველაფერს თვითნებურად წყვეტს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. 

დედა შიშობს, რომ რადგან ნარკოტიკებზე ადვილად მიუწვდებათ მოზარდებს ხელი, დიდი რისკია ბავშვების გვიანობამდე ქუჩაში ყოფნა. ასეთ დროს ისინი არც კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენისგან არიან დაცულნი. 

„ჩემი შვილი საკმაოდ დაკავებულია. რთული გრაფიკი აქვს, დილით სკოლაშია, შემდეგ ბალეტზე დადის, თუმცა მაინც მოახერხა ქუჩაში გაეცნო ისეთი ადამიანები, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 

ერთხელ გავიდა, ორჯერ გავიდა გვიან ქუჩაში, შემდეგ უკვე მიეჩვია და ბოლოს ძალიან ცუდი საქმიანობა – მოპარვაც დაიწყო. 

როცა ვთხოვდი სახლში დროულად დაბრუნებულიყო, წინააღმდეგობას მიწევდა. ერთხელ სახლიდან წავიდა და სამი თვე არ დაბრუნდა. იმ პერიოდში კოვიდი მქონდა, იზოლაციაში ვიყავი და მოსაძებნადაც კი ვერ გავდიოდი. ხან ვის ვთხოვდი მოეძებნა და ხან ვის.

სოცსააგენტოსაც ვთხოვე დამხმარებოდა, მაგრამ რეაგირება იყო ნული. მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, რომ ბავშვი არ უნდა დაისაჯოს. 

რა თქმა უნდა, ძალადობის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ როცა ბავშვი ცუდად იქცევა, ვფიქრობ, მან პასუხი უნდა აგოს ამ ქცევაზე“, – გვეუბნება დედა. 

მისი თქმით, გარდატეხის ასაკში ხშირად ბავშვებს თავისუფლება დაუმორჩილებლობაში ერევათ და „ათასნაირ რამეს სჩადიან“. 

დედა ამბობს, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა სახლში ორჯერ დაბრუნდა ნასვამი. 

„ვფიქრობ, ამ ასაკისთვის არ არის ეს სწორი საქციელი. მაგრამ მარტო ბავშვსაც ვერ ავკიდებთ პასუხისმგებლობას, რადგან მშობლებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ როცა არასრულწლოვან შვილს უხდი დაბადების დღეს, იქ შესაბამისი გარემო უნდა შექმნა და ალკოჰოლი არ უნდა მიიტანო სუფრაზე. 

მაგრამ, როცა სხვა მშობლებს ამაზე ვუთითებ, ბრაზდებიან და ძალიან დიდი აგრესია მოდის ამის გამო. როცა შენს სახლში ბავშვი ალკოჰოლს იღებს, საქმის კურსში უნდა ჩამაყენო ხომ მისი მშობელი. ამას უფროსები ხშირად არ აკეთებენ“, – ამბობს დედა. 

მისი თქმით, დალევას, გვიანობამდე ქუჩაში ყოფნა მოჰყვა. დედამაც მოუხშირა პოლიციასთან და სოციალურ მუშაკებთან ზარებს.

„მე არ მაქვს უფლება სხვის ოჯახში შევიჭრა და იქ ვეძებო შვილი. ამიტომ პოლიციას ვთხოვ ხოლმე, რომ დამეხმაროს მოძებნაში. 

სოციალური სააგენტო ვერ მეხმარება. მოვა, სად წავა – ასეთია მათი პასუხები. ქუჩაში რომ რაღაც მოხდეს, ვინმემ იძალადოს ბავშვზე, ამას ველოდო?“-კითხულობს დედა.  

მისი თქმით, ერთხელ, როცა გვიან დაბრუნდა მისი გოგონა სახლში, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, რამაც მისი შიშები კიდევ უფრო გაამძაფრა. 

„ტუჩები ჩაშავებული ჰქონდა. შემოდგა თუ არა სახლში ფეხი, წივილ-კივილი ატეხა. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რაიმე მოხმარებული, მაგრამ ცუდად გამოიყურებოდა. 

ამ დღეებში კი, როცა დაბრუნდა სახლში, ორივე ხელის ზედა ნაწილში ჭრილობები ჰქონდა. როცა ვკითხე რა მოგივიდა-მეთქი, შენ ამას ვერ გაიგებო – ასე მიპასუხა. 

აღარც ჰიგიენას აქცევს ყურადღებას, აიკიდა ანთებები, რადგან სველდება ქუჩაში და ცივდება. როცა გარეთაა, ვურეკავ, ტელეფონს თიშავს, არ მპასუხობს, ყველაფერს მიპროტესტებს“, – გვეუბნება მოზარდის დედა. 

როგორ ფიქრობთ, რის გამო იკარგება შვილებსა და მშობლებს შორის ნდობა და რა მოხდა თქვენ შემთხვევაში, თუ გაანალიზეთ ეს? – ვკითხეთ 13 წლის გოგოს დედას. 

მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა ყურადღებიანი ყოფილიყო, თუმცა არ იცის, რა გამოტოვა შვილთან ურთიერთობაში. 

„მართალია, ორ შვილს მარტოდ ვზრდი, ხუთ სამსახურში დავრბივარ, რომ შვილები გამოვკვებო, ბინის ქირა გადავიხადო, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობდი არ დამეტოვებინა ყურადღების მიღმა. 

მაინც აღმოჩნდა ქუჩაში. 

როცა საფრთხეებზე ვესაუბრები, ვცდილობ ავუხსნა, რა რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს, ამაზე სულ ღიზიანდება.

როცა სახლში არ მოდის, მაინც ვურიცხავ ფულს, რომ საჭმელი იყიდოს. ვიცი, რომ ენერგეტიკულ სასმელებსაც მოიხმარენ ბავშვები, შესაძლოა ესეც ცუდად ისახება მის ჯანმრთელობაზე“. 

დედა ამბობს, რომ არ იცნობს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ატარებს მისი შვილი ქუჩაში დროს. 

დედის თქმით, ეს წრე ყოველთვის იცვლება. 

„ამ ბოლო დროს ვისთანაც მეგობრობს, ორის მშობელი მასწავლებელია, ერთის ოჯახი ვერ დავადგინე. ამ სახლში, 15-20 ბავშვი იკრიბება ერთად და უკონტროლო სიტუაციაა. არ ვიცი რას აკეთებს ამდენი ბავშვი ერთად უფროსის მეთვალყურეობის გარეშე. 

ორი ბავშვი, დღის ცენტრში რომ დადიოდა, იქ გაიცნო. ისინიც საშინელ დღეში არიან. მათი მშობლებიც არასწორ გზაზე დგანან. 

როცა მშობლებს ვეუბნები, რომ გვიანობამდე ნუ აჩერებენ არასრულწლოვნებს სახლში მშობლების თანხმობის გარეშე, ჩემი შვილი ამაზეც მიბრაზდება. „შენ საქმეებს ურჩევ მშობლებს“ – მეუბნება. მაგრამ მე ხომ მაქვს უფლება გავიგო, სად არის და ვისთან ჩემი შვილი“. 

დედის თქმით, მოზარდების ქუჩაში უკონტროლო ყოფნას სხვა გამოწვევებიც ახლავს, ისინი ადვილად უკავშირდებიან კრიმინალურ ავტორიტეტებს და მათი გავლენის ქვეშ ექცევიან. 

„ბევრი არასრულწლოვანია დაჭერილი და სხედან ციხეში. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის შვილიცაა, 17 წელი ციხეში შეასრულა. მოპედები მოუპარავს. 

ის, ციხეში რომ ზის, მაგარია – ასე იწყებენ ფიქრს ბავშვები. ჩემი შვილისგანაც გამიგონია, რომ ციხეში უნდათ შესვლა და ამ ბავშვების მონახულება. ავტორიტეტად იქცნენ ის ბავშვები უკვე ამათთვის. 

ცხადია, ამ ბავშვების უკან არის ის ხალხი, ვინც იყენებს მათ. რთავენ ქურდობაში, ეუბნებიან – შენ ბავშვი ხარ და არავინ დაგიჭერს, მაგრამ როცა ბევრი შემთხვევა უგროვდებათ ამ ბავშვებს ქურდობის, მაინც იჭერენ“-ამბობს მოზარდის დედა. 

მისი აზრით, საჭიროა უბნის ინსპექტორების გააქტიურება, რაც შეამცირებს ბავშვების ქუჩაში ყოფნას და კრიმინალსაც. 

„ჩემს შვილზე, მაგალითად, მოქმედებს როცა ვეუბნები, რომ პოლიციას გამოვიძახებ. იყო შემთხვევები, როცა მიმიყვანია განყოფილებაში და გასაუბრებია პოლიცია. შიშის ფაქტორი მაინც არის და რაღაც პერიოდი აჩერებს ეს. 

ადრე იყო სხვათა შორის ეს სისტემა, დადიოდნენ უბნის ინსპექტორები სახლებშიც და თუ კიდევ იმუშავებენ ასე, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რადგან როცა მე ჩემს შვილს ვეძებ და ამ დროს ვიღაც კრიმინალი იფარებს იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა მოიპაროს და მიუტანოს სახლში, ხომ ეცოდინება ეს პოლიციასაც“-ამბობს მშობელი.

ქალის თქმით, ძალიან ბევრი ბავშვია ქუჩაში. „ღამის ოთხ საათზეც რომ გახვიდეთ, ყველგან ნახავთ“- გვეუბნება ის. 

მისი თქმით, რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ მშობელს არასრულწლოვან შვილზე ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს. 

„მესმის, რომ შეკრების უფლებას ვერ ავუკრძალავთ, გარეთ გასვლას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ შუაღამით ბავშვი ქუჩაში რომ არის, ეს პოლიციას, სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს? 

მე, მშობელი როცა ვერ ვიმორჩილებ, არ მიჯერებს, არ ესმის ჩემი, რა გავაკეთო, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ დროს? მაშინ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი შვილები.“-ამბობს მოზარდის დედა. 

მისი თქმით, ბავშვების წინაშე დამნაშავეა როგორც მშობელი, ასევე სახელმწიფოც. 

„შესაძლოა ჩვენ, მშობლებიც ვაშავებთ, მაგრამ აშავებს სახელმწიფოც, რადგან ამ მდგომარეობიდან ამოსაყვანად რეალურად არაფერს აკეთებს. როცა მშობელი ვერ იმორჩილებს ბავშვს, მაშინ პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. 

მეც მჭირდება ფსიქოლოგი, მეც მჭირდება დახმარება, მაგრამ არავინ მეხმარება. რაღაც ისეთი სერვისები, ისეთი სკოლა უნდა არსებობდეს ამ ბავშვებისთვის, რომ დაეხმაროს მათ თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას. საჯარო სკოლა ვერაფერს აკეთებს.

შარშან მხოლოდ სამჯერ იყო სკოლაში. არ დადიოდა და თხოვნებით გადავიდა კლასიდან კლასში“.

გამოდის, ნიშნებიც ტყუილად დაუწერეს? – ვკითხე დედას.

„ასე გამოდის, მაგრამ რა ვქნა. 

არც მანდატურის სამსახურს აქვს გავლენა, მაინც იპარება სკოლიდან ბავშვი. ვერც მათი ფსიქოლოგები მუშაობენ შედეგიანად“- გვეუბნება ქალი.   

ყველაზე მეტად დედას არდადეგების პერიოდი აშინებს, რადგან შიშობს,  რომ ამ დროს მისი გოგონა საერთოდ დაიკარგება. 

„რამე მოიფიქროს სახელმწიფომ, შექმნას ისეთი ცენტრები, ისეთი პროგრამები, რაც დაგვეხმარება მშობელსაც და შვილებსაც. 

არც ფსიქოტროპული წამლები უნდა იყოს ასეთი ხელმისაწვდომი. იმდენი ბავშვი მინახავს აფთიაქებთან, სადაც ყიდულობენ… თანაც 2 ლარი ღირს თურმე ტაბლეტი. 

ყველას ორგანიზმი ერთნაირად ვერ იღებს ამ წამალს და ძალიან ცუდი შედეგები დგება. 

ყველანი რისკის ქვეშ ვართ.“- ამბობს მოზარდის დედა.

2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა.

1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან და უდაბურ ადგილებში.

„ღამის პირველი საათი იყო, როცა „სალდათებმა“ მოგვაკითხეს. მამა მაღაზიაში მუშაობდა, გამოუვლიათ, წამოუყვანიათ ისიც. ყველანი ერთ მანქანაზე შეგვყარეს და ქალაქში ჩამოგვიყვანეს. ზღვისპირას იდგა მატარებელი. გაავსეს ვაგონი ჩვენსავით გადასახლებული ხალხით, დაკეტეს კარები და წაგვიყვანეს.

არ ვიცოდით, სად მივდიოდით. სალდათებმა, რომელიც მატარებლის ვაგონებს აცილებდნენ, მხოლოდ ერთი რამე გვითხრეს – ისეთი ადგილას მიდიხართ, სადაც ბამბის კრეფა მოგიწევთო. რთული იყო გზა. ჩვენს ვაგონში ორი ფეხმძიმე ქალი იყო, გზაში ასტკივდათ მუცელი და ვაგონში იმშობიარეს. 15 დღე მივდიოდით და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩაგვიყვანეს ყაზახეთში,“ – 74 წლის წინ მომხდარს იხსენებს ლამარა ნაკაშიძე-ბერიძე.


11 წლის იყო ლამარა, როდესაც მშობლებთან და და-ძმასთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. მან ყაზახეთში, გადასახლებაში 3 წელი გაატარა. ახლა 85 წლისაა. ამბობს, რომ ბევრი ამბავი დაავიწყდა, ბევრიც დაივიწყა.

რაც არ დავიწყებია არის ის სირთულე და, როგორც თავად ამბობს, სიმწარე, რომელიც გადასახლებაში მან და მისმა ოჯახმა გამოიარა.

„ალგაბასი ერქვა ადგილს, სადაც გადაგვასახლეს. სამოთახიან სახლში ერთი ოთახი მოგვცეს. მიწური იყო სახლი. იატაკი არ იყო. კედლებიც მიწის იყო, ზემოდანაც მიწა. საწოლები არ იყო. მიწაზე ხომ ვერ დავწვებოდით. მამაჩემმა ხეები ნახა, დაქსელა და საწოლებივით გააკეთა. მაგაზე ვწვებოდით.

თავიდან რომ ჩავედით, უკაცრიელი ჩანდა ყველაფერი. დაინტერესდა მამაჩემი ნუთუ აქ ხალხი არ ცხოვრობსო?

კი ცხოვრობსო, მაგრამ ეშინიათ თქვენიო – იქაურმა ზედამხედველმა გვითხრა. ამბავი მოვიდა – „ისეთი ხალხი მოდის, რომლებიც ადამიანის სისხლს წოვენო. ამიტომ ეშინიათ გარეთ გამოსვლაო“. მერე კი გაგვიცნეს და გაიგეს ვინც ვიყავით.

მძიმე იყო გადასახლება. უცხო ადგილას შედიხარ, უცხო ენა… ძნელი იყო, გაგვიჭირდა ძალიან. მაგ გადასახლების გამო ბავშვობიდან ვიყავით გამწარებული,“ – იხსენებს ლამარა ნაკაშიძე – ბერიძე.

 

15 დღე ვიყავით მატარებელში, 2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი

გადასახლებაში ოჯახმა სამი წელი გაატარა და მშობლიურ სოფელში მას შემდეგ შეძლეს დაბრუნება, რაც იოსებ სტალინი მოკვდა.

„სამი წელი ვიყავით გადასახლებაში. მეოთხე წელს წამოვედით. ზოგი ადრე, გამოუშვეს. ყველა ერთად არ მოჰყადათ. ნაწილ-ნაწილ წამოიყვანეს ხალხი. მოგივიდოდა ფურცელი და წამოხვიდოდი.

საქართველოში მატარებლით წამოვედით. ჩამოვედით ბათუმში. ერთი კვირა ქალაქში დავრჩით. ჩვენს სოფელში მისვლამდე შლაგბაუმი იყო და უსაბუთოდ არ გვიშვებდნენ. მერე მამაჩემმა გააკეთებინა საბუთები და წავედით. სახლი დაგვხვდა. ძროხებიც კოლექტივს ჰყავდა წაყვანილი და უკან დაგვიბრუნეს. მერე რა ვიცი, თანდათან დავლაგდით და ცხოვრება გავაგრძელეთ.

მიზეზი არავინ იცოდა, ყველა მაგას კითხულობდა – რატომ გაგვასახლეს? რა მოხდა? ჯერ ჩაგვიყვანეს, მერე უკან მოგვაბრუნეს. ხალხი ამბობდა – სტალინმა არ იცოდა, ბერიამ გადაგვასახლაო…“ – იხსენებს ლამარა ნაკაშიძე-ბერიძე.

თქვენ როგორ გჯერათ, შეიძლებოდა სტალინს არ სცოდნოდა? ვკითხეთ ლამარა ბერიძეს.

„ჰმ…. მთავრობამ რამე არ იცოდეს ისე იქნება?“ – კითხვაზე კითხვა დაგვიბრუნა მან.

„დედაჩემს ის შიში აქვს გამოყოლილი, რომ სტალინის პერიოდში ვერაფერს იტყოდიო. ეს დრო აღარაა უკვე, მაგრამ დედას ის ბავშვური შიში მაინც აქვს. არადა რაც გამოიარა, სტალინის ბრალი იყო ეგ. თითქოს დედაჩემი ამბობს, არ იცოდა სტალინმა ბერიამ გაგვასახლაო, მაგრამ ეგ ცრუ ზღაპარია. როგორ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც სათავეში უდგას სახელმწიფოს. ადამიანებს ასახლებ და რისთვის?

არავინ არ იცის დღემდე, რატომ იყვნენ სამი წელი რეპრესირებული. ბევრი უდანაშაულო ოჯახი დაიღუპა. სტალინის ბრალი იყო, აბა ვისი ბრალი იყო?,“ – საუბარში ჩაერთო ლამარას შვილი მზევინარ ბერიძე.

მზევინარ ბერიძე დედასთან ერთად

მზევინარი და მისი და-ძმა დედის მიერ მოთხრობილ ისტორიებზე გაიზარდნენ. მზევინარის თქმით, დედა სულ უყვებოდა იმ გზაზე, რისი გავლაც მოუწიათ ყაზახეთისკენ მიმავლებს.

„საშინელ გაჭირვებას უყურა გზაში. ისეთი ყინვა იყო, მატარებლის კარს ვერ აღებდნენო. ბევრი გზაში, ვაგონშივე კვდებოდაო. ყაზახეთში მთელი დღეები ბამბავს ვკრეფდით, სიცხეები იყო, გვიჭირდა ბამბის კრეფა, მაგრამ არავინ გვაძლევდა დასვენების უფლებასო.

ძალიან რთული და მძიმე პერიოდი აქვს გამოვლილი,“ – ამბობს მზევინარ ბერიძე.

აჭარამ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, მეოცე საუკუნის 30-იან 50-იან წლებში მასობრივი რეპრესიების რამდენიმე ტალღა გამოიარა. 1937-38 წლის რეპრესიების შემდეგ, როდესაც ადამიანებს ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა 1944 წელს დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1946-52 წლების რეპრესიები კი საქართველოში მცხოვრებ ათასობით ოჯახს შეეხო. გავრცელებული პრაქტიკა იყო, ჯარისკაცები ან/და ოფიციალური პირები ოჯახებში მიდიოდნენ, სპეციალურ მანქანაში სვამდნენ და დიდ ქალაქებში მიჰყავდათ, სადაც მზად იყო სატვირთო მატარებლის ვაგონები შუა აზიაში წასასვლელად. გზის ხანგრძლივობის და გაუსაძლისი პირობების გამო გადასახლებულთა ნაწილი გზაში იღუპებოდა.

გადასახლებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა.

რომელ ქუჩებზე გაითიშება დენი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ბათუმში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ტბელ აბუსერიძის, გენ. ასლან აბაშიძის, ქ. წამებულისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე თამარის დასახლების ნაწილს.

ქედაში – 10:00-დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორცვას, მეძიბნას, ხარაულას, კოკოტაურს, ტაკიძეებსა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში – 10:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მახალაკიძეებს, ოლადაურს, ჩანჩხალოსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს.

„აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.“ – აცხადებს კომპანია.

რატომ სჭირდება ბიზნესს იურიდიული მომსახურება

ნებისმიერი მასშტაბისა და ინდუსტრიის ბიზნესისთვის არსებობს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს. სწორედ მსგავს საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება იურიდიული მომსახურებაც, რომელიც სინამდვილეში, არა მხოლოდ აუცილებლობას წარმოადგენს, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მისი სტრატეგიული აქტივიც კია.

სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ დაინტერესებულ მხარეებს უკეთ ავუხსნათ, თუ რაში ეხმარება იურიდიული მომსახურება ბიზნესს, ამ ბლოგში ყველაზე ხშირად გამოყენებული და საჭირო სერვისების მაგალითზე თითოეულის დანიშნულებასა და უპირატესობას განვიხილავთ, ასევე გაგაცნობთ კომპანიას, რომელსაც თამამად შეგიძლიათ სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის სამართლებრივი მხარის გამართვა ანდოთ. მაშ, ასე:

იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული კონსულტაცია ფუნდამენტური ნაბიჯია ბიზნესის სამართლებრივი მდგომარეობის გასამართად და გასაძლიერებლად. სანდო იურიდიული კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი იურისტებით მარეგულირებელი ჩარჩოების ზედმიწევნითი და ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით გაგიწევენ კონსულტაციას. იქედან გამომდინარე, რომ თანამედროვე სამყაროში დრო ძალიან ფასობს, უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიღებისას, შეხვდებით ისეთ იუდირიულ კომპანიებსაც, რომელიც თქვენს დროს უფრთხილდებიან და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გავლა დისტანციურ რეჟიმშიც თავისუფლად შეგიძლიათ, თანაც რამდენიმე სხვადასხვა ენაზე. 

იურიდიული კონსულტაციის წყალობით, ბიზნესი ფლობს სრულ ინფორმაციას არსებული სამართლებრივი ტენდენციებისა და პოტენციური ხარვეზების შესახებ, რაც მას  საშუალებას აძლევს წარმატებით შეიმუშაოს და დანერგოს პროაქტიული რისკების შემცირების სტრატეგიები.

იურიდიული აუდიტი

ფინანსური აუდიტის ჩატარება, რომ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისთვის გადამწყვეტია, ეს, ალბათ, ყველამ იცის, თუმცა, ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება სამართლებრივი აუდიტის მნიშვნელობა, რომელიც რეალურად, არანაკლებ პრიორიტეტულია, თუ ბიზნესს არასასურველი სამართლებრივი გართულებებისგან თავის არიდება სურს. 

სამართლებრივი აუდიტი პოტენციური სამართლებრივი დაუცველობის წინააღმდეგ გადადგმული პრევენციული ნაბიჯია. ამ სერვისის გამოყენებისას, პროფესიონალთა გუნდი საკონტრაქტო შეთანხმებების, შიდა პოლიტიკისა და მარეგულირებელი შესაბამისობის ღონისძიებების ზედმიწევნით აუდიტს ახორციელებს. რაც ნიშნავს, რომ იურისტები, სამართლებრივ ჭრილში, ბიზნესის საქმიანობის სრულ შემოწმებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, პროცესი ითვალისწინებს თითოეული არსებული დოკუმენტისა და მისი რისკების შეფასებას და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას.

მნიშვნელოვანია, რომ დეტალური სამართლებრივი აუდიტი ბიზნესს საშუალებას აძლევსდაადგინოს შეუსაბამობის სფეროები, გამოასწოროს და ნათელი მოფინოს სახელშეკრულებო ბუნდოვანებებს და გაიძლიეროს სამართლებრივი ჩარჩოები.

Სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება

სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, რასაც გვერდს ვერც ერთი ბიზნესი ვერ აუქცევს, დეტალებზე ორიენტირებას,  ყურადღებას და სიზუსტეს მოითხოვს. ასეთ დროს, კომპეტენტური იურისტები სპეციალურ კონტრაქტებს, ხელშეკრულებებს და კორპორატიულ დოკუმენტაციას ქმნიან, რომელიც თითოეული კლიენტის უნიკალურ საჭიროებებსა და ამოცანებს ასახავს. შესაბამისად, იურიდიული კომპანია უზრუნველყოფს, რომ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი იყოს ძლიერი, აღსრულებადი და შეესაბამებოდეს ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებს. კომპანიები, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორები ჰყავთ, ხშირად, საჭიროებენ აღნიშნული დოკუმენტაციის სხვადასხვა ენაზე მომზადებას, ამ კუთხით, საქართველოში ლიდერი იურიდიული კომპანია Prime Legal-ია, რომელიც მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ ენაზე სწრაფად და მარტივად, ენობრივი ბარიერის არსებობის გარეშე ამზადებს დოკუმენტაციას. 

სასამართლო/საარბიტრაჟო დავების წარმართვა

ბიზნესის არსებობის განმავლობაში, ყოველთვის არსბეობს შანსი, რომ სასამართლო ან საარბიტრაჟო დავა წარმოიქმნება. მსგავს შემთხვევაში, ბიზნესი გულმოდგინე ადვოკატირებასა და სტრატეგიულ წარმომადგენლობას საჭიროებს. იურიდიული კომპანიის სერვისის გამოყენებისას, გამოცდილი ადვოკატები თავიანთ გამოცდილებას რთული სასამართლო და საარბიტრაჟო წარმოების ეფექტურად წარმართვისთკენ მიმართავენ. მათი ვალდებულება კლიენტების ინტერესების დაცვაა, რასაც საქმის გულმოდგინედ მომზადებით, დამაჯერებელი არგუმენტაციისა და სტრატეგიული მოლაპარაკებების ტაქტიკის მეშვეობით ახერხებენ.

სასამართლო/საარბიტრაჟო დავების წარმართვის სრულყოფილი იურიდიული მომსახურება მოიცავს წარმომადგენლობას სარჩელის მოძიების ეტაპიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ითვალისწინებს: 

– სარჩელის, შესაგებელის, ან/და შეგებებული სარჩელის მომზადებას;

– შუამდგომლობის მომზადებას;

– ვადების კონტროლს;

– სასამართლოსთან კომუნიკაციას;

– სასამართლო პროცესზე კლიენტის წარმომადგენლობას;

– მორიგებას;

– გადაწყვეტილების ჩაბარებას;

– სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადებას;

– კერძო საჩივრის მომზადებას;

– სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვას;

– სააღსრულებო პროცესში წარმომადგენლობასა და გადაწყვეტილების აღსრულებას;

– და სხვა საპროცესო ქმედებების განხორციელებას.

რაც მთავარია, დავების წარმართვა ხორციელდება, როგორც საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, ასევე არბიტრაჟში.

Წარმომადგენლობა

ბიზნესს სანდო მრჩეველი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ესაჭიროება. სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის, წარმომადგენლობა არის იურიდიული სერვისი, რომლის ფარგელბშიც კორპორაციული იურისტები ბიზნესს ეხმარებიან როგორც შეხვედრების ორგანიზებაში, ასევე მოლაპარაკებების წარმართვასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. რაც მთავარია, ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში, ვისთანაც არ უნდა გჭირდებოდეთ წარმომადგენლობა, იქნება ეს პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან. საბოლოო ჯამში, წარმომადგენლობა უზრუნველყფოს საქმიანი ურთიერთობების წარმატებით დამყარებას, შენარჩუნებას და რეპუტაციის რისკების მინიმიზაციას.

Სხვა იურიდიული მომსახურება

სამართლებრივი ლანდშაფტი მრავალფეროვანი გამოწვევებითა და შესაძლებლობებითაა სავსე, რაც სპეციალიზებული იურიდიული სერვისების ფართო სპექტრს მოითხოვს. მულტიდისციპლინური მიდგომითა და იურიდიული ექსპერტიზის ღრმა რეზერვუარით, სანდო და საქართველოს ბაზარზე არსებული მოწინავე კომპანიები, ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები გარდა, ისეთ სერვისებსაც სთავაზობენ მომხმარებელს, როგორიცაა:  ადმინისტრაციული, სამოქალაქო, საინვესტიციო, სახელშეკრულებო, სამედიცინო, საბანკო და საგადასახადო, საიმიგრაციო, შრომითი, უძრავი ქონების და სამშენებლო სამართალი. მაგალითად, ჩვენს ლოკალურ ბაზარზე მსგავსი იურიდიული კომპანია Prime Legal-ია, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ბიზნესი მიმართავს, რათა მათი კომპეტენცია თავიანთი საქმიანობისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ. 

რატომ Პრაიმ ლეგალი?

პრაიმ ლეგალი იურიდიული სერვისების სფეროში კარგად ცნობილი და პატივსაცემი კომპანიაა, რომელიც კლიენტებისადმი ურყევი ერთგულებით, იურიდიული გამჭრიახობითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. Prime Legal-ის გუნდი გამოირჩევა იმ ღირებულებებითა და თვისებებით, რომელიც სამართლებრივ სფეროში ყველაზე მეტად ფასობს, მათ შორის:

  • ექსპერტიზა: პრაიმ ლეგალის გუნდი გამოცდილი იურისტებისა და ადვოკატებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებსაც სპეციალიზებული გამოცდილება სხვადასხვა პრაქტიკის სფეროში აქვთ, რაც ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფს და რომელიც თითოეული კლიენტის უნიკალურ საჭიროებებზეა მორგებული.

  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა: Prime Legal-ი პრიორიტეტს ანიჭებს თითოეული კლიენტის ბიზნესის სირთულეებში გარკვევასა და ნდობაზე, გამჭვირვალობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობას. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ფაქტიც, რომ სხვა იურიდიული კომპანიებისაგან განსხვავებით, პრაიმ ლეგალი თავად ერგება კლიენტების მოთხოვნებს და არა პირიქით,

  • ინოვაციური გადაწყვეტილებები: პრაიმ ლეგალი უახლეს იურიდიულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მეთოდოლოგიებს იყენებს, რათა შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოს.

  • სერვისების მრავალფეროვნება: Prime Legal-ის საქმიანობა, ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, კიდევ სხვა მრავალ ასპექტს აერთიანებს, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ბიზნესისათვის საჭირო სერვისები, იქნება ეს ბუღალტრული და აუდიტორული, სათარჯიმნო, სანოტარო, საკურიერო, თუ სხვა ტიპის მომსახურება.

ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ

დღეს, 18 მარტს, ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „პროგრესში“.

სკოლის დირექციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. წერილში სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ წერდნენ.

„მეილი მოვიდა დილით – დაცალეთ სკოლა, თორემ აფეთქდება ბომბი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცრუ განგაში იყო, მაგრამ სკოლამ თავისი უსაფრთხოების ზომები მიიღო.

112-მა და ანტიტერორისტულმა სამსახურმა ჩაატარეს განაღმვითი ოპერაცია. არაფერი აღმოჩნდა. სიმშვიდეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა.

სკოლის დირექტორის თქმით, „პროგრესში“ სასწავლო პროცესი დღის მეორე ნახევარში განახლდება, ხოლო ხვალიდან სრულად აღდგება.

„დღის მეორე ნახევარში რა წრეებიცაა, კლუბები, გახანგრძლივებული, ყველაფერი აღდგება. ხვალ ჩვეულებრივად განვაახლებთ სასწავლო პროცესს.

იმედია შსს-მ ძიება დაიწყო. უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც მსგავს წერილებს, ცრუ განგაშებს ავრცელებენ და საბოტაჟს აწყობენ.

ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რომ მეტი დაცულობა გვჭირდება, საჯარო და ზოგადად, სკოლებსა და ბავშვებს,“ – ამბობს ნინა ჩიკვაშვილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს. ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა

წუხელ, 17 მარტს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე  კი – სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“.

დაახლოებით 40 წლის ქალს კლინიკა „მედინასთან“ იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა იგი მათთან შეიყვანეს.

„მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა,“ – გვითხრა კლინიკა „მედინას“ ემერჯენსის უფროსმა, ლევან ქობალიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად,  რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დაახლოებით ღამის 12 საათზე, კიდევ ერთი ავარია მოხდა – ავტომანქანა დაეჯახა იოსებ აბაშიძეს. ის სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“, ზებრაზე გადადიოდა. კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

იოსებ აბაშიძე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 431 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 6 809 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 13 014 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 10 668 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 720 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 308 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 141 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 1 731 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 15 992 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 486 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 521 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 243 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 440 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 910 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა: +10 გრადუსი.

19 მარტს დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

რუსეთმა ომში 430 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 430 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 6 790 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 12 997 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 10 634 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 720 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 272 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 073 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 1 723 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 269 ვერტმფრენი
  • 15 849 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 486 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 509 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 241 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 434 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 875 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – ვიდეო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – ვიდეო

დღეს, 16 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა, ორგანიზაცია „მეიდან ბათუმის“ წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს.

დღეს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ფოტოგამოფენით აღნიშნეს 2 წლისთავი მასშტაბური ტერორისტული აქტიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა.

„დღეს მეორე წლისთავია მარიუპოლის ტერორისტული აქტიდან. ორი წლის წინ რუსმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მძიმე საავიაციო ბომბი მარიუპოლის გულში, მარიუპოლის დრამატულ თეატრში, სადაც იყვნენ მოქალაქეები ბავშვებთან ერთად.

თეატრის შენობის წინ დაწერეს დიდი ასოებით – ბავშვები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელმა მსოფლიომ აუცილებლად უნდა გაიცნოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ნამდვილი სახე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსი სევერინენკომ.

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, მარიუპოლში, თეატრის ორივე მხარეს ასფალტზე დიდი ასოებით ეწერა – ბავშვები.

მარიუპოლი რუსმა ჯარისკაცებმა 2022 წლის მაისში აიღეს, სამთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ. ქალაქის 90 % ბრძოლებისას განადგურდა.

დღემდე უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას.

ფოტოგამოფენა ევროპის მოედანზე

2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან - გამოხმაურება ბათუმში

რას ნახავთ ბათუმის თეატრებში – კვირის აფიშა

16-22 მარტის კვირაში ბათუმის თეატრებში მისულ მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრების საშუალება ექნება. კვირის ბოლოს კი ბათუმის თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს პრემიერას სთავაზობს.

„ბათუმელები“ გთავაზობთ კვირის თეატრალურ აფიშას.

ბათუმის დრამატული თეატრი

  • „ურჩხული და მზეთუნახავი“

დიდი სცენა

რეჟისორი: გიორგი ქლაინი

თარიღი: 16-17 მარტი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 10, 8, 7, 6, 5 ლარი

  • „ემიგრანტები“

ექსპერიმენტულული სცენა

რეჟისორი – გაგა აბაშიძე

თარიღი: 19 მარტი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 15 ლარი

  • „თამაში“

დიდი სცენა

რეჟისორი: დავით დოიაშვილი

თარიღი: 21-22 მარტი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 20 ლარი

  • „ობლების ქალაქი“

ექსპერიმენტულული სცენა

რეჟისორი: გიორგი ქლაინი

თარიღი: 23 მარტი, 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 10 ლარი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

  • „ბატის ჭუკი“

თარიღი: 17 მარტი, 13:00 საათი

რეჟისორი: გელა გელაძე

ბილეთის ფასი : 7 ლარი

სარეკომენდაციო ასაკი : 3+

  • „ნაცარქექია“

თარიღი: 23-24 მარტი, 13:00 საათი

რეჟისორი: ირაკლი იორამაშვილი

ბილეთის ფასი : 7 ლარი

სარეკომენდაციო ასაკი : 3+

 

 

რატომ არ არის გონიოში ავტობუსის მოსაცდელები – „წვიმის დროს გინდა ზღვაში შედი და გინდა აქ დადექი“

გონიოელები ითხოვენ, რომ ბათუმის მერიას გონიოდან ბათუმამდე მუნიციპალური ავტობუსი დანიშნოს და გონიო-კვარიათში ავტობუსის მოსაცდელი მოაწყოს.

„ავტობუსის გაჩერებებზე მარტო ფირნიშები დგას. ხალხი სველდება, განსაკუთრებით ზაფხულობით, საშინელი წვიმები იცის. ქარია. გინდა ზღვაში შესულხარ და გინდა აქ დამდგარხარ,“ – ამბობს გონიოელი ოთარ შაინიძე.

სარფიდან ახალსოფლის ცენტრამდე 16 გაჩერებაა.

აქედან 8 გაჩერებაზე მხოლოდ ტრაფარეტი დგას და არ არის გაჩერება ისე მოწყობილი, რომ მგზავრმა წვიმის დროს თავი შეაფაროს. 3 ადგილას კი გზის მხოლოდ ერთ მხარესაა მოსაცდელი მოწყობილი. ამასთან, არსად არ არის ტაბლო, რომელიც ავტობუსის მოსვლის განრიგს აჩვენებს.

გაჩერება კვარიათში

გაჩერებები გზის ორივე მხარესაა მოწყობილი გონიოს სკოლის მიმდებარედ. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსაცდელს ღიობი ისე აქვს, რომ წვიმა შედის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც გონიოელებს აწუხებთ უტრანსპორტობაა.

გონიოდან ბათუმამდე ჩასასვლელად მგზავრები სარფიდან მომავალ ავტობუსს ან სამარშრუტო მიკროავტობუსს უნდა დაელოდონ. ტრანსპორტი იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის სავსეა. ზოგჯერ ისეა გადაჭედილი, რომ ვერც ახერხებენ მგზავრები ასვლას.

„ავტობუსები არ არის საკმარისი. ხშირად იმ დონეზე იტენება ავტობუსი, ხალხი ერთმანეთს ხამსასავით არის მიწებებული, ამოსუნთქვა უჭირს ხალხს. გონიოელი ხალხი იტანჯება. გონიოელები ითხოვენ ავტობუსის დანიშვნას, რომელიც გონიოს ცენტრამდე მოვა და აქედან ბათუმში წავა. ასევე, არ ყოფნის ავტობუსები სარფზეც. 2-3 ავტობუსი ამ მიმართულებაზეც დაამატონ,“ – ამბობს ოთარ შაინიძე.

გონიოში ავტობუსის მოსაცდელის მოწყობას ითხოვენ -

„გონიო არის ყველასგან მიტოვებული,“ – ამბობს გონიოში მცხოვრები ეთერ ბერიძე.

მას უკვე შეგროვებული აქვს 172 ხელმოწერა, რომლითაც გონიოელები დასახლების ცენტრიდან ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ეთერის თქმით, იყვნენ მისული ადგილობრივ გამგეობაშიც, სადაც ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვეს.

„გონიოს ცენტრში ავტობუსი არ შემოდის. საერთაშორისო მაგისტრალზე უწევთ გასვლა სკოლის მოსწავლეებს, ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს. საათობით ელოდებიან ტრანსპორტს, რომ როგორმე შევიდნენ. სარფიდან ავტობუსი სულ გადავსებული მოდის. განსაკუთრებით გაუსაძლისია ზაფხულის პერიოდი, ვერ ახვალ ავტობუსში,“ – ეუბნება „ბათუმელებს“ ეთერ ბერიძე.

ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის ცნობილია გონიოელების მოთხოვნა, მაგრამ მისი შესრულება ამ ეტაპზე „პრაქტიკულად შეუძლებელია“.

რას გულისხმობს „შეუძლებელში“ ბათუმის ავტოტრანსპორტი? – „ბათუმელები“ ვრცელ კომენტარს აქვე და იმ შემთხვევაში შემოგთავაზებთ, თუ ჩვენს კითხვებს უპასუხებენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 429 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 6 779 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 12 973 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 10 606 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 719 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 268 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 922 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 14 024 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 1 712 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 269 ვერტმფრენი
  • 15 681 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 486 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 505 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 240 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 425 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 829 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთმა ოდესა დაბომბა — დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის სასწრაფოს ექიმი და მაშველი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი

„უბრალოდ მომისმინეთ“ – ვისაც კი გავიცნობდი პარიზში, თუ მუსიკა ესმოდა, ყველას ამას ვთხოვდი. ვცდილობდი მომეძებნა ადამიანები, რომლებიც მოისმენდნენ ჩემს ნამღერს და რამეს მირჩევდნენ.

მინდოდა დროზე დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში და მუსიკისთვის მიმეძღვნა თავი, ან რამე სხვა საქმეს შევდგომოდი. 2022 წელს წამოვედით საფრანგეთში. 16 წლის ვიყავი. სცენის მტვერი უკვე ვიცოდი რაც იყო და სიმღერისკენ მიმიწევდა სულ გული“ – ამბობს 19 წლის იუზა დენოსაშვილი.

პარიზის შოპენის სახელობის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი.

ემიგრაციაში იუზას მთელი ოჯახი წავიდა საფრანგეთში – მამას ინსულტი დაემართა და სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც მას სჭირდებოდა, საქართველოში ძვირი ღირს. საფრანგეთის სამედიცინო დაზღვევით კი ეს კურსი უცხოელებისთვისაც უფასოა.

  • „გაჩუმდი, ნუ მღერი!“

იუზას ოჯახი საფრანგეთში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროში ცხოვრობს. სულ მღერის. თავიდან ეს ყველასთვის შემაწუხებელი იყო. „გაჩუმდი, ნუ მღერი!“ ეს იყო ფრაზა, რასაც ყველაზე ხშირად ეუბნებოდნენ ყველგან, მათ შორის პარიზის სასტუმროშიც: „მე კი მგონია, რომ თუ მუსიკის ჰანგებია ირგვლივ პირიქით, უნდა უხაროდეთ ადამიანებს“, – ამბობს კონსერვატორიის სტუდენტი.

სასტუმროს დირექტორი უკვე შეეჩვია, რომ იუზა სულ მღერის და მეტიც: თუ სასტუმრო რაიმე შეკრებას მართავს, იუზას აუცილებლად იწვევენ, რომ დაუკრას და იმღეროს.

სასტუმროს მცხოვრებლებმაც იციან, რომ 19 წლის ბიჭი საქართველოდან სულ მღერის და ვერავინ აჩუმებს.

  • ორ კვირაში მომზადებული პროგრამა მისაღები გამოცდებისთვის

იუზამ მეგობრების და მხარდამჭერების დახმარებით გაიცნო პარიზში მცხოვრები ოპერის მომღერალი ნონა ჯავახაძე, რომელმაც მისი ვოკალური მონაცემები შენიშნა და პარიზის კონსერვატორიაში ჩაბარება ურჩია. ორი კვირა ამეცადინა კიდეც და საგამოცდო პროგრამის მომზადებაში დაეხმარა.

ერთი ვოკალური, ერთი ფრანგული და ერთიც კლასიკური არია – ეს იყო პარიზის შოპენის კონსერვატორიის მოთხოვნა ვოკალური მიმართულების მისაღებ გამოცდაზე. მეოთხე, თავისუფალი ნაწარმოები აპლიკანტს თავად უნდა აერჩია.

„საფრანგეთში ცხოვრობს ასევე ტენორი დავით სუმბაძე. დავითმა თავისთან, ბორდოში მიმიწვია 1 კვირით და მანაც მნიშვნელოვანი რჩევები მომცა, მამეცადინა.

იუზას ცოტათი ეშინოდა, ფიქრობდა, რომ მცირეხნიანი მეცადინეობით კონსერვატორიის მისაღები გამოცდის ჩაბარება გაუჭირდებოდა, მაგრამ ნონა მას არწმუნებდა, რომ მისი ხმის სუფთა ბარიტონისთვის გამოცდის ჩაბარება მარტივი ამოცანა იყო, რომ მის ხმას დროულად სჭირდებოდა დამუშავება და ერთი წლის გაცდენა არ ღირდა.

იუზამ პედაგოგის რჩევით ერთდროულად შეიტანა განაცხადი მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად პარიზის გაბრიელ ფორეს სახელობის კონსერვატორიასა და შოპენის სახელობის კონსერვატორიაში.

პირველი გამოცდა შოპენის კონსერვატორიამ დანიშნა. ამ დღეს იუზას ვირუსი ჰქონდა. ვერაფერს ჭამდა და მუცელი სასტიკად სტკიოდა. გამოცდის თარიღის გადავადება შეუძლებელი იყო და საგამოცდო კომისიასთან აუცილებლად უნდა ემღერა:

„ძალიან ვნერვიულობდი. ისიც კი არ ვიცოდი, ვინ იქნებოდა ფორტეპიანოსთან, ვინ დაუკრავდა როცა მე ვიმღერებდი. ძალიან გამიმართლა, იდეალური კონცერტმაისტერი მყავდა გამოცდაზე, ერთმანეთს ვგრძნობდით, ეს ბევრს ნიშნავს.

პიანისტი მომღერლის „გამწევი ძალაა“. როცა მცირე ჩავარდნა მაინც გაქვს, ის ამის დაფარვას ოსტატურად ახერხებს და მეტიც – ხანდახან ლამაზადაც კი წარმოაჩენს შეცდომას.

აგვისტოში ჩავაბარე მისაღები გამოცდა, პასუხი კი ოქტომბერში უნდა მოსულიყო, თვე-ნახევარში“ – გვიყვება 19 წლის ბარიტონი.

  • მოწვევა პარიზის ორი კონსერვატორიიდან

კონსერვატორიაში ჩარიცხვის ცნობა იუზას მეორე დღესვე მიუვიდა. მეცადინეობის ცხრილი იმავე კვირაში შეუდგინეს.

გაბრიელ ფორეს კონსერვატორიის გამოცდაც მალევე დანიშნეს. უნდოდა აქაც გამოეცადა საკუთარი შესაძლებლობები და წავიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან ცუდად მესმოდა ფრანგული, ცდილობდნენ უმარტივესი ენით გამსაუბრებოდნენ. დიდი საგამოცდო დარბაზი იყო. იქ ბევრად უკეთ ვიმღერე. ფორეს კონსერვატორიაშიც მითხრეს, რომ 1 თვეში იქნებოდა პასუხი, თუმცა აქედანაც მეორე დილით მომწერეს.

ჩინელი პროფესორი სამურაკი მწერდა, რომ ჩავირიცხე და შეგვეძლო მეცადინეობის ცხრილი შეგვედგინა“, – იხსენებს ქართველი ემიგრანტი. იუზამ არჩევანი შოპენის სახელობის კონსერვატორიაზე შეაჩერა.

მისი ოჯახი ამ დროს საფრანგეთში თავშესაფრის მოლოდინში იყო. არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებად ითვლებოდნენ, თუმცა კონსერვატორიაში მაღალმა შეფასებამ იუზას მისცა შესაძლებლობა ქვეყანაში ცხოვრებისა და ლეგალურად მუშაობის უფლება მოეპოვებინა:

„ჩემი ხმის მიმართ ძალიან პრეტენზიული ვარ, ბევრს ვთხოვ საკუთარ თავს. კონსერვატორიაში ჩემი პედაგოგები მეუბნებოდნენ, რომ მთავარია ვოკალის დამუშავებასა და განვითარებაზე მეზრუნა, საბუთების ამბები კი მოგვარდებოდა“, – ამბობს პირველკურსელი.

ორ წელიწადში ენა ისწავლა, კურსელები გაიცნო. მღერის კონსერვატორიის სტუდენტების მიერ დადგმულ საოპერო სპექტაკლებში: „ჯადოსნური ფლეიტა“ და „ფიგაროს ქორწინება“.

პარიზის შოპენის კონსერვატორიის ვოკალური კლასის სტუდენტური საოპერო სპექტაკლი „ფიგაროს ქორწინება”

პარიზში ჩასვლიდან მალევე გახდა ხალხური ანსამბლების: ,,მარანის”, „ლაზის” და „თამარიონის” წევრი.

ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ საფრანგეთში 1921 წელს ჩასული ემიგრანტების მიერ დაარსებული ასოციაცია „შევარდენის” პრეზიდენტად აირჩიეს.

არსებობს თეორიები, რომ ხმაზე მუშაობისას დიაპაზონის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ნელი განვითარების ტემპი: როცა ჯერ ბანი გაქვს, მერე ბარიტონზე გადადიხარ, ნელ-ნელა კი ტენორის დიაპაზონამდე აღწევ.

პედაგოგების შეფასებით იუზას აქვს სპეციფიკური ბარიტონი, ხმის ასეთ დიაპაზონი კი შესაძლებელია მალევე იქცეს ტენორად, თუმცა ვოკალის დამუშავებისას სისწრაფემ შეიძლება ხმა საერთოდ დააზიანოს. ამიტომ რისკის დასაზღვევად მას მშვიდად მუშაობას ურჩევენ – ჯერ ბარიტონის დიაპაზონით.

  • „უსაბუთო ქართველი ემიგრანტების ცხოვრება მძიმეა, მაგრამ ოჯახში იუმორის კარგი გრძნობა გვაქვს“

როცა ვეკითხებით, როგორია არალეგალურად მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრება პარიზში, 19 წლის ემიგრანტი მარტივად გვიხსნის:

„ძალიან რთული. მამას 4 წლის წინ ინსულტი რომ დაემართა, მამაჩემის მამიდაშვილმა აიღო საკუთარ თავზე ჩვენი საფრანგეთში ჩამოყვანის პასუხისმგებლობა. ის უკვე ემიგრანტი იყო. ჩვენ ჩამოგვიყვანა, მაგრამ 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზში წერია, რომ სიკვდილი დადგა უმძიმესი სამუშაო პირობების, მუდმივი უძილობის და ღამისთევების შედეგად… ბიძაჩემი საფრანგეთში მძღოლად მუშაობდა.

ჩვენ, მთელმა ოჯახმა, ემიგრაციაში ერთმანეთს პირობა მივეცით ყველას ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. მამა ძალიან დაადარდიანა ბიძაჩემის გარდაცვალებამ, მაგრამ ცდილობს არაფერი გვაგრძნობინოს.

ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრების მხოლოდ დადებითი მხარეებით ვხარობთ და უარყოფითი მხარეების გამოსასწორებლად ვშრომობთ“, – ამბობს იუზა და ამატებს იმასაც, რომ ბოლო დროს ძალიან გაამკაცრა ფრანგულმა მხარემ ემიგრანტების მიმართ დამოკიდებულება.

მისი თქმით, ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ ემიგრანტებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც უსაბუთოდ ცხოვრობს ქვეყანაში, საფრანგეთი დატოვონ.

იუზას ოჯახმა ჩამოსვლის პირველსავე წელს მიიღო თავშესაფარი. მისი უმცროსი ძმა, იაკობი, მეცხრე კლასში სწავლობს.

„ვცდილობთ ჩვენი ამბებით გავახალისოთ მშობლები. კონსერვატორიიდან რომ მოვდივარ, ვყვები ჩემი დღის ამბებს: როგორ ჩაიარა რეპეტიციამ, სად წავედით და წამოვედით კურსელები.

ჩემი ძმა თავისი სკოლის ამბებს ჰყვება, მამა მკურნალობს და ასე მიდის დღეები. საერთოდ უსაბუთო ქართველი ემიგრანტების ცხოვრება მძიმეა, მაგრამ ოჯახში იუმორის კარგი გრძნობა გვაქვს და ეს უნარი გვაძლევს ძალას სხვანაირად შევხედოთ პრობლემებს“, – ამბობს იუზა.

  • „იქ, წყალთაშუაში ძგერს ჩვენი გულები“

14 წლის იყო მუშაობა რომ დაიწყო და პირველი ხელფასი აიღო. ბაღდათის ფოლკლორულ ანსამბლ „საირმეში“ მღეროდა 14 წლიდან.

მისი გამორჩეული ვოკალური მონაცემები პირველად ბაღდათის მუსიკალური შვიდწლედის დირექტორმა, ცისანა კაიშაურმა  და მისმა მეუღლემ, ქუთაისის ოპერის თეატრის ტენორმა ბადრი სახამბერიძემ შენიშნა. ფორტეპიანოს კლასის შემდეგ იბარებდნენ და ამეცადინებდნენ, ასწავლიდა სიმღერას, სწორ მეტყველებას და სიმღერასთან დაკავშირებულ ბევრ რამეს.

ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ლირიკული სიმღერის მიმართულებაზე ნუკრი კარკაძის კლასში მღეროდა, სადაც პირველად მოუწია სცენაზე, აუდიტორიის წინაშე სიმღერა.

სწავლობდა ასევე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო სასწავლებელში, რის შემდეგაც ოჯახმა ემიგრაცია გადაწყვიტა.

წყალთაშუა იუზას სოფელია იმერეთში, სადაც ბებია დარჩა მარტო. ამბობს, რომ ისეთ პატარა სოფლებში, როგორიც წყალთაშუაა, მეზობლებს ერთმანეთი ჰყავთ იმედად და ბებიასაც მეზობლები ეიმედება.

„ჩვენი გულები წყალთაშუაში ძგერს. იქ არის ჩემი ბავშვობა, მდინარის პირებზე, ზაფხულის საბანაოზე. კარგი სოფელი გვაქვს, კარგი ადამიანებით, რომლებიც ჩვენს ბებიას ყვანან იქ ნუგეშად“, – ამბობს იუზა.

„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას?

ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა.

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უკვე ორი წელია ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ, თუმცა მერია ამ ადამიანების პროტესტს არ იმჩნევს: აქციის მონაწილეების თქმით, მათი პირობები და მდგომარეობა არც კი შეუსწავლიათ.

ამჯერად უსახლკაროებმა აჭარის მთავრობასთან გადმოინაცვლეს. აქციების ერთ-ერთი მონაწილეა მაგული ფუტკარაძეც, რომელიც გასულ წელს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ბარცხანის დასახლებაში მდებარე მიტოვებულ სახელმწიფო შენობაში სხვა უსახლკაროებთან ერთად შეიჭრა.

„ამ ცივ იატაკზე შევხდებით ახალ წელს“ – თქვეს მაშინ უსახლკაროებმა, თუმცა მეორე დღეს მათ შენობის დატოვება მოუხდათ – უფლების მიუხედავად, საკვების შეტანის საშუალება არ მისცეს.

მაგული ფუტკარაძე გვიყვება, რომ ყველაზე ბოლომ დავტოვე ის სახლი, სადაც შევიჭერითო. მან დღევანდელ აქციაზე მეგაფონით გააჟღერა, რა პირობა შესთავაზა თორნიკე რიჟვაძის წარმომადგენელმა, რომელმაც ამ გამოსახლების შემდეგ დაიბარა და შეხვდა.

„მოვედი აქ და 2 ათასი ლარი შემომთავაზეს, გაჩერდიო. მე ვუთხარი, შენ გეყოფა 2 ათასი ლარი, შენს შვილს ეყოფა-მეთქი? შენი იყოს ეს ფული და მე სახლ-კარი მომეცით-მეთქი, ასე ვუთხარი. მე 2 ათასი ლარი არ ამიღია.

შვილი გამიხდა ავად, თორემ ალბათ მეც ვიღაცას დავეხმარებოდი. ჩემი შვილი გემზე ცურავდა და იქ შეემთხვა რაღაც, მესამე რეისზე. შვიდი წელია ამ დღეში ვარ,“ – განაცხადა მაგული ფუტკარაძემ.

რამდენიმე წელია დახმარებას და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს მზიური ბალაძეც. ის შშმ შვილთან ერთად 38 წელია ნაქირავებში ცხოვრობს. მზიური ბალაძემ აქცია ბათუმის მერიიდან მიღებული ახალი წერილობითი პასუხი გვაჩვენა:

„მივწერე თორნიკე რიჟვაძეს დახმარებისთვის და გადაუმისამართებიათ წერილი ბათუმის მერიაში. ისევ იგივეს მწერენ, რომ არ აქვთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა, სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება.

ხელისუფლება ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ თითქოს ხალხზე ზრუნავენ, სინამდვილეში, ეს არის განუკითხაობა. იმის საშუალება ნამდვილად არსებობს, რომ ღამის გასათევი გვქონდეს. ევროკავშირში გვინდა შესვლა და ასე გვინდა შევიდეთ, ამდენი უსახლკარო ადამიანით?“ – კითხულობს მზიური ბალაძე.

უსახლკარო ადამიანები ითხოვენ, მათთვის სოციალური საცხოვრისი აშენდეს, ან შეღავათიანი პირობებით გადასცენ ბინა. აქციის მონაწილეები არიან მარტოხელა დედები, ეკომიგრანტები, მევახშეობით დაზარალებული, ან საბანკო სესხის გადაუხდელობის გამო გამოსახლებული ადამიანები.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც, რომელიც აქციის მონაწილეებს პრობლემების ინდივიდუალურად შესწავლას დაჰპირდა.

„ახლა თუ იწყებს მთავრობა შესწავლას, ეს უბრალოდ დაცინვაა,“ – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა, მოძრაობის ლიდერმა – „სახალხო სამართალი“. ის ბათუმში უსახლკაროების აქციას შეუერთდა ორგანიზაციასთან ერთად – „ხმა ერისა, გზა ხსნისა“.

„ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ დავხვდით „ქართულ ოცნების“ ლიდერებს, როცა პარტაქტივს შეხვდნენ და დავუძახეთ მამუკა მდინარაძეს, დაგველაპარაკო. მოვიდა და იმანაც ეს გვითხრა, შევისწავლითო. გამეცინა. წინა ხელისუფლების დროს, როცა ოპოზიციაში იყვნენ, გვპირდებოდნენ პრობლემის მოგვარებას და კიდევ თუ არ შეუსწავლიათ…

აღარ დარჩა ამდენი საქართველო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სისტემური ცვლილებებისთვის, დაუმორჩილებლობა არის გამოსავალი,“ – გვითხრა მამისა ჯაფარაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებმა ბათუმელ უსახლკაროებს მოუწოდეს, 9 აპრილს შეუერთდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ზუგდიდში. მოძრაობის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კონკრეტულ სტრატეგიას გააჟღერებენ, როგორ უნდა მოგვარდეს უსახლკარობის პრობლემა.

„ჩვენ დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ, პირველ რიგში, საბანკო სისტემას, ეს სისტემა შეუძლია შეცვალოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს აქვს ამის ბერკეტი. ყველა ხელისუფლება მოქმედებს „მე ხელი დამიბანიას“ პრინციპით. როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ველაპარაკებით, გვპასუხობენ, ვერ ჩავერევით ორ კერძო სუბიექტს შორის დავაშიო, მაგრამ მანამდე, როცა ადამიანს უფლებას ართმევენ, სად არის ხელისუფლება?

პირადადა მე საბანკო სისტემა არ შემხებია, მაგრამ ხუთი შვილის მამა ვარ, ევროპაში გამხიზნა სახელმწიფო სისტემამ, დავიგულე ოჯახის წევრები მშვიდად და ისევ აქ წამოვედი საბრძოლველად, 6 წელი ვიყავი საფრანგეთში და 2023 წელს დავბრუნდი. მე ვიბრძოლებ სამართლიანობის აღდგენისთვის“, – გვითხრა გიორგი კუხალეიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის სახელით, აქციის მონაწილეებს ბათუმიდან ზუგდიდში უფასო ტრანსპორტირებას დაჰპირდნენ.

ვინ აფინანსებს საზოგადოებრივ მოძრაობას და რომელ პოლიტიკურ ძალასთანაა დაკავშირებული „ხმა ერისა, გზა ხსნისა?“ – გიორგი კუხალეიშვილმა „ბათუმელებს“ უპასუხა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აქვს კავშირი, საზოგადოებრივი მოძრაობა კი, შემოწირულებებით ფინანსდება.

საპროტესტო აქციაზე გიორგი კუხალეიშვილმა ასევე თქვა, რომ უნდა აღდგეს სამართალმემკვიდრეობა. „სახელმწიფოებრიობა დაირღვა 1992 წლის 6 იანვარს, როცა მოხდა სამხედრო გადატრიალება… არანაირი ხელისუფლება ჩვენ არ გვიშველის, ხელისუფლება თვითონ საშველია,“ – აცხადებს გიორგი კუხალეიშვილი.

Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი ჰორიზონტები საქართველოს ტურიზმის სექტორში

Wyndham Hotels & Resorts -ის მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელი აძლიერებს თავის პოზიციებს სტუმართმოყვარეობის გლობალურ ბაზარზე და შემოაქვს საქართველოში განვითარების ახალი გზები. აშშ-ს ნიუ ჯერსის შტატში, პარსიპანიში დაფუძნებულ კომპანიას აქვს დაახლოებით 9300 სასტუმრო, რომლებიც მუშაობს 24 ბრენდის ქვეშ მსოფლიოს 95 ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მის მასშტაბებსა და გლობალურ გავლენას.

"
Wyndham Grand Batumi Gonio

Wyndham Hotels & Resorts-ის სტაბილური და რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები კომპანიის სიძლიერესა და საიმედოობაზე მეტყველებს. რეკორდული შემოსავლით – $949 მილიონი 2023 წლის მეორე კვარტალში და ჯამური წლიური შემოსავლით $1 მილიარდ 555 მილიონი 2022 წელს, Wyndham-ი აგრძელებს თავისი ფინანსური სიძლიერისა და ზრდის დემონსტრირებას ბაზარზე.

Wyndham Grand-ს, კომპანიის ფლაგმანურ ბრენდს, აქვს 73 სასტუმრო მთელს მსოფლიოში, მათ შორის გამორჩეულად არის წარმოდგენილი საქართველოს დედაქალაქ თბილისში 2018 წლიდან.

ბათუმში Wyndham Grand-ის ბრენდის ქვეშ საქართველოში პირველი All Inclusive სასტუმრო კომპლექსის აშენების ამბიციური პროექტი ხორციელდება. Wyndham Grand Batumi Gonio კომპლექსი მოიცავს 4 სხვადასხვა ფორმატის სასტუმროს: სასტუმროს ნომრები, რეზიდენციები, თაუნჰაუსები და აგარაკები, რომლებიც უზრუნველყოფენ 90-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ტურისტების ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამ პროექტში დასაქმდება 732 სპეციალისტი, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შრომის რეგიონულ ბაზარზე.

Wyndham Hotels & Resorts-ის შემოსვლა ქართულ ბაზარზე საკვანძო როლს თამაშობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს მისი გლობალური რეპუტაციითა და მომსახურების ხარისხით მოზიდული უცხოელი ტურისტების ნაკადის გაზრდას, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რეგიონის ინფრასტრუქტურას.

Wyndham Hotels & Resorts-ის საქართველოში შემოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაში. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის გზით, არამედ ძლიერი სტიმულია ადგილობრივი ეკონომიკისთვის. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა და ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებას და ინტეგრაციას გლობალურ ტურისტულ საზოგადოებაში.

Wyndham Grand Batumi Gonio სასტუმრო კომპლექსი გახდება არა მხოლოდ ტურისტების მიზიდულობის ცენტრი, არამედ საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის სიმბოლოც ქვეყნის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულების პოტენციალის დემონსტრირების წყალობით. ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და მომსახურების ხარისხში საქართველოს საშუალებას აძლევს დაიკავოს სულ უფრო მაღალი პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, განამტკიცოს მისი, როგორც განვითარებული და სტუმართმოყვარე ტურიზმის მქონე ქვეყნის რეპუტაცია.

ქედაში კორპუსის გადახურვაზე 199 924 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ქედაში საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შედეგად დამწვარი სახურავის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 ათას 924 ლარი დაიხარჯება.

ქედის მერია სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე გეგმავს და შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული პერიოდი და ასევე ალბათობის გათვალისწინებით იმისა, რომ ტენდერი არ შედგეს, გამოიწვევს სამუშაოების განხორციელების დიდი დროით გადავადებას, აღნიშნული კი შეაფერხებს სამშენებლო სამუშაოების პროცესის წარმოებასაც, ვერ დასრულდება საცხოვრებელი სახლის სახურავის გადახურვა, რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მობინადრეებს.

ამდენად, ქედის მუნიციპალიტეტის [განაცხადში შეცდომით მითითებულია ქალაქ ფოთის – ავტ.] მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, – აღნიშნულია ქედის მერიის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთულ განაცხადში.

ქედის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა ხანძრის გამო, რომლის „შემდეგ მოხდა ადგილზე დათვალიერება, ზარალის შედეგების აღწერა, საორიენტაციო ღირებულების დადგენა, სახსრების მოძიება. მიმწოდებლის გამოვლენისათვის ჩატარდა ბაზრის კვლევა“.

ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 2024 წლის 27 თებერვალს გაჩნდა.

„ამჟამად ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან შენობის დასაცავად მოწყობილია ბრეზენტისა და პოლიეთილენის აპკის დროებითი საფარი, რომლითაც დროებითაც ვერ ხერხდება შენობის დაცვა. განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა შენობის მეხუთე სართულზე“, – აღნიშნულია ქედის მერიის ერთ-ერთ დოკუმენტში.

შესყიდვების პორტალზე ქედის მერიის განაცხადის განხილვის ვადად 2024 წლის 20 მარტია მითითებული.

ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ხანძრის შემდეგ / ფოტო: ქედის მერია

ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში

გიორგი სულხანიშვილი 2024 წელს უკვე მეორე მოსარჩელეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვისაც სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს კანონის ის ჩანაწერი მიიჩნიონ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს მსაჯულები ვერ განიხილავენ.

გიორგი სულხანიშვილს თავდაპირველად მკვლელობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები აურჩევია. პროკურატურა გიორგი სულხანიშვილს რუსთავში გიორგი მორბედაძის მკვლელობას ედავებოდა. ეს შემთხვევა 2023 წლის მაისში მოხდა.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევის ბოლო ეტაპზე კი, პროკურატურას ბრალი დაუზუსტებია – სულხანიშვილს ამჯერად გამოძიება მკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მცდელობას ედავება, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში. ამ მუხლით ბრალდებულის საქმეს, კანონის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულები უკვე ვეღარ განიხილავენ.

ადვოკატების ნაწილი ეჭვობს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად იყენებს ამ მეთოდს, რომ საქმე მსაჯულების ხელში არ მოხვდეს და არ გაიზარდოს ალბათობა – საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

მსგავი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ზურაბ საღინაძემაც, ის „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზეა“ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული.

„სადაო სამართლებრივი ნორმების სადაო შინაარსი სახელმწიფო ბრალმდებელს უფლებას აძლევს ქმედება დააკვალიფიციროს მკვლელობის მცდელობად, მაშინ როცა საქმეზე არის დასრულებული შედეგი, გარდაცვლილია ადამიანი. სახელმწიფო ბრალდების ამგვარი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წაერთვა უფლება მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

2023 წლის 9 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გიორგი სულხანიშვილის ბრალდების საქმეზე დათხოვნილი იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქმის განხილვა გაგრძელდა საერთო წესით.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი იდეა და მიზანი არის უშუალო დემოკრატიის ხელშესახებობის გაზრდა ზოგადად ხელისუფლებაში და ამ თვალსაზრისით დემოკრატიულობის კომპონენტის დანერგვა-გაძლიერება სასამართლო ხელისუფლებაში.

ხელისუფლებისადმი ხალხის სანდოობას კანონზომიერად ზრდის ხალხის უშუალო მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელების ყველა დონეზე და მის ყველა შტოში.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს მსოფლიო სტანდარტის სამართლიანი სასამართლოს გამოცდილ, მაგრამ საქართველოს სამართალწარმოებისათვის სრულიად ახალ პრინციპს ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ინსტიტუტის შემოღებისათვის;

ამ პრინციპის მიხედვით, საბოლოო ვერდიქტი მინდობილია აბსოლუტურად დაუინტერესებელ ადამიანთა ჯგუფის შეფასებაზე და არა იმ გარემოებებზე, რომლებიც ძალაუფლების ორგანოთა სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობენ;

ამ ახალი ინსტიტუტით არამარტო იზრდება მართლმსაჯულების ავტორიტეტი, არამედ პრაქტიკულად ფუძნდება ნდობის [სანდოობის]  განუსაზღვრელი ხარისხი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ხოლო ბრალდებულ პირს ეძლევა მისი უდანაშაულობის დამტკიცების სრული სამართლებრივი გარანტიები.

აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს რა ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას იმ ნაწილში, რომ მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და შესაბამისად კონსტიტუციით გარანტირებული უფლება,“ – აღნიშნულია სარჩელში.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულთა სიაში 1,5 მილიონი პირია – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2024 წლის 15 მარტამდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით – 14 778 განაცხადი.

ამასთან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ.

თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

ამავე თემაზე:

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

 

 

TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო

„შენ გაგწევ ახლა მე“ – მიმართავს „ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირი TV25-ის გადამღებ ჯგუფს, რომელსაც გუშინ, 14 მარტს, თავს დაესხნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს, დაიწყო თუ არა გამოძიება.

ჟურნალისტებს ადგილზე დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება. დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის ვიდეოკამერის წართმევასაც ცდილობდა.

TV25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე და ოპერატორი გერა კილაძე „ოცნების ქალაქში“ იმ კორპუსის გადაღებას ცდილობდნენ, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ადამიანებს ჯერ საცხოვრებელ ბინებს არ აძლევენ.

დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ელოდება, რომ წინასაარჩევნოდ გადასცენ ოჯახებს ბინა, ხოლო ვინც ბინის გარეშე დარჩება, ისინი ისევ დაპირების იმედად დატოვოს.

TV25-ის გავრცელებული კადრების მიხედვით, გადამღები ჯგუფი კორპუსის გადაღებას ღია, საჯარო სივრციდან ცდილობდა, სადაც გადაღების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.

კადრებში ისმის, სავარაუდოდ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანის მოწოდება: „კამერით კორპუსში ვერ შეგიშვებთ, თქვენი უსაფრთხოება არ იქნება დაცული“, თუმცა ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე ამბობს, რომ კადრების გადაღების საშუალებას საჯარო სივრცეშიც არ მისცეს, სადაც კომპანიის თანამშრომლები, ასევე დაცვის თანამშრომელი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

თეო ფუტკარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კორპუსი, ან მისი ეზო მას შემოსაზღვრული არ დახვედრია სამშენებლო ღობით, ან რამე აღნიშვნით, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ სად არ შეიძლება გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით.

„ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია. გგულშემატკივრობთ, თუმცა ეს კონკრეტული უწყების კომპეტენციაა, რაშიც მთავრობა პირდაპირ ვერ ჩაერევა,“ – უპასუხა დღეს, 15 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ TV25-ის შეკითხვას.

განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ TV25-ის ჟურნალისტებს გამომძიებლები დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში კორპუსებს ვალაგებთ“ – მშენებელი კომპანია 

ბათუმში დღეს ღამით შესაძლოა წყალი გაითიშოს

დღეს, 15 მარტს, 23:00 საათიდან 16 მარტის 09:00 საათამდე ქალაქის მასშტაბით, შესაძლოა გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდოს წყალმომარაგება, მაღალსართულიან კორპუსებს კი წყალი მიეწოდოს დაბალი წნევით. ამ ინფორმაციას თავად ბათუმის წყალი ავრცელებს.

„ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ აბონენტების ზუსტი მისამართები, რომელთაც შესაძლოა შეზღუდვები შეეხოს, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია კი დეტალების დაზუსტებისთანავე განახლდება.

შესაძლო შეზღუდვების მიზეზი ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე არსებული დაზიანების აღმოფხვრის გამო მიმდინარე სამუშაოებია.

კომპანიის ცნობით, აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ასევე შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა.

თიბისის მხარდაჭერით ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. სპექტაკლი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

19 მარტს კი თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მურად მერზუკი და სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე.

დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

წარმოდგენა თიბისის, სომხეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება

„2 მოცეკვავე გახდა ცუდად“ – ვინ აუკრძალა „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში მისვლა | ანსამბლის განმარტება

შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე იყო მიწვეული, სასახლეში არ მივიდა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისინი „გზიდან გააბრუნეს“.

„ბათუმელები“ ანსამბლის ხელმძღვანელს, ბადრი დარჩიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ვისი მითითებით დაბრუნდა ანსამბლი გზიდან და რატომ?

ბადრი დარჩიძე სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ გზაში ანსამბლის ორი წევრი გახდა შეუძლოდ, მეორე მხრივ კი დასძენს, რომ მათ კულტურის ცენტრისგან ნებართვა არ ჰქონდათ და ამიტომ დაბრუნდნენ უკან.

„ორი მოცეკვავე გახდა ცუდად. გარდა ამისა, კიდევ არ იყო წერილი, რომ ნებართვით წავსულიყავით და ამიტომ დავბრუნდით უკან.

ნებართვა უნდა ყოფილიყო შუახევის კულტურის ცენტრიდან. ანსამბლი როცა გადის, უნდა იყოს წერილობითი მიწვევა და ამის საფუძველზე რაიონის ცენტრი აძლევს ნებართვას, რომ გავიდეს ღონისძიებაზე და არ იყო ეს წერილი“, – ამბობს ბადრი დარჩიძე.

მას ვკითხეთ, თუ არ იყო მიწვევის წერილი და არც თანხმობა, მაშინ რაზე დაყრდნობით მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე?

ბადრი დარჩიძემ გვითხრა, რომ ისინი „გადმორეკილ ზარებს“ დაეყრდნენ.

„ნინო რაზმაძე დაგვიკავშირდა. ის კურირებს ხოლმე ასეთ ღონისძიებებს და გვითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავით. შევემზადეთ, მაგრამ მოხდა ისეთნაირად, რომ წერილი არ იყო მოსული.

ზუსტად არც ვიცოდით, სად მივდიოდით. ასე ვიცოდით, რომ შევარდნაძის „გარდენიაში“ უნდა ჩავსულიყავით ღონისძიებაზე. პრეზიდენტი ესწრებოდა თუ არა, ეს არ ვიცოდით“, – ამბობს ბადრი დარჩიძე.

მან სხვა დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა.

ანსამბლი „ფესვები“ ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ანსამბლის ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება.

სალომე ზურაბიშვილი მომხდარს „კულტურულ ბოლშევიზმს“ უწოდებს.

___

„თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია.

სამწუხაროა. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, ძალიან ვწუხვარ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბათუმელები“ დეტალების გასარკვევად ნინო რაზმაძესთანაც ცდილობდა დაკავშირებას. ის ჯერჯერობით ტელეფონს არ პასუხობს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მარტის 21 საათიდან 16 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა: +10 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 მარტს მოსალოდნელია ზოგან მცირე წვიმა; მომდევნო ორ დღეს – 18 და 19 მარტს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

კიდევ 53,9 მილიონი ყინულის არენისა და აუზისთვის ბათუმში, 29 მილიონი უკვე დაიხარჯა 

ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 53 943 489 ლარით გამოაცხადა. ლადო ასათიანის ქუჩაზე დღეს არსებულ ყინულის მოედანს კი [გასაბერი მემბრანის კონსტრუქციას] დაშლიან.

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც აშენებული უნდა ყოფილიყო; პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონამდე ლარიც დაიხარჯა, შენობაში კი, დღეს არც ყინულის არენაა და არც აუზი.

ყინულის არენის საკითხს თავის დასკვნაში შეეხო სახელმწიფო აუდიტიც.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევდა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 11 აპრილს დაიწყება და 16 აპრილს დასრულდება. მშენებლობა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.

თუმცა, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „ქალაქ ბათუმში 2025 წელს გასამართი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების გათვალისწინებით სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავალდებულო ვადებია:

  • დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 01 თებერვლის ჩათვლით პერიოდი;
  • ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოებისათვის კი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე“.

ამასთან, „ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები.“

ტენდერს თან ახლავს ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტები.

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადაა: ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი; სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოებზე – 15 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე – ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული გარანტია ხოლო სხვა დანარჩენი – 3 წელი.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად „2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 130 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, გარდა სამრეწველო შენობა-ნაგებობებისა და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისა“.

განახლება: აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „ანაგი“, რომელთანაც აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ხელშეკრულება 2024 წლის 10 მაისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა ფაქტობრივად არ შეცლილა და 53 943 280 ლარია დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2026 წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.

ფოტო პროექტიდან

სახელმწიფო აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი 200-200 სტუდენტის სწავლებას დააფინანსებს – პროგრამა 1+4 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 1+4 ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტის დაფინანსება გაორმაგდა.

სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 100-100 სტუდენტის ნაცვლად, 2024-2025 სასწავლო წლებში 200-200 სტუდენტი დაფინანსდება.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო გრანტი 450 000 ლარია. „დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება“, – ამბობს სამინისტრო.

ამავე წყაროს ცნობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.

„სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე“.

რა იცვლება მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოში – ცვლილება კანონში

უკვე ამოქმედდა ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვას ეხება სასამართლოში.

აქამდე არსებობდა ჩანაწერი: „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“.

კანონის შეცვლის შემდეგ კი, მოწმის გამოკითხვის დროს, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ის შშმ პირია, თუ არა. მოწმის უნარი გამოკითხვის დროს გამომძიებელმა უნდა შეაფასოს, დაკითხვის ეტაპზე – სასამართლომ.

„სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები,“ – ამგვარად არის ფორმულირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის მუხლი, რაც მოწმის დაკითხვას ეხევა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კი, ჩანაწერს: „მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს,“ – ამ ჩანაწერს პირველი პრიმა ერთი ნაწილი დაემატა:

„1​1. მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.“

„გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე დათანხმების შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.“

„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო

ბუხართან დაგხვდა. ხელებს ითბობდა და თითქოს ცეცხლის ყვითელ შუქს ეთამაშებოდა თითებით. საკუთარ თავს „მოცივანას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ბუხრის სითბოს ვერაფერი შეედრება.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“, – მეუბნება 102 წლის ზექიე დოლიძე. დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ზექიე 17 მაისს გახდება 103 წლის.

ზექიეს ზამთარი სულაც არ ეჯავრება მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ ჰგუობს. ასე მითხრა, ახლაც კარგად მახსოვს, როგორი თოვა იცოდა ჩემს სოფელში, ჯოჭოშიო.

„თოვლი და ზამთარი მიყვარს. მახსენდება, როგორ გავიდოდით ბავშვები გარეთ და ვითამაშებდით, ვიგუნდავებდით.

გუშინ ვამბობდი, ნეტა ერთს გავიარდე და იმ გზას დავინახავდე, სადაც ვთამაშობდი-მეთქი.

მე სოფლად დავიბადე და 18 წელი ვცხოვრობდი იქ. კარგი დრო მაქვს გატარებული.

მენატრება ადგილი, სადაც გავიზარდე, მაგრამ არც დედა, არც მამა, არც დები არც ძმები, არავინ არ მყავს ახლა“, – მითხრა და ხმა გაუწყდა, თავი ფანჯრისკენ მიატრიალა.

6 წლის იყოს, როცა მამა გარდაეცვალა და დედამ, რომელსაც „ვაჟკაც ქალად“ მოიხსენიებს, 5 შვილი გაზარდა მარტომ. ზექიეს ორი და და ორი ძმა ჰყავდა.

YouTube video player

„დედაჩემი ძლიერი ქალი იყო და ჩვენ ჩვეულებრივ საჭმელს ვჭამდით. ამბობდნენ, რომ ხალხი ქერქს ჭამდა. მე არც კი ვიცი რა იყო ქერქი.

სკოლა რომ დავამთავრე, ქალაქში წამოვედი, წამომიყვანა დედამ. საბუღალტრო დავამთავრე და შემდეგ ერგეში ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში დავიწყე ბუღალტრად მუშაობა.

ომი რომ დაიწყო, მაშინ დავიწყე იქ მუშაობა. ბუღალტერი, თავმჯდომარე, ყველა ჯარში წაიყვანეს.

ახალგაზრდები, ჩემი ტოლები, ყველა. იქიდან მარტო წერილები მოდიოდა, გარდაიცვალნენო. ჩემი სოფლიდან ახალგაზრდები რომ წავიდნენ ჯარში, მხოლოდ ორი კაცი მოვიდა ცოცხალი მათგან, სხვა ყველა ომში დაიღუპა. ძალიან, ძალიან ცუდი პერიოდი იყო“, – იხსენებს ზექიე, რომელიც „ფრიადოსანი“ მოსწავლე იყო სკოლაში.

მითხრა, რომ სკოლაში ყოველთვის პირველი მიდიოდა და გაკვეთილებსაც პირველი ჰყვებოდა ხოლმე. უყვარდა ლიტერატურა და კითხვა, თუმცა მის საყვარელ საგნად მათემატიკა რჩებოდა და წინასწარ იცოდა ყველაფრის შესახებ, რასაც მათემატიკის მასწავლებელი გაკვეთილზე მას და მის კლასელებს უხსნიდა.

ციფრების სიყვარულის მიუხედავად, ზექიეს ექიმობა უნდოდა, ბევრი ადამიანის დახმარება,  სიცოცხლის გადარჩენა რომ მოეხერხებინა. ზექიეს სამედიცინოზე სწავლა დედამ დაუშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი ახლაც გულდაწყვეტილი ჩანს სასურველ პროფესიაზე ვერ სწავლის გამო, დედას არ უბრაზდება. მისი ესმის – „ეშინოდა. ომი იყო, რომელიც არავის არ ინდობს. მეუბნებოდა, არ გინდა ეგ საქმე, მერე მოგიწევს ომში წახვიდე და იქიდან ვეღარ ჩამოხვალო“.

ქალი ჯარისკაცებს როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. იხსენებს, რომ ღამეებს ათენებდა წინდების თუ სარტყლების ქსოვაში და შემდეგ ყველაფერ ამას მათ უგზავნიდა.

 

ზექიე დოლიძე

ის ხუთი შვილის დედაა. ერთი შვილი გარდაეცვალა და ჩვენთან საუბრის განმავლობაში ბევრჯერ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ცხოვრებამ უწინდელი სიხალისე დაკარგა.

ზექიეს 12 შვილიშვილი, 17 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ქალმა თავისი მომავალი მეუღლე სამსახურში გაიცნო და 18 წლის ასაკში დაოჯახდა.

„ეს სახლი ჩვენი აშენებულია. მე და ჩემი ქმარი მხოლოდ იმას ვფიქრობდით, რა როგორ გაგვეკეთებინა ლამაზად, გულაობა არ გვქონია.

ჩემს ქმარს არ მოვუტაცივარ, ჩემი სურვილით გავყევი. ქორწილი არ გვქონია. არ მდომებია და არ გამიკეთებია.

დედაჩემს ვერ ეტყოდი, რომ ბიჭი გიყვარდა და გაყოლა გინდოდა.  რა თქმა უნდა, არ ესიამოვნებოდა ეს. გამიბრაზდა, მაგრამ  ბოლოს შემომირიგდა“.

„ადრე მეღვიძება, ცხრაზე. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ ადრე უნდა გამეღვიძა. ახლა არაფრის გაკეთება არ შემიძლია და მაინც ადრე მეღვიძება. 7-ზე, 8-ზე ვიღვიძებდი, რომ ბავშვები სკოლაში გამეშვა, ქმარი სამუშაოზე წასულიყო და მომესწრო ყველაფერი.

იმდენი დრო არ მქონდა ახალგაზრდობაში, რომ აივანზე დავმდგარიყავი და ხედისთვის შემეხედა. სკოლიდან მობრუნებული ბავშვებისთვის საჭმელი უნდა დამეხვედრებინა, გაკვეთილები მომემზადებინა“, – მეუბნება ზექიე, რომელიც აივანზე ახლა გასვლას სიცივის გამო ერიდება. ეშინია გრიპი არ დაემართოს.

ზექიე მეუღლესთან ერთად

ქალი იხსენებს იმასაც, რომ ახალგაზრდობისას მუდმივად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ფერად ტანსაცმელს ატარებდა. ზექიეს საყვარელი ფერი წითელია და დეტალურად ახსოვს მისი საყვარელი წითელი ქვედა ბოლო.

როცა ამაზე მითხრა, სევდით დაამატა – „იმის მერე რამდენი ხანია გასულიო“ და ცოტა ხნით ჩაფიქრდა.

„კარგად შეკერილი, ხარისხიანი ტანისამოსი ძალიან მიყვარდა. კარგად ვკერავდი მეც. მიყვარდა საქმე და რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერს ბოლომდე და სუფთად ვაკეთებდი“.

გარდა ამისა, ზექიე კარგი მზარეულიც იყო – „საჭმელს ახლაც გავაკეთებ, ხელები მიბუჟდება უბრალოდ. ჩემი ქმარი მჭამელი დიდად არ იყო, მაგრამ რასაც გავაკეთებდი, იმას მშვენივრად მიირთმევდა. უფრო მეტად ტოლმა უყვარდა.

მე ფლავი და ტოლმა მიყვარს განსაკუთრებით. რძის ნაწარმი, ყველი. ყველანაირ ხილს და ბოსტნეულს ვჭამ. ტკბილეული დიდად არ მიყვარს. ზოგადად, ცოტ-ცოტა ჭამა მიყვარს“, – მეუბნება ზექიე და ამატებს, რომ დედამისს ხილი ძალიან უყვარდა და მუდმივად ახალ-ახალ ხილის ნერგებს რგავდა, ამიტომ ყველაზე მრავალფეროვანი და დიდი ხილის ბაღი ჰქონდათ სოფელში.

„მაშინ ხეებზე ასვლას რა მაშინებდა. სულ წვერში ავიდოდი და ჩამოვიდოდი.

ხეების დარგვა მეც ვიცი, მაგრამ ახლა წლოვანება არ მიწყობს ხელს, რომ დავარგა“.

მეუბნება მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ ზღვის გამო არა, რადგან წყლის ძალიან მეშინია და არასდროს არ მიბანავიაო.

მას ახსოვს პერიოდი, როცა ბათუმში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობდა და შეიძლებოდა მთელი დღის განმავლობაში არ შეგხვედროდა მანქანა.

„მაშინდელ ტრანსპორტს „ლინეიკა“ ერქვა. ორი ცხენი იყო შებმული, დაჯდებოდი და წამოხვიდოდი. ახლა რომ არის მანქანები ყველგან, ასე კი არ იყო. მაშინ იყო ფაიტონიც. ცოტა ძვირი ღირდა, თორემ ფაიტონითაც შეიძლებოდა წასულიყავი-მოსულიყავი.

ჩვენ რომ გავაკეთეთ ეს სახლი, შენობა სად იყო, აქ სულ ჭაობი იყო. ჩვენ გავაკეთეთ სახლი და მერე გააკეთეს მეზობლებმა.

მაღალი, 20 სართულიანი კორპუსები რომ აშენდა, ის როგორ უნდა მომეწონოს? ვერც ვერასდროს ავიდოდი იქ, მეშინია“, – მითხრა ზექიემ.

ის დღის განმავლობაში ტელევიზორს უყურებს ხოლმე. აინტერესებს ვინ არიან ახლა ხელისუფლებაში, მოწინავე პოზიციებზე – „მაინტერესებს რას აკეთებენ“. 102 წლის ქალი თვლის, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს.

ზექიე დოლიძე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 428 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 6 758 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 12 949 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 10 580 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 017 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 717 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 254 ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 920 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 993 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 1 711 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 269 ვერტმფრენი
  • 15 573 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 486 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 238 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 406 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 764 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების 29 ახალი გასახდელისა და შშმ პირებზე ადაპტირებული 3 ახალი გასახდელის მონტაჟი.

გასახდელების შესყიდვა-მონტაჟში კი, ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 619 ათას 860 ლარს გადაიხდის დღგ-ს ჩათვლით [თუმცა, ეს თანხა ტენდერში შესაძლოა შემცირდეს].

პირობის მიხედვით, გასახდელების შესყიდვა-მონტაჟი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განხორციელდეს.

საზოგადოებრივი გასახდელი

საზოგადოებრივი გასახდელი / რენდერი პროექტიდან

„საზოგადოებრივი გასახდელი გათვალისწინებულია როგორც რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილაში ჩამონტაჟებული ლითონის კარკასი, რომელიც შიდა მხარეს მოპირკეთდება თერმულად შეღებილი [ფერი დამკვეთთან შეთანხმებით] ფოლადის ფურცლით, ხოლო გარე მხარეს – ხის ლარტყებით, რომლებიც დამუშავდება მაღალი ხარისხის გარე სამუშაოების ხის საღებავით [ფერი შეთანხმდეს დამკვეთთან];

რკინა-ბეტონის იატაკი მიწიდან აწეულია 15 სმ-ით და მოპირკეთებულია მოზაიკით.

გასახდელი არის ორგანყოფილებიანი, გათვლილია ქალებისა და კაცებისათვის, შესაბამისად, შესასვლელი გააჩნია ორი მხრიდან [2 ცალი ორფრთიანი კარით] გასახდელის მაქსიმალური სიმაღლეა 2.20 მეტრი.“

ტენდერის ფარგლებში ბულვარი ასეთ 29 გასახდელს შეისყიდის.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გასახდელი

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გასახდელი / რენდერი პროექტიდან

„შშმ პირებისთვის ადაპტირებული გასახდელიც გათვალისწინებულია, როგორც რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილაში ჩამონტაჟებული ლითონის კარკასი, რომელიც შიდა მხარეს მოპირკეთდება თერმულად შეღებილი [ფერი დამკვეთთან შეთანხმებით] ფოლადის ფურცლით, ხოლო გარე მხარეს – ხის ლარტყებით, რომლებიც დამუშავდება მაღალი ხარისხის გარე სამუშაოების ხის საღებავით [ფერი შეთანხმდეს დამკვეთთან].

რკინა-ბეტონის იატაკი მიწიდან აწეულია 15 სმ-ით და მოპირკეთებულია მოზაიკით.

გასახდელი სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე, გააჩნია 6%-იანი დახრის მქონე პანდუსი და ხელის მოსაკიდებელი, რომელიც, ასევე, უჟანგავი ფოლადისაა და შიდა მხარეს მთელ სიგრძეზე გაუყვება კონსტრუქციას.

შესასვლელში მოწყობილია 1 ცალი ორფრთიანი კარი. გასახდელის მაქსიმალური სიმაღლეა 2.20 მეტრი.“

ბულვარი ასეთ 3 ცალ გასახდელს შეისყიდის.

გასახდელებში იქნება სკამებიც.

გასახდელებში იქნება სკამები / ფოტო პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 29 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.

პირობის მიხედვით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს 2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის გასახდელების მოწყობის სამუშაოები ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 549 650 ლარის ოდენობით.

საგარანტიო ვადა „სწორი ექსპლუატაციის პირობებში საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან“ შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

  • ლითონის კონსტრუქციებზე არანაკლებ 3 წელი;
  • ხის მასალის, სამღებრო სამუშაოების, როგორც ხის ასევე ლითონის კონსტრუქციაზე – 2 წელი;

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე წუნის [ნაკლოვანებები, დეფექტი] აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი [ნაკლოვანებები, დეფექტი] გამოწვეულია უხარისხოდ ან/და არაჯეროვნად შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს რამადანის დროს სწორი საკვების შერჩევას – ნუტრიციოლოგის რჩევები

რამადანის თვეში მუსლიმები გამთენიიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. დროის ამ მონაკვეთში ისინი თავს იკავებენ, როგორც საკვების მიღებისგან, ისე წყლისა და ნებისმიერი სხვა სითხის მიღებისგან. ადამიანები ამ დროს ჩვეულებრივ ჭამენ დღეში ორჯერ, მზის ჩასვლის შემდეგ და გამთენიისას. შესაბამისად, ამ დროს იცვლება ძილის რეჟიმი, სოციალური ურთიერთქმედებები და მასთან ერთად ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად შერჩევას, განსაკუთრებით ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი და ჰიპერტენზია.

„ბათუმელების“ კითხვებს რამადანის დროს ჯანსაღი კვების შესახებ, ნუტრიციოლოგი და გენეტიკოსი, ეპიკალორის (დიეტა როგორც სერვისი (DAAS)) ეპიკალორის დამფუძნებელი სოფო ქურდაძე პასუხობს.

  • რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ორგანიზმზე ერთი თვის მანძილზე მხოლოდ ამ ფორმატში კვებამ?

 რამადანის განმავლობაში, ორგანიზმი გადის რიგ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, წყვეტილი კვების გამო. თავდაპირველად, შესაძლოა გრძნობდეთ გაძლიერებულ შიმშილს, წყურვილს, უენერგიობასა და გაღიზიანებადობას, თუმცა, დროთა განმავლობაში, სიმპტომები გაივლის და უმჯობესდება კიდეც, მეტაბოლიზმი, ინსულინსენსიტიურობა, ლიპიდური ცვლა და ანთების კერების შემცირება ორგანიზმში.

თუმცა, რიგ შემთხვევაში, პოტენციურად, ორგანიზმში შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი დეჰიდრატაცია, იგივე გაუწყლოვნება და ელექტროლიტური დისბალანსი, სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობა, ახალ კვების რეჟიმთან შეგუების გამო.

რიგ შემთხვევებში, აღინიშნება დისკომფორტი საჭმლის მომნელებელი სისტემის კუთხით, მაგალითად, შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა, იგივე შეკრულობა. ამიტომ, თუ კვების ფანჯარაში შეინარჩუნებთ ადეკვატური საკვები ნივთიერებების მიღებას, მიირთმევთ უჯრედისის შემცველ პროდუქტებს, პოტენციური დისკომფორტის აცილებას შეძლებთ.

  • კონკრეტულად რა სახის საკვები არის რეკომენდებული კვების ასეთი რეჟიმის დროს, როცა საჭმლისა და წყლის მიღება შეიძლება მხოლოდ ღამით და რატომ?

თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ენერგიის დონე, რამადანის პერიოდში, რეკომენდებულია, კვების დასაშვებ საათებში მიირთვათ ნოყიერი, მაღალი კვებითი ღირებულების მქონდე პროდუქტები, როგორებიცაა:

  • რთული ნახშირწყლები (მთლიან მარცვლოვნები, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული);
  •  ცილები (თევზი, კვერცხი, ფრინველის ხორცი), რათა შეინარჩუნოთ კუნთის მასა;
  • ჯანსაღი ცხიმები (თხილეული, თესლეული, ავოკადო, ზეითუნის ზეთი);
  • წყლის შემცველი პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუშლია დეჰიდრატაციას (ხილი და ბოსტნეული იდეალური მაგალითებია) და რა თქმა უნდა, წყალი თავისთავად.
  • რამადანის დაწყებამდე ხომ არ არის რეკომენდებული რაიმე მოსამზადებელი ეტაპის გავლა, (ამ ფორმატის კვების დასაწყებად და შემდეგ დასასრულებლად)?

ზოგადად, რეკომენდებულია რამადანის პერიოდის დაწყებამდე, ნელნელა, კვირებით ადრე გადასვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები და დისკომფორტი, ახალი რადიკალური კვებითი ცვლილებების გამო.

რამადანის დაწყებამდე შეგიძლიათ სცადოთ 12-14 საათიანი ინტერვალური კვება, რათა ორგანიზმი შეეგუოს უჭმელობას.

ეცადეთ მიირთვათ სითხის შემცველი პროდუქტები, რადგან ორგანიზმი კარგად ჰიდტარირებული იყოს.

შეამცირეთ კოფეინისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება. საქმე ის არის, რომ კოფეინის მიღება დეჰიდტარაციის რისკს ზრდის, ხოლო შაქრის მიღების შემცირება, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებაში და, შესაბამისად, ექსტრემალური შიმშილის განცდის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

  • ხშირად რამადანზე ადამიანები ცხიმებით მდიდარ საკვებს მიირთმევენ იმ მიზნით, რომ დიდ ხანს გაჰყვეთ ენერგია. რამდენად ჯანსაღი გადაწყვეტილებაა ეს და საჭმლის მომზადების სხვა რა მეთოდების გამოყენებაა რეკომენდებული ცხიმში შეწვის ნაცვლად?

მიუხედავად იმისა, რომ მაღალცხიმიანი საკვები ნამდვილად ეხმარება ადამიანს დანაყრების მიღწევაში და ასევე, მაღალენერგეტიკული ღირებულებისაა, მნიშვნელოვანია რა ტიპის ცხიმს გამოვიყენებთ შესაწვავად, რადგან, მცენარეული რაფინირებული ცხიმები, მათ შორის მზესუმზირას ზეთი, სპრედები და მარგარინი, ორგანიზმში ანთების კერებს წარმოქმნიან, ზრდიან ქოლესტერინის დონეს და გულსისხლძარღვთა პრობლემებს იწვევენ.

ამიტომ, აუცილებელია მიირთვათ ცხიმი, უბრალოდ მიირთვით მხოლოდ და მხოლოდ, რეკომენდებული ჯანსაღი ცხიმებიზეითუნის ცივი დაწურვის ზეთი, ავოკადო და თხილეული. ხოლო ხორცეული, სჯობს მოხარშოთ ან ღუმელში გამოაცხოთ, ცოტა ერბოსთან ერთად ან ბოლოსკენ მოასხათ ზეითუნის ცივი დაწურვის ზეთი, ამით შეძლებთ გრძელვადიანად დანაყრდეთ, აირიდოთ თავიდან ანთების კერების წარმოქმნა და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები;

მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი სწორად შესრულებული წყვეტილი კვებით.

  • ღამით ტკბილეულის ჭამა რაიმე განსაკუთრებული ზიანის მომტანი ხომ არ არის?

 ზოგადად, მცირე და ადეკვატური რაოდენობით ტკბილეულის მიღება, ნაკლებად დამაზიანებელი და უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. ხოლო, გადაჭარბებული ტკბილეულის მიღება, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოტენციურად რისკების შემცველია, როგორიცაა:

სისხლში გლუკოზის სწრაფი ცვალებადობა, რაც გამოიხატება გაძლიერებული და უკონტროლო მოთხოვნით, ნახშირწყლოვანი საკვების მიმართ, რაც ენერგიის დავარდნითაც გამოიხატება.

იზრდება პირის ღრუს ჯანმრთელობის დაზიანების რისკები, მაგალითად, შესაძლოა გაჩნდეს კარიესი.

აუცილებლად, ტკბილეული ყოველთვის დააყოლეთ დესერტად ძირითად კვებას, არ დაიწყოთ კვება ტკბილეულით და შაქრის შემცველი პროდუქტებით. და ეცადეთ, ტკბილეულის წილი, თქვენი მისაღები კალორიების დაახლოებით 10% იყოს.

  •  წყლის და საკვების ერთად მიღება საზიანოა, რამდენ ხანში შეიძლება წყლის დალევა საკვების მიღებიდან ან მიღებამდე?

წყლის მიღება კვებასთან ან კვების შემდეგ საზიანო არაა, თუმცა, ადამიანების ნაწილში, დისკომფორტით გამოიხატება, სიმძიმის შეგრძნებით და მონელების შეფერხებით. რიგი ადამიანებისთვის, წყლის დაყოლება ხელისშემწყობი მოქმედებისაა, ამიტომ, სრულად დამოკიდებულია, ინდივიდუალურ გამოცდილებაზე და დაკვირვებაზეა.

არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომელიც გადაჭრით მიუთითებს წყლის მიღების განრიგზე.

ერთერთი კვლევის მიხედვით, წყლის მიღება კვებისას, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების განზავებას იწვევს, შედეგად ფერხდება მონელება. თუმცა, მაინც ინდივიდუალურ გამოცდილებებზეა, როგორც აღვნიშნეთ.

დააკვირდით საკუთარ თავს, თუ წყლის დაყოლება დისკომფორტს შეგიქმნით, დაელოდეთ და კვებიდან 40 წუთში მიირთვით წყალი, ან კვებამდე 30 წუთით ადრე.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები რამადანისთვის:

  • მოერიდეთ ტკბილეულის ჭარბად მიღებას. რამადანის დროს მირთმეული ტკბილეული შეიცავს დიდი რაოდენობით შაქრის სიროფს; რეკომენდებული ტკბილეულია ცივი წყლის შემცველი ხილი, როგორიცაა საზამთრო/ნესვი ან სხვა სეზონური ხილი.
  • შეეცადეთ შეზღუდოთ ცხიმებით მდიდარი საკვების მღება, განსაკუთრებით ცხიმიანი ხორცი, ფენოვანი ცომით დამზადებული საკვები ან ცომი, რომელშიც დამატებულია მარგარინი ან კარაქი.
  • შეწვის ნაცვლად, რეკომენდებულია მომზადების სხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ორთქლზე მოხარშვა, სოუსში მომზადება, მცირე რაოდენობით ზეთში შეწვა და გამოცხობა.
  • მოერიდეთ საკვებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, მაგალითად, ძეხვეული, დამუშავებული და დამარილებული ხორცი, ზეთისხილი და მწნილები, მარილიანი ყველი, სხვადასხვა სახის კრეკერი, სპრედები და სოუსები (როგორიცაა მაიონეზი, მდოგვი, კეტჩუპი).
  • შეეცადეთ იმოძრაოთ რაც შეიძლება ბევრი, განსაკუთრებით აქტიური იყავით საღამოობით; მაგალითად, ისეირნეთ ყოველდღიურად.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასკოლო კვების კვირეულს იწყებენ

დღეს, 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

„განათლების კოალიცია“ და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ წელს პირველად ჩაერთო სასკოლო კვების კვირეულში.

სასკოლო კვების კვირეულზე, რომელიც დღეს გაიხსნა, იყო მსჯელობა და დისკუსია როგორც არსებული გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

საერთაშორისო კოალიციამ ფორუმზე წარმოადგინა ინფორმაცია, როგორც სასკოლო კვების ქსელების შესახებ, ასევე ამ ქსელში საქართველოს გაწევრიანებაზე. ისაუბრეს არსებულ ვალდებულებებზეც.

განათლების კოალიცია სხვა ჯგუფებთან ერთად აქტიურად ეწევა სასკოლო კვების ადვოკატირებას. მათი განცხადებით, სკოლებში კვების დანერგვაზე საზოგადოების მოთხოვნაც იზრდება.

„იმედი გაქვს, მოვახერხებთ და ვაიძულებთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ მოკლე დროში დაიწყონ ეფექტური სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.

სასკოლო კვების საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად აღინიშნება და რეალურად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ჩვენ ამ ფორუმზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ისეთი პრობლემები, რაც დაკავშირებულია სასკოლო კვების უქონლობასთან, მაგალითად სიღარიბე, მოსწავლეთა შიმშილი, ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში, არაფორმალური განათლების სიმწირე და სხვა“, – ამბობს განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია.

სასკოლო კვების მხარდასაჭერად 17 მარტს ასევე დაგეგმილია აქცია – „საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზატორები და მოხალისეები მოქალაქეებს გააცნობენ კვების პროგრამის იდეას.

ხოლო 14-19 მარტს სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით  სასკოლო კვების პროგრამის მხარდასაჭერად სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას გამართავენ.

„კვირეულს ვიდეოგზავნილებით შემოუერთდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევოდ „ქართული ოცნება“ დაჰპირდა საზოგადოებას, რომ სკოლებში კვების პროგრამას დანერგავდა, მომდევნო წელს, განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში სასკოლო კვება მაინც არ შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები, ბავშვები და მშობლებიც აქტიურად საუბრობენ სკოლაში კვების აუცილებლობასა და იმაზე, რომ ბავშვებს რეალურად შიათ სკოლაში და ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას, სახელმწიფო ამ დრომდე არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

________________

მთავარი ფოტო: ფორუმი სასკოლო კვებაზე.

Exit mobile version