უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 607 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
- ტანკი – 8 547 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 16 631 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 17 396 ერთეული [+47]
- MLRS – 1 171 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 936 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 095 ერთეული [+31]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 444 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 23 475 ერთეული [+92]
- სპეცტექნიკა – 2 928 ერთეული [+17]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 640 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 30 475 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 566 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 621 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 200 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ვორონეჟის ოლქის სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა — მედია
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზელენსკიმ რამდენიმე ანტირუსულ კანონს მოაწერა ხელი