უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 605 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
- ტანკი – 8 533 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 16 599 ერთეული [+32]
- საარტილერიო სისტემა – 17 307 ერთეული [+45]
- MLRS – 1 167 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 932 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 025 ერთეული [+27]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 443 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 23 329 ერთეული [+49]
- სპეცტექნიკა – 2 910 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 640 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 30 390 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 547 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 566 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 104 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინა კურსკში რუსულ ჯარებს ალყაში აქცევს და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება – WSJ