30 აგვისტოს, პარასკევს, 20:30 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება მუსიკალური აქცია – „აირჩიე ევროპა“.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა თაობა ერთიანდება. აღიარებული ქართველი მუსიკოსები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან, ერთობის დროა!“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.
მუსიკალურ აქციაში მონაწილეობენ:
- ლანა ღოღობერიძე
- გოგი მესხიშვილი
- ნიკოლოზ რაჭველი
- ნინო ქათამაძე
- ლიზი რამიშვილი
- ლიზა კერესელიძე
- თემურიკო დიასამიძე
- გიორგი უშიკიშვილი
- ნიკალა ზუბიაშვილი
- ლუკა თოფურია
- დავით გოგისვანიძე
- გიორგი კაპანაძე
- ნატალია ნაყოფია
- ანამარია ბურდული
- LOUDspeakers
- ჯგუფი „ყველა“
- Asea Sool
- ილო ბეროშვილი
მუსიკალურ აქციაზე დასწრება თავისუფალია.
„აირჩიე ევროპა“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი.