26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ქვეყანაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. დელეგატები წარადგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ დელეგატები იქნებიან: ბათუმში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ქობულეთში უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში ხელვაჩაურის საკრებულოს პირველი მოადგილე მინდია დიასამიძე, ქედაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, შუახევში აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოში ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე.
„ძირითადი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა დელეგატები და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი, არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, მათ წარმატებაში,“ – თქვა დელეგატების წარდგენისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე ქედის დელეგატად წარადგინეს

ხელვაჩაურის საკრებულოს პირველი მოადგილე მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის დელეგატად წარადგინეს

ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე ხულოს დელეგატად წარადგინეს
26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გეგმავს ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა.
თავისუფალი და მმართველი ელიტისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაქრობისთვის, საკანონმდებლო ბაზაც მომზადებული აქვს მმართველ პარტიას.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე წლის 3 ივნისს მოაწერა ხელი რუსულ კანონს, რომელი კანონის მიღებითაც საფრთხე შეექმნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. რუსული კანონი ქვეყანაში აქრობს თავისუფალ მედიას, შეუძლებელს ხდის სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობას, ხოლო იქ მომუშავე ადამიანებს აგენტებად აცხადებს
რუსული კანონი საქართველოში 3 აგვისტოს ამოქმედდა.
ამავე თემაზე:
ვინ იქნებიან „ოცნების“ დელეგატები აჭარიდან 2024 წლის არჩევნებზე


