ბათუმის მერიის ინფორმაციით, 28 მაისიდან 12 ივნისამდე, ბათუმში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რამდენიმე ქუჩაზე.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე.
მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო.
მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი შევიდა.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვისას ზრდის მერია პროგნოზს „სხვა შემოსავლების“ გრაფაში, რომლის ნაწილიც სწორედ ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით იზრდება.
ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში ამ წელს სათამაშო ბიზნესიდან 73 მილიონ 934 ათას 100 ლარი შევიდა. ეს 5,9 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მერიას ჰქონდა დაგეგმილი [გეგმა 68 მილიონი ლარი იყო].
სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით კი, ქვეყნის მასშტაბით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 30 მილიონ 780 328 ლარი შეადგინა.
ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული. პირველ კვარტალში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 28 მილიონ 713 900 ლარი შევიდა, პროგნოზი 25 მილიონ 750 000 ლარი იყო.
სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 32.5%-ია.
საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა 88 მილიონ 296 500 ლარი შეადგინა.
შემოსულობებიდან 22 მილიონ 559 000 ლარი გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ანუ შემოსულობების – 25.5%. 36 მილიონ 505 800 ლარი გრანტები და ფინანსური დახმარებაა. 28 მილიონ 713 000 ლარი კი არასაგადასახადო შემოსავლები.
ემიგრაციაში მყოფმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა, დიმიტრი ბიკოვმა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ თქვა, რომ რუსეთს მოელის დაშლა და არა რევოლუცია.
„მას ეს არ დაუმსახურებია. მას რევოლუცია არ ექნება. მას ქვეყანა ხელიდან გაუსხლტება, როგორც დამპალი ქსოვილი. ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას, რადგან ქვეყნის მმართველობა ყველა თვალსაზრისით სრულიად არადამაკმაყოფილებელია“.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთში უკრაინასთან ომს მხარდაჭერა არ აქვს:
„ამ ომის მოტივაცია და მხარდაჭერა საზოგადოებაში ნულის ტოლია – ჩვენ ამას ვხედავთ. რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გაკეთდა… მაგრამ ეს ყველაფერი სუფთა კარიერიზმია. ჩვენ ამას მეომრების წინა რიგებში ვერ ვხედავთ. ხალხს ეს ომი არ სურს. იგივე მოხდება, რაც 1904 წელს მოხდა, რაც 1914 წელს მოხდა: ომი დაასრულებს იმპერიას, რომელიც უკვე იშლება“.
ბიკოვმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა ზელენსკიზე. იგი მიიჩნევს, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის დიდი პოლიტიკური ნიჭია საჭირო:
„ის [პუტინი] არასდროს დაელაპარაკება ზელენსკის: კგბ-ეს კაპიტანი აგებს კავეენ-ის კაპიტანთან.
…ზელენსკის რომ ელაპარაკოთ, ზელენსკის გამოცდილება გჭირდებათ – ორმაგი.
პირველ რიგში, თქვენც უნდა გაუძლოთ ასეთ წინააღმდეგობას, როგორსაც მან გაუძლო. და მეორეც, თქვენ უნდა გქონდეთ ზელენსკის პოლიტიკური ნიჭი და უბრალოდ, საუბრის ისეთივე ნიჭი.
…აი, ამბობენ, რომ მას გაქცევა სურდა. შესაძლოა სურდა კიდეც, მაგრამ არ გაიქცა. და მან წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევა: „მე იარაღი მჭირდება და არა ტაქსი“.
მან თქვა: „ჩვენ გაძლევთ აღლუმის უფლებას“.
მან უკრაინას რამდენიმე ფორმულა მისცა, რომლებიც უკრაინული ენის ნაწილად იქცა. ისევე, როგორც ერთ-ერთმა მეზღვაურმა თქვა შესანიშნავი ფორმულა: „რუსკი კარაბლ იდი ნა***ი
ასე რომ, უკრაინას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ მოლაპარაკებებში, თუ უკრაინის დონის პოლიტიკოსი მოიძებნება. მე დღეს მსოფლიოში ასეთ პოლიტიკოსს ვერ ვხედავ.
… ვალერა პრიმოსტმა, დიდმა უკრაინელმა მწერალმა და ჟურნალისტმა, მითხრა: „ზელენსკი არ გაიქცა, რადგან არც ერთი მსახიობი არ დატოვებს სცენას, როდესაც მას 10 მილიარდი ადამიანი უყურებს“. და ის არ გაიქცა. მან სიმამაცის როლი შეასრულა და გახდა – როგორც დიდ ფილმშია – „გენერალ დელა როვერაში“ [იტალიელი რეჟისორის, რობერტო როსელინის ფილმი] – თამაშობდა და სწამდა. და გახდა სწორედ ის, რასაც თამაშობდა.
…ზელენსკის არჩევა ბრწყინვალე იყო უკრაინელი ერისთვის. მიპოვეთ მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი კალიბრის ერთი სააღდგომო მიმართვის ჩაწერაც კი. ზელენსკის სააღდგომო მიმართვამ ბავშვივით ამატირა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამოცდილი მაყურებელი ვარ“, – უთხრა ბიკოვმა „დოიჩე ველეს“.
„სომხეთის ხელისუფლება არ არის შეშფოთებული სასაქონლო ფასების ზრდით, თუ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესდება, რადგან ისინი გამდიდრებას ელიან ქვეყნის „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ გადაქცევით“, – წერს რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“.
სააგენტოს ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ გარნიში გამართულ საარჩევნო მიტინგზე განაცხადა ამის შესახებ.
„მაგალითად, არალოგიკურია სომხეთის მაღალი ფასებით დაშინება, რადგან მაღალი ფასების მუქარას პასუხი აქვს: ჩვენ გაცილებით მეტი ფული გვექნება, იმდენად, რომ ის ძვირი არ მოგეჩვენებათ. დღეს სომხეთი „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ იქცევა – ეს ნიშნავს, რომ სომხეთი მილიარდების და ტრილიონების ქვეყანა გახდება“, – მოჰყავს „ტასს“ ფაშინიანის ციტატა.
მოახლოებული არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში რუსული პროპაგანდისტული მედიის განსაკუთრებული ყურადღების და კრიტიკის ქვეშაა. პროპაგანდისტულმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა გაზის, ნავთობპროდუქტების და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შეთანხმების შესაძლო შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, თუ ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
სომხეთსა და რუსეთს შორის 2013 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსეთი სომხეთს გაზს, ნავთობპროდუქტებს და დაუმუშავებელ ბრილიანტს ექსპორტის გადასახადის გარეშე და შიდა მოხმარებისთვის შეღავათიანი პირობებით ამარაგებს.
ამავე დროს, სომხური მედია, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალურ ერევანს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი წერილი ან შეტყობინება არ მიღია.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნების წინ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ნიკოლ ფაშინიანი.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გორში დაკავებულ პირებზე პოლიციელების მიერ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე.
დღეს, 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავებულ ორ პირზე ჯგუფურად იძალადეს. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო.
„პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სსკ-ის 333-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციელების მიერ ორ დაკავებულზე ჯგუფურად ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
„ქართული ოცნების“ მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერების და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს კანონით შეეძლებათ 12 თვეში ამ თვეების სახელფასო სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით, 3,5 თვის ხელფასი მიიღონ.
პარლამენტი განიხილავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას მინისტრების, მერების და რწმუნებულების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატისა და ჯილდოს დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში.
კანონპროექტის ავტორების მთავარი არგუმენტი ამ თანამდებობის პირების დაბალი ანაზღაურებაა.
„კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება ბოლო 4 წლის განმავლობაში 46%-ით გაიზარდა, მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის სარგო 6 765 ლარიდან 9 840 ლარამდე გაიზარდა
ამავე პერიოდში 70 წლამდე მოქალაქეების პენსია უფრო ნელი ტემპით, მხოლოდ 42%-ით გაიზარდა [260 ლარიდან 370 ლარამდე]
ჯილდო-დანამატის სრულად ათვისების შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს წელიწადში 3,5 თვის ხელფასის შესაბამისი თანხა დაემატებათ, რაც თბილისის მერის მოადგილის შემთხვევაში ანაზღაურების 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე ზრდას ნიშნავს.
ჯილდო-დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალო უფროსი იღებს ერთპიროვნულად, რაიმე სახის კრიტერიუმების, ფორმალური შეფასების და წესების გარეშე, საკუთარი სუბიექტური შეხედულებით.
ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად [2024] საჯარო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 680 ლარია.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება განუხრელად იზრდება, კანონპროექტით შეიქმნება ანაზღაურების ალტერნატიული მატების გზები, რომელიც არის გაუმჭვირვალე, უკონტროლო და აჩენს კორუფციის ახალ არხებს,“ – წერს კვლევაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
TI წერს, რომ კანონპროექტით კანონის ორი მუხლი იცვლება:
სახელფასო დანამატი – მოქმედი რედაქცია მკაცრად კრძალავს დანამატის გაცემას ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირზე. კანონპროექტი ზოგად აკრძალვას ინარჩუნებს, თუმცა გამონაკლისს უშვებს მინისტრების, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობათა წევრების, სახელმწიფო რწმუნებულისა და მერის მოადგილეებისთვის – ანუ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანამატის ინსტიტუტი ფაქტობრივად ბრუნდება.
ფულადი ჯილდო – ანალოგიური ცვლილებაა ჯილდოს კუთხით. იმავე თანამდებობის პირები შეძლებენ მიიღონ პრემია „ფუნქციის სანიმუშოდ შესრულებისთვის“, „ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“ ან „განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის“.
ვის და რა თანხებს შეეხება ცვლილება
„კანონპროექტი ფაქტობრივად აღადგენს მდგომარეობას, როდესაც პოლიტიკურ ხელისუფლებას ჰქონდა უფლება საკუთარი დანიშნული მოადგილეებისთვის გაეცა დანამატები და პრემიები.
შემოთავაზებული ცვლილება, საერთაშორისო პრაქტიკის შერჩევითი და არსით არასწორი წაკითხვის გარდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელზეც თავად განმარტებით ბარათში მოყვანილი მაგალითები მიუთითებს და ქმნის კორუფციის ახალ საფრთხეებს იქ, სადაც ეს რისკი 2017 წლიდან უკვე შემცირებული იყო,” – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კვლევაში.
2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარს შეადგენს.
კანონით დადგენილ კოეფიციენტებზე გადამრავლებით, კანონპროექტით განსაზღვრული თანამდებობების სარგო ასე გამოიყურება:
„კანონის მიხედვით, ერთჯერადი დანამატი არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში დანამატი არ უნდა აღემატებოდეს სარგოს 20%-ს, ჯილდო – 10%-ს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ მინისტრის ან თბილისის მერის მოადგილემ ხელფასის გარდა შესაძლოა ერთბაშად მიიღოს დანამატად მთლიანი თვის სარგოს ოდენობის თანხა, ხოლო წლის განმავლობაში ჯილდო-დანამატის ჯამური ოდენობა მის 3,5 თვის სარგოს გაუტოლდეს.
მაგალითად, მინისტრის მოადგილემ რომელსაც 11 600 ლარი აქვს დარიცხული ხელფასი, შესაძლოა დამატებით თვეში 3 480 ლარი მიიღოს ჯილდოსა და დანამატის სახით.
ამას ემატება კანონის ჩანაწერი, რომელიც „განსაკუთრებულ შემთხვევაში“ მთავრობას უფლებას აძლევს, კანონისმიერი ზღვრის გაუთვალისწინებლად [10%-იანი ზღვრის მიღმა] მიანიჭოს ერთჯერადი ჯილდო, ამ დათქმას კანონპროექტი არ ცვლის, თანამდებობის პირთა წრის გაფართოებით კი მისი გამოყენების არეალი ფართოვდება,.“ – ნათქვამია კვლევაში.
📍 7 ივნისის ჩათვლით აიღე ახალი ნომერი და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ 🎁
ეწვიე სელფის მაღაზიას ბათუმში და ისარგებლე:
• ულიმიტო ინტერნეტით
• ულიმიტო ზარებით
• ულიმიტო SMS-ებით
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა დღეს, 27 მაისს აღდგა.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაზე ადრე აღდგა“ – წერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამავე დეპარტამენტის იმფორმაციით ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგა, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 28 მაისიდან უნდა აღდგენილიყო.
სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის მონაკვეთში 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა, თუმცა, მოძრაობა ვადაზე ადრე აღადგინეს.
22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული იყო და მხოლოდ ბეტონის ჩასხმა იყო დარჩენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვნის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
მათივე ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
დღეს, 27 მაისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ.
ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში.
მუსლიმები ამ დღესასწაულზე ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და ჰალვას ამზადებენ. ტრადიციისამებრ, გადიან წინაპრების საფლავებზეც.
ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორივე მეჩეთში 6:25 წუთზე შესრულდა.
ბათუმის ორთა ჯამეში მისული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. რვა წლის შემდეგ აჭარაში დაბრუნებულ ზურაბ პატარაძეს ზუსტად იგივე სიტუაცია დახვდა რაც რვა წლის წინ იყო – მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს სადღესასწაულო ლოცვა.
ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის სხვა წევრები შედიან ბათუმის ორთა ჯამეში ბაირამის ლოცვის შემდეგ
რამდენად სამართლიანია, რომ მუსლიმ მოქალაქეებს ისევ ქუჩაში უწევთ ლოცვა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ზურაბ პატარაძეს.
„ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. იცით რომ მეჩეთის საკითხი არის განხილვაზე სასამართლოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,” – თქვა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელების“ კითხვის პასუხად.
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მცდელობის ქრონოლოგია
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, მაშინდელი ხელისუფლების მთავარმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას თავად დააფინანსებდა.
2013 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა უკვე პრემიერის რანგში დაადასტურა, რომ „მეჩეთისთვის ადგილს ეძებს აჭარის მაშინდელი მთავრობის მეთაური ხაბაძე“.
2013 წლის მარტში, თემაზე კომენტირებისას, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დააზუსტა: “ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით“.
2016 წელს, მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის #49-ში 2 500 კვადრატული მეტრი მიწა კერძო პირისგან იყიდეს და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად. მერიამ მუსლიმებს მეჩეთის პროექტზე უარი უთხრა.
2017 წლის ივნისში, მუსლიმების სახელით მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოპოვების მიზნით, სასამართლოს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, -„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მიმართა.
2018 წლის 28 მარტს, ბათუმის მერიას სახალხო დამცველმაც მიმართა და მუსლიმებისთვის უარის დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა.
საქმე განიხილა უზენაესმა სასამართლომაც და 2023 წელს „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კომპანიები: შპს ეიაიფორი, შპს არვიქსი და შპს რაპირა გრუპი, არ საქმიანობენ „საქართველოს არეალში“.
აღნიშნული კომპანიები დიდმა ბრიტანეთმა იმის გამო დაასანქცირა, რომ რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.
შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა“- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, გამოავლინეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ყირგიზეთის გავლით თანხებს რუსეთის ეკონომიკაში უშვებს, რასაც ეს უკანასკნელი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის იყენებს. კომპანიების გარდა სანქციები ეხება ფიზიკურ პირებსაც.
დასანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, დღეს, 27 მაისს, კომენტარი გააკეთა პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ეკონომისტმა რომან გოცირიძემ.
მისი შეფასებით, დასანქცირებულ კომპანიებზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მთავრობას ეკისრება.
„ბრიტანეთის მიერ სამი ქართული კომპანიის დასანქცირება ძლიერი დარტყმაა ქვეყნის იმიჯისათვის, მისი საინვესტიციო რეპუტაციისათვის, რადგან ეს კომპანიები კრიპტოვალუტის მეშვეობით პირდაპირ უწევდნენ მრავალმილიარდიან დახმარებას რუსეთს და დასანქცირების დასაბუთებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ რუსეთის მთავრობის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ.
რას ნიშნავს ეს? – ამ კომპანიების მეშვეობით რუსეთი იარაღს და უამრავ სხვა საჭირო მასალას, მათ შორის ფინანსურ ტრანზაქციებს იყენებდა უკრაინაში ადამიანების დასახოცად. და როგორც ჩანს, ეს პირდაპირ რუსეთის FSB-ს მიერ კონტროლირებადი სტრუქტურაა.
მილიარდობით ფული ტრიალებს, რომელიც ქაღალდზე საქართველოს ეკონომიკას ზრდის. უყვართ [„ოცნებას] ხოლმე ტრაბახი, რომ ეკონომიკა გაიზარდა, მშპ გაიზარდა. ამ მილიარდებიდან რამე დარჩა საქართველოში? რომელიმე ოჯახში შევიდა? როდესაც ამბობენ, რომ „ვაკეთოთ ფული“, „ომის ფაქტორი გამოვიყენოთ“, – არავინ ხეირობს უკრაინელი ადამიანების სისხლით. „ქართული ოცნების“ მმართველი კლანი, უკრაინელების სისხლის ფასად მდიდრდება“- ამბობს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს და „ოცნების“ მთავრობას.
„სად იყო მთავრობა? სად იყო ეროვნული ბანკი? ეხლა რაღაც აბდაუბდა განცხადებას აკეთებენ და ისეთი შთაბეჭდილება უნდა შექმნან, თითქოსდა ბრიტანეთს მათ მიაწოდეს ინფორმაცია და როდის მიაწოდეს, სანქციები, რომ გამოქვეყნდა და დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია?
ყველა ქოლ-ცენტრის უკან დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელი. ვერცერთი ქოლცენტრი ვერ იმუშავებს ხელისუფლების უშუალო მფარველობის გარეშე. ასეთი სავალალო სურათი გვაქვს დღეს, სამწუხაროდ“- ამბობს რომან გოცირიძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 358 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 955 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 618 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 42 790 ერთეული [+39]
MLRS – 1 805 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 397 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 313 342 ერთეული [+1 307]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 485 ერთეული [+10]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 99 645 ერთეული [+271]
სპეცტექნიკა – 4 224 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 687 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს.
„ერთადერთი, რაც ახალი იყო დღევანდელ გამოსვლაში, იყო ის, რაც ახასიათებს რეჟიმებს: როდესაც მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ და, ფაქტობრივად, საზოგადოების შიგნით რეალური დასაყრდენი აღარ არსებობს, ამ დროს მათ სჭირდებათ საყოველთაო სტატუსის, რესურსის მქონე ღირებულება ან ინსტიტუტი, რომელსაც ისინი ამოეფარებიან და მის ინსტრუმენტალიზაციას დაიწყებენ, მასზე პარაზიტირებას, რომ თვითონ სახე გაიკეთილშობილონ.
ლოზუნგი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო“ – ეს დამახასიათებელი მანერაა რუსული გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმებისთვის… მსგავსი მიდგომა ფუნდამენტურად უპირისპირდება თანამედროვე სახელმწიფოს – იმ სახელმწიფოს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაფუძნდა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის კონსტიტუციაშიც ხაზგასმით აღნიშნულია – თანასწორობა ყველა იდეის, მათ შორის, რელიგიისა, გამონაკლისის გარეშე,“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
„ბათუმელებმა“ ისტორიკოს, SOVLAB-ის მკვლევართან, ირაკლი ხვადაგიანთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ოცნების“ პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს არ უხსენებიათ 26 მაისის სიტყვაში დაკარგული ტერიტორიები, ევროპული მომავალი, ოკუპაცია, მათი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა“. თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი „ოცნების“ დღევანდელ გზავნილებში?
ფუნდამენტურად ახალი და მოულოდნელი არაფერი არ იყო მათ რიტორიკაში.
ილაპარაკო ყველაფერზე, გამოგონილ საფრთხეებზე, გამოგონილ გამოწვევებზე და რეალურ შინაარსს აუარო გვერდი – ეს არის მუდმივი ხაზი, რასაც მიჰყვება რუსული პროპაგანდა და ცხადია, მათი სატელიტები ყველგან. ამის კლასიკური მაგალითებია, როგორც ოკუპაციის დღე – 25 თებერვალი, ისე დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი.
მთავარი მომენტია, რაღაცნაირად ორიენტირები შებრუნდეს: საფრთხედ, გამოწვევად უნდა გამოჩნდეს რაღაც შეთქმულებები, საერთაშორისო, მტრული ძალები, კორპორაციები. ეს, ცხადია, რუსული პროპაგანდის ტრადიციით, ყოველთვის იფუთება ისე, რომ თითქოს საფრთხე მოდის დასავლეთიდან.
რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა იყოს ნათქვამი რუსულ იმპერიალიზმზე, წარსულსა და თანამედროვეობაში აგრესიულ ომებზე, გენოციდებზე, ტოტალიტარულ ტერორზე, კოლონიზაციაზე, იდენტობის წაშლაზე, შეზღუდვაზე.
ერთადერთი, რაც ახალი იყო დღევანდელ გამოსვლაში, იყო ის, რაც ახასიათებს რეჟიმებს: როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვთ და, ფაქტობრივად, საზოგადოების შიგნით რეალური დასაყრდენი აღარ არსებობს, ამ დროს მათ სჭირდებათ საყოველთაო სტატუსის, რესურსის მქონე ღირებულება ან ინსტიტუტი, რომელსაც ამოეფარებიან და მის ინსტრუმენტალიზაციას დაიწყებენ, მასზე პარაზიტირებას, რომ სახე გაიკეთილშობილონ.
ცხადია, ცივილიზაციურად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, როდიდან აითვლება ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში, მაგრამ ამაზე ისტორიული კონსენსუსი არ არსებობს. ეს საუკუნის და ათასწლეულების დონეზე ანგარიშდება.
ამას რომ თავი დავანებოთ, ამ მნიშვნელოვანი ისტორიული, ცივილიზაციური და კულტურული იდენტობის შემადგენელი ელემენტის ხელოვნურად შემოყვანა თანამედროვე დემოკრატიული, ცივილიზებული, სეკულარული, რესპუბლიკის დაფუძნების დღის გზავნილის გადასაფარად, ცხადია, გვაჩვენებს, რა ტიპის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე.
ამავდროულად, ნებისმიერი ჯანსაღი რელიგიური ორგანიზაციისთვის, ინსტიტუტისთვის, ეკლესიისთვის, ასეთი თამაში სახიფათოა ხელისუფლებასთან.
როდესაც ხელისუფლება თავისი რეპუტაციის გასაკეთილშობილებლად იწყებს ეკლესიის და რელიგიის ინსტრუმენტალიზაციას, მასაც აზიანებს, ცხადია.
თუკი ეს პროცესი ღრმად წავა და დიდი ხანია ეს ჩვენს ქვეყანაში უკვე ღრმად არის წასული, ორთავეს ძალიან ცუდი პერსპექტივა შეიძლება შეექმნას.
ირაკლი ხვადაგიანი
ამ ისტორიულ მანიპულაციას და პარაზიტირებას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ლოზუნგი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო“ – ეს დამახასიათებელი მანერაა რუსული გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმებისთვის. მათ მემკვიდრეობით აქვთ მიღებული საბჭოურ-რუსული დამკვიდრებული კლიშე, რომელიც ერს და ხალხს უყურებს, როგორც ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ ერთობას და არა თანამედროვე, ცივილიზებულ საზოგადოებას. მას, რა თქმა უნდა, კულტურული, რელიგიური და სხვა იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტები აქვს, მაგრამ ეს არის ბუნებრივად და არ არის რომელიმე ერთზე პრივილეგირებული.
მსგავსი მიდგომა ფუნდამენტურად უპირისპირდება თანამედროვე სახელმწიფოს – იმ სახელმწიფოს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაფუძნდა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის კონსტიტუციაშიც ხაზგასმით წერია – თანასწორობა ყველა იდეის, მათ შორის, რელიგიისა, გამონაკლისის გარეშე.
კონკორდატიც არ გულისხმობს იმას, რომ მრავალეთნიკური, მრავალკულტურული და მრავალრელიგიური საქართველოს საზოგადოება, ქართველი ერი პოლიტიკური თვალსაზრისით გამოცხადდეს ექსკლუზიურად, რომ არის ან მუსლიმური, ან ქრისტიანული, ან მაზდეანური და ასე შემდეგ.
უქმნის ეს საფრთხეს დამოუკიდებლობას, როცა დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლება ძირითადად ლაპარაკობს რელიგიაზე და არა დამოუკიდებლობის დღეს არსებულ საფრთხეებზე?
პირველ რიგში, ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება სხვა რელიგიების მიმართ, ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ათეული საუკუნეების განმავლობაში იყვნენ ქართული სამეფო-სამთავროების შემადგენლობაში, თანამედროვე რესპუბლიკის მოქალაქეები, მთელი თაობები, რომლებიც არიან მუსლიმები, ან ქართველი ებრაელები.
ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ისევე, როგორც ნებისმიერი ცალკე აღებული კონფესია, მოწოდებული იყოს დიალოგსა და თანამშრომლობაზე, ერთიანობაზე, სოლიდარობასა და სიკეთეზე, განხეთქილებას აღრმავებს.
ერთი რელიგიის ვიწრო ხედვაში რომ ჩავრჩეთ, რიტორიკას და საქმეებს შორის, რელიგიის მიერ შემოტანილ ღირებულებებს შორის არის სრული აცდენა. რელიგია არის სამართლიანობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე ორიენტირებული ფილოსოფია. ამ დროს ჩინოვნიკები, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ხელისუფლება, თავიანთი მოქალაქეების ორგანიზებულ წამებაში და ჩაგვრაში არიან ყელამდე ჩაფლული და დახელოვნებული, მათ შორის, ქრისტიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის.
ამ მრევლის არაერთი წევრია დღეს გამოკეტილი ციხეში სრულიად უსამართლოდ.
ძალიან მკაფიოა, რამხელა თვალთმაქცობასა და უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი მანიპულაცია ხდება რელიგიური თემით და ამით იფარება ისეთი კატასტროფული გამოწვევა, როგორიც არის ოკუპაცია, დემოგრაფია, ქვეყნის დაცლა…
ირაკლი კობახიძე დღეს ამბობდა: „საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“. რეალურად რა არის დღეს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გამოწვევა?
ადეკვატური შეფასება იქნებოდა ის, რომ ეს არის კლასიკური, ტოტალიტარული ტყუილი. ამის გარეშე მათ არსებობა არ შეუძლიათ. საკმარისია მათ მოაშორო გაძლიერებული კორდონები, სპეცრაზმები, სახელმწიფო დაცვა, პოლიცია, მათივე დამსჯელი დაჯგუფებები, ვნახავთ, რომ არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან თავისუფლად ურთიერთობა, საჯარო ადგილებში გამოჩენა.
ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისინი არიან ორგანულად მიუღებელი თავიანთი ნამოქმედარის გამო, ზუსტად ამ რიტორიკის გამო. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, ადამიანების დაცინვა, რომლებიც იტანჯებიან მათი ბოროტი გადაწყვეტილებების შედეგად.
ასე საბჭოთა რეჟიმი ამტკიცებდა, რომ თითქოს ის იყო ყველაზე ჰუმანური, დემოკრატიული, თავისუფალი, ყველაზე სამართლიანი არჩევნებიც იქ ტარდებოდა და ყველაზე მდიდარი, უზრუნველყოფილი მოქალაქეები იქ ცხოვრობდნენ, ამ დროს კანიბალიზმამდე მიდიოდა ეკონომიკური კოლაფსის გამო ადამიანების უზარმაზარი მასები.
ამ ტოტალურ ტყუილში იძულებით მცხოვრები, ამ გამოცდილების მქონე თაობები უკვე მიჩვეული იყვნენ, რომ რასაც ოფიციალური წყაროები უტიფრად ამტკიცებდნენ, სინამდვილე 180 გრადუსით საპირისპირო იყო, მაგალითად, თუ ამტკიცებდნენ, რომ კეთილდღეობა იყო, სინამდვილეში იყო სიღატაკე და საშინელი ეკონომიკური კოლაფსი.
იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ რიტორიკაზეც.
დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რაც არის მისი საპირისპირო – მონობა, დამოუკიდებლობის არქონა. ეს სახელმწიფოს შემთხვევაში გამოიხატება იმაში, რომ არ არსებობს მართვის სამართლიანი გარემო, არ არსებობს კანონიერი წარმომადგენლობითობა, რომელიც ასევე სამართლიან წესებს და კონკურენციას ეფუძნება — თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
მნიშვნელოვანია სასამართლო და ქონებრივი, ეკონომიკური თავისუფლება, სადაც ადამიანს აქვს ხელშეუხებლობა – გონიერებით და შრომით დოვლათი შექმნას. როდესაც ეს ყველაფერი მოშლილია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარი დამოუკიდებლობაზე და თეორიულ საფრთხეებზე უკვე გავლილია.
ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ უკვე ვართ გაუქმებული ქვეყანა და ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით.
ამის შემდეგ არსებობს საფრთხის მომდევნო ფაზა: თუ ამ ტიპის ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ, მერე გადადიან უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე – ეს არის პირდაპირი განადგურება, მოსპობა მოწინააღმდეგეების, ადამიანების მთელი ჯგუფების, სოციალური ფენების. ეს ადრეც გაუკეთებიათ და ახლაც შეიძლება ამის საფრთხე იყოს. მათ ეს სურთ აშკარად, არც მალავენ ამას, მაგრამ ამ ეტაპზე რესურსი არ ჰყოფნით.
ერთ-ერთი პოზიტიური და ოპტიმისტური ხედვა მომავლის არის, რომ ეს საფრთხეები დამდგარია, უფრო მასშტაბური საფრთხეებიც მოახლოებულია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას აქვს წინააღმდეგობის რესურსი.
ასევე, თავისუფალ სამყაროს შეუძლია, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს ამ ბრძოლაში და შევძლოთ შევაჩეროთ ამ საფრთხეების მოახლოება.
რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი? რა დაგვანახა ამ კუთხით დამოუკიდებელი საქართველოს გამოცდილებამ, როგორც პირველმა რესპუბლიკამ, ისე 9 აპრილის შემდეგმა პერიოდმა?
გადარჩენის, დამოუკიდებლობის რეალურად დაბრუნების და გაღრმავების გზა არის ძლიერი საზოგადოების, ძლიერი პოლიტიკური პარტიების ქონა ან არსებულის, რა თქმა უნდა, გაძლიერება, შემდეგ კი, შემობრუნების წერტილის პოვნა.
დღეს ამ სამყაროში ყველაფერი დაფუძნებულია ადამიანების სოლიდარობაზე, აზრის, იდეის, ღირებულების გარშემო გაერთიანებაზე, რესურსების მობილიზებაზე. მნიშვნელოვანია მკაფიო ხედვით და სტრატეგიით მოძრაობა.
ყველა მოქალაქე, ვისაც ესმის ამ საფრთხეების მასშტაბი და იცის, რა არის სამართლიანი, რა არის სწორი, უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, იპოვოს, გაერთიანდეს პროფესიული ნიშნით, ტერიტორიული ნიშნით, რაღაც საერთო ჰობის გარშემოც კი, ყველგან, ყველა სივრცეში, ყველა სფეროში. ეს გაერთიანება უნდა შედგეს ფუნდამენტური ღირებულების გარშემო, როგორიც არის დემოკრატია, თავისუფლება, კეთილდღეობა, ევროპული გარემო და სტაბილურობა.
ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება თუნდაც მათზე გაცილებით ძლიერ სისტემას, მასშტაბური და ორგანიზებული წინააღმდეგობა გატეხოს ან შეაჩეროს, მისგან დაიცვას თავი. ამის რესურსი ნამდვილად არის ჩვენს საზოგადოებაში.
ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა მოქალაქემ სიმბოლური თუ მნიშვნელოვანი რესურსი გაიღო სასიკვდილო საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ ეს საზოგადოება არის ჩამოყალიბებული, ამ პოტენციალის მქონეა და ეს დაბრკოლება არის გადასალახი.
დასამარცხებელია რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო სტრუქტურები. ამ რეჟიმისგან გათავისუფლების შემდეგ ეს იქნება ძალიან ძლიერი და დიდი პოტენციის მქონე ქვეყანა.
ზოგს მიაჩნია, რომ საქართველოში არ გამოვა დიქტატურა, რადგან იგივე პირველ კონსტიტუციაში გაიწერა დემოკრატიული, ევროპული ღირებულებები. არის ეს მშვიდად ყოფნის საფუძველი?
ცხადია, წარსულს ეს ძალა აქვს და ეს ჩვენი რესურსის ნაწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც მეხსიერება – ერთგვარი კულტურული კოდი, ვიცით, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება, გაგვიკეთებია კიდეც ამ იდეაზე, ამ სიმბოლოებზე.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა დაეფუძნა ათწლეულების განმავლობაში მანამდე აწყობილ და განვითარებულ დიდ ტალღებს სოლიდარობის, თვითმოქმედების, სამოქალაქო საზოგადოებას, რასაც დღეს ვეძახით და ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს.
ეს არის წარსულიდან რისი გამოყენება შეგვიძლია, რითაც უნდა გავძლიერდეთ დღევანდელ ბრძოლაში… ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისთვის მებრძოლი ადამიანების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობისთვის.
დღეს, 26 მაისს, თბილისში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლის და გადაადგილების უფლება არ მისცეს, არც ბანერით და არც ბანერის გარეშე.
„ბანერზე ეწერა – „წამალი ბავშვებს“ – მეტი არაფერი და ბანერი არ შეგვატანინეს 26 მაისის დამოუკიდებლობის აქციაზე“- ამბობენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები.
„ვერ შეხვალთ, ღონისძიება მიმდინარეობს“ – უთხრა მშობლებს პოლიციამ და მათ გადაადგილების საშუალებას არ მისცა.
„რომელი კანონით, მითხარით, რომელი კანონით არ შეგვატანინეთ ჩემი ბავშვის ბანერი?“ „შვილი რომ მიკვდება, ღონისძიება მიმდინარეობს?“, „ბავშვები გვეღუპება“ – ამბობდნენ ბავშვების მშობლები.
„100 მშობელს ებრძვით, 100 ბავშვს კლავენ, ყველა გამოვალთ“- ამბობდნენ მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მშობლების ბრძოლას.
„გვინდოდა შევერთებოდით დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს და გაგვეშალა ჩვენი ბანერი. იმიტომ, რომ ბავშვების გარეშე არ არსებობს არც მომავალი, არც დამოუკიდებლობა და არც დამოუკიდებელი საქართველო. თუ ბავშვები არ გვეყოლება, მაშინ რისთვის გვჭირდება დამოუკიდებლობა და საერთოდ, ქვეყანა რისთვის გვინდა“- უთხრა ჟურნალისტებს კახა წიქარიშვილმა, ერთ-ერთი ბავშის მშობელმა.
მშობლები პოლიციამ არც მეტრო „თავისუფლების“ მხრიდან შეუშვა 26 მაისის ღონისძიებაზე, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფებოდა.
„არც ბანერით შეგვიშვეს და არც უბანეროდ. გამოდის, რომ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის დღე უნდა იზეიმოს მშობლების გარეშე, რომლებიც იბრძვიან თავიანთი შვილების გადასარჩენად“ – ამბობს კახა წიქარიშვილი.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები თბილისში ერთ თვეზე მეტია ქუჩაში დგანან, 24-საათიან უწყვეტ აქციას მართავენ და წამალს ითხოვენ შვილების სიცოცხლის გადასარჩენად.
ილიაუნის სტუდენტებმა მარათონი გამართეს მათ დასახმარებლად, სადაც რამდენიმე დღეში 1.5 მილიონზე მეტი ლარი შეუგროვეს ბავშვებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული წესით დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, მაგრამ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების“ საწინააღმდეგო ქმედებაში არიან „ეჭვმიტანილები“.
ამის შესახებ რუსული დევნილი მედია წერს.
მედიის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, ვინც „ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა“ გამოხატა. კიდევ ერთი მუხლის საფუძველზე ქონებას დაუყადაღებენ იმ ადამიანებს, „ვინც წააქეზებს სიძულვილს, სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს“ ან „არმიის დისკრედიტაციას“ მოახდენს.
ქონებას დაუყადაღებენ მათაც, ვისაც „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებას და მედიის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენებენ ბრალს“.
ჩამონათვალი ამით არ სრულდება და ძალიან ბევრ „დანაშაულს“ ეხება.
კანონის თანახმად, თუ დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების ჩამონათვალში ხვდება, ეს წარმოადგენს საქმის წარმოების დაწყების ოფიციალურ საფუძველს.
26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებელმა მიმოსვლა განაახლა.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფასები დინამიურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით 135 ლარიდან 370 ლარამდე მერყეობს.
„ბილეთის ფასის კონკრეტული ოდენობა ფიქსირდება შეძენის მომენტში. ბილეთები იყიდება სალაროებში, სადაც ემატება საკომისიო 7 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ [tkt.ge-ზე].“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რეისები სრულდება ყოველდღიურად. თბილისიდან მატარებელი გადის 21:00 საათზე და ბაქოში ჩადის 06:25 საათზე; ბაქოდან კი მატარებელი გამოდის 23:10 საათზე და თბილისში ჩამოდის 08:40 საათზე.
აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადების თანახმად, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე აზერბაიჯანში გაჩერებები დაგეგმილია ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარიში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუკ კესიკის სადგურებზე, ხოლო საქართველოში ორი გაჩერებაა – გარდაბნის სადგური და თბილისის რკინიგზის სადგური.
თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ 18 მაისს გაავრცელა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში უნდა აღდგენილიყო ოფიციალური შეთანხმებით. აზერბაიჯანს კოვიდპანდემიის გავრცელების საბაბით სახმელეთო საზღვრები 2020 წლის შემდეგ ჩაკეტილი აქვს.
„პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ისენი მოყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“.
დღეს, 26 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოსახა 26 მაისის ქარდზე.
რა მიზანი აქვს „ოცნებას“, როცა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს ივანიშვილთან ერთად გამოსახავს ფოტოზე? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ლაშა ბუღაძეს.
„აქ ისტორიაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის პროპაგანდა და მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი არც ამ ქარდზე აქცენტის გაკეთება და მითუმეტეს, ამ ქარდის გადმოტანა სოციალურ ქსელებში, რადგან მათი მიზანი ეს არის. ადამიანები ხშირად აზრს არ ატანენ ხოლმე ამას, თუმცა შემდეგ, ეს როგორც ვიზუალური ხატი იბეჭდება მათ მეხსიერებაში და მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორ ვაფასებთ ამას, მაინც ხდება ხოლმე ჩვენი აღქმების ნაწილი. მათი მიზანია, რომ ეს ადამიანების თავში ჩაიბეჭდოს“- ამბობს ლაშა ბუღაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად იწვევს სარკაზმს და, შესაძლოა, ბრაზსაც? – ვკითხეთ მას. ლაშა ბუღაძის შეფასებით, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს პროპაგანდისთვის.
ლაშა ბუღაძე
„პროპაგანდამ შექმნა იმიჯი, ჩვენ კიდევ, ამ წლების განმავლობაში ვეღარ ვისწავლეთ ის, რომ არ უნდა ავყვეთ ამათ პროპაგანდისტულ ხრიკებს. ეს კიდევ ცალკე ღრმა პრობლემაა ჩვენი, რომელზედაც დისკუსიები მართლა საჭიროა.
ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პროპაგანდას არ აქვს არანაირი ინტელექტუალური ამბიცია. ეს არ არის ღრმა მეცნიერება. პროპაგანდა არის ბრტყელი, ზედაპირული და მისი მიზანი არის მარტივი: აი ეს იმიჯი, ეს ხატი, უნდა ჩაიბეჭდოს ადამიანის აზროვნებაში. ეს ჩაბეჭდილი ხატი რაც უფრო გავრცელდება და რაც უფრო მეტად ციტირდება, მით უფრო კმაყოფილი დარჩება პროპაგანდისტი, რომელიც ამ ქარდს ავრცელებს.
რთულია ადამიანებს მოსთხოვო, რომ არ აღშფოთდნენ ამაზე იმიტომ, რომ კრეტინიზმია თავისთავად და ბუნებრივია, დაცინვის, აღშფოთების და დაგმობის სურვილს იწვევს, მაგრამ ეს არ აინტერესებს პროპაგანდას.
პროპაგანდას აინტერესებს ჩვენს მეხსიერებაში ჩარჩეს ეს ხატი. დარწმუნებულები იყავით, რომ ძალიან ბევრი ადამიანისათვის ეს გარკვეული მოდელი ძალიან ჩვეულებრივად იქნება აღქმული. ასეთი ხალხი შეიძლება უმრავლესობა არ არის საქართველოში, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ პროპაგანდამ გარკვეულ წრეში ან სოციუმში მიაღწიოს თავის მიზანს.
ზოგადად რომ ვთქვათ, პროპაგანდა ცხადია ცდილობს ისტორიის გაყალბებას. პარლამენტის ფასადზე ვნახეთ ხომ რა არის – 1700 წელი გაქრისტიანებიდან, ეს ბილბორდია და ილია მეორის პორტრეტია გამოფენილი. ერთი დროშაც არ არის ევროკავშირის და უბრალოდ ისტორიული უსამართლობა და უმსგავსობაა, საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციებში, რომ 26 მაისს არ არის ნახსენები საქართველოს პირველი რესპუბლიკა.
26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ 1918 წლის 26 მაისიდან, როცა დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ვთქვათ, ნოე ჟორდანიას არ ახსენებენ, მაგრამ, როგორ შეიძლება არ ახსენო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, რომელიც საერთოდ 26 მაისს არის დაბადებული. 1700 წელია ხსენებული ქრისტიანობის, ხომ?! გასაგებია, რომ ილია მეორე ახლახანს გარდაიცვალა, მაგრამ ქრისტიანობა უკავშირდება წმინდა ნინოსაც, ქალს.
ანუ, აღარც წმინდა ნინო, აღარც პირველი რესპუბლიკა, აღარც ზვიად გამსახურდია… მარტო არის ივანიშვილი და მათი რაღაც სუროგატული ირანიზაცია, სადაც მარტო მღვდლები, თავიანთი პატრიარქი შიო მესამე და „ქართული ოცნებაა“, ეს უნდათ, რომ ჩაებეჭდოთ ადამიანებს გონებაში და ეს ძალიან სახიფათოა.
საჭიროა გარკვეული იმუნიტეტი და უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ასეთ პროპაგანდაზე, რომ უნებლიედ არ დავეხმაროთ ამის გავრცელებაში. ბუნებრივია, ამას სჭირდება ისევ და ისევ დაუღალავად საუბარი რეალურ, ნამდვილ ისტორიაზე. აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ის, რომ საზოგადოების ძალიან ფართო წრეებში იყოს მიტანილი ნამდვილი ამბავი, ნამდვილი ისტორია და არა ეს ტყუილი“- ამბობს ლაშა ბუღაძე.
მისი თქმით, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის აგრესიული უმცირესობა, რომელთაც რეპრესიული, პოლიციური მექანიზმებით და ფულით მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველოს უმრავლესობა.
„ამიტომ, ჩვენ ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ 26 მაისზე, რომელიც დაიბადა 1918 წელს და მისი აღდგენა მოხდა ეროვნული მოძრაობით 80-იან წლებში და რომ არ ყოფილიყო გერმანია, არ იქნებოდა 1918 წლის 26 მაისი.
გერმანია და გერმანიის ელჩი ფიშერი დღეს მტრად ჰყავს გამოცხადებული „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში გერმანია იყო ჩვენი პირველი ზურგი დამოუკიდებლობის სხვა ქვეყნებთან ერთად.
ასევე, 90-იანი წლებიდან, უბრალოდ შიმშილისგან და სრული კატასტროფისგან გადაარჩინეს საქართველო. ჩვენ ვილაპარაკოთ ნამდვილი ამბავი მერაბ კოსტავაზე, გამსახურდიაზე, ჟორდანიაზე და ამათ იბოდონ რაც უნდათ. ჩვენ ნუ დავეხმარებით მათ ბოდვების გავრცელებაში.
ჩვენ დავდოთ ჩვენი ქარდები და როგორც ლევილში შეინახეს ემიგრანტებმა მთელი 70 წლის განმავლობაში 26 მაისის და დამოუკიდებლობის მეხსიერება საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, ასე შევინახოთ ჩვენც. ყველამ – ჟურნალისტებმა, მწერლებმა, მსახიობებმა, პედაგოგებმა უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობის იდეა და დავიცვათ ფალსიფიკაციისგან“ – ამბობს ლაშა ბუღაძე.
მისი შეფასებით, პროპაგანდა ცდილობს ქრისტიანობასთან დააკავშიროს ივანიშვილი.
„კობახიძემ კი რუსი გავრილოვი ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის სავარძელში, მაგრამ პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ესენი მოჰყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს ლაშა ბუღაძე.
„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო.
გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ რამდენიმე წელი იომოს.
ამასობაში, მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსების სამხედრო დაჯგუფება ყირიმში:
„ძალიან დიდი დაჯგუფებაა ყირიმში და მას მნიშვნელოვანი მომარაგება სჭირდება: საწვავი, საბრძოლო მასალები, საკვები და ასე შემდეგ. რუსეთის ხელმძღვანელი პირებს, თუკი ვინმე ჰყავთ იქ, გამოჰყავთ საკუთარი ოჯახები ყირიმიდან… მომარაგება უფრო და უფრო რთულდება. ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა დაარტყეს ჯანკოის საწვავისა და საბრძოლო მასალის შემნახველ საწყობებს. იქ ახლაც სერიოზული ხანძარია. მუდმივად ხდება მელიტოპოლ-ჯანკოის მაგისტრალზე დარტყმები… ახლა რომ ნახოთ, გზა არის მოფენილი დამწვარი ცისტერნებით და სატვირთო მანქანებით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე საზოგადოებრივი ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელია.
ბატონო ვახტანგ, რა იცვლება უკრაინის ფრონტის ხაზზე? ახერხებს რუსეთი ე.წ. ზაფხულის კამპანიის წამოწყებას და დონბასზე გასვლას?
რაც დროს გადის, უფრო და უფრო მცირდება რუსეთისთვის ეს შესაძლებლობა.
ფაქტია, რომ დიდი ცვლილებები კვლავ არ არის. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ მიდის ეს უმოწყალო დაბომბვები.
წარმოიდგინეთ, საბოლოოდ ორი წლის ომის შემდეგ დაუქვემდებარეს რუსებმა კონტროლს პოკროვსკი. სამაგიეროდ, პატარ-პატარა სოფლები დაკარგეს. რუსებს ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა აქვთ, თუმცა უკვე ანეკდოტის ფაზაში გადავიდა, მაგალითად, „მალა ტოკმაჩკა“ – ერთი ბეწო დასახლებული პუნქტი, რომელსაც რუსები უტევენ 1500-ზე მეტი დღეა. ისტორიას რომ გადავხედოთ, „გიბრალტარის ალყა“ გრძელდებოდა 1320 დღე, „კართაგენის ალყა“ – 1100 დღე, „ლენინგრადის ბლოკადა“ – 872 დღე. ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ სოფელზე, რომელსაც ამდენი დღეა იღებენ…. რომ აღარ ვახსენოთ თვითონ კუპიანსკის აღება – იმდენჯერ ახსენეს უკვე მისი აღება რუსებმა, თავად აღარ სჯერათ.
ასე რომ, რუსეთის საგაზაფხულო კამპანია ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა.
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მნიშვნელოვანი ცვლილებები, ან მასიური შეტევები რაღაც კონკრეტული მიმართულებით არ ყოფილა. რუსები ისევ ისე მონოტონურად იქცევიან, იგივე ტაქტიკით, იგივე ხორცის საკეპი მანქანით გრძელდება რუსების მოქმედებები. აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. ვერ ვიტყვით, რომ შეტევები არ არის, მაგრამ ამ შეტევებს აღარ აქვს სიმძაფრე.
აქვს რესურსი რუსეთს გააქტიურებისთვის?
თქვენთან წინა ინტერვიუში აღვნიშნე სამი ასპექტი, რაც შეიძლება გაააქტიუროს რუსეთმა: ბირთვული იარაღი, საყოველთაო მობილიზაცია და ბელარუსი.
ალბათ იქნება მცდელობა, რომ ბოლოს და ბოლოს ბელარუსი ჩაითრიონ ამ ომში. ბელარუსს არც ძალები აქვს და არც საშუალებები მნიშვნელოვანი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, მაგრამ რუსეთს შეუძლია ბელარუსის ტერიტორიის გამოყენება. არსებობს ინფორმაცია, რომ თითქოს რუსები 100 ათას მობილიზებულს ამზადებენ ჩრდილოეთის მიმართულებაზე შეტევის დასაწყებად. ძნელია რუსების სამხედრო ხელმძღვანელობის თავში ჩახედვა, მაგრამ ყველაზე მოსალოდნელი შეიძლება იყოს ჩერნიგოვის მიმართულებაზე 15-20-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა. ამის მცდელობა სუმის მიმართულებაზეც ჰქონდათ რუსებს, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
შესაძლებელია, რომ რუსებმა ამ გზით დაქსაქსონ უკრაინის ძალები, ასევე კიევის მიმართულებაზე საფრთხის იმიტირებით უკრაინელებს გარკვეული ძალები გადაასროლინონ დონბასიდან ჩრდილოეთის მიმართულებაზე. ის, რომ შემოდგომისთვის დნეპრისპირეთი აღებული იქნება, ამის ძალიან არ მჯერა.
აკრობატულ დიპლომატიას ახორციელებს ლუკაშენკო: არ აწყობს ომში ჩართვა. ბოლო პერიოდში ლუკაშენკო ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გამოკეთებას, პროცესები დათბობასავით წავიდა. ამავე დროს, პუტინსაც აწონებს თავს და აცხადებს, რომ ბელარუსია ყოველთვის დაეხმარება რუსეთს. ერთობლივად ჩაატარეს ბირთვული შეიარაღების მზადყოფნის სწავლებები. ასევე, სწრაფი რეაგირების ძალები ბელარუსში გადაყვანილია უმაღლეს სამხედრო მდგომარეობაზე. ერთის მხრივ, რუსებს ბელარუსები ეუბნებიან, თქვენს გვერდით ვართო, მაგრამ აშკარად ეს არ აწყობს ბელარუსს. განაცხადა კიდეც ლუკაშენკომ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ჩავერთვებით დაპირისპირებაში, თუ უშუალოდ ბელარუსზე მოხდება თავდასხმაო.
რა თქმა უნდა, უკრაინასაც არ აწყობს ბელარუსზე თავდასხმა, თუმცა შესაძლებელია რუსეთმა ბელარუსიდან თავად გამოიწვიოს პროვოკაცია.
მოსალოდნელია რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე? წინა დღეებში იყო, მაგალითად, ლატვიის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დრონი ჩამოვარდა.
ეს დრონი არ არის გარკვეული, საიდან ჩამოვარდა… არ არის გამორიცხული სულაც ელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით მართვადაკარგული უკრაინული დრონიც კი იყოს. რთულია, რუსებზე რაღაც გადაჭრით თქვა, მაგრამ ეჭვი მეპარება რუსეთმა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედება განახორციელონ ბალტიისპირეთის მიმართულებაზე.
ეს არ გამორიცხავს გარკვეულწილად ჰიბრიდულ მოქმედებას, პროვოკაციას, სპეცოპერაციას, დივერსიულ მოქმედებას. შეეცდება რუსეთი, რაღაცნაირად არიოს იქ ვითარება, მაგრამ ის, რომ რაღაც მასშტაბური სამხედრო მოქმედება ჩაატაროს, ამისთვის მას არც ძალა შესწევს და არც რესურსი.
ეს კი არა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში რუსეთის ყირიმის დაჯგუფება, ვინაიდან მისი მომარაგება უფრო და უფრო რთულდება. ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა დაარტყეს ჯანკოის საწვავისა და საბრძოლო მასალის შემნახველ საწყობებს. იქ ახლაც სერიოზული ხანძარია. მუდმივად ხდება მელიტოპოლ-ჯანკოის მაგისტრალზე დარტყმები. ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი ყირიმთან, ანუ მე-14 ტრასა, სადაც, ფაქტობრივად, ყველა დიდი მანქანა გადაადგილდება.
უკრაინამ აღმოაჩინა, რომ რუსებს სამოქალაქო, მაგრამ დიდი სატვირთო მანქანებით გადაჰქონდათ აღჭურვილობა და საბრძოლო დანიშნულების მასალები. ამიტომაც, ნებისმიერი დიდი მანქანას ხდება დარტყმის ობიექტი. ახლა რომ ნახოთ, გზა არის მოფენილი დამწვარი ცისტერნებით და სატვირთო მანქანებით. ამ მხარის გუბერნატორმა მხოლოდ საგანგებო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვის ნებართვა გასცა და მაქსიმალურად შეაჩერა სხვა მოძრაობები.
რა გამოსავალი რჩება რუსებს ყირიმში?
შეკითხვაა დღეს არა ის: აფეთქდება თუ არა ხიდი, არამედ როდის აფეთქდება ხიდი? ეს მოხდება გამომდინარე უკრაინელების საჭიროებიდან. დღეს ეს ხიდი დარტყმის ქვეშაა. ამიტომაც, იყენებენ რუსები სახმელეთო გზას, რომელიც მოწყვლადია. ჩონგარის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მაგალითად, საერთოდ დაიხურა.
ძალიან დიდი დაჯგუფებაა ყირიმში და მას მნიშვნელოვანი მომარაგება სჭირდება: საწვავი, საბრძოლო მასალები, საკვები და ასე შემდეგ. რუსეთის ხელმძღვანელ პირებს, თუკი ვინმე ჰყავთ იქ, გამოჰყავთ საკუთარი ოჯახები ყირიმიდან – ეს ტენდენციაც კი შეიმჩნევა.
რა რესურსი დარჩა რუსებს ომის გასაგრძელებლად? The Economist წერს სადაზვერვო უწყებებზე დაყრდნობით, რომ რუსი სამხედროების საერთო დანაკარგები დაჭრილების ჩათვლით 1.1 – 1.5 მლნ-ს აღწევს, ხოლო „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, წელს რუსებმა უკრაინაში მხოლოდ 220 კვ. კმ დაიკავეს, რაც არის უკრაინის ტერიტორიის 0.04 %.
რუსეთს იმის რესურსები გააჩნია, რომ ამ ტემპით და ამ აქტიურობით, რაც ახლაა, კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელოს დაპირისპირებები. რუსეთს ჯერ კიდევ იმის ფული და რესურსი, რომ ძალების მობილიზება მოახდინოს. არა მგონია, რომ პუტინმა ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.
ფაქტია ის, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსეთს, მაგალითად, უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია, ან ამ საწარმოებმა შეამცირეს თავიანთი წარმოება. მსგავსი საწარმოების 70% ურალს აქეთაა სადღაც 3000-დან 4000 კილომეტრის ფარგლებში. დღესდღეობით უკრაინას სწვდება ამ სამიზნეებს, თითქმის 2000 კილომეტრამდე უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ განახორციელოს დარტყმები.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე საკუთარი იარაღის წარმოება დაიწყო. უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ უკრაინელებმა შექმნეს ბალისტიკური რაკეტა. გარკვეული ტექნოლოგიური კომპონენტები, რა თქმა უნდა, დასავლეთის დახმარებითაა, მაგრამ უკრაინაშია აწყობილი.
ასევე, 18-თვიანი მუშაობის შემდეგ უკრაინელებმა შექმნეს კორექტირებადი საავიაციო ბომბი, რომელსაც 250 კილოგრამის გადატანა შეუძლია. მსგავს ბომბებს აწვდიდა უკრაინას ამერიკა, ასევე ბრიტანეთი, რომელიც შეიძლება გაეშვათ F-16-ებიდან და სხვა საჰაერო საშუალებებიდან. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ აქ უკვე მიზნის შერჩევაში აღარ სჭირდება ნებართვა უკრაინას პარტნიორისგან. აღნიშნული აშკარად აჩვენებს იმას, რომ ძალიან გაფართოვდა დარტყმების შესაძლებლობები უკრაინელების მხრიდან.
ჩინეთზე მინდა გკითხოთ, სადაც ბოლო დღეებში ჩავიდა ტრამპი და შემდეგ პუტინი. რა როლს იძენს ჩინეთი ამ კონფლიქტში?
ვერც ტრამპმა და ვერც პუტინმა მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ წამოიღო ჩინეთიდან. ფაქტობრივად, ტრამპმა გაყიდა 200 ერთეული „ბოინგი“, ხოლო პუტინმა რაღაც სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერა ხელი. ასეთი დოკუმენტი უამრავია ხელმოწერილი ერთმანეთის მიყოლებით რუსეთსა და ჩინეთს შორის. ნიშანდობლივია რუსეთის წარუმატებლობის გამოხატვა – პუტინის გაბოროტება აისახება მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვებში.
რუსეთის წარუმატებლობა ჩინეთში გარკვეულწილად ასევე აისახება ამ გამწარებულ დარტყმებში.
54 ფრთოსანი რაკეტა იყო გაშვებული დასახლებულ პუნქტებზე, 30 „ისკანდერი“, ორი თუ სამი „კინჟალი“, რომელიც თვითმფრინავებიდან გაუშვეს, სამი „ცირკონი“, ანუ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა. ამან აჩვენა ორი მნიშვნელოვანი რამ: უკრაინელებს ამჟამად აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტი. ეს ძირითადად „პატრიოტის“ რაკეტებს ეხება. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უჭირს ახლა უკრაინას. მეორე გამოჩნდა ის, რომ რუსების „ორეშნიკი“ აღმოჩნდა უბრალოდ შემაშინებელი „ჯართი“. ამით რუსებმა აჩვენეს ევროპას, რომ აი, „ორეშნიკს“ ვიყენებთ. ამ დროს ჩამოვარდა „ორეშნიკი“ ბელაია ცერკოვში და დააზიანა ავტომანქანის ფარეხის კოოპერატივი. არის ინფორმაცია, რომ მეორეც იქნა გაშვებული, რომელიც საერთოდ დონეცკში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
წარმოიდგინეთ, 50-მილიონიანი რაკეტაა. გამოდის, რომ ვერ მართეს, ან არ იმართება, არაზუსტია, ტექნიკურად გაუმართავია, ერთი ჩამოვარდა ასეთ დანიშნულებაზე ადრე და მეორემ საერთოდ „უზუსტესი“ 80 კმ-იანი აცილებით დააზიანა კერძო მანქანების ფარეხები!
უკრაინელებს რატომ შეექმნათ ეს დეფიციტი, რამე შეიცვალა დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით კუთხით?
აშშ-მ ძალიან ბევრი „პატრიოტის“ რაკეტა გადააგზავნა ახლო აღმოსავლეთში. დეტალებზე, ცხადია, არ მაქვს ინფორმაცია და ეს არც გაცხადდება იოლად, მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით დეფიციტი აქვს უკრაინას.
ბოლოს ირანზე რომ გვითხრათ: მოლაპარაკებებით მხარეები ვერ გავიდნენ შედეგზე. ელოდებით ომის განახლებას?
ჩემი აზრით, დიდი ალბათობით განახლდება საჰაერო დარტყმები, შეეცდებიან ისევ საჰაერო ზემოქმედებით აიძულონ ირანს მოლაპარაკება. ირანი აღმოსავლურ დიპლომატიას იყენებს, წელავს ამ მოლაპარაკებებს. ისიც კი გაჟღერდა, რომ ირანის წინადადებები პაკისტანის მიერ არ იქნა სწორად მიწოდებული ამერიკელებისთვისო. არაფრის დათმობაზე ირანი არ წამოსულა და არც აპირებს ამას.
უკვე პრესტიჟის საქმეა ეს ომი აშშ-თვის. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ტრამპი. ამიტომაც მაქვს დიდი ეჭვი, რომ განახლდება საჰაერო ზემოქმედების ფაქტორი.
ხულოში ახალგაზრდა ქალს ჩაგრავდა მთავრობა, რასაც ადგილობრივი საზოგადოება თვალს არიდებდა. ამ ქალის შესახებ ქვეყანას შევატყობინეთ. მისი ცხოვრება შეიცვალა.
ბათუმში ობოლ ბავშვებს ვერ ხედავდა სახელმწიფო. ისინი ვაჩვენეთ საზოგადოებას. მათი ცხოვრებაც შეიცვალა.
ზუგდიდში შშმ კაცს და დაუძლურებულ ქალს აბუჩად იგდებდა ის, ვისაც მათი დაცვა ევალებოდა. ისინი საკუთარ ტკივილთან მარტო არ დავტოვეთ – მათი ამბავი მთელ ქვეყანას შევატყობინეთ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა.
ამ ისტორიებს 25 წელია გიყვებით. იმ ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისაც არ აქვს ძალაუფლება და გავლენა. ვისი ხმაც ყველაზე სუსტად ისმის.
ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლაზეც ბევრჯერ გითხარით და იმაზეც, როგორ იქცა კორუფცია ყოველდღიურობად, როგორ ეჯიბრებიან მთავრობის წევრები თუ რიგითი მოხელეები ერთმანეთს ხალხის დოვლათის მითვისებაში.
როგორ იცვლება სამშობლო ფუფუნებაზე.
კიდევ რაზე გიამბობდით? – ციხეებზე. ადგილებზე, რომელთა კედლებს მიღმა ათასობით ჩუმი ტრაგედია იმალება… დღეს საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში პატიმრების რაოდენობით. და ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს არის ადამიანების სიცოცხლე, რომელიც სიჩუმეში იკარგება.
რუსთავის ციხეშია გამოკეტილი მზია ამაღლობელი – ქალი, რომელმაც გაბედა და უსამართლობას გააწნა სილა. მანამდე კი, 23 წლის განმავლობაში, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შექმნა ისეთი მედია, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“.
დღეს ჩვენი გამოცემების დაბადების დღეა – 25 წელი შეგვისრულდა. იუბილეს მზიას გარეშე აღვნიშნავთ – მალე 17 თვე გახდება, რაც ის „ოცნებამ“ უკანონოდ გამოკეტა ციხეში. არც ეს გვაკმარა, მიიღო კანონები, რითაც საზღვრების დადგენა გადაგვიწყვიტა – ან ვიყოთ „მისი ხმა“, ან დავდუმდეთ.
ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ.
და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა.
ჩვენი რწმენით, ხმა არ უნდა დადუმდეს, თუ სიჩუმე დაისადგურებს, სწორედ მაშინ გაიმარჯვებს უსამართლობა.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.
ამიტომაც დაგვიდექით გვერდით, თუნდაც 1 ლარით. ეს თქვენთვის იქნება ძალიან მცირე, თითქმის შეუმჩნეველი წვლილი, მაგრამ ჩვენ მოგვცემს ძალას გავაგრძელოთ საქმე, რომელიც ყველას ერთად გადაგვარჩენს. გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს.
ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად კი იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, რომ მარტო არ ვართ და ჯერ კიდევ ვჭირდებით ადამიანებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოება, რომელსაც სჯერა ჰუმანიზმის და სიმართლის – მართალი სიტყვის ძალის.
2026 წლის 26 მაისს, ჩვენი გამოცემა, „ბათუმელები“, რომელიც ორ ონლაინ მედიას, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აერთიანებს, 25 წლის გახდა.
გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა.
დაარსებიდან 25 წლის შემდეგ ვიწყებთ კამპანიას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად.
დღეიდან ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5 ან 10 ლარით, ერთი წლის განმავლობაში.
მკითხველის მხარდაჭერა მოგვცემს მუშაობის გაგრძელების საშუალებას.
დაარსებიდან დღემდე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ან ბიზნეს ჯგუფის საკუთრება, ჩვენ ყოველთვის ვეკუთვნოდით საზოგადოებას და რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ საზოგადოების მხარდაჭერაა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.
შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“ – წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JOHAN NILSSON
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს.
საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან.
პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია განცხადებაში.
„დინამო ბათუმის“ ცნობილი ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს, აცხადებს, რომ 25 მაისს გამართულ საიუბილეო მატჩზე, რომელზეც „დინამო ბათუმი“ „რუსთავს“ ხვდებოდა, სცადეს სტადიონზე განთავსებული ბანერის ჩამოხსნა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.
საუბარია ბანერზე წარწერით – „ბავშვებს ვჭირდებით“.
„სტადიონზე განთავსებული ბანერები ეძღვნებოდა როგორც საიუბილეო, მეასე მატჩს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს — ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მატჩის დაწყებისთანავე მოხდა დაუჯერებელი ფაქტი — ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საქველმოქმედო ბანერი და მისი ჩამოხსნის მცდელობა განხორციელდა. იმ მომენტში ეს იყო არა უბრალოდ ბანერი, არამედ სოლიდარობის სიმბოლო.
რთულია სიტყვებით აღწერო ის განცდა, როცა ხედავ მსგავს დამოკიდებულებას იქ, სადაც ერთიანობა და ღირსება უნდა სუფევდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.
ჩვენ, გულშემატკივრებმა, დროულად ვიმოქმედეთ და ბანერი კვლავ თავის ადგილას დავაბრუნეთ. ეს იყო მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი — იმისთვის, რომ ხმა არ ჩაეხშოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ამასთანავე, ჩვენი მხრიდან გაკეთდა მცირედი ფინანსური შემოწირულობა შესაბამის ფონდში — როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ბავშვების გვერდში დგომისთვის.
გვჯერა, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ის არის ემოცია, ერთიანობა და ადამიანობა. და სწორედ ეს უნდა იმარჯვებდეს ყოველთვის“ – წერს „დინამო ბათუმის“ ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს ფეისბუქზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 357 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 954 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 615 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 42 751 ერთეული [+64]
MLRS – 1 804 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 397 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 312 035 ერთეული [+1 790]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 475 ერთეული [+10]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 99 374 ერთეული [+374]
სპეცტექნიკა – 4 221 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 687 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა.
2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია.
ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება.
პირველი ტენდერი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ 2024 წელს, აპრილში გამოცხადა, საწყისი თანხით – 21 მილიონ 157 100 ლარი. თუმცა უშედეგოდ, ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ჩაიშალა 2024 წლის აგვისტოში გამოცხადებული განმეორებითი ტენდერიც.
სტადიონი ბათუმში ლეონიძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს.
საპროექტო ტერიტორია
როგორც საკრებულოს განუმარტეს, მეორე შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის შედეგად გამოავლინეს უზუსტობები, რის გამოც კომისიამ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შესაბამისი ოქმი შესყიდვების პორტალზე ატვირთული არ არის.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით და აღნიშნული ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამმართველო გეგმავს არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადასცეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შესაბამისად ღონისძიება ამოღებულ იქნება მიმდინარე წლის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ასიგნება პირველ კვარტალში არ არის გათვალისწინებული“ – წერს მერია საკრებულოს.
ეს ნიშნავს იმას, რომ მერიამ პროექტში ხარვეზები 2024 წელს აღმოაჩინა, ტენდერებიც 2024 წელს ჩაიშალა, თუმცა 2026 წელსაც იმავე ამბავს უყვება საკრებულოს თავის გასამართლებლად.
ბათუმს სარაგბო სტადიონი აქვს 2016 წლიდან. ამ სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა. მშენებლობაზე 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, აქედან 3,5 მილიონი ლარი – ბათუმის ბიუჯეტიდან.
ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან ამოიღო კიდევ ერთი პროექტის, არდაგანის ტბის მიდებარე ტერიტორიის განახლების დაფინანსება. პროექტისთვის 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავდა ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობას.
არდაგანის ტბა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, რომელიც მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშთან ერთად წარუდგინა, აუცილებელია პროექტის განახლება, მათ შორის „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადაფასება“.
„აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ვინაიდან არდაგანის ტბის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას, აუცილებელია არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადაფასება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა ან ახლის მომზადება“ – წერს მერია საკრებულოს.
მერიამ საკრებულოს ასევე აცნობა, რომ ამ საქმეს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადააბარებს:
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამმართველო გეგმავს აღნიშნული ღონისძიების არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადასცეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შესაბამისად ღონისძიება ამოღებული იქნება მიმდინარე წლის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან“.
მერიის ინფორმაციით, პროექტი ორწლიანია და 2026-2027 წლებში უნდა განხორციელდეს.
არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტი განახორციელა, რომელიც მისი გახსნიდან მალევე გამოვიდა მწყობრიდან, დახარჯულია 25 მილიონი ლარი. საუბარია გმირთა ხეივანზე.
ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტზე კი 200 მილიონი ლარი იხარჯება და სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში მიმწოდებელი კომპანია შპს „საბა კონსტრაქშენია“.
„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება.
ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.
როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 ათას ლირამდე [600-დან 800 ლარამდე] გაიზარდა. ფასებს შორის სხვაობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რთულ ტერიტორიაზე გიწევს მუშაობა. გასულ წელს ტონა ჩაის დაკრეფის ფასი კი, 8-12 ათასი ლირა იყო.
„ძირითადად დღიურ ანაზღაურებაზე არსებობს შეთანხმება. მე ჯერ არ ამიყვანია მკრეფავები. დღიური ანაზღაურების ფასი 4 ათასი ლირაა [220 ლარი], შარშან 3 ათასი ლირა იყო… გარდა ამისა, შეიძლება შეთანხმება კვებაზეც,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ.
თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა ძირითადად პოლონეთში დასაქმება შეძლეს. 2025 წლის ბოლოს პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს მოუხდა ემიგრაციიდან უკან დაბრუნება, მათ შორის, პოლონეთიდან. ახლა მათ დიდ ნაწილს – საქართველოში არსებული უმუშევრობის გათვალისწინებით – ისევ სეზონურად მოუწევს ჩაის პლანტაციაში, ან თხილის ბაღში მუშაობა.
ჩაის კრეფის სეზონი თურქეთში, ერჰან ქოსიოღლუს ფოტოები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა.
როგორც მარათონის მხარდამჭერი ერთ-ერთი მასწავლებელი გურიიდან, ირმა გორდელაძე ამბობს, ბავშვების დასახმარებლად პედაგოგებმა 25 მაისისთვის 5 461 ლარის გადარიცხვა მოახერხეს.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი მარათონი ილიაუნის სტუდენტებმა ორი დღის წინ წამოიწყეს და ორ დღეში, ორ მილიონამდე ლარის შეგროვება შეძლეს. თანხის ჩარიცხვები ბავშვების დასახმარებლად ისევ გრძელდება.
„მე და ლადო აფხაზავამ, ასევე, ეროვნული ჯილდოს ათეულმა, გადავწყვიტეთ მიგვეწვდინა ხმა მასწავლებელთა გარკვეული ნაწილისთვის და ერთობლივი ჩართულობით ორ დღეში 846-მა მასწავლებელმა ჩარიცხა თანხა ბავშვების დასახმარებლად მარათონის ანგარიშზე“, – ამბობს ირმა გორდელაძე.
საქართველოში ასამდე ბავშვია დიუშენის დაავადებით. მათ სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები ესაჭიროებათ, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, ამიტომ ბავშვები და მათი მშობლები ითხოვენ, რომ მედიკამენტები სახელმწიფომ შეისყიდოს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯერჯერობით უარს ეუბნება მშობლებს მედიკამენტების შემოტანაზე იმ მოტივით, რომ წამლები არ არის ეფექტური და სარისკოცაა. მშობლები თითქმის ერთი თვეა საპროტესტო აქციას მართავენ კანცელარიის ეზოში და შვილების გადარჩენას ითხოვენ.
ბავშვებს და მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოებამ – გავრცელდა პეტიციებიც, სადაც 100 ათასზე მეტი მოქალაქე სთხოვს მმართველ ძალას, რომ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად წამალი შემოიტანონ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხს ეკუთვნის. შესაბამისად, ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი.
Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze acknowledged that the social employment programme paying 300 lari per month was, in reality, fictitious employment and did not address unemployment.
“The reduction in employment is entirely formal and has one specific reason: there was a programme replacing social assistance, and 30,000 people can be said to had been fictitiously employed. They were counted as employed, although in reality they were still receiving social assistance.
That was the situation. The programme was abolished, which was an absolutely right step because it was fictitious, and this led to a formal decrease in the number of employed people. We abolished an ineffective programme,” Kobakhidze said today, on 25 May, in comments to journalists.
The fact that the 300-lari employment programme was exploited by Georgian Dream as an administrative resource during the pre-election period was also discussed by citizens themselves. For example, in 2023, people employed under the social programme told Batumelebi that they were engaged in fictitious work and that it did not change their social conditions.
“I am in Georgian Dream, I work as a coordinator,” people “employed” under this programme were saying in various municipalities.
Georgian Dream first spoke about abolishing the social employment programme after the 2024 elections. By 2026, the programme was abolished.
Despite statistical data showing a decline in employment in Georgia, and the public speaking about poverty, unemployment, and difficult social conditions, Kobakhidze still attempts to convince society that the country’s economy has grown by several billion over the past 2–3 years.
“Today, the National Statistics Office published the 2025 poverty rate, which has been decreased to 7.1%. This means that in 2025, against the backdrop of 7.5% economic growth, 90,000 citizens escaped poverty.
Since 2020, Georgia’s economy in lari has grown from 50 billion to 105 billion, and in U.S. dollars – from 16 billion to 38 billion. We are not only first in the region, but also across Europe in terms of economic growth.
In 2020, our population’s net income was 13.3 billion lari, and today this figure exceeds 33 billion lari. These are the taxes our citizens have paid into the budget,” Kobakhidze says, adding that despite 7% economic growth in the country, 280,000 citizens still remain in poverty.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თიბისი ტრადიციულად გამორჩეული კამპანიით აღნიშნავს და საზოგადოებას მთავარ გზავნილს უზიარებს – დამოუკიდებლობაშენიგადაწყვეტილებაა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა 1992 წელს – ბრენდი, რომლის ისტორია ქვეყნის თანამედროვე განვითარების გზას მიჰყვება და დამოუკიდებლობის იდეას საკუთარ საქმიანობაში, ინიციატივებში და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაში ხედავს.
თიბისისთვის დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის იყო ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილი – რწმენა, რომ ქვეყნის განვითარებას ის ადამიანები ქმნიან, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების, იდეებისა და მომავლის სჯერათ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო თიბისი უკვე 33 წელია ქმნის ბიზნესის, ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ გამოცდილებას, რომლებიც ადამიანებს უმარტივებს ყოველდღიურობას, ეხმარება მიზნების მიღწევაში და აძლიერებს რწმენას, რომ დამოუკიდებლობა პირადი გადაწყვეტილებით იწყება.
„26 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად შეიქმნა და განვითარდა. ეს დღე არის მუდმივი შეხსენება, რომ დამოუკიდებლობა ყოველდღიური არჩევანია – გჯეროდეს საკუთარი თავის, შენი საქმის და ქვეყნის მომავლის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
წლების განმავლობაში, თიბისი 26 მაისს არაერთი შთამაგონებელი კამპანიით აღნიშნავდა იქნებოდა ეს ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, „დამოუკიდებლობის სკოლა“, „გმირები“, „მომავალი ჩვენია”, „დამოუკიდებლობა იწყება შენით”, „ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა“ და სხვა დასამახსოვრებელი კამპანიები, რომლებიც ადამიანებს ახსნებს, რომ დამოუკიდებლობა საკუთარ თავში დაჯერება, პასუხისმგებლობა, არჩევანი და გადაწყვეტილებაა. თიბისის წლევანდელი კამპანია ამ ამბის გაგრძელებაა.
ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა.
22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული იყო და მხოლოდ ბეტონის ჩასხმა იყო დარჩენილი.
„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს.
„სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო.
„სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი გუნდისთვის.
შვიდი წლის შემდეგ, კლუბი „სინერგიის“ გუნდი ფასიან სერვისზე გადადის, თუმცა ჩვენი მისია და ღირებულებები უცვლელი რჩება – ხარისხიანი, გულისხმიერი მომსახურება უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა მოზარდსა და ახალგაზრდას, ოჯახს და პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. თითოეულ თქვენგანთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებთ, რომ თანდათან შევძლებთ, საფასურის გარეშე – კლიენტების შეზღუდულ რაოდენობას მაინც მოვემსახუროთ“-აღნიშნული განცხადება „სინერგიამ“ დღეს, 25 მაისს გააკეთა, ფეისბუქის გვერდზე.
ორგანიზაციის ცნობით, „სინერგია“ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წელიწადში დაახლოებით 400 ადამიანს უწევდა უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ერთ წელიწადში არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის „გრანტების შესახებ კანონი“, რომელიც საქართველოში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს და კერძო პირებსაც კი, უკრძალავს უცხოური დაფინანსების მიღებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე არაერთი ორგანიზაციის მუშაობა შეფერხდა ან შეწყდა.
მოქალაქეები უკვე ხშირად ვეღარ ახერხებენ უფასოდ მიიღონ იურიდიული ან სხვა სახის მომსახურება, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა.
შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს.
მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა პირებმა – ბესიკ ჟღენტმა, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ, 2026 წლის 26-30 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 150,000 ლარი შესწირეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯგუფს ჯამურად პარტიისთვის 913 000 ლარი აქვს გადარიცხული.
ასევე, „გამჭვირვალობის“ ცნობით, შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ:
2024 წელს შპს „ალიანს ლისს“ ლისის ტბის მიმდებარედ 27,431 კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა;
2021-2023 წლებში შპს „გონიო 2020“-ის მიერ ქობულეთში 21 ათასი კვ.მ სახელმწიფო მიწის პრივატიზაციით შესყიდვა უკონკურენტო აუქციონებზე;
2021 წელს აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, 600 კვ.მ ნაკვეთი გონიოში და 2022 წელს შპს „ჯეობლუბერის“ – 1 მილიონი ლარის აგროსუბსიდია.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ სხვა შემწირველებიც ჰყავს.
მაგალითად, 2026 წლის 10 თებერვალს, პარტიას 60 000 ლარი შესწირა (ჯამში შეწირული აქვს 416,000 ლარი) რომან აბრამიშვილმა. მისმა კომპანიამ, შპს „გ&კ ტექნოლოგმა“ 2015 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციისგან“ 58,2 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო (აქედან 14 მილიონი – 2025 წლის შემდეგ).
ამავე კომპანიამ 2020 წელს მარნეულში სახელმწიფოსგან პრივატიზაციით (ელექტრონული აუქციონი) 106 ათასი კვ.მ ფართობის ტერიტორია 674 ათას ლარად – კვ.მ 6.40 ლარად – შეიძინა.
აბრამიშვილის კომპანიები აგრეთვე ფლობენ ქვიშა-ხრეშის მოპოვების 10 ლიცენზიას. აბრამიშვილს 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისთვისაც აქვს შეწირული 7 000 ლარი.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას.
„დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, ისინი ისევ იღებდნენ სოციალურ დახმარებას.
ასეთი იყო მდგომარეობა. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“, – განაცხადა კობახიძემ დღეს, 25 მაისს, ჟურნალისტებთან.
ის, რომ 300-ლარიან დასაქმების პროგრამას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული რესურსს, ამაზე თავად მოქალაქეებიც საუბრობდნენ. მაგალითად, 2023 წელს „ბათუმელებთან“ სოციალური პროგრამით დასაქმებულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ფიქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩაბმული და ეს ვერ შეცვლიდა მათ სოციალურ მდგომარეობას.
„მე ქართულ ოცნებაში ვარ, კოორდინატორად ვმუშაობ,“ – ამბობდნენ აღნიშნული პროგრამით „დასაქმებული“ ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
„ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დასაქმების პროგრამის გაუქმებაზე საუბარი 2024 წლის არჩევნების შემდეგ გააჟღერა პირველად. 2026 წლისთვის კი ეს პროგრამა გააუქმეს.
მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში დასაქმება შემცირებულია, მოსახლეობა კი სიღარიბეზე, უმუშევრობასა და მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობს, კობახიძე მაინც ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე მილიარდით არის გაზრდილი ბოლო 2-3 წელიწადში.
„დღეს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2025 წლის სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 7.1%-მდე შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს, შვიდნახევრიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 90 000-მა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე.
2020 წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ლარში, 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში, 16 მილიარდიდან, 38 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენ არა მარტო რეგიონში, ევროპის მასშტაბითაც ვარ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდით.
2020 წელს, ჩვენი მოსახლეობის ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი და დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები შეიტანეს ბიუჯეტში ჩვენმა მოქალაქეებმა“, – ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ ქვეყანაში 7 %-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 280 000 მოქალაქე, ისევ სიღარიბეში რჩება.
დღეს, 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თარჯიმნებმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. თარჯიმნები თავიანთი ნაშრომის ანაზღაურებას მოითხოვენ. ისინი საუბრობენ შრომითი უფლებების დარღვევაზე და დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე.
თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია „ინტელექტ-მარკეტი“, რომელიც შსს-ს სათარჯიმნო მომსახურებას აწვდის, მათ რამდენიმე თვეა ხელფასებს არ უხდის.
„მარტოხელა დედა ვარ, 7 წლის შვილი შვილი მყავს და ხშირად მიწევდა ბავშვის მარტო დატოვება სამუშაოზე გამოსვლის დროს. ყოფილა შემთხვევები, როცა 48 საათიც კი მიმუშავია უწყვეტად. ამის მიუხედავად, შსს-ს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ვალდებულია აგვინაზღაუროს ჩვენი ნაშრომი, არ გვიხდის ხელფასს.
კომპანიის დირექტორი მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც გადამადგმევინე ეს ნაბიჯი. მარტის თვიდან არ გადაუხდია ანაზღაურება, მივმართე პროკურატურასაც. დამსაქმებელმა იცის, რომ მაქვს ბანკის ვალი, ვარ მარტოხელა დედა და მჭირდება ჩემი შრომის ანაზღაურება,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თეა გოქაძე.
მისი თქმით, თარჯიმნები ზეპირი ხელშეკრულებით არიან დასაქმებული.
„მე პირადად წელიწად-ნახევარი ვიმუშავე სალომე ცერცვაძესთან, [ის არის კომპანიის ხელმძღვანელი], სულ გვიგვიანებდა ხელფასს, თუმცა ვერ ვიღებდი ინფორმაციას – რატომ. ვიცით, რომ ხელფასის თანხები ირიცხება შსს-დან, მაგრამ ჩვენამდე არ აღწევს. თუმცა არანაირი რეაგირება ამაზე არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი იცის“- ამბობს ის.
დამსაქმებლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს კიდევ ერთი თარჯიმანი, ზვიად მამულაძე.
„არის ზეწოლა, მუქარები, – „ხმას ამოიღებ გაგაქრობ“, „ვერ იცხოვრებ აქ“, ამიტომ ვერ გამოდის ბევრი, რომ არ აწყობთ კონფლიქტი. ასახელებს ვიღაც მფარველებს, მაგრამ მე ვერავინ შემაშინებს. არც დამუქრების მეშინია და არც არავისი, როცა მართალი ვარ. ვითხოვ იმას, რომ ჩვენი ნაოფლარი მივიღოთ. დღეს რომ არავინ მიგვიღო, ესეც არასწორია, გამოდის, დაუფასებელია ჩვენი შრომა და დაგვტოვეს უყურადღებოდ.
ერთი წელია ვმუშაობ შსს-ში, გასულია 3-4 თვე და არ ამიღია ანაზღაურება. ხან რას იმიზეზებენ და ხან რას.
ჩვენ ვიცით, რომ შსს თავის დროზე რიცხავს ხელფასებს, მათი თანამშრომლები თავის დროზე იღებენ და ჩვენ რატომ არ უნდა ავიღოთ, ჩვენც მათ თანამშრომლებად ვითვლებით.
გვინდა სამართალი, რომ ავიღოთ ის ანაზღაურება, რაც გვეკუთვნის. არაერთხელ გავსულვარ სასამართლოებში, საბაჟოზე, ციხეში შევსულვარ – ყველგან მიმუშავია, თუმცა არ გვაძლევენ ხელფასს“- ამბობს ზვიად მამულაძე
მთვარისა მანაგაძეც შრომითი უფლებების დარღვევაზე გვიყვება.
„6 წელია ვმუშაობ თარჯიმნად, თუმცა სალომე ცერცვაძის კომპანია გასული წლის 6 სექტემბრიდან შემოვიდა. რეალურად, ჩემგან გაიცნეს ეს ქალი, რადგან მე მივყვებოდი ხოლმე სამმართველოებში. ვირივით გვამუშავებდა, დასვენების უფლებას არ გვაძლევდა, გადაღლილს რომ ჩაგვეძინებოდა, რატომ გძინავთო, გვლანძღავდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის და ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ,“- ამბობს მთვარისა მანაგაძე.
ნინო ინასარიძეც შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს:
„სადღაც 1500 ლარი აქვს გადასახდელი, თუმცა არ მიხდის ხელფასს. ორი წელი ვიმუშავე მასთან, სულ ჰქონდა ჩვენთან პრობლემა. მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ძალიან ცუდი სიტყვები მითხრა ბოლოს. ისიც მითხრა, რომ ვერაფერს ვიზამ და ვერც ჩემს ნამუშევარს ვეღირსები.
ამბობდა, რომ კრიმინალური პოლიცია არ ურიცხავდა თანხას და ამიტომ ვერ გვიხდიდა ხელფასს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს თანხები ირიცხებოდა და დამსაქმებელი იქცევა არაკეთილსინდიერად“-ამბობს ნინო ინასარიძე.
ბათუმში, შშს-თან შეკრებილი თარჯიმნები დაახლოებით 12:00 საათისთვის პოლიციის შენობაში შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა თარჯიმნებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სათარჯიმნო მომსახურეობაზე თანხა სრულად გაცემულია, უფლებების დარღვევაზე კი, მათ ამ დრომდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„ანაზღაურების პრობლემა ექმნებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულებას არ ასრულებენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ინტელექტ-მარკეტის“ ხელმძღვანელი, სალომე ცერცვაძე. ეს ის კომპანიაა, ვისგანაც შსს-მ სათარჯიმნო მომსახურება შეისყიდა. სალომე ცერცვაძის თქმით, თარჯიმნებთან შრომითი კი არა, ნარდობის ხელშეკრულება არსებობს, რაც კონკრეტული მომსახურების შესყიდვას გულისხმობს.
ეს ხელშეკრულებები დამსაქმებელს და თარჯიმნებს შორის წერილობით არ არსებობს. დამსაქმებლის თქმით, წერილობით ხელშეკრულება თარჯიმნებს თავად არ მოუთხოვიათ.
„ანაზღაურებას რაც შეეხება, ეს პირები, რომლებიც „ბათუმელების“ ჩართვაში საუბრობდნენ, ზოგ მათგანს სრულყოფილად აქვს ანაზღაურება მიღებული. არიან თარჯიმნები, რომლებსაც თვითონ ორგანიზაციის მიმართ აქვთ დავალიანება, იმიტომ რომ წინასწარ აიღეს ავანსი ორგანიზაციისგან და შემდეგ უკვე ტელეფონს არ უპასუხეს, ან არასწორი თარგმანის გამო მოხდა მათი ორგანიზაციიდან გაშვება და მომსახურების შეწყვეტა.
მათ შეუძლიათ სამართლებრივად იდავონ სასამართლოში და შესაბამისად თუ სასამართლო დაადგენს, რომ მათ ეს ანაზღაურება ეკუთვნით, სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ ვერავინ აღუდგება…
მე, როგორც შპს „ინტელექტ-მარკეტის“ დირექტორი, მათთან ვაფორმებ არა შრომითი ურთიერთობის ხელშეკრულებას, არამედ ნარდობის ურთიერთობის ხელშეკრულებას. ნარდობა არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს. ეს არ არის შრომითი ურთიერთობა. ეს არის მომსახურების ხელშეკრულება შესაბამისი პირობებით. მათი ვალდებულებაა, გაუწიონ შპს „ინტელექტ- მარკეტს“ მომსახურება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და იყვნენ ყოველთვის კომუნიკაციაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც, ვთქვათ, არ არიან კონტაქტზე, ამაზე წინასწარ გვაფრთხილებენ ხოლმე.
აქ არის სახელმწიფო ინტერესები, რომ გაიწიოს სათარჯიმნო მომსახურება ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენ მათ [თარჯიმნებს] 24/7-ზე თავიდანვე ვუთანხმდებით… იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევენ ამ პირობას, ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება თარჯიმანი, დანაშაულია ჩადენილი და თარჯიმანი, რომელიც წინასწარ შეთანხმებული გყავს, ტელეფონზე არ გპასუხობს,“ – გვითხრა სალომე ცერცვაძემ.
რადგან თარჯიმნებმა ერთდროულად შეწყვიტეს თანამშრომლობა სათარჯიმნო მომსახურების კომპანიასთან, ვინ უწევს დღეს შსს-ს თარჯიმნის მომსახურებას?
„ჩვენ გვაქვს რესურსი. არიან თარჯიმნები, რომლებიც მუშაობენ და ახორციელებენ მომსახურებას,“ – გვითხრა სალომე ცერცვაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ირანის ორი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის” გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა.
პოლიციამ ორივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა“ – წერს შსს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 356 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 953 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 608 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 42 687 ერთეული [+47]
MLRS – 1 802 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 396 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 310 245 ერთეული [+1 924]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 465 ერთეული [+14]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 99 000 ერთეული [+302]
სპეცტექნიკა – 4 218 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 687 ერთეული [+55]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა.