ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობლის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს.
„ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.
მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე” – წერია განცხადებაში.
ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამენეჯერების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ:
„ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის „ბრალდებით“ დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!“
განცხადებაში საუბარია იმ მედიაგარემოზე, რაც ამ დროისთვის საქართველოშია:
„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული „რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები.
2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით“ და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი“.
„ინტერპრესნიუსი“ სოლიდარობას უცხადებს ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სოლიდარობის შესახებ განცხადება ინტერპრესნიუსმა დღეს, 27 იანვარს გამოაქვეყნა.
“მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგროვდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის საკმაოდ ბევრი ფაქტი, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თითოეული ასეთი ფაქტი გამოიძიონ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
დღეს, 27 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განცხადება გააკეთეს საპროტესტო აქცაბზე დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] შესახებ.
„იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც არის გათვალისწინებული ორგანული კანონით საქართველოs მოქალაქეობის შესახებ, ეს არის ქართული ენის და ისტორიის ცოდნა, ასევე კულტურული დ მემკვიდრეობითი კავშირები საქართველოსთან, ამის მიუხედავად, მის მიმართ არ ხორციელდება არანაირი მოქმედება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მაშინ, როდესაც, ბოლო სტატისტიკით, 2022 წლიდან დღემდე რუსეთის ათი ათასზე მეტი მოქალაქისთვის აქვთ საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული და 5 000-ზე მეტისთვის ბინადრობის უფლება“ – თქვა ნიკა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანისთვის აქვთ მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა „ისინი დღემდე არ გვაწვდიან ამ ინფორმაციას“.
„ამიტომ, ეს არის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არაერთ მედიაში იყო გამოქვეყნებული, რომ რუსეთის მოქალაქეებს ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას, ბატონ თემურს კი უზღუდავენ შესაძლებლობას, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომ არ მისცე მოქალაქეობა ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე თავს თვლის ქართველად, თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც დასტურდება მის მიერ მიცემული არაერთი ინტერვიუთი. სტატუსს არ ანიჭებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის აქტიური მოქალაქე და იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის წევრი“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.
ნიკა ქაშიბაძე
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო რვა წელი საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა იუსტიციის სამინისტროს. თუმცა, მოქალაქეობას მინიჭებაზე მას უარს ეუბნებოდნენ.
ამ დროის მანძილზე თემურ ქათამაძე დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობდა, რასაც ვადა გაუვიდა.
28 ნოემბრიდან, როცა საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მოსახლეობამ ახალი არჩევნებისა და ქვეყნის პროევროპული კურსის გაგრძელების მოთხოვნით, რომელიც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეაჩერა, თემურ ქათამაძე აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
მას ქალაქში ბათუმის აქციების მედროშედ იცნობენ.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
გარდა ამისა, დაკავებისას თემურ ქათამაძეზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.
სასამართლოში თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. საიას იურისტების ინფორმაციით, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განხილვის სტადიაშია, თუმცა ამჟამად თემურ ქათამაძე უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, 3-თვიან პატიმრობაში იმყოფება.
დღეს მე-16 დღეა, რაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს.
მზია ამაღლობელმა სრული შიმშილობა 12 იანვრიდან, ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიწყო.
საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, „სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს“.
როცა ციხეში მყოფი პატიმარი შიმშილობას იწყებს, ამ დროს მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე.
„ოფიციალურად, წერილობით მოგვმართეთ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში კითხვის პასუხად „როგორი იყო მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იყვნენ თუ არა შესულები მასთან ექიმები“.
„ბათუმელებმა“ პენიტენციურს მიმართა თხოვნით, გაევრცელებინა ოფიციალური განცხადება მზია ამაღლობლის შესახებ. თუმცა სამსახურში განგვიმარტეს, რომ თავად მზია ამაღლობლის ნებართვის გარეშე მისი პერსონალური ინფორმაციის გაჟღერების უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ ისევ წერილობით მიმართვა მოითხოვეს.
მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობლის შიმშილობის შესახებ გახდა ცნობილი, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო რეჟიმის კიდევ ორმა პატიმარმა – 26 წლის რევაზ კიკნაძე მე-7 დღეა შიმშილობს, ხოლო 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი – მე-6 დღე.
———————————-
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე და „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე 26 იანვრის ღამეს პარლამენტის წინ იდგნენ საპროტესტო ბანერებით „თავისუფლება მზიას“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს „უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად“.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – უთხრა მზია ამაღლობელმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 831 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
ტანკი – 9 871 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 20 561 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 22 339 ერთეული [+16]
MLRS – 1 263 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 327 ერთეული [+74]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 183 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 3 716 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ ტექსტს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მზიას არ მოეწონება და აუცილებლად მეტყვის, რომ მისთვის მიუღებელია მასზე აქცენტის გაკეთება, რომ ის ერთი რიგითი პატიმარია სხვა უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს შორის.
ამიტომაც, ამ საყვედურზე არგუმენტებს აქვე მოვუყრი თავს და თან ძალიან მეშინია, რადგან ვინც მზიას ვიცნობთ, ვიცით მისი გადაწყვეტილებების სიმტკიცის, გვეშინია მისი შიმშილობის შეუქცევადი შედეგის.
მზიას სიცოცხლე საფრთხეშია! – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ფრაზის გამოყენება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მომიხდებოდა, რადგან სიტყვა საფრთხე, მზიასთან საუბრისას, აქამდე, მხოლოდ სხვა ადამიანების გასაჭირის გამო გამოიყენებოდა. თუმცა, თუ მის პროფესიულ გამოცდილებას გადავავლებთ თვალს, საფრთხე მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილია და 2001 წლიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლების პირობებში, სიმართლის სააშკარაოზე გამოტანის გამო, მუდმივად ახლოს დაყვება.
ამის მიუხედავად, წარსული წლების არაერთი მუქარის და ფიზიკური ძალადობის გახსენების დროსაც, მზია სულ ცდილობს მის ირგვლივ არსებულ საფრთხეებს და სასწაულად გადარჩენის ამბებს თვალი არც თვითონ გაუსწოროს და არც სხვებს აძლევს საშუალებას, განსაკუთრებულ მოვლენად წარმოაჩინონ. გეტყვით, რომ ეს მათი მოვალეობაა, რომ მთავარია გადარჩნენ, მთავარია მუშაობას აგრძელებენ.
ახლა კი შეიძლება ვერ გადარჩნენ, ახლა შეიძლება ვერც მუშაობა გააგრძელონ, რადგან მზიას დაპატიმრების ამბავი, თავისუფალი მედიის სიტყვის დაპატიმრების სულ პირველი ნაბიჯია. ნაბიჯი, რომელიც თუ მყარი გამოდგა, ყოველი შემდეგი ძალიან მარტივი და ეფექტური აღმოჩნდება. კრიტიკულ მედიას გააჩუმებენ, რაც ყველაზე დამაზიანებელ დუმილად ჩამოწვება თითოეული ჩვენგანის ირგვლივ და მერე შეიძლება ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდეს.
მეტი სიცხადისთვის კი უხმო მედიის საფრთხე საკუთარ თავზე, ჩვენს ახლობლებთან მიმართებაში შეგვიძლია მოვსინჯოთ, წარმოვიდგინოთ, როდესაც დიდ პრობლემას და უსამართლობას გადავაწყდებით, ჩვენი სატკივარის გასაჟღერებლად კი არაფერი დაგხვდება, შველის ხმას ვერავის მივაწვდენთ, თავს ვერ დავიცავთ.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რამდენი ადამიანის ხმა და ტკივილი მოგვწვდა ბათუმელების და ნეტგაზეთის მედიაპლატფორმით, რამდენი უმწვავესი სოციალური საკითხი, უსამართლო გადაწყვეტილება გახდა აქტუალური და რამდენი ადამიანი გადაურჩა საფრთხეს. ეს ჩამონათვალი ძალიან ვრცელია და მის უკან, ხშირად, პირადი საფრთხის ფასად, მზიას და მისი გუნდის წევრების დიდი შრომა დგას.
ეს მედიაპლატფორმა სწორედ პირადი საფრთხეების თვალის არიდებით ჩამოყალიბდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არხად, რომლის დაცვა და გადარჩენა ახლა ყოველი ჩვენგანის ხმის გადარჩენის ტოლფასია.
მზიას საყვედურებისგან თავდასაცავადაც ეს პასუხი მექნება მყარად; ვეტყვი, რომ მისი უკანონო პატიმრობიდან უვნებელად დახსნა, თითოეული ჩვენგანის ხმის გადარჩენად და იმ არხის დაცვად წარმოიდგინოს, რომელიც არასოდეს მოუყრუებს უსამართლობას და იმ ადამიანების პრობლემებს, რომელთა რიგებში სულ ბოლოს მდგომად და უმნიშვნელოდ მიიჩნევს თავს!
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ბათუმში აქციაზე დაკავებულები ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებენ.
გინება, ფურთხება, ფეხის სახეში ჩარტყმა, დაკავებულის თავით კედელზე მიხეთქება – ეს ის ბრალდებებია, რაც ირაკლი დგებუაძის მისამართით ისმის. არიან მოწმეებიც, ვინც დგებუაძის მხრიდან ძალადობა საკუთარი თვალით დაინახა.
შეფურთხება, გინება, უარი წყალსა და ტუალეტით სარგებლობაზე – მზია ამაღლობლის საქმე
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.
მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან მზია ამაღლობელის ორი ახლობლის დაკავება, რასაც დაპირისპირება და ჭყლეტა მოჰყვა.
მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.
ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
ამის შესახებ მზია ამაღლობელმა ჯერ კიდევ სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრა დაკავების შემდეგ, შემდეგ კი – ადვოკატებს. დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.
დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.
„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობლის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.
გინება და ცემა დაკავების შემდეგ – მალხაზ ირემაძის საქმე
დგებუაძის მხრიდან ფიზიკური ძალადობაზე საუბრობს ბათუმში, პროევროპულ აქციებზე კიდევ ერთი დაკავებული, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელი და პერფორმერი მალხაზ ირემაძე.
მალხაზ ირემაძე 11 იანვარს დააკავეს საპროტესტო აქციაზე, როცა სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრას პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებების სერია მოჰყვა.
„…თვითონ დგებუაძე შემახტა, აჭარის ტელევიზიას აქვს კარგად ჩაწერილი ის კადრი, როცა თვითონ მაკავებს და უკვე რვა ადამიანს მივყავარ.
… ორ პოლიციელს ვეჭირე ხელით და ამ დროს ისეთ უშვერი სიტყვები წამოვიდა, რომ რა ვიცი. ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მე ასეთი რაღაც არ გამიგონია, ყველაზე მეტად აი, ამან იმოქმედა. ასაკოვანი დედა მყავს, მამა – გარდაცვლილი და ყველას შეეხო.
ამ დროს, ციალამ თქვა, მე უკვე აღარ მახსოვს, კედელზე მიმარტყმევინა თავი და მერე, უკვე რომ მოვედი [გონს], თითქოს წამიერი იყო ეს ყველაფერი და მერე თქვეს, რომ სადღაც ათჯერ იმოქმედა [ფიზიკურად] და… შემიყვანეს ოთახში, იქაც რა თქმა უნდა გააგრძელა… თვითონ პოლიციელები აშველებდნენ, აკავებდნენ, უკვე ჭკუიდან იყო გადასული…“ – იხსენებს მალხაზ ირემაძე.
დგებუაძის მხრიდან მალხაზ ირემაძეზე დაკავების შემდეგ ძალადობას ორი მოწმე ჰყავს.
აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც მალხაზ ირემაძის დაკავების დროს უკვე დაკავებული იყო და სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა, თავადაც შეესწრო ირემაძეზე პოლიციის უფროსის მიერ ძალადობის ეპიზოდს:
„დერეფანია და აქეთ და იქით არის ოთახები… დაკავებული ჰყავდა მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი. დავინახე მალხაზ ირემაძე და „ხელოვანი კაციაო“ – მე მგონი მეორე დაკავებული ეუბნებოდა, „ამის ხელოვანიო“ და რაღაც მომენტში ზუსტად იმ კართან ჩამოიარა, სადაც მე ვიჯექი.
აშკარად პოლიციელებიც კი ცდილობდნენ მისი აგრესია და ბრაზი, რომელსაც დგებუაძე გამოხატავდა, შეეჩერებინათ. მე დავინახე ხელი როგორ მიადო [დგებუაძემ ირემაძეს] სახეზე და კარი რომ დამიკეტეს, ხმა გავიგონე კედელზე თავის მირტყმის.
საშინელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა არა მხოლოდ მალხაზს, არამედ აქციის ყველა, თითოეულ მონაწილეს…
…ყველა ტიპის საზოგადოებრივ ჯგუფებთან მქონია შეხება წლების განმავლობაში, მათ შორის დაკავებულებთან, ქურდული თუ სხვა ტიპის სამყაროს წარმომადგენლებიც ყოფილან ჩემთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას [ციალა ქათამიძე 2 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო აჭარაში – რედაქციის შენიშვნა], ან ჩხუბებს შევსწრებივარ, ბავშვობაში, შემდგომ… და ასეთი ტიპის სიტყვები, გინების ფორმა, რასაც ირაკლი დგებუაძე იყენებდა, მე არასდროს არ მომისმენია. რამდენიმე გინება პირველად გავიგონე ცხოვრებაში, ალბათ ეს მისი გამოგონებაა… ამდენი ზიზღი, აგრესია და სურვილი, რომ დაგჩაგროს, მე არ მომისმენია“ – ამბობს ციალა ქათამიძე.
მალხაზ ირემაძეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოწმე გახდა 11 იანვარს დაკავებული, აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გოდერძი ფრანგიშვილიც.
„როდესაც შემიყვანეს შენობაში, წინ იდგა მალხაზ ირემაძე, რომელიც ასევე დაკავებული ჰყავდა ორ პოლიციელს.
ირაკლი დგებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით ურტყამდა თავში, ძალიან სასტიკად. მე დამაყენეს და მაყურებინეს, როგორ სცემდნენ მას. არ მახსოვს კონკრეტულად რას ვამბობდი, მაგრამ მახსოვს, მოვუწოდებდი, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ იყო და არ გაელახათ.
დარტყმის დროს, ცემის დროს, სავარაუდოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იმიტომ, რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა. არ მახსოვს ზუსტად რას ამბობდა, იმიტომ, რომ იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმები, სიტყვებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მალხაზი გაკვირვებული იყო, არანაირად არ ელოდა, რომ ასე ცუდად მოექცეოდნენ. თავში ურტყამდა ძირითადად, მე რაც მახსოვს.
შემდგომ ეს ადამიანი შეიყვანეს კაბინეტში… [დგებუაძემ] დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც იყო უფრო მძიმე მოსასმენი… ძალიან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, კონკრეტულ სიტყვებს ვერ გეტყვით. იყო გინება ყველანაირი ფორმით, ანუ გინებაზე კი არ იყო, დაკნინება და დამცირება იყო, გინებაც იყო, რა თქმა უნდა. …ლანძღავდა ყველანაირად, ცდილობდა, რომ მორალურად გაენადგურებინა და ირემაძე ძალიან შეურაცხყოფილი იყო, რომ ასეთ რაღაცას ეუბნებოდნენ.
ჩემი დაკავების დროს მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა… მე ასე გავიგე, რომ მე მაგინებდა, მაგრამ ეს არაფერი არ იყო, უბრალოდ ამ ადამიანს რომ ასე ცუდად მოექცნენ, ძალიან მძიმე შესახედი იყო ჩემთვის“ – ამბობს გოდერძი ფრანგიშვილი.
ცემა თავსა და სახეში დაკავების შემდეგ – ბათუმის აქციების მედროშის საქმე
11 იანვარს ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძემ, რომელიც ამჟამად დაკავებულია, „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნა.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, მას ბათუმში აქციების მედროშეს ეძახიან.
„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა“.
თემურ ქათამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და „თურქს“ ეძახდნენ.
„ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენ ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.
თემურ ქათამაძე ამჟამად საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებითაა დაკავებული. იგი პროტესტის ნიშნად 17 იანვრიდან შიმშილობს.
წიხლი სახეში დაკავების შემდეგ – გენრი დოლიძის საქმე
ირაკლი დგებუაძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ჰყვება საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, გენრი დოლიძე. იგი დგებუაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 2023 წელს გახდა, რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ. მაშინ ამის შესახებ „ბათუმელებიც“ წერდა.
გენრი დოლიძეს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობის ეპიზოდის გახსენება:
„თავზე, კისერზე, ყველგან, ფიზიკურად, შეიძლება ითქვას, ადგილი არ მქონდა, სადაც არ მაკავებდნენ. ასე ვიყავი გათოკილი. ამ დროს მესმოდა, რა თქმა უნდა, სხვა აქტივისტების მიმართაც უხამსი და შეურაცხმყოფელი, ყურით გაუგონარი სიტყვები, მათ შორის გარდაცვლილი მშობლების მიმართ, როდესაც ერთ-ერთი ეხვეწებოდა, რომ დედა მკვდარი მყავს და რაც გინდა ის მიქენი, ოღონდ დედაზე ნუ მაგინებო, დედის საფლავის მისამართითაც და ა.შ….
ამ დროს, როდესაც მე ვაგდივარ, ვიღაც მოგვიახლოვდა, თავი ამაწევინეს და ვიცანი ირაკლი დგებუაძე. ეს ბიჭი რომ დავინახე და იქამდე რომ ზუგდიდის და ქუთაისის გდდ რომ მირტყამდა, მე რაღაცნაირად შინაგანი განცდა მქონდა, რომ ეს მაინც არის ნაცნობი, ამან იცის რომ მე არ ვარ ასე ტერორისტულად დასაკავებელი კაცი. მეგონა, რომ რახან ამ ქალაქში მუშაობს ან მინიმუმ შეამსუბუქებდა ჩემზე ზეწოლას, ან იტყოდა რომ დააკავეთ, გადაიყვანეთ, არ ვიცი…
როგორც კი ამაწევინეს თავი – „ეს ვიცი, ამის დედა“… გამოაქანა ფეხი და თვალ-ბუდის არეში მომარტყა წიხლი. შემდეგ თვითონ გდდ-ს ხალხმა [თქვა] – „რას აკეთებ, სახეში?“ გააკავეს, ოღონდ მე არასოდეს არ დამავიწყდება მისი [დგებუაძის] მანიაკური, გავეშებული, გაცხოველებული სახე იმ მომენტში, რომელიც, ჩემი აზრით, არის მისი ნამდვილი სახე.
იმ მომენტში ალყაში ვიყავი ფაქტობრივად პოლიციელების და ჰქონდა აბსოლუტურად კარტ-ბლანში ჩემთან მიმართებაში. შესაბამისად ის იყო ნამდვილი ირაკლი დგებუაძე, რაც არის შინაგანად, მოწოდებით.
შემდეგ გვერდიდან მირტყამდა წიხლებს ფეხზე, წელზე.
„ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკან“ – ეს დგებუაძემ უთხრა ერთ-ერთ ჩემ შემდეგ დაკავებულს“ – იხსენებს გენრი დოლიძე.
მან გვითხრა, რომ ის ერთადერთხელ დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ არ გამოჰკითხეს.
დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გურამ მურვანიძის საქმე
მზია ამაღლობელის დაკავების დღეს, იმავე საღამოს, უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძე, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა – იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.
„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა, თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა. „ბათუმელების“ ოპერატორი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 21 იანვარს მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა, ტელეფონი იყო სრულიად გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ უკვე მიმართესშსს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს აღნიშნულთან დაკავშირებით.
„შეუჩერდეს დგებუაძეს უფლებამოსილება“ – მოთხოვნა, რომელიც უპასუხოდ რჩება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები უკვე 10 დღეა მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმირებულია დგებუაძის მისამართით ძალადობის ყველა ეპიზოდის ბრალდებაზე, უწყება დუმს.
მეტიც, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაა [ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ], ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება შედარებით უფრო მსუბუქი მუხლია [ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე].
ბათუმში კვირაში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება ბათუმის პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით. აქციები მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.
აქციის მოთხოვნა უცვლელია: „შეუჩერდეს ირაკლი დგებუაძეს პოლიციის უფროსის უფლებამოსილება“.
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი. პოლიციის განყოფილება დღეს ხუცუბანში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული.
„ხუცუბანში 1-ელი ქუჩის N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სადემონტაჟო, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი სამინისტრომ 3 014 265 ლარით გამოაცხადა.
ადგილი ხუცუბანში, სადაც ამ შენობას დაანგრევენ და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობას ააშენებენ / ფოტო ტენდერიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 25 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერს თან ახლავს ახალი შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტები.
პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია – ესკიზები პროექტიდან
ხუცუბანში 1 586 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ორსართულიანი ძველი შენობა უნდა დაანგრიონ, დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის 2022 წლიდან შსს-ზე სარგებლობაშია გადაცემული [მანამდე ეს ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის, შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო].
კორპუსი ხუცუბანში, სადაც დღეს პოლიციის განყოფილებაა განთავსებული [წითელი ფერით] და საპროექტო ტერიტორია [მწვანე ფერით] სადაც პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა უნდა ააშენონ.ამავე თემაზე:
შსს ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს ბათუმშიც სტადიონის მიმდებარედ, სადაც ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება განთავსდება. ამ ტენდერში შსს-ს სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს „გეგუ“ გამოავლინა, რომელიც სამინისტროს მომსახურებას 3 277 777 ლარად სთავაზობს [ტენდერი 3 816 644 ლარით იყო გამოცხადებული], თუმცა ხელშეკრულება ამ დროისთვის [25 იანვარი] გაფორმებული არ არის. ვრცლად:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 28 და 29 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.“ – აცხადებს შსს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 830 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 720]
ტანკი – 9 868 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 20 549 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 22 323 ერთეული [+14]
MLRS – 1 263 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 253 ერთეული [+40]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 124 ერთეული [+53]
სპეცტექნიკა – 3 715 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში 26 იანვარს, 20 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება საჯარო დისკუსია მარია რესას წიგნზე – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.
წიგნის – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ავტორია ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა, ონლაინგამოცემა „რაპლერის“ დამფუძნებელი, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს კრიტიკის გამო არაერთგზის გამხდარა სოცქსელებში კამპანიური თავდასხმების ობიექტი, მას სამართალდამცველებმა ბრალიც წარუდგინეს და დაპატიმრებულიც იყო.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სწორედ მარია რესას ამ წიგნით მივიდა სასამართლო პროცესზე. ფოტო, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან გავრცელდა, იმავე დღეს გააზიარა X-ზე თავად მარია რესამ. იგი დღეს, 25 იანვარს, ვატიკანშიც გამოეხმაურამზია ამაღლობელის დაკავებას.
დისკუსია ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 20 საათზე დაიწყება. მომხსენებლები არიან: ხატია დეკანოიძე – წიგნი მთარგმნელი, მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ნანა კვაჭაძე – „ბათუმელების“ რედაქტორი და გვანცა ჯობავა – გამომცემლობა „არტანუჯის“ რედაქტორი.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდამარია რესას წიგნით. როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.
დღეს, 25 იანვარს, ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
„საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელადან მოზამბიკიმდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს.
ჟურნალისტები, აქტივისტები ნაცემი და დაპატიმრებული არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: “იმიტომ, რომ არ შემიძლია გავჩუმდე“, – თქვა მარია რესამ სიტყვით გამოსვლისას.
მარია რესას გამოსვლას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა.
მარია რესას წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.
——————
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.
„სტალინის ბავშვობის დროინდელი სახლი [აგების თარიღი — XIX საუკუნე] რესტავრირებული და ადაპტირებულია 1936-37 წლებში და მოქცეულია არქიტექტორ მ. ნეპრინცევის მიერ აგებულ მარმარილოს სვეტებიან ფანჩატურში. თავდაპირველი სახლი იდგა ვიწრო ქუჩის პერიმეტრზე მწკრივულ განაშენიანებაში. ამჟამად ის მოქცეულია მუზეუმის ეზოში…
1950-იან წლებში სახლ-მუზეუმის ჩრდილოეთით, ქუთაისის ქუჩის პერიმეტრზე აშენდა სტალინის მუზეუმი, სამხრეთით კი ჩამოყალიბდა გორის ცენტრალური ხეივანი და მთელ ვექტორულ ღერძზე მოიხსნა განაშენიანება ცენტრალურ მოედნამდე, სადაც დაიდგა სტალინის ძეგლი.
ისტორიული ცნობებით სახლი ეკუთვნოდა კერძო პირს, რომლის ერთ ოთახში ცხოვრობდა ჯუღაშვილების ოჯახი…“
ფანჩატური და სტალინის სახლ-მუზეუმი გორში / ფოტო: სტალინის მუზეუმი
სტალინის მუზეუმის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ახლავს პროექტიც, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს სამუშაოები სახლსა და ფანჩატურზე.
სახლის „ნებისმიერი სახეცვლილება, რეაბილიტაცია-კონსერვაცია მოითხოვს დიდ სიფრთხილეს და კორექტულ მიდგომას. ამიტომ რეაბილიტაცია-კონსერვაციის დარგში მომუშავე სხადასხვა სპეციალისტების რჩევები და რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამავე ბარათის მიხედვით: „აღსანიშნავია, რომ მემორიალური სახლი შექმნის დღიდან, როგორც ყოფილი საბჭოთა, ასევე საზღვარგარეთელი ტურისტებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა საქართველოში. აქტუალობა ამ ადგილს დღესაც არ დაუკარგავს, ამასთან საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ სპეციალისტების აზრით, ბოლო პერიოდში კომპლექსისადმი გაზარდილი მსოფლიო დაინტერესება უახლოეს მომავალში ახალი ნაკადების გაჩენის ტენდენციას ზრდის“.
ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება დასრულებულია, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
შპს „ბესტჰაუსი 2024“ სტალინის მუზეუმს სამუშაოების შესრულებას 107 ათას ლარად სთავაზობს.
პირობის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 335 დღეში უნდა დასრულდეს.
სტალინის მუზეუმის ეზოში ასევე განთავსებულია სტალინის პირადი ვაგონი, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
____________________
თბილისში, მიმდინარე წლის 12 იანვარს, უწყვეტი პროტესტის 46-ე დღეს, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრებისაქცია გაიმართა. მსვლელობა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ იყო ორგანიზებული.
რა ხდება?
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციებზე – სადაც ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს პოლიციის მხრიდან – დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებშიც ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 52 მოქალაქე. მათ შორის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
უწყვეტი აქციების მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურად 150 პოლიციელი ჰყავს მობილიზებული, რომელთა ერთჯერად კვებაში დღეში 2 250 ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან [ერთი ულუფის ფასი 15 ლარია].
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდში საპროტესტო აქციების გამო მობილიზებული პოლიციელების კვებაში, 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, ტენდერის გარეშე 51 750 ლარი დაიხარჯა. აქედან:
2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 150 პერსონის დღეში ერთჯერადი კვებისთვის – 20 250 ლარი
2025 წლის 2 იანვრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე 150 პერსონის დღეში ერთჯერადი კვებისთვის კი – 31 500 ლარი
„გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის“ საკითხი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან საკვების შესყიდვის შემდეგ შეათანხმა.
„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია ქ. ზუგდიდში საპროტესტო აქციამ. აქციების ჩატარება წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული.“ – წერს პოლიციის დეპარტამენტი.
„მოგახსენებთ, რომ ქ. ზუგდიდის ცენტრში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია. აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ქ. ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე განაწილებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 150 მოსამსახურე. ვინაიდან ამ პერიოდში ვეღარ ესწრება ელ. ტენდერის ჩატარება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თანამშრომლების კვების პროდუქტების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდეს უმოკლეს ვადებში… გთხოვთ თქვენს თანხმობას აღნიშნული შესყიდვა განვახორციელოთ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით [სუპერ გადაუდებელი]“ – წერენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძეს ზუგდიდის პოლიციიდან.
მინისტრის მოადგილემ თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე პატაკის მიღების დღესვე [2024 წლის 31 დეკემბერს] გასცა. 31 500 ლარის საკვების მიწოდებაზე კი დეპარტამენტს ხელშეკრულება ინდმეწარმე „დავით ჭურღულიასთან“ აქვს გაფორმებული [ასევე 31 დეკემბერს].
„თუ კი ვერ მოხდება მიმაგრებული თანამშრომლების საკვებით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს. ობიექტებზე მყოფი ოფიცრები დარჩებიან კვების გარეშე, რაც გამოიწვევს მათი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რითაც შესაძლებელია ზიანი მიადგეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟს, ასევე მათ ჯანმრთელობას.“ – აღნიშნულია პოლიციის დეპარტამენტის განაცხადში, რომელიც შესყიდვების პორტალზეა ატვირთული.
მომსახურების ფასების ცხრილი [პრეისკურანტი] ხელშეკრულებიდან:
ზუგდიდში აქცია ყოველდღიურად იმართება, თუმცა 16 იანვრის შემდეგ პოლიციელთა კვებაზე ვისთან, რა პერიოდით და რა თანხაზე გააფორმა ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, უცნობია. შესაბამისი დოკუმენტები შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში საპროტესტო აქციის ოცამდე მონაწილე პოლიციამ „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმა.
საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს.
მიმდინარე წლის 8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ.
მარიამ სიჭინავა სასამართლომ ორჯერ დააჯარიმა 5 000-5 000 ლარით. 5 000 ლარით დააჯარიმეს მასწავლებელი მანანა [მიკო] მიქავაც ფეიერვერკის სროლისთვის.
24 იანვარს კი, მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს. ის სასამართლო პროცესზე ბალაკლავით, ხალათით და ჩუსტებით მივიდა.
2024 წლის 28 ნოემბრიდან პროევროპული საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება თბილისში და ბათუმშიც.
2024 წლის 28 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში კი, მხოლოდ თბილისში გამართული აქციების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერის გარეშე ჯამში 1 104 250 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში [ამ თანხით სამინისტრომ აღნიშნულ პერიოდში ჯამში 129 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით.]
____________________
რა ხდება?
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციებზე – სადაც ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს პოლიციის მხრიდან – დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებშიც ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 52 მოქალაქე. მათ შორის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
მთავარი ფოტო არქივიდან/ სქრინი ზუგდიდის აქციის ვიდეოდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 828 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 650]
ტანკი – 9 859 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 20 545ერთეული [+37]
საარტილერიო სისტემა – 22 309 ერთეული [+14]
MLRS – 1 263 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 213 ერთეული [+51]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 071 ერთეული [+79]
სპეცტექნიკა – 3 715 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 24 იანვარს, ბათუმში, ბონი-გოროდოკის უბანში პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების თქმით, ამ უბანში პოლიციამ ცხედარი იპოვა [თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა, რასაც პოლიცია არ ადასტურებს].
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შუახნის კაცი მოკლულია. შემთხვევა დღეს მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკველელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
კონკრეტულად რა მოხდა და რამ გამოიწვია დაპირისპირება, ამის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ არ იცნობთ ამ საქმეს. თუმცა იქვე „პოლიციელზე თავდასხმა“ შეაფასეთ ქმედებად, რომელიც დასჯადია და ჟურნალისტობა ამ საკითხთან არაფერ კავშირშია. ეს ზუსტი ციტირება არ არის, რადგან თქვენი სიტყვების მეორედ მოსმენას არ ვაპირებ.
ამ წერილის მიზანია, მომავალში არ გქონდეთ ფუფუნება თქვათ, რომ არ იცით მზია ამაღლობელის საქმე, უფრო სწორად, კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდების ფუფუნებას არ დაგიტოვებთ.
მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა „გაზეთი ბათუმელები“ და იმ დღიდან მოყოლებული, თქვენგან განსხვავებით, არათუ უყურებს მის მიერ დაფუძნებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არამედ ზუსტად იცის თითოეული ახალი ამბავი, როგორ და რომელმა ჟურნალისტმა გააშუქა. იცით რატომ? თქვენგან განსხვავებით, მას ესმის მედიის როლი, იცის სიზუსტის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანი მოპყრობის სტანდარტი და აქვს პასუხისმგებლობა მკითხველისა და მაყურებლის წინაშე, რაც მათთვის სწორი და სანდო ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება.
მზია ამაღლობელს და ჩვენს მედიაგამოცემას დევნიდა ყველა ხელისუფლება დაფუძნების დღიდან, ჩვენ მაინც მივდიოდით წინ და ვიზრდებოდით. მაგრამ ის, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, არ გაუკეთებია არც ერთს და ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ისევ აღმოვჩნდებოდით საბჭოთა სულისკვეთების რეპრესიების პირისპირ.
ეს ომი თქვენ და თქვენნაირებმა, ვითომ დასავლეთში განათლებამიღებულმა პირებმა, გაუნათლებელი ბიძინა ივანიშვილის მორჩილებით და ერთგულებით დაიწყეთ რუსული კანონის მიღებით. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების განადგურების მცდელობის პროცესში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს პირველად იმიტომ დააკავეს, რომ ის სარგებლობდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, ეს დაკავებაც იყო უკანონო. მან პოლიციის შენობის დამხმარე ნაგებობას მიაკრა სტიკერი, რომელიც იქვე ისე ჩამოხსნა პოლიციელმა, რომ ამ ღობეს სტიკერის კვალიც კი არ დარჩენია.
პოლიციის შენობაში მყოფ მზია ამაღლობელს ერთი საათის განმავლობაში ესმოდა რამდენად სასტიკად სცემდნენ დაკავებულ ადამიანებს პოლიციელები, ერთ ადამიანს ურტყამდა 10 პოლიციელი, ხოლო ირაკლი დგებუაძე ცემით არ კმაყოფილდებოდა და ყველა მათგანს სახეში აფურთხებდა.
გსმენიათ რამე იმის შესახებ, რომ პოლიციელმა დაკავებულს არ უნდა სცემოს და პოლიციელს აკრძალული აქვს ადამიანის მიმართ სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა? ეტყობა არა, მზიამ კი ზუსტად იცის, რომ ეს დაუშვებელია!
პოლიციის შენობიდან გამოსული მზია ამაღლობელი იმავე დღეს უკვე მეორეჯერ შეესწრო ფაქტს, როგორ დაიწყეს მშვიდად მდგომი ადამიანების დაკავება (რომლებიც არ აკრავდნენ სტიკერებს არსად, არც მიწაზე, არც კედელზე, საერთოდ არ აკრავდნენ!), მზიას ამბის გასაგებად მოსული ახლობლების დაკავება.
და ამჯერად, უკვე თავად მზია ამაღლობელი ათრია პოლიციამ, მას აქვს დაზიანებული ორივე ხელი და სხეულის სხვა ნაწილები; ასფალტზე თრევისას, დიახ თრევისას, მას გასძვრა ფეხსაცმელი, თქვენი და თქვენნაირი პროპაგანდისტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კი, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებთ, მზია დგას ცალი ფეხით შიშველი და მარცხენა ხელს იყენებს იმიტომ, რომ მარჯვენა გაცილებით მძიმედ აქვს დაზიანებული.
ამ ეპიზოდს აქ დავასრულებ და შემდეგ ისევ დავუბრუნდები.
მზია ამაღლობელი პოლიციაში მეორე შებრუნების შემდეგ გახდა პირადი შურისძიების, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი.
ჩვენ გავავრცელეთ ვიდეომასალა, სადაც ნათლად ისმის ირაკლი დგებუაძის გინება და მუქარა – „სისხლით დავიჭერთ“;
პოლიციის შენობაში შეყვანისას დაკარგულ ფეხსაცმელს რომ ვაწვდიდით, პოლიცია არ გვართმევდა, „არ დასჭირდებაო“ და მაინც შევაწოდეთ;
მათ ხელში მყოფ მზია ამაღლობელთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეუშვეს ადვოკატი (ეს დაადასტურა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა);
ნახევარი საათის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ მის საცემად გაიწია ირაკლი დგებუაძე, რომელსაც აკავებდნენ პოლიციელები, პარალელურ რეჟიმში აგინებდა მზიას;
ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს;
მზიას არ აძლევდნენ წყალს;
მზიას არ აძლევდნენ ტუალეტით სარგებლობის უფლებას.
რაც შეეხება თქვენს შეფასებას ფაქტების „არცოდნის“ გარეშე, რომ თურმე ხელის გარტყმა პოლიციელზე თავდასხმაა, მომავალში უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს სასამართლო პრაქტიკითაც და საერთაშორისო პრაქტიკითაც ის ქმედება, რაც ვიდეოში ჩანს, არ კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული! შესაბამისად, მზიას მიმართ ამ მძიმე ბრალდების წაყენებას აქვს ერთადერთი მიზანი, დააშინონ და გააჩუმონ თავისუფალი მედია, ხოლო თქვენისთანა დეზინფორმატორებს მისცენ ფართო გზა!
თქვენ „არ იცით“, მაგრამ მზიას ამბავი სწორად გაიგეს და შეაფასეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:
მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი [MDIF]
მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი [MDI]
IREX
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი
სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელი
„სამოქალაქო უფლებების დამცველები“
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“
„კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში“
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
საერთაშორისო ამნისტია
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია“
„ჰაინრიხ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასია“
„საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა“
კონსორციუმი „მედია თავისუფლების სწრაფი რეაგირება“
PEN America
PEN International
OBCT
ჟურნალისტთა საზოგადოება [ვარშავა, პოლონეთი]
IRMI – რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი [უკრაინა]
მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში [MDI WB]
IMS [საერთაშორისო მედია მხარდაჭერა]
ეს სია არ არის სრული და განცხადებების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება.
გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა თქვენს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა კრიტიკოსების გაჩუმებისათვის. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო მზია ამაღლობელის დაკავება და ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას საქართველოში. მათ მოუწოდეს, გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, მოუწოდეს სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარებისკენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუსჯელობა არ უნდა ჭარბობდეს.
რეჟისორი, ქორეოგრაფი და ჯგუფი „პლატინას“ ხელმძღვანელი მალხაზ ირემაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ბათუმის მერიის სპორტულ ცენტრში ქორეოგრაფად იყო დასაქმებული.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მან დღეს, 24 იანვარს შეიტყო.
„მე ბათუმის ყინულის სასახლეში 20 წელი ვმუშაობდი ივენთების კოორდინატორად და ვიყავი ქორეოგრაფი, რომელსაც წვლილი მიმიძღვის სინქრონული დასის ჩამოყალიბებაში და არაერთი საპრიზო ადგილი გვაქვს მოპოვებული, ოქროს მედლებით ჩამოვდიოდით ფესტივალებიდან.
ყინულის სასახლის ყველა ბავშვი ჩემთან გადიოდა ქორეოგრაფიას და ვმუშაობდი როგორც წამყვანი, რეჟისორი, მე ვაკეთებდი მუსიკის მონტაჟს, აპარატურის ორგანიზებას და რა კონცერტებიც იმართებოდა ყინულის სასახლეში, 90 პროცენტი ჩემს მხრებზე იყო.
თუმცა მერიამ ეს სინქრონული დასი გააუქმა და შემდეგ გადამიყვანეს ინკლუზიურ ბავშვებთან. შეგიძლიათ მშობლებთანაც იკითხოთ, ვინ იყო ყველაზე აქტიური ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობის დროს“ – ამბობს მალხაზ ირემაძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად სერტიფიკატი დაუსახელეს.
„ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობის სერტიფიკატს ვითხოვთო, ეს იყო თითქოს მიზეზი. ამდენი წელია ვმუშაობ და არ მოუთხოვიათ სერტიფიკატი და რა გამოდის, რომ აქამდე კანონის დარღვევით ვყავდი დასაქმებული? აბა აქამდე როგორ ვმუშაობდი და როგორ გავზარდე ეს ბავშვები. ვფიქრობ, ეს მხოლოდ მიზეზია და უბრალოდ რეპრესიები დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ, რადგან აქტიურად ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში.
რა სერტიფიკატი უნდათ, როცა მაქვს უმაღლესი ქორეოგრაფიული განათლება. ეს მიზეზია მხოლოდ.
როცა ვუთხარი, რომ ეს არ იყო ცივილიზებული მიდგომა, უფროსმა უჩა აბრამიშვილმა მიპასუხა, – „თქვენ რომ მოხვალთ მთავრობაში, მაშინ ვიქნებით ცივილიზებულიო“.
ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო ნათქვამი რომაა, ისე დამემართა, რადგან თავის დროზე როგორც დამლაგებელი ისე მოვიდა ამ ცენტრში, ჩვენ მეგობრები გვერდით დავუდექით და ჩვენი მხარდაჭერით მოხვდა ამ თანამდებობაზე.
სხვათა შორის, თავის დროზე ძალიან აქტიური „ნაციონალი“ იყო, აქტივისტი და უნივერსიტეტშიც სტუდენტური კავშირის ხელმძღვანელი „ნაციონალების“ დროს და შემდეგ „ოცნებამ“ დაიყენა გვერდზე.
პოლიტიკური ნიშნით, რომ გამათავისუფლეს ამაზე ისიც მეტყველებს, როცა მეუბნებოდნენ „შენ კიდევ აქ მუშაობ?, როგორ გამუშავებენ“. მე ვპასუხობდი, – „რატომ, რეპრესიებს იწყებთ?“
ქვეყნის მტრებს გვეძახიან, ვინც საპროტესტო აქციებზე დავდივართ და აქ, სამსახურები „ოცნების“ მხარდამჭერებით გაავსეს. [წინასაარჩევნოდ] ადგილი აღარ იყო მერიაში, იმდენი ხალხი მოყარეს“ – ამბობს მალხაზ ირემაძე.
მალხაზ ირემაძის თქმით, მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გარდა, ის ფაქტიცაა, რომ მან ძალადობაში პირდაპირ დაადანაშაულა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. მისი თქმით, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ აგინა, კედელზე თავი არტყმევინა და სცემა. ფიზიკური ძალადობის შედეგად მალხაზ ირემაძემ გონება დაკარგა.
„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა ბათუმის მერიის სპორტულ ცენტრს, თუმცა მის ხელმძღვანელს უჩა აბრამიშვილს, ტელეფონი გამორთული აქვს. ზარებს არც ცენტრის პრესსამსახურში პასუხობენ.
მალხაზ ირემაძე, 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული 5-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და იზოლატორი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ხულოელები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ.
პროევროპული მსვლელობა 26 იანვარს, კვირას, 18 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბულვარის მხრიდან.
“მსვლელობით უნივერსიტეტიდან “ბათუმელების” ოფისთან გადავინაცვლებთ რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, საბოლოოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივალთ, სადაც უკვე ორი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.
მსვლელობის მონაწილეები ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს:
საქართველოში ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები;
გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.
ხულოელებო, წამოიყვანეთ ოჯახის ყველა წევრი: ბებიები, ბაბუები, მშობლები, შვილები, და-ძმები და სხვა.
თავისუფლება მთებშია! ძალა ერთობაშია! საქართველოს ადგილი ევროპაშია!”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში ფეისბუქზე.
აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს.
ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ.
გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც დაბალია და სადღაც 1000-1080 ლარს აღწევს. გაფიცულების თქმით, მათი შრომითი ანაზღაურება სულ ცოტა 1500 ლარი მაინც უნდა იყოს.
რა პირობებით შეწყვიტეს თანამშრომლებმა გაფიცვა? – ამ კითხვით მივმართეთ „სოკარის“ სათავო ოფისს, თუმცა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამის თაობაზე ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. „ჩვენთვის არავის მოუმართავს“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
„სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი დღეს, 24 იანვარს, სამსახურში გამოცხადდა.
„დაისახა გეგმა-სტრატეგია არსებული პრობლემების მოგვარებისათვის“ – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
რაც შეეხება „სოკარის“ პროფკავშირებს, როგორც გაფიცული თანამშრომლები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, არ იზიარებდა მათ მოთხოვნებს ხელფასების გაზრდის თაობაზე და აცხადებდა, რომ სემეკის დადგენილების გარეშე, მათ ხელფასების გაზრდა არ შეუძლიათ.
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით შეირჩნენ.
პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 30-მდე კომპანიაა. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში დაეხმარებიან, მათთვის – პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს, ასევე ინგლისური ენისა და საბაზისო საოფისე უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ.
„მეამაყება, რომ ორივე ინსტიტუციას წარმოვადგენ – ამერიკის სავაჭრო პალატას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი და თიბისის, რომელიც მეორე წელია AmCham-ის საგანმანათლებლო პროექტის მთავარი პარტნიორია. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკვე 65 სტიპენდიატი მიიღებს უმაღლეს განათლებას, სრულ თანხვედრაშია თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებასთან – განათლებასთან. ჩვენ თავადაც ვართ ფართომასშტაბიანი პროგრამის – თიბისი განათლების ავტორი. მხოლოდ შარშან, 4600-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს მათთვის საინტერესო უნარების განვითარების შესაძლებლობა მივეცით, 100-ზე მეტს კი დასაქმებაში დავეხმარეთ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე; Amcham-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 500-500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის 12 მონაწილე „ქუჩის გადაკეტვის საქმეზე“.
საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკიპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები აქციაზე მაინც შეიკრიბნენ, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მათ ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა.
ამ საქმეზე მოსამართლემ დღეს, 24 იანვარს დააჯარიმა: გოგიტა სოლომონიძე, ირაკლი ჯორბენაძე, აზა გაბუნია, თორნიკე კაკალაძე, ლარა ქარცივაძე, ირმა კომახიძე, დარიკო ჩიტაძე, ირმა ზოიძე, ვაჟა დარჩია, ელგუჯა ბაგრატიონი, ნიკოლოზ მირცხულავა, ლევან გორგილაძე.
პასუხისგებაში მიცემული პირების ნაწილი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. ეს საქმე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე დღის წინ განიხილა, დღეს კი, გადაწყვეტილებები გამოაცხადა.
მოსამართლემ უმრავლეს შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოწმეების გამოკითხვაზე შუამდგომლობა. ისინი დაადასტურებდნენ პირიქით, პოლიციამ როგორ დაარღვია დემონსტრანტრების გამოხატვის თავისუფლება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოწმეების მოსმენა სასამართლო პროცესების გაჭიანურებას გამოიწვევდა.
„ისეთივე გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორი ოქმიც შედგა,“ – მიმართა მოსამართლეს ირმა კომახიძემ, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილება მოისმინა. ამ შემთხვევაზე სასამართლომ მოწმის ჩვენება მოისმინა. მოწმემ მოსამართლეს სატელეფონო მიმოწერაც აჩვენა, რაც ადასტურებდა იმას, რომ ირაკლი დგებუაძის მოთხოვნის გაჟღერების დროს ირმა კომახიძე აქციაზე საერთოდ არ იყო.
„მაგრამ შემდეგაც მოგიწოდებდნენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს,“- უთხრა მოსამართლემ ირმა კომახიძეს.
„სხვას არც ველოდი,“- მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა აზა გაბუნია, რომელმაც ასევე დარბაზში მოისმინა მოსამართლის გადაწყვეტილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 და 27 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მთავარი ფოტო: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი, 24.01.2025
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 826 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 500]
ტანკი – 9 852 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 20 508 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 22 295 ერთეული [+39]
MLRS – 1 263 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 162 ერთეული [+51]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 051 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 34 992 ერთეული [+87]
სპეცტექნიკა – 3 715 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 177 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 739 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 877 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 616 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 23 იანვარს, დატოვა. ის ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს.
ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაასამართლა. ხვალ, 24 იანვარს 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორს დატოვებენ სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძე და შუშანა მაცაბერიძე.
ბათუმში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ საჯარო სივრცეებში გაკვრის პროცესში 20 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციაზე დაკავებულები მოსამართლეებმა, ძირითადად, ყველაზე მკაცრი სახდელით, ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯეს. მათი სარჩელებიქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 112 ცალი ქურთუკისა და 65 ცალი კეპის გამარტივებული წესით შეძენაზე შესყიდვების სააგენტოდან თანხმობა მიიღო. შსს-მ სააგენტოს 17 იანვარს მიმართა განაცხადით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მოსამსახურეებს ქურთუკები და კეპები „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს“.
„უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს, შს სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ ფორმა-ტანსაცმელი, მოცემულ ეტაპზე აღნიშნული უნიფორმა შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია, რის გამოც აუცილებელია ვადაზე ადრე აღნიშნული დაზიანებული უნიფორმის ჩანაცვლება“ – აღნიშნულია შსს-ს განაცხადში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სამინისტრო წერს „შსს მოსამსახურეები სრულად ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი უნიფორმებით, რითაც თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულებას შეეშლება ხელი. ამასთანავე, აღნიშნული ფაქტი უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე.“
საპოლიციო დანაყოფისთვის 112 ცალი ქურთუკისა და 65 ცალი კეპის შესაძენად სამინისტრო 11 886 ლარს დახარჯავს.
სამინისტროს მოთხოვნა გამარტივებულ შესყიდვაზე სააგენტომ დააკმაყოფილა. ამასთან, სააგენტო მოუწოდებს შსს-ს რომ მან „სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური და გამჭვირვალე ხარჯვა.“
თუმცა, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. აქედან გამომდინარე, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში [მათ შორის უცნობია ვის გადაუხადა შსს-მ ზემოთ აღნიშნული 11 886 ლარი].
„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე 2024 წლის მაისში თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, ვინაიდან ბიუჯეტის ფულის „გამჭვირვალე ხარჯვაზე“ ინფორმაცია პირველ რიგში სწორედ ამ სააგენტოს პორტალზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს“ – მოგვწერეს მაშინ შესყიდვების სააგენტოდან.
ეს „შეფერხება“ შს სამინისტროსთვის ამ დრომდე გრძელდება, ანუ კვლავ უცნობია, რას, ვისგან და რა ფასად ყიდულობს სამინისტრო ტენდერის გარეშე. ამ ინფორმაციას არც შსს იძლევა.
შსს მიმდინარე წელს, სხვადასხვა სახის, ჯამში 5 500 კეპს შეისყიდის ტენდერით. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტენდერის ფარგლებში კეპების მიწოდება ჯერ არ დაწყებულა და სწორედ ამიტომ ყიდულობს სამინისტრო 65 კეპს გამარტივებული წესით. აღნიშნული ტენდერი მაისურების და კეპების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული. გამარჯვებულია შპს „ენ თი სი“, რომელთანაც ხელშეკრულება 379 ათას 690 ლარზეა გაფორმებული [აქედან 189 ათას 845 ლარი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია ავანსად].
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პოლიციის იმიჯს უკავშირდება. შსს წერს, რომ უნიფორმის გარეშე პოლიციელი ვერ შეასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ეს „უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე“.
თუმცა, 18 იანვარს 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე სწორედ უფორმო პირებმა დააკავეს და გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ ისინი გადაყვანილები. საბოლოოდ დაკავებულები დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ.
როგორც მათი ადვოკატები აცხადებენ, ახალგაზრდები შეცდომით დააკავეს, თუმცა ისინი 2 200-2 200 ლარით მაინც დააჯარიმეს.
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 57 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმააღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 52 მოქალაქე [23 იანვრის მონაცემებით].
აქციებზე ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს პოლიციის მხრიდან.
__________________________________
მთავარი ფოტო: პროევროპული აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
ცნობილია, რა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიერ მოქალაქის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ „ოცნების“ კოორდინატორები უკავშირდებოდნენ და და ეკითხებოდნენ, უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს „ქართულ ოცნებას“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ასეთი კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჟურნალისტმა ჩაიწერადა მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. ამ ჟურნალისტის თქმით, პირადი ტელეფონის ნომერი მას პარტიის წარმომადგენლისთვის, ან კოორდინატორისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მსგავს შემთხვევებზე სამართლებრივად უნდა რეაგირებდეს. ამ შემთხვევაში კი, განმცხადებლისთვის გამოგზავნილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მხრიდან მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმე შეუწყვეტია – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს დაუდგენია, რომ „ოცნების“ კოორდინატორი „აშკარა პირადი მიზნით“ მოქმედებდა.
„ინეზა მ.-ის მოქმედებაში არ იკვეთება სამეწარმეო ან/და ეკონომიკურ, პროფესიულ საქმიანობასთან ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების ფაქტი…
განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი განმარტებების თანახმად, ინეზა მ. არის ორგანიზაციის [პარტია „ქართული ოცნება“] მხარდამჭერი და წინასაარჩევნოდ, საკუთარი ინიციატივით [და არა ორგანიზაციის დავალებით], ორგანიზაციის მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით, უზრუნველყო განმცხადებლის მონაცემების მოპოვება, რაშიც გამოიხატებოდა მისი მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ინეზა მ.-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ აშკარად პირადი მიზნით განმცხადებლის მონაცემების დამუშავების ფაქტი, ხოლო მონაცემების აშკარა პირადი მიზნით დამუშავება კი, სცდება კანონის მოქმედებისა და, შესაბამისად, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სატელეფონო ნომერი, საიდანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთ ჟურნალისტს დაურეკეს, არ ეკუთვნოდა პარტია „ქართულ ოცნებას“. კოორდინატორს უთქვამს, რომ იგი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ე.წ. ხოფის ბაზრობაზე შეუძენია უცნობი პირისგან, ნომერი თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია, მაგრამ ახლაც ეს ნომერი მის მფლობელობაშია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგად საბოლოოდ ასეთ შედეგზე გასულა:
„ინეზა მ.-ის მიერ სამსახურისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არის ორგანიზაციის [„ქართული ოცნება“] მხარდამჭერი. წინასაარჩევნოდ, საკუთარი ინიციატივით, ორგანიზაციის მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით, უზრუნველყო სხვადასხვა პირის ოჯახის წევრების/ახლობლების მონაცემების მათივე თანხმობით შეგროვება.
ინეზა მ.-ს განმარტებით, განმცხადებლის სატელეფონო ნომერი მოიპოვა განმცხადებლის მეზობლისაგან, ზეპირი თანხმობის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულმა მეზობელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ განმცხადებელი იყო ორგანიზაციის მხარდამჭერი…
განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაში აღწერილი გარემოებებისა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და ორგანიზაციის, განმარტებების გათვალისწინებით, ვერ დადგინდა ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავებისა და შესაბამისად, კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი,“ – აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომლის საფუძველზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა ბრძანებას მოაწერა ხელი.
მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ზღვაში და სანაპირო პერიმეტრზე მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული არიან მყვინთავებიც.
„ბათუმელები“ დაკარგული მოზარდის დედას ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ აღმოუჩენია პოლიციას ახალი გარემოებები და რა ეტაპზეა გამოძიება.
დედის თქმით, საქმეში სიახლე არ არის.
„გამოძიება ჯერ-ჯერობით ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ გვეუბნება. ზღვაზე გადასვლის ვიდეოა მხოლოდ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჰკითხეს, როგორც ვიცი, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ.
ჩანთაში, რომელიც ვიპოვეთ სანაპიროსთან, იყო წიგნები და ტელეფონი. ოღონდ ტელეფონი გამორთული იყო“ – ამბობს დედა.
მისი თქმით, შვილისთვის რაიმე ცვლილება მშობლებს არ შეუმჩნევიათ ბოლოს, ამიტომ მისთვის რთულია იმის თქმა, ჰქონდა თუ არა დაკარგულ მოზარდს რაიმე პრობლემა.
„ტელეფონი შემოწმებულია, ჩვენც ვნახეთ ტელეფონი, ვუზივართ მის ყველა კომენტარს, რაც კი ბოლოს დაუწერია, თუმცა ვერაფერს ვპოულობთ ხელჩასაჭიდს“- ამბობს ალექსანდრეს დედა.
დედის თქმით, მის შვილს არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან.
„წინა ღამით, საათ-ნახევარი ვისაუბრეთ და არაფერი ცვლილება არ შემიმჩნევია. მამამისთანაც მქონდა საუბარი და რაიმე ზედმეტი აღელვება, ჩაფიქრება ან განმარტოება არ შეუმჩნევია. იმ დღეს ვარჯიშიც ჰქონდა, მასწავლებელთანაც იყო, ბავშვებიც ნახა იმ დღეს, ინგლისურიდან როცა გამოვიდა და ეს იყო, მეტი არაფერი ვიცით“ – ამბობს მოზარდის დედა.
ნესტან ანანიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელმა, დღეს, 23 იანვარს, ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო.
სიტყვით გამოსვლის დროს ნესტან ანანიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც წლებია დგანან ქალები ხულოში. მან გაიხსენა სამოქალაქო საპროტესტო აქციები ხულოში, რომელსაც სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მართავდნენ ახალგაზრდები.
მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ხდება დღეს საქართველოში და მჯერა, რომ ეს ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, რომლებიც იბრძვიან ქუჩებში, ციხეებში, ციხეებთან, რეგიონებში, სოფლებში ადამიანის უფლებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს ეს ავტორიტარული რეჟიმი საკუთარ მხრებზე, საკუთარ სხეულებზე.
სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, რომელიც არის პოლიტპატიმარი. მზია წარმოადგენს „ბათუმელებს“, რომელმაც არაერთხელ გააშუქა მოწყვლადი ჯგუფების, ჩაგრული ადამიანების ხმა და არაერთხელ აჩვენა, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლებები და ამ ადამიანებს სჭირდებათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო. იქნებიან ეს ქართველი მუსლიმები, სოფლად მცხოვრები ქალები, სექსუალური უმცირესობები თუ სხვა.
მადლობა მინდა გადავუხადო ნიდერლანდების საელჩოს, რომელიც დაუღალავად შრომობს ჩვენს მხარდასაჭერად რეგიონში, თემებში.
მადლობა მინდა გადავუხადო დედაჩემს, რომელმაც მასწავლა, რომ როცა ვინმეს ჩაგრავენ, ხმა უნდა ამოვიღო და ვიდგე სამართლიანობის მხარეს“- თქვა ნესტან ანანიძემ დაჯილდოებისას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული გურამ მურვანიძის, ლევან ხორავას, ლუკა ნაცვლიშვილის და ელიზბარ ჩხიკვაძის სარჩელები.
გურამ მურვანიძე „ბათუმელების“ ოპერატორია. ის „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შემდეგ, იმავე საღამოს დააკავეს, როცა აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოს იღებდა. სტუდენტები ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე ლევან ხორავა, ამავე აქციაზე დააკავეს.
„ეს აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეპრესიების კამპანიაში სასამართლოც არის ჩართული. ცხადია, რომ სასამართლო მოქმედებს ძალოვან უწყებებთან ერთად, სასამართლო პროცესებს წინასწარ ეტყობა, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მოსამართლე… სხდომებზე უკვე წინა რიგებს იკავებენ პოლიციელები, ფორმალობად აქციეს სასამართლო პროცესი, ილუზიას ქმნიან, თითქოს რაღაცას იცავენ,“ – მიიჩნევს იურისტი მირზა მამულაძე, რომელიც სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც მზია ამაღლობლის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის სარჩელი განიხილა.
ბათუმში 11 და 12 იანვარს საპროტესტო აქციებზე 20 ადამიანი დააკავეს. მათ დიდ ნაწილს მოსამართლეებმა აღკვეთი ღონისძიების სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ შეუფარდა. ეს საქმე საინტერესოა იმით, რომ თავად გურამ მურვანიძემ მოწმის სახით დაბარებული პოლიციელები სიცრუეში ამხილა: ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ დაკავებული პოლიციის ავტომანქანაში მარჯვენა მხრიდან ჩასვეს, მეორემ – მარცხნიდანო.
მოსამართლე ცრუ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და არ დაინტერესდა, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელსაც იგივე გურამ მურვანიძე იღებდა, ვიდრე მას დააკავებდნენ. ამ ვიდეოში გამოჩნდებოდა, მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა გურამ მურვანიძემ რომელიმე პოლიციელს.
იზოლატორიდან გამოსულ გურამ მურვანიძეს შსს-მ მობილური ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა იქ ბოლო ვიდეო და ყველა სხვა მასალა წაშლილია. გურამ მურვანიძემ ამ დანაშაულის გამოძიებისთვის 2025 წლის 22 იანვარს უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას და გენინსპექციას, თუმცა ამ უწყებებში ამ დრომდე ვერ გვითხრეს, დაიწყეს თუ არა გამოძიება.
ფოტო გურამ მურვანიძის და ლევან ხორავას სასამართლო პროცესიდან.
ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.
თემურ ქათამაძის თქმით, მასზე ძალადობის პროცესს ესწრებოდა პოლიციის ოფიცერი თენგიზ კვირკველიაც. თემურ ქათამაძე წერს, რომ ამ ოფიცერთან სხვა საქმის გამო ჰქონდა შეხება. პოლიციის სამმართველოში შეყვანის შემდეგ, ოფიცერმა თავი შეახსენა და უთხრა, რომ „დეპორტი მოუწევდა“.
„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.
მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“ – წერს თემურ ქათამაძე.
თემურ ქათამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და რასისტულად მიმართავდნენ.
„ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.
მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“.
მიპასუხეს – „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].
შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძემ ციხიდან გამოუგზავნა.
წერილში თემურ ქათამაძე აღწერს თუ რა ვითარებაში ხდებოდა დაკავების ოქმების შედგენა როგორც მისთვის, ასევე სხვა დაკავებულებისათვის.
„ჯერ გაამზადეს ერთი შაბლონური ოქმი, დატოვეს მხოლოდ ცარიელი ადგილი – თარიღის, საათის, დაკავებულის სახელი და გვარისთვის. შემდეგ თითო-თითოდ დაუძახეს პოლიციელებს და [უთხრეს] „შენ ეს დააკავე, შენ ეს პირი დააკავეო“. ყალბი დაკავების ოქმები… აქციის მონაწილეები სხვა პოლიციელებმა დააკავეს, მაგრამ სხვა პოლიციელებს მიაწერეს“.
თემურ ქათამაძე წერილში წერს, რომ წლების განმავლობაში მიმართავდა ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა ვერ მიიღო. ამის გამო ის მუდმივად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას. სწორედ ამ პროტესტს უკავშირებს საკუთარ დაკავებას 11 იანვარს. ის წერილში დეტალურად აღწერს მისი დაკავების გარემოებებს.
„ქართულმა ოცნებამ“ 11 იანვარს აქციაზე უკანონოდ დამაკავა. მე აქციის შუაგულში, წინა ხაზიდან 20 მეტრში, ხელში დროშით და სასტვენით ვიდექი. ჩემს წინ დაკავებები მიმდინარეობდა. 10 პოლიციელი შემოვარდა ხალხში, ერთი დააკავეს და შემდეგ ჩემკენ წამოვიდნენ. ერთი პოლიციელი შემახტა და ჩემი ქართული დროშის ტარი შუაზე ჩამიტეხა. იმ წუთას მომესმა „მედროშე ბაბუც დააკავეთო“.
ძირს დამაგდეს, ხელებით, ფეხებით და გრძელი თმით, მკლავების გადაგრეხვით შემათრია სამმართველოს შენობაში 10-მა პოლიციელმა და სახეზე მცემეს.
ამავდროულად უცენზუროდ მაგინებდნენ ყველანი. ბრძანებას აძლევდა ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე.
მე აქციაზე ვინმე პოლიციელზე არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია და არც „რუსებო, ღორებო, მონებო“ არ მითქვამს. მარტო მე კი არა, ვინმეს არ უთქვია, არცერთ პროტესტანტს. ეგ სიტყვები თვითონ პოლიციელებმა შეკერილ ოქმებში მოიგონეს,“ – წერს თემურ ქათამაძე „ბათუმელებს“.
თემურ ქათამაძეს აქციაზე დაკავების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ბათუმის აქციის მედროშე ხელმეორედ დააკავეს. სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროს თემურ ქათამაძე თბილისში, ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს.
17 იანვრის შემდეგ თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. არჩევნების თარიღი 22 იანვარს გამოცხადდა.
ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა ინგა ხალვაშია.
“მე ვარ რექტორის მოადგილე, რომელსაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს აქვს უფლება გასწიოს რექტორის მოვალეობის შესრულება ორი კვირის ვადით”, – თქვა ინგა ხალვაშმა “ბათუმელებთან”.
როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანდიდატებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2025 წლის 27 იანვარს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
“რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული იქნეს ბხსუ-ს რექტორის არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლის დღემდე ვადით, მაგრამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევიდან არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
ბხსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება”, – ვკითხულობთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, თეიმურაზ კეჟერაძემ თანამდებობა 15 იანვარს დატოვა.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მეცხრე ღამეს გაათევენ დღეს უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტის ნიშნად. სტუდენტები ითხოვენ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის, მამუკა ჯორბენაძისა და უნივერსიტეტის 4 სტუდენტის გათავისუფლებას.
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც ის „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში ასევე საუბრობს დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობაზე.
„ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე.
თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთსა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ.
ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს, როგორც ძლიერ ქალს და ძლიერ ჟურნალისტს,“- წერს ზვიდ ცეცხლაძე, რომელიც ასევე პოლიტიკური პატიმარია.
ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან
ზვიად ცეცხლაძე თბილისში 4 დეკემბერს დააკავეს. მას ივანიშვილის რეჟიმი საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 23 იანვარს, შეხვდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს.
„დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ.
როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის, უსამართლობის გამო.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ესაა მზია ამაღლობლის სათქმელი“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.