გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივნისის 21 საათიდან 26 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
- ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 17 – 21 გრადუსი სითბო
- ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.