კვირის ამბები

კინო ეხმარება ბავშვებს

15.09.2014
კინო ეხმარება ბავშვებს

 

ზვიად ელიზიანი
ზვიად ელიზიანი

BIAFF-ის კინოსეანსებზე დასწრება, ტრადიციულად, უფასოა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გამონაკლისს წარმოადგენს კინოთეატრ „აპოლოში“ გამართული საღამოს ბოლო ორი სეანსი (თითოეულ სეანსზე გაყიდვაში იქნება ლიმიტირებული რაოდენობა  – მაქსიმუმ 60–70 ბილეთი) – თითო სეანსის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებებში, ასევე ფესტივალის დამსწრეებზე, გაიყიდება BIAFF 2014-ის დახურვის მოსაწვევი, რისი მეშვეობითაც მყიდველს შეეძლება დაესწროს დახურვის ცერემონიასა და ბანკეტს. კინოფესტივალის დახურვის საღამოზე გაიმართება აუქციონი, სადაც გაიყიდება რამდენიმე ნივთი (კინოს თემატიკა) და კინოფესტივალის პლაკატი (სტუმრების ხელმოწერებით). შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდს“.

 

 

ამ აქციის დაგეგმვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ, როგორც იცით, ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრია და კინოფესტივალის ისტორიის მანძილზე მუდმივად იდგა საღამოს სეანსებზე დასწრების პრობლემა, რადგან კინოდარბაზი ყველა მსურველს ვერ იტევს. ბევრი აღნიშნავდა, რომ ერჩივნათ ფული გადაეხადათ ბილეთში და ჰქონოდათ გარანტირებული ადგილი სეანსზე. 

 

 

ჩვენ გადავწყვიტეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა საქველმოქმედო მიზნებისთვის. სხვადასხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შევარჩიეთ  მიზნობრივი ჯგუფი – ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანია (როგორც  სხვადასხვა დაავადების მქონე, ისე სოციალურად დაუცველი და ა.შ.) ვინც დახმარებას საჭიროებს და რთულია გამოყო რომელიმე ჯგუფი, მაგრამ რადგან ჩვენი აქცია ვერ იქნება ყოვლისმომცველი, ავიღეთ  ერთი მიზნობრივი ჯგუფი – ბავშვები, რომლებისთვისაც, პირდაპირი გაგებით, საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს დახმარებას.

 

 

გარდა თანხობრივი დახმარებისა, ჩვენი მიზანია, რომ კინოფესტივალის პლატფორმა გამოყენებულ იქნეს ზოგადად ამ პრობლემის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საზოგადოებაში ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციაზე. კინოფესტივალზე ამ კუთხით იქნება გათვალისწინებული გარკვეული აქტივობები.

 

ჩვენი მოლოდინია, რომ აქცია პირველ ეტაპზე შედეგს გამოიღებს და შესაბამისი თანხაც შეგროვდება. ბილეთი ღირს 5 ლარი (მაშინ როცა კომერციული ჩვენების დროს კინოში ბილეთი ღირს 6-9 ლარი)  და  1 – ბილეთის სანაცვლოდ მაყურებელი  ესწრება ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის დიდ ეკრანზე ნახვის შანსი სხვა დროს არასოდეს ექნება საქართველოში,  2 – მაყურებლის მიერ გადახდილი ეს თანხა (რომელიც რეალურად არ არის დიდი), ხმარდება ურთულესი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას.

 

 

ფაქტობრივად, მაყურებელი იხდის 5 ლარს – ესწრება საინტერესო ფილმებს და ეს თანხა ერიცხება საქველმოქმედო ფონდს.  დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ბევრი ადამიანი, ვინც გადაიხდის თანხას ბილეთში, მითუმეტეს, რომ ეს თანხა ხმარდება არა კინოფესტივალს, არამედ ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: