კვირის ამბები

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

27.04.2015 • 2601
ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

ოჯახში დამზადებული ღვინის ბათუმის მერვე ფესტივალი | 2015

ღვინოების ხარისხს სპეციალურად შექმნილი 11-კაციანი სადეგუსტაციო კომისია ამოწმებდა. მათვე გამოვალინეს ფესტივალზე დაწესებულ ნომინაციებში გამარჯვებულები და აღმოსავლურ და დასავლურ თეთრი და წითელი ღვინების კატეგორიაში საუკეთესო სამეულები. ნომინანტებს და პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს, დასკვნით საკონცერტო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართა, ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა ფულადი პრიზები და საჩუქრები გადასცეს.

სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის, გურამ პაპუნიძის თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინის ხარისხი ყოველწლიურად იზრდება:

 

„ძირითადი კრიტერიუმები, რითაც ფასდებოდა ღვინოები იყო ღვინოში ალკოჰოლის შემცველობის, სიმჟავე, მქროლავის არსებობა, რომელიც დაძმარებასთან არის დაკავშირებული. წელს იყო მონაწილეთა რეკორდი – 160-ს გადააჭარბა ნიმუშთა რაოდენობამ. დიდი ინტერესია ამ ფესტივალისადმი, ბათუმის ფესტივალს ვუწოდებთ, მაგრამ ეს არის სრულიად საქართველოს ფესტივალი. სხვათა შორის, წელს ბათუმიდან ყველაზე ნაკლები ნიმუში იყო, რადგან გასულ წელს ყინვამ და სეტყვამ მასიურად გააფუჭა მოსავალი. ყველაზე მეტი მევენახე კახეთიდან, ქართლიდან, გურიიდან, იმერეთიდან მონაწილეობდა“.

 

ფესტივალის ორგანიზატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ხოლო მისი ინიციატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრია.

ღონისძიებას სასულიერო პირებთან ერთად აჭარის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე მიტროპილიტმა დიმიტრიმ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის შესახებ ისაუბრა:

„ოჯახში დამზდებული ღვინის ფესტივალის მიზანია მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ იმ უდიდეს კულტურას, რასაც ჰქვია ღვინო. ჩვენ ვაზის კულტურის, ამ უდიდესი ცივილიზაციის სამშობლო ვართ. მიუხედავად ამისა, არ გვაქვს საამაყო ის თუ რა დამოკიდებულება გვქონდა ათეული წლების მანძილზე, მხედველობაში მაქვს გაყალბებული ღვინოები. ჩვენი ღონისძიება, უარის თქმაა ყოველგვარი სიყალბისა და არაბუნებრივისა“.

 

აღმოსავლურ და დასავლურ ღვინოებში გამოვლენილი სამეულები:

დასავლური თეთრი ღვინო

I – ოქროს მედალი. დემურ ბურჯანაძე, ღვინო ცოლიკაური

II – ვერცხლის მედალი. ანდრო ვაშალომიძე, ღვინო სარფიელა

III – ბრინჯაოს მედალი. ვარლამ ჩხეიძე, ღვინო კრახუნა

 

დასავლური წითელი ღვინო

I – ოქროს მედალი – გოჩა გათენაძე, ღვინო ალადასტური

II – ვერცხლის მედალი – ბენიტა ჭიტაძე, ღვინო ალადასტური

III – ბრინჯაოს მედალი – ზაზა კილაძე, ღვინო ალადასტური

აღმოსავლური წითელი ღვინო

I – ოქროს მედალი – ძმები ალექსანდრე და ბექა ნეშრუმაშვილები, ღვინო საფერავი

II – ვერცხლის მედალი – ვერცხლის მედალი – ნინო გაბუნია, ღვინო საფერავი

III ბრინჯაოს მედალი – ბრინჯაოს მედალი – პაატა ჩაფიძე, ღვინო საფერავი

 

აღმოსავლური თეთრი ღვინო

I – ოქროს მედალი – თემურ კოპტავა, ღვინო რქაწითელი

II – ვერცხლის მედალი – კონსტანტინე დარიაშვილი, ღვინო ქისი

III – ბრინჯაოს მედალი – ანზორ ცერცვაძე, ღვინო რქაწითელი

ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულები:

საუკეთსო ზვრები – თემურ შარაშიძე

საუკეთესო მარანი – მერაბ ჯაფარიძე

ფესტივალის ორგანიზატორი – ვახტანგ ჩახლაძე

საუკეთესო დებიუტი – ივერი ბერიძე

ფესტივალის უხუცესი მონაწილე – ვახტანგ კუტუბიძე

იშვიათი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინო – ანდრო ვაშალომიძე

 

ყურძენზე დამზადებული საუკეთესო სპირტიანი სასმელი – ნევრესტან ლორთქიფანიძე (ყურძნის მასალაზე დაყენებული სპირტიანი სასმელის დეგუსტაცია წელს მესამედ მოხდა).

ვახტანგ ჩახლაძე – ნომინაცია ფესტივალის ორგანიზატორი

გოჩა გათენაძე – დასავლური წითელი ღვინოებს შორის გამარჯვებული

ნევრესტან ლორთქიფანიძე – ნომინაცია ღვინოზე დამზადებული საუკეთესო სპირტიანი სასმელი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: