ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა # 32/34- ში „თერმოინდუსტრიას” პირველი შოურუმი ოფიციალური პრეზენტაციით გაიხსნა. გაყიდვების ოფისში ფართოდაა წარმოდგენილი უახლესი ევროპული წარმოების გათბობის, წყალმომარაგებისა და კონდიცირების სისტემები. ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იტალია და გერმანია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ: იტალთერმის, ეი-ჯი-ას, ვისმანის, კარლო პოლეტის, რადიატორი 2000-ის, ფორმულის და სხვა წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქცია.
„თერმოინდუსტრიას“ მაღალკვალიფიციური ოსტატები და კონსულტანტები ნებისმიერ მსურველს ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, კვალიფიციურ კონსულტაციას, სისტემის უფასო პროექტირებას და გარანტირებულ ხარისხს პირდებიან.