რით განსხვავდება გენერიკული პრეპარატები ორიგინალებისგან, რა განაპირობებს მათ დაბალ ფასს და რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო სამედიციინო უნივერსიტეტის პროფესორს, ალიოშა ბაკურიძეს ესაუბრა. ბატონო ალიოშა, რა არის გენერიკული მედიკამენტები და რით განსხვავდება გენერიკები ორიგინალი მედიკამენტებისგან? გენერიკული პრეპარატები ფაქტობრივად არის ასლი ორიგინალური პრეპარატებისა, რომლებსაც არა აქვთ საპატენტო დაცვა …
Category Archives: კვირის ამბები
დავით ბერძენიშვილი მომავალ არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატზე
ნაწყვეტი დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება („რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუ ნეტგაზეთმა ჩაიწერა). ბატონო დავით, ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი მასალკინი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ბათუმში საარჩევნო კოდექსით სამი მაჟორიტარული ოლქი არის განსაზღვრული. ამ სამი ოლქიდან “რესპუბლიკელებს” ერთ ოლქზე პრეტენზია რომ გვექნება, ეს არავისთვის არის მოულოდნელი და …
Continue reading “დავით ბერძენიშვილი მომავალ არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატზე”
ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად
„ის არის“, – თითით მიმანიშნა პატარა ნიკაზე მასწავლებელმა, რომელსაც ვთხოვე ინკლუზიურ კლასში შევეყვანე, რომ საგაკვეთილო პროცესს დავსწრებოდი. ნიკა ბათუმის #26 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. ის წინა მერხთან მარტო ზის, მისი მაგიდა კი ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი დაახლოებით 15-20 წუთის დაწყებულია. ნიკას თანატოლები დავალების წერის პროცესში არიან. ჩემი თანმხლები მასწავლებელი მასთან მივიდა და სახატავი რვეული …
Continue reading “ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად”
ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს
ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ …
სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში …
Continue reading “სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში”
რატომ უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტირებული პროდუქტი
სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ეტიკეტის გარეშე შეფუთული პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნის დაცვას კანონი ბიზნესოპერატორებს წლებია ავალდებულებს, ბევრ სავაჭრო ობიექტში რძის ნაწარმი კვლავ ეტიკეტის გარეშე იყიდება. მომხმარებელი იძულებულია, პროდუქტის შერჩევისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდოს. რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებული დასახელება: რძე, არაჟანი, ხაჭო, …
Continue reading “რატომ უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტირებული პროდუქტი”
რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს
„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია. რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი …
როგორ მოწმდება წამლის ხარისხი
წამლის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – განაცხადა 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. როგორ იცვლება კონტროლის მექანიზმი მაშინ, როცა სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი უცვლელია და პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შესასყიდად 10 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ლაბორატორიულად შესამოწმებლად – 80 ათასი ლარი? საკმარისია თუ არა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არსებული სახელმწიფო მექანიზმები? …
“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე
ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს …
Continue reading ““ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე”
ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ
„თითქმის ყოველდღე ვხვდებით ჩვენი თაობის ადამიანს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს. ახალგაზრდებს უჭირთ იმის აღქმა და გათავისება, რომ სიბერეს თან ახლავს სევდა და წარსულში დარჩენილი ცხოვრების ნოსტალგია. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენს თანაგრძნობას.“ ნათელა ჩელებაძე, 81 წლის, ქობულეთი „არის შემთხვევა, როცა მოხუცს სურს გულით რაიმე პროდუქტის შეძენა, მაგრამ ვერ იმეტებს თავისთვის, რადგან ოჯახს …
რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი
საქართველოში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 184 პედაგოგს აქვს მინიჭებული, მათგან 15-ს _ აჭარაში. რა ვალდებულებებს აკისრებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგს და მაღალსტატუსიანი მასწავლებლების ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია? „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის წამყვანი სტატუსის მქონე ინგლისურის მასწავლებელს ნინო მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, როდის მიიღეთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი …
რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ
ბოლო მონაცემებით საქართველოში H1N1 ვირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ცირკულირებს A ტიპის ვირუსის H1N1 და H3N2 ქვეტიპები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რა შემთხვევაშია ეფექტური სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს …
Continue reading “რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ”
სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი
საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან …
Continue reading “სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი”
ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში
15 იანვარს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისტემური ცვლილებები, თუმცა მინისტრის განცხადებიდან ორ კვირაში ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში, ანუ არსებული პოლიციის რეგიონული 10 დეპარტამენტიდან, მხოლოდ სამში – აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში შეიცვალა დირექტორი. ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მაინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა – ამ დეპარტამენტის ყოფილი …
Continue reading “ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში”
გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები
“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ. “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, …
Continue reading “გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები”
8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს
25 წლის დათო დავითაძის მკვლელობის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასულ კვირას დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებულ ზურაბ საჯაიას 8-წლით პატიმრობა მიუსაჯა. დათო დავითაძე შუახევის ცენტრში 2015 წლის 3 მაისს დაჭრეს. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ საჯაიამ ურთიერთშელაპარაკების დროს მას მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დაჭრილი თავისი …
Continue reading “8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს”
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა
ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს: „ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის …
ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა. ქალბატონო მანანა, …
Continue reading “ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის”
დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები
ეკა გოგიბერიძე ჩემი შვილი, გიორგი, 9 წლისაა და თოვლში გუნდაობა და თამაში ზუსტად ისე უხარია, როგორც ყველა ბავშვს, როგორც მე მიხაროდა ბავშვობაში. ბათუმში მოსულმა დიდმა თოვლმა გიორგი კი გაახარა, მაგრამ დიდი ხნით თოვლში თამაშის უფლება ვერ მივეცი. რომ გაცივდეს, როგორ წავიყვანო ექიმთან ამ უგზოობის დროს?! – ეს იყო კითხვა, რომელიც ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა და …
“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე
აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა – რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში H1N1 გრიპის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ავადმყოფი გამოჯანმრთელების ფაზაშია. მისივე თქმით, რამდენიმე ნიმუში გაგზავნილია თბილისში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა ჯერ შედეგი ცნობილი არ არის. „რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს და გრიპს, ყოველკვირეულად ვიღებთ ინფორმაციას და ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი მატებაა. შარშან პიკი იყო თებერვლის თვე …
Continue reading “აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა – რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად”
პროექტი, რომლითაც ძველ ბულვარში ბილიკი უქმდება
ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი …
Continue reading “პროექტი, რომლითაც ძველ ბულვარში ბილიკი უქმდება”
თოჯინების თეატრის შენობა გაიხსნა (ფოტო)
დღეს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კვლავ გაიხსნა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის რეაბილიტირებული შენობა. გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თეატრი სტუმრების წინაშე სპექტაკლ „კოკროჭინას“ პრეზენტაციით წარსდგა. ცხადია, სტუმრებს შორის ყველაზე მეტი ბავშვი იყო. თუმცა, დღეს თოჯინების თეატრს ბევრი ზრდასრული ადამიანიც სტუმრობდა, მათ შორის აჭარის მთავრობის წევრები. საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობდნენ ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ოთარ …
თევზის მიწოდების პრობლემა ბათუმის უფასო სასადილოებში
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო გადაუდებელი აუცილებლობის გამო გაყინული თევზის გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. გამარტივებული შესყიდვა უკვე განხორციელდა. დაეთანხმება თუ არა შესყიდვების სააგენტო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილებას, 12 იანვრამდე გაირკვევა. „გამარტივებული შესყიდვის საჭიროება განაპირობა შპს „GOLDEN FUD“-ის მიერ შემოტანილი პროდუქციის შეუსაბამობამ ხელშეკრულებასთან და ტექნიკურ პირობებთან, რის საფუძველზეც ვერ მივიღეთ შესყიდვის ობიექტი“ – აცხადებენ სააგენტოში. …
Continue reading “თევზის მიწოდების პრობლემა ბათუმის უფასო სასადილოებში”
სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით – არანაკლებ 200 ლარს. აღნიშნული შეღავათების გაცემას მაღალმთიან დასახლებაში …
Continue reading “სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში”
გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ
აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი …
Continue reading “გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ”
ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება
აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება ჯამში 46 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ბათუმის მუნიციპალიტეტი 16 მილიონ ლარს მიიღებს, ქობულეთი – 18 172 600 ლარს, ხელვაჩაური – 3 მილიონს, შუახევი – 2 მილიონს და ხულოს მუნიციპალიტეტი – 3 მილიონ ლარს. აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა …
Continue reading “ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება”
ვინ და როგორ განკარგავს ბულვარის ქონებას
ბათუმის ბულვარის მართვას სულ ცოტა 2019 წლამდე კვლავ აჭარის მთავრობა გეგმავს. შესაბამისად, თვითმმართველობისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობაში არ განიხილება. ფაქტობრივად, ღია რჩება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და …
ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში
როგორ უნდა ჩაერთოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში და ვის უნდა მიმართო, თუ გსურ ბიზნესი წამოიწყო ან არსებული განავითარო? „ბათუმელები“ დაინტერესდა რა ეტაპზეა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. რას ნიშნავს მცირე საწარმო და რა შეღავათებია მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული? – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს …
Continue reading “ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში”
რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას
წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ კლინიკური გაიდლაინების არარსებობა და ტრანზიციისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურების სიძვირეა. გარდა ამისა, ტრანსგენდერობისა და ინტერსექსუალობის შესახებ საბაზისო ცოდნის ნაკლებობა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ქმნის. ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევების თანახმად, …
Continue reading “რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას”
“ლიბერალური პოლიტიკა ამცირებს აივ-შიდსის ეპიდემიის საფრთხეს”
ლუდგერ შმიდტი ბოლო სამი წელია ორგანიზაცია „გერმანიის აივდახმარების“ საერთაშორისო განყოფილების კოორდინატორია. 40-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაცია გერმანიის გარდა ევროპის სამეზობლო სივრცეში ცდილობს აივ-შიდსის პრევენციას. პროფესიით ფსიქოლოგი ჩართულია დაავადების რისკ-ჯგუფებისთვის სპეციალიზებული ლიტერატურის შემუშავებაში. ლუდგერს ბერლინში ვესაუბრეთ, სადაც 27-30 ნოემბერს ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. დავიწყოთ იმით, თუ როდის დაფუძნდა თქვენი ორგანიზაცია, რა საქმიანობას ეწევით, რა მეთოდებს იყენებთ? …
Continue reading ““ლიბერალური პოლიტიკა ამცირებს აივ-შიდსის ეპიდემიის საფრთხეს””
სერჟანტი აგვისტოს ომიდან
„ბედნიერება ის არის, რომ დღეს ცოცხალი ვარ და მამობას მოვესწარი“, – ამბობს სერჟანტი ავთანდილ ჯაყელიძე. ის 22 ნოემბერს მესამე შვილის – ნიას მამა გახდა. ავთანდილ ჯაყელიძე აგვისტოს ომში დაჭრილი ჯარისკაცია. ომიდან შვიდი წლის შემდეგაც სამკურნალო რეაბილიტაციას გადის. მან ომში მარცხენა ფეხი დაკარგა. პირადი ისტორია: „არსებობს კადრები – სამხედრო პირებს არხიდან დაჭრილი კაცი ამოჰყავთ. ეს კადრები …
კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს
პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო იხდის სასჯელს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას ოჯახში ითხოვს. პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული. მისი ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით ფოცხვერია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ის ვერც ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობს და ვერც …
Continue reading “კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს”
ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვების საჭიროებები აჭარაში
აჭარაში მცხოვრები ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე 700-მდე ბავშვისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგამას ახორციელებს. პროგრამებში ბათუმში არსებული ექვსი სარეაბილიტაციო ცენტრია ჩართული, სადაც ბენეფიციარები აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც გადიან მკურნალობას. რაიონებს შორის, ბენეფიციარების მგზავრობის ხარჯებს მხოლოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. აჭარაში მცხოვრები 700-მდე ბენეფიციარიდან, 400-მდე ბავშვი ჩაქვში, “ევექსის” ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში გადის თერაპიას. ცენტრის ნევროლოგი მედეა ცხომელიძე …
Continue reading “ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვების საჭიროებები აჭარაში”
ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს
უსახლკარო პირებისთვის მერიის ღამის თავშესაფარი ბათუმში 2014 წელს ამოქმედდა. მანამდე ბათუმში მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობდა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით. მუნიციპალური ღამის თავშესაფარი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. ამ დროისთვის ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს. რას სთავაზობს მერია თავშესაფრის ბინადრებს და გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი 2016 წელს? „ბათუმელების“ კითხვებს …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ღამის თავშესაფრით 45 ადამიანი სარგებლობს”
როგორ აისახება სიღარიბე განათლებაზე
დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა. როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათ განათლებაზე და რატომ ვერ გახდა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული? არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების …