კვირის ამბები

დეპუტატი: ჩვენი მიზანი არ არის ჩიხში შევიდეს უმაღლესი საბჭო

18.10.2015 • • 1780
დეპუტატი: ჩვენი მიზანი არ არის ჩიხში შევიდეს უმაღლესი საბჭო

 

 

უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა, თუნდაც ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციის არცოდნაში დაგადანაშაულათ – თუ ასე არ იყო, დროზე რატომ არ მიუთითა ოპოზიციამ ხარვეზის გასწორებაზე?

ორი მაღალი თანამდებობის პირი გადავაყენეთ. საფინანსო კომისიის თავდმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარძე ავირჩიეთ, თუმცა ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განსჯის საგნადაც კი იქცა, იქედან გამომდინარე, რომ ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები აფიქსირებდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციას. რეალურად აღმოჩნდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო კაზუსების წინაშეც ვიდექით. ერთი რამ არის აქ საგულისხმო, არჩევის შემდეგ უმაღლესი საბჭოს იმ მწევრებს, რომლებიც არჩევით ფორმატს ედავებოდნენ, ეს არ გაუსაჩივრებიათ. სიღრმეებში არ წავალ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეის მდგომრეობით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ვაკანტურია, ბატონმა ჯემალმა უარი თქვა ამ თანამდებობაზე და დღის წესრიგში დგას ახალი კანდიდატურის არჩევის საკითხი.

 

კითხვას დავუბრუნდები, როგორც ვიცით შეიცვალა ის ჩანაწერო რამაც ჯემალ ფუტკარაძის არჩევასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. ასეა ხომ?

საუბარი იყო რეგისტრირებული დეპუტატების რაოდენობაზე და კენჭისყრაზე მონაწილე დეპუტატების რაოდენობაზე. ჩანაწერი გასწორდა და დღეს უკვე შეიძლება უმაღლესი საბჭოს 11 წევრის რეგისტრაციის შედეგად მოხდეს უმაღლესი საბჭოს მოადგილის არჩევა.

 

უკვე დააფიქსირეთ რომ მხარს დაუჭერთ სულხან ღლონტის კანდიდატურას მოადგილის თანამდებობაზე?

გადაწყვეტილების საბოლოო ვერსია არ გაგვჟღერებია, თუმცა ერთდერთი, რასც ჩემი კოლეგები აღნიშნავენ და მეც ვეთანხმები, ჩვენთვის, როგორც ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც უარს აცხადებს თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე და ჩვენ განვაცხადეთ კიდეც, რომ თანამდებობებისთვის არ ვიბრძვით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ვიხილოთ ოპოზიციონერი.

 

ხომ არ მოხდება ისე, რომ თვისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა მომავალში რაღაც საკითხებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ?

თუ გადავხედავთ უმაღლესი საბჭოს გადაწყევტილებებს, არის მთელი რიგი საკითხები, სადაც თემატური თანხმობა არა მარტო ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორისაც არის. მე ცალსახად ამ თანამშრომლობის პერსპექტვების შესახებ არ ვისაუბრებდი ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ თემატური თანამშრომლობა და თანხმობა შეიძლება ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან.

 

სხდომაზე ცხადდებით და არ რეგისტრირდებით, რა მიზეზითაც მერამდენე სხდომა ჩაიშალა უკვე. ხომ არ შეიყვანს ეს ჩიხში უმაღლესი საბჭოს მუშაობას?

ორი სხდომა ჩაიშალა. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ მთავრობის თავმჯდომარის გამოუცხადებლობა სხდომაზე. მთავრობის თავმჯდომარე მოწვეული იქნა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით, თუმცა იგი არ მოვიდა, მისი მხრიდან იყო საუბარი, რომ იგი არ მოვიდოდა ნაციონალური მოძრაობის მოწვევაზე, თუმცა მოწვევის შესახებ გადაწყვეტლება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტლების მიღებაში მონაწილეობა მიიღო არამარტო ნაციონალურმა მოძრაობამ, არამედ სხვა ოპოციურმა პარტიებმა თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც, ჩემმა კოლეგამ, პეტრე ზამბახიძემ გასაჯაროვა კიდეც სხდომის კენჭისყრის ამსახველი ოქმი, სადაც ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია, ამიტომ კონსტიტუციური უფლებაა მისი [არჩილ ხაბაძის] მაკონტროლებელ ორგანოში გამოცხადდეს. ალბათ ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ერთი ვიწრო პოლიტიკური დაჯგუფების, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი და ხელმძღვანელი არ არის, ის არის რეგიონში ხელმძღვანელი პირი და ანგარიშვალდებულია ყველა პოლიტიკური სიმპათიის მქონე ამომრჩევლის წინაშე.

 

ვთქვათ, ისევ არ მოვიდა, შეიძლება კიდევ ჩაიშალოს სხდომა?

ის ამბობს, რომ ოქტომბერში გააკეთებს რამდენიმე საჯარო ანგარიშს, თუმცა ჩვენ მას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მისი მოვალეობაა ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს, რომლის მთავარი ფუნქციაა მთავრობის კონტროლი.
ჩვენ მისი მოწვევის წერილი წარდგენილი გაქვს, რამდენდაც ვიცი, მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე და არ ვიცი გამოცხადდება თუ არა. ჩემი აზრით უნდა გამოცხადდეს, იმდენად, რამდენადაც არ შეიქმნას დამატებითი უხერხულობები. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ჩიხში შევიდეს უმაღლესი საბჭოს მუშაობა. თუმცა ჩვენ მაქსმალურად ვეცდებით, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშით წარსდგეს სხდომაზე.

 

როგორც ერთ დეპუტატს, თუ გეძლევათ საშუალება, რომ მოითხოვოთ და მიიღოთ პროგრამების შესრულების ანგარიშები, კონკრეტული უწყების მუშაობის შესახებ ინფორმაცია, ფინანსური დოკუმენტაცია და ასე შემდეგ და თუ კი, რა ხარვეზები ჩანს?

ინფორმაციას რა თქმა უნდა პერიოდულად ვითხოვთ, ხშირად არის ხოლმე ვადებთან დაკავშირებული პრობლემები. როცა აგზავნი წერილს არის შესაძლებლობა გიპასუხონ ზოგადად და არ გიპასუხონ კონკრეტულად, თუცმა ჩვენ გავაქს რაღაც ხერხები. უფრო ვაკონკრეტებთ და პუნქტობრივ ჩამონათვალს წარვდგენთ ხოლმე თუ რა გვაინტერესებს.

 

გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია ვერ მიიღეთ და რა ჩანს, რა სურათი იკვეთება გამოთხოვოლი ინფორმაციიდან?

პირადად მსგავსი შემთხვევა არ მქონია. შესაბამისი რეაქცია მექნებოდა ასეთი შემთხვევის დროს. როცა ექვსი თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა უმაღლეს საბჭოში მთავრობამ, მაშინ ჩემი კოლეგები სახელისუფლებო რგოლდან აპელირებდნენ კვარტალური გეგმის შესრულების მაღალ ხარისხზე, თუმცა ჩემი დაკვირვებით საკმაოდ დაბალი იყო წლიური შესრულების პროცენტები და სიმართლე გითხრათ მე დიდი ინტერესეით ველოდები სამი კვარტლის შესრულების ანგარიშს, იქედან გამომდინარე, რომ ეს სწორედ ეს პერიოდია, როცა ძირითადი თანხები ათვისებული უნდა იქნას. იყო ძალიან ბევრი კითხვა, ამ კითხვებს ჩვენ პერიოდულად ვსვამთ, იყო შეკითხვები იგივე მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელც იპოთეკარებისთის იყო განკუთვნილი თავის დროზე, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. იყო შეკითხვები, რომელიც უკავშირებოდა ახალი შპს-ების შექმნას და ორი პროგრამის გაუქმებას ბიუჯეტში, რომელიც შეეხებოდა საავადმყოფოს და სტადიონის მშენებლობას. რა თქმა უნდა ჩვენ კრიტიკულები ვართ და ამ კითხვებს ვაჟღერებთ სათანადო დროს.

 

ანზორ თხილაიშვილმა, რომელიც საფინანსო კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე იყო, “ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ ფრაქციების ხარჯების შემცირების ინიციატივით თუ შევა, პირველ რიგში, ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს – ისინი მხოლოდ საუბრობენ ხარჯების შემცირებაზე და ზუსტად ვიცი, ხელს არ აწევენო. რას იტყვით ამის შესახებ?

წავიკითხე ინტერვიუ და მქონდა ამ თემაზე მასთან საუბარი. მისი მხრიდან ეს მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა ოფიციალურად დაფიქსირებული. მე მიკვირს, არ ვიცი ვისთან ჰქონდა კონსულტაციები, ვისგან მიიღო ასეთ კატეგორიული უარი. პირადად ჩემთან და კოლეგებთან მას მსგავსი საუბარი არ ჰქონია. როცა გავნიხილავდით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტს, 2016 წლის პროექტს, პროექტის მიხედვით თანხა 100 ათას ლარამდე იზრდება და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ 2015 წელს უმაღლეს საბჭოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ფრაქციები, იმის გამო, რომ ჩემს კოლეგებს შეენარჩუნებინათ ის პრივილეგიები, რომლებიც მათ გააჩნდათ სანამ თანამდებობებზე იყვნენ. ფრაქციას გაჩნია საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხზე გადის წლის განმავლობაში, მათ აქვთ საშულება ისარგებლონ სამსახურეობრივი მანქანით, საწვავით, შესაბამისი ხელფასები აქვთ, უფრო მაღალი ვიდრე რიგით წევრებს, ამავე დროს მათ ეძლევათ საშუალება დაასაქმონ თავიანთი მხაარდამჭერები ფრაქციებში, შესაბამსიად ეს არის საშუალება, რომ გარმეოცვა ჰყავდეთ კმაყოფილი. 2015 წელს, როცა გადავირჩიეთ ორი კომისიის თავმჯდომარე, შემდგომ პერიოდში მოჰყვა ამ ყველაფერს ეს ნაბიჯები, ქართული ოცნება გაიყო ორ ფრაქციად და ჩემი კოლეგა, რომელიც ადრე ხელმძვანელობდა საფინანსო-ეკონომკურ კომისიას გახდა ფრაქციის თავმჯდომარე. შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების და გამოუკიდებელი დეპუტატების ერთობით, შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ ქამრების შემჭერაზე ეფიქრათ, იზრდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა.

 

დღის წესრიგში რომ დადგეს ფრაქციებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის შემცირების საკითხი, თქვენ მხარს დაუჭერთ?

მე შემიძლია გითხრათ, რომ მას ჩვენთან არ ჰქონია კონსულტაცია ამ თემაზე და შესაბამსიად, კონსულტაციების გზით თუ კი არის საუბარი ვთქვათ, ბიუჯეტის შემცირებაზე, ალბათ ერთობლივად კონსენსუსს მივაღწევდით, მაგრამ ეს საკითხი ოფიცალურად არ დასმულა.

 

კონტროლის ნაწილში მაინტერესებს, თუ მიგიწვდებათ ხელი სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოების ფინანსურ საქმიანობაზე?

უმაღლესი საბჭოს ნებისმეირ წევრს შეუძლია ინფორმაცია სატიტულე ფურცლით გამოითხოვოს საბიუჯეტო დაწსებულებებიდან. რაც შეეხება ე.წ. საქვეუწყებო დაწსებულებებს, ვერ გეტყვით რომ სრულად, მაგრამ გარკვეულწილად ვინტერესდებით ამ დაწესებულებებით. არის შემთხვევები, როცა ეს ორგანიზაციები წარსდეგიან უმღლეს საბჭოში.
უფრო ვგულისხმობ სახელმწიფო მართვაში არსებელ შპს-ებს…
ცაკლეული დეპუტატები მუშაობენ ამ თემაზე, მე პირადად მსგავსი ინფორმაცია არ გამოითხოვია.

 

ავთანდილ ბერიძეს გადავაყენებთო ამბობდით…


როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა და საზოგადოების განწყობაც მომწიფებული იყო საამისოდ, ჩემი კოლეგების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არ მოჰყოლია, მაშინ მოგეხსენებათ, ქართული ოცნება ერთიანი იყო, დღს ქართულმა ოცნებამ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა, შესაბამისად შეიცვალა სურათიც, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო თუნდაც ის, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომისიის თავმჯდომარე და ვიცე-სპკერი თანამდებობიდან გადაყენებული იქნენ ხმათა უმრავლესობით, ასე რომ…

 

ისევ აპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას?


მე ამის არც დადასტურება შემიძლია, არც უარყოფა. თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამის შესხებ პირველები თქვენ გაიგებთ.

 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბათუმში ხშირად საუბრობენ კორუფციაზე. რატომ არ აქვეყნებთ ფაქტებს?

ყოველთვის მანტერესებს როგორ აფასებს ამა თუ იმ პოლიტკური გუნდის საქმიანობას საზოგადოება და განსაკუთრებით მედია. თქვენი შეკითხვების დროსაც მიჩნდება განცდა, რომ არსებობს რაღაც ნაკლოვანებების შეგრძნება საზოგადოებაში… ჩემი აზრით არის კანონზომეირება ამ შეკითხვაში, თუ ფიქრობთ, რომ რაღაც დოკუმენტალური მხარდაჭერა აკლია ამ განცხადებებს, ამ საკითხსაც განვიხილავთ და ვაკუუმს შევავსებთ. თუ საზოგადოება თვლის რომ აქტივობას სხვა შტრიხებით სჭირდება გამდიდრება, ეს ჩვენთვის სერიოზული შენიშნვაა და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე აუცილებლად.

 

უკრაინულ ვიზიტებს რაც შეეხება, ეს გასვლითი სხდომებია პარტიულ ლიდერთან, თუ როგორი ამბავია?


მე პირადად ერთხელ ვარ ნამყოფი. ეს ძირითადად არის შიდა პარტიული სამუშაოების შემადგენელი ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ პარტიის ლიდერთა ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება სხვადასხვა მიზეზთა გამო, ამიტომ გვიხდება ასეთ რეჟიმში მუშაობა. ეს არის ხანმოკლე ვიზიტები, სამუშაო შეხვედრებს უფრო დავაქმევდი, იქ განიხილება ქავეყანაში არსებული მდგომარეობა და მიდის მსჯელობა მომავალ გეგმებზეც.

 

ამ გასვლებს პარტია აფნანსებს თუ ვინც მიდის ის, საკუთარი ჯიბიდან?

საკუთარი ფინანსებით რა თქმა უნდა.

 

მინდა დავუბრუნდეთ უმაღლეს საბჭოს, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა თქვენ, რისი გაკეთება შეძელით მათთვის ვინც თქვენს პარტიას დაუჭირა მხარი?

მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც თვითკმაყოფილების გრძნობით არის შეპყრობილი. ვცდილობ ვიყო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე აქამდე გამიკეთებია. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ამომრჩეველთან. პარტიას ამომრჩევნთან საკმაოდ სტაბილური კატეგორია ჰყავს, ჩვენ მუდმვი კონტაქტი გვაქვს ამომრჩვენთან, მაგრამ მე არ შემოვიფარგლები იმ იდეით, რომ მე ვარ მხოლოდ ამ ჯგუფის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში, მე ნებისმიერი ადამიანის პრობლემაზე რეაგირებს სურვილიც მაქვს და ძალიან ხშირად გამიკეთებია ეს. მოაქალაქეები მომმართვან სხვადასხვა თხოვნით, განსაკუთრებით რთულია სოცალური ფონი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მოსმენა და დახმარება. მოგეხსენებთ, არის კატეგორია, რომელთაც დახმარება შეუჩერდათ და უამრავი პრობლემა აწუხებთ. როდესაც ჩემს საკუთარ უბანში გადავადგილდები, საკმაოდ მოკლე მანძილზე გადაადგილებას ვუნდები დიდ ხანს, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა მიწევს, მათი პრობლემების და პოზიციების მოსმენა, რაც შემთვის ძალიან საინტერესოა. როდესაც ხარ ოპოციზიაში, ბუნებრივია ის ბერკეტები არ გაგაჩნია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუმცა როდესაც დეპუტატი ვინტერესდები კონკრეტული საკითხით, ამ საკითხს არ აღვიქვამ სხვის პრობლემად, ყოვეთვის ვითავისებ ხოლმე და ვცდილობ ბოლომდე ჩავეძიო, ბოლომდე გავერკვე და კარგ შემთხვევაში გადავუწყვიტო ადამიანს ის პრობლემა, რომლითაც მომმართა. ბევრი საქმე გამიკეთებია ისე, რომ ამისტვის არ მიმიცია პიარ ხასიათი.

 

ერთი წელი რჩება არჩევნებამდე. პარტიამ დაიწყო უკვე ფიქრი იმაზე, რას ეტყვის ამომრჩეველს ახალს – წინასაარჩევნოდ?

ნაციონალური მოძრაობა რჩება მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ჩემი აზრით და რა თქმა უნდა უფრო დიდია პასუხისმგებლობა, როცა იყავი ხელისუფლებაში და გადაგირჩიეს ქვეყნის მოქალაქეებმა. ჩვენ ვაცნობიერებთ შეცდომებსაც, რომელიც დავუშვით და იმ პრიორიტეტებსაც, რომელიც გაგვაჩნია დღეის მდგომარეობითან მმართველ გუნდთან მიმართებაში. განვითარების ის ტემპები, რაც არსებობდა ქვეყანაში და რაც ხილულია განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში, არ უნდა შემცირდეს, საქართველო არ უნდა იქცეს დაპაუზებულ, უიმედო ქვეყნად და არ უნდა იყოს მომავალი ბუნდოვანი, როგორც შიდა ისე საგარეო მიმარლებით, ამირომ ძალიან ბევრი მიმართულებაა სადაც პარტია თავის სათქმელს იტყვის, ცნობილია პარტიის კურსიც, შეხედულებებიც, რაც შეეხება ერთიან პროგარამას, ამ პროგრამის გაჟღერება ჯერჯერობიტ ადრეა. მუშაობა დაწყებულია იმ დღიდან, როცა ჩვენ გავათვვიცნობიერეთ, რომ არჩვნები წავაგეთ. წლების განმავლობაში შედარების საშუალებაც არის სხვადასხვა მმართულებით, არამხოლოდ პარტიულ აქტივს, საზოგადოებასაც აქვს შედარების საშუალება.

 

გადაბეჭდვის წესი