45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლს ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი გამაგრებითი სამუშაოები რომც ჩაუტარდეს, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. მოსახლეობა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მერიისგან მათი წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილი აქვთ არ მისცენ მერიას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და სახლის მიმდებარედ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის გაგრძელების საშუალება. „ბათუმის …

ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვის ვადამ მაქსიმალურად გადაიწია. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს შემცირებულია შემოსავლები, თუმცა გაზრდილია ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდიც. აჭარის მთავრობა დეფიციტის შევსებას, ძირითადად, ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აპირებს. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი შემოსულობები 162 მილიონზე მეტით  განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები …

Sepultura საქართველოში

ლეგენდარული ბრაზილიური მძიმე მეტალ ჯგუფი Sepultura, 30 წლის საიუბილეო მსოფლიო ტურის ფარგლებში, 27 ნოემბერს, პირველად ისტორიაში, თბილისს ეწვია. კონცერტის რამდენიმე ასეული მსმენელი, კლუბ Art Venue Elektrowerk–ში, საბჭოთა პერიოდის ძველი ქარხნის შენობაში შეიკრიბა, რომლის მიგნებაც, მიუხედავად ფეისბუქზე განთავსებული რუქისა, მსმენელთა უმეტესობისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა. კონცერტი 21:30 საათზე დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. სეტლისტი დაპირებისამებრ მრავალფეროვანი იყო. იგი …

საქველმოქმედო მაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის

ბათუმში ონკოპაციენტთა მზრუნველობისთვის საქველმოქმედო მაღაზია გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის გამოუსადეგარი, მაგრამ სხვისთვის სასარგებლო ნივთი უსასყიდლოდ ჩააბაროს, ნივთების გაყიდვიდან აღებული თანხა კი პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას მოხმარდება. მაღაზიაში ნივთის ჩასაბარებლად ოპერატორს უნდა დაუკავშირდეთ, რომელიც ნივთის ზომის გათვალისწინებით ან თავად მოგაკითხავთ, ან შეხვედრის ადგილზე შეგითანხმდებათ. საწყის ეტაპზე, საქველმოქმედო მაღაზიის დახლები ფეისბუქზე განთავსდება.   პალიატიური მზრუნველობა აქტიური, …

პრესსამსახური – მედიატორი თუ ბარიერი

 

ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყველაზე პრობლემურ სტრუქტურებად ასახელებენ. პრესსამსახურების საქმიანობასა და მათ შრომით ანაზრაურებასთან დაკავშირებით “ბათუმელების” მიერ შვიდი სამთავრობო სტრუქტურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხის გაცემა ცხრა სამუშაო დღეში, მხოლოდ ბათუმის მერიამ ვერ შეძლო.

 

 

საქველმოქმედო ონლაინმაღაზია ბათუმში ონკოპალიატიური პაციენტებისთვის


ბათუმში ონკოპაციენტთა მზრუნველობისთვის საქველმოქმედო მაღაზია გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის გამოუსადეგარი, მაგრამ სხვისთვის სასარგებლო ნივთი უსასყიდლოდ ჩააბაროს, ნივთების გაყიდვიდან აღებული თანხა კი პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას მოხმარდება. მაღაზიაში ნივთის ჩასაბარებლად ოპერატორს უნდა დაუკავშირდეთ, რომელიც ნივთის ზომის გათვალისწინებით ან თავად მოგაკითხავთ, ან შეხვედრის ადგილზე შეგითანხმდებათ. საწყის ეტაპზე, საქველმოქმედო მაღაზიის დახლები ფეისბუქზე განთავსდება.

შემოდგომა სოფელ კირნათში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში:

ფიზიკური აქტივობის დეფიციტი – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მიზეზი

 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმს არ შეუძლია მის მიერ გამომუშავებული ინსულინის ეფექტურად გამოყენება. დროთა განმავლობაში დიაბეტი აავადებს გულს, სისხლძარღვებს, თვალებსა და თირკმლებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, 2012 წელს დიაბეტით 1,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიო სტატისტიკით, დიაბეტით დაავადებული ადამიანების 90%-ს სწორედ მე-2 ტიპის დიაბეტი აქვთ, რომლის გამომწვევი მიზეზიც შემთხვევების 80%-ში ჭარბი წონა, სიმსუქნე, არაჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაა.

პარტნიორობა ენების სრულყოფილი სწავლებისათვის

 

უცხო ენის შესწავლა ყველა დროში აქტუალური იყო. ენა კომუნიკაციის საშუალებაა როგორც კერძო, ასევე კულტურის, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროებში. გარდა ამისა, უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული კარიერისათვის დღევანდელ მსოფლიოში. სხვა ენათა გვერდით გერმანული ენის ცოდნა განსაკუთრებულ უნარად მიიჩნევა. ვინც გერმანული ენის შესწავლაზე აკეთებს არჩევანს, მას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობები, მიაღწიოს წარმატებას. გერმანულენოვან ქვეყნებს უმდიდრესი ტრადიციები გააჩნიათ განათლების დარგში. ისინი მსოფლიოში განთქმული არიან სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით.  

ილია გოგიტიძე ჩემპიონია

 

ოქროსფერვარსკვლავებიანი წითელი ხალიჩა, საზეიმოდ მორთული ფოიე, მეგობრები სპეციალურად მომზადებული პლაკატებითა  და ქართული დროშებით, გამარჯვების ჰიმნის ფონზე წარმატებების ამსახველი ფოტომასალა სლაიდზე, ღიმილი,  გაბრწყინებული თვალები და ოვაციები – მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა სკოლაში დილით მისული ილია გოგიტიძისათვის.  დაბნეული, გაოცებული  თვალებით  იცქირებოდა ქეთ-იქით და როცა მეგობრები გულწრფელი სიყვარულით შემოეხვივნენ მორიგი გამარჯვების მისალოცად, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ყველაფერი  მისთვის იყო მოწყობილი. საქმე ისაა, რომ მან რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში ფიგურულ სრიალში გამართულ საერთაშორისო  რეიტინგულ ტურნირზე – Celje  2015 პირველი ადგილი მოიპოვა. 

რას და როგორ კითხულობენ მოზარდები

 

ლიტერატურული კლუბი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში 2008 წლიდან არსებობს. კლუბის კურატორია ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც კლუბის წევრებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. 2012 წელს კლუბმა სასკოლო კლუბების შეჯიბრში გაიმარჯვა და პრიზად აღებული სამი ათასი ლარით ისტორიული ტაო-კლარჯეთი მოინახულა. ცოტა ხნის წინ კი კონკურსის „წიგნი ხე“-ს გამარჯვებულები გახდნენ და კახეთში ლიტერატურულ ფორუმზე გაემგზავრნენ. რა შეცვალა მოზარდებში ლიტკლუბმა და როგორ ყალიბდება მათი ლიტერატურული გემოვნება? 

ორი იმპერიის სამართალი აჭარაში – ყადი მოსამართლედ

 

თუ მე-19 საუკუნის მოგზაურების მიერ შეგროვებულ ცნობებს დავუჯერებთ, იმ პერიოდში, როცა აჭარა ლაზისტანის საფაშოს შემადგენლობაში იყო, სამართალს აქ უფრო სამოქალაქო ინსტიტუტები ადგენდნენ, ვიდრე მოსამართლე, რომელსაც ყადი ეწოდებოდა. მოგზაურობით კი მაშინ აჭარაში საკმაოდ ბევრმა იმოგზაურა. იმოგზაურებდნენ, აბა რა – ყველას აინტერესებდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ახალშემოერთებულ ტერიტორიაზე რა და როგორ ხდებოდა. შესაბამისად, ჩანაწერებიც საკმარისად არსებობს. ამ ჩანაწერების ავტორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის „თურქული ენა გამართულად მხოლოდ ვაჭრობის მიმდევარმა აჭარლებმა იციანო“.

ლიმიტი გაიზარდა – მიიღეთ 1200 ლარი 15 წუთში!

 

მანიმენი კიდევ ერთ სასიხარულო სიახლეს სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებლებს: დღეიდან, სხვა უპირატესობებთან ერთად, გაზრდილი ლიმიტითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ! თითოეულ ჩვენგანს განუცდია უხერხულობა მეგობრისთვის ფულის თხოვნისას და ხშირად საჭირო თანხის შესაგროვებლად რამდენიმე მეგობრის შეწუხებაც კი დაგვჭირვებია. ამიტომ, სანამ ფულის მიღების გზებზე ფიქრს დაიწყებდეთ, გაიხსენეთ, რომ არსებობს MoneyMan.ge, რომელიც ყოველთვის მზადაა სანდო ფინანსური მეგობრობა გაგიწიოთ და სასურველი თანხა 15 წუთში, საუკეთესო პირობებით ჩაგირიცხოთ. 

17 ქალი აჭარიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარიდან ქართულ ჯარში სულ 17 ქალი მსახურობს.  ჯარში ქალებისთვის მაღალი სამხედრო წოდებისა და თანამდებობის შეთავსება არ არის შეზღუდული. კაპრალი ნატო კობალაძე ამბობს, რომ მაღალი წოდების მქონე ქალები ქართულ ჯარშიც არიან, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა.

მალე ბათუმში ტერფის პრობლემების მქონე პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პოდიატრიული მომსახურება

 

არასამთავრობო ორგანიზაცია  “ველფეარ ფაუნდეიშენი”, დიაბეტის მსოფლიო ფონდის (WDF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება“, რომლის მიზანია საქართველოში დიაბეტური ტერფის პრევენცია, მისი მოვლისა და მკურნალობის გაუმჯობესება და ახალი სერვისის _ პოდიატრიული სამსახურის დანერგვა საქართველოს 6 რეგიონის 11 სამედიცინო დაწესებულებაში. მათ რიცხვში შედის ქალაქ ბათუმის 2 დაწესებულება: საზღვაო ჰოსპიტალი (მის: მელიქიშვილის ქ. 102) და ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი (მის: პუშკინის ქ. 118).

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დეპრესიისგან მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი იტანჯება, ანუ იგი ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და დღემდე თვითმკვლელობის ერთერთი უდიდეს რისკფაქტორად მიიჩნევა

საქარველოში დეპრესიის სამკურნალოდ იშვიათად მიმართავენ სპეციალისტებს, რისი მიზეზიც საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელის, ფსიქიატრ მანანა შარაშიძის განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობა და საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სახის სტიგმაა. 


რატომ გაიზარდა კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 259 მოსწავლით გაიზარდა. გასულ წელს ბათუმის 19 კერძო სკოლაში 5 656 ბავშვი სწავლობდა, მიმდინარე წელს კი 5 915 სწავლობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით კერძო სკოლებში 53 777 მოსწავლე სწავლობდა, 2015 წელს კი ეს ციფრი 1 201 მოსწავლით გაიზარდა. რამ განაპირობა კერძო სკოლებში მოსწავლეთა მატება მაშინ, როცა ზოგიერთ სკოლაში სწავლის საფასური გაიზარდა, ქვეყანაში კი ლარის ინფლაციამ იმატა?

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესამუშავებლად მერიას ექვსი თვე აქვს

 

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნის ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ხელი 6 ივლისს მოაწერა. კრიტერიუმების დამდგენი კომისია ბრძანებაზე ხელის მოწერიდან ექვსი თვის შემდეგ, –  ხუთ ნოემბერს შეიკრიბა. რაზე იმსჯელა და რა ვადა განისაზღვრა „იაფი სახლის“ მოსარგებლეთა საბოლოო კრიტერიუმების დასადგენად? – „ბათუმელებს“ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ესაუბრა, რომელიც კრიტერიუმების დამდგენი კომისიის თავმჯდომარეა. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერი უკვე დასრულდა. სატენდერო თანხა 4 279 990 ლარია.

რა არ გაკეთდა ბათუმში

 

შეთანხმებულ დროში ვერ დაასრულეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვერ მოამზადეს საპროექტო დოკუმენტაცია, ვერ დაიწყეს მშენებლობები, ვერ განათავსეს შუქნიშნები, ვერ იზრუნეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე… და კიდევ ბევრი სხვა მიზეზით ბათუმის ბიუჯეტი ისევ გაირღვა. ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ნაშთის სახით არსებულ თანხას ბიუჯეტში კიდევ 11 მილიონი დაემატება  და მთლიანობაში, ნაშთი 31 მილიონს  მიაღწევს. 

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია პრემიერს მიმართავს

 

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და არაავტორიზებული უცხოური უნივერსიტეტების ფილიალებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ითხოვს. ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, საჭიროა უფრო დაზუსტებული და კონკრეტული რეგულაციების დაწესება – “რათა ახალგაზრდები დავიცვათ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით წაქეზებული უკანონო სასწავლებლებისგან… დავიცვათ ავტორიზებული სასწავლებლები არაჯანსაღი კომკურენციისგან” – წერია მიმართვაში. 

დაწყებითის 2 191 -მა პედაგოგმა საგნობრივი გამოცდები ვერ ჩააბარა

 

ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბევრმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა. დაწყებითი საფეხურის (I-IVკლასი) მასწავლებლებიდან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში 2 191 მასწავლებელი ვერ გადავიდა. მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მიღება მხოლოდ 90-მა პედაგოგმა შეძლო. რამ განაპირობა დაწყებითი საფეხურის პრაქტიკოსი პედაგოგების ეს შედეგი და რაში ხედავენ სპეციალისტები გამოსავალს? თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა – მანანა რატიანმა და ნინო ლაბარტყავამ ისაუბრეს.

300 ვაკანსია და 3 000 განცხადება როდის გაიხსნება ახალი ჰოსპიტალი ბათუმში

 

ბათუმში თურქული ინვესტიციით ახალი ჰოსპიტლის გახსნა 2014 წლისთვის იგეგმებოდა. შემდეგ, მიმდინარე წლის ზაფხული იყო დასახელებული, ბოლო ინფორმაციით კი – ოქტომბრის თვის ბოლო. თუმცა, ჰოსპიტალი დღემდე არ გახსნილა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ინვესტორს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში ხელოვნურად უშლიან ხელს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის აღებაში, რასაც ჰოსპიტალში უარყოფენ. ახალ ჰოსპიტალში დასაქმებას ასობით ადამიანი ელოდება.

მოსამართლე: ვფიქრობ, თქვენ არ ხართ მკვლელი

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს უთხრა, რომ, მისი აზრით, ის მკვლელი არ არის და შეცვალა ბრალდების მუხლი, რითაც მას სახელმწიფო ასამართლებდა. 

დევის პური

 

საღამოობით აივანზე ვჯდები და განათებულ ქალაქს ვუყურებ. ქალაქში ადამიანები ცხოვრობენ, ზოგი  – დაბადებიდან, ზოგი – ჩემსავით, აქ შემთხვევით მოხვედრილი. როგორც გადამფრენი ჩიტები, ისე გავებით ამ ქალაქის ხაფანგში. დავრჩით. ზოგჯერ ავხედავთ ხოლმე იმ ცას, ჩვენგან გათელილი ბილიკებით დასერილ მინდორს რომ ჰგავს. ზოგჯერ. 

მუსიკალური საღამო საზღვაო ჰოსპიტალის ორგანიზებით

 

საზღვაო ჰოსპიტალი 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარმოადგენს მუსიკალურ საღამოს “ექიმები არ ხუმრობენ”. კონცერტზე მონაწილეობენ თბილისელი და ბათუმელი ექიმები.

 

 

გაზარდეთ დანაზოგი 24%-მდე!

  სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MoneyMan.ge საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს 4 ქვეყანაში. ათასობით მომხმარებელი უკვე სარგებლობს კომპანიის მომსახურებით და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ კი,მანიმენმა კიდევ ერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა მომხმარებლებს. დღეიდან თქვენ არა მხოლოდ სესხის აღება, არამედ ინვესტირებაც შეგიძლიათ კომპანიაში.      MoneyMan სანდო ფინანსურ პარტნიორობას გაგიწევთ და თქვენს შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. ინვესტირება შეგიძლიათ …

თერმოინდუსტრია ბათუმშია

 

“თერმოინდუსტრია” ახალგაზრდა, ამბიციური, მუდმივად მზარდი კომპანიაა. იგი 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 1000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს. კომპანიის განსაკუთრებული სიამაყე მისი თანამშრომლები არიან. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი კომპანიის წარმატებისა და მუდმივი განვითარების საწინდარია.

ვინ და როგორ შეაჩერებს ბულინგს სკოლაში

 

საფუძვლიანი კვლევა იმის შესახებ თუ, რამდენად მაღალია ძალადობის მაჩვენებელი, საქართველოს სკოლებში არ ჩატარებულა. თუმცა ფაქტია, რომ ბულინგი, იგივე შარიანობა, მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. დიდ ბრიტანეთში გამოკითხული  5000 მოსწავლიდან  50%-მა აღნიშნა, რომ დაუმცირებია თანატოლი, მათგან 30 პროცენტი კი ამას სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც აკეთებს – აღნიშნულია ბულინგის საწინააღმდეგო საქველმოქმედო ფონდის Ditch The Label-ის 2015 წლის კვლევაში.  

”მე მათ დავახვედრე პროექტების სამი წყება” – ლევან ვარშალომიძე აჭარის მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს

 

  აჭარის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თავის Facebook-გვერდზე სამი წლის წინანდელ ვიდესიუჟეტს აქვეყნებს, რომელშიც ასახულია ის მომენტი, როცა აჭარის მართვა, არჩილ ხაბაძის თავმჯდომარეობით, ახალმა მთავრობამ გადაიბარა. ვიდეოსიუჟეტს თან ახლავს ლევან ვარშალომიძის კრიტიკის ტექსტი:

ველომსვლელობა ბათუმში ჰელოუინის განწყობით [ფოტო+ვიდეო]

 

დღეს 19 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკთან ველოსიპედის მოყვარულთა შეკრება გაიმართა, რომლის შემდგომაც, ქალაქის ქუჩებში ორგანიზებული ველომსვლელობა მოეწყო. ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე ველო მოყვარული თემატურ კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილი.

Critical Mass Batumi ტრადიციულად, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება და მისი მიზანია შეახსენოს ავტომანქანის მფლობელებს, რომ ველოსიპედისტებსაც სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე.

 

რაზე მიუთითებს ცხვირიდან სისხლდენა

 

ცხვირიდან სისხლდენას (ეპიტაქსისს) ხშირად ერთჯერად და უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევენ, თუმცა ოტორინოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ეპიტაქსისი თითქმის ყოველთვის ორგანიზმში რაღაც დარღვევის მანიშნებელია და შესაძლოა რომელიმე კონკრეტული დაავადების სიმპტომიც იყოს. “ეს ყველაფერი არის საყურადღებო, პაციენტი უნდა გასინჯოს ექიმმა და არა მეზობელმა, რადგან ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური პრობლემის გამო აქვს ცხვირიდან სისხლდენა. ამ მიზეზის დასადგენად კი აუცილებელია ვიზიტი ექიმთან”, – ამბობს ნინო კვერნაძე.

სასამართლოს თავმჯდომარე: მოსამართლე ვარ და ვემორჩილები პოლიციელების ბრძანებას

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, 26 წლის ბრალდებულს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა. ბრალდებული საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გირაოს ნახევარს – ორი ათას ლარს შეიტანს. დაკავებულს ბრალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ბრალდებული სასამართლო დარბაზში პოლიციელებმა სისხლიანი მაისურით მიიყვანეს, ბრალდებულს ასევე შეხვეული ჰქონდა ყური, ბინტს სისხლის ლაქები აჩნდა. 

როგორ შეიქმნა ბათუმური ყავის მომზადების ტრადიცია

რეცეპტი მარტივია:
ერთი ჩაის კოვზი ახალდაფქული ყავა;
ერთი ჩაის კოვზი შაქარი;
ერთი ყავის ფინჯანი წყალი;
ჯეზვე;
კარგად ვურევთ და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე;
თავიდან ხშირად ვურევთ კოვზით;
დუღილს რომ დაიწყებს და ქაფს მოიგდებს, ვიღებთ ცეცხლიდან;
ფრთხილად ვასხამთ ფინჯანში.

ნიკო ბერიძე: პატარა ქვეყანაში შოუ-ბიზნესი არ ხარობს


მომღერალ ნიკო ბერიძესთან ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, ხატია ნაცვლიშვილმა მოამზადა. 

”რეფორმა”, როგორც პრობლემის მფარველი

 

უკვე მეოთხე წელია, რაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ვაკვირდები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკმარისი აღმოჩნდა ეს პერიოდი იმისათვის, რათა ვთქვა, რომ დღეს საგანმანათლებლო სივრცე, უნივერსიტეტი, განიხილება სტუდენტებისგან და არსებული რეალობისგან განყენებულად. უკვე მეოთხე წელია ვაკვირდები თუ რა პროცესები წარმოებს უნივერსიტეტში ძალაუფლების მქონე პირების მიერ, ნათლად ვხედავ, ვინ საუბრობს განათლების პრობლემებზე, ვინ იცავს და ვინ ცემს პატივს უნივერსიტეტს, ვხედავ საზოგადოების დამოკიდებულებას იმ სტუდენტებისადმი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ საუნივერსიტეტო პრობლემებზე და ეს დამოკიდებულება სრულიად უარყოფითია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება.


ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა ძველად აშენებული შენობების და ავეჯის ზედაპირიდან მოხვდეს

 

25 – 31 ოქტომბერს, საქართველო ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობს. კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), ტყვიით მოშხამვის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ძველი სახლები, რომელთა კედლები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მომატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება.

Exit mobile version