განახლებული „შუქურა“ საწვრთნელ შეკრებებს იწყებს

 

ქობულეთის საფეხბურთო კლუბის „შუქურას“ ფეხბურთელები ორკვირიან საწვრთნო შეკრებებისთვის ქობულეთში,  ცენტრალურ სტადიონთან ახლოს მდებარე სასტუმროში დაბინავდებიან. სასტუმროში დაბინავებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე „შუქურამ” ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრებმა კრივში პირველობა მოიპოვა

 

 

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი აიღო და ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა

 

74 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ფეხბურთელი ვალერიან ჩხარტიშვილი გარდაიცვალა. 

ჩქაროსნული მანევრი რეგიონებს შორის

 

 

ჩოხატაურის ცენტრში შეჯიბრება ჩატარდა „წყვილთა რბოლა ჩქაროსნულ მანევრში რეგიონებს შორის“. რბოლაში ბათუმიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან, ფოთიდან, ლანჩხუთიდან, სამტრედიიდან, ჩოხატაურიდან,  თბილისიდან 15 მრბოლელი მონაწილეობდა.

„ბათუმის“ ხელმძღვანელებს სტაბილურად ძლიერი გუნდი სურთ

 

ბათუმის რაგბის კლუბი „ბათუმი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა. ქუთაისის „ბაგრატთან“ გამართულ საფინალო შეხვედრაზე მე-9 ადგილზე გავიდა. 

შეჯიბრება გასულ კვირას ჩატარდა და ანგარიში „ბათუმის“ სასარგებლოდ 69:0 დასრულდა. შედეგი არასახარბიელოა კლუბის ხელმძღვანელებისთვის. „ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძოდით“ – ამბობს „ბათუმის“ დირექტორი რუსლან რუსიძე. „ბათუმელები“ დასრულებული სეზონის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კლუბის დირექტორს რუსლან რუსიძეს, დირექტორის მოადგილეს მამუკა ფარტენაძესა და კლუბის იურისტს აკაკი ნემსაძეს ესაუბრა.

ვინ იასპარეზებს ევროპის ოლიმპიადაზე

 

აჭარაში ჩოგბურთს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პირველი თამაში 1908 წელს მანგანუმის მრეწველთა მიერ მოწყობილ კორტებზე ჩატარებულა. დღესდღეობით კი ბათუმში ჩოგბურთის სამი კორტი და 16 მოედანია, აქედან 14 ღია, ხოლო ორი – დახურული. კორტებზე 210-ზე მეტი აღსაზრდელი ვარჯიშობს. მათ შორის აჭარის ნაკრების წევრები.

მძლეოსნები ჩემპიონატის წინ

 

მარიამ გამგონეიშვილი და დავით თითმერია მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მარიამმა აჭარის ჩემპიონობა 100 მეტრზე, ხოლო დავითმა 200 მეტრზე გარბენში მოიპოვა. მარიამი ჩვიდმეტი წლისაა, დავითი – თხუთმეტის. მათ პირადი მწვრთნელები გაკვეთილების შემდეგ ავარჯიშებენ. მარიამს – კახა ვაჩეიშვილი, ხოლო დავითს – ზაურ ქავზინაძე წვრთნის. მწვრთნელები ამბობენ, რომ ქვაზე დიდხანს სირბილი ორგანიზმს აზიანებს, თუმცა სპორტსმენებისთვის სხვა საშუალება დღეს არ არსებობს. მარიამი და დავითი ბულვარში, ან 6 მაისის პარკში ქვაფენილიან ბილიკებზე დარბიან.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="478" >

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ უმაღლესი ლიგა მეცხრე ადგილით შეინარჩუნა

 

 

ანგარიში 69:0 ქულით დასრულდა შეხვედრა რაგბში ბათუმის „ბათუმსა“ და ქუთაისის „ბაგრატს“ შორის. შეხვედრა 18 მაისს, ბათუმში ანგისის მოედანზე გაიმართა და მასპინძელმა გუნდმა  69 ქულით სტუმარს სძლია. თამაშის დროს „ბათუმის“ მოთამაშე დაზიანდა. სერგო მოქიამ მარჯვენა მუხლის ტრამვა მიიღო.

რალი კროსი ბათუმში

 

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რალი კროსში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 13 პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელები მონაწილეობდა.  

დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კრივში

 

 

დღეს ხელვაჩაურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში კრივში შაქრო ხუდოიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.  შეჯიბრება შვიდ მაისს დაიწყო და მასში 2000 და 2001 წელს დაბადებული 92 მოკრივე 18 წონით კატეგორიაში პირველობისთვის იბრძოდა.

უბნებს შორის შეჯიბრება მინი ფეხბურთში

 

დღეს, ხუთ მაისს მინი ფეხბურთში უბნებს შორის შეჯიბრება გაიმართება. შეჯიბრში სულ 13 უბანი მიიღებს მონაწილეობას. 

აჭარის მკლავჭიდის ნაკრებმა სამი საპრიზო ადგილი მოიპოვა

 

მკლავჭიდში, ქუთასის ღია ჩემპიონატიდან აჭარის მკლავჭიდის ნაკრების წევრებმა სამი საპრიზო ადგილი ჩამოიტანეს. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი გოჩა შავაძე ამბობს შეჯიბრება 21 წლამდელთა შორის გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასამდე მკლავჭიდელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო 10 მკლავჭიდელი აჭარის მკლავჭიდის ნაკრები გუნდიდან.

“ჭადრაკში რისკი მიყვარს”

 

„მოჭადრაკეს ერთი შეცდომაც ღუპავს“  –  ამბობს საქართველოს ჩემპიონი ვაჟებს შორის ჭადრაკში გაიოზ ნიგალიძე. მან ეს ტიტული 2014 წლის თებერვალში მოიპოვა. გაიოზს მიღებული აქვს საერთაშორისო დიდოსტატის წოდებაც. 25 წლის ჩემპიონი 1989 წლის 24 აპრილს დაიბადა. სწავლობდა ბათუმის #14 (ამჟამინდელ #26) სკოლაში, დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. ცხოვრობს ბათუმში და სარეიტინგო ქულის ამაღლების მიზნით საქართველოს  ნაკრებთან ერთად  სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობს. მოჭადრაკე პარალელურად ფრენბურთსაც თამაშობს, სამი წელია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და აჭარის ფრენბურთის ნაკრების წევრია. გასულ კვირას გაიოზი თბილისში იმყოფებოდა საქართველოს ფრენბურთის ჩემპიონატზე, სადაც აჭარის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. 

რას ითხოვს კრივის კლუბი

 

სპორტში მოღვაწე სპეციალისტები ამბობენ, სპორტში ინვესტორების მოძიება რთულია.როგორც ბათუმში არსებული კრივის კლუბ „FIGHT CENTER“-ის ხელმძღვანელები ამბობენ, მოიძიეს ინვესტორები, მაგრამ იმის გამო, რომ კლუბი მუნიციპალური არ არის, ინვესტორები თავს იკავებენ მათ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ. ამ საკითხზე „ბათუმელებს“ აჭარის კრივის ფედერაციის ნაკრები გუნდის მწვრთნელი გოჩა აბაშიძე და ნაკრები გუნდის პრომოუთერი გივი კერესელიძეესაუბრნენ.

„პატრონი რომ გვყოლოდა“

 

გასულ კვირას თბილისში კავკასიის ქვეყნების პირველობა გაიმართა კიკბოქსინგში. პირველობაზე ბათუმიდან სამი სპორტსმენი და ორი მწვრთნელი მონაწილეობდა. ორმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა, ერთმა – ბრინჯაო. მწვრთნელებიცა და სპორტსმენებიც შეჯიბრზე პირადი დანაზოგით წავიდნენ – მათ ფედერაციას, სხვებისგან განსხვავებით, სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს.

აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში ხვალ დასრულდება

 

დღეს მძლეოსნობაში 100 და 400 მეტრ სირბილში აჭარის ჩემპიონები გამოვლინდნენ. შეჯიბრება ბათუმის ზღვისპირა პარკში, ყოფილი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

ბევრი მსურველი და ერთი ნაკრები კალათბურთში

 

ბათუმის სასპორტო სკოლაში 13-წლამდელ კალათბურთელთა შორის შიდასასკოლო შეჯიბრება შვიდ გუნდს შორის მიმდინარეობს, მათ შორის ერთი გოგონების ჯგუფია.  27 აპრილს გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება. ბათუმში კალათბურთის სექციაში მხოლოდ 13-წლამდელთა ასაკობრივი  ნაკრები და სხვადასხვა ასაკის მოსამზადებელი ჯგუფებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმში, გარდა სუპერ ლიგაში მოთამაშე პროფესიონალ კალათბურთელთა კლუბისა, მხოლოდ ერთი ნაკრებია.

სპორტის განყოფილების უფროსი 67 კონკურსანტიდან გამოვლინდება

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში, სპორტის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ტესტირებაში სულ 67 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის სპორტის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ქათამაძე.

ველოსპორტსმენები ქობულეთში ვარჯიშობენ

 

1-10 აპრილს ქობულეთში სასწავლო-საწვრთნო შეკრება მიმდინარეობს სამთო-საგზატკეცილო ველოსპორტში,  რომელშიც აჭარის ნაკრების წევრები ღებულობენ მონაწილეობას. 

აჭარის პირველობა ფეხბურთში

 

აჭარის პირველობა ფეხბურთში  თამარის დასახლებაში მდებარე საფეხბურთო მოედანზე 3-9 აპრილს ჩატარდება. მასში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, ჩაქვის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

მსაჯების კვალიფიკაცია აჭარაში

 

„შენი შეცდომით გუნდი არ უნდა დაზარალდეს“ –  ეს სპორტული შეჯიბრებების მსაჯების პროფესიონალიზმის მთავარი მახასიათებელია. ამისათვის სპორტული ფედერაციები და სპორტის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ. აჭარაში 32 ფედერაციიდან 8 ფედერაციას არც საერთაშორისო და არც ეროვნული კატეგორიის მსაჯი არ ჰყავს. 

16 უფასო კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის

 

 

ბათუმის უბნებში 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 16 უფასო კლუბი გაიხსნა. ახალგაზრდული უფასო კლუბები ბათუმის „დინამოს“ პროექტია, რომლის პრეზენტაცია „დინამომ“ დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართა და კლუბებს ბურთები, სავარჯიშო მაისურები და სხვა სპორტული ინვენტარი გადასცა.

ვაკანსია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

 

აჭარის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში სპორტის განყოფილების უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. 

სამინისტროს გუნდმა მინიფეხბურთში ჩემპიონობა მოიპოვა

 

საქართველოს დამსახურებული ექიმის, გივი (ჯონდო) ცივაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი მინიფეხბურთში – სამედიცინო დაწესებულებებს შორის, 17 მარტს დაიწყო.

ტანვარჯიშის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

 

„თომა, ნუ გეშინია, არ ჩავარდები! გიო, ყურადღებით, იგივე შეცდომა!“  – ასე არიგებს ვარჯიშის დროს გურამ ოსანაძე ბავშვებს. ის  21 წელია ტანვარჯიშის მწვრთნელია. გურამ ოსანაძე აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის წევრებმა 26 თებერვალს  აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭისყრით აირჩიეს. ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და ტანვარჯიშში არსებულ პრობლემებზე ფედერაციის პრეზიდენტი  „ბათუმელებს“ ესაუბრა.

მკლავჭიდელი ჩემპიონები

 

„როცა ექვსი წლის წინ მკლავჭიდს ჯგუფს ვაყალიბებდი, უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტი ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ და დასცინოდნენ ჩემს ბავშვებს, გოგო ტრენერი გყავთო. ვუთხარი, რომელიმე შემოსულიყო დარბაზში. ერთმა მითხრა, შენ თუ ხელი გადამაწევინე, დღეიდან ვარჯიშს ვიწყებო. მაშინ ხელი გადავაწევინე. ჯერ გაუკვირდათ, მერე თქვეს, მოდი დავიწყებ ერთი კვირით ვარჯიშსო. მერე ვეუბნებოდი, იმ დონეზე ივარჯიშეთ, რომ მე მომიგოთ და მერე შეგიძლიათ წახვიდეთ-მეთქი. ერთ ვარჯიშს მეორე მოყვა, მერე თვითონ დაინტერესდნენ და დღეს ისინი სპორტსმენები არიან“ –  იხსენებს 24 წლის მკლავჭიდელი დარინა ცეცხლაძე. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის მეექვსე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 9-10 მარტს თბილისში ჩატარებულ საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა მოიპოვა და ოქროს მედალი აიღო. 

აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

 

16 მარტს ქ. ბათუმის  სასპორტო სკოლაში   ჩატარდა აჭარის პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და  ბათუმის 1998- 1999 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა.

  

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ პრობლემების წინაშე

 

 

ბათუმის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. კლუბს წინ ხუთი თამაში აქვს, მათგან ორი შეხვედრა „ბათუმმა“ აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეს. კლუბის მწვრთნელი, ლევან მგელაძე, სარაგბო კლუბის პრობლემების ჩამოთვლისას საუბრობს კლუბის ხელმძღვანელობაში არსებულ უთანხმოებაზეც, რაც გავლენას ახდენს  შედეგებზე.  

„ბათუმმა“ რაგბში „არმაზი“ დაამარცხა – ბრძოლა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად

 

 

დღეს  „ბათუმმა“ თბილისის სარაგბო კლუბ „არმაზთან“ შეხვედრა გამართა. შეჯიბრება 26:12 „ბათუმის“ სასარგებლოდ დასრულდა. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო „ბათუმისთვის“, რადგან ამ გამარჯვებით გუნდმა უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პირველი ბრძოლა გადალახა.  

რას და როგორ გეგმავს ბათუმის “დინამო’”

 

როგორ აპირებს ,,დინამო’’ სამომავლოდ ახალი ფეხბურთელების აღზრდას, ამის შესახებ “ბათუმელები” კლუბ , “დინამო ბათუმის’” დირექტორს, ოთარ ფედიჩკინს ესაუბრა. წელს “დინამოსთვის” სტადიონის მშენებლობაც იგეგმება. სტადიონის მშენებლობის ინიციატივით წინა მთავრობაც არაერთხელ გამოვიდა, თუმცა სტადიონის უქონლობის გამო “დინამო” დღემდე მხოლოდ გასვლით შეხვედრებს მართავს.

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში

 

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში დაბა ჩაქვში 1–2 მარტს ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს: აჭარის ყველა უძლიერესი ძალოსანი.

რა უშლის ხელს ახალგაზრდა მოჭადრაკეების უკეთ წვრთას

 

7 წლამდე, 12 წლამდე და 16 წლამდე ჯგუფებიდან თითო გამარჯვებული გოგო-ბიჭი – სულ ექვსი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩემპიონატი მაის-ივნისში მარნეულში გაიმართება. მანამდე მათ არ ექნებათ ერთიანი საწვრთნელი შეკრება – მწვრთნელებთან ინდივიდუალურად მოემზადებიან. 1-9 თებერვალს ჭადრაკში 16 წლამდე გოგონებისა და ჭაბუკების აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან 100 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საქართველოს ჩემპიონატზე ამ ტურნირის გამარჯვებულები მიემგზავრებიან. 

ქობულეთში სპორტკომპლექსი შენდება

 

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქობულეთში სასპორტო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც, გამგეობის განცხადებით, ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციასა და ახლაგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 2 647 922 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სამუშაობს კომპანია „გზა XXI“ აწარმოებს. 

აჭარის ექვსი ჩემპიონი ჭადრაკში

 

 

ბათუმში დასრულდა 16 წლამდე გოგონებისა და ბიჭების აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში. სულ 18 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა. აქედან ექვსი, სამი გოგონა და სამი ბიჭი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში აჭარის ჩემპიონები გახდნენ. 

ვინ მიიღებს შავ ქამარს

 

 

ბონის კულტურის სახლში კარატეს ერთ-ერთი სახეობას კიოკუშინკაის ორდღიანი სემინარი გაიმართა.  მასში აჭარის მასშტაბით ასამდე სხვა და სხვა ასაკის სპორტსმენი მონაწილეობდა. 

Exit mobile version