74 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ფეხბურთელი ვალერიან ჩხარტიშვილი გარდაიცვალა.
ვალერიან ჩხარტიშვილი 10 წელი (1974-1975; 1981-1988; 1994-1996 და 2003-2004 წლებში) ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.
საფეხბურთო კარიერა ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. 1970 წელს საკავშირო პირველობებში, 11 გატანილი გოლით წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ფეხბურთელის მეგობრის ვალერი მაჩხელიანის თქმით, ვალერიან ჩხარტიშვილი ბოლო წლებში ქობულეთის „შუქურაში“ მთავარი მწვრთენლის ასისტენტად მუშაობდა.
ვალერიან ჩხარტიშვილი, გუშინ 9 ივნისს გარდაიცვალა.