ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა. მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, …

ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“

მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – …

„დინამო ბათუმის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება

„დინამო ბათუმს“ გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებსა და მედიას დღეს, 18 ოქტომბერს წარუდგინა. ჭიაბრიშვილს აქამდეც არაერთ ქართულ კლუბში უმუშავია და ეროვნულ დონეზე ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მიღწევებით. ის სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად: 2012 წელს ზესტაფონის „ზესტაფონი“ გახადა ჩემპიონი, 2018 წელს თბილისის „იბერია“ (მაშინდელი საბურთალო), ხოლო 2022 წელს თბილისის დინამო. …

U21 – საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მოლდოვას ბათუმში დაუპირისპირდება

5 სექტემბერს საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ბათუმში ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრა ბათუმის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. ამ ჯგუფში სულ 6 გუნდი გამოდის: საქართველოს, ნიდერლანდების, შვედეთის, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მალტას ნაკრებები. საქართველოს გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს (4 მოგება და …

ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან – ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება

ჩეხეთში, პრაღაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ბათუმელი მოჭადრაკე, მარიამ კალანდაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ასევე ბათუმელმა, კესარია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორივე მოჭადრაკე  14 წლამდე კატეგორიაში ასპარეზობდა. „14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონატზე ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მარიამ კალანდაძემ არც თუ ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, 6 პარტია მოიგო ზედიზედ და ბოლო ტურში ჩემპიონთან დაფიქსირებული …

ვლადიმერ მამუჩაშვილმა „დინამო ბათუმი“ დატოვა

„დინამო ბათუმი“ ოფიციალურად დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მოლდოვაში გადავიდა და ტირასპოლის „შერიფში“ ითამაშებს. მამუჩაშვილმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.  ტრანსფერი „შერიფმაც“ დაადასტურა. ვლადიმერ მამუჩაშვილი „დინამო ბათუმში“ 2018 წელს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოდან“( ახლა „იბერია“) გადმოვიდა. იგი „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში გახდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ჩაატარა 222 …

მინდა ჩემი გამარჯვება შინდისის გმირებს მივუძღვნა – გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე გამარჯვება შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიუძღვა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ, 10 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან. „მინდა ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, ჩემს შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, გუნდს, მწვრთნელებს, ფედერაციას, ოჯახს და თქვა, რომ „იმედია, არ გაეღვიძება“. დღეს, 11 აგვისტოს, 16 წელი შესრულდა შინდისის …

ბორჯღალოსნები ავსტრალიის ნაკრებს სიდნეიში დაუპირისპირდებიან

20 ივლისს, ბორჯღალოსნები 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. „ალიანს სთედიუმზე“ შეხვედრა თბილისის დროით, დილის 09:45 საათზე დაიწყება. „ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, კარგი სამწვრთნელო შტაბით. ჯო შმიდტის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრიბა. ჩვენ მათთან არასდროს გვითამაშია მსოფლიო თასს მიღმა, არასდროს გვითამაშია ავსტრალიაში მათ წინააღმდეგ და არასდროს დაგვიმარცხებია ისინი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საუკეთესოდ …

„დინამო ბათუმი“ დღეს რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს

დღეს, 17 ივლისს, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს. მატჩი ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა და ის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 3:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გამოვლინდება. შესაბამისად, ბათუმის დინამოს მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება თამაშის პენალტების …

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საქართველოს წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ. კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში …

ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ – მწვრთნელის კომენტარი „დინამო ბათუმის“ დამარცხების შემდეგ

10 ივლისს „დინამო ბათუმი“ დამარცხდა „ლუდოგორეცთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ მატჩზე ანგარიშით – 3:1. თამაში ბულგარეთში გაიმართა. შეხვედრაში „დინამოელების“ მხრიდან ერთადერთი გოლი ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ „დინამო ბათუმმა“ ფეისბუქზე გუნდის მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს კომენტარი გაავრცელა. დემჩენკო აღნიშნავს, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი „ლუდოგორეცის“ უპირატესობით წარიმართა: „ჩვენი ბიჭების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ცოტას …

„დინამო ბათუმი“ დღეს „ლუდოგორეცს“ შეხვდება

დღეს, 10 ივლისს, ბულგარეთში, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს. ______________ ფოტო: dinamo Batumi/facebook ამავე თემაზე:  …

საქართველოს რაგბის ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია დაამარცხა

საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები  28-17 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა პირველი თამაში მოიგეს ჯგუფში: ჯამში 4 ლელო დაუდეს იტალიელებს – 3 ლელო თამაშიდან თავისი გარდასახვებით და ერთიც საჯარიმო ლელო . ლელოები ქართველთაგან გაიტანეს მიხეილ ხახუბიამ, გიორგი ხაინდრავამ და მიხეილ ყაჩლავაშვილმა. მანამდე ჩვენმა ნაკრებმა წააგო ავსტრალიის და ირლანდიის ნაკრებებთან. მიმდინარე მდგომარეობით საქართველოს …

„დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება

10 ივლისს, ბულგარეთში, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს. „დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები, როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში ცნობილია. „ლუდოგორეცის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „დინამო …

UEFA-მ თურქი ფეხბურთელი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ჟესტის გამო

უეფამ ორი მატჩის გამოტოვებით დასაჯა თურქი ფეხბურთელი მერიჰ დემირალი ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალში გოლის აღნიშვნის დროს გამოყენებული ულტრანაციონალისტური  ჟესტისთვის. დისკვალიფიკაციის გამო, დემირალი შაბათს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ და ნახევარფინალშიც, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ნაკრები მოახერხებს ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებას. ამ ფაქტის გათვალისწინებით, AP წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააუქმა …

უეფა იძიებს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ულტრანაციონალისტურ ჟესტს გოლის გატანის შემდეგ

„ბიბისის“ ცნობით, უეფამ გამოძიება დაიწყო თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის საქციელზე, რომელმაც ავსტრიასთან მერვედფინალური მატჩის დროს ულტრანაციონალისტური ჟესტი გამოიყენა. კერძოდ, ფეხბურთელმა მეორე გოლი აღნიშნა ე.წ. „მგლის მისალმებით“, ჟესტით, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – „რუხი მგლები“. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ „ნაციონალური მოძრაობის პარტიასთან“. დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და …

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის შესარჩევის სერიის საგზური მოიპოვა

საქართველოს 7-კაცამ გერმანიაში, ჰამბურგში მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე დასკვნითი ეტაპის პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და თასის 1/4-ფინალში ნაადრევად გავიდა. პირველ მატჩში საქართველო ესპანეთს შეხვდა, ორის პასუხად სამი ლელო გაუტანა და მეტოქე ანგარით – 17:12 დაამარცხა. ორი ლელო ლევან ნარიმანიძის ანგარიშზეა, ერთი კი – საბა არჩვაძის. მეორე მატჩში საქართველომ ლიეტუვა …

მირანდა კაპანაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში

ქართველმა მოჭიდავემ, მირანდა კაპანაძემ სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა ევროპის კონტინენტის პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი. ინფორმაციას ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. „მირანდამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ …

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იჭიდავებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის – მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკავებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. ლაშა გობაძის გარდა, ოლიმპიადაზე იჭიდავებენ რამაზ ზოიძე …

საქართველოს 7 -კაცა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ჰამბურგში ითამაშებს

საქართველოს 7-კაცა გერმანიაში, ჰამბურგში, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს 28-30 ივნისს. პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ჩელენჯერზე ევროპიდან სამი გუნდი გადის და ამ მომენტისთვის პირველი ადგილზე გერმანიაა 16 ქულით, საქართველო მეორე პოზიციაზეა 14 ქულით, მას 2 …

ბათუმში ხვალ აფროსნობის ტურნირი იწყება

21-23 ივნისს ბათუმში აფროსნობის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია, 21 ივნისს, 12 საათზე გაიმართება ე.წ. „მელკიმორიაზე“, ბაქოს ქუჩის 33-ში.  ტურნირის ორგანიზატორია აჭარის აფროსანთა ფედერაცია, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა. პრესრელიზის თანახმად, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აფროსნობის სკოლაში, მოზარდებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას და მიიღონ …

თურქეთის ნაკრებს გერმანიაში დიასპორის დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს – მედია

თურქეთი „ევრო 2024-ზე“ თურქულ-გერმანული საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას ელის – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“. გამოცემა მიუთითებს, რომ გერმანიაში ბევრი თურქი ცხოვრობს ჯერ კიდევ ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან. თურქეთის ნაკრები F ჯგუფის პირველ ორ მატჩს დორტმუნდში საქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, რასაც მოჰყვება მატჩი ჰამბურგში, ჩეხეთის წინააღმდეგ. „ჰურიეთი“ წერს, რომ ორივე ქალაქში მრავალრიცხოვანი თურქული დიასპორაა, რაც ადგილობრივ …

გიორგი მიქაუტაძემ „მონაკო“ აირჩია – L’ÉQUIPE

ფრანგული სპორტული გამოცემა L’ÉQUIPE წერს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ „მონაკოში“ თამაში სურს. L’ÉQUIPE -ის ცნობით, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა და კონტრაქტსაც მალე მოეწერება ხელი. როგორც არაერთგზის გავრცელდა მედიაში, მონაკოს გარდა მიქაუტაძის ტრანსფერს ასევე განიხილავდნენ ფრანგული კლუბები: „ლიონი“, „რენი“, „ლანსი“ და „მარსელი“, თუმცა მიქაუტაძემ, როგორც ჩანს, „მონაკოს“ მიანიჭა უპირატესობა. როგორც …

უკრაინელი მოკრივე მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში

უკრაინელი მოკრივე, ოლექსანდრ უსიკი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. 18 მაისს უსიკმა დაამარცხა ცნობილი ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური. ბრძოლა 12 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამარჯვების შემდეგ უკრაინელმა მოკრივემ გარდაცვლილ მამას მიმართა: „მამა, გესმის? ჩვენ ეს შევძელით!“ თავის მხრივ ფიურიმ განაცხადა, რომ ბრძოლა მან მოიგო, მსაჯების გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი და უსიკთან განმეორებითი მატჩი დააანონსა. უკრაინელმა …

16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები სან-მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო …

ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

ისტორიაში პირველად ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში წარმატებით იასპარეზა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით. ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვის, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას შემადგენლობით. ტურნირზე ფინალური ბრძოლა …

„მე ვარ საქართველო” – როგორ შეიქმნა ნაკრების ახალი ჰიმნი

საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნი 26 მარტს, ისტორიული მატჩის დღესაც ისმოდა სტადიონზე და ნაკრების თამაშის ამსახველ ვიდეოფრაგმენტებსაც სხვადასხვა პლატფორმაზე სწორედ ამ ჰიმნით შეხვდებით. მერაბ სეფაშვილის „გაიღიმეს“ თუ ქომაგები ხმამაღლა მღეროდნენ, „მე ვარ საქართველო“ ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩზე ძარღვებში სისხლის დინებასავით იყო – ვერ გრძნობდი როგორ მოძრაობდა, მაგრამ მისი მოტივი ძალას მატებდა და აცოცხლებდა ყველაფერს. თავისთვის გუგუნებდა, ყურს …

ბათუმელი მოკრივე სტუდენტი საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ბათუმელი სტუდენტი ლანა ბოლქვაძე საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ლანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია. იგი საქართველოს ორგზის ჩემპიონია კრივში. საქართველოს კრივის ფედერაციის ცნობით, საბერძნეთში გამართულ ტურნირზე წარმატება მოიპოვეს სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც. 48 კგ. წონით კატეგორიაში რაჰიბა ისმაილოვა საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენი მოკრივე …

ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი გახდა

ქართველი შერეული ორთაბრძოლების [MMA], მებრძოლი ილია თოფურია UFC-ას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. დღეს, თბილისის დროით 18 თებერვალს, მან მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი. ილია თოფურიამ MMA-ში 15 ბრძოლა ჩაატარა დღევანდელის ჩათვლით და ყველა მოიგო. UFC-ში დღეს გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი …

„დინამო ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

დღეს, 24 ნოემბერს, „დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „თელავს“ მოუგო ანგარიშით – 3-0. გუნდმა ამ გამარჯვებით 73 ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მთავარი კონკურენტი, „დინამო თბილისი“ ვეღარ დაეწევა. შესაბამისად, „დინამო ბათუმი“ 2023 წლის საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების ჩემპიონი გახდა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე. დღეს, თბილისის „დინამომ“ ფრედ, ანგარიშით – 2-2 დაასრულა …

ქობულეთში უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონს ააშენებენ VIP შესასვლელითა და პარკინგით

ქობულეთში არსებული საფეხბურთო სტადიონის ადგილზე ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოწყობა იგეგმება. სტადიონის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] კონკურსს გამოაცხადებს. მანამდე კი, კომპანია, სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონზე ნებადართულია ჩატარდეს: „საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა …

გოდერძსა და გომარდულში ახალი საბაგირო გზების და სასრიალო ტრასების მოწყობაა დაგეგმილი

კურორტ გოდერძიზე და გომარდულში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების მოწყობას გეგმავს. ამასთან, გოდერძიზე დაგეგმილია არსებული და ახალი საბაგირო გზების ერთმანეთთან „წრიულად“ დაკავშირება: ზანკები-ჭანჭახი-[გოდერძის უღელტეხილი / მეტეო – ახალი გზა]-ზანკები. სპორტულ-ტურისტული სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების სადგურების შერწყმის, ასევე ახალი საბაგირო გზების დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

სექსუალური შევიწროების გამო ქალ ფეხბურთელებს 36 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლო

დღეს, 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვესა“ და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის  მიმართ. ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ქალ ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი და მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში …

გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „დინამო ბათუმში“ ითამაშებს. „დინამო ბათუმი“ ამ ზაფხულს კონფერენსლიგაში ითამაშებს. კერძოდ, გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდება, 13 ივლისს – სტუმრად, 20 ივლისს კი – შინ. წარმატების შემთხვევაში „დინამოს“ მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ეტაპზე თურქული „ბეშიქთაში“ იქნება. გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში, კიევის „დინამოში“ …

„ამ გამარჯვებას გარდაცვლილ მწვრთნელს ვუძღვნი“ – ბათუმელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა

21 წლის სპორტსმენი, დიეგო ჩხიკვაძე, ევროპის ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან 2023 წლის 15 მარტს რუმინეთში, ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის დაიკავა პირველი ადგილი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დიეგო ამბობს, რომ წარმატებას მის პირველ მწვრთნელს, ლევან შავაძეს უძღვნის, რომელიც ყველაზე დიდ მხარდაჭერას უცხადებდა და კვარცხლბეკზეც ის მაისური ჩაიცვა, რომელზეც მწვრთნელის ფოტო წინასწარ …

„თქვენ შეჰქმენით ისტორია“ – აშშ-ის საელჩო კალათბურთის ნაკრებს ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოში საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ისტორიულ წარმატებას ულოცავს. „ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ამერიკის საელჩო ამაყობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდა კალათბურთელთა მხარდაჭერის საქმეში. თქვენ შეჰქმენით ისტორია!“ – წერს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. საქართველოს …

Exit mobile version