სპორტი

ჩქაროსნული მანევრი რეგიონებს შორის

03.06.2014
ჩქაროსნული მანევრი რეგიონებს შორის

ბათუმიდან – ლევან ვაჩეიშვილი

ქუთაისიდან – ლევან შავგულიძე

სენაკიდან – ზაზა ფოფხაძე

ფოთიდან – გიორგი ჩხადაია

ლანჩხუთიდან – ავთო გოგოლაძე

სამტრედიიდან – გიორგი აბრამია

ჩოხატაურიდან – კოკა მდინარაძე, გიორგი ცინცაძე, დიტო ჩხიკვაძე.

თბილისიდან მრბოლელთა გუნდი „ლადა“ ჯგუფის წევრები გიორგი მიქაუტაძე, დავით ვართანოვი, ნუკრი ჯანგველაძე, სოსო ბზუკაშვილი, გიორგი ბერუაშვილი და ბონდო ჭიჭინიძე.

პირველი ადგილი აჭარის სახელით მოასპარეზე მრბოლელების გუნდის „ლადა“-ს წევრმა, ნუკრი ჯანგველაძემ მოიპოვა ავტომობილით „ვაზ 2107“.

მეორე ადგილზე ქუთაისიდან ლევან შავგულიძე გავიდა BMW-თი; მესამე საპრიზო ადგილი, ასევე BMW-თი მოასპარეზე დიტო ჩხიკვაძეს ერგო ჩოხატაურიდან.

საპრიზო ადგილზე გასულებს საჩუქრად 150 ლიტრი საწვავი, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

შეჯიბრება ჩოხატაურის გამგეობის ხელშეწყობითა და სპორტსმენების სპონსორების –  გიორგი ქებურიასა და ლევან ბასილაიას მხარდაჭერით ჩატარდა.

პროფესიონალ ავტომრბოლელებს შორის თვის ბოლოს დაგეგმილია საქართველოს ჩემპიონატი რალში 258-კილომეტრიან დისტანციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდება. აჭარის სახელით რალში იური ლომთათიძე და ნუკრი ჯანგველაძე იასპარეზებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.