სპორტი

საქართველოს ნაკრებმა კრივში პირველობა მოიპოვა

11.06.2014 • 1179
საქართველოს ნაკრებმა კრივში პირველობა მოიპოვა

 

 

 

 

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა აჭარის მოკრივეთა ნაკრების წევრმა გელა აბაშიძემ მოიპოვა.

მეორე ოქროს მედალი 91 კილოგრამ წონაში ლევან გულედანმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდნენ ოთარ ერანოსიანი (60 კგ) და გოჩა ბედურაშვილი (75 კგ). ვერცხლის მედალის მფლობელი ნიკოლოზ სეხნიაშვილი გახდა.

A კატეგორიის ტურნირი ქალაქ უსტი ნად ლაბემში გაიმართა. მასში 15 ევროპისა და ორი აზიის ქვეყნა მონაწილეობდა.  საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში ექვსი მოკრივე ასპარეზობდა. ტურნირი 4 ივნისს დაიწყო 10 ივნისს დასრულდა. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი