სპორტული ფორმები და ფულადი ჯილდოები სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის

 

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2014 წლისთვის სპორტულ ფორმებს შეიძენს აჭარის ნაკრები გუნდების წევრების, პირველობების გამარჯვებულების, პრიზიორების და მათი მთავარი მწვრთნელებისთვის. 

ფინანსური მხარდაჭერა ვეტერან სპორტსმენებს

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა  სოციალური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის 72 300 ლარი ლარი დაიხარჯება. თანხა გადანაწილდება  საპენსიო ასაკის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, სპორტის დამსახურებულ მუშაკთა და მწვრთნელთა ფინანსური მხარდაჭერისთვის.

საქართველოში – მეექვსე, 51-ე მსოფლიოში

„თავიდან გაინტერესებს, მერე გიტაცებს, შემდეგ უკვე  შენს სამსახურად იქცევა. საერთო  ჯამში, აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება. ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს ხელოვნებაა, პარტიის თამაშისას აკეთებ გათვლებს, აჩვენებ შენს შემოქმედებას.’’ _ 26 წლის ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ნინო „ბათუმელების’’ მკითხველს საკუთარ პროფესიად ქცეულ ჰობზე მოუთხრობს.

<!** Image 1 align="left" width="600" height="600" >

აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

 

დღეს ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, სტარტს აიღებს აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც 9 თებერვალამდე გაგრძელდება. შეჯიბრება 3 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება: 7 წლამდე, 12 წლამდე , 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

ბათუმის დინამო ჯერ-ჯერჯერობით ეკიპირებისა და ანტალიის გარეშე რჩება

 

საფეხბურთო კლუბმა „დინამო ბათუმმა“ შეკრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში უნდა გაიაროს, რისთვისაც  კლუბი მაქსიმუმ 58 ათას 500 ლარს გადაიხდის. თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ვინაიდან კლუბის მფლობელი ბათუმის მერიაა.

აჭარის ჭიდაობის ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს აკრიტიკებს

 

 <!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ, სპორტულ ცენტრ „ბასკოში“ ბრიფინგი გამართა. ფედერაციის წარმომადგენლებმა, მწვრთნელებმა და ვეტერანმა სპოტსმენებმა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენა გააპროტესტეს. დეპარტამენტის სიაში აჭარის ჭიდაობის ფედერაცია ვერ მოხვდა.

ჯაბა მემიშიში ევრაზიის თასის გათამაშების ჩემპიონი

<!** Image 1 align="left" width="300" height="480" > 


ბათუმელი ჯაბა მემიშიში თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში ევრაზიის თასის გათამაშებაზე. შეჯიბრი თბილისში 29-30 ნოემბერს გაიმართა.

ჯაბა მემიშიშს თბილისში გამართულ ჩემპიონატზე ახლდა აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ დანელია. მწვრთნელის თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენმა ყველა მოწინააღმდეგე ღირსეულად დაამარცხა.

შეჯიბრში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ სპორტსმენები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან.

ჯაბა მემიშიში არის საქართველოს ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, კავკასიის ქვეყნების სამგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ევრაზიის თასის გათამაშებაზე კიდევ ერთი ბათუმელი, კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი სანდრო ტუღუში მსაჯის რანგში იყო მიწვეული. 23 წლის სანდრო ტუღუში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია.


<!** Image 2 align="left" width="300" height="720" >

ცხრა წლის გოგონას მესამე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

 

9 წლის ანადეა გულბიანი-შმიტი  საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში, მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ტურნირი სლოვენიაში 13-17 ნოემბერს მიმდინარეობდა. ანადეა გულბიანი-შმიტი რამდენიმე თვეა რაც თბილისიდან საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. იგი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მსოფლიო პირველობისთვის აპირებს ბრძოლას. 

„პირობები რომ იყოს, დავბრუნდებოდი“



<!** Image 2 align="left" alt="ელენა ტიტოვა" sub="ელენა ტიტოვა" width="300" height="1294" >მხატვრულ ტანვარჯიშში აჭარისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპისა და დსთ ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი, მსოფლიო თასის ფინალისტი (V ადგილი), აჭარის წლის საუკეთესო სპორტსმენი (2004 წელს), სპორტის ოსტატიასეთია ბათუმელი ელენა ტიტოვას სპორტული კარიერის შედეგი, რომელმაც აქტიურ სპორტულ კარიერას თავი ნაადრევად დაანება და ამჟამად, მოსკოვის კლუბ დობრინიაში მწვრთნელად მუშაობს. რატომ შეწყდა პერსპექტიული სპორტსმენის კარიერა და რატომ წავიდა რუსეთში, ამის შესახებ ელენა ტიტოვა თავად გვიამბობს

ევროპის ჩემპიონატისთვის ქართველები და თურქები ერთად ემზადებიან

საქართველოს ტაეკვონდისტთა ახალგაზრდული ნაკრები შეკრებას ქობულეთში გადის, მათთან ერთად არიან თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატები. ერთობლივი წვრთნები ათ დღეს გასტანს, 22 სექტემბერს კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ოთხკაციანი შემადგენლობით, პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც ევროპირველობა ტარდება.


<!** Image 3 align="middle" width="500" height="720" >

აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშეები ბათუმში

ბათუმში აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ათდღიანი, ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარეს. ბათუმელებმა გუნდის უფროსს ასიფ ბაირამოვს კომენტარი სთხოვა.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="563" >

ბრეუსის თასის გათამაშება წყალბურთში

 

დღეს, ბათუმში პირველად, დაიწყო ცნობილი წყალბურთელის, პეტრე ბრეუსის სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატი წყალბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ მოლდოვეთის, სომხეთის და საქართველოს ნაკრები.

`დაიმსახურებენ ნაკრებში მოხვედრას?! _ წავლენ ტურნირზე~

<!** Image 1 align="left" alt="აკაკი ცენტერაძე" sub="აკაკი ცენტერაძე" width="300" height="1483" >საქართველოს ტაეკვოდოს ეროვნულ ფედერაციაშიგანხორციელებული ცვლილებების შესახებ „ბათუმელები“ უკვე წერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, აკაკი ცენტერაძის კანდიდატურა რომ განიხილებოდა, ჩვენს მკითხველს ამის შესახებაც ვაუწყეთ. ქართველი ახალგაზრდები ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც სექტემბერში პორტუგალია უმასპინძლებს. „ბათუმელები“ აკაკი ცენტერაძეს ესაუბრა.

მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა


<!** Image 1 align="left" alt="ჯონი ცივაძე" sub="ჯონი ცივაძე" width="300" height="483" >მეხუთე თვეა, რაც აჭარის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა შეიცვალა და მის ხელმძღვანელად წარსულში წარმატებული სპორტსმენი, ველომრბოლელი ჯონი ცივაძე აირჩიეს. ახალი პრეზიდენტი ახალი გეგმებითა და მიზნებით მოვიდა და კომიტეტის მუშაობაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას აპირებს. რას ჰპირდება იგი სპორტსმენებს და რა იქნება მისი პრიორიტეტი? – ამის შესახებ აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა „ბათუმელებთან“ ისაუბრა.

ევროპის ჩემპიონატამდე ერთი შეკრება დარჩა

თბილისიდან დაბრუნდა აჭარის ტაეკვონდისტთა ნაკრები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ტურნირზე. როგორც ადრე ვიუწყებოდით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ელის. თბილისურმა ტურნირმა ის კანდიდატები გამოავლინა, რომლებიც უახლოეს დღეებში ქობულეთში საწვრთნელ შეკრებაზე შეიკრიბებიან, სწორედ იქ გადაწყვეტს ნაკრების ხელმძღვანელობა, თუ ვინ გაემგზავრება ევროპირველობაზე, რომელსაც პორტუგალია უმასპინძლებს. ბათუმელთაგან ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებად გურამ კუტუბიძე, კახა მახარაძე და მარი ბოლქვაძე მოიაზრებიან. შესარჩევ ტურნირზე იასპარეზეს დიდებმაც, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ქობულეთში მოემზადებიან, ვინაიდან მათ ოქტომბერში A კლასის ტურნირი ელით უკრაინაში. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ დიდებიდან შეკრებაზე აკაკი ცენტერაძეს, თეონა ვაშაყმაძეს, სოფია ცეცხლაძესა და გოგია კაკაბაძეს უხმო.

სიახლეები ბათუმის “დინამოში”

ბათუმის “დინამოს” ახალი ფეხბურთელები ჰყავს. გუნდს ექვსი ახალწვეული შეუერთდა. ესენი არიან: გიგა კვერენჩხილაძე („გურიალანჩხუთი), ირაკლი ჩირიკაშვილი („ქსამაქსიშვეიცარია), ბადრი ტეტუნაშვილი („ვიტ ჯორჯია“, თბილისი), გიორგი ალავიძე („გაგრა“), სანდრო ჭიღვარია („მეტალურგი 2“, რუსთავი) და დიმიტრი ადეიშვილი („მეტალურგი 2“, რუსთავი).


<!** Image 1 align="middle" width="300" height="750" >

სტადიონის აშენება გადაწყდა, „დინამოს“ მივხედოთ


<!** Image 1 align="left" alt="ოთარ ფედიჩკინი" sub="ოთარ ფედიჩკინი" width="300" height="1005" >ბათუმის
დინამოს ახალი დირექტორი ჰყავს. გასულ კვირას, ბათუმის საკრებულოში გამართული არჩევნები შემდეგ, ზღვისპირული კლუბის ახალ ხელმძღვანელად მოძრაობა გადავარჩინოთ ბათუმის დინამო თავკაცი ოთარ ფედიჩკინი დაინიშნა. რა გეგმები აქვს ახალ დირექტორს და რას ჰპირდება გულშემატკივრებს?! ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

ევროპის ჩემპიონატი – ახალი მწვრთნელების პირველი გამოცდა

საქართველოს ტაეკვონდისტთა ახალგაზრდული და კადეტთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ქობულეთში გადის. ორივე ასაკობრივ გუნდს უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატზე უწევს ასპარეზობა. კადეტები აგვისტოში, იუნიორები კი სექტემბერში იბრძოლებენ. ამათ გარდა, ეროვნულ ნაკრებს A კლასის საერთაშორისო ტურნირი უწევს ოქტომბერში. ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აჭარის ნაკრების მწვრთნელის, აკაკი ცენტერაძის კანდიდატურა განიხილება. ბათუმელები სპორტსმენებს ქობულეთში სტუმრობდა და ინტერვიუ საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების კურატორთან, დავით ბაბუაძესთან ჩაწერა.


<!** Image 1 align="middle" alt="მარცხნიდან: ნოდარ გოლეთიანი, დავით ბაბუაძე, რომეო გურეშიძე, აკაკი ცენტერაძე" sub="მარცხნიდან: ნოდარ გოლეთიანი, დავით ბაბუაძე, რომეო გურეშიძე, აკაკი ცენტერაძე" width="600" height="581" >

„ბათუმი“ საჩემპიონო სეზონისთვის ემზადება

გასული წლის ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატში ბათუმის ბათუმი უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადარჩა. ბოლო ტურებში ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდმა მაქსიმუმი გაიღო და პირველობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ახალ სეზონს ზღვისპირელი მორაგბეები სიახლეებითა და ახალი მიზნებით ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი თორმეტმა მორაგბემ დატოვა, ფაქტობრივად ბირთვი წავიდა, ახალი მწვრთნელი ლევან მგელაძე იმედოვნებს, რომ არა მარტო პლეიოფში გაიყვანს გუნდს, არამედ ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს. აქვე გეტყვით, რომ შეიცვალა კლუბის ხელმძღვანელობა. ბათუმის დირექტორი თამაზ ფხაკაძე ლევან მგელაძის ასისტენტი იქნება, კლუბის ახალი თავკაცის პოსტზე კი ყოფილი მძლეოსანი რუსლან რუსიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ბათუმის ფიზმომზადების მწვრთნელი იყო.


<!** Image 1 align="" alt="იოან შამულო და ლევან მგელაძე" sub="იოან შამულო და ლევან მგელაძე" width="600" height="3000" >

„მწვანე კორპუსის“ ნათლობა შედგა

ბათუმში გასამხედროებული პატრიოტული ბანაკი მწვანე კორპუსი დაარსდა, რომლის შექმნის ინიციატორი ჩემი კოლეგა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გიორგი წეროძეა. ბანაკის ძირითადი დატვირთვა სპორტულ ხასიათს ატარებს, თუმცა, ამასთანავე, ზოგადი სამოქალაქო თავდაცვაც ისწავლება.

დანარჩენის შესახებ ბათუმელებს გიორგი წეროძე მოუთხრობს.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="717" >

კარატეს საერთაშორისო ტურნირი ბათუმში

გასულ კვირას ბათუმმა კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორდღიან შეჯიბრზე ტატამზე ქართველებთან ერთად უკრაინის, რუსეთის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები იბრძოდნენ, საერთო ჯამში მათმა რაოდენობამ 500-ს მიაღწია. შეჯიბრებაში სხვადასხვა ასაკსა (6-დან 45 წლამდე) და წონით კატეგორიიაში გაიმართა. აჭარის ნაკრები ტურნირზე 50 სპორტსმენით წარსდგა. მათ ანგარიშზე 10 ოქროს, 17 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალია. 


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

საერთაშორისო სემინარი თბილისში

გასულ კვირას თბილისმა ტაეკვონდოში საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა, რომელიც ქართველ მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოეწყო. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მოწვევით, სემინარი აზერბაიჯანელმა საერთაშორისო კლასის მსაჯმა, კუკივონის (მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის აკადემია) ატესტირებულმა საერთაშორისო ინსტრუქტორმა, კიორუგუშისა (ორთაბრძოლები) და პუმსეს (ტექნიკის დემონსტრიება) IV დანის მფლობელმა ეცებარ იბრაჰიმოვმა ჩაატარა. სემინარი აჭარიდან სტატიის ავტორთან ერთად აკაკი ცენტერაძემ, გიორგი მაძღარაშვილმა და ელინა ჯაიანმა გაიარეს.

”ბათუმელებმა” კომენტარი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს ავთანდილ მიქაძესა და ეცებარ იბრაჰიმოვს სთხოვა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

ცვლილებები ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში

<!** Image 1 align="middle" width="400" height="720" >


მესამე თვეა, რაც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალა ხელმძღვანელობა და მას დაქვემდებარებული პირები. მიზეზი? პირველ რიგში არადამაკმაყოფილებელი შედეგის, და რაც მთავარია რეგიონალური ფედერაციების პროტესტის გამო, რომლებიც ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან დაჩაგრულები იყვნენ.

„ბათუმელები“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ახალ თავკაცს სულხან ბაბუაძეს ესაუბრა. ტაეკვონდო სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ახალი პრეზიდენტის მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარება და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაა. დანარჩენზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

მზად ვარ, საფრანგეთიდან ბათუმში დავბრუნდე

ბევრი ჰყავს ბათუმს ისეთი მორაგბე აღზრდილი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ თამაშობენ და საკმაოდ წარმატებულადაც, კარგი იქნება, თუ მათ შევეხმიანებით და დავიბრუნებთ, დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთი გამოცდილებით დიდ სარგებელს მოუტანენ ჩვენს გუნდს!“ – მითხრა რამდენიმე დღის წინ რაგბის გულშემატკივართა საზოგადოების თავმჯდომარემ დავით მესხიძემ. მისივე თქმით, ყველაზე წარმატებული ბათუმელი მორაგბე ირაკლი ნინიძეა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში თამაშობს.

ბათუმელები ირაკლი ნინიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სკაიპის საშუალებით ჩაწერა


<!** Image 1 align="middle" alt="ირაკლი ნინიძე - მარცხნიდან პირველი " sub="ირაკლი ნინიძე - მარცხნიდან პირველი " width="600" height="354" >



პირამიდა „პირამიდაში“

დასრულდა ქალაქ ბათუმის მერიის თასის გათამაშება ბილიარდში (კომბინირებული პირამიდა), რომელიც პირველად ჩატარდა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა უძლიერესმა მობილიარდემ. ღია პირველობაში მოთამაშეებს აზერბაიჯანიდანაც ელოდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მათი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.

ფიფა თანახმაა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს, მაგრამ…

რამდენად რეალურია ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში ბათუმში ჩატარდება და რა შანსები აქვს ბათუმის ნაკრებს იტალიურ ტურნირზე, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთან მოუწევს გაჯიბრება?! ამის შესახებ ბათუმელებს აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ესაუბრება.


<!** Image 2 align="middle" width="500" height="410" >

რას იტყვის დომენტი?!

 

 

გავვარდით, მაგრამ დავრჩით! – ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებში ეს ფრაზა უკვე ლამის ანეკდოტად იქცა. ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურამდე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, „დინამო“ გავარდებოდა თუ „სიონი“. გვაჯობეს ბოლნისელებმა. ახლა უკვე, ბატონ დომენტიზეა დამოკიდებული დარჩება ბათუმის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში, თუ ისევ დაუბრუნდება ქვედა დივიზიონს. დომენტი ვინ არის? დომენტი იგივე ზვიად სიჭინავაა, ოფიციალურად დომენტი ჰქვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. სწორედ მის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული უმაღლეს ლიგაში ორი იუბილარის – „დინამოსა“ და „კოლხეთის“ დარჩენის ყოფნა-არყოფნა.

 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="დომენტი სიჭინავა" sub="დომენტი სიჭინავა" width="300" height="337" >

ოთხწლიანი პაუზა და პირველი მედალი ეროვნულიდან



<!** Image 3 align="left" alt="თემურ კახიძე" sub="თემურ კახიძე" width="300" height="3400" >გასულ კვირას, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბილიარდში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მიიღეს მონაწილეობა ბათუმელმა მობილიარდეებმა. მართალია, ოთხი სპორტსმენიდან მხოლოდ ერთმა დავით ფიფიამ მოახერხა საპრიზო ადგილის დაკავება და ბრინჯაოს მედლის მოპოვება, მაგრამ როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის ახალარჩეული თავკაცი ამბობს, ამდენწლიანი უქმად ყოფნის შემდეგ ეს ურიგო შედეგი არ არის. ბათუმელი მობილიარდეების შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ ბათუმელებსთავად მოუთხრო.

ბოლო გაჩერება – ოლიმპიადა 2020

<!** Image 1 align="left" alt="გოჩა სურმანიძე" sub="გოჩა სურმანიძე" width="300" height="932" >გასულ კვირას ბათუმში კარატეს ფედერაცია ჩამოყალიბდა, რომლის თავკაცად ბათუმელი გოჩა სურმანიძე აირჩიეს. რა ფუნქციამოვალეობები ექნება ახალ ორგანიზაციას, ვინ გაერთიანდა მასში და რამდენად რეალურია ის, რომ სპორტულ კარატედ წოდებული სახეობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება შეყვანილი?! – ამის შესახებბათუმელებსფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე ესაუბრა.

წლის ბოლოს ჩემპიონის ქამრისთვის ვიბრძოლებ



K1 ვერსიით მებრძოლი, ბათუმელი რომა აბაშიძე ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, სპარინგ-შეხვედრებს მართავდა და რაც მთავარია, მონაწილეობა მიიღო პროფესიონალურ ტურნირში, რომელშიც რუსეთის მრავალგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ანდრეი ტოფტს შეხვდა. ტოფტს პროფესიულ რინგზე 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ამათგან უმეტესობა მოგებული აქვს. მართალია, ჩვენი მებრძოლი დამარცხდა, მაგრამ ისიც მსაჯების ჩარევის შემდეგ, როდესაც გახეთქილი წარბის გამო მას ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს. რა უსამართლობის წინაშე აღმოჩნდა ბათუმელი მებრძოლი რუსეთში, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად რომა აბაშიძე მოუთხრობს.



<!** Image 1 align="middle" alt="რომა აბაშიძე (შუაში)" sub="რომა აბაშიძე (შუაში)" width="500" height="480" >

გოგონების ოქრო და ვაჟების ვერცხლ-ბრინჯაო

აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე უნივერსალურ ორთაბრძოლებში, აჭარის ნაკრების წევრებმა სხვადასხვა სინჯის ხუთი მედალი მოიპოვეს. ტურნირი აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას მიეძღვნა და მასში ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


<!** Image 1 align="middle" alt="თემურ დანელია და გურანდა აბესლამიძე" sub="თემურ დანელია და გურანდა აბესლამიძე" width="400" height="768" >

„ბათუმი“ ევროლიგაზე ითამაშებს

ბათუმის ხელბურთელთა გუნდმა ბათუმმა, რომელიც თბილისში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ტურებს თამაშობს, ფაქტობრივად, უკვე გაინაღდა მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები. გაცილებით სასიხარულო კი ისაა, რომ როგორც ცნობილი გახდა, წელს, ევროლიგის გათამაშებაზე, ბათუმიც მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის თაობაზე კომენტარი ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ჭანტურიამ გააკეთა.

ბათუმიდან რომში

ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია მალე ქალაქის ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც ქალაქის ნაკრებ გუნდს დააკომპლექტებს და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატზე. ამ და სხვა საკითხებზე ბათუმელებს ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="640" >

„დინამოს“ შანსი და ბათუმელი, რომელიც „ბარსელონაში“ მიიწვიეს



<!** Image 1 align="left" alt="ლევან ქორიძე" sub="ლევან ქორიძე" width="300" height="373" >საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, ორი ტური დარჩა. ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია თბილისის დინამომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვება. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია ბათუმის დინამოსათვის, რომელიც კვლავ იქცა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის რეალურ კანდიდატად. მეორე წრეში ოთხმატჩიანი წაუგებელი (3 მოგება, 1 ფრე) სერიის შემდეგ, დინამომ წაიფორხილა და ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგო, რითაც კვლავ დაუბრუნდა მე-11 ადგილს და ფოთის კოლხეთთან ერთად პირველ ლიგაში დაქვეითებაც, ფაქტობრივად გაინაღდა. თეორიული შანსი არის, რომ ზღვისპირელებმა უმაღლესში ადგილი შეინარჩუნონ.

თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მომდევნო წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდას გეგმავს ოთხი გუნდით. თუ ასე მოხდა, მაშინ ბათუმელებიც გადარჩებიან გავარდნას და დიდი შანსია, უმაღლეს ლიგაში ქობულეთის შუქურაც ვიხილოთ, რომელიც ახლა პირველ ლიგაში მეორე ადგილისთვის იბრძვის.

ამის და სხვა საინტერესო თემების შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს ლევან ქორიძეს ესაუბრა.

მესამე გუნდური

ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელშიც ოთხი ბათუმელი ფალავანი ირიცხება, გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 

 

<!** Image 1 align="middle" width="500" height="485" >

ლეონიძემ მეშვიდე იკმარა

ბაქოში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე ბათუმელმა ძიუდოისტმა ირინა ლეონიძემ, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონია, მეშვიდე ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში ის ბრაზილიელ კლაუდირენ სეზართან იპონით დამარცხდა, შემდეგ სანუგეშო წრეში გადაერთო, თუმცა ასევე იპონით წააგო ხორვატ ივანა სუტალოსთან და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Exit mobile version