ნეტგაზეთი • RU

„ბათუმმა“ რაგბში „არმაზი“ დაამარცხა – ბრძოლა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად

 

 

დღეს  „ბათუმმა“ თბილისის სარაგბო კლუბ „არმაზთან“ შეხვედრა გამართა. შეჯიბრება 26:12 „ბათუმის“ სასარგებლოდ დასრულდა. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო „ბათუმისთვის“, რადგან ამ გამარჯვებით გუნდმა უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პირველი ბრძოლა გადალახა.  

 

 

დღევანდელი თამაშით კმაყოფილი დარჩა ბათუმის მწვრთნელი ლევან მგელაძე: „ტალახში ასეთი თამაში ძალიან ძნელია. შეეძლოთ თუ არა, ბიჭებმა თამაშში ჩადეს ყველაფერი. თუმცა შესაძლებელი იყო პრემიალური ქულის აღება, რომ არა უკანა ხაზში ბევრი შეცდომა“.

 

„არმაზის“  მწვრთნელ დავით ვართანიანის თქმით დღევანდელი წაგება „არმაზისთვის“ სატურნირო ცხრილში არაფერს ცვლის, ის ისევ მეექვსე ადგილზე დარჩება. თუმცა მაინც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ გუნდმა მეექვსე ადგილის პოზიცია დაკარგოს.

 

არმაზი მომდევნო თამაშს 20 აპრილს თბილისში „აიასთან“ გამართავს. „ბათუმს“ კი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტი შეხვედრა 20 აპრილს „აკადემიასთან“ ექნება. შეჯიბრება ისევ ბათუმის ანგისას სტადიონზე გაიმართება. 

 

 

 

 

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.