ლიმიტი ამოიწურა – წადით!


ლიმიტი ამოიწურა წადით! სწორედ ამ შინაარსის მოწოდებებით გამართეს ბათუმის დინამოს ფანკლუბის შავი ზღვის მეკობრეების წევრებმა აქცია ქალაქის მერიასთან, რომლებიც დინამოს ხელმძღვანელობისა და მისი პრეზიდენტის, სულხან გოგიბერიძის წასვლას მოითხოვდნენ.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

შავფაროსნებს რომში დღესაც გველოდებიან

აჭარაში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის შესახებ „ბათუმელების“ ფურცლებიდან უკვე შეიტყო ჩვენმა მკითხველმა. მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა. ფედერაცია აგრძელებს მუშაობას. ამ დღეებში ბათუმმა არეულ კრივში აჭარის ღია პირველობას უმასპინძლა. თუ რას წარმოადგენს არეული კრივი, როგორია ქართული საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივა, რა სიახლეები და მიზნები აქვთ ბათუმელ მებრძოლებს, ამის შესახებ აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ზვიად ჯაფარიძისგან შეიტყობთ.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="639" >

ევროტურნირზე მომავლისთვის ვიფიქრებთ

<!** Image 1 align="left" alt="თამაზ ფხაკაძე" sub="თამაზ ფხაკაძე" width="300" height="2300" >დასრულდა საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატი. ბათუმის „ბათუმმა“, რომელიც უმაღლეს ლიგას წელს დაუბრუნდა, პროგრამა მინიმუმი შეასრულა – უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. როგორც კლუბის მესვეურები აცხადებენ, იყო თეორიული შანსი იმისა, „ბათუმს“ პლეი-ოფში ეთამაშა, თუმცა ეს სამომავლოდ გადაიდო. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც „ბათუმელებმა“ კლუბის დირექტორს თამაზ ფხაკაძეს ჩამოართვა.

ქართველი მშვილდოსნები ევროპის გრან-პრიზე

რიომში (საფრანგეთი) დასრულდა ევროპის გრანპრის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ვერც ერთმა წევრმა საპრიზო ადგილის დაკავება ვერ მოახერხა. ბათუმელები საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თამაზ ფუტკარაძეს ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="540" >

ბათუმის უბნები ერთმანეთს ჭადრაკში დაუპირისპირდებიან

 

 

დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლაში დაიწყო ტურნირი ჭადრაკში ბათუმის უბნებს შორის. ტურნირი მუნიციპალური პროგრამის „ბათუმის 13 ადმინისტრაციაში შემავალ უბნებს შორის სპორტული თამაშები” ფარგლებში იმართება. პროგრამაში მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებ სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ.

 

ტურნირი ჭადრაკში 27 აპრილს დასრულდება.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ტურნირი ფრენბურთში – 29 აპრილი – 4 მაისი, კალათბურთში – 17-23 მაისი და მინი-ფეხბურთში – 10-16 მაისი.

სამი ბრინჯაო და მოსადის ინსტრუქტორი ბათუმში

სტამბულში გამართულ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში 45 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 110 სპორტსმენით წარსდგა, რომელთა შორის ხუთი მებრძოლი ბათუმიდან იყო (მწვრთნელი გოჩა სურმანიძე).



<!** Image 1 align="middle" alt="გოჩა სურმანიძე და გაბი მიხაელი" sub="გოჩა სურმანიძე და გაბი მიხაელი" width="400" height="720" >


მომთაბარე ხელბურთელები

ბათუმის ხელბურთელთა გუნდი ბათუმი უკვე დაბრუნდა თბილისიდან, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები გამართა. დღესდღეობით, ბათუმი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ, ჩემპიონატსაც, რომლის დასკვნითი ტური მაისში გაიმართება, ვერცხლის მედლებით დაასრულებს.

მეოთხე წელია ბათუმი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და ერთი სეზონის გამოკლებით, ყოველთვის საპრიზო სამეულში შედიოდა. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ბათუმელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს მერაბ ჭანტურიას ჩამოართვა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="1125" >

პარაოლიმპიელთა მიზანი


ორი თვის წინ ბათუმში აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა, რითაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს საშუალება მიეცათ, საკუთარი თავი სპორტში გამოსცადონ.

ორმა პარაოლიმპიელმა მშვილდოსანმა – ზურაბ დუმბაძემ და ნინო ბარამიძემ უკვე მიიღეს მონაწილეობა აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატებში. ახლა კი ისინი უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ნოემბერში, ტაივანში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში საფეხბურთო გუნდი „ნათელი“ ჩამოყალიბდა. „ბათუმელები“ მათ მწვრთნელს, დავით ხოსრუაშვილს ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" alt=" " sub=" " width="500" height="844" >

ქალებმა ივარგეს, ვაჟებმა ვერა

კაჰრამან ბაგათირის სახელობის IV საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა, წარმატებით იასპარეზა საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="539" >


ლეონიძის მეხუთე და 60 ქულა

სამსუნში გამართულ ძიუდოისტთა „დიდ პრიზზე“ ბათუმელმა ირინე ლეონიძემ, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, მეხუთე ადგილი დაიკავა და სარეიტინგო 60 ქულაც ჩაიწერა აქტივში.


<!** Image 1 align="middle" alt="(მარჯვნივ) ირინა ლეონიძე" sub="(მარჯვნივ) ირინა ლეონიძე" width="500" height="1044" >

ოლიმპიური ჩემპიონი ბათუმში იჩხუბებს?!

აპრილში ბათუმი სამოყვარულო კრივში საერთაშორისო ტურნირს   ოქროს ხელთათმანს უმასპინძლებს. შეჯიბრი მესამე წელია აჭარის კრივის ფედერაციის პატრონაჟით ტარდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაზრდილია, დანარჩენს კი იინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ტურნირის ერთერთ ორგანიზატორს გივი კერესელიძეს ჩამოვართვით.


<!** Image 1 align="middle" alt="(მარცხნივ) ქეთი ტეილორი" sub="(მარცხნივ) ქეთი ტეილორი" width="600" height="362" >

10 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა

ირაკლი დარცმელიძე

 

კავკასიური ნაგაზი მყავს, ჯერ სამი თვისაც არაა. ხშირად გამყავს სასეირნოდ პარკში. თითქმის ყოველდღე ვხედავ ახალგაზრდების ჯგუფს დარბიან. ჩემი ნაგაზიც ცდილობს დაეწიოს, მხიარული ყეფით აცილებს მორბენლებს, თუმცა, ვერ ხვდება რატომ დარბიან. ვიკითხე, მძლეოსნები აღმოჩნდნენ, აჭარის ნაკრების წევრები. მათ კი ნამდვილად არა აქვთ სამხიარულოდ საქმე.


<!** Image 1 align="middle" width="600" height="2448" >

მიტოვებული კიკბოქსიორები: აღარავის აღარ ვაწუხებთ

ირაკლი დარცმელიძე

 

ჩვენთვის ვართ, სამწუხაროა, რომ იშვიათად გვეძლევა საშუალება რაიმე ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა, ამის გამო ბევრმა პერსპექტიულმა მებრძოლმა თავი დაანება ვარჯიშს, ამ სიტყვებით დაიწყო ბათუმელებთან საუბარი აჭარის კიკბოქსინგისა და ტაიბოქსის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა და აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ დანელიამ. თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად დასძინა, კიკბოქსიორთა გუნდი ხელვაჩაურის ნაკრები უფროა, ვიდრე აჭარის. დანარჩენზე ინტერვიუდან შეიტყობთ.


<!** Image 1 align="middle" alt="თემურ დანელია და ედნარ მუკუტაძე" sub="თემურ დანელია და ედნარ მუკუტაძე" width="500" height="480" >

ოლიმპიადაზე მოხვედრა უკვე წარმატება იქნება

ირაკლი დარცმელიძე

 

მშვილდოსნობით დაწყებული და ძიუდო-სამბოთი გაგრძელებული სპორტული გზა, ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ჭიდაობის ორ სახეობაში არაერთი ტიტული მოიპოვა და დღესდღეობით, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ძიუდოისტ ქალად მიიჩნევა. ბათუმელი ირინა ლეონიძე მიღწეულით არ კმაყოფილდება და მთავარი მიზნისკენ, ოლიმპიადისკენ ისწრაფვის.


<!** Image 1 align="middle" alt="ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)" sub="ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)" width="600" height="881" >

მკლავჭიდელებმა ჩემპიონატი 17 მედლით დაასრულეს

ირაკლი დარცმელიძე

 

თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში. აჭარის ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილი) საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 17 მედალი მოიპოვა.


<!** Image 1 align="middle" alt="აჭარის ნაკრები" sub="აჭარის ნაკრები" width="500" height="768" >

პრაქტიკანტი მწვრთნელი გამოცდილმა შეცვალა

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს მშვილდოსანთა ეროვნულ ნაკრებს კვლავ თამაზ ფუტკარაძე უთავკაცებს. ეროვნულ ფედერაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ რეორგანიზაცია განიცადა სამწვრთნელო შტაბმაც. საქართველოს ნაკრები ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ბათუმელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე ესაუბრება.

მიზანი – 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ირაკლი დარცმელიძე

 

წყალბურთი აჭარაში ერთ დროს საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობა იყო და არაერთი ცნობილი სპორტსმენი აღიზარდა აქ, თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იგი ფაქტობრივად დაიკარგა, დაინგრა აუზი, დაიშალა გუნდი.

2009 წელს კი ვეტერანმა წყალბურთელებმა სპორტის ამ სახეობის აღდგენა გადაწყვიტეს და ფედერაცია დააარსეს. თუ როგორ განვითარდა მას შემდეგ მოვლენები და რა პერსპექტივები აქვთ ზღვისპირელ წყალბურთელებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ფანცხავამ  მოუთხრო.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="480" >

ცხენოსნობა აჭარაში

ირაკლი დარცმელიძე

 

8 თებერვალს თბილისში, მერიის თასის გათამაშებაზე ცხენოსნობაში ბათუმელმა გიორგი ძინძიბაძემ 15 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. მართალია, ადგილი საპრიზო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორმა ბათუმელმა ახალგაზრდამ, გიორგი ძინძიბაძემ და ირაკლი ნაცვალაძემ, ბათუმში ცხენოსნობის კლუბი დააარსეს, რითაც სპორტის ამ სახეობის განვითარებას საფუძველი ჩაუყარეს. მათი იდეა ქალაქის საკრებულომაც მოიწონა და 2013 წელს მათთვის 150 ათასი ლარი გამოყო. დანარჩენის შესახებ თავად ირაკლი და გიორგი მოგვითხრობენ, რომლებიც დღეს ბათუმელების სტუმრები არიან


<!** Image 1 align="middle" alt="გიორგი ძინძიბაძე" sub="გიორგი ძინძიბაძე" width="600" height="480" >

„მწვანე ქუჩის ხულიგნებიდან“ „შავი ზღვის მეკობრეებამდე“

ირაკლი დარცმელიძე

 

იყო დრო, როცა ბათუმის დინამო გულშემატკივართა ნაკლებობას არ განიცდიდატრიბუნები სავსე იყო და კლუბს ქომაგი არ აკლდა. მერე სტადიონზე ხალხმა იკლო, თითოოროლა კაცს თუ ნახავდით გუნდის საქომაგოდ მისულს, ბოლოს სტადიონიც დაანგრიეს, დინამო კი აგრძელებდა არსებობისთვის ბრძოლას მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, გამოჩნდა ბათუმში ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ბათუმის დინამოს ფანკლუბი დააარსეს და შეძლებისდაგვარად, ფეხბურთელებს და გუნდს გვერდში უდგანან


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

ბათუმელებს ბათუმის დინამოს ფანკლუბის შავი ზღვის მეკობრეების დამფუძნებელი და ლიდერი გივი გაგუა სტუმრობდა

„დინამო“ თასით და რუსთავით დაიწყო

ირაკლი დარცმელიძე

 

 

ბათუმის „დინამო“ თურქეთში გამართული საწვრთნელი შეკრებიდან დაბრუნდა. ათი დღის განმავლობაში ზღვისპირელებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, ერთი მოიგეს, ერთში კი – ფრეს დასჯერდნენ. თურქული პერიპეტიების შესახებ „ბათუმელებს“ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გურული ესაუბრება.


<!** Image 1 align="middle" width="600" height="720" >

მალე – ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!

ირაკლი დაცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ჭანტურია და კრისტიან კარამბეუ" sub="ჯაბა ჭანტურია და კრისტიან კარამბეუ" width="400" height="713" >რაც სათაურში წაიკითხეთ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გახლავთ. დიახ, სულ მალე ქართული გუნდი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ. არ მინდა მკითხველი შეცდომაში შევიყვანო, ამიტომ თავიდანვე განვმარტავ, რომ საუბარია არა დიდ ფეხბურთზე მწვანე მინდვრითა და 11 ფეხბურთელით (ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა), არამედ მცირე ზომის მოედანზე, სადაც მოთამაშეები ბურთს სილაში აგორებენ ანუ საპლაჟო ფეხბურთზე, რომელსაც ქვიშის ფეხბურთადაც მოიხსენიებენ.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ „ბათუმელებს“ სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ მოუთხრო.

ჭიდაობა ოლიმპიურ თამაშებზე აღარ იქნება

ირაკლი დარცმელიძე

 

ჭიდაობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ რისკიანი სპორტის სამეულში ჭიდაობა, თანამედროვე ხუთჭიდი და ტაეკვონდო შედიოდა, 15-კაციანმა საბჭომ კი ოლიმპიური თამაშების მიღმა ჭიდაობის დატოვება არჩია. თუ რატომ, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებისთვის სანუგეშოდ ის რჩება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოსაირესში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რამე შეიცვალოს, დღესდღეობით კი ასეა, ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად აღარ ითვლება. გამოთავისუფლებული ადგილისათვის კი სოფტბოლი, ბეისბოლი, უშუ, კარატე, სერფინგი, გორგოლაჭებიანი სპორტი, სპორტული მეკლდეურობა და სქვოში იბრძოლებენ.

<!** Image 1 align="left" alt="ელგუჯა ბერიშვილი" sub="ელგუჯა ბერიშვილი" width="300" height="924" >ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ბოლო ცვლილება 2010 წელს შევიდა, როდესაც 2016 წლის რიო დეჟანეიროს თამაშების პროგრამაში გოლფი და შვიდკაცა რაგბი შეიტანეს.

რა რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ უცნაურ გადაწყვეტილებას საქართველოში, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ესაუბრება.

„პირველი გამარჯვება დღესაც მახსოვს“

ირაკლი დარცმელიძე

 

ხუთი თასი და ექვსი მედალი – ასეთია 10 წლის ბათუმელი ტაეკვონდისტის ზურა კინწურაშვილის მონაგარი, რომელიც სულ რაღაც ოთხი წელია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს. ახლახან გამართულ ქუთაისის ღია პირველობაზე ზურაბმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საკუთარი ჯილდოების ყულაბა კიდევ ერთი მედლით შეავსო.<!** Image 2 align="middle" width="500" height="1840" >

სეზონი 7 მედლით გახსნეს

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის ტაეკვონდისტთა ნაკრებმა 2013 წლის სეზონი შვიდი მედლით გახსნა. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გამართულ ქალაქის ღია პირველობაზე, სადაც მასპინძლებთან ერთად, ბათუმის, წყალტუბოს, სენაკისა და ფოთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ქუთაისის ღია პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები" sub="ქუთაისის ღია პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები" width="500" height="1840" >

„დინამომ“ ფორვარდი დაიმატა

ირაკლი დარცმელიძე

 

 

ბათუმის დინამომ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს განახლებული შემადგენლობით ხვდება, წინასაჩემპიონატო სამზადისი თურქეთში განაგრძო, სადაც 6 თებერვალს გაემგზავრა.

„შუქურა“ უმაღლესი ლიგისთვის მომდევნო წელს იბრძოლებს

ირაკლი დარცმელიძე

 

 

ქობულეთის „შუქურა“ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა, რაც კლუბის ისტორიაში პირველი უცხოური შეკრებაა. „შუქურა“ თურქეთში 21 თებერვლამდე დარჩება და  ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ქობულეთელთა მეტოქეები რუსული „ვულგარ-გაზპრომი“, „კრასნოდარი“, „რუბინი“ (სათადარიგო შემადგენლობა) და „ალანია“ იქნებიან.


<!** Image 1 align="middle" width="300" height="378" >

„გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში ახლადშექმნილი საინიციატივო ჯგუფის სახელწოდება თავად მეტყველებს იმ მიზანზე, რაც ამ ჯგუფის დამფუძნებლებს აქვთ.  დეღს, 6 თებერვალს სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბათუმელ გულშემატკივრებთან, ასევე ვეტერან ფეხბურთელებთან.  საინიციატივო ჯგუფის სურვილია  ძველი ტრადიციები დაუბრუნონ გუნდს, რომელიც ამჟამად ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.


„დინამოს“ არ გააჩნია სტადიონი, არა აქვს სავარჯიშო ბაზა, ფაქტობრივად, ჩამკვდარია ბავშვთა ფეხბურთი, – ეს და მრავალი სხვა საკითხი გახდა განხილვის საგანი. ჯგუფის თავმჯდომარემ ოთარ ფედიჩკინმა პირველ რიგში კლუბში არსებულ არასწორ მენეჯმენტზე გააკეთა აქცენტი.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" >

მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმელ მკლავჭიდელს, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს, მერაბ კაკაბაძეს, ტესტირების შედეგად სისხლში დოპინგის კვალი აღმოუჩინეს. ტიტულების ჩამორთმევა და ორწლიანი დისკვალიფიკაცია – ეს არის სასჯელი, რომელიც მას ემუქრება. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე და თავად სპორტსმენი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს გაურკვევლობას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდებიან.


<!** Image 2 align="middle" alt="მარცხნივ - მერაბ კაკაბაძე" sub="მარცხნივ - მერაბ კაკაბაძე" width="500" height="384" >

„აკრობუმი წარსულია, აქცენტს ახალ თაობაზე ვაკეთებ“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმელი აკრობატი გოგონების ტრიოს  – აკრობუმის შარშანდელი ნიჭიერის ფინალში მოხვედრის შემდეგ, გოგონებისა და მათი მწვრთნელის, მარინა სარიშვილიკალანდაძის გზები გაიყარა. მარინა სარიშვილი ბევრს არ საუბრობს იმაზე, თუ რა გახდა საყოველთაო აღიარების შემდეგ მრავალწლიანი იდილიის დასრულების მიზეზი. დღეს ის ახალი თაობის აღზრდითაა დაკავებული, რომელთა უმრავლესობამ უკვე მოასწრო საქართველოს ჩემპიონობა და სხვადასხვა ტურნირის მოგება. მარინა სარიშვილს სპორტსკოლაში, მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე ვესაუბრე.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="1788" >

12 მედალი აჭარას

ირაკლი დარცმელიძე

თბილისში, სპორტკომპლექს “არენაში” ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. აჭარის ნაკრებმა სხვადასხვა სინჯის 12 მედალი მოიპოვა.

ორდღიანმა შეჯიბრების შედეგად ადგილები ასე გადანაწილდა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="866" >

მშვილდოსნება ადგილები გაინაწილეს

ირაკლი დარცმელიძე

 

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. გთავაზობთ ტურნირის ტექნიკურ შედეგებს.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="720" >

გურულის ოპტიმიზმი – დავრჩებით!

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="გია გურული" sub="გია გურული" width="300" height="833" >ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს კარგად მოეხსენება, რომ გუნდმა პირველი წრე ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. კლუბის მესვეურები გვპირდებოდნენ, მეორე წრისთვის დინამოს გასაძლიერებლად არაფერს დაიშურებდნენ და გასავარდნ ზონიდან თავის დაღწევისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. ამჟამად ეროვნულ ჩემპიონატში შესვენებაა, თუმცა ბათუმელები უკვე შეიკრიბნენ და წვრთნაც დაიწყეს. გუნდში ბევრი სიახლეა, რომლის შესახებაც დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გურული ბათუმელებს ესაუბრა.

„ბათუმს“ ჩემპიონი მწვრთნელი დაუბრუნდა

ირაკლი დარცმელიძე

 

 

<!** Image 1 align="left" alt="ლევან მგელაძე" sub="ლევან მგელაძე" width="300" height="413" >საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში ამჟამად შესვენებაა, თუმცა გუნდი ვარჯიშობს და მეორე წრისთვის ემზადება. სიახლეებია კლუბ „ბათუმში“, რომელიც რვა მოთამაშემ დატოვა. როგორც „ბათუმის“ დირექტორმა თამაზ ფხაკაძემ აღნიშნა, ზოგიერთ მათგანს ხელშეკრულება დაუმთავრდა, ზოგიერთი კი საკუთარი სურვილით წავიდა. კლუბმა ორი მორაგბე დაიმატა. თუმცა მთავარი სიახლე ისაა, რომ „ბათუმის“ მთავარ მწვრთნელად ლევან მგელაძე დაინიშნა.


მოფარიკავეთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონატზე დაკომპლექტდება

ირაკლი დარცმელიძე

 

თებერვლის დასაწყისში თბილისი ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ორ ასაკობრივ ჯგუფში (კადეტები, იუნიორები). მასში როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 

ქეცბაიას რჩეულები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2013 წლის პირველ მატჩს ტირანაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 6 თებერვალს ქემალ სტაფას სტადიონზე ჩაატარებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="825" >

მსოფლიო WSKF ფედერაციამ ხაჯიშვილი აირჩია

ირაკლი დარცმელიძე

 

2013 წელს აჭარაში დაფუძნდა საქართველოს შოტოკან კარატე დო ეროვნული ფედერაცია, რომლის პრეზიდენტადაც აჭარის შოტოკან კარატე დო ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი და არაერთგზის პრიზიორი ნოდარ ხაჯიშვილი აირჩიეს. ის  დღეს ბათუმელების სტუმარია.


<!** Image 1 align="middle" alt="ნოდარ ხაჯიშვილი" sub="ნოდარ ხაჯიშვილი" width="400" height="860" > 

Exit mobile version