ევროპის ჩემპიონი „ნონა“ – შვიდივე მოგებული ტური

 

ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონი გახდა. კლუბი ხუთი მოჭადრაკით უნდა გამგზავრებულიყო, ამიტომ ბათუმის კლუბმა „ნონამ“ თავის შემადგენლობაში ნინო ბაციაშვილთან, სალომე მელიასა და მირანდა მიქაძესთან ერთად საქართველოს ნაკრებიდან ბელა ხოტენაშვილი და ნანა ძაგნიძე დაიმატა. გოგონებმა რეკორდული მაჩვენებლით მოიპოვეს ჩემპიონობა – შვიდივე ტურში გაიმარჯვეს. როგორც კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, ასეთი მოგება ბოლო ხუთი წლის უცვლელ ჩემპიონ მონაკოს გუნდსაც არ მოუპოვებია. სწორედ მონაკოს „მონტე-კარლო“ იყო მთავარი კონკურენტი, რომელიც „ნონამ“ პირველ ტურში დაამარცხა. ელოდებოდა კი კლუბი ასეთ შედეგს? – ამ თემაზე ბათუმელმა მოჭადრაკეებმა და კლუბის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრეს.

”PSP”-მ ”TTC”-ს ჩემპიონობა ორი გოლით დაასწრო

 

 

მინი-ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი „PSS“-ს გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდი 2:0 დაამარცხა. TTC ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, მესამე ადგილი კი „ბორჯომმა“ დაიკავა. ჩემპიონატი  ბათუმში, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში 27-28 სექტემბერს მიმდინარეობდა.

საქართველოს ჩემპიონი ბილიარდში კვლავ პაატა ხმალაძე გახდა

 

 

კომბინირებულ პირამიდაში საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში დღეს დასრულდა. პირველი ადგილი მრავლაგზის საქართველოს ჩემპიონმა პაატა ხმალაძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები ბათუმელებმა დავით ჯორბენაძემ და ნუგზარ თებიძემ დაიკავეს.

რა პრობლემები აქვს ბათუმის საცხენოსნო კლუბს

 

 

ბათუმში საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა. კლუბს შვიდი ცხენი ჰყავს, მათ შორის ერთი სპორტული, რომელსაც „ზაგრები“ ჰქვია. საცხენოსნო ბაზა აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ერთი წლის ვადით აქვთ გადაცემული ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის.

საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში დღეს, ბათუმში დასრულდება

 

 

ბათუმის სპორტულ-ხალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 27 სექტემბერს ოთხთა ფინალი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ მინი ფეხბურთის კლუბები (მფკ) თბილისის „პსპ“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (TTC), „ბორჯომი“ და „სამტრედია“. 

ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში დაიწყო

 

25 სექტემბერს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 32 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას.

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ”ნონა” ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური



ბათუმის ქალ მოჭადრაკეთა კლუბმა „ნონამ” პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატში და უძლიერესის ტიტული მოიპოვა. ქართველმა გოგონებმა 14 ქულა დააგროვეს და 4 ქულით აჯობეს ევროპის ხუთგზის ჩემპიონს „მონტე კარლოს”.

 

4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – აჭარის ძალოსნების წარმატება საქართველოს პირველობაზე

 

 

ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატში აჭარის ნაკრებმა 9 მედალი და 205 ქულით გუნდურში პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში აჭარიდან 16 სპორტსმენი მონაწილეობდა. ცხრა ძალოსანმა საპრიზო ადგილი სხვადასხვა წონით კატეგოირაში მოიპოვა. 

„ბათუმი“ განახლებული შემადგენლობითა და ახალი მწვრთნელით

 

 

2014-2015 წლის სეზონის საქართველოს რაგბის ეროვნული  ჩემპიონატი 15 აგვისტოს დაიწყო. ჩატარდა ოთხი ტური. ბათუმის სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ოთხი თამაშიდან ორი მოიგო და „არმიასთან“ (15:25) და „ლელოსთან“ (0:20) დამარცხდა. „ბათუმმა“ გასულ სეზონში 8 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგის ათეულში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. უმაღეს ლიგაში პირველ ადგილზე ბოლნისის “ყოჩებია“, რომელსაც 17 ქულა აქვს.   „ბათუმის” შემადგენლობა 12 ახალი მოთამაშით განახლდა. კლუბი დატოვეს უცხოელმა ლეგიონელებმა და ამჟამად მთლიანად ქართველი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ახალი სეზონიდან, ლევან მგელაძის წასვლის შემდეგ, კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს – „ბათუმის” ყოფილი კაპიტანი დავით გუგუშვილი. ის ამ პოზიციას თამაშის პარალელურად ითავსებს. 

მშვილდოსნები ბათუმიდან

 

 

აჭარაში მშვილდოსნების სამი კატეგორიააკადეტები (17 წლამდე), ახალგაზრდები (18-21 წლამდე) და დიდები. შეჯიბრებებიც ამ კატეგორიების მიხედვით ტარდება. ამჟამად ბათუმში მშვილდოსნობით სულ 80 ადამიანია დაინტერესებული, რომელთაც შვიდი მწვრთნელი ავარჯიშებს. მშვილდოსნები ანგისის სტადიონზე ვარჯიშობენ.

ბათუმში ”ლეიდის ოუფენი” დაიწყო

 

 

ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ქალთა საჩოგბურთო ტურნირი „ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობა“, იგივე „ლეიდის ოუფენი“ მიმდინარეობს. ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპით 6 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბერს ფინალური შეხვედრებით დასრულდება.

ჩოგბურთი – ჩემი ცხოვრება

 

 

ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე პირველად 16 წლის ასაკში გახდა მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონი. იგი 17 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, რომელთან ერთადაც მონაწილეობს „დევისის თასის“ გათამაშებებში. ახლა 21 წლისაა და კვლავ ინარჩუნებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.


გიორგი ცივაძე 1993 წლის 2 იანვარს დაიბადა ბათუმში. ჩოგბურთში ვარჯიში ხუთი წლის ასაკში დაიწყო. 6 წლისამ პირველი გამარჯვება ბათუმში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა. მას შემდეგაც მრავალ ტურნირში მიაღწია წარმატებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ რუსეთში (ადლერი, სოჭი, მოსკოვი), საფრანგეთში (პარიზი). ხშირად იმარჯვებდა მასზე რამდენიმე წლით უფროსი ასაკის ბავშვებთან. 2004 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მიჩნეულ 12 წლამდელთა ტურნირ „Orange Bowl“-ში, გიორგი ცივაძე 128 მონაწილედან რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა. 14, 16 და 18 წლის ასაკში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გიორგი მიწვეული იყო ევროპის იუნიორ ჩოგბურთელთა ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. 16 წლის ასაკში გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმარჯვა მერსედესის თასისგათამაშებაში, ხოლო იტალიაში ქალაქ ნეაპოლში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ 2009 წელს გიორგი ცივაძე თანატოლთა შორის ევროპაში მე-4 ჩოგბურთელი გახდა.


გიორგი ცივაძე პროფესიონალი ჩოგბურთელია. გასულ წლებთან შედარებით გაიუმჯობესა შედეგი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში და 1000-ზე მეტი ადგილით დაწინაურდა. დღესდღეობით მსოფლიოში 883- ადგილზე იმყოფება. ის გასულ კვირას დაბრუნდა ტურნირებიდან და ბათუმში აგრძელებს ვარჯიშს მამისდავით ცივაძის ხელმძღვანელობით.

განახლებული ბათუმის ”დინამო”

 

 

ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ბათუმისდინამოისევ დაუბრუნდა საქართველოს უმაღლეს ლიგას. ერთი მეკარით, ორი მცველით, ორი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით კლუბმა 2014-2015 წლის სეზონის შემადგენლობა გაიძლიერა. ბათუმის დინამომრვა ახალ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. კლუბი ახალი შემადგენლობით თამაშს 2014 წლის დეკემბრამდე გააგრძელებს. 2015 წლიდან კი, სავარაუდოდ, ცვლილებები კვლავ იქნება, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს ბათუმისდინამოსთანსწორედ ამ დრომდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული

28 აგვისტოს ბილიარდში აჭარის ჩემპიონატი დაიწყება

 

 

28-31 აგვისტოს, საბილიარდო კლუბ „პირამიდაში“ ბილიარდში (სახეობა: კომბინირებული პირამიდა) აჭარის ჩემპიონატი გაიმართება. მასში 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის საპრიზო ადგილზე გასულები ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან:

”ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი” ევროპის ჩემპიონმა მოიგო

 

 

 

წყვილთა ავტორბოლა, რომელიც ბათუმში იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა 12 საათის საათს გაგრძელდა. სუპერ ფინალში „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ გამარჯვებული ევროპის მოქმედი ჩემპიონი დათა ქაჯაია გახდა. მან 3000 ათასი ლარი მოიგო.

ბათუმში ავტორბოლა მიმდინარეობს

 

 <!** Image 9 align="middle" width="600" height="1504" >

 

„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ (Bridgestone Black Sea Cup) რიგით მე-10 ავტოშეჯიბრი წყვილთა რბოლაში მიმდინარეობს. ავტორბოლაში მონაწილეობენ პროფესიონალი ავტომრბოლელები და მოყვარულები, ვისაც მართვის მოწმობა აქვს. 

ბათუმის ”დინამომ” კიდევ ერთი სამი ქულა მოიპოვა

 

 

44-ე წუთზე გატანილი გოლით ბათუმის „დინამომ“ მასპინძელი გორის „დილა“ დაამარცხა. მატჩი, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ირაკლი ჩირიკაშვილმა გაიტანა. „ლამაზი გოლი გამოვიდა“ – შეაფასა შედეგი ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა.

ხულოს სასპორტო სკოლა თანამედროვე სპორტული ბაზის გარეშე

 

 

2001 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე გახდა. მუხრან ვახტანგაძე ხულოს სპორტსკოლაში ვარჯიშობდა. მისი მწვრთნელი გოდერძი ბოლქვაძე იყო. 2014 წლის 6 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ კი მსოფლიო ჩემპიონობა ახალგაზრდებში მოიპოვა. შმაგი ბოლქვაძეც ხულოს სპორტსკოლაში გაიზარდა, სადაც ავთანდილ აბულაძე ავარჯიშებდა, რომლის მწვრთნელიც ასევე გოდერძი ბოლქვაძე იყო. ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ხულო მოჭიდავეების სამჭედლოა,  ასევე აფასებს ხულოს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძეც. მიუხედავად იმისა, რომ ხულო მოჭიდავეების სამჭედლოაიქ დღემდე არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა.

ბათუმის ”დინამოს” პირველი მოგება სეზონში

 

 

 

ბათუმის „დინამომ“ მეორე ტურში ფოთის „კოლხეთს“ 1:0 მოუგო, რაც წლევანდელ სეზონში „დინამოს“ პირველი  მოგებაა. გოლო 32-ე წუთზე ბადრი ტეტუნაშვილმა გაიტანა და კლუბს სამი ქულა შესძინა. 

20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან

 

 

 

20 წლის შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხულოს მუნიციპალიტეტს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. 5-6 აგვისტოს ზაგრებში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ კიდევ სამი საპრიზო ადგილი და გუნდურ ასპარეზობაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილი მოიპოვა, რაც შმაგი ბოლქვაძის, გელა ბოლქვაძის, ლაშა გობაძისა და გიზო მელაძისა დამსახურებაა. ოთხივე მოჭიდავე ხულოდანაა.

”შუქურამ” ”ზუგდიდი”ერთი გოლის სხვაობით დაამარცხა [ფოტორეპორტაჟი]

 

 

ფეხბურთის კლუბებმა საქართველოს უმაღლეს ლიგის პირველობისთვის ბრძოლა დაიწყეს. 9 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნის შესრულებითა და მოედანზე საქართველოს დროშის აწევით გაიხსნა. პირველი მატჩი ქობულეთის “შუქურასა” და ზუგდიდის “ზუგდიდს” შორის გაიმართა და ანგარიში 2:1 დასრულდა “შუქურას” სასარგებლოდ.

ველოსიპედით დედამიწის გარშემო

 

ლეგენდარული ქართველი ველომოგზაური და მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა „ბათუმელებმა“ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2014 წლის 11 ივნისს, ბათუმში, #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს ჩაწერა. პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1993 წლიდან 2002 წლის ჩათვლით მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის 240 ქვეყანაში ველოსიპედით იმოგზაურა და გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეს მოახერხა. 

2014-2015 წლის საფეხბურთო სეზონი იწყება

 

საფეხბურთო კლუბი „ბათუმის დინამო“ დღეს, საღამოს რუსთავში გაემგზარა. რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბათუმის დინამო“ რუსთავის „მეტალურგს“ შეხვდება. მატჩი 9 აგვისტოს 17:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 

 

20 წლის შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი რუჰინ მიკაილოვი 3:0 დაამარცხა და მსოფლიოში 66 კილოგრამი წონით მოჭიდავე ახალაგაზრდებს შორის პირველობა მოიპოვა.

მოყვარულებს შორის შეჯიბრება მინი-ფეხბურთში

 

 

ბათუმის ბულვარის  მინი-ფეხბურთის მოედანზე მინი-ფეხბურთში შეჯიბრება მიმდინარეობს. შეჯიბრება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში 17-27 წლამდე მოყვარული ფეხბურთელების 14 გუნდი მონაწილეობს.

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში 9 აგვისტოს დაიწყება

 

9 – 10 აგვისტოს დაბა ჩაქვში,  გაიმართება აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას აჭარის უძლიერესი ძალოსნები  მიიღებენ.

გოგონები საპლაჟო ფრენბურთის ნაკრებიდან

 

აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ფრენბურთში გოგონებს შორის მთავარი მწვრთნელი ხათუნა გიორგაძე ამბობს, რომ ფრენბურთი აჭარაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტურნირები ტარდება როგორც პლაჟის, ასევე კლასიკურ ფრენბურთში. ახლა საპლაჟო ფრენბურთის სეზონია და გოგონათა ნაკრები საერთაშორისო ტურნირებს ატარებს. ბათუმს საპლაჟო ფრენბურთში ბიჭების ნაკრები არ ჰყავს. ბიჭების ნაკრები მხოლოდ კალისიკური ფრენბურთის უმაღლეს ლიგაშია.  

ფეხბურთი და ‘გაყიდული’ თამაშები

 

 

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო სპორტული სამყაროსთვის. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკის 12 ქალაქში გაიმართა. 12 სხვადასხვა მოედანზე თითოეულ მატჩს საშუალოდ 52 ათასი მაყურებელი და მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ფეხბურთის გულშემატკივართა შეფასებით ფეხბურთის რიგით მეოცე მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე არაპროგნოზირებადი მუნდიალი აღმოჩნდა. გულშემატკივართა პირველი გაოცება ჯგუფიდან ესპანეთის გავარდნამ, შემდეგ კი ნახევარფინალში ბრაზილიის გერმანიასთან  7:1 დამარცხებამ გამოიწვია.

იწვევს თუ არა მოულოდნელი შედეგები კორუფციის ეჭვებს დიდ სპორტში?

ბათუმში ჩემპიონატები მიმდინარეობს

 

 

ბათუმში არდაგანის ტბასთან, სპორტულ მოედნებზე, მინი ფეხბურთსა და ქვიშის ფეხბურთში ჩემპიონატები პარალელურად მიმდინარეობს.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი პლაჟის ფრენბურთში

 

15-21 ივლისს, ბათუმში პლაჟის ფრენბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი იმართება. ტურნირში 1997-1998 და 2000-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

სპორტული ფესტივალი ნებისმიერი მსურველისთვის

 

 

20 ივლისს ბათუმში სპორტულ ფესტივალი „საქართველო 2014“ გაიმართება. ფესტივალით გათვალისწინებული სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, სამოყვარულო ხელბურთსა და მინი ფეხბურთში ბულვარში განლაგებულ სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.

ბათუმმა შესაძლოა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

 

ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის „ფიდეს“ აღმასრულებელი დირექტორი ნაიჯელ ფრიმანი იმყოფება. 

ავტომრბოლელი N27

 

ავტოშეჯიბრებებში მონაწილე ავტომობილი: ვაზ-2107

შეჯიბრების სახეობა: ავტორალი, წრიული რბოლა, წყვილთა რბოლა, აღმართის ჩქაროსნული დაძლევა

გამოშვების წელი: 2002

ძრავი: 140 ცხენის ძალა

გაპაექრება: BMW-თან, HONDA-თან, SUBARU-თან

ავტომობილის საჭესთან: ნუკრი ჯანგველაძე

წყალბურთელები აჭარაში

 

 

ბათუმის წყალბურთის კლუბი “ბათუმი” 2011 წელს დაფუძნდა. კლუბის დირექტორი ასტამურ ჩაუშბაა. კლუბს ოთხი მწვრთნელი და სამი ასაკობრივი კატეგორიის 45 ბავშვი ჰყავს – დიდები (1995-1996 წლებში დაბადებულები); ახალგაზრდები (1998-1999 წლებში დაბადებულები) და კადეტები – 2000-2001 წლებში დაბადებული ბავშვები. არის ასევე მეოთხე ჯგუფი –  ისინი, ვინც ახლა სწავლობენ წყალბურთის თამაშს. ბათუმში არ არსებობს წყალბურთელ გოგონათა გუნდი, წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებში კი 14 ახალგაზრდაა. კლუბს მერია აფინანსებს. 

80 წლის ბილიარდის მოთამაშე

 

თენგიზ რომანაძე ბილიარდის ვეტერანი მოთამაშეა. აჭარაში მყოფ ექვს ვეტერან ბილიარდერს შორის ის ასაკით ყველაზე უფროსია. ქობულეთში ცხოვრობს და ბილიარდის სათამაშოდ ხანდახან ბათუმში ჩამოდის. ამბობს, რომ ბილიარდი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საშუალებაა. პროფესიით ფინანსისტი თენგიზ რომანაძე 1934 წელს დაიბადა.  

Exit mobile version