„ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე

 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მცირე შემოკლებით. „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის ჩვენების პირველი ნაწილიც, სადაც მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის 11 იანვარს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით …

აჭარის და ბათუმის პროკურორები შეცვალეს – ვინ არიან ახალი პროკურორები

აჭარის პროკურორი ზაზა მეტონიძე აღარ არის. იგი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში დღეს, 17 ივლისს, ვერ გვითხრეს, ვინ დაინიშნა აჭარის პროკურორად. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც რამდენიმე ინფორმირებული წყარო ადასტურებს, აჭარის ახალი პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა. გიორგი ცხოვრებაძე აქამდე ზესტაფონის რაიონულ პროკურორად მუშაობდა. ბათუმის პროკურორად კი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი …

რას კარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? – „აღმოვჩნდებით ბევრად მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში“

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალური გახდა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის გამო. რა ელოდება საქართველოს ევროპისგან დაშორებით და რას კარგავს ქართველი ხალხი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, დღეს უკვე დაიწყო მორიგი პროპაგანდა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის საპირწონედ ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და „ქართული ოცნება“ აირჩევს სტაბილურობასო. …

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და საითკენ? – „ასე ჩვენი ცნობილი სატრანზიტო დერეფანიც დაკარგავს ფუნქციას“

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურიძე არ გამორიცხავს, სომხეთი და აზერბაიჯანი მართლაც გამოვიდნენ რუსეთის ჩრდილიდან, განვითარების გზას დაადგნენ, საქართველო კი, პრორუსული და არალეგიტიმური მთავრობის წყალობით, რუსეთის სატელიტად იქცეს. „ჩვენთან კი უყვართ იმის თქმა, რომ შავი ზღვის პორტები მნიშვნელოვანია ბაქოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში, მაშინ სომხეთის და თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტებით განხორციელდება ეს ყველაფერი, …

რუსეთში დასჯადი ხდება ინტერნეტში „ექსტრემისტული მასალების“ ძებნა

დღეს, 17 ივლისს, რუსეთის დუმამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს ჯარიმებს ინტერნეტში აკრძალული მასალების მოძიებაზე, მათ შორის VPN-ის გამოყენებით. საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის  მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა. ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი ახალი მუხლი ემატება. …

სახელმწიფო გრანტის გაცემაზე კონკურსს გამოაცხადებენ – სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდეს

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 21 ივლისს გეგმავს საჯარო კონკურსის გამოცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით. 30 ივნისს  „ოცნების“ მთავრობამ სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდა. უშუალოდ გრანტების გასაცემად კი, 2025 წელს ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაფინანსების გაზრდის შედეგად „გაუჩნდა შესაძლებლობა, გამოყოს ფინანსური რესურსი სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და …

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოინგრა, დაშავდა 1 ადამიანი

გონიოში მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოიგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. მათივე ინფორმაციით, დაშავებული კაცი გადაყვანილია კლინიკაში. შემთხვევა დღეს, 17 ივლისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

„აუცილებელია ნინო დათაშვილს ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 17 ივლისს, მოინახულა პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კვლევები სჭირდება. „ნინო დათაშვილს შევხვდი დღეს. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან. ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო …

რუსეთის დუმის კომიტეტში „ოცნებას“ კვლავ აქებენ

„ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმიდან მორიგი შექება დაიმსახურა. „საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციების მიუხედავად, საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს გამოხატავს“ – თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ. 15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ წერილში, …

ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში – შსს-ს ცნობით დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“; 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად …

„არ გვინდა კოლოფში ცხოვრება“ – 2 მლნ ბათუმის გენგეგმისთვის, რომლის განხორციელებაც უკვე სათუოა

ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა. თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ. საკრებულოს ერთ-ერთ …

ნინო დათაშვილის საქმეზე რეაგირებისთვის პროკურატურას მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო დათაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 15 ივნისს აქტივისტმა ნინო კალანდიამ ნინო დათაშვილისთვის შექმნილ ფეისბუქჯგუფში დაწერა, რომ მას ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ექიმი მასთან …

„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 038 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190] ტანკი – 11 029 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 996 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 30 438 ერთეული [+43] MLRS – 1 440 ერთეული …

„ათამდე გამომძიებელი ჰყავს ამ საქმეს. არც ერთს უცდია ფორმალურად მაინც ემუშავა გამოძიებაზე“

„ვფიცავ, ჩემი ყოველი სიტყვა იქნება უტყუარი და ფაქტებზე დაფუძნებული“ – 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა სამოქალაქო ფიცის დადების შემდეგ დაიწყო ჩვენების მიცემა. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მინიმალური შემოკლებით. მზია ამაღლობელი: ამ ფაქტის მცირედით მაინც თავიდან აცილება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მარტო იმიტომ ავიცილებდი, …

„მაჩვენეთ ბავშვი!“ – 21 წლის სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლოში ცუდად გახდა

16 ივლისს, თბილისში, 21 წლის სტუდენტის, გიორგი გორგაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად. გიორგი სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა, საჭირო გახდა სხდომის შეჩერება და სასწრაფოს გამოძახება. გიორგი გორგაძე 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს და უკვე 7 თვეზე მეტია ციხეშია. დაკავებამდე ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში TI ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლობდა. როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ჰყვებიან, ის …

არსებობს „დიპ სტეიტი“? რას ამბობს ხალხი ბათუმში – ქუჩის გამოკითხვა

რას ამბობს ხალხი ბათუმის ქუჩებში „დიპ სტეითზე“, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს? ვინ ან რა არის „დიპ სტეიტი“? – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში.

თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორები გაათავისუფლეს – „ვაპროტესტებდით რეჟიმს“

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ პროფესორს, ადმინისტრაციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი უნივერსიტეტიდან გაშვებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ღიად გამოხატავენ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. „განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს“, – ამბობენ პროფესორები. შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს გიორგი გოცირიძეს, მის მეუღლეს …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავებულია 3 ბავშვი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილი არიან კლინიკაში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფინეთში აკრძალეს უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის

ფინეთში ამოქმედდა აკრძალვა უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ანტტი ჰაკანენზე დაყრდნობით წერს, რომ  კანონი ფინეთის უსაფრთხოების განმტკიცებისა და გავლენის ნებისმიერი მცდელობის აცილებისკენაა მიმართული. ფინეთის მთავრობის შესაბამისი დადგენილება  2025 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში. უძრავი ქონების შეძენის ნებართვა არ გაიცემა იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთა ქვეყანა არღვევს სხვა სახელმწიფოს …

გონიოში ავარიის დროს დაშავებული 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გუშინ, 15 ივლისს, გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 23 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. გონიოში ავარიის შედეგად გუშინ სულ 3 პირი დაშავდა, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, „ბათუმელებს“ დღეს კლინიკაში უთხრეს, რომ ისინი უკვე გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის …

რუსეთმა ვინიცასა და კრივოი როგზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა

რუსეთმა 16 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის ვინიცაზე, კრივოი როგსა და კრამატორსკზე, მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა. რუსეთის დარტყმის ძირითადი სამიზნე იყო ქალაქები: კრივოი როგი, ხარკოვი და ვინიცა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ვინიცაში თავდასხმის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა; კრივოი როგში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, დაშავდა 17 წლის ბიჭი, ქალაქ ხარკოვში …

ბათუმში ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა – „თბილისში რაც მოხდა, იმის შემდეგ უფრო გვეშინია“

„თბილისში სახლის ჩამონგრევის შემდეგ უფრო გვეშინია. იქნებ ისევ დაწეროთ ჩვენზე, მერე ყველა მოვა, ნანგრევებში რომ აღმოვჩნდებით“ – მოგვწერა მოქალაქემ „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 14 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი რესპონდენტი ბათუმში, ფიროსმანის #1-ში მდებარე ისტორიულ სახლში ცხოვრობს. უკვე წლებია ამ სახლს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 037 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 11 025 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 995 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 30 395 ერთეული [+49] MLRS – 1 440 ერთეული …

დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე

„ის, რომ რიჟვაძეს ამზადებდნენ თურმე უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში, რადგან ადამიანი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ, ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი“, – ამბობს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე. მას „ბათუმელები“ ამ დღეებში თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე ესაუბრა, სადაც ითქვა, რომ …

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსწავლეებს დრონების მართვას ასწავლიან – მედია

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მათი სამხედრო-პატრიოტული საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა აფხაზეთში სკოლის მოსწავლეების მომზადება უპილოტო თვითმფრინავების მართვაში. აფხაზური მედია წერს, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებთან სწორედ ასეთი სწავლება ჩაატარეს, კერძოდ „მოზარდებს ასწავლეს FPV დრონების აწყობა, მართვა და გამოყენება, რათა განუვითარონ მათ ტექნიკური …

„უბედური შემთხვევა“ მსხვერპლის ბრალია?! – „ოცნების“ პოლიტიკა ტრაგედიების დროს

„თანახმა არ იყვნენ და აქ წერტილი დავსვით – ამით ადამიანებს სწირავ სიკვდილისთვის,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი სალომე შუბლაძე. მას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიაზე, ავარიული სახლის ფასადის ჩამონგრევის შესახებ ვესაუბრეთ, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რას აჩვენებს, როცა ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერს აკეთებს? – მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში იმის გამო, …

აფხაზეთში რუსეთი 115 მლნ რუბლს დახარჯავს არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად

ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოდან არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად პროექტების განხორციელების კონკურსი დაიწყება, ამისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან 115 მილიონი რუბლია გათვალისწინებული. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეზე, სერგეი კირიენკოზე დაყრდნობით წერს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. წელს 115 მილიონი რუბლი მზად არის მიემართოს სოციალურ პროექტებზე, განვითარების პროექტებზე, რომლებიც შეუძლიათ მიიღონ რიგითმა …

„პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს. კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა: „ჩვენ უარი ვთქვით უძრავი …

სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა – „ოცნების“ მთავრობა დროებით გადახურვაზე თანახმაა  

„ოცნების“ მთავრობა თანახმაა მომზადდეს სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს. შესაბამის განკარგულებებს ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს მოაწერა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, …

ავარია გონიოში – დაშავდა 3 პირი

დღეს, 15 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს დასახლებაში, რის შედეგადაც, როგორც „ბათუმელებმა“ დაადგინა, დაშავდა 3 პირი. თვითმხილველთა თქმით, დაიმტვრა სამი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო. განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვიანებით მოგვწერეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ …

„ის, რასაც მოსამართლეს ვეტყოდი, პროცესზე რომ მიშვებდეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. 8 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა, რეზო კიკნაძე წერს, რას ეტყოდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელიც მას არ აძლევს უფლებას საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს. „ის, რასაც მოსამართლეს ვეტყოდი პროცესზე, რომ მიშვებდეს. ორ თემას მინდა შევეხო: პირველი არის ის, რომ მინდაძისთვის გითქვამთ შეგიძლია პრეზიდენტს სთხოვო შეწყალებაო. მოდი, კორექტულად …

მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – სამი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც 14 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლოს დაესწრნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ 14 ივლისს გამართული სასამართლო სხდომაც კი ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების არაპროპორციულ და პოლიტიზებულ ხასიათს აჩვენებს. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა …

ბაჩიაშვილის მიმართ ციხეში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელის სპეციალური პენიტენციური სამსახური. საიას განცხადებით, მომხდარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ ჩაითვლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოებული, რითაც, ასევე ირღვევა ბრალდებულის პროცედურული უფლებები. „ამასთან, პრობლემურია მის მიმართ გარე სამყაროსთან კონტაქტის …

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – იგი მკურნალობას თურქეთში აგრძელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და იქ აგრძელებს მკურნალობას. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კლინიკაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არის მამა დავით რიჟვაძე. 7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე. თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივლისის 21 საათიდან 16 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი …

Exit mobile version