„ოცნება“ ერთის მხრივ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას და „ფარას“ კანონით უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას სთხოვს ყველას, ვინც ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, მეორე მხრივ კი მუნიციპალური სტრუქტურები და ორგანიზაციები ევროკავშირის პროექტებს იღებენ რიგი აქტივობების დასაფინანსებლად. მათ შორის არის ბათუმის მერიაც. ბათუმის მერიამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიგო. პროექტისთვის – „ბუნებაზე დაფუძნებული …
Category Archives: მთავარი
თურქეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს – დაიღუპა 10 მეხანძრე
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხანძრის ჩაქრობის დროს, სულ მცირე 10 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა ესკიშეჰირის პროვინციაში ტყის ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას, სულ მცირე 14 მაშველი და სატყეო მუშაკი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეების დაღუპვის სავარაუდო მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა – ხანძრისას ქარმა მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება და მეხანძრეები ცეცხლის ალყაში აღმოჩნდნენ. ტრაგიკული შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. 25 …
Continue reading “თურქეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს – დაიღუპა 10 მეხანძრე”
დიდი ბრიტანეთის საელჩო – „სამწუხაროდ, „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას“
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში წერს, რომ „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც. საელჩო წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას. „ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 24 – 29 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის
ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის ახალი დიზაინის ავეჯს დაამზადებენ, მანამდე კი ქალაქის მერია 3 000 ლარად „ავეჯის დიზაინის მომსახურებას“ შეისყიდის, რაზეც ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტების საოფისე ავეჯის დიზაინის შექმნა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სქემატური ნახაზების/ესკიზების დახაზვა. პირობებში მერიას გაწერილი აქვს, რომ „შესყიდვის ობიექტი უნდა …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 047 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 11 049 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 052 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 30 777 ერთეული [+31] MLRS – 1 446 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი”
არაადამიანური მოპყრობის ფაქტს მზია ამაღლობელის მიმართ არ იძიებენ – რატომ დუმს პროკურატურა
თითქმის 7 თვე გავიდა, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულ მზია ამაღლობელს, აგინა, სახეში შეაფურთხა და არაადამიანურად მოეპყრო. პროკურატურას დღემდე არ უცვნია დაზარალებულად მზია ამაღლობელი. „სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე. ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან: მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ …
ბათუმის საკრებულოში ქალისა და კაცის თანასწორობის სპეციალისტი ეყოლებათ – ბრძოლა გენდერის წინააღმდეგ
ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა გენდერის სპეციალისტს სახელი გადაარქვას, პოზიციის დასახელება შეცვალოს და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სპეციალისტი“ უწოდოს. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი თავართქილაძე საკრებულოს შესაბამისი დადგენილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სურვილით ხსნის. საქმე ისაა, რომ „ოცნებამ“ კანონმდებლობიდან ტერმინი გენდერი და გენდერული იდენტობა ამოიღო. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი …
აქციების დროს პატრულის კვებაში 71 500 ლარი დაიხარჯა 7 თვეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერის გარეშე 20 000 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების კვებით მომსახურებაზე. ხელშეკრულება 2025 წლის 24 ივლისიდან შევიდა ძალაში და ის სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. დეპარტამენტი ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას „გადაუდებელი აუცილებლობით“ ხსნის, ვინაიდან 2024 წლის დეკემბერში ანალოგიურ მომსახურებაზე ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა …
Continue reading “აქციების დროს პატრულის კვებაში 71 500 ლარი დაიხარჯა 7 თვეში”
„დამაპატიმრეთ, პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ“ – ლევან ხორავა მოსამართლეს
„…მე სამშობლოსთვის სისხლი დამიღვრია და ისევ დავღვრი, თუ საჭიროა. დამაპატიმრეთ, არ მაქვს პრობლემა… პატრიოტებს პატიმრობით ვერ შეაშინებთ, ეს იცოდეთ ოღონდ. პატიმრობამ კი არა, მურვან ყრუმ და თემურ ლენგმა ვერ დააჩოქეს საქართველო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მოქალაქე ლევან ხორავამ. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა …
უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი დაიღუპებოდა. მეშინია ამის – ემიგრანტი ქალი
„რომ არა უვიზო მიმოსვლა და საფრანგეთი, ჩემი შვილი ვერ გადარჩებოდა. საფრანგეთმა ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მრცხვენია, როცა ევროპაზე ცუდს ლაპარაკობენ და ძალიან მეშინია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ამით ქართველი ხალხი ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ფუტკარაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და ამბობს, რომ ეშინია სამშობლოში დაბრუნების. მაია გვიყვება მისი შვილის მძიმე ისტორიას …
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ივანე აბაშიძე დანიშნეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტზე ივანე აბაშიძე დანიშნეს. 2023 წლიდან დღემდე ის Columbia Shipmanagement Georgia LLC გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ახალი დირექტორი სააგენტოს თანამშრომლებს მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 …
Continue reading “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ივანე აბაშიძე დანიშნეს”
ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა
შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“. განცხადების გავრცელების ამ ეტაპზე, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა …
Continue reading “ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 046 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 11 046 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 047 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 30 746 ერთეული [+24] MLRS – 1 446 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივლისი”
როგორ იყენებს „ოცნება“ „კაცების გათხოვების“ თემას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ – ინტერვიუ
„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანია მოძველებული მესიჯბოქსით განაახლა – ისევ დაატრიალეს ე.წ. ომის და „კაცების გათხოვების“ თემა. რატომ ცდილობს „ოცნება“ დაუკარგოს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება და თავად რატომ მიჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. ქალბატონო თამთა, რას ფიქრობთ „ოცნების“ პროპაგანდაზე, …
დგებუაძის „გაწითლებული ლოყა და ტკივილი“ კიდევ ერთმა ექიმმა შეისწავლა – რა უთხრა სასამართლოს ნათია ხარატმა
„[ტკივილის აღქმის] ფსიქოლოგიურ ფაქტორშიც არ ჯდება ის, რომ 30 წუთი ჰქონდა ლოყა გაწითლებული და შემდეგ გაქრა. ეს უფრო სიმულაციაში ჯდება. „მეტკინა“ – ჩემთვის უფრო სიმულაციაა,“ – თქვა ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა 21 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლოზე, მოწმის სახით დაკითხვისას. ნათია ხარატი მესამე ექსპერტია, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე დაიკითხა. სასამართლოზე მოწვეული ორი სხვადასხვა კვალიფიკაციის, განათლების და …
„ბავშვს ფეხი დაუწვეს“ – მშობელი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ექიმებს ადანაშაულებს
3 წლის ბავშვის მშობელი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს. ჯუმალ თუფჩელი თურქეთის მოქალაქეა და საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როგორც ჯუმალ თუფჩელი „ბათუმელებს“ უყვება, მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ერთი წლის წინ კიბეზე ჩასვლისას ფეხი დაიზიანა. მამის თქმით, შვილი თავდაპირველად ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ბავშვს რენტგენი გადაუღეს და სახლში გაუშვეს, თუმცა იმის გამო, რომ …
Continue reading “„ბავშვს ფეხი დაუწვეს“ – მშობელი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ექიმებს ადანაშაულებს”
საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ
„პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ,“ – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თეოლოგ შოთა კინწურაშვილს აფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ იყო და იგი მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიციას გამოხატავს. 21 ივლისს საპატრიარქოს პრესცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე და არა საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, ევროკავშირის რეკომენდაციები გააკრიტიკა და „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გაიმეორა. …
რუსეთმა ჟურნალისტ იური დუდს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა და მასზე ძებნა გამოაცხადა
ჟურნალისტ იური დუდს ბრალად ედება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მიზანმიმართული შეგროვება“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი სასამართლოდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავდროულად, მოსკოვის სასამართლოების გაერთიანებული პრესსამსახური იუწყება, რომ დუდს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დაცვაზე თავის არიდების გამო დაუსწრებლად შეეფარდა 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა მისი რუსეთში ექსტრადირების ან ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან …
ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა
ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რაც 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს, არის თავად ცეცხლაძისავე ჩაწერილი ფეისბუქლაივი. პოლიციელებმა მას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე მიაგნეს, ჩამოწერეს და საქმეს დაურთეს. დღეს, 23 ივლისის სხდომაზე, როცა ეს ვიდეო უნდა გამოეკვლიათ, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია „დაფიონის” გვერდიდან თვეებია წაშლილია – როგორც ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის …
„არჩევანი ყველას აქვს, მონებსაც კი“- რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან
„ჩვენს შვილთაშვილებს არ შერცხვებათ არქივში ჩახედვის, განსხვავებით მათგან, ვინც დანებდა სახლში დარჩა და განზე დგომა არჩია. არ შერცხვებათ, რადგან მათი წინაპარი ხმა იღებდა, მოქმედებდა, წინააღმდეგობას უწევდა და ებრძოდა მტერს, ტირანს. დავითი იყო და არა გოლიათი“ – წერს სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც მან ზუგდიდელ აქტივისტებს გამოუგზავნა 38-ე საკნიდან. „ბათუმელები“ წერილს უცვლელად გთავაზობთ. რეზო კიკნაძის …
Continue reading “„არჩევანი ყველას აქვს, მონებსაც კი“- რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან”
რუსეთმა ზურაბ ქარჩავას უკრაინაში ბრძოლისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წელი და 6 თვე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეს ზურაბ ქარჩავას დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მასზე ძებნა გამოცხადდა – რუსეთი მას ბრალს სდებს უკრაინის ომში მონაწილეობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. „მტკიცებულებები… სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქისთვის განაჩენის დაუსწრებლად გამოსატანად. ზურაბ ქარჩავა დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული …
Continue reading “რუსეთმა ზურაბ ქარჩავას უკრაინაში ბრძოლისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წელი და 6 თვე”
ოქროს ნივთის ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
ქურდობის ბრალდებით დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიების თანახმად, 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 045 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 11 041 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 037 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 30 722 ერთეული [+42] MLRS – 1 446 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ივლისი”
ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის
„განყოფილებიდან დამიკავშირდნენ, თეა ლაღაძეს მიაყენეთ შეურაცხყოფა სასამართლო სხდომაზეო და მიჩივლა მე,“ – აცხადებს ლევან ხორავა, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. თეა ლაღაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე ის წარმოადგენს შსს-ს სასამართლო სხდომებზე. მაგალითად, თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმე. ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. …
Continue reading “ლევან ხორავას შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე სასამართლოში უჩივის”
როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ
„თუ კონსოლიდაცია ვერ მოახერხა ქართველმა ერმა, მაშინ დასავლეთი ამას ვერ შეაჩერებს და, ბუნებრივია, დაიწყებს ალტერნატიული გზების მოძებნას: სომხეთი მართლაც არის საქართველოს შესაძლო ალტერნატივა ამ კონტექსტში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების შემდეგ ვკითხეთ: რამდენად შეიძლება დასავლეთმა პარტნიორობა სომხეთთან არჩიოს? „საქართველოს მყისიერად სომხეთით ჩანაცვლება ძნელი იქნება, თუმცა დასავლეთში ამ საკითხზე უკვე ფიქრობენ …
Continue reading “როგორ ჩაანაცვლებს სომხეთი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში? – ინტერვიუ”
„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან
„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროშიც იწყებს წმენდას. დღეს, 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, რომელიც 31 წელია სამხედრო სამსახურშია და ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს. ლევან კურცხალია თანამდებობიდან დათხოვნას მის პროევროპულ განწყობებს უკავშირებს. ლევან კურცხალიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი ოჯახის წევრების კრიტიკული განწყობებიც. მისი შვილი, სესილი კურცხალია სასაზღვრო …
უცხოურ ვალუტაში სესხის აღება სებმა კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ. 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ამავე წლის იანვრიდან დღემდე შესაბამისი ქვედა ზღვარი 500 000 …
ახალი კანონი რუსეთში – დააჯარიმებენ პირს, რომელიც აკრძალულ მასალებს მოძებნის ინტერნეტში
დღეს, 22 ივლისს, რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ინტერნეტში აკრძალული, „ექსტრემისტული მასალების“ ძიებისთვის ჯარიმის შესახებ. ჯარიმის ოდენობა 3-დან 5 ათას რუბლამდე იქნება. საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა. რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, განმარტავს რომ კანონის დარღვევაში …
ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ
თურქეთში დაქორწინდნენ ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] და ნინა კაკულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნინა კაკულიამ დაუდასტურა. წყვილმა ქალაქ ფაცაში იქორწინა. ორდუს პროვინციაში მდებარე ამ პატარა ქალაქში მუჰაჯირი ქართველის ბევრი შთამომავალი ცხოვრობს. ფაცადანაა წარმოშობით თემურ ქათამაძეც. ნინა კაკულიამ გვითხრა, რომ ქორწინება სიმბოლურად აღნიშნეს ეკლესიასთან. „ეს ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ სიმბოლურად იქ აღვნიშნეთ …
Continue reading “ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ”
შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს
ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც შვილის გაუპატიურებაშია ბრალდებული. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, „ბრალდებული მამაკაცი, როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 45 წლის კაცი ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა …
Continue reading “შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს”
მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა
დღეს, 22 ივლისს, „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. „ბათუმელებმა“ ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამ …
Continue reading “მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 24 – 29 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა
ბათუმის ავტოსადგურთან გზა [სევერიანე აჭარელის, ყოფილი მაიაკოვსკის, ქუჩის დასაწყისი] ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. შესაბამისად, შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც, რის გამოც ქალაქის მთავარ აგრარულ ბაზართან არცერთი მუნიციპალური ავტობუსი აღარ გაივლის. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1 თვე, ან თვენახევარი დარჩება გადაკეტილი. „გააჩნია როგორი ამინდი იქნება, ვინაიდან ამაზეა სამუშაოების …
Continue reading “ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა”
ნორვეგია მზადაა უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების შეძენის სქემაში ჩაერთოს
ბერლინი და ოსლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ერთობლივად დაფინანსებას გეგმავენ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ ოსლო მზადაა, უკრაინას „პატრიოტის“ სისტემების შესყიდვაში დაეხმაროს. ნორვეგიის პრემიერმა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია და ნორვეგია მომავალში უსაფრთხოებისა და შეიარაღების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ. 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა …
Continue reading “ნორვეგია მზადაა უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების შეძენის სქემაში ჩაერთოს”
ჰელსინკის კომისია მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება
დღეს, 22 ივლისს, ჰელსინკის კომისია X-ზე „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება. „ქართული ოცნება“ ცდილობს დამალოს კორუფცია და დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც იანვრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, – აცხადებს ჰელსინკის კომისია. რა ხდება? მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი …
Continue reading “ჰელსინკის კომისია მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება”